შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ ტვილდიანი... (8) დასასრული


21-03-2016, 22:55
ნანახია 3 535

სვანეთში ყოფნის ბოლო დღე იყო...

იმის გამო რომ წუხელ 3 საათზე დავწექით შუადღესაც გავიგრძელე ძილი მაგრამ ვინ დაგაცადა საშინელმა ხმაურმა გამომაღვიძა თავზე ბალიში დავიფარე და შევეცადე დამეძინა მაგრამ ხმაურმა იმატა და მეც მეტი გზა აღარ დამრჩა ავდექი და სააბაზანოში შევედი თავი მოვიწესრიგე და ჩემს ოთახში დავბრუნდი სწრაფად ჩავიცვი სპორტულები და დაბლა სასტუმრო ოთახში შევედი სადაც გაგიჟებული ღრიალებდა საბა

ოთახში რომ შევედი ლამის გავიგუდე სიცილით ბავშვებს ბუხარი დაენთოთ ყველა მის გარშემო იჯდა და საბას ყროყინს უსმენდნენ ამ საბასაც ანტონიო ბანდერასივით დაედო მუხლზე გიტარა და რაც ძალი და ღონე ქონდა ბღაოდა

-არგით რა მე რატომ არ გამაღვიძეთ?
-შემოვედი მაგრამ ისე ტკბილად გეძინა შემეცოდე (ნიკა)
როგორც კი ეს გავიგე სირცხვილისგან საშინლად გავწითლდი
-მოდი მოდი დაჯექი მინი კონცერტს გვიტარებს ჩვენი საბუნია (ანა)
მეც იატაკზე დავჯექი ანასა და გიორგის შორის ნიკას პირდაპირ
-კარგით რა სირცხვილი აღარ გაქვთ ამას როგორ "ამღერებთ"?
-ხო რავი რა გამოართვი რა გიტარა ნიკა და ერთი შენებური გვიმღერე რა (გიორგი)
-აღარ ვმღერი
-კარგი რა (ანა)
-ნიკააააა
თვალები დავუხახამე და მაშინვე გამოგლიჯა გიტარა საბას
ვგიჟდებოდი საბას ხმაზე ისეთი ხმის ტემბრი ჰქონდა რომ მისი სიმღერა სასიამოვნოდ მმუხტავდა და ბედნიერებით მავსებდა
-იეს (ანა)
-იცოდეთ თქვენ მთხოვეთ
ჩამოკრა თუ არა სიმებს მივხვდი რომ დარხეული მქონდა სოსო მიქელაძის სიმღერას მღეროდა " მე და შენ "
-კარს როცა შევაღებ და შენი სული არ დამხვდება
არც შენი თვალები არც შენი ხელებზე ფერება
და გამახსენდება იმ ბოლო თოვლის გოდება
ჯერ არარსებული მიწის და ბალახის კვეთება
და გამახსენდება იმ შენი სიჩუმის ტირილი
ართქმული სიტყვების ყოფნა-არყოფნის ტკივილი
სიმართლის სინათლის ტკბილი სიცოცხლის ბუნება
მძაფრი მონატრების ძარღვებში ლაღი დინება

მე და შენ ერთი სული გული მზე
მე და შენ ერთი გრძნობა ფიქრი ზედ
მე და შენ ერთი მარტო ტალღის ზღვა
მე და შენ მარადისობის გზა

როცა შენ მღიმი და შენი კურთხევა დამყვება
ელვა დამივლის ნაცნობი რითმა ამყვება
და თითქოს ახალი გმირობის ძალა მეძლევა
როდესაც შენ მკოცნი სევდა და დარდი მეცლება
როცა შენ მოდიხარ და ფერებს ფერები ეკმევა
დაშენი სახელი ულევ სიხარულს ერქმევა
და ჩემს აღტაცებას მზეცა და მთვარეც ედრება
შენ რო მეპოვნე მე ერთი მქონდა ვედრება

მე და შენ ერთი სული გული მზე
მე და შენ ერთი გრძნობა ფიქრი ზედ
მე და შენ ერთი მარტო ტალღის ზღვა
მე და შენ მერადისობის გზააა

მთელი სიმღერისას თვალები დახუჭული ქონდა თვალები მხოლოდ დასასრულს გაახილა და პირდაპირ მე შემომხედა
ზუსტად ვიცოდი რომ შეშლილი სახე მქონდა
ამ სიმღერამ მოგონებები ამიშალა და ჭკუიდან გადამიყვანა

ბავშვებს ვუთხარი რომ თავი მტკიოდა და დასაძინებლად ავდიოდი
ჩქარა ავირბინე კიბეები და ჩემს ოთახში შევვარდი
საწოლზე ემბრიონის ფორმა მივიღე და ავტირდი

აღარ ვიცოდი რა მეფიქრა ეს ბიჭი თავს მომაკვლევინებს....

ღამის 12 იყო ჩემს კარებზე რომ დააკაკუნეს

-შემოდით
ანა იყო ნელა მომიახლოვდა ჩემს საწოლზე წამოწვა ნამტირალევი სახე შემიმჩნია და ჩამიხუტა

-ისევ გიყვარს ხო?
-ხოოო
-მერე რატომ იტანჯავთ თავებს
-რაა?
-შენ რა მართლა სულელი ხართუ თავს ისულელებ?
-რას გულისხმობ?
-ნიკას სიგიჟემდე უყვარხარ ნუთუ აქამდე ვერ მიუხვდი?
-ნუ სულელობ
- მე ჩემი გითხარი
ანა წამოდგა და ჩემი ოთახი დატოვა

ის ღამე გავათენე....

მეორე დილით გამზადებული ბარგი მანქანაში ჩავდე და მთელი გზის განმავლობაში ხმა არ ამომიღია
ნიკამ ყველა სახლებში დაგვარიგა და თვითონ გაუჩინარდა მთელი 1 კვირა


პარასკევი დღე იყო ღამის 11 საათი იქნებოდა ჩემები მორიგეები იყვნენ სამსახურში ამიტომ მარტო ვიყავი გადავწყვიტე დამეძინა
პიჟამოები ჩავიცვი საწოლში შევწექი და შევეცადე დამეძინა

ძილიდან კარებზე კაკუნმა გამომაღვიძა....


თვალების ფშვნეტით გავედი კარების გასაღებად
ნიკა იყო...

-ნიკა?
-მარიამ
საშინლად მთვრალი იყო
-შენ რა მთვრალი ხარ?
-მარიამ პრობლემა შემექმნა
-რაა რა პრობლემა შემოდი კარებში ნუ დგახარ
ფეხი გადმოდგა და მაშინვე წაბარბაცდა ხელით დავიჭირე რომ არ წაქცეულიყო
-კარგად ვარ კარგად ჩემი ხელი ნაზად მოიშორა და პირისპირ დამიდგა
-პრობლემა მაქ
-რა პრობლემა ნიკა რაზე ლაპარაკობ
-ერთი სულელი გოგო შემიყვარდა მარიამ
-რაა?
-ხოო მიყვარხარ მარიამ
-რაა მე სულელი არ ვარ..მე...
-სულელი ხარ აბა რაა ახლახან გითხარი რომ მიყვარხარ და შენ მხოლოდ ის გაიგე რომ სულელი გიწოდე

საშინლად დამცხა.....

-და.. ვიცი... ვიცი რომ შენც გიყვარვარ
ნელი ნაბიჯებით წამოვიდა და კედელს ამაკრა
-ახლა რომ არ გაკოცო მოვკვდები
წამჩურჩულა ყურში და ნაზად შეეხო ჩემს ბაგეებს

არ ვიცი რამდენად გავამართლე თქვენი იმედები მაგრამ გადავწყვიტე დამემთავრებინა იმედი მაქვს მოგეწონათ
შემიფასეთ
ხოო და კიდევ მიყვარხართ მე თქვენ



№1  offline წევრი ენე

ყველა თავი ერთად წავიკითხე მომეწონაა ^^

 


№2 სტუმარი tamuna

Kargi iyo momewona

 


№3  offline წევრი შამხათი

რა კარგი იყო, ძალია მომეწონა. love

 


კარგი იყო მაგრამ ასე სწრაფად დამთავრებას არ მოველოდი ნამდვილად მეგონა გაგრძელებდი კიდევ მაგრამ
საერთი ჯამში ცუდი ნამდვილად არ იყოო
--------------------
romantikosi mwerali

 


№5  offline წევრი Metalhead

შეეძლო გაგეგრძელებინა ♡♡♡♡♡♡ ძალიან მომეწონა ♡♡♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent