შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ შეგიყვარდეს. წესი 3.


23-03-2016, 10:21
ავტორი Supreme
ნანახია 3 384

  დარჩენილმა დღემ მშვიდად ჩაიარა. მე და იოანეს აღარ გვილაპარაკია, მაგრამ რაღაც შეიცვალა. თითქოს...არ ვიცი. ვერ ვხვდები.
  სკოლის მერე მასწავლებელი მყავდა. მე და ნუცას ერთი გზით მოგვიწია წასვლა. როგორც ჩანს, ძალიან მეტყობოდა რომ აზრებით საერთოდ სხვაგან ვიყავი. ყოველგვარ შემთხვევაში, ნუცამ ეს ძალიან მარტივად შეამჩნია.
-მთელი დღეა სადღაც ასტრალში ხარ.-აღნიშნა სიცილით.
-ჰაჰა, საფიქრალი გამიჩნდა, მალე გამივლის.
-მალე გაგივლის?-გაუკვირდა.-რა საფიქრალია ასეთი?
-დაიკიდე, სერიოზული არაფერი.
-არ მითხრა რომ იოანემ შენი გულიც დაიპყრო.-მისმა სიტყვებმა პირდაპირ ტვინში ამარტყეს.
-არა!-ვთქვი მკაცრი ტონით, "დარწმუნებულმა" რომ არ ვიტყუები.
-კიდევ კარგი. ფრთხილად იყავი. გაქანებული მექალთანეა.
-რატომღაც ვხვდებოდი.-გამეცინა.-ეტყობოდა.
-მექალთანის ამოცნობა ყველაზე ადვილია.
-გეთანხმები.
  ნუცა სახლში წავიდა, მე მასწავლებელთან ავედი. ბიოლოგია.
  დღეს იოანეს იმდენი გამომეტყველება ვნახე, გული ვერ იტევს. არა, გაჩერდი ავალიანო. მექალთანეა, გესმის? ესე იგი, საბოლოოდ უნდა აუკრძალო შენს თავს მასზე ფიქრი.
-შეიგნე, ავალიანო!-ვთქვი ხმამაღლა და უცებ მოვედი აზრზე.
  ჩემი ორი ჯგუფელი გაკვირვებული მიყურებდა.
-ავალიანო, კარგად ხარ?-მკითხა სიცილით კაკიმ.
-რა უნდა შეიგნო, ანუკ?-სანდრომ ცალი წარბი ამიწია.
-ქალბატონებო და ბატონებო, უმორჩილესად გთხოვთ, არ შეიმჩნიოთ ჩემი უეცარი გამოხტომა.-თავი დავხარე და რვეულს დარცხვენილი ჩავაშტერდი.
  საბოლოოდ გამაგიჟებს ამ ბიჭზე ფიქრი. ბოლოს მომიღებს, ვიცი, ამიტომ არ ღირს.
  გაკვეთილი დამთავრდა. ბიჭებთან ერთად გამოვედი.
-აბა აგვიხსენი შენი გამოხტომა.-სანდრომ ხელი გადამხვია.
-ოო, დაიკიდეთ, არაფერი ისეთი.
-და მაინც?-კაკიმ თავისი დიდი შავი თვალებით გამომცდელად შემომხედა.
-ნერვებზე თამაშობთ და არ გირჩევთ.-შევუბღვირე.
-რა გამოგასწორებს, ავალიანო.-კაკიმ გამიღიმა და კიბეებზე ჩაირბინა.-ბოლო ვინც იქნება ყავებს ყიდულობს.-მოგვაძახა.
  სანდრო სწრაფად მომწყდა და მიჰყვა კაკის. ბოლო მე ჩავედი.
-ენთუზიაზმი 0. მაგრამ ბოლო ხარ, ამიტომ ყავები შენზეა.
-თუ ფულის დახარჯვა არ გინდოდათ, პირდაპირ გეთქვათ.
-სად გვაქვს ფული, რომ დავხარჯოთ.-სანდრო კაკის მოახტა ზურგზე.
-ბავშვები ხართ რა.-ვთქვი სიცილით და 3 ყავა ვიყიდე.-აჰა, შეგერგოთ.
-ისეთი სახით გვითხარი, სასულეში გადაგვცდება და მოვკვდებით.-კაკიმ უკმაყოფილი გამომეტყველება მომაპყრო.
-ღმერთია მოწმე, თქვენი თავი თქვენთვითონვე დაწყევლეთ, მე აქ არაფერ შუაში ვარ.-უდანაშაულობის ნიშნად ხელები ავწიე.
-ავალიანი თავის სტიქიაშია.-კაკიმ მაღლა აწეულ ხელებზე ხელები მომადო.-ჰაჰა, პატარა.-და გამიღიმა.
  ვიგრძენი როგორ ამიხურდა სახე.
-კარგი, წავედით ჩვენ ანუკ.-სანდრომ გადამკოცნა.
-აბა შენ იცი, ავალიანო.-კაკიმ გამიღიმა და მხარზე წამომკრა ხელი.
-კარგად.-დავემშვიდობე და ჩემს გზას გავუდექი.
  ისე კაკი რა საყვარელია...
  სახლში მივედი.
-ჩემო ბატო.-თოკო მომვარდა.
-სამეცადინო თუ?
-თუ.-თოკო მიმიხვდა სათქმელს და გაეცინა.
  ჩემს ოთახში შევედით.
-დღეს უნდა აუხსნას სიყვარული.-მითხრა გახარებულმა, როგორც კი კარი მივხურე.
-ყოჩაღ ბექას, დროს არ კარგავს.-ავყევი.
-ჰოო. აუ ისე მიხარია, უბრალოდ ელენემ უარი რომ უთხრას, მაგრად გამიტყდება, თან ვიცი რომ მაგასაც მოწონს. დაიკო, ასე მგონია მე ვუხსნი გოგოს სიყვარულს, ისე ვარ აჟიტირებული.-ჩემს ლოგინზე წამოწვა.-მომესწრო ბიჭი.-"ცრემლი" მოიწმინდა და ხმამაღლა გაიცინა.
-რა გეშველება.-დანანებით გავიქნიე თავი, ღრმად ჩავისუნთქე და...-მოვქრივარ.
-რა? მოიც...-თოკოს ზედ დავახტი.
-მგონი ნეკნები ჩაგიმტვრიე, მაგრამ არაუშავს.-ვუთხარი სიცილით.
-გვირაბის ბოლოს თეთრ შუქს ვხედავ.-თქვა სუნთქვაშეკრულმა აწითლებული სახით.
-ანუ მართალია?-გამეცინა.
-როგორც ჩანს.-მეორე მხარეს გადამაგორა.-რა მძიმე ხარ, რა არის, ივარჯიშე, დაიკელი ცოტა.-მითხრა უკმაყოფილომ.
-შენ თუ სუსტი ნეკნები გაქვს, რა ჩემი ბრალია.-გამეცინა.-ძალიან გამიხარდა ბექას გადაწყვეტილება, ახლა კიდე გთხოვთ გაბრძანდეთ ჩემი ოთახიდან, ბატონო თორნიკე, სამეცადინო მაქვს ყელამდე.
-მეც, მაგრამ დღეს ბექას მივყვები. თუ რამეა, მხარდაჭერა და რამე, ხო ხვდები.
-კი, კი. მომიკითხე ბექუნა.
-აქ ყოფილიყო, მაგ "უნა"-ს მწარედ განანებდა.-გამიცინა.
-მაგრამ აქ არ არის. ახლა კიდე წადი, გაემზადე, თორემ დაგრჩა ძმაკაცი უცოლოდ.
  თოკო გავიდა, მე მეცადინეობას შევუდექი.
  საღამოს ოთახიდან ცხვირი გავყავი.
-დე, მშია.
-რას მიირთმევ პატარა ქალბატონო.
-მმ...სენდვიჩი. ხო იცი, როგორ მიყვარს, ყავაც მოაყოლე.-გავუცინე და ისევ ოთახში შევბრუნდი.
  თერთმეტისთვის ყველაფერი დავამთავრე და საბანაოდ შევედი.
  ღამე ძლივს დავიძინე. თვალწინ იოანეს ამღვრეული სახე მიტრიალებდა. მისი ტკბილი ხმა ჩამესმოდა, მიმზიდველი ტუჩების კოცნის სურვილი კი არ მიცხრებოდა. ვნებებს ავყევი. უნდა გავჩერდე.
  დილა გათენდა. 7-ზე, რა თქმა უნდა, ფეხზე ვიყავი.
  ძლივს, პარასკევი. დღეს მხოლოდ ქიმია-ფიზიკა მაქვს, მერე თავისუფალი ვარ.
-რა ჩავიცვა? როგორ გამოვშტერდი. სულ დამავიწყდა გუშინ ტანსაცმლის არჩევა.
  კარადა გამოვაღე. ღია კრემისფერი ზედა და მუქი ლურჯი ჯინსი. კრემისფერი ბათინკები და აწეული თმა მოვირგე. მზად ვიყავი. სამზარეულოში გავედი. ყავა დავლიე, უცებ ვისაუზმე და სკოლაში წავედი.
-ავალიანი!-გავიგე ნაცნობი ხმა და უკან გავიხედე.
-კაკი? აქ რა გინდა?-გამიკვირდა.
-სკოლაში მივდივარ.-გაეცინა.
-ჩემს სკოლაში აშკარად არ სწავლობ.
-ამ უბანში მარტო ერთი სკოლაა?-გაეცინა.
-აქამდე რატომ ვერ გხედავდი დილაობით?
-არ დავდიოდი. გუშინ დამრიგებელმა დამირეკა უბრალოდ, ექსტერნებს აირტყამ, მოეთრიე სკოლაშიო, ხოდა...
-გასაგებია.
-დილაობითაც კი შეუდარებლად გამოყურები, ავალიანო.-გამიღიმა.
-მადლობა. ბოდიში, მაგრამ შენზე იგივეს ვერ ვიტყვი.-ავათვალიერ-ჩავალთვალიერე და გაწეწილი თმა გავუსწორე.
-შენს გარდა ვინ მომხედავს რა.-გაეცინა.-კარგი აბა წავედი.-ისევ მხარში წამკრა ხელი.
-მიდი, კარგად.-სკოლისკენ წავედი.
  კლასში შესვლისთანავე თვალებით იოანეს დავუწყე ძებნა, მაგრამ ვერ ვნახე. იმედგაცრუებული წავედი ჩემი მერხისკენ.
-მე მეძებდი?-ზურგიდან იოანეს სასიამოვნო ხმა გავიგე და ჟრუანტელმა დამიარა.
-იოცნებე.-ჩემი მკაცრი სახე შევინარჩუნე.
-დრო გადის, შენ კი არ იცვლები.-გამიცინა.
-არც შევიცვლები.
  ჩემი ადგილი დავიკავე. რა იოანე, ხო არ გაგიჟდი ავალიანო. პირდაპირ მახეში გინდა გაება? მექალთანეა, ნუ ფიქრობ მასზე.
  გაკვეთილები დამთავრდა ზედმეტი თავგადასავლების გარეშე. ნუცა, რა თქმა უნდა, ჩემს გარშემო ტრიალებდა. რაღაცნაირად შევეგუე ამ გოგოს.
  ბოლო გაკვეთილის გამოსასვლელი ზარიც დაირეკა.
-ნუც, წავედი, ქიმია მაქვს.-ვუთხარი და გადავკოცნე.
-საღამოს მოგწერ. კვირაზე მოვილაპარაკოთ.
-აჰა, კარგი.
  მასწავლებლისკენ წავედი. უცებ ვიღაცამ გამაჩერა. ვინ იქნებოდა, თუ არა იოანე.
-მიგაცილებ.-ხელი გადამხვია.
-ჩემითაც კარგად მივალ.-ვუთხარი და მისი ხელი მოვიშორე.
-ნუ ჯიუტობ, წამოდი.
  მე თვითონ არ ვიცი რატომ, მაგრამ არ შევეწინააღმდეგე.
-მოვედით.-უკვე მასწავლებლის სადარბაზოსთან ვიდექით.
-მაპატიე.-გამიღიმა.
-რა უნდა გაპატიო?-კითხვით სავსე მზერა მივაპყრე.
-ამდენი ხანი ვფიქრობდი რა დაგიშავე, ასე რომ ვერ მიტან და მივხვდი.
-საინტერესოა, რა დაასკვენი?
-თვალები დახუჭე.
-რა?-დაეჭვებით შევხედე.
-ნუ გეშინია, ცუდს არაფერს გიზამ.-გაეცინა.
  შევიშმუშნე და თვალები დავხუჭე. უცებ კისერზე ცივი თითების შეხება ვიგრძენი. ჟრუანტელმა დამიარა. მისი თითების ნაზი შეხება ჭკუიდან მშლიდა. გულისცემა არ წყნარდებოდა.
-შეგიძლია გაახილო.
  ჯერ ცალი თვალი გავახილე და მისი მომღიმარი სახე დავინახე, მერე მეორეც. მისი შეხებისგან გახურებულ კისერზე ხელი ფრთხილად მოვისვი და გავშეშდი.
-გამახსენდა.-გამიცინა.



№1 სტუმარი mari

kargia dzalian

 


№2 სტუმარი ani

მალე დადე რა :'( ძალიან მაგარია ^_^ request love love love love

 


№3  offline წევრი Supreme

დიდი მადლობა^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent