მიზანდასახული 6
ანამ როგორც იქნა თვალები გაახილა. ეგონა ცუდი სიზმარი ნახა, მაგრამ როდესაც გარშემო მიმოიხედა ძველი კადრები გონებაში აღიდგინა, მისი გული, გონება და სხეული კი საშინელმა ტკივილმა მოიცვა. სიცოცხლე აღარ უნდოდა. საყვარელი მამა დაკარგა, კაცი კი რომელსაც ცოლად უნდა გაყოლოდა, რეანიმაციაში უგონოდ ესვენა ლოგინზე. ანას უეცრად გაახსენდა ექიმის ნათქვამი რომ ნიკას გულის გადანერგვა ესაჭიროებოდა და გადაწყვიტა ნიკას გულისთვის თავი არ დაეზოგა, მისი გადარჩენისთვის ანა ყველაფერს გააკეთებდა რადგან ქვეყნად დარჩენილი ერთადერთი საყვარელი ადამიანი არ დაეკარგა,ის ხომ ნიკას გარეშე ვერ იცოცხლებდა... - გამარჯობა ექიმო - გაგიმარჯოს... რამ შეგაწუხა ანა - მე... მე მაინტერესებს ნიკას მდგომარეობა - როგორც უკვე იცი ნიკას გული ესაჭიროება. რა თქმა უნდა ჩვენ თავს არ ვზოგავთ და მისთვის გულს ვეძებთ - და გული როგორ უნდა იშოვნოთ? - ჩვენთან ესეთი წესია ანა... ვინც ძალიან ავად არის და გადარჩენის არანაირი შანსი არ ააქვს, იმ ადამიანის თანხმობითა და ხელმოწერით, მის გულს ვუნერგავთ სხვას - და ახლა არის ასეთი ადამიანი? - სამწუხაროდ არა.. თან უკვე დრო აღარ იცდის.. მაქსიმუმ ერთ კვირაში თუ ვერ ვიპოვით დონორს მოგვიწევს ნიკა აპარატიდან გამოვრთოთ - არა გთხოვთ.. მე ყველაფერს გავაკეთებ დონორის მოსაძებნად.. -ანა ფეხზე წამოიჭრა და კაბინეტიდან გავიდა.. დღეები უაზროდ მირბოდნენ, ანა კი ვერ პოილობდა დონორს.. ნელ-ნელა სასოწარკვეთილებაში ვარდებოდა -„ არა არ არაა.. ვერ დავკარგავ ნიკას.. ამას ვერ გადავიტან... რა გავაკეთო? ხო ნამდვილად ეს არის გამოსავალი“ -ანას თავში რაღაცამ გაუელვა. სასწრაფოდ ჩანთას დაავლო ხელი და კლინიკაში წავიდა. დერეფანში შორიდან შენიშნა რეანიმაციასთან მდგარი მომტირალი ქალი. ის ნიკას დედა იყო - ვაიმე რა ვქნა? რა გავაკეთო... ჩემი შვილი... ვაიმე არ მჯერა შვილოო... შენი გული სად ვიპოვო დედიი... - ანა ქალს მიუახლოვდა, აცრემლებული თვალებით შეხედა ნიკას დედას, მხარზე ხელი ჩამოად, მეორე ხელი მკერდთან მიიტანა და უთხრა - ნუ ნერვიულობთ ქალბატონო მაია.. ნიკას გული ჩემს მკერდში ძგერს - ქალმა გაკვირვებით შეხედა. ანა უცებ შეტრიალდა და გეზი ექიმების კაბინეტისაკენ აიღო.. - შეიძლბა? - შემოდი ანა.. გისმენ - ჩემი გული გადაუნერგეთ ნიკას - დარწმუნებული ხარ? ამაზე შენი ხელმოწერა და ოჯახის წევრების თანხმობა დდაგვჭირდება - ჩემი ოჯახი ნიკაა. მე სხვა აღარავინ მყავს - კარგი როგორც იტყვი.. მაგრამ არ მინდა მერე ჩვენ შეგვექმნას ამაზე პრობლები ამიტომ შესაბამის საბუთებზე მოგვიწერ ხელს - თანახმა ვარ - თქვა ანამ.. მისი გული თან სიხარულით ძგერდა და თან ტიროდა, უხაროდა რადგან ნიკა გადარჩებოდა და თან წუხდა რომ თვითონ აღარ იქნებოდა. ყველანაირი ფორმალური საკითხი მოაგვარეს. შტატებში გაგზავნეს ანა და ნიკა.. აი დადგა ოპერაციის დრე. ანა მოამზადეს შესაბამისად - ერთი წუთით შეიძლება... მე წერილი მინდა დავწერო - კი ბატონო.. როგორც ინებებთ - ანა მაგიდას მიუჯდა და ცრემლიანი თვალებით დაიწყო წერა, ამან მას მხოლოდ ნახევარი საათი წაართვა. ეს წერილი შესაბამის პირს გადასცა, საოპერაციო ოთახში შევიდა, მაგიდაზე მწოლიარე ნიკას მიუახლოვდა, თავი დახარა და ნაზად ეამბორა ბაგეებზე.. მისი ცრემლები კი ნიკას ლოყებს ასველებდა.. ქალი საოპერაციოდ მოემზადა. ნარკოზის ნიღაბი დაადეს სახეზე, მისი სხეული გაბუჟდა.. მას ოდნავადაც არ გასჩენია სურვილი უკან დაეხია.. მისი სხეული და გონება ბურუსმა მოიცვა.. ანას სული ნათელი წერტილივით აიჭრა ზეცაში, გადალახა კოსმოსი, გაიარა განზომილებათაშორის სივრცეში და დაიმკვიდრა ადგილი იქ სადაც ერთი წამი უდრიდა საუკუნეს და საუკუნე ტოლფასი იყო ერთი წამისა.. სადაც დრო ჩუმად იდგა ერთ ადგილას და არ იძვროდა.. იქ სადაც მხოლოდ სითბო და სიყვარული იყო და არ იყო ადგილი ბოროტებისა.. სადაც სინათლე ვერ მოეცვა ბნელს, და ბნელი იყო შთანთქმული სინათლისგან. ბავშვებო თუ მოგეწონათ დააკომენტარეთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.