ღირსების საფასური ( 9 )
-გაიგონე?დერეფანში,რარაც წაიქცა-სავარძლიდან უცებ წამოხტა დემნა და კარისკენ აიღო გეზი. -ისეთი ამინდია,ალბათ ქარმა გადმოაგდო რამე-სიტუაციის შემსუბუქებას შეეცადა ბექა და მეგობარს უკან აედევნა. ლიკა ხალათში გახვეული უგონოდ ეგდო იატაკზე,თმები უწესრიგოდ სახეზე გადაფენოდა,ელვის შუქზე არასასიამოვნო სანახავი იყო ეს სცენა. -ლიკა-გაოცებულმა და დაბნეულმა ჩაილაპარაკა და ცოლისკენ დაიხარა,თავქვეშ ფრთხილად ამოსდო ხელი,სახიდან თმები გადაუყარა და ლოყებზე ნაზად მოუთათუნა თითები-ლიკა გამოფხიზდი,ლიკა-შეშინებული ფრთილად არხევდა მის სხეულს. -ალბათ ამინდმა შეაშინა,ხელში აიყვანე დავაწვინოთ,აფთიაქის ყუთი ხომ გაქვთ სახლში?-უცებ გაერკვა სიტუაციაში ბექა და სწრაფად ამოქმედდა. -კი,კი ,მისაღებში,კარადაში მწვანე ყუთს ნახავ და ჩემს ოთახში ამოიტანე-მკვირცხლად ამოსდო ხელები ერთი კისრის ქვემოთ,მეორე კი მუხლებს ქვემოთ ქალს და ფოთოლივით აიტაცა მის ძლიერ მკლავებში,ლიკა მსუბუქი ნაჭერივით დაგაეკიდა მის ხელებზე და მოძრაობისას უმისაამრთოდ აქნევდა ხელებს. საკმაოდ გვიანი იყო,ვინმეს გაღვიძება და შეშინება არ სურდა დემეტრეს.სწრაფი ნაბიჯებით აუყვა კიბეებს და თან ცოლს მკერდზე მტელი ძალით იხუტებდა,ხშირშირად დახედავდა მის ფერმკთალ სახეს და ხმადაბლა ჩასძახოდა,მაგრამ ლიკა ურეაქციოდ იყო. ფრთხილად მიაწვინა მის ტახტზე,თავქვეშ ბალიში ამოსდო.ბექაც მაშინვე შემოვიდა მწვანე ყუთით ხელში. -ბექა ნიშადური იქნება მანდ და მომაწოდე-უკვე შიშს და დაძაბულობას გაევლო და საღი გონებით მოქმედებდა.ბექამაც მიაწოდა უფერული სითხე.ნესტოებთან ახლოს მიიუტანა და მოლოდინით გაინაბნენ ორივე.ნახევარ წამში ლიკამ მსუბუქად შეარხია თავი,მერე წარბები შეჭმუხნა,ცხვირი უსიამოვნოდ ააცმაცუნა და ჩაახველა,გაყინული ხელი სახეზე ჩამოისვა და თვალები ზანტად გაახილა.უცებ პირზე აიფარა ხელი და საწოლის კიდეს გადაემხო,გული აერია.მხრებით დემნას ეჭირა,რომ კიდევ არ დაეკარგა გონება და ძირს არ დავარდნილიყო. -თავი-ამოიკრუსუნა და თვალები ტკივილისაგან ისევ მოჭუტა. -არ გაინძრე ,ალბათ დაცემისას თავი რამეს მიარტყი-მზრუნველად გადაუსვა თავზე ხელი დემეტრემ და ნახევრად წამომჯდარ ლიკას მსუბუქად დააწვა მხრებზე,რომ ისევ საწოლს მიყრდნობოდა. -შენ ნუ მეხები-დამარცვლიდ თქვა ისევ თვალდახუჭულმა და დემნას ხელები ცივად მოიშორა. ბექას ჩუმად ჩაეღიმა ხმამაღლა კი ლიკას გასაგონად თქვა-შუაღამეა,წავალ დავიძინებ,რადგან კარგად ხარ აღარ ვიდარდებ,მზრუნველ ხელში ხარ-მეგობარს მსუბუქად შემოჰკრა ხელი მხარზე და კარი გაიხურა. თუმცა მალევე ამობრუნდა და დემნას სათლი და იატაკის საწმენდი ტილო ამოუტანა.ყველაფერი მიასუფთავეს ბიჭებმა,ბექამ ყველაფერს ხელი დაავლო და ისევ გავიდა ოთახიდან. -ქვემოთ ამ შუაღამისას ,რას აკეთებდი ლიკა-ეცადა მკაცრი და მომთხოვნი არ ყოფილიყო მისი ხმის ტონი. -და შენ რას აკეთებდი?-თვალები ძლივს გაახილა მაგრამ ისევ დაძაბული იყურებოდა,საწოლზე წამოჯდა და საზურგეს მიეყრდნო,დემნა კი მის წინ ტახტის კიდეზე იყო ჩამომჯდარი,ცალი ფეხი მოეკეცა და ნახევარი სხეულით ქალისკენ იყო გადახრილი. -ბექასთან ვსაუბრობდი-თავდაჯერებულმა მისი კითხვით გაოცებული წარბები აზიდა. -შენი აზრით მე ვინ ვარ?-ისიც მისკენ გადაიხარა. -ლიკა-ვერ ჩაწვდა მისი კითხვის აზრს. -სახელს არ გეკითხები-ხმაში სიბრაზე დაეტყო -ვერ ვხვდები რა გინდა ჩემგან ლიკა -მე თუ შენ დემნა?-სიბრაზისაგან ხმა აუკანკალდა-მე ყველაფერი გავიგონე ,რაც ჩემს შესახებ ისაუბრეთ შენ და ბექამ,როგორ ფიქრობ ნორმალური მოსასმენია ,როცა შენით მანიპულირებენ და ვაჭრობენ?შენზე ისე საუბრობენ,როგორ საკუტრებაზე ან ნივთზე?შენ როგორ ფიქრობ მე მოხიბლული ვარ ამ ყველაფრით?რას ნიშნავს რამოდენიმე თვეში გამეყრები?ანუ მე მონა ვარ არა?გადაწყვიტე გაბრაზებულმა ,რომ უნდა დაგესაჯე და ცოლად მომიყვანე,ისე,რომ ჩემი აზრი და სურვილი არ გიკითხავს,ახლაც შენს მეგობართან ერთად განიხილავ ჩემს მომავალს ისე,რომ მე არაფერში მახედებ და მრევ,როგორ ფიქრობ მე ვინ ვარ?რა გინდა ჩემგან?-ცრემლები ღაპაღუპით მოსდიოდა ღაწვებზე,ქმარს პერანგის საყელოზე ჩაფრენოდა და მისი პატარა ხელებით ცდილობდა შეერხია-დიახაც სოფლელი გოიმი ხარ,არც კი მკითე,იმის საშუალებაც კი არ მომეცი,რომ თავი გამემართკლებინა ან ბოდიში მომეხადა,ეგოისტი ხარ,დიახ არ შემიყვარდები,არასოდეს,იმიტომ ,რომ შენ მარტო შენი ცხოვრება გაღელვებს,შენი ვენახი და ღვინო,შენს გეგმებში და მომავალში მე ვერ მხედავ,ჰოდა მინდა გაგახარო,მეც ვერ გხედავ ჩემს გეგმებში და მომავალში,მძულხარ,მაგიჟებს შენი ორსახოვნება,ნუთუ ასეთი საძულველი ვარ,რომ მხოლოდ სხვების თანდასწრებით მცემ პატივს ,ხოლო როცა მარტო ვარ ფეხებზე გკიდივარ?რა დამთხვევაა მეც ფეხებზე . დემნა უხმოდ იჯდა ,მის ნებას დაყოლილი ირხეოდა და თვალს არ აცილებდა მის ცრემლიან თვალებს.ყველაფერი აეწვა სხეულში,თითქოს გულზე მარწუხები მოუჭირეს,ლიკას ყოველი სიტყვა მის პიროვნებას უმოწყალოდ აშიშვლებდა საკუთარ მესთან,თითქოს სარკეში იხედებოდა,იმ წამს საკუტარი თავი შესძულდა,რომ შეძლებოდა ცემდა,სილას გაწნავდა,მაგრამ არ შეეძლო,უბრალოდ საკუთარი თვის ცემა არ შეეძლო,სუნტქვა შეკრული და შინაგანად ადუღებული უხმობ უსმენდა მისი ცოლის განაჩენს და ნანობდა ყოველ სიტყვას და საქციელს რომელიც ლიკას გაცნობის მერე ჩაიდინა. -მაპატიე-მთელი სული ამოაყოლა ამ ერთ სიტყვას. -დაგაგვიანდა. -იქნებ..... -არავითარი იქნებ,აღარ დაგაწვები ტვირთად,რატომ უნდა ვიცადოთ კიდევ თვეები,ხვალვე...ხვალვე გავაწეროთ ხელი-გადაჭრით თქვა და კიდევ უფრო მეტად შეარხია ქმარი,თავადაც შეტორტმანდა,თვალები მიენაბა და უგონოდ ჩაესვენა დემნას ხელებში. -ლიკა,ლიკა-დაფეთებული ანჟღრევდა მკლავზე გადაწოლილ ცოლს,თან ცალი ხელით ტელეფონი ამოიცურა ჯიბიდან და სასწრაფოში რეკავდა. ერთ საათში მთელი ოჯახი დემნას და ლიკას ოთახში თავმოყრილნი სულგანაბული შესციცინებნენ სასწრაფოს ექიმებს თუ რას იტყოდნენ.ცუდის მოლოდინში თამილა უკვე ცრემლებს ყრიდა. დემნა კი ფანჯრის რაფაზე ჩამომჯდარი,გაფითრებული და წარბებშეჭმუხნული თვალს არ აცილებდა შიშის თვალებით მომზირალ ლიკას,რომელიც ინტერესით აკვირდებოდა ექიმის მოძრაობებს. -როგორ არის ექიმო?-ხმის კანკალით და ცრემლების წმენდით მიუახლოვდა ლიკას თამილა და მისი გაყინული თითები მის მტევნებში მოიქცია. -საქმე საკმაოდ სერიოზულადაა,გოგონას ტვინის შერყევა აქვს,თან საკმაოდ მძიმე,მინიმუმ 10 დღე საწოლში უნდა იწვეს,პლიუს მკურნალობა და წამლები.-ოთახში მყოფთ თვალი მოავლო.რეცეპრიც გამოწერა და დამხმარესთან ერთად ოთახი დატოვა. -ასე,როგორ დაეცი შვილო ,სად მიდიოდი?-ისევ ატირებული ეფერებოდა მოწყენილ რძალს . დემნა კი მხოლოდ მას უყურებდა,თიტქოს სულში უძვრებოდა,იგრძნო კიდეც ლიკამ მისი დაჟინებული მზერა.საოცარი იყო მისი თვალები იმ წამს,ყველაფერს ამოიკითხავდით,სინანულს,ტკივილს,დარდს,თნაგრძნობას და სიყვარულსაც კი,მაგრამ ლიკა არ ენდობოდა ამ თვალებს,არ შეეძლო მისი ნდობა,მზერა აარიდა და თითებზე კოხტად მორგებულ საქორწილო ბეჭედს წვალება დაუწყო. -შენ სად იყავი ბიჭო იმ შუაღამისას,ეს გოგო ასე,რომ დაიმტვრა კინაღამ?-ახლა ნირწამხდარ შვილს მიუბრუნდა,რომელიც სრულიად მოწყვეტილი იყო იქაურობას გონებით. -დაბლა ვიყავით კაბინეტში მე და ბექა-დამნაშავედ ჩაილაპარაკა თავდახრილმა. -და შენ ალბათ მასთან მიდიოდი არა?-ისევ ლიკას მიუბრუნდა. -მე იცი....-ხმა აუკანკალდა ლიკას და თვალები ქმრისკენ გააპარა-მე დედის სიკვდილის მერე ძალიან მეშინია ჭექა-ქუხილის,ძალიან,ასეთ დროს მამასთან ვიძინებდი ხოლმე,აქ.....უცებ გამეღვიძა,შემეშინდა,დემნაც არ იყოო და დაბლა ჩავედი,რომ ვინმე მეპოვა,ასე უფრო მშვიდად ვიქნებოდი,მერე კი ძლიერად დაიგრუხუნა და შიშზე გული წამივიდა,მგონი ჯერ კედელს დავეჯახე და მერე დავეცი იატაკზე-სლუკუნი ლაპარაკობდა და ხან დედამთილს უყურებდა ხან კი ქმარს. დემნას საოცრად სევდიანი და ნამიანი გაუხდა თვალები,უცებ წამოხტა ფანჯრის რაფიდან და გიჟივით გავარდა ოთახიდან. -ნუ გეშინია შვილო,ყველაფერი კარგად იქნება,აი გიმკურნალებთ,მალე ჩიტივით იქნები,შენ არ ინეერვუიულო-მის ფუმფულა მკერდზე მიიყრდნო და ლოყები დაუკოცნა.ისე სჭირდებოდა ასეთი სითბო და მზრუნველობა ლიკას,თვალები დახუჭა,წარმოიდგინა თიტქოს დედის მკლავები იყო და თავადაც მჭიდროდ შემოეხვია,ტირილს უფრო უმატა და მკერდზე მიეკრო,იგრძნო,როგორ დაუმშვიდდა სული. როდის,როდის ჩაეძინა თამილას მზრუნველ ხელებში,ქალმა ფრთხილად ჩააცურა საწოლში და ნელი მოძრაობით გამოიხურა კარი. -დედა არაა აუცილებელი მე თავად გავართმევ თავს ყველაფერს-მერამდენედ ცდილობდა დედის გადარწმუნებას დემნა. -მაშინ ექთანი დაიქირავე და ის მიხედავს-როგორც იქნა დაყვა მის ნებას. -კარგი ექთანს დავიქირავებ,ხომ იცი არ მიყვარს რომ ერევიან,მე თავად გავართმევ თავს. -ყოველტვის ასეთი ჯიუტი იყავი-გაბრაზებული წამოხტა ფეხზე. -შენ გგავარ დე-თბილად გაუღიმა,აშკარად გაჭრა დედის გულზე,ქალი მოლბა. კარგი შვილო,როგორც შენ იტყვი,ნჯერა არაფერს მოაკლებ,მამამის არ გააგებინო,ინერვიულებს,თუ რამე დაგჭირდეს დამირეკე,დავრჩებოდი მაგრამ აბა მაგდებ მაინც თქვა ბოლომდე მისი სადარდებელი. -დედააააა-ღიმილით და მოჩვენებითი სიბრაზით ააბრიალა მსი ზღვისფერი თვალები. -ჰო კარგი,კარგი-გაუღიმა და თმებში ხელი შეუცურა და აუჩეჩა. -დედა ამას ვერ ვიტან. -მე კი მიყვარს-გამოაჯავრა-ბექა რჩება ხომ? -კი -ჰოდა აბა თქვენ იცით ჩემს გოგონას მიმიხედეთ,შენ განსაკუთრებით,ცივი ნიავი არ მიაკარო -კარგი დედაა-ბოლო დარიგებ3ებს ისმენდა ,სანამ მანქანაში ჩაჯდებოდა მისი მშობლები და ძმა. -თუ რამე დამირეკე-მოაძახა დაჩიმ. -დედაჩემისთვის არასოდეს გავიზრდები რა-ღიმილით ჩაილაპარაკა დემნამ და უკვე შორს მიმავალ მანქანას კდევ ერთელ დაუქნია ხელი. -ყველა დედა ასეა,ნუ დარდობ-„ანუგეშა“ ბექამ. უკვე დღის თორმეტი საათი იქნებოდა,დემეტრე,რომ სამზარეულოში შევიდა. -თეო ბულიონი გააკეთე რა ლიკასთვის-თხოვა-და დეიდაში ხომ ჩვენი სოფლის პოლიკნიკაში ექთნად მუშაობს? -კი ბატონო დემეტრე. -უთხარი ორი კვირით შვებულება აიღოს და აქ მოვიდეს,დილის 10 დან საღამოს 7 საათამდე,იმდენს გადავუხდი,რამდენიც უნდა. -კარგი ვეტყვი-გახარებული მაშინვე ტელეფონს დაწვდა. ორ საათში ბულიონიც მზად იყო და ექთანისგანაც დადებითი პასუხიც მიიღო დემეტრემ.ლანგარზე კოხტად დააწყობინა თეონას სადილი და ოთახისკენ აიღო გეზი.კარზე ფრთხილად გააკაკუნა და პასუხს დაელოდა. -მობრძანდით-ცოტა დაყოვნების მერე ნამძინარევი ხმა შემოესმა,კარი ფრთილად შეაღო და შიგნით შევიდა.ლიკა ტახტიდან თავის დივანზე გადამძვრალიყო და იქ მოკალათებულიყო.დემეტრემ ლანგარი მაშინვე შემოსდო ტუმბოზე და გაოცებული ისევ ლიკასკენ შებრუნდა. -რას აკეთებ ლიკა შენი განძრევა არ შეიძლება -ის ჩემი ლოგინი არაა,ეს შენ შემახსენე დაგავიწყდა? -ნუ ბავშვობ ,აქ არ დაიძინებ-მისი წინააღმდეგობისათვის ყურადრება აღარ მიუქცევია,ხელში მსუბუქი მოძღაობით აიტაცა და საწოლში ჩააწვინა. -მე არ მინდა შენს საწოლში-მაინც ვერ ისვენებდა ლიკა. -დღეიდან ჩვენი საწოლია-მის ჭირვეულობაზე უკვე ეღიმებოდა. -ჩვენი არ არსებობს იმიტომ,რომ ხელს ვაწერთ. -კარგი,მაგრამ ეგ გადაიდო შენს გამოჯამრთელებამდე. -არ არსებობს. -დიახ,ის არსებობს-ღიმილს ვეღარ მალავდა. -არა-მტკიცებ გააქნია თავი,მაგრამ ყვრიმალები ეტკინა და სახე დაეძაბა. -აი ხომ ხედავ უარს ამბობ და ცუდად ხდები,შენც დამეთანხმე და ყველაფერი კარგად იქნება. -გიჟი ხარ. -მადლობთ. -მაინც წავალ. -ვერ წახვალ,წოლითი რეჟიმი გაქვს,თან ასეთ დრეში მამაშენმა,რომ დაგინახოს რას იტყვის?გაუსკდება კაცს გული და თან ისიც,რომ გაიგოს,რომ გავეყარეთ ერთმანეთს,ასე ,რომ ისევ შენ გაწყობს შენს გამოჯამრთელებამდე გადავდოთ ეს გაყრა. -ერთი პირობით-ცოტა ხნის დუმილის შემდეგ თქვა. -აბა გისმენ-ხელები ერთმანეთზე გადაიჭდო და კედელს მიეყრდნო. -აქ არ დაიძინებ. -მორჩა? -არ შემეხები. -კიდევ? -არ დამენახები -სამწუხაროდ ყველა თქვენი პრეტენზია უარყოფილია და გასაჩივებას არ ექვემდებარება. -ხუმრობ? -პატივი ეცით ქალბატონო უმაღლეს გადაწყვეტილებას. -მოიცა დავდგე ფეხზე,გიჩვენებ როგორია უმაღლესი გადაწყვეტლება. -განაჩენის უპატივცემულობისათვის სასჯელი იქნება დაიმახსოვრე. -ცინიკოსო -ფიონაა -ვირო-გაბრაზებულმა ბალიშს ხელი დაავლო და ესროლა,მაგრამ დემეტრებ კოხტად აიცილა არც ისე მტკივნეული სამიზნე. ბულიონის ლანგარი ახლოს ტუმბოზე დაუდგა.ხელსახოციც იქვე მისდო და ცოლს თავზე აკოცა.ეს ისე მოულოდნელი იყო,რომ ლიკამ რეაგირება ვერ მოასწრო,გონს,რომ მოვიდა დემეტრე კმაყოფილი სახით ოთახიდან გადიოდა.ლიკამ კი მეტი ვერაფერი ვერ მოიფიქრა და ხელსახოციც მის გზას გაუყენა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.