მზის ჩასვლა ( თავი მეექვსე)
ვახშმის შემდეგ ყველანი ეზოში გავიდნენ და საუბრობდნენ. -ერთმანეთი როგორ გაიცანით? კითხა ბექამ დათოს და ლიზას. -მე გავაცანი. უპასუხა ნინამ. ლიზას შემთხვევით შევხვდი, როცა დედაჩემის სასაფლაოზე ვიყავი. -გასაგებია. როგრც ვიცი აქამდე საზღვარგარეთ ცხოვრობდი ლიზა, ახლა რატომ გადაწყვიტე აქ ჩამოსვლა. -ბექა, რა კითხვებია. ლიზა ბოდიშს გიხდი, ბექა ძალიან ცნობისმოყვარეა. -არაუშავს დათო. აქ ჩამოსვლა ჩემი მშობლების მიერ დატოვებული ბიზნესის გამო გადავწყვიტე. თანაც მომბეზრდა იქ ყოფნა ბექა, სიახლე მჭირდებოდა და როგორც ხედავ სწორადაც მოვიქეცი, რომ აქ ჩამოვედი, წინააღმდეგ შემთხვევაში ნინას და დათოს ვერ გავიცნობდი. ორივე არაჩვეულებრივი ადამიანები არიან. დათომ ლიზას ხელი ხელში დაიჭირა, თვალებში შეხედა და სიყავრულით გაუღიმა, ლიზამაც საპასუხოდ ღიმილი შეაგება. ბექა ამ ყველაფერს უყურებდა და სიბრაზისგან ლამის დაიხრჩო. გულში რაღაც მწარედ ჩხვლეტდა, როდესაც ლიზას უყურებდა. ეგონა დაივიწყა, მაგრამ თურმე მხოლოდ ეგონა, რადგან ლიზას მიმართ მას გრძნობა ისევ ჰქონდა. მთელი საღამო გგონას თვალს ვერ წყვეტდა. ლიზა ამას გრძნობდა, თუმცა ბექასკენ ერთხელაც არ გაუხედია. დათოს მობილურმა დარეკა და კაბინეტში გავიდა სალაპარაკოდ, ნინა კი აბაზანაში გავიდა. ლიზა ბექასთან მარტო დარჩა. -ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ აქ გნახავდი როგორც დათოს საცოლეს. -ჰო, ზოგჯერ ჩვენთვის წარმოუდგენელი რამ ხდება. -დათოს რატომ მიყვები ცოლად? -რა? ეს რა კითხვაა? იმიტომ რომ მიყვარს. -მართლა? შენ მეც გიყვარდი, მაგრამ მიმატოვე. -მე მიგატოვე? ბექა კარგად დაფიქრდი რას ამბობ. -მე დავფიქრდე? გენდობოდი, მიყვარდი. შენ კი რა გააკეთე. ფეხებზე დამიკიდე და საფრანგეთში დაბრუნდი. -რა? რა სისულელეს ამბობ? ესე იგი ყველაფერი ჩემი ბრალია? -კი, მთელი დღე გელოდე 31 დეკემბერს და არ გამოჩნდი არც დამირეკე, არადა წინა დღეს დამპირდი რომ მოხვიდოდი. მერე კი გავიგე რომ საფრანგეთში დაბრუნებულხარ. -შენ არ იცი რა მოხდა იმ დღეს. -არ ვიცი და აღარც მაინტერესებს. მაგრამ არ გაბედო და დათოს გული არ ატკინო. არ გენდობი. -მაგ სიტყვებს ინანებ ბექა. ჰო მართლა შენი ძვირფასი ირინა როგორაა? -რა? ვინ... ჰო ... დავშორდით -აჰა. ირონიულად გაუღიმა ლიზამ. ამ დროს ნინა და დათოც მოვიდნენ და მოუწიათ საუბარი შეეწყვიტათ. -დათო, მე წავალ. უკვე გვიანია. -იქნებ ცოტა ხანს კიდევ დარჩე? თხოვა ნინამ. -ჰო მხარი აუბა დათომაც. -კარგი, ცოტა ხანს დავრჩები კიდევ. -რა კარგია. გაუხარდა ნინას. დათო ნინას მარცხენა მკლავზე აკვირდებოდა. -ეს რა ნაიარევია ლიზა? აქამდე არ შემინიშნავს. -წელს დავიზიანე, საახალწლოდ ნიუ იორკში ვიყავი წასული, ჰოდა 31 დეკემბერს დილით მეგობართან შესახვედრად წავედი და მანქანა დამეჯახა, ღრმა ჭრილობა იყო და ნაიარევი დამრჩა. -ცუდი ამბავია. თქვა დათომ. -ჰო, მაგრამ კარგია რომ ყველაფერი კარგად დასრულდა. -მართალი ხარ ნინა, მაგრამ მთლად ყველაფერი კარგად არ დასრულებულა. როგორც გითხარით მეგობართან შესახვედრად მივდიოდი და რომ ვერ მივედი მან იფიქრა რომ ფეხებზე დავიკიდე და სხვა მეგობართან ერთად წასულა გასართობად. ჩემი ამბავი არც კი იკითხა, რატომ ვერ მივედი. -რას ამბობ? ეგ მეგობარი არც ყოფილა. უტვინო. გაბრაზებულმა თქვა ნინამ. -არაუშავს. ის უკვე წარსულია. მის გარეშეც მშვენივრად ვგრძნობ თავს. ბექა უყურებდა ლიზას ნაიარევს და გააანალიზა თუ რა იდიოტივით მოიქცა. ამბავი, რომელიც ლიზამ მოყვა სწორედ ბექაზე იყო. იმ დღეს ბექას უნდა შეხვედროდა, მაგრამ ავარიაში მოყვა. ბექამ კი იფიქრა ლიზამ მიმატოვაო და მის კურსელ ირინასთან ერთად დალია და ღამეც იმასთან გაატარა. ბექა საკმაოდ ფიცხი იყო და ხშირად დაუფიქრებლად იღებდა გადაწყვეტილებებს. ახლა კი ამ ამბის მოსმენის შემდეგ ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს თავზე მეხი დაეცა. მიხვდა რას იდიოტურად მოიქცა, მაგრამ გვიანი იყო სინანული. მან ლიზა დაკარგა. -ბექა რა გჭირს. შეანჯღრია ნინამ. -ჰა... არა არაფერი. ცოტა დავიღალე. დღეს ჩამოვფრინდი და გზამ დამღალა. -კი ნამდვილად დაღლილი ჩანხარ. უთხრა დატმ. თუ გინდა დაიძინე. -ჯობია წავიდე. ბოდიშს გიხდით. მალე ლიზაც წავიდა. თუმცა სანამ წავიდოდა ნინამ მას და დათოს აჩვენა ნახატი, რომელიც თვითონ დახატა, ნახატზე დათო და ლიზა იყვნენ. ორივეს ძალიან მოეწონა ნახატი, ლიზა მართლაც რომ ძალიან კარგად ხატავდა. დათომ ნახატი თავის კაბინეტში დაკიდა. დათომ სახლამდე მიაცილა. ბექა თავისი ოთახის ფანჯრიდან უყურებდა დათოს და ლიზას, რომლებიც ეზოში ჩახუტებულები იდგნენ. გაბრაზებულმა ბექამ სკამს ფეხი კრა. ხმაურზე ნინა შემოვიდა. -ბექა კარგად ხარ? -კი. -ხმაური გავიგე და... -არაფერია. სკამს ფეხი წამოვკარი. -კარგი. ძილი ნებისა -ძილი ნებისა ნინა. ბექამ ოთახის კარი ჩაკეტა და საწოლზე დაჯდა. მის გონებაში მხოლოდ ერთი ადამიანის სახე ტრიალებდა და ეს ადამიანი ლიზა იყო. ლიზას სიტყვები კვლავ ჩაესმოდა . "ის უკვე წარსულია. მის გარეშეც მშვენივრად ვგრძნობ თავს." იდიოტი ხარ ბექა, იდიოტი. უმეორებდა თავის თავს. * * * ლიზა ოთახში იჯდა და თავის საქორწინო კაბას ათვალიერებდა. ამ დროს ფანჯრიდან ბექას მოკრა თვალი. სასწრაფოდ ქვემოთ ჩავიდა. -შენ აქ რას აკეთებ? -ლიზა არ გათხოვდე. გთხოვ. -რა? შენ სულ გაგიჟდი არა? -მიყვარხარ. ვერ გივიწყებ. გთხოვ მაპატიე. ასე ნუ გამწირავ -სინანული უკვე გვიანია. მე დათო მიყვარს. ჯობია ამას შეეგუო. -არ შემიძლია. -მომისმინე, რაც მოხდა ის უკვე წარსულია. ჩვენ ერთმანეთს დავშორდით. ეზოში ლუკა შემოვიდა. ბექა წავიდა. -ამას აქ რა უნდოდა? -დათოს სახლში ცხოვრობს. -რა? -ჰო, ბექა დათოს მამის გარდაცვლილი მეგობრის შვილია. დათოს მამამ ის საკუთარი შვილვით გაზარდა. -ჯანდაბა. ახლა ამ იდიოტთან ერთად მოგიწევს ცხოვრება? -ჰო, სხვა რა გზაა? -დათომ იცის თქვენი ამბავი? -არა. თქმის მეშინია. შეიძლება არასწორად გაიგოს. -ბექას აქ რა უნდოდა? -მეუბნებოდა არ გათხოვდე, ისევ მიყვარხარო. -რა? სულ გამოშტერდა ეგ ბიჭი ხო? ლიზა მის მიმართ ხომ აღარაფერს გრძნობ ნამვილად. -არა, არაფერს. არაფერსო უთხრა, მაგრამ გულის სიღრმეში თითქოს თვითონაც არ სჯეროდა საკუთარი სიტყვების, მაგრამ ამაზე ფიქრი არ უნდოდა. -გადაწყვიტეთ სად მიდიხართ თაფლობის თვეზე? კითხა ლუკამ. -კი,რომი, ფლორენცია, ლონდონი და პარიზი. -ძალიან მაგარია. -ცოტა უცნაურად ვგრძნობ თავს. -რატომ? -ახალ ცხოვრებას ვიწყებ და მაგიტომ. -ბედნიერებას გისურვებ. ხომ იცი ჩემს დად გთვლი და მინდა სულ ბედნიერი იყო. ლიზა ლუკას მოეხვია. -ლიზა, მე წავედი ახლა , ჯერ კიდევ არ მიყიდია წესიერი ტანსაცმელი ქორწილისთვის. -კარგი დროებით. * * * ბექა თავის ოთახში იჯდა და ლეპტოპში მისი და ლიზას ფოტოებს ათვალიერებდა. ამ დროს კარი ნინამ გააღო.ბექამ ლეპტოპი სასწრაფოდ დახურა -ბექა სადილი მზადაა. არ ჩამოხვალ? -ჰო, ცოტა ხანში ჩამოვალ. სადილზე მარიამი და ელე მოვიდნენ.ელემ რომ გაიგო ბექაც იქნებაო, ძალიან გამოიპრანჭა. გოგონები ქორწილზე საუბრობდნენ. ბექას მათი საუბარი არ ესმოდა, თვითონ იქ იყო, მაგრამ მისი გონება მეზობელ სახლში იყო ლიზას გვერდით.ბექა ადგა, გოგონებს ბოდიში მოუხადა და სასადილო ოთახიდან გავიდა. -ამას რა ჭირს? იკითხა მარიამაა. ადრე ენას არ აჩერებდა, დღეს მოწყენილი მეჩვენა -არაფერიც არ ჭირს. ალბათ გზამ დაღალა. აკლიმატიზაციის ბრალია. უპასუხა ნინამ. ბექა დათოს კაბინეტში სევიდა და სასმელი დაისხა, კედელზე ნინა დახატული დათო და ლიზა დაინახა, ამან საშინელ ხასიათზე დააყენა.კაბინეტში დივანზე დაჯდა და ჭიქა ხელმეორედ შეივსო სასმელით. გოგონებმა ისადილეს და გარეთ გავიდნენ, ეზოში ახლად დაბრუნებული დათო შემოხვდათ. დათო გოგონებს მიესალმა. -სადმე მიდიხართ? -კი, ლიზასთან. დღეს პატარა წვეულებას ვაწყობთ მის სახლში . უპასუხა ნინამ. -კარგი, კარგი. ჭკვიანად იყავით. დათო თავის კაბინეტში შევიდა და იქ ბექა დახვდა. -გამარჯობა ბექა. -გამარჯობა. -ცუდად ხომ არ ხარ? -არა, არა კარგად ვარ. -სახეზე გაწითლებული ხარ. -ერთი ორი ჭიქა ვისკი დავლიე. მაგის ბრალი იქნება. დათო ცოლის მოყვანა რატომ გადაწყვიტე? -რას ნიშნავს რატომ? მე და ლიზას ერთმანეთი გვიყვარს. რა კითხვაა? -მაპატიე. ისე უბრალოდ გკითხე. მარიანას მერე ხომ სერიოზული ურთიერთობა არ გქონია. -ჰო მართალია, მაგრამ ლიზასთან ყველაფერი სხვაგვარადაა. ვგრძნობ რომ მის გვერდით კარგად ვიქნები, მეც და ნინაც. -კარგია , მიხარია. ბედნიერებას გისურვებთ. -მადლობა. შენც ბედნიერებას გისურვებ ბექა. -ჰო, ეგ ნამდვილად მჭირდება. -ყველაფერი რიგზეა? -კი,კი. * * * საღამოს გოგონები ლიზთან შეიკრიბნენ. მეორე დღეს უკვე ქორწილი იყო. ლიზა არაფერს იმჩნევდა, გოგონებთან ერთად ერთობოდა, მაგრამ გულის სიღმეში რაღაც აწუხებდა, თვითონაც ვერ ხვდებოდა რა უღრღნიდა გულს. დილით ნინა ყველაზე ადრე ადგა და დანარჩენებიც ფეხზე წამოყარა, ძლივს მოწესრიგდნენ, ამასობაში სტილისტებიც მოვიდნენ და გოგონების მომზადებას შეუდგნენ. ლიზა დილიდან ჩუმად იყო. ნინას ეს არ გამოპარვია. -ლიზა კარგადხარ? -კი, კი. -ჩაფიქრებული ჩანხარ. -არა, ცოტა გაბრუებული ვარ. ჯერ კიდევ ვერ გამოვფხიზლდი. -ლიზა, ძალიან მიხარია რომ გაგიცანი და ისიც მიხარია რომ მამცემის გვერდით შენ უნდა იყო. ძალიან მიყვარხარ. -მეც მიყვარხარ ნინა. ლიზა და ნინა ერთამენთს მოეხვივნენ. -ამაღამ მიფრინავთ არა შენ და დათო? კითხა ელემ? -კი ქორწილის შემდეგ , რამდენიმე საათში. -რა მაგარია. ზალიან ლამაზ ქალაქებს ნახავთ. თქვა მარიამმა. -აუ, ერთი თვე ძალიან გამიჭრდება უთქვენოდ. -ჩვენც ნინა. მართლა ძალიან მომენატრები. თუ გინდა არ წავალთ. -არა, გაგიჟდი. ეგ არც იფიქრო. როგორც იქნა მომზადება დაასრულეს, ლიზამ კაბაც ჩაიცვა, საღამომდე ცოტა დრო იყო დარჩენილი. თავისუფლების ბოლო წუთებიც ილეოდა. ლიზა ძალიან ღელავდა. არანაკლებ ღელავდა დათოც, ერთი სული ჰქონდა როდის ნახავდა ლიზას. მათმა ქორწილმა მშვიდად ჩაიარა, ზღვის პირას მზის ჩასვლის ფონზე მოაწერეს ხელი. სიძე პატარძალმა პირველი იცეკვა. ბექა თავს ისევ საშინლად გრძნობდა და რესტორანი მანამდე დატოვა სანამ დათო და ლიზა გაემგზავრებოდა. * * * ბექა ბართან იდგა და სვამდა. უკვე საკმაოდ მთვრალი იყო. მას გოგო მიუახლოვდა. -ბექა? არ მეგონა თუ ჩამოსული იყავი. უთხრა გოგონამ ბექას. -ირინა? რა სიურპრიზია. -მიხარია შენი ნახვა. სასმელზე არ დამპატიჟებ? -დიდი სიამოვნებით. იმ საღამოს ბექამ და ირინამ საკმაოდ ბევრი დალიეს. დილით ბექას აღარც ახსოვდა რა მოხდა. დილით ძლივს გამოფხიზლდა და აღმოაჩინა რომ ირინასთან იყო სახლში და ისიც მის გვერდით იწვა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.