შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

emotions -it's love 4


21-03-2016, 23:11
ავტორი tata11
ნანახია 1 807

ლექციაზე ვიყავი, რომ მომწერა სასწრაფოდ უნდა გნახოო. ავფორიაქდი არ მწერდა ხოლმე ხშირად. როგორც იქნა დამთავრდა ლექცია, სასწრაფოდ გამოვვარდი გარეთ და მის უბედნიერეს სახეს მოვკარი თვალი.ჩემკენ წამოვიდა, მთელი ძალით ჩამეხუტა და ცხვირი ჩემს თმებში ჩარგო.
-წამო რა ჩემთან.
თავი გავინთავისუფლე მისი ხელებისგან და გაკვირებულმა ავხედე.
-ჰო რა, კინოს ვუყუროთ, ან ჩაი დავლიოთ ან რავი რაა.
-კაი
მხრების ჩეჩვით დავეთანხმე და მის მხარს ჩამოვეკიდე, რომ ლოყაზე მეკოცნა
ვერცერთი ვერ ვიტანდით ტრანსპორტით მგზავრობას, ამიტომ ამის შესაძლებლობა თუ გვქონდა, ყოველთვის ფეხით დავბოდიალობდით. მივდიოდით და რაღაცაზე უაზროდ ვიცინოდით, უცბად ჯიბიდან , რომ რაღაც ამოიღო და გაბრწყინებულმა გამომიწოდა.
-ხო მაგარია?
-და რო არ ვიცი რა არის?
-ყურსასმენების შესაერთებელია. ერთად მოვუსმენთ ხოლმე მუსიკას.
ისე გამიხარდა სიტყვით ვერ აღვწერ. მაშინვე მოვარგე ორივეს ყურსასმენი და ჩარკვიანის "ზღავს გავხარ" ჩავრთე . მივდიოდით და ვიკარგებოდით ტალღებისა და ირაკლის ხმაში. სულ სხვა ემოციით ვუსმენდი ირაკლის და სულ სხვა ემოციით ვუყურებდი გუგას, სულ სხვანაირად მიცემდა გული...
მალევე მივედით მის სახლში, იქვე ცხოვრობდა კეკელიძეზე.შევაბიჯე თუარა მის ბინაში სრულ ჰარმონიაში დავიგულე ჩემი თავი. საოცარი ნახატებითა და სოცარი ხედით მქონე სახლი, სხვანაირი ვერც წარმომედგინა.
-heaven... i'm in heaven, and my heart beats so, that i can hardly speak.
წავიღიღინე ჩემთვის.
-გშია?
-სასწაულად
-ბლინები ?
-მიყვარხარ.
არვიცი ეს მისადმი განცდილი გრძნობის თუ შიმშილის ბრალი იყო, რომ ბლინები ასეთ გემრიელი მომეჩვენა.
-ბედნიერება როგორც ასეთი.
ვთვქი და ცხვირი ყელზე გავუსვი, არ დამინახავს მაგრამ ვიცი, რომ გაეღიმა. არ ამბობდა მაგრამ ისიც ვიცი, რომ ბედნიერი იყო. ყოველი წუთით თუ წამით. არადსდროს უთქვამს, რომ ვუყვარდი, მაგრამ მისი თვალები, შეცვლილი ხმა და ყოველდღიურად შოკოლადების ჩუქების ტრადიცია ზუსტად ამას მოწმობდა, ყოველდღე ილიას წინ ყურყუტიც.
-წამო სახურავზე.
გაცისკროვნებული თვალები მომაპყრო და ჩემი თმის წვალება დაიწყო. მეც უბრალოდ ავდექი და გავყევი. არ დაგვვიწყნია ერთი პლედი და არც ბევრი შოკოლადი.

საოცარი დასანახები ვიყავით ალბათ ჩვენ ორნი, ერთმანეთზე მიხუტებული წყვილი გართხმული ერთ პლედზე, ცისკენ მიპყრობილი თვალებით და damien rice-ის ჰანგებით გარშემორტყმული.
-იცი ყოველთვის ვოცნებობდი შენნაირ ბიჭზე, უბრალოდ სამეგობროდ მაინც. აი ისეთზე ოდნავ მაინც, რომ მგავს მე. ან მუსიკის გემოვნებით, ან ხასიათით, ან შოკოლადის სიყვარულით, ან არ ვიცი...
-და მე ყველა წინაპირობას ვაკმაყოფილებ ცოტატი მაინც.
-ჰო სულ სულ ცოტათი.
ვიწექით თითქმის სრულ სიჩმეში. მის მუცელზე მედო თავი, თვითონ კი ჩემი თმით თამაშობდა. და მაინც, ალბათ ბევრს მოეჩვენება ეს ბანალურობად, მაგრამ ბანალურობა ჯერ ასეთი კარგი არასდროს ყოფილა.
-ტატა წერ ხოლმე ჩემზე?
გაკვირვებულმა ავხედე მას და გული ამიჩქარდა, არავინ იცოდა, რომ ვწერდი, არც მან, ახლა კი გაკვივრებული ვიყავი მისი კითხვით.
-ყოველთვის, მაგრამ შენ რაიცი?
-რას წერ ხოლმე?
-თითქმის ყველაფერს.
-მე როგორ დამახასიათე?
-არ დამიხასიათებიხარ ასე...
-და მაინც რასთან გამაიგივებდი ?
-ალბათ, მზის ჩასვლისას დალეულ ლიმნიან ჩაისთან.
-მე კიდევ იასამნისფერთან.
-როგორც მოთხრობაში ?
-არა, როგორც ჩემს გულში.
-და ეს სრულყოფილება არაა? ან სიყვარული?
-არა! სიყვარული ვერ იქნება სრულყოფილი ვერასდროს.
-ვერც ჩვენთვის ?
-ჩვენთვის კიდევ შეიძლება. ჩვენ ხო უკვდავები ვართ.
უბრალოდ გამეღიმა მის სიტყვებზე და ისევ ჩემთვის ხმადაბლა წავიღიღინე.
-heaven... i'm in heaven, and my heart beats so, that i can hardly speak.
მაგრამ ვიცი, რომ მაინც გაიგო, მან ეს სიტყვები...



№1 სტუმარი tamuna

უბრალოდ შესანიშნავია ^_^

 


№2 სტუმარი darina

Dzalian momwons me es gadareuli wyvili tavisi ucnaurobebit, rogori chasaylapebi arian, ar meyo kidev mindodaaa.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent