შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენი სიყვარული ისტორიას დარჩება4 (დასასრული)


23-03-2016, 13:14
ავტორი amanda surmanidze
ნანახია 2 217

ნაწილი:4 ,,ცა პარიზის თავზე’’
აქ ყველაფერი ლამაზია, დიახ, პარიზი ხომ სიყვარულის ქალაქია.ლუკა ყოველთვის ანებივრებდა თავის პრინცესას სხვადასხვა საჩუქრებით.ლუსი თავიდან ჯიუტობდა, ისე იქცეოდა თითქოს ლუკა ეზიზღებოდა და არც პარიზში სიამოვნებდა მასთანერთად ყოფნა, სინამდვილეში რაც უფრო დრო გადიოდა მით უფრო უყვარდებოდა ლუკა. ზუსტად 2 თვე გავიდა პარიზში ყოფნისას ამ ხნის განმავლობაში ლუკას ლუსი ყველგან დაჰყავდა, იყვნენ: სენ-ჟაკის კოშკში, ლუქსემბურგის ბაღში, მოინახულეს ოპერა გარნიე,მადლენის ეკლესია,სატრიუმფო თაღი,ახალი ხიდი. თუმცა არ უნახავთ ეიფელის კოშკი, ამიტომაც ლუკამ გადაწყვიტა ახლა ეიფელის კოშკის დრო იყო.
ლუკა:საყვარელო გინდა დღეის ეიფელის კოშკი ვნახოთ?
ლუსი:ჩემებთან მინდა დავრეკო გთხოვ (მოწყენილად უპასუხებს)
ლუკა:დავრეკავთ ჩემი გახარება, ოღონდ გამიღიმე და ნუ ხარ მოწყენილი გთხოვ.
ლუსი:თავი დამანებე რაა, რამდენიხანია აქ ვართ და ერთხელც არ დამირეკავს, ალბათ ძალიან ნერვიულობენ.(მოწყენილი ხმით)
ლუკა:კარგი ცოტაც მოითმინე და დავრეკავთ.მოდი ჩემთან.(ლუსის მიუახლოვდება და გულში ჩაიკრავს)
ლუსი:აუუუ თავი დამანებე რაა, მეზიზღები !
ლუკა:მე კიდე მომბეზრდა ეს შენი უკარებას როლი რაა.. ვცდილობ ცხოვრება შეგერგოს, ის ნახო რისი ნახვაც ყველაზე მეტად გინდოდა..შენ ამბობ რომ არ გიყვარვარ, შენი თვალები სხვა რამეს ამტკიცებენ ! მკლავს შენი ასეთი ქცევა და იცოდე.(ლუკა კარს გაიჯახუნებს და აივანზე გავა სიგარეტის მოსაწევად.)
ლუსი ცოტახანი ხმას არ ამოიღებს თავისთვის დადგება ფანჯარასთან და თან ყავის სმით გაერთობა...ამასობაში ლუკაც შემოვა სახლში.
ლუკა:მოემზადე მივდივართ.
ლუსი:კარგი.
ლუკა:ნახევარ საათში მოგაკითხავ.
ლუსი:სად მიდიხარ?
ლუკა:რაღაც საქმე მაქვს მანამდე მოემზადე რაა.
ლუსი:კარგი.
ლუკა სახლიდან გავა იმისთვის რომ თავის ძმაკაცს დაუკავშირდეს, მოახერხებს კიდეც.
ბახვა:გისმენთ.
ლუკა:ზდაროვა ძმა, რავახართ?
ბახვა:ვინ ხარ ტოო?
ლუკა:რაიყო შეჩ..ვეღაარ მცნობ?(ჩაიცინებს)
ბახვა:ლუკა შენ ხარ?
ლუკა:ხო (კვლავ ჩაიცინებს)
ბახვა:ვახხ ჩემიი...სად ხარ ტოო?..ჩვენ სერიოზულად გეძებთ წყვილს..ხო კარგადახართ?
ლუკა:პარიზში ვართ ძმა, კი კარგად ვართ. მისმინე ძებნა აღარ არი საჭირო ძმაო, აი ეხლა შენს ანგარიშზე გადმოვრიცხავ 100 000$ ხოდა ჯერძო თვითმფრინავით გადმოფრინდით ყველა ახლობელი რო ჯვარი უნდა დავიწეროთ და მინდა რომ აქ იყოთ რა ჩვენს გვერდით.
ბახვა:ვაა ..რამაგარია ეე...არა რა ფული ტოო...გავჩითავთ რამეს შენ ფულზე არ იღელვო...როდისთვის უნდა ვიყოთ მანდ ჩემი ძმა?
ლუკა:დაახლოებით 1 კვირაში რაა...
ბახვა:კი ძმაო ბაზარი არაა ..და დაახლოებით სად მოვიდეთ?
ლუკა: პარიზის ღვთისმშობლის ტაძართან ახლოს რომელიმე სასტუმროში დაბინავდით რაა...
ბახვა:კი ძმა ბაზარი არაა, შეგეხმიანებით..ხოო ფული არ გადმორიცხო ჩვენ გვაქვს, ეგ ფული მანდ მოიხმარეთ ძმაო.
ლუკა:კაი ძმაკაც გაიხარე, აბა მაგრად.
ბახვა:აუ მაგრად მომენატრე შენსძმობას ვფიცავარ ტოო...კაი აბა ჰე ჯიგრულად ძმაო.
როცა საუბარს დაასრულებენ ლუკა გადაწყვეტს რომ სახლში დაბრუნდეს გზად შოკოლადს და დიდ თაიგულს იყიდის ლუსისთვის.როცა სახლში დაბრუნდება კარს ლუსი გაუღებს.
ლუსი:სად ხარ აქამდე?
ლუკა:რაიყო მოგენატრე?(ჩაიცინებს)
ლუსი:დიახაც ! (ჯიუტად)
ლუკა:ჩემი ერთადერთი ! მოდი ჩემთან. (ლუკა კვლავ ჩაიხუტებს ლუსის.)
ლუსი:უხ რა თბილიხარ !
ლუკა:ყვავილები არ მოგწონს?
ლუსი:კი, მეც მაქვს შენთვის რაღაც..
ლუკა:რაა?
ლუსი:თვანები დახუჭე.
ლუკა:აჰამმ...
ლუსი:ხელები მომეცი..
ლუკა:რა ხდება?(ჩაიცინებს)
ლუსი:სიყვარულით ლუსისგან !(ამ დროს უეცრად აკოცებს)
ლუკა თვალს გაახელს და ეტყვის: ეს ყველაზე ძვირფასი საჩუქარი იყო მთელ ჩემს ცხოვრებაში.
ლუსი:შენ ახალი ამბავი იცი?
ლუკა:რა ამბავი?
ლუსი:რომ ლუსის უყვარხარ !
ლუკა:მართლა?(აღფრთოვანებით)
ლუსი:დიახ მისტერ.
ლუკა:და ლუსიმ ის თუ იცის რომ ლუკას სიცოცხლეა, ყველას და ყველაფერს ურჩევნია, რომ მის თვალებში ლუკას სამყარო მკაფიოდ მოჩანს.
ლუსი:MA KING !
ლუკა:MA QUeeN !
ლუსი:აუ მოდი რამე ფილმს ვუყუროთ და ხვალ წავიდეთ ეიფელის კოშკის სანახავად კარგი?
ლუკა:როგორც შენ გინდა.
კინოს ყურების დროს ლუსის მოშივდება და წუწუნს დაიწყებს, ლუკამ იცის რომ ლუსის პიცა უყვარს ამიტომ შეუკვეთავს და 10 წუთში პიცასაც მოიტანენ, შემდეგ ლუკა სამზარეულოში გავა და წვენსაც ჩამოასხამს და კომფორტულად მიართმევს ლუსის...ღამის სამზე გადაწყვეტენ რომ დაიძინონ, რადგან დილით ეიფელის კოშკის მოსანახულებლად უნდა წავიდნენ.
პარიზში უკვე დღის 10 საათია, მშვენიერი, მზიანი დილა...როგორც ყოველთვის ლუკას ლუსიზე ადრე გაეღვიძება, მას არ უნდა რომ ლუსი უხეშად გააღვიძოს ამიტომ ჩუმად გავა სამზარეულოში მოადუღებს ყავას, ჩამოჭრის ნამცხვარს და ლუსის ოთახში მიართმევს.
ლუსი:ყველაზე მშვენიერიი დილაა ჩემს ცხოვრებაში.
ლუკა:მე შენი ცხოვრება შემიყვარდა ! (ამ დროს ლუკა ლუსის შუბლზე აკოცებს)
ლუსი:კარგი ახლა გადი, უნდა მოვემზადო.
ლუკა:კარგი მეც მოვემზადები, ჩემს ოთახში გავალ.
ლუსი:კარგი.
ორივე მოემზადება დაახლოებით ნახევარ საათში და შემდეგ წავლენ ეიფელის კოშკში...როდესაც მივლენ ლუსი აღფრთოვანდება ეიფელის სილამაზით, სიმაღლით. ძალიან ბევრ ფოტოს გადაიღებენ...შემდეგ გასეირნებას გადაწყვეტენ.
ლუკა:ჩემო სიცოცხლე წამოდი კაფეში დავსხდეთ.
ლუსი:აუუ ნაყინი მინდა (მოწყენილი ხმით)
ლუკა:წამოდი ვიყიდოთ.
შემდეგ ნაყინს იყიდიან..ცოტასაც გაივლიან ქუჩებში და დაბრუნდებიან სახლში, ამასობაში მოსაღამოვდება..ლუსის მოეძინება ამიტომაც გადაწყვეტს რომ მალე დაიძინოს, ლუკა ფილმის საყურებლად დარჩება თუმცა ისიც მალევე დაიძინებს.
3 დღის განმავლობაში ლუკა ყველაფერს მოაგვარებს, ეკლესიაშიც, ცერემონიის დარბაზსაც მოინახულებს, ყველაფერს კარგად დაგეგმავს, ოღონდ ისე რომ ეს ლუსის არც კი ეცოდინება...ლუსიმ იცის რომ ისინი მალე დაბრუნდებიან თავიანთ ქვეყანაში და რომ ისევ ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდება თუმცა წინ სულ სხვა ცხოვრება ელოდება. ,,სიყვარული ! სუყვარული ! და სიყვარული ! ‘’ ეს არის გზა, რომელზეც მთელი დარჩენილი ცხოვრება უნდა იაროს ლუსიმ, რის შესახებაც დღემდე თითქმის არაფერი იცის.
ამდენი შრომის შემდეგ როცა ლუკა სახლში დაბრუნდება ლუსის სთხოვს რომ მოემზადოს რადგან სადღაც უნდა წავიდნენ...ლუსის ეს არ გაკვირვებია რადგან რაც პარიზში არიან სულ სადღაც დადიან ხოლმე..მაგრამ ახლა გადაწყვიტა უფრო სადად და მოკრძალებულად გამოწყობილიყო, ისე როგორც ნამდვილ ქალბატონს შეეფერებოდა.. ჩაიცვა შავი გრძელი კაბა, თმები მაღლა აიტანა, მინი მაკიაჟიც გაიკეთა და ოთახიდან გავიდა.
ლუსი:მე მზად ვარ.
ლუკა:თვალის მომჭვრელად გამოიყურებით მისს.
ლუსი:ოჰჰ, კარგი ერთი.
ლუკა მანქანის კარს გააღებს რომ ლუსიმ თავისი ადგილი დაიკავოს, 5 წუთში დანიშნულების ადგილას მივლენ. როდესაც ლუსი მანქანიდან გადმოვა წილ ულამაზესი ხედი დახვდება. ,,რომანტიკა’’ ...კიდევ ერთი რომანტიული დღე ლუსის და ლუკას ცხოვრებაში, სადაც ლუსიმ ისევ დაუკრა თუმცა ამჯერად შავ როიალზე და თანაც დაუკრა რაღაც საუცხოო მელოდია,როგორც პიანისტმა და კომპოზიტორმა ეს მელოდია შემდეგ სანოტო სისტემაზე გადაიტანა ის იმდენად ლამაზი იყო, იმდენად სასიამოვნო მოსასმენი და იმდენად ლამაზად აღწერდა პარიზში წყვილის ყოფნის ამბავს რომ ლუსიმ ამ მელოდიას ,,ცა პარიზის თავზე’’ უწოდა.
საღამო მშვენივრად ჩაიარა, ივახშმეს, ისაუბრეს, ის საღამო კიდევ იმით გამოირჩეოდა რომ მთავარი სიურპრიზი ლუსის მეორე დღეს ელოდა, როგორც იქნა სახლში დაბრუნდნენ.
ორივე ნასვამები იყვნენ თანაც ძალიან დაღლილები.ლუსის დაძინების მეტი აღარაფერი უნდოდა.
ლუსი:უნდა დავიძინო, გმადლობ დღევანდელი დღისთვის.
ლუკა ხელს მოჰკიდებს და მისკენ მოატრიალებს:მოიცა გთხოვ. შემდეგ ლუსის კიდევ უფრო მიუახლოვდება.
ლუსი:ახლა არა გთხოვ.
ლუკა:სწორედ რომ ახლა. საკმაოდ დიდი ხანი ველოდი ამ დღეს.
ლუსი:გთხოვ.(ნაღვლიანად ეტყვის)
ლუკა:შენი თვალები ბევრის მთქმელია,
შენი ტუჩები ალუბლის ფერია,
მინდა ავღწეროთ ,,ცა პარიზის თავზე’’,
მოგონებები შემოგვრჩეს მასზე.
ლუსი ვერაფერს ვერ იტყვის მხოლოდ თვალებში უყურებს ლუკას ..შემდეგ სიჩუმეს ისევ ლუკა დაარღვევს.
ლუკა:მე მინდა შენთანერთად, ერთ ბალიშზე გვედოს თავი, მე მინდა შენთან ერთად, ერთი საბნის ქვეშ და საერთოდაც დროა გახდე ლუსი ლილუაშვილი ავალიანისა.
ამის შემდეგ ლუსი მართლა ვეღარაფერს იტყვის და იმ დღესაც ერთად გაატარებენ. დილით ისევ ლუკა დაასწრებს გაღვიძებას, შემდეგ ლუკა ლუსისაც გააღვიძებს დაკვლავ სთხოვს რომ სწრაფად მოემზადოს რადგან რაღაც აუცილებელი და მნიშვნელოვანი საქმე აქვთ. ლუსი იკითხავს თუ რა ხდებოდა და რაიყო ასეთი მნიშვნელოვანი თუმცა ლუკა მხოლოდ იმას ეტყვის რომ ლუსიმ ის კაბა ჩაიცვას რომელიც იმ ყუთში დევს, აი იქ ფანჯარასთან რომ დევს კუთხეში. ლუსი დათანხმდება ამ დროს ლუკა გარეთ გავა და ბახვას დაურეკავს.
ლუკა:რას შვრებით ძმა? გუშინ საღამოს ვნახე შენი შეტყობინება ჩამოსულხართ პარიზში.
ბახვა:კი ძმა ყველა აქა ვართ, ლუსის მამაც კი.
ლუკა:ანუ სიცოცხლის ბოლო წამებს ვითვლი?(ჩაიცინებს)
ბახვა:აუ დაიცა ძმა, სიმამრს საუბარი უნდა. (ჩაიცინებს)
ლუკა:კარგი.
მამა:სიძე შე ძველო ! ქალიშვილის მოტაცებას არ გაპატიებ (ჩაიცინებს)
ლუკა:ნებით გამომაყოლებდით?(ჩაიცინებს)
მამა:ოოო, მართალიხარ ცოტა გამიჭირდებოდა. აბა რას შვრებით ? დღეს იწერთ ჯვარს?
ლუკა:კი ოღონდ ლუსიმ არ იცის და 1 საათში ტაძარში იყავით კარგი?
მამა:კარგი შვილო, როგორც იტყვი აბა შეხვედრამდე.
ლუკა საუბარს დაასრულებს და ლუსისთან დაბრუნება.
ლუკა:აბა მზად ხარ საყვარელო?
ლუსი:კი მაგრამ შენ?
ლუკა:მეც მზად ვიქნები 10 წუთში.
ლუსი:კარგი
როგორც იქნა წასასვლელად მზად არიან და წავლენ...ისე წავლენ რომ ლუსიმ არაფერი იცის, სად მიდის და რატომ...15 წუთში წყვილი ადგილზე იქნება. ლუსი გაოცდება რადგან მის წინ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს იხილავს.შემდეგ თანდათან დაინახავს თავის მეგობრებს და რაც მთავარია მამას, რომელიც დიდიხანია არ უნახავს.
ლუსი:ვააუუ, აი მესმის საოცრება.
ლუკა:მზად ხარ?
ლუსი:მგონი კიი..
ლუკა:მგონიი? (ჩაიცინებს) თუ გინდა რამოდენიმე წუთს მოგცემ.
ლუსი:არა, ახლა ნამდვილად მზად ვარ !
ლუკა:და რისთვის?
ლუსი:იმისთვის რისთვისაც ამ ხნის მანძილზე დაუღალავად იშრომე, იმისთვის რომ მთელი ცხოვრება შენს გვერდით გავატარო, იმისთვის რომ ჩემთვის იყო ნომერ პირველი, იმისთვის რომ აიი ამ წამს შენთანერთად ჩემი მეგობრების და უფლის წინაშე ამ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში დავიფიცო რომ ვიქნები შენი ერთგული ბოლო ამოსუნთქვამდე !
ლუკა:შენ ყველაზე ბედნიერ ადამიანად მაქციე.
როგორც იქნა ჯვარს დაიწერენ, ყველაზე დიდი ბედნიერება ამ ყველაფერთან ერთად ის იყო რომ ყველა აქ იყო, მთელი დიდი ოჯახი, ლუკას და, მშობლები რომლებსაც საკუთარი შვილივით უყვარდათ ლუსი.
ახლობლები დიდხანს აღარ გაჩერებულან მეორე დღესვე დაბრუნდნენ საქართველოში, ლუსი და ლუკა მათი სურვილით კიდევ დარჩნენ პარიზში..რადგან 3 თვეში ლუკას დაბადების დღე მოდიოდა და ამ დღის აქ გატარება სურდათ.
დღეები არაჩვეულებრივად გადიოდა, წყვილი უსაზღვროდ ბედნიერი იყო, ისინი კვლავ დააბიჯებდნენ პარიზის ქუჩებში როგორც ქართველები თუმცა ახლა უფრო ოფიციალური ცოლ-ქმრის სტატუსით. ბედნიერება დღითიდღე წამთანერთად იზრდებოდა. ასე გავიდა ეს სამი თვეც და როგორც იქნა ლუკა 20 წლის გახდა და ყველაზე მთავარი, ლუსიმ სულ რაღაც ერთი კვირის წინ დააზუსტა თუ რა საჩუქარს გაუკეთებდა ლუკას და აიი დროა ლუკამ საჩუქარი მიიღოს.
ლუსი:დილამშვიდობის საყვარელო.
ლუკა:ჩემოსიცოცხლე.
ლუსი:დაბადების დღეს გილოცავ.
ლუკა:მადლობა ჩემო პრინცესა.
ლუსი:საჩუქარი მაქვს შენთვის.
ლუკა:შენი ხელით მომზადებული რომანტიული ვახშამი?(ჩაიცინებს)
ლუსი:თუნდაც.
ლუკა:მშია.
ლუსი:ჯერ არა ახლა წადი და საღამოს მოდი კარგი?
ლუკა:აუუუ, მშიერი უნდა ვიყო საღამომდე?(მოწყენილად)
ლუსი:სულაც არა მაღაზიაში გაიარე და რამე იყიდე.
ლუკა:კარგი.
ლუკა სახლიდან წავა, ქუჩებში იბოდიალებს ამ დროს ლუსი სახლში ყველაფერს მოამზადებს და როცა მოსაღამოვდება ლუკას დაურეკავს რომ სახლში მოვიდეს. ლუკაც 5 წუთში სახლში იქნება, კარს ლუსი გაუღებს.
ლუკა:მოდი ჩემთან(ლუსის ჩაიხუტებს)
ლუსი:შემოდი.
ლუკა:საით?
ლუსი:მისაღებში..მოდი მოდი ნახე.
ლუკა:ვაუუ, რომანტიული ვახშამი (ჩაიცინებს)
ლუსი:რაიყო არ მოგწონს?(მოწყენილად)
ლუკა:კი როგორ არა. ჩემოსიცოცხლე !
შემდეგ ივახშმებენ, ლუკას ძალიან გაუკვირდება ის რომ ლუსი ღვინოს პირს არ დააკარებს თუმცა ამის შესახებ არაფერს არ იკითხავს.
ლუსი:ჯერ მთავარი საჩუარი არ მიგიღია.
ლუკა:რა საჩუქარი?
ლუსი:მზად ხარ მისაღებად?
ლუკა:კი.
ლუსი:შენ მალე მამიკოს დაგიძახებენ !
ლუკა:ვერ გავიგე (გაკვირვებულად, უფრო სიხარულის ნიშნად)
ლუსი:დიახ ! მომავალო მამიკო !
ლუკა:ჩემი ბედნიერების უდაო ავტორიხარ მისის ლორენს !
ლუსი:ხო, ეხლა მთავარი მინდა ბავშვი საქართველოში გაჩნდეს ამიტომ რაც მალე წავალთ აქედან მით უკეთესი.
ლუკა:ზუსტად 2 დღეში ჩემოსიცოცხლე (წამოდგება ფეხზე და ლუსის გულში ჩაიკრავს.
4-5 დღეში წყვილი საქართველოში იქნება. ახლობლების წრეში, ყოველდღე გართობა, მეგობრები და რაც მთავარია უდიდესი სიყვარული. ასე ბედნიერმა გადალახა ლუსიმ ეს დრო, დრო პირველი შვილის მოლოდინში.
6თვის შემდეგ
ექიმი:გილოცავთ ! ბატონო ლუკა თქვენ ორი ტყუპის მამახართ. ხო ორივე ბიჭია.
ლუკა:ძალიან დიდი მადლობა.ლუკას სიხარულს საზღვარი არ ქონდა.ყველა ზეიმობდა, დიდ ოჯახში დიდი ზარ-ზეიმი იყო. როგორც იქნა ლუკას უფლება მისცეს თავისი საყვარელი ცოლი და შვილები ენახა.
ლუკა:მაბედნიერებ ! (ლუსის შუბლზე აკოცებს)
ლუსი:მიყვარხარ.
ამ დროს პატარებსაც შემოიყვანენ.
ლუკა:რა დავარქვათ?(ჩაიცინებს)
ლუსი:შენ რას ფიქრობ?
ლუკა: ცოტნე და ალექსანდრე
ლუსი:ლამაზი სახელებია. დავარქვათ.
ლუკა:კარგი. ექიმმა თქვა ყველაფერი რიგზეა ამიტომაც საღამოს სახლში წაგიყვანთ.
ლუსი:კარგი.
2 წუთის განმავლობაში არცერთი ხმა არ ამოიღებს, ლუკა ბავშვებს ეფერება..სიჩუმეს ლუსი დაარღვევს.
ლუსი:ლუკა .
ლუკა:ჰო.
ლუსი:გახსოვს სულ მეუბნებოდი ,,შენი თვალები სულ სხვა რამეს ამბობენ’ო’’
ლუკა:მერე?
ლუსი:და რას ამბობდნენ ჩემი თვალები?
ლუკა:შენი თვალები ახლაც მაგას ამბობენ.
ლუსი:და შეგიძლია მითხრა რას ამბობენ?
ლუკა:რომ ჩვენი ისტორია სიყვარულს დარჩება !
ლუსი: (ჩაიცინებს)..უნდა დარჩეს აბა რაა.
ლუკა:ჩემი ჯიუტი !
ლუსი:მე შენში ვიპოვე ჩემი მე !
ლუკა: შენ ხარ ჩემი მე !
ლუსი:უსასრულობამდე !
ლუკა:დიახაც, უსასრულობამდე !
მას შემდეგ ისინი ბედნიერად ცხოვრობდნენ, ნუ რათქმაუნდა იყო დაბრკოლებები ცხოვრების გზაზე, თავისებური სირთულეები თუმცა მათმა სიყვარულმა ყველაფერი დაძლია და მართლაც რომ ,,ეს სიყვარული ისტორიას დარჩა ‘’



№1 სტუმარი tamuna

Bravooooooo

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent