ლურჯი მთვარე 12 თავი
ირაკლი ჩემკენ მოიწია, ორივე ხელი შემომხვია და გულში ჩამიკრა. - ძალიან საყვარელი ხარ, დადუ. მესიამოვნა, გამიხარდა. გულმა ჯერ შეწყვიტა, მერე კი გაორმაგებული ძალით დაიწყო მუშაობა. ირაკლი ძალიან ნაზი იყო, ისეთი როგორიც თავიდან. თმები სულის შებერვით მომაცილა სახიდან და მთელი სახე დამიკოცნა, ფრთხილად, ნაზად და მთელი გრძნობით, ოდნავ მეხებოდა მისი ბაგეები კანზე, მაგრამ ესეც საკმარისი იყო იმისთვის, რომ ჟრუანტელისგან კანკალი ამვარდნოდა. თავი ჩემს ყელში ჩარგო და მონოტონურად დამისვა ხელი მკლავზე, ზემო-ქვემოთ, თანაც რამდენჯერმე. მერე ერთ სულ და ერთ ხორც ვიქეცით. ირაკლი საოცრად ნაზი და თბილი იყო, აღტაცებული თვლებით დამცქეროდა და მეგონა ჩემი ფიქრების ამოცნობა შეეძლო, ზუსტად აკეთებდა იმას, რაც მინდოდა. მისი თვალებიდან წამოსულმა ენერგიამ ჩემს სხეულში შეაღწია, თავი დამაკარგვინა და მთელი სხეულით მისი გავხდი. აქამდე მეგონა, რომ მისი ვიყავი, მაგრამ მაშინ მე არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ მთელი გრძნობით და ფიქრით დავუკავშირდი მას. კარგად ვხვდებოდი რამდენად ღელავდა და ცდილობდა ჩემი სიამოვნებისთვის ყველაფერი გაეკეთებინა. - ჩემი ხარ, სულ ჩემი ხარ… ჩემი ლურჯი მთვარე… ჩემი ფიქრი... ჩემი ტკივილი… - მიყვარხარ, ირაკლი. - ვნებებს გასაქანი მივეცი და ინიციატივა ჩემ თავზე ავიღე, უცებ ირაკლი გადატრიალდა, მსუბუქად ამწია ჰაერში და მე მის ზემოთ აღმოვჩნდი. დავიბენი. ირაკლის ორივე ხელი ჩემს თეძოებზე ედო და ღიმილით მიყურებდა ქვემოდან. გამეღიმა თვალები დავხუჭე და მისკენ დავიხარე. - ეს ვნება ბოლოს მოგვიღებს, დადუ. - ვნებისგან ჩახრინწული ხმით ამოიჩურჩულა ირაკლიმ. - თანახმა ვარ, შენ გამო ყველაფრისთვის მზად ვარ. - ვუთხარი და ახლა მე გავთამამდი. - არა, პირველობას ვერ დაგითმობ. - ისევ ზემოდან მომექცა და ისევ გაშმაგებულმა დამიწყო კოცნა. მე პირველად ვიაზრებდი და პირველად, მთელი კმაყოფილებით ვხვდებოდი მის ალერსს. მერე იყო, გაოფლილი ხელების შეხება ზურგზე, უმნიშვნელო ტკივილი, რომელსაც განცდილი სიამოვნება ფარავდა. მისი ტუჩების შეხება ჩემს მუცელზე. ტალღად დავლილი სიამოვნება. გაუგებარი ბგერები… დახშული ყურთასმენა… ირაკლის აკანკალებული ხელები ჩემს თმებში… ერთდროულად განცდილი ორგაზმი… თვალი,რომ გავახილე,მის მკერდზე მედო თავი,ირაკლი მშვიდად,რიტმულად სუნთქავდა,გავისუსე,გავყუჩდი.ორივე ხელი უფრო მაგრად შემოვხვიე და ტუჩები შიშველ მკერდზე მივადე. - “როცა მგონია რომ გძინასვს ჩემი სუნთქვა გიფრთხობს ღამეს, ამის მერე კიდევ მკითხავ, ლურჯი რატომ ქვია ღამეს? ” - წავჩურჩულე ყურში. საპასუხოდ ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა, თვალგაუხელად მოძებნა ჩემი ტუჩები და მაკოცა. - მხოლოდ ჩემი თავი მეგონა ასეთი ნიჭიერი. - თვალები გაახილა და სუნთქვა შემეკრა, მისი უძიროდ შავი თვალები თითქმის სილურჯეში გადასულიყო. - დადუნა, დედასთან უნდა დაბრუნდე. - ჩემი აღტაცებული მზერა არ შეიმჩნია. - ცოდოა, ნუ აწყენინებ. - მძიმედ გადავყლაპე ნერწყვი, ის კი ლაპარაკობდა და თითებით შუბლზე ჩამოყრილ თმებს მისწორებდა. - ვიცი, ახლა ჩემზე ბრაზობ და გგონია გაგდებ, მაგრამ ნუ ვიქნებით ეგოისტები, დადუ. შენ ხომ კარგი გოგო ხარ, დამიჯერე რა. - შენ თუ ასე გინდა… -ჩუმად ჩავილაპარაკე ნირწამხდარმა და ტუჩები დავიჭამე. - ეი,შემომხედე, გაიქრე ეს ეჭვიანი აზრები, მე შენთან მინდა ყოფნა, მინდა გესმის? ჩემი ნება, რომ იყოს ახლა აქედან არასდროს გაგიშვებდი, მაგრამ ყველაფერს თავისი წესი აქვს, თავისი დრო… ჯერ რაღაცეებია მოსაგვარებელი, ბევრი რამე გვაქვს გადასალახი… მე განსაკუთრებით… - გამიღიმა და ისევ გულზე მიმიხუტა. - მერე შენ ვერ დაგეხმარები. - თუ მეცოდინება, რომ კარგად ხარ და ჩემზე ფიქრობ დამეხმარები, მე კი გპირდები რომ ვიბრძოლებ, როგორც შენ მეუბნებოდი. - შემომცინა ისევ და თვალი ჩამიკრა. -მიზეზი მაქვს ბრძოლის თანაც. - მართლაა? რა მიზეზიი? - პატარა ბავშვივით ამიწყლიანდა თვალები. - შენ! იმ საღამოს თავად მიმაცილა სახლამდე, სანამ სადარბაზოში შევიდოდი კიდევ ერთხელ მაკოცა, მაგრად ჩამიხუტა და წავიდა. ქალაქგარეთ ვიყავით, ისევ ტრიალ მინდორზე, ირაკლი ისევ ბალახებში იწვა, მე ისევ თვალებდახუჭული ვტრიალებდი. იმ დღეს ჩემი დაბადების დღე იყო, მაგრამ ირაკლისთვის არ მითქვამს, არაფერს ველოდი, ჩემთვის ისიც საკმარისი იყო, რომ ჩემთან იყო. კაბას ვაფრიალებდი, ირაკლის გარშემო დავრბოდი და ვცდილობდი მხიარულებაში ამეყოლიებინა. ის იცინოდა, იდაყვებით მიწას ეყრდნობოდა, თავი გვერდზე ჰქონდა გადაწეული და მიცინოდა. ბედნიერებისგან სახეგაბრწყინებული მივუჯექი გვერდით და ცხვირზე ხელი მოვუჭირე. - ხომ ვამბობდი საინტერესო ხარ-მეთქი. - ჩემთვის თვალი არ მოუშორებია ისე მითხრა ირაკლიმ. - ნუ სულელობ რაა. - ბალახებზე გადავწექი და ცას ავხედე. - ნახეე, რა ლამაზი დღეა… მზიანი… ნათელი… - შენს მზიანობას მაინც ვერ შეედრება. - გამიღიმა და ფეხზე წამოდგა. თვალები დავხუჭე. ვიწექი ასე ბალახებში, ირგვლივ მინდვრის ყვავილების სურნელი იდგა. ცოტა ხანს გაუნძრევლად ვიწექი, მეღიმებოდა, მაგრამ რატომ არ ვიცი. თავზე ჩრდილი დამეცა და იძულებული გავხდი თვალები გამეხილა, ირაკლი იდგა ჩემ წინ, სახეზე მინდვრის ყვავილები მიეფარებინა, გამეცინა. - გამომართვი, თორემ გავბრაზდები. - მასაც გაეცინა და უხერხულად გამომიწოდა. ირგვლივ ხომ ამდენი ყვავილი იყო, მეც ყვავილებში ვიჯექი, მაგრამ მისი მოტანილი სულ სხვა იყო, გული გამითბო. ყვავილები გამოვართვი, დავსუნე და გულში ჩავიკარი. ჩემ წინ დაჯდა, ხელები გამომიწოდა, მეც ჩემი შევაგებე. - ლამაზი ხარ. - გამიღიმა და ჩემს თითებს დაუწყო წვალება. - შენ სიმპატიური. - კიდევ კარგი ლამაზიო არ თქვი, - გაეცინა. -საყვარელი ხარ. - შენ, არა. - თავი ჩაღუნა. - ვიცი… ოდესმე ისეთი რამ გიგრძვნია, რომ სადღაც შენი ნაწილი დადის და გაკლია, ეძებ და ვერ პოულობ, იტანჯები, გტკივა, ცუდად ხარ… არადა უიმისოდ არაფერი ხარ. - არ ვიცი… შენ გიგრძვნია? - კი, თან ძალიან მძაფრად, მაგრამ იმიტომ არა, რომ ტყუპისცალი მყავს… - ისევ შემომანათა თავისი შავი თვალები და გაეღიმა. - შენამდე, შენს გაცნობამდე ყოველ დღე აუტანლად მტკიოდა ნახევარი,ჩემი ნახევარი, რომელიც ჩემგან შორს იყო… - ღრმად ჩაისუნთქა ცოტახანს გაჩერდა და მერე ისევ გააგრძელა. - იცი,როგორ მეშინოდა, რომ ვერასდროს ვიპოვნიდი? - სუნთქვა შემეკრა, გამაკანკალა. - მეშინოდა, რომ ვერასდროს გიპოვიდი, შენ კი თავად მომაკითხე. - ორი თითის ზურგი დამისვა ლოყაზე, მერე ჩამოყრილი თმა ყურს უკან გადამიწია და ისევ ხელი ჩამკიდა. - არასდროს გაგიშვებ ჩემგან, არასდროს დაგტოვებ. - მიყვარხარ. - ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე, ხელი მომხვია და გულზე მიმიკრა, ყელში მაკოცა და გაყუჩდა. ისეც გამეღიმა სიმწრისგან, ისევ თვალები დავხუჭე. ვისხედით ასე მინდორში ერთმანეთზე მიხუტებულები, თვალებდახუჭული და მე მის გულისცემას ვუსმენდი. დავიფიცებ ჩემთვის ის ხმა ყველაზე ლამაზი მელოდია იყო. არცერთი არ ვიღებდით ხმას. ირაკლი ზურგზე მისმევდა ხელს და კისერში მკოცნიდა. - ყველაფერს შევძლებ, გპირდები… ჩემ გამო არასდროს იტირებ… - სიხარულისგან ცრემლები მომერია, ხელები მაგრად შემოვხვიე და ვაკოცე. - ადექი. - ფეხზე წამოვხტი და ხელი გავუწოდე. ისევ იჯდა, წარბებს ქვეშიდან მიყურებდა და იღიმოდა. - რა სიგიჟე ჩაიფიქრე ამჯერად? - წამოდგა და წელზე შემომხვია ხელი. - ნახე ღამდება. - უკვე ჩამობნელებულიყო, აქა-იქ მკრათალად ანათებდა ვარსკვლავები. - მერე? - ისევ ეშმაკურად იღიმოდა. - არაფერი, წავიდეთ. - უცებ მოვეშვი, ვცდილობდი მენიშნებინა რომ დაბადების დღე მქონდა, მაგრამ ის აზრზე ვერ მოდიოდა ,მე ეს მწყინდა, თუმცა არ ვიმჩნევდი. წინ წავედი, ირაკლი უკან მომყვებოდა. უკვე მანქანასთან ვიყავი, რომ დამიძახა. - დადუნაა. - რა? - გავჩერდი, მაგრამ არ მივბრუნებულვარ, ცრემლებს ვმალავდი. - მეცხრამეტე დაბადების დღეს გილოცავ, დადუ. - ვერ წარმოიდგენთ იმ დროს რა ვიგრძენი, გული ამომიჯდა, სახეზე ხელები ავიფარე და მანქანას მივეყრდენი. - დიდი გოგო გამეზარდე, დადუნა. - ზურგს უკან იდგა და ჩემს თმას ცხვირით ეთამაშებოდა. - მიყვარხარ. - მივბრუნდი და ჩავეხუტე. - ნუ ტირი, დადუ… ნახე, მე შენთვის რა მაქვს? - ეშმაკურად იცინოდა და დამუშტულ ხელს მაჩვენებდა. - რაა? რა გაქვს? - გამოიცანი… -აუ, არ ვიცი, მითხარი რააა. - სიხარულისგან აღარ ვიცოდი რა მექნა. ირაკლი იდგა და იცინოდა, მერე ხელი გაშალა და გამომიწოდა. სუნთქვა შემეკრა, ფეხები მომეკვეთა, ირაკლის ხელისგულზე ლურჯი მთვარე ედო. - ეს მედალიონი შენია, დადუნა… მინდა სამახსოვროდ გქონდეს ბიჭისგან, რომელმაც ამ მედალიონში თავის გული ჩადო. რაც არ უნდა მოხდეს, დამპირდი, რომ არასდროს არ მოიხსნი, დადუ. - აღარ იღიმოდა, თვალებში რაღაც ამოუცნობი და მტკივნეული გაურკვევლობა ედგა. მისმა სიტყვებმა შემაკრთო, რა უნდა მოხდეს? მერე ის ლექსი გამახსენდა, მაშინ ჩუმად,რომ წავიკითხე:“ვიშლები... მგონი თანდათან ვგიჟდები. უკვე ფერფლიც კი აღარ ვარ, ნეტავ საერთოდ ვინ ვხდები?! ვიშლები... “ საშინელების მოლოდინში გაჩენილმა უსიამოვნო გრძნობამ ფეხებიდან დამიარა, ყელში უსუსურობის გრძნობა გამეჩხირა. მერე უბრალოდ თავი გავაქნიე, თმები გვერდზე გადავიწიე და დაველოდე, როდის გამიკეთებდა მედალიონს. - მადლობა. - თითის წვერებზე ავიწიე და ლოყაზე ვაკოცე. - გითხარი, მედალიონში ჩემი გული ჩავდე. - მეთქი და მხოლოდ ლოყაზე მკოცნი? - ხელი გულზე მიიდო და გაკვირვებით აწია წარბები. - გული ჩადეეე? - ახლოს მივიწიე და ხელი მკერდზე დავადე. - აბა, გული რატომ გიცემს? ორივეს გაგვეცინა, მაჯაში ხელი ჩამავლო და გულზე მიმიკრა. - ჩემს გულზე ასე ნუ ხუმრობ, დადუუ. - სიტყვა მისმა ტუჩებმა ამაცალა ტუჩებიდან. ირაკლი ძალიან შეიცვალა გახალისდა, უფრო გახსნილი და მხიარული გახდა. მუდამ ჩემ ირგვლივ ტრიალებდა, მუდამ იღიმოდა. მეც დავწყნარდი. რაც მთავარია, ”ლომკა” არ აწუხებდა. თუ აწუხებდა, ისევ ოთახში იკეტებოდა და მანამდე ყვიროდა, სანამ არ ჩაეძინებოდა დაღლილს. ცდილობდა, ამ დროს მასთან არ ვყოფილიყავი. ამასობაში აგვისტოც მიიწურა, მე სტუდენტი გავხდი, ახდა ჩემი ოცნება, მეც სამედიცინოზე ვისწავლიდი, მეც ირაკლისავით ექიმი გავხდებოდი. ამ ამბავმა, ჩემზე მეტად ირაკლი გაახარა. პატარა ბავშვით შემომციცინებდა თვალებში. - ვამაყობ შენით! - მეუბნებოდა ხოლმე და გულში მიკრავდა. უბედნიერესი ვიყავი. კი არ დავდიოდი, დავფრინავდი. ყველაფერი იმდენად კარგად აეწყო ხანდახან შიში მიპყრობდა, ხო იცით ადამიანი ასეა მოწყობილი, როცა უკიდეგანოდ ბედნიერია იმის შიში იპყრობს, რომ ერთ დღესაც ეს ყოველივე გაქრება, დამთავრდება, მეც ასე შემომიტევდა ხოლმე ეს შიში, მაგრამ მალევე ვიშორებდი თავიდან. არ მინდოდა ამ ყველაფრის გაფუჭება. ირაკლი ყოველ საღამოს მოდიოდა ჩემთან, მელოდებოდა როდის გამოვიდოდი სახლიდან და მერე ან თეატრში მივყავდი, ან ქალაქგარეთ.რა თქმა უნდა, უნივერსიტეტის პირველ დღეს ხელჩაკიდებული მიმიყვანა აუდიტორიამდე. მახსოვს, როგორ გვიყურებდნენ სტუდენტები, გოგოები შურით გვაყოლებდნენ თვალს. თავს უხერხულად ვგრძნობდი, მის ზურგს ვეფარებოდი და გული გამალებით მიცემდა. - მოეშვი, ნუ ხარ დაძაბული. - მამხნევებდა ირაკლი. - თავს უხერხულად ვგრძნობ, ყველა ჩვენ გვიყურებს. - ჩვენ კი არა, შენ. - თავზე მკოცნიდა. - ნუ ფიქრობ მათზე, ჩემზე იფიქრე. - თუმცა რად მინდოდა ამის თქმა, ისედაც მხოლოდ ის ტრიალებდა ჩემს გულშიც და თავშიც. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.