შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უჟმური უფროსის წესები (თავი 3)


21-03-2016, 22:36
ავტორი nuki-nuka
ნანახია 3 617

ელენე

უკვე ორი კვირაა რაც თორნიკეს მოადგილეა და ამ ხნის განმავლობაშში საკმაოდ გადაიღალა, თუმცა ყველა საქმე ზედმიწევნით შეისწავლა და თანამშრომლებიც გაიცნო. მათგან ყველაზე მეტად ნინოს დაუახლოვდა, რომელიც როგორც ბოლოს გაიგო სანდროს მეუღლე ყოფილა. ბიჭებს საკმაოდ დაუახლოვდა და რადგანაც ნინოც დაიმეგობრა, შესვენებას მათთან ერთად ატარებს. სამი დღეა ცოცხალი პოზიტივი ანუ ლაშა საქმეზე გააგზავნა თორნიკემ და მისი არ ყოფნა საკმაოდ შეეტყო კომპანიას. ლაშას გამგზავრებამ და კიდევ სხვა რამოდენიმე მიზეზმა გამოიწვია ის ფაქტი, რომ სვანეთში წასვლა გადაიდო.
არ მოგატყუებთ და გეტყვით, რომ უფროსის ყველა შემოხედვა ძალიან აბნევს და აფორიაქებს, ისიც თითქოს ხვდება ამ ყველაფერს და როდესაც ოთახში შედის მის ყველა მოქმედებას ზუსტად აკვირდება. ეხლაც თავისი უფროსის წინ ზის და მასთან ერთად განიხილავს აქციების გაზრდის საკითხს.
- ჩვენთვის ეხლა მთავარია იტალიაში შევიტანოთ ჩვენი პროდუქტი, როგორც კი ის ფირმა რომელიც ჩვენთან არის შეთანხმებული ამ პროდუქტს აუქციონზე გაიტანს მაშინვე შეიცვლება ჩვენი მდგომარეობა. - კმაყოფილი ღიმილით ჩამოურაკრაკა ელენემ თორნიკეს ყველაფერი და შემდეგ მის სახეს დააკვირდა, რომელიც კმაყოფილებით იყო აღსავსე.
- კარგი. რამოდენიმე დღე რაც სვანეთში ვიქნებით, კიდევ უკეთ დავფიქრდებით და ზუსტად გადავწყვეტთ რა გავაკეთოთ. - ცოტა გაიღიმა და ამ ღიმილს ამოაყოლა მთელი თავისი გრძნობები, ელენე კი გაოცებული გაშტერებული სახით უყურებდა და თან გულში იმას ფიქრობდა რატომ მალავს ამ ღიმილსო.
- კარგი ეხლა შეგიძლია წახვიდე - ისევ თორნიკეს ხმამ მოიყვანა გონს, ნელა წამოიმართა სკამიდან და კარისაკენ წავიდა, გასვლამდე ერთხელ კიდევ შეხედა უფროსს რომელსაც თავი ჩაეღუნა, შემდეგ კი კარი მიხურა.
ზუსტად ის ემართებოდა რაც ადრე, ორი წლის წინ. ამ ამბის გახსენებისას თითქოს ძველი ემოციაბი აემღვრა, თუმცა მალევე მოიშორა ეს ფიქრები და ისევ დავიწყებას მისცა. თავის მაგიდასთან დაჯდა და რადგანაც საქმე არაფერი ჰქონდა ცოტახანი ინტერნეტში შეძვრა, ბოლოს ისიც მობეხრდა და აქთ-იქით ყურება დაიწყო. მოულოდნელი კარის ხმამ კი კინაღამ გული გაუხეთქა თუმცა როდესაც კარში მდგარი უფროსი დაინახა ორონიული ღიმილით უცებ ფეხზე წამოდგა.
- იმის თქმა მინდოდა რომ შეგიძლია სახლში წახვიდე თუ საქმე არ გაქვს, თან ხვალ კვირაა - დინჯი ხმით მიუგო და ის-ის იყო კარი უნდა მოეხურა რომ - მანამდე ყავა შემომიტანე - ელენემ თავი სწრაფად დაუქნია და ყავის აპარატისკენ დაიძრა, უცებ მოამზადა ყავა , შეუტანა უფროსს და სამსახურიდან სწრაფი ნაბიჯით გამოვიდა.
სახლში მისულმა საჭმელი ჭამა, შემდეგ სახლს გადახედა რომელიც არც ისე დასალაგებელი იყო, თუმცა ცოტა მაინც მიალაგა და თან ლანას ეჭორავებოდა.
- ხოდა გოგო ამ ბიჭმა ეგ რო მითხრა ხო წარმოგიდგენია რა დამემართებოდა - სიცილით და თან გაბრაზებული ხმით უყვებოდა ლანა ელენეს თავის ისტორიას. - არა აშკარად ვერ არის, მაგრამ ამ ყველაფერს ისიც ემატება რომ ძალიან სიმპატიურია და როგორ გინდა რომ გაუბრაზდე ჰა? - გაბუსხულმა ჩაილაპარაკა და ელენეს ხმამაღლა გაცინებაზე კოპები შეკრა.
- ვაიმე ლანა რა საყვარელი ხარ. ისე კარგად დაფიქრდი ხო არ მოგწონს შემთხვევით ის ბიჭი - წარბები სასაცილოდ აუთამაშა.
- არა გოგო რა მომწონს, ნამდვილი იდიოტია და თან სა... - გაგრძელებას აპირებდა მაგრამ როგორც კი ელენეს სახე დაინახა რომელზეც ეწერა „შენ მე ვერაფერს მომატყუებო, ტავისი ნათქვამი გადაასწორა. - კარგი ხო, ნუ მიყურებ ეგეთი სახით. მომწონს, უფორსწორად ძალიან მომწონს მაგრამ მაგას რა მნიშველობა აქვს მაინც იდიოიტია - ღიმილით ჩაილაპარაკა და ელენეს დაქაჩულს წარბებზე გაეცივა.
- ფრთხილად იყავი შენ ეგ იდიოტი არ შეგიყვარდეს - გამაფრთხილებლად დაუქნია თითი ელენემ. გოგონებმა ცოტახანი კიდევ იჭორავეს, ბოლოს ელენემ დაძინება გადაწყვიტა და მალევე ჩაეზინა კიდეც.


2 წლის წინ


ლანას სახლიდან გამოსულმა მოპირდაპირე მხარეს ისევ ის მოტოციკლი რომ დაინახა გული გადაუქანდა. ისევ ფეხით დაუყვა ბარდიულს და ყველანაირად ცდილობდა დამალვოდა მწველ მზერა. მიხვდა როგორ დაიძრა მოტოციკლი და როგორ ამოუდგა გვერდით.
- დაჯექი წაგიყვან - ბოხი ხმით ჩაილაპარაკა ჯერ კიდევ უცნობმა ბიჭმა.
- არ მინდა მეთვითონ წავალ - ისე უპასუხა ზედაც არ შეუხედია ბიჭისთვის
- კარგი რა მოხდა, წინაზე ხომ მე გიგიყვანე
- ეხლა აგარ მინდა - გაბრაზებული გაუხდა ხმა ელენეს.
- კარგი მაშინ შენ ფეხით იარე და მე ესე მიგაცილებ - უცებ გადაჭრა პრობლემა ბიჭმა.
- არ მინდა შენ იცი რას ნიშნავს? რატო უნდა მიმაცილო? - ნერვიული ტონით ჩაილაპარაკა და გაახსენდა ლანამ რო უთხრა - ვინმე მანიაკი რომ ყოფილიყო რას იზავდი, რატომ დაუჯექი მოტოციკლზე-ო
- იმიტომ მინდა შენი მიცილება სახლამდე რამეს, რომ არ გადაეყარო - მშვიდი ხმით მიუგო ბიჭმა.
- შენ შენ თავს მიხედე, არავის შენი არ სჭირდება შენი დახმარება - გაბრაზდა და ის ის იყო ნაბიჯი უნდა გადაედგა, რომ ბიჭმა მკლავში ხელი მოკიდა და ახლოს მისწია.
- შემთხვევით ჩემი ხო არ გეშინია პატარა - ირონიული ხმა ჰქონდა და როდესაც ელენეს შეშინებულ სახეს წააწყდა ჩუმად ჩაიცინა.
- მეე? შენი? - ვითომ ირონიულად ჩაიცინა ელენემ - ასი წელი, ასი წელი არ შემეშინდება შენი - მშვიდი ხმით მიუგო ბიჭს.
- დამიმტკიცე, დამიჯექი უკან და მე მიგიყვან - არც ბიჭი ჩამორჩა.
- კარგი - ისე იყო გაბრაზებული ბიჭის ასეთი ტონით, რომ სულ აღარ ახსოვდა ლანას სიტყვები.
ბიჭს უკან მოუჯდა და ხელები მოხვია. ამჯერად არც ისე სწრაფად წაიყვანა ბიჭმა მოტოციკლი, რის გამოც ელენეს მისი სუნამოს სუნი ცხვირში უღიტინებდა და ათრობდა. მხოლოდ მაშინ მოვიდა გონს ბიჭმა რომ დაუძახა. უცებ გადმოვიდა მოტოციკლიდან, უკან არც მოუხედავს ისე დააპირა სადარბაზოში შესვლა, მაგრამ ბიჭმა ერთი ხელი მოხვია და მეორე თვალებზე ააფარა , ნელა მოაბრუნა და ძალიან ფრთხილად მის ტუჩებს შეეხო, მთელი სინაზით უკოცნიდა ტუჩებს და ელენეც არაფერს აკეთებდა მის შესაჩერებლად. თუმცა რა უნდა გაეკეთებინა როცა მოწყვეყტილი იყო ამქვეყნიურ ცხოვრებას, თითქოს სადღაც ცაში იყო და დაფრინავდა. მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა მოტოციკლი ადგილს რომ მოსწყდა, აფორიაქებულმა ნელა აიარა კიბეები, სახლში შევიდა და მაშინვე გათიშულს ჩაეძინა.


თორნიკე


კვირადღის გატარება თორნიკემ სახლში გადაწყვიტა, რადგან საქმეები არ ჰქონდა. დილით კარგად გამოიძინებდა კარზე ზარს რომ არ დაერეკა. ნელ- ნელა გაახილა თველები, ფეხზე წამოდგა, შარვალი ამოიცვა და კარის გასაღებად წავიდა. როგორც კი კარი გააღო ზედ გაკტეჭილი ლაშა „შემოახტა“.
- აბა რას შვები? როგორ მიგდის საქმეები უჩემოდ? უსაქმურობ ხო? ნწ, ნწ, ნწ - სწრაფ- სწრაფად მიაყარა და თორნიკეს დაბღვერილ სახეზე სიცილი დაიწყო.
- შენ საერთოდ ნორმალური თუ ხარ ? ამ დილა უთენია უნდა დამადგე თავზე? - დაბღვერილი სახით უყურებდა ლაშას თორნიკე და თან კარი მიხურა. ორივე მისაღები ოთახისკენ წავიდნენ და თან ლაშა თავის ამბებს ყვებოდა.

- ძალიან კი მომეწონა ეს გოგო მაგრამ რად გინდა, სუფთა თხა, წესიერად ვერ დაელაპარაკები გულითაც რომ გინდოდეს - გაბრაზებული ლაპარაკობდა საზღვარგარეთ გაცნობილ გოგოზე.

- მერე რა, შენ ხო ეგეთები მოგწონს - მხრების ჩეჩვით უთხრა თორნიკემ და თან გემრიელად დაამთქნარა.

- კი ძმაო ბაზარი არაა მაგრამ ეს ძაან თხაა რა - სიცილით გაიხსენა გოგოს ჩადენილი რაღაცეები.

- ეგ თხა იქნება მგონი თავს რომ შეგაყვერებს - დასკვნა გააკეთა და ძმაკაცს მხარზე ხელი დაკრა.

- უი სიყვარულზე გამახსენდა, შენ და ელე რას შვებით - ინტერესით შეხედა.

- ისევ ისე რა, ხვალ ხო გახსოვს სვანეთში მივდივართ - ლაშამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია - ხოდა მანდ მოხდება ყველაფერი, მხოლოდ სვანეთის იმედიღა მაქვს - სიცილით ჩაილაპარაკა თორნიკემ და საძინებლისაკენ წავიდა - ჩავიცმევ ეხლა მე, შენ სანდროს დაურეკე გაემზადოს, გავუაროთ და ბარში წავიდეთ - ისე შევიდა ოთახში ლაშას პასუხს არც დალოდებია, იქიდან კი უკვე ჩაცმული დაბრუნდა. მანქანის გასაღები აიღო და სახლი ლაშასთან ერთად დატოვა.

----------------

პირველ რიგში ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის და ისიც ვიცი, რომ არც ისე დიდი თავია.
მინდა რომ თითოეულ თქვენთაგანს უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ კითხულობთ ჩემს ისტორიას და დადებითად აფასებთ.
მაქსიმაურად შევეცდები რომ მომდევნო თავი მალე დავდო . ::



№1  offline წევრი Nini123456

აუუ მალე დადე და თავები გაზარდე ძალიან მომეწონა მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს შოკოლადოო❤❤❤❤

 


№2  offline წევრი Pepper

მომეწონა <3
ველი მომდეცნო <3

 


№3  offline წევრი Supreme

შემდეგ თავს ველოდები^^

 


№4  offline წევრი natia-natia

შემდეგს ველოდები მომწონს :)))

 


№5 სტუმარი happy

ძალუაბ კარგი შემდეგი მალე დადეე მაგარიააა:

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent