შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნოემბრის წვიმა IV


23-03-2016, 12:46
ავტორი MariLerman
ნანახია 1 992

კარის შემონგრევით გამოწვეულმა ხმაურმა შემაშინა, თვალები გავახილე და მსუბუქად წამოვწიე თავი. მამაჩემის ძლიერი მკლავები ვიგრძენი, ნინას გავხედე ცრემლად იღვრებოდა.
საწოლზე დამაწვინეს, იოდის სუნი ვიგრძენი.
მთელ ხელზე მისვამდა მამაჩემი, სუსტად ვგრძნობდი თავს მაგრამ ყველაფერი მესმოდა და ყველაფერს აღვიქვამდი.
მსაყვედურობდნენ, მაგრამ არ ვუსმენდი. ტკივილს ვგრძნობდი, მაგრამ გამოხატვის ძალა არ მქონდა.
– ანნა, სულ გაგიჟდი შვილო.. როდესაც რამე გიჭირს, ან დედაშენთან მიდი, ან ჩემთან მოდი.. ხომ იცი, ყოველთვის მიგიღებ, რატო იტანჯავ თავს?
ჩემთვის მისი ყოველი სიტყვა ზედმეტად უაზრო იყო, არცერთს არ ვპასუხობდი.
– ნინა, ანნა დღეს ჩემთან წამოვა.
– გამორიცხულია ვაჟა! – გამოეპასუხა ნინა.
– ანნა დღეს ჩემთან წამოვა მეთქი. – გაბრაზება გაისმა ვაჟას ხმაში.
– როგორ წაიყვან, ხომ ხედავ, სუსტადაა?!
– მანქანით ვარ, გაუმზადე რაც ჭირდება.
– მამა, მე ვერ წამოვალ, იცი რატომაც... – ხანგრძლივი დუმილის შემდეგ წარმოვსთქვი სიტყვები.
– ყველა სოფელშია, თინას გარდა. ნუ დარდობ.
მხოლოდ ერთხელ შევხედე და წამოვდექი.

სახლში შევედი თუ არა მეორე სართულისაკენ წავედი., თინას ოთახში შევიხედე.. ისე ტკბილად ეძინა, აღარ გავაღვიძე, მხოლოდ ერთხელ ვაკოცე ლოყაზე ნაზად და მისი ოთახიდან გამოვედი.
იმ ოთახის კარი შევაღე, რომელიც ოდესღაც ჩემი იყო.
“დღეს ის უკვე 5 წლის ანასატასიას განკარგულებაშია.”
ნოსტალგია დამეუფლა, ოთახი დავტოვე.
სტუმრების ოთახში მომიწია შესვლა.
ჩანთა საწოლზე მივაგდე და ფანჯარაში გავიხედე.. წვიმას იწყებდა.. გული სიხარულით ამევსო.. ფანჯრის რაფაზე მოვკლათდი , თვითონ ფანჯარა გავაღე და სიგარეტს მოვუკიდე. კარი არ ჩამიკეტია, ცუდ გუნებაზე ვიყავი და არ მაინტერესებდა თუ მამაჩემი დაინახავდა, რომ ხელში სიგარეტი მეჭირა.
ნაზად, მშვიდად და სევდისმომგვრელად გაწვიმდა,
წვიმის წვეთები სუსტი შეხებით მისველებდნენ სხეულს.
მთელ ტანში მაჟრჟოლებდა, თმები უკან გადავიყარე.
გრილი ჰაერი სასიამოვნოდ მიქროდა კისერში. ნელა ვეწეოდი. აუჩქარებლად.
სახლის პირდაპირ მდებარე ასკილის ხეს ვუყურებდი და თვალიწინ მიდგებოდა ის პერიოდი,როდესაც სამივე ერთად, უბედნიერესები ვიყავით,მაგრამ ამასთანავე სამივეს თვალებში დაინახავდით სევდას,რომელიც სადღაც ღრმად მიმალულიყო და ადრე თუ გვიან აღმოცენდებოდა და ამით დამთავრდებოდა ჩვენი ბედნიერება..
საშინელი შეგრძნებაა,როდესაც ხვდები,რომ ადამიანს მეტჯერ ვეღარ ნახავ..
ღმერთს მადლობა, ჯერჯერობით არ მაქვს გამოცდილი, მაგრამ მიუხედავად ამისა ვიცი თუ რამხელა ტკივილს გაყენებს ამ სიტუაციაში ყოფნა.
„ყველაფერი წარმავალია.. არაფერია სამუდამო..
ყველაფერს აქვს თავისი განსაზღვრული დრო როდესაც იწყება, და შემდგომ მთავრდება..“
არც გვაწყობს, რომ სამუდამოდ ერთ ადგილას ვიდგეთ და მიწა ვტკეპნოთ, ცხოვრება გრძელდება მიხუხედავად დიდი ტკივილებისა და ცხარე ცრემლებისა. ამასთან შეგუება იმ ღამეს მომიწია, როდესაც დედაჩემისა და მამაჩემის გადამწყვეტი ჩხუბი მოხდა.
იმ დღემ,იმდენად შეცვალა ჩემი პიროვნება, რომ ვერც მე ვცნობდი . .
დღეს კი, რა ხდება ჩემს ცხოვრებაში, რა შეიძლება ამ ყოველივეს დავარქვა? ან დღევანდელი ფიქრები მხოლოდ ერთ, ტუტუც ადამიანს რატომ უკავშირდება? რატომ მატკინა ასე გული იმ ადამიანის სიტყვებმა, რომელსაც არც კი ვიცნობ? იმიტომ, რომ მისი თითოეული სიტყვა სიმართლეს შეესაბამებოდა. რატომღაც, ამ მომენტში გავაცნობიერე, რომ მე მას არ ვიცნობდი, მაგრამ მან შეძლო ჩემს სულში ჩახედვა და ზოგიერთი მნიშვნელოვანი რამ ამოიკითხა. სწორედ ეს მაწუხებდა. არასოდეს, არასოდეს არავისთან არ გავხსნილვარ, ზუკას გარდა. ზუკა კი, ჩემი ბავშვობის ნაწილია, ამიტომ ამას დიდ ყურადღებას არ ვაქცევ. არასოდეს არავინ არ მიახლოვებია ჩემს სულს ისე, რომ ეთქვა თუ რატომ ჩავიდინე ესა თუ ის... არავინ, გარდა ნიკო ბერძენიშვილისა. ვლოცულობდი, რომ არსად შემხვედროდა. ვლოცულობდი, რომ მეორედ არ მოსულიყო ჩვენს სახლში...
მსგავს ფიქრებში ვიყავი გართული როდესაც კარების გაღების ხმა გავიგონე, მსწრაფლ შემოვბრუნდი. თინა იდგა. როგორც ყოველთვის ულამაზესი იყო.. მისი სერიოზული გამომეტყველება არასოდეს მაშინებდა, პირიქით. მასში ყოველთვის სიყვარულს ვკითხულობდი.
ჩემსავით მას ვერავინ შეიყვარებს. ბაბუაჩემზე არ ვილაპარაკებ. მისი თინასადმი სიყვარული იმდენად დიდი იყო, მისი უმცირესი ნაწილიც კი, რომ შევიგრძნო, ჩემი გული ვერ აიტანს და, გასკდება,
“რადგანაც გული თიხისგან არის შექმნილი..”
პიანინოზე დაკვრაც თინამ მასწავლა.
ისიც, რომ არავინაა ჩემზე მეტი.
ისიც, რომ ღმერთზე მეტად არავის ვუყვარვარ და პირველ რიგში ეს უნდა დავაფასო. ამაზე რა გელაპარაკოთ,არ გამოუვიდა ამის სწალვება,არც თუ ისე დიდი მორწმუნე ვარ, მაგრამ ღმერთის მჯერა!
სიგარეტზე თინა, არსოდეს არაფერს მეუბნებოდა.
მხოლოდ “გამანადგურებელი” მზერით შემოიფარგლებოდა, რითაც ვხვდებოდი, რომ უნდა ჩამექრო.
ცხოვრების ბოლომდე ჩაქრობას , რომ ვერ მოვახერხებ, ეს თინამაც კარგად იცის.

****
– მომეხვიე,ანნა! შვილო! – მითხრა თუ არა მისკენ გავიქეცი და ხელები შემოვხვიე,ყველანაირად ვეცადე,რომ არ შეემჩნია,ჩემი დასერილი ხელები.. მოხვევის დროს ძალიან მეტკინა მაგრამ სიმწარე “ჩავყლაპე.”
იქვე საწოლზე ჩამოვჯექით.
დიდი ხანი არაფერი უთქვამს.
მხოლოდ მიყურებდა და როგორც ჩვევია, მუხლზე მეფერებოდა.
– როგორ ხარ ? – ეს უბრალო და ბანალური კითხვა არ გეგონოთ,თუ თინა ამ კითხვას მისვამს, იცის, რომ ძალიან ვრცელ პასუხს გავცემ. ამ კითხვის დასმის დროს, არასოდეს ვჭრი მოკლედ. იმას ვეუბნები, რასაც განვიცდი, რასაც ვგრძნობ.. რაც მტკივა..
– განსაკუთრებული არაფერი. – ვუპასუხე და მზერა ავარიდე.,
– თვალებში მიყურე, და ისე მიპასუხე. – მისი მკაცრი ტონი, ყოველთვის მიყვარდა.გაბედულად ჩავხედე თვალებში და პასუხი გავუმეორე.
ისევ თვალებში მიყურებდა დაუნდობლად.ხელი ჩემი მუხლიდან,ჩემი მარჯვენა ხელისაკენ წაიღო.
გრძელმკლავიან მაისურში,მტევნიდან შეაცურა ხელი და ბინტს შეეხო. სისხლს გამოეჟონა. მაისური ფრთხილად აწია ზემოთ. ისევ თვალებში მიყურებდა. ვიგრძენი, როგორ ავკანკალდი.
ბინტი ფრთხილად მოხსნა , თვალებში ჩავხედე, უკვე ჩაწითლებოდა. ჩემი ხელი ნელა აიღო და დასერილ ადგილებში ფრთხილად მაკოცა.
ასეთ მომენტებში განსაკუთრებულად მიჭირს თავის შეკავება,რადგან იმ ბურთის შეჩერება,რომელიც ყელში მაქვს გაჩხერილი ძალიან რთულია. ჩემივე ცრემლების მრცხვენოდა, მაგრამ არა თინასთან.
– სუსტი ხარ ანნა.. ძალიან სუსტი ხარ.. ძლიერი უნდა იყო, ცხოვრებაში უარესი დაბრკოლებები შეგხვდება..
– ამაზე უარესი რა უნდა იყოს, ბე?! – ვკითხე და ცრემლი ჩამოგორებამდე მოვიწმინდე. თვითონ ბინტს მიხვევდა.
– და ამაში გამოსავალს ხედავ ?
ჩემი ცხოვრების იმ პერიოდში უამრავი რამ მეშლებოდა, ბევრ რამეში ვცდებოდი, ბევრ საკითხთან დაკავშირებით მქონდა მცდარი წარმოდგენა და დარდის გაქარვებისა თუ დეპრესიისგან თავის დაღწევის მიზნით არაერთ სისულელეს ჩავდიოდი. დღესაც, ამის წერის დროს, თავს დამნაშავედ მივიჩნევ. მიმაჩნდა, რომ მაშინ, როდესაც ცხოვრების ხალისი დაკარგული გაქვს საუკეთესო გამოსავალი პაწაწინა აბებია. ამ გამოცდილებას დღემდე ყველაზე საშინლად მივიჩნევ, თუმცა ასეთია ჩემი წარსული. არაერთხელ გამისინჯავს. არაერთხელ გავმხდარვარ ცუდად. პირველად ზუკას მოვპარე ხუთი ცალი.
თუ გინდა, რომ ტაბლეტებმა შენზე იმოქმედონ, ამისთვის ფსიქოლოგიურად უნდა იყო განწყობილი. პირველად იმდენჯერ ვთქვი ჩემთვის, არაფერს მიშვება მეთქი, მართლა არაფერი მიქნა. მხოლოდ ჭამის შემდეგ გამიორდა თვალში.
შეჩვევაზე საძაგელი, არაფერი არ არის.
ერთ-ერთი ტაბლეტების მაგალითზე, რომელიც ენერგიას გმატებს და 30 სართულიანი სახლი სულ ფეხით რომ აირბინო და ჩამოირბინო, არ დაიღლები, ყველაფერი სხვანაირადაა.. გიყვარს, გიხარია, არ იღლები. იმ მომენტისთვის ეს მართლაც ძალიან სასიამოვნო და მისაღები იყო ჩემთვის, სამაგიეროდ ახლა, ამ თემაზე წერა არის მეტად რთული, წერ და გგონია იგივეს იმეორებ, რაღაცას აშავებ..
ზუკას საშინელი რეაქცია ჰქონდა, როდესაც გაიგო, რომ ტაბლეტები მოვპარე. მიუხედავად ჩვენი გახსნილი ურთიერთობისა მსგავს საქციელს ის უბრალოდ არ "გამიტარებდა". ალბათ მიფრთხილდებოდა, არვიცი...


__________________________________________

დღესვე დავდებ მეხუთე თავსაც.



№1 სტუმარი mariami

rogormixaria ase male rodeb *-*

 


№2 სტუმარი მიკა

სახელი ანა ქართულად ერთი ნ-თი იწერება:))

 


№3  offline წევრი MariLerman

მიკა
სახელი ანა ქართულად ერთი ნ-თი იწერება:))


არა, ამ მოთხრობაში სახელი ანა ქართულად ორი ნ–თი იწერება, ჩემო საყვარელო :)))

 


№4  offline წევრი talamani

მიხარია რო თავებს ყოველდღე დებ. ძალიან მომწონს ეს პერსონაჟი და დიდი მოლოდინი მაქ გაგრძელების

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent