შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არასდროს უშენოდ! (10)


24-03-2016, 00:01
ავტორი natia_888
ნანახია 2 277

***

დილის რვა საათზე ბავშვები თავს დამეცნენ და ლოგინიდან დაფეთებული წამომაგდეს. თხაფათხუფით დავიბანე ხელ-პირი და მოვწესრიგდი. გუშინ ღამით გამზადებული შავი ელასტიკა და თავისუფალი სტილის, კაპიუშონიანი, ნაცრისფერი ზედა ჩავიცვი, ფეხზე ნაცრისფერი ბოტასი მოვირგე და თმა ცხენის კუდივით შევიკარი. ტუჩზე უფერო ტუჩსაცხი წავისვი და ხელზე საათი გავიკეთე.
დილით სასტუმროში არ გვისაუზმია. ერთი ღამის გასათევი ყველა საჭირო ატრიბუტი მოვიმარაგეთ, უზარმაზარი ზურგჩანთები მოვიკიდეთ და ყაზბეგის ფერდობებს მივაშურეთ.
სანდროსთვის ხმა არ გამიცია, არც მას.
გერგეტის სამებისაკენ მიმავალ, ლაშქრობისთვის ზედგამოჭრილ გზას დავადექით. საცალფეხო ბილიკი ტრილალ მინდორს ორ ნაწილად ყოფდა. მინდორზე ცოტა წავიხემსეთ და გზა ისე განვაგრძეთ. თანდათან მინდორი ტყემ ჩაანაცვლა, ტყეს კი ბორცვები და გორაკები ცვლიდნენ... ასე გრძელდებოდა მანამ სანამ ულამაზესი მონასტერი არ გამოჩნდა...
ეკლესია თვალწარმტაცი სანახავი იყო. მთის წვერზე ამაყად წამოშლილი ჯვარგუმბათოვანი ტაძარი მედიდურად გაჰყურებს კავკასიონის ქედს და სანახაობის შემყურეს ძარღვში სისხლი გიჩქეფდება... ღრუბლებში ჩაძირული ქედები თვალს გტაცებენ და ადგილზე გაშეშებენ. იმ წამს გაცხოველებული სიამაყე და ბედნიერება ვიგრძენი, იმის გამო რომ ქართველი ვარ.
უპირველესად ტაძარი მოვილოცეთ. არანაკლები სილამაზე დაგვხვდა შიგნით, ეკლესიის შემყურე, კაცი იტყოდი: რა ხელმა ააგოო.
ტაძარს კიდევ უფრო მეტ ხიბლს მის გვერდძე აღმართული სამრეკლო სძენდა, რომელიც იდეალურ ჰარმონიაში მოდიოდა კომპლექსთან.
ჩვენდაბედად კარგი ამინდი შეგვემთხვა. მცხუნვარე მზე მთელი დღის მანძილზე დაგვნათოდა თავზე.
სასტუმროდან ტაძრამდე ამოსვლასა და ტაძრის სილამაზის ტკბობაში დიდი დრო გავიდა. ნელ-ნელა ბინდი ჩამოწვა და ჩვენც დაბინავებაზე დავიწყეთ ფიქრი.ბოლოს კარვების გაშლა იქვე, ტაძრის წინ წამოჭიმულ, მწვანედ აბიბინებულ ფერდობზე გადავწყვიტეთ.
თუ მინდორს ბოლომდე გაივლიდი, კიდეს მიადგებოდი და ძირს გადაიხედებდი, შენ წინ დაღმავალი ტყე წამოიჭიმებოდა. მართალია გამეჩხერებული, მაგრამ მაინც ტყე. სანამ კარვებს გავშლიდიდთ ზურგჩანთები წინასწარ შერჩეულ ადგილზე დავალაგეთ და ფიჩხის შესაგროვებლად წავედით. ბავშვები ახლომახლო მიმოიფანტნენ, მე კი, „გენიალურმა“ აზრმა დამიბინდა გონება და ფერდობიდან პირდაპირ ტყისკენ დავეშვი. ჩასასვლელი ციცაბო აღმოჩნდა, ფეხი დამისრიალდა და წივილ-კივილით დავებერტყე ძირს.
- მიიიიშველეთ...
დაყვირება კი მოვასწარი, მაგრამ ბავშვები სრულიად საპირისპირო მხარეს, თანაც საკმაოდ შორს იყვნენ წასულნი, ამიტომ ხმა ვერცერთმა გაიგო, გარდა ერთისა, რომელიც უკან გამომყოლოდა, რადგან დარწმუნებული იყო ხათაბალას გადავეყრებოდი.
ძირს საკმაოდ მძიმედ დავენარცხე და ტკივილისგან გაბრუებულს თვალების გახელა მიჭირდა. მომენტალურად შეხება ვიგრძენი და მიწიდან ჩემმა თავმა რაღაც უფრო რბილსა და თბილზე გადაინაცვლა.
- როგორ ახერხებ, მარტო ეს გამაგებინა და სხვა არაფერი მინდა. - თვალები ჯერაც არ გამეხილა, მაგრამ ხმის გაგონებისთანავე ყველაფერი ნათელი გახდა.
- და შენ როგორ ახერხებ? - ძლივს ამოვილუღლუღე.
- რას? - მოწყვეტით მკითხა და სახეზე ჩამოფხატული თმა გამისწორა.
- ყოველთვის მხსნელად მევლინები.
- ანგელოზი მარტო შენ კი არ ხარ. - ცალყბად გაიღიმა და მეც ზუსტად ამ დროს გავახილე თვალი. ჟრუანტელმა დამიანა. - მეც ანგელოზი ვარ, შენი მფარველი ანგელოზი.
- ანგელოზი, რომელსაც მთელი დღეა სიტყვა არ უქვამს ჩემთვის. - გაბუტულმა ვუთხარი.
- მაგრამ მთელი დღეა თვალი არ მოუშორებია შენთვის და არც გვერდიდან მომშორებია. - სანდრომ შუბლზე მაკოცა.
- თავი მტკივა. - ასათიანი კიდევ ერთხელ დაეწაფა ჩემს შუბლს.
- კიდევ? - ჩურჩულით მკითხა.
- მგონი აღარ... - მეც ჩურჩულით ვუპასუხე და სანდროს მკერდს მიკრული სულმთლად გავინაბე.




***


სანდროს დახმარებით ფეხზე წამოვდექი და რამდენიმე წუთში თავბრუსხვევამ ტკივილთან ერთად გამიარა. შეშა მოვაგროვეთ. კარვის გაშაშლელად რომ დავბრუნდით, ბავშვებს უკვე კარავიც გაეშალათ და ცეცხლიც აენთოთ. მზე ჩასვლას იწყებდა. სხეულში ჟრუანტელი დაგივლიდა სანახაობის შემყურეს. ცა სულმთლად ნარინჯისფრად შეღებილიყო, დისკოს ფორმის სხეული კი ნელ ნელა ინთქებოდა უსასრულობაში. თანდათან ნარინჯისფერი აღაჟღაჟებულმა ცეცხლისფერმა შეცვალა, ღრუმლების კონტური კი შავად გამოიკვეთა. ჩვენ კოცონის გარშემო განაბულები ვისხედით და სანახაობით ვტკბებოდით, მხოლოდ გიტარის სიმებზე გაბმული ჩუმი მელოდია არღვევდა ირგვლივ გამეფებულს მყუდროებას.
დიდხანს ვისხედით ასე, ოცნებებში ჩაფლული, გარესამყაროს მოწყვეტილი... ვისხედით იქამდე სანამ დისკო სრულად არ ჩაიმალა და აქამდე ჩუმი მელოდია აზვირთებულმა ჰანგებმა არ ჩაანაცვლეს. დათომ ერთი თავისებური სიმღერა ჩაარაკრაკა და მწვადის ხსენებით ყველა ეიფორიიდან გამოგვიყვანა.
ბიჭები სწრაფად დატრიალდნენ და ჰაერი საამური სურნელით გაჟღინთეს, ჩვენც „მისაყოლებლები“ და ლუდი გავამზადეთ.
გემრიელად შევექეცით და ნახევარ საათში მწვადის ერთი ნაჭერიც აღარსად დაგორავდა. ლუდის სამ-სამი კათხაც გამოვცალეთ და ათობით მოსალხენი ამბავიც მოვისმინეთ. ბოლოს როცა სიცილითა და „გემრიელობებით“ დანაყრებულებმა მოვიწყინეთ ნიკას სახეზე ეშმაკურმა ღიმილმა გაუელვათ.
- აბა ახლა ყველაზე მეტად რა გინდათ? - წერეთელმა კოცონს კიდევ რამდენიმე ხის ნაჭერი დაუმატა და გამოგვხედა.
- აზრზე არ ვარ, მარა მოვიწყინე. ცოტა გამხიარულება არ გვაწყენდა. - ნიამ თავი ხელებში ჩარგო და გაბუტული თვალები მოგვანათა.
- ხოდა, და და დააა დააამ. - ნიკა მაიმუნობას განაგრძობდა.
- ნიკუშ ამოღერღე რა. - სალომ მოუთმენლად დაუცაცხანა.
- აბა თუ გამოიცნობთ. - ახალგაზრდა ჭაბუკი არ დრკებოდა.
- მე გამოვიცნობ. - ნიკას საკუთარი ხუთი თითივით ვიცნობ და ზუსტად ვიცოდი რაც ქონდა ჩაფიქრებული.
- მეეჭვება შეძლო კატ.
- ზედმეტად ხარ დარწმუნებული საკუთარ თავში ძამიკო. - თვალი ჩავუკარი.
- გისმენ. - დაძაბულმა შემომხედა.
- გინდა რომ „ამის პატრონმა“ ვითამაშოთ. - ამის თქმა და წერეთელის გაწბილებული გამომეტყველება ერთი იყო. ბავშვებმა ერთხმად გადაიხარხარეს.
- ცუდი გოგო ხარ შენ. - გაბუსულმა მითხრა.
- ნუ, მთლად ისეთი გასაოცარი არაფერია, როგორც ნიკა გვისახავდა, მაგრამ მშვენიერი იდეაა. - სანდრო ჩეართო და ღიმილით შემოგვთავაზა მართლაც გვეთამაშა. ჩვენც დავთანხმდით.
თამომ მე მეზარება და დედა ვიქნებიო, განგვიცხადა. სალომ პირველი მე ვიხუჭებიო და თამაშიც დავიწყეთ.
- ამის პატრონმა რა ქნას? - თამომ ხელით დავითისკენ გვანიშნა.
- რა ქნას, რა ქნას და მოხუცი ბებოს ხმით მოყვეს ლექსი. - ამ დროს დათოს სახე უნდა გენახათ, მისი გამომეტყველება უკვე ძალიან სასაცილო იყო და წარმოგიდგენიათ ბებოს ხმით ალაპარაკებული უფროსი აბრამიშვილი?
- შენ პატარა მავნე, დამაცადე. - დათომ გამჭოლი მზერით გახედა სალოს და წინადადება კბილებში გამოსცრა. შემდეგ ორივე ტუჩი კბილებზე დაიფარა და დაიწყო:

„ფიფუნია კატა,
მაგიდაჰე აჰტა,
გამოაგდო ვავა,
ბებო გააბაბა.“

- შე ჩემი ცოდვით სავსევ, ამხელა კაცი ბებოს ხმით რო ლაპარაკობ არ გყოფნის, “ფისუნია კატა“ რო არ მოყვე? - ნიკამ გულიანად გადაიხარხარა, დანარჩენები კი ჯერ არც კი მოსულიერებულიყვნენ.
- შენ მართლა ჩემი ცოდვით სავსე, ვეფხისტყაოსანს ხო არ მოვყვებოდი ოთხმოცი წლის ქალის ხმით? - თვითონ დათოც კი ვერ იკავებდა სიცილს.
- დავით ჭკვიანად, თორე ვეფხისტყაოსნის მოყოლაც მოგიწევს. - სალომ ლიკლიკა ხმით გააჩუმა აბრამიშვილი და დახუჭვისკენ მოუწოდა. დათომ ხელებში ჩარგო თავი, თამომ კი ჩემსკენ გამოიშვირა ხელი.
- ამის პატრონმა რა ქნას?
- რა ქნას და უმცროს ჩიქოვანს თმები აუჩეჩოს.
- ქალბატონო კატო, გთხოვთ. - თამომ სალოსკენ მანიშნა.
- სალ მაპატიე- ფეხზე წამოვდექი და სალოს კოხტად დავარცხნილი კულულები ეკლიან ბუჩქს დავუმსგავსე.
- აბრამიშვილო ჩემი გეშინოდეს. - დაემუქრა პატარა ქალბატონი დათოს.
- კატ დაიხუჭე. - მითხრა თამომ და მას შემდეგ რაც თავი ხელებში ჩავრგე ჩემთვის უცნობი მიმართულებით გაიშვირა ხელი. - ამის პატრონმა რა ქნას?
- რა ქნას რა ქნას და... - ვინაიდან დიდი ფანტაზიორობით არ გამოვირჩევი, ყველაზე მარტივი რაღაც მოვიფიქრე. - მოვიდეს და მაგრად ჩამეხუტოს. - თან ხელები გავშალე. წერეთელი წამოდგა და ჩემთან მოცუნცულდა. ნიკამ მაგრამ ჩამიკრა გულში და ჩემს გვერდითვე მოკალათებულმა ჩემივე კალთაში ჩარგო თავი.
- ამის პატრონმა რა ქნას? - ამჯერად სანდროსკენ მიუთოთა თამომ.
- რა ქნას და გვიმღეროს. - ფიქრის გარეშე წარმოთქვა ნიკამ.
- ბატონო სანდრო, დაგვდეთ პატივი. - ასათიანი ფეხზე წამოდგა და კარავთან დადებულ გიტარას წაეტანა. შემდეგ ისევ თვის ადგილს დაუბრუნდა და გიტარა მოხედრებულად დაიკავა. ტონალობა ჩემთვის უცნობი აკორდით მოსინჯა და სიმღერა დაიწყო...
„ვიღაცა, ვიღაცას სიყვარულს უხსნის,
ვიღაცა სამყაროს ოცნებებს ჩუქნის..... „
გაისმა ჩემთვის საყვარელი სიმღერა და პირველივე სტრიქონიდან სანდროს თვალები დაჟინებით მეუბნებოდნენ: „მესამყაროები“
საამური ჰანგების დაცხრომის შემდეგ, ასათიალმა უკომენტაროდ დადო გიტარა, მიძღვნილ აპლობისმენტებზე ალმაცერად გაიღიმა და თვალები დახუჭა.
- ამის პატრონმა რა ქნას? - თამომ ჩემზე ანიშნა დანარჩენებს.
- რა ქნას და ჩემთან ერთად გაისეირნოს. - ისე დაბეჯითებით თქვა სანდრომ, ვიფიქრე იცის რომ მე მომიწევს კამპანიის გაწევათქო.
ფეხზე აუჩქარებლად წამოდგა ასათიანი, მეც ღიმილგადაფენილმა გავხედე მას. ჩემთან მოვიდა. ხელი გამომიწოდა და წამოდგომაში დახმარების შემდეგ განათებული ტაძრის მიმართულებით მანიშნა. ბავშვებს მიუბრუნდა.
- თქვენ განაგრძეთ, ჩევ ნუ დაგველოდებით. - განუცხადა. ხელი ჩამკიდე და ნელი ნაბიჯით გავუყევით გზას.



............................

დაგიბრუნდით <3

იმედია მოგეწონებათ <3

გამიზიარეთ შთაბეჭდილებები <3

მიყვარხართ <3



№1  offline წევრი gvanciii kereselidze

Dzalian kargiaaa gaagrdzele da nu agvianebb
--------------------
G.ke

 


№2  offline წევრი natia_888

მადლობაა <3 ვეცდებიი <3

 


№3  offline წევრი nineli

love მომეწონააა

 


№4  offline წევრი natia_888

მიხარია <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent