შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ შეგიყვარდეს. წესი 1.


21-03-2016, 00:03
ავტორი Supreme
ნანახია 4 696

-იდიოტო!
-მე?-ბიჭმა გაოცებული სახით შემომხედა.
-წინ იყურე, არ გაწყენს.-ცრემლები მომადგა და დამტვრეული კულონის ნამსხვრევების აგროვება დავიწყე.
  მეგონა უკანმოუხედავად წავიდოდა, მაგრამ მობრუნდა, თვითონაც დაიხარა და დარჩენილი ნამტვრევები აიღო.
-მაპატიე, არ მინდოდა.-გამიღიმა.
  ძალიან გამწარებული ვიყავი. მკაცრად შევხედე.
-გინდა ახალს გაჩუქებ?-დამნაშავის თვალებით ამომხედა.
  ამ შეკითხვამ უზომოდ გამაღიზიანა. მინდოდა მეყვირა მისთვის, მაგრამ თავი შევიკავე და სტაბილური ტონით ვუპასუხე:
-არ მინდა, მადლობ.-სწრაფად წამოვდექი და ჩემს გზას გავუდექი.
  ეჰ, ჩემი კულონიც წარსულს ჩაბარდა. არადა როგორ მიყვარდა, იდიოტი.
-დე, მოვედი.
-გშია?
-არა, მერე შევჭამ.
-კარგი.
  ოთახში ავედი. ლოგინზე დავეგდე და ჭერს დავუწყე უაზროდ ყურება. ხვალ ახალ სკოლაში მივდიოდი და ეს ცალკე სადარდებელი მქონდა.
-რა ჩავიცვა?-ვფიქრობდი ჩემთვის.-ჯინსი, როლინგი...არა. თეთრი "საროჩკა" და შავი შარვალი. შეიძლება. ჩემი კრემისფერი ბათინკები და პალტო. მგონი ცუდი არაა. თმებს გავიშლი. არა, ავიწევ. მშვენიერია.
  კისერზე ავტომატურად მოვისვი ხელი, კულონით რომ მეთამაშა, მაგრამ სადღაა.
-აუ...-წავიწუწუნე.
  თვალები დავხუჭე და თვალწინ იმ უცნობი ბიჭის სახე ამომიტივტივდა, რომელმაც ასე უმოწყალოდ გასრისა და მიწასთან გაასწორა ჩემი საყვარელი აქსესუარი.
-მწვანე თვალები ჰქონდა, არა?-თავი გავაქნიე.
  არ მინდოდა მასზე რამენაირად მაინც მეფიქრა. 
-ანუკა, ჩემი მაისური სადაა?-გავიგე ჩემი ძმის განწირული ყვირილი.
-გავრეცხე.-საპასუხოდ ვუყვირე.
-ღადაობ? რა ჩავიცვა.-ოთახში შემოვიდა.
-ტანსაცმელი დაგელია?
-ანუკა!
-თოკო!
-აუ, რატომ გარეცხე?
-თუ ძალიან გსიამოვნებდა აყროლებული მაისურით სიარული, პირდაპირ გეთქვა, თავს არ დავიტანჯავდი შენი არომატებით.
-ოო.-გავიდა.
  თაროდან წიგნი ჩამოვიღე და კითხვა დავიწყე. ოთახიდან საღამომდე არ გამოვსულვარ. ისიც დედაჩემმა შემახსენა უბრალოდ მივიწყებული საქმე.
-ჭამას არ აპირებ? თუ შიმშილით იკლავ თავს?-მკითხა მკაცრი ტონით.
-სულ დამავიწყდა.-გამეცინა.-გამოვალ ახლავე. სენდვიჩს გამიკეთებ?
-კი, კი, ოღონდ გამოდი, სახლის დალაგებაშიც უნდა დამეხმარო.
-არის, ბოს.-გაგვეცინა.
  როცა ლოგინიდან ავდექი, მივხვდი რომ ისევ საგარეო ტანსაცმელში ვიყავი. ჩქარა გამოვიცვალე.
  შავი გრძელმკლავიანი ზედა, ნაცრისფერი სპორტული შარვალი, თმები უაზროდ და არეულად შეკრული.
-ასე რომ მნახოს ვინმემ, ჩემზე შთაბეჭდილება შეეცვლება.-გამეცინა.
  ისე მართლა, სახლში სულ სხვა ადამიანი ვიყავი. უფრო სწორედ, ის ვიყავი, რაც სინამდვილეში ვარ. არანაირი ზედმიწევნით შერჩეული ტანსაცმელი, ლამაზად შეკრული თმა, დაყენებული სახე.
  სამზარეულოში შევედი. ყავა გავიკეთე და სენდვიჩის ჭამას შევუდექი.
  10 საათია. მე და დედაჩემი სასტუმრო ოთახში ვსხედვართ და ტელევიზორს ვუყურებთ. მალე ჩემი ძმაც მოვიდა.
-დე, მამას ველაპარაკე, მინიმუმ 1 თვე მომიწევს დარჩენაო.-თქვა და სავარძელში მოკალათდა.
-ვიცი, მეც ველაპარაკე.
-მე არ მირეკავს.-დავიბღვირე.
-ჰაჰა, დაგჩაგრეს დაიკო?-თოკომ გაიცინა.
  ბალიში ვესროლე. მანაც მესროლა. და-ძმის ორთაბრძოლა იწყება. რინგი: სასტუმრო ოთახი. დრო: ღამის 10 საათი. მონაწილეები: თორნიკე ავალიანი და ანუკა ავალიანი. მსაჯი: ლიკა ოსეფაშვილი.
  არ ვიცი სხვა დედები როგორ იქცევიან, მაგრამ დედაჩვენს ნამდვილად ესმის რა უნდა გააკეთოს.
-ბრძოლა წესების გარეშე დაიწყო.-თქვა დედამ სიცილით და ჩვენც მეტი რა გვინდოდა, ერთმანეთს დავცხეთ.
  ნახევარი საათი ვცდილობდი რამე დამეკლო ჩემი უშველებელი სიმაღლის ძმისთვის, მაგრამ ვერაფერი ვქენი. ცუდია, როცა არ ხარ მაღალი. არც დაბალი ვარ, მაგრამ სად 1.85 და სად 1.62. 
  ვიბანავე. 12 საათიც არ იყო. დავწექი. სიმღერებს ვუსმენდი.
  დილის 7 საათი. მე უკვე ფეხზე ვარ. ზედმეტად აქტიური ვარ. ყოველთვის ადრე მეღვიძება, თან ენერგიით სავსეს.
-ცივა.-ვთქვი, როცა აივანზე გავედი.
  იანვარი იყო. რა გასაკვირია სიცივე. ჰო, ახალ სკოლაში მეორე სემესტრში გადავედი. წინა სკოლაში სიტუაცია არ მომწონდა.
  როგორც წინა დღეს გადავწყვიტე, ისე ჩავიცვი. ვისაუზმე, ყავა დავლიე და ჩანთა მოვიკიდე.
  სკოლაში მალე მივედი. მეოთხე სართული, მეთერთმეტე მეორე.
-ნამდვილად ჩემი კლასია.-გავიღიმე და კარი შევაღე.
  ყველამ ერთდროულად გამომხედა. თითქოს უცხოპლანეტელი ვიყო, ზედმიწევნით ამათვალიერ-ჩამათვალიერეს.
-ესეც ახალი ხილი.-გავიგე ვიღაც ბიჭის სიცილნარევი ხმა.
-ხილი არა ბოსტნეული კიდე.-იაზვურად გავხედე.
-ვიღადავე, რა გჭირს.-საოცრად გავღიზიანდი.
  თავისუფალი მერხისკენ წავედი. ჩანთას ვიხსნიდი, როცა ვიღაც მომიახლოვდა.
-აქ მე ვზივარ.-ბიჭის ხმა იყო, საოცრად მიმზიდველი, თან ძალიან ნაცნობი.
  გავხედე და...თვალები.
-იდიოტო.-ვთქვი დაბღვერილი სახით და მერხს გავეცალე.
  როცა ადგილი ვიპოვე, მისკენ გავიხედე. უცნაურად მიყურებდა. არ შევიმჩნიე. დარწმუნებული ვარ, ერთი თავის თავზე შეყვარებული ბიჭია, რომელსაც მთელი სამყარო თავისად მიაჩნია. თვალებშივე ეტყობა. ლამაზ ღია მწვანე თვალებში.
  გაკვეთილი დაიწყო. მთელი დღე ყველა მასწავლებელს თავიდან ვაცნობდი თავს. ჩემი სახელი და გვარი მე თვითონ ყელში მქონდა უკვე ამოსული. ერთ გოგოს დავუმეგობრდი, თუ შეიძლება ასე ითქვას. ნუცა კაპანაძე. ძალიან საყვარელი გოგო ჩანდა. შავი, კარედ შეჭრილი სწორი თმა, მუქი თაფლისფერი თვალები, ოდნავ აპრეხილი ცხვირი და მსხვილი, ბაცი ვარდისფერი ტუჩები. სიმაღლით ტოლები ვიყავით.
-ანუკა.-მომიახლოვდა "მწვანეთვალება მშვენიერება".
-რა გინდა?-დაბღვერილმა გავხედე.
-იოანე ჩიქოვანი.-დაეჭვებულმა ავხედე.-რა იყო?
-არა, ვფიქრობ, როდის გამოვთქვი შენი გაცნობის სურვილი და ვერ ვიხსენებ.-მე ჩაფიქრებული სახით ავხედე, მას გაეცინა.
-საინტერესო ფენომენი ხარ.
-ოო, შენ ვერ წარმოიდგენ როგორი.-შევიფერე, ჩანთა მოვიკიდე და საკლასო ოთახიდან გავედი.
  დღეს 2 მასწავლებელი მყავდა. ქიმია-ფიზიკა. ზედმეტად მონდომებული მასწავლებლები მყავს, 2-2 საათი მამეცადინებენ. სახლში 7-ის ნახევრისთვის მივედი.
-ცოცხალი ვარ, არ ვკვდები.-ვთქვი დაღლილმა და ოთახში შევედი.
  სამეცადინო...
  ზომბირებული სახით შევუდექი ჩემი "საყვარელი" საქმის კეთებას. საბედნიეროდ პირველ დღეს ბევრი სამეცადინო არ მოგვცეს. მოკლედ, ყველაფერი ვიმეცადინე და წამოვწექი.
-ანუკა, ხო იცი როგორ მიყვარხარ.-ოთახში შემომიძვრა ჩემი აბიტურიენტი ძმა.
-რისი ანალიზი გჭირდება.-ვკითხე დაბღვერილი სახით.
-ჩემი მიხვედრილი გოგო.-გაეცინა.-დახმარება მჭირდება უბრალოდ, რაღაც ავურიე მგონი.
  მოკლედ, სანამ ჩემს ძმას ანალიზს ვაწერინებდი, 12 საათიც გახდა.
  ნათლისღებას სკოლაში ბუნებრივია არ წავსულვარ.
  სამშაბათს ღამე ისე ტკბილად ჩამეძინა, გაღვიძება აღარ მინდოდა, მითუმეტეს, როცა წარმოვიდგენდი, ის იდიოტი ისევ უნდა დამხვედროდა კლასში და ისევ უნდა მომეშალა ნერვები.
  დილის 7 საათი. უკვე ფეხზე ვარ. ამ დროს გაღვიძება გამოწერილივით მაქვს.
  მუქი ლურჯი ჯინსი, შავი ბათინკი, მუქი ნაცრისფერი, ოდნავ თავისუფალი ზედა და ზევიდან ისევ შავი პალტო. თმა გავიშალე. სარკეში ჩავიხედე. მახინჯი ნამდვილად არ ვიყავი. მუქი წაბლისფერი თმა, მხრებამდე, ღია თაფლისფერი, ოდნავ მწვანეში გარდამავალი თვალები, პატარა აპრეხილი ცხვირი, საშუალო სისქის ტუჩები, პატარა მკერდი, გამოყვანილი წელი.
-მოვუხდებოდი?-ვთქვი ჩუმად და თვალწინ იოანეს მწვანე თვალები, დაბალზე გადაპარსული მუქი ჩალისფერი თმა, ლამაზი სწორი ცხვირი და საოცრად მიმზიდველი, ოდნავ მსხვილი და სიცივისგან დახეთქილი ტუჩები წარმომიდგა.
  თავი გავაქნიე. რაზე ვფიქრობ. იდიოტია.
  სკოლაში წავედი. ჩემს მერხთან დავჯექი და ქართულის წიგნი ამოვიღე. უნებურად გავიხედე მისი მერხისკენ. მაგიდას მიყრდნობილი ძმაკაცებს ელაპარაკებოდა და იცინოდა. რა მიმზიდველი სიცილი ჰქონდა. თვალი ჩავაყოლე. გრძელი კისერი, კუნთიანი მხრები, რომელიც ღია ნაცრისფერ ზედაში ძალიან სექსუალურად ემჩნეოდა. სახელურები აწეული ჰქონდა. ვენებამოყრილი ხელები. გრძელი მტევნები. ლამაზი თითები. თვალს ვეღარ ვაშორებდი. შემამჩნია და გამომხედა. ცალყბად გაეღიმა და ისევ ძმაკაცებს შეუბრუნდა. გული ამომივარდა, მაგრამ არ შევიმჩნიე. არ მომეწონება. ჩემს თავს ვუკრძალავ.
-იდიოტი...



№1  offline წევრი natia-natia

გააგრძელე მომეწონა მე

 


№2  offline წევრი Supreme

natia-natia
გააგრძელე მომეწონა მე

მადლობა^^ აუცილებლად გავაგრძელებ^^

 


№3  offline წევრი gvanciii kereselidze

Gaagrdzele ragac sainteresoo chanss
--------------------
G.ke

 


№4  offline წევრი Supreme

gvanciii kereselidze
Gaagrdzele ragac sainteresoo chanss

აუცილებლად^^ მადლობა^^

 


№5 სტუმარი ❤️Eku

Auu maledade raaa

 


№6 სტუმარი elene

ვაიმეეე რა ძაააან მაგარიააა ძააან მომეწონა გააგრძელეეე❤❤

 


№7  offline წევრი chupika

Gaagrdele

Gaagrdzele

 


№8  offline წევრი qetiqetiA3

ძალიან კარგია არაჩვეულებრივად წერ ასე გააგრძელე წარმატებები <3

 


№9  offline წევრი Supreme

ძალიან დიდი მადლობა ყველას <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent