შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მზის ჩასვლა (თავი მეშვიდე)


23-03-2016, 01:03
ავტორი fireending
ნანახია 1 975

ბექა წამოდგა. თავი ტკიოდა და ბუნდოვნად ახსოვდა წუხანდელ ღამეს მომხდარი ამბები. შარვალი ამოიცვა და მაისურს დაუწყო ძებნა, ამ დროს სკამს დაეჯახა და ხმაურზე ირინასაც გამოეღვიძა.
-ბეექ. უკვე გაიღვიძე?
-ჰო... მაგრამ აქ რას ვაკეთებ?
-არ გახსოვს წუხელ რა მოხდა? ძალიან დათვერი, მერე მანქანაში ჩაგსვი და სახლში წამოგიყვანე. კარგი ღამე იყო. როგორც ჩანს მოგენატრე.
-რა? არაფერი მახსოვს წესიერად.
-ჰმმ... სამაგიეროდ მე მახსოვს ძვირფასო.
-უნდა წავიდე.
-მოიცა, სად გეჩქარება. ვისაუზმოთ.
-არა, სხვას დროს. ახლა მართლა მეჩქარება.
ბექამ მაისური გადაიცვა, გარეთ გავიდა, იქვე ტაქსი გააჩერა და სახლისკენ წავიდა.როგორც იქნა წესიერად გამოფხიზლდა.ახლა ისევ თავის თავზე ბრაზობდა, რომ ისევ ირინას მკლავებში აღმოჩნდა. მიმზიდველი ქალი იყო ირინა, თუმცა ბექას არ უყვარდა. ბექამ ის საფრანგეთში გაიცნო, ირინა ლიზას კურსელი იყო, ბექა ყოველთვის მოწონდა, მაგრამ ბექას ლიზა უყვარდა და მას ყურადღებას არ აქცევდა, ამის გამო ირინას ყოველთვის შურდა ლიზასი და ცდილობდა როგორმე მათ შორის ჩამდგარიყო, მოახერხა კიდეც, როცა ლიზა ავარიაში მოყვა და ბექასთან შეხვედრაზე ვერ მივიდა. სწორედ ირინამ შთააგონა ბექას, რომ ლიზა მას უბრალოდ იყენებდა. ეს ირინასთვის იღბლიანი შემთხვევა იყო, სწორედ მაშინ მოახერხა და დაუახლოვდა ბექას, ვითომ მისი დამშვიდების მიზნით.
ნინა ეზოში იჯდა და ყავას სვამდა, როცა ბექა ეზოში შემოვიდა.
-დილა მშვიდობისა ნინა.
მიესალმა გოგონას და როგორც ყოველთვის ცხვირზე უჩქმიტა.
-გაწიე ხელი. წუხელ სად გაქრი?
-დიდი ხნის უნახავმა მეგობარმა დამირეკა და მასთან წავედი.
-ესე იგი მეგობარმა
-ჰო, რა იყო.
-არა... არაფერი
-აბა რატომ მიყურებ ასე უცნაურად?
-ეტყობა შენს მეგობარს წითელი პომადის წასმა უყვარს.
-რა პომადის?
-აი იმ პომადის კისერზე რომ გაცხია.
-ჯანდაბა... ფუ ამის.
ნინამ ხელსახოცი გაუწოდა.
-ნინა მე... მართლა მეგობართან...
-არაფრის ახსნა არაა საჭირო, მატყუარა. უთხრა ნინამ და დაეჭყანა. მაინც ხომ გამოგიჭირე.
-აჰა, ესე იგი გამომიჭირე. ახლავე სამაგიეროს მიიღებ.
-სამაგიეროს?
-ჰო, ახალ ვარცხნილობას გაგიკეთებ.
-არაა.
ნინა გაიქცა, ბექამ დაიჭირა და თმა სულ აუბურდა.მერე მთელ სახლში ორი წლის ბავშვებივითდარბოდნენ და ერთმანეთს ბალიშებით დასდევდნენ.
* * *
ლიზა და დათო ერთმანეთზე ჩახუტებული ლონდონის ქუჩებში სეირნობდნენ, London Eye-სთან ახლოს ტემზის ნაპირას შეჩერდნენ. ცოტა აცივდა, ცა მოღრუბლული იყო, საღამოს ბრიტანეთში ისედაც ცივა და ახლა განსაკუთრებით აცივდა, როდესაც წვიმას აპირებდა.
-მგონი მოწვიმს. თქვა ლიზამ
-გცივა?
-ცოტა
დათომ ლიზაგულზე მიიკრა.
-თუ ყოველთვის ასე ჩამეხუტები აღარასდროს შემცივდება.
-მიყვარხარ. უთხრა დათომ და აკოცა.
-მეც მიყვარხარ.
ცოტა ხანს იდგნენ ასე ჩახუტებულები.
-ნეტა შეგვეძლოს და დრო გავაჩეროთ. უთხრა დათომ.
ლიზა უფრო მაგრად მოეხვია მას.წვიმა დაიწყო.ამიტომ დათო და ლიზა იქვე ახლოს მდებარე კაფეში შევიდნენ ყავის დასალევად.
-ნინა მომენატრა. თქვა ლიზამ და ყავა მოსვა.
-მეც მომენატრა.
-მოდი დავურეკოთ.
დათომ მობილური ამოიღოდა ნინას დაურეკა.
-მამა. როგორ გამიხარდა რომ დამირეკე.
-როგორ ხარ ჩემო ოქროს შროშანო?
-მშვენივრად ბექა რომ არ მაწვალებდეს.
-როგორც ვხედავ ტქვენ ისევ მხიარულად ხართ ფორმაში.
-კი. ისევ სისხლს მიშრობს ეს ვაჟბატონი. ლიზა როგორაა? მომენატრეთ ძალიან. მალე ჩამოხვალთ?
-ლიზა კარგადაა, ჩვენც მოგვენატრეთ. ახლა ლონდონში ვართ, ჩვენი თაფლობის თვის ბოლო კვირაა და მალე ჩამოვალთ.
-რა კარგია ერთი სული მაქვს როდის ჩამოხვალთ. მაა ლიზა მალაპარაკე რა.
დათომ მობილური ლიზას მიაწოდა.
-ნინა, როგორ ხარ?
-კარგად ლიზიი , შენ?
-მეც კარგად.ოღონ ძალიან მომენატრე, შენც ელეც და მარიამიც.
-ჩვენც. ძალიან გვაკლიხარ. იცი, მარიამი ინტელექტუალურ თამაშში იღებს მონაწილეობას.
-მართლა? როდის იქნება ეგ თამაში?
-10 დღეში.
-რა კარგია, ესე იგი მეც დავესწრები.
-ჰო, მარიმაც ზუსტად ეგ თქვა.
-კარგი საყვარელო, ახლა უნდა წავიდეთ როგორც იქნა წვიმამ გადაიღო. ხომ იცი რა ხშირად იცვლება აქ ამინდი.
-კარგი ლიზა დროებით.
ლიზამ მობილური გათიშა და დათოს დაუბრუნა.
-რა კარგია, აღარ წვიმს.
-London Eye-ზე ხომ არ ავიდეთ? კითხა დათომ.
-რატომაც არა. წავიდეთ.
გაუმართლათ, რომ London Eye-სთან დიდი რიგი არ იყო, ზოგადად იქ ძალიან დიდი რიგია ხოლმე. ზემოდან ლონდონი ძალიან ლამაზია. დათო და ლიზი უყურებდნენ ამ მშვენიერ ხედებს და ერთმანეთის სიახლოვით ტკბებოდნენ.
* * *
ერთმა კვირამ სწრაფად გაიარა. ნინა ძალიან იყო აღელვებული, მალე ლიზა და დათო უნდა ჩამოსულიყვნენ.მარიამთან და ელესთან ერთად წვეულების სამზადისს შეუდგა დილიდან, საღამოს კი აეროპორტში უნდა წასულიყო.
ნინას ყვავილებიანი ლარნაკი ეჭირა ხელში და კიბეზე არბოდა, ამ დროს ბექას შეეჯახა, რომელიც კიბეზე ჩამოდიოდა, ახალი გაღვიძებული იყო და ჯერ კიდევ გაბრუებული.
-რა ხდება? სად გარბიხარ. წინ არ უნდა გაიხედო?
-დილა მშვიდობისა უჟმურო.
ბექამ სახლს გადახედა, მსახურები ყველაფერს წმენდდნენ და ალაგებდნენ.
-რა ხდება, რა აურზაურია?
-დაგავიწყდა? დღეს მამა და ლიზა ჩამოდიან.
-ჰო... სულ გადამავიწყდა.
-აეროპორტში ხომ წამიყვან?
-კი.ოღონ ცოტა მაცადე, გამოვფხიზლდე.
-საღამოს ჩამოდიან.
-ჰო კარგი.
ნინა ზემოთ ავიდა. ბექა კი სამზარეულოში შევიდა და ნუკას სთხოვა მისთვის ყავა გაეკეთებინა. ყავის ჭიქით ხელში ეზოში გამოვიდა. თავისდა უნებურად თვალი ლიზას სახლისკენ გაექცა. თვალწინ ისევ მისი სახე უტრიალებდა. თავს ვერაფერს უხერხებდა.ამ დროს მისმა მობილურმა დარეკა.
-ირინა. რა გინდა?
-იქნებ ჯერ მომესალმო.
-მაპატიე, ახლა გავიღვიძე და...
-ჰო კარგი... დღეს ჩემთან მოხვალ? საღამოს თავისუფალი ვარ.
-დღეს არ მცალია, დათო და ლიზა ჩამოდიან.
-დათო და ლიზა? ჰო. სულ დამავიწყდა , დათომ ხომ ის გოგო მოიყვანა ცოლად. იცის შენი ყოფილი შეყვარებული რომ იყო?
-მოდი რა ახლა არ გვინდა ამაზე საუბარი. სხვა დროს დაგირეკავ.
ბექამ სასწრაფოდ გათიშა ტელეფონი და სახლში შევიდა.ნინა კომპიუტერთან იჯდა და დათოს ფეისბუქზე ფოტოებს ათვალიერებდა.
-ბექა, მოდი ნახე, მამას და ლიზას ფოტოები. რამდენიმე ფეისბუქზე აუტვირთავთ.
ბექა მიუახლოვდა. მისთვის ნამდვილი ტანჯვა იყო ლიზას და დათოს ფოტოების ყურება, განსაკუთრებით იმ ფოტოების, სადაც ისინი ჩახუტებულები იყვნენ.
-ჰო ნინა, კარგი ფოტოებია.მე უნდა გავიდე ცოტა ხნით.
-სად მიდიხარ?
-აფთიაქში.ინჰალატორი გამომელია.
-კარგი. ბოლო დროს ექიმთან იყავი?
-კი. მაგრამ მდგომარეობა არ შეცვლილა, თუმცა არც გამწვავებულა.
-კარგი ბექა, თავს მიხედე.
ბექამ ნინას აკოცა, როგორც ყოველთვის ცხვირზე უჩქმიტა და აფთიაქში წავიდა.
ამასობაში მოსაღამოვდა. ნინა ელეს და მარიამის დახმარებით წვეულების სამზადისიც მოათავა. ახლა სამივე მოუთმენლად ელოდნენ დათოს და ლიზას გამოჩენას. ლუკაც მოვიდა. ის და ბექა აეროპორტში წავიდნენ.
საჭესთან ბექა იჯდა. მთელი გზა ლუკას და ბექას ერთმანეთისთვის ხმა არ გაუციათ. მაგრამ ბოლოს სიჩუმე ბექამ დაარღვია.
-ლუკა, მე მართლა ვწუხვარ რაც მოხდა იმის გამო.
-ბექა, არ გვინდა ახლა ამაზე ლაპარაკი. დროს უკან ვეღარ დააბრუნებ. ლიზა გათხოვდა და დათოსთან ბედნიერია. ჯობია შეეგუო ამას.
-მიჭირს. ვიცი ჩემი ბრალია რაც მოხდა. უტვინო ვარ და დავისაჯე კიდეც. ლიზა დავკარგე. სამუდამოდ. ვერ წარმოიდგენ როგორ მიჭირს იმასთან შეგუება, რომ ახლა ის სხვა კაცის ცოლია. ერთი მხრივ ლიზაა, მეორე მხრივ კი დათო. ვერც დათოს ვუყურებ თვალებში. ის ჩემთვის ძმასავითაა. მე კი მისი ცოლი ... მიყვარს. წარმოუდგენლად საშინელ მდგომარეობაში ვარ.
- მომისმინე ბექა, ძნელია, მაგრამ მოგიწევს შეეგუო. სხვა გზა არ გაქვს.
-არ ვიცი. არ ვიცი როგორ შევეგუები.
უკვე აეროპორტთან იყვნენ. ლუკა და ბექა მანქანიდან გადმოვიდნენ. რამდენიმე წუთში ლიზა და დათოც გამოჩდნენ. ლუკა ლიზასკენ წავიდა და მეგობრები ერთმანეთს გადაეხვივნენ. ლიზამ ბექა ცივად (ზრდილობის გამო გადაკოცნა) შემდეგ ყველანი მანქანაში ჩასხდნენ.ლიზა დაღლილი იყო და დათოს მხარზე ედო თავი. ბექა სარკეში უყურებდა როგორ ეჭირა დათოს ლიზას ხელი, გული აუჩქარდა და სუნთქვა ეკვროდა, ნერვიულობის გამო ასთმის შეტევა ეწყებოდა, მანქანა გზიდან გადააყენა და გადმოვიდა ჯიბიდან ინჰალატორი ამოიღო და შეისუნთქა. ლიზა შეშინებული უყურებდა მას.
-ბექა, როგორ ხარ.
-კარგად ვარ დათო, კარგად. უბრალოდ სუნთქვა გამიჭირდა.
-სასწრაფოს გამოვუძახებ.
-არა ლუკა არ გინდა. უთხრა ბექამ. კარგად ვარ, მაგრამ ჯობია საჭესთან ვინმე სხვა დაჯდეს.
-კარგი მე დავჯდები. თქვა ლიზამ.
ბექამ გასაღები მიაწოდა. მალე სახლში მივიდნენ. ძალიან გაუხარდა ლიზას ნინას, მარიამის და ელეს დანახვა. წვეულებაზეც კარგი დრო გაატარეს. ლიზამ გოგონებს საჩუქრები მისცა, რომელიც მოგზაურობის დროს უყიდა მათ. ნინა გახარებული იყო, რადგან ახლა ლიზას წასვლა აღარ უწევდა და მასთან იცხოვრებდა.
* * *
ლიზა და დათო უკვე საწლში იწვნენ. ლიზას მოწყურდა და საწოლიდან ადგა.
-სად მიდიხარ? კითხა დათომ.
-მწყურია. სამზარეულოში ჩავალ. უპასუხა, აკოცა და ოთახიდან გავიდა.
სახლში სიწყნარე იყო, უკვე ყველას ეძინა. ლიზამ წყალი დალია, სამზარეულოდან გამოვიდა და ბექას შეეჯახა.ლიზამ მას გვერდი აუარა, მაგრამ ბექამ ხელი მოკიდა და მისკენ ახლოს მიიწია.
-გამიშვი.
-ლიზა. ვერ გაგიშვებ.
-მორჩი სისულელეებს გთხოვ. ყველაფერი დამთავრდა.
-მაშინ რატომ გიცემს გული ასე სწრაფად როცა გიახლოვდები? სიტყვებით ერთს ამბობ, მაგრამ თვალებს ვერაფერს მოუხერხებ.
ერთმანეთს მიუახლოვდნენ. ლიზას გული, მართლაც ამოვარდნაზე ჰქონდა. ცოტაც და მათი ტუჩები ერთმანეთს შეეხებოდნენ. ორივე გაბრუებულები იყვნენ, თითქოს არაამქვეყნიურ სამყაროში იდგნენ, სადაც მხოლოდ თვითონ იყვნენ და სხვა არავინ.ლიზა დროზე გამოფხილდა. თავი ბექასგან გაითავისუფლა და ოთახში დაბრუნდა. თუმცა ძილი არ მიეკარა. მომხდარზე ფიქრობდა. ვერ გაეგო რატომ აუჩქარდა გული კვლავ ბექას დანახვაზე. ნუთუ ძველი გრძნობები ცოცხლდებოდნენ?!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent