შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ შეგიყვარდეს. წესი 4.


24-03-2016, 00:02
ავტორი Supreme
ნანახია 3 454

  გაკვირვებულმა ავხედე. კულონს ხელს არ ვუშვებდი.
-იმედია ისეთივეა.-გამიღიმა.
  დავხედე. მართლა ისეთივე იყო. ჩემი ვერცხლის გული. ვერაფერი ვუთხარი.
-კარგი, წავედი.
  კისერზე ნაზად მომადო ხელი, ოდნავ მომიახლოვდა და თვალებში ჩამხედა. თითქოს უნდა ეკოცნა, მაგრამ ხელი კისრიდან მხარზე ჩააცურა და წავიდა.
  აზრზე ვერ მოვდიოდი. როგორ მინდოდა ეკოცნა...
-გაკვეთილი მაქვს.-თავი გავაქნიე.
  აღარ შემიძლია.
  ქიმია-ფიზიკა. შვიდის ნახევარია. სახლში ისევ მკვდარი მოვედი. ოთახში შევედი და წამოვწექი. არ მშიოდა.
-როგორ დავიღალე.-ამოვიოხრე და თავი ბალიშში ჩავრგე.
-დაიკო, ცხელი ყავა, გემრიელი ნამცხვარი.-ოთახში თოკომ შემოყო თავი.
-მმ...როგორ მიყვარხარ.-გამეცინა.-ალბათ რამე გინდა.
-მხოლოდ საყვარელ დაიკოსთან ყოფნა.
-დავიჯერო?-გამეცინა.
-როგორც მოგესურვება.-ზედ დამაწვა.
-მძიმე ხარ.-წავიწუწუნე.
-ბექა და ელენე ერთად არიან.-მითხრა გახარებულმა და ლოყებზე მიჩქმიტა.
-მართლა?-წამოვიყვირე გახარებულმა.-რა კარგია.-თვალები ამიციმციმდა. 
-აჰა, მეც ძალიან გამიხარდა. ძლივს ეღირსა ნორმალური გოგო.
  ვლაპარაკობდით, მერე ერთმანეთს დავცხეთ და-ძმურად და ოთახიდან გაგდება დავუწყე.
-მე გემსახურები და შენ მაგდებ, რა წესია.
-ჩემი წესია.-გამეცინა.-კარგი, მაცადე ახლა მეცადინეობა.
-სულ როგორ სწავლობ, ტვინი არ გიდუღს?
-ხანდახან.
  მოკლედ, როგორც იქნა თოკო გავისტუმრე და სამეცადინოდ დავჯექი. გეოგრაფია დავამთავრე.
  შეტყობინება ტელეფონზე. ნუცასგან.
"-მოკლედ, კვირას 12-ზე, თბილისი ცენტრალში შეგხვდები, სხვაგან გავდივარ ხვალ საღამოს.
-კარგი, უპრობლემოდ."
  მეცადინეობას მოვრჩი და ლოგინზე წამოვკოტრიალდი. ისევ რეფლექსურად წავიღე ხელი კულონისკენ და უცებ გული ამიჩქარდა.
-რატომ არის ასეთი საყვარელი? ყურადღებიანი იდიოტი.
  და ისევ არ ჩამეძინა...ჩემს ჩვეულ მდგომარეობაში ვიყავი. ვიჯექი ფანჯრის რაფაზე და ვსვამდი ცხელ ყავას.
  იოანეს ცივი ხელებისგან კისერზე დარჩენილ სიმხურვალეს ისევ ისე მძაფრად ვგრძნობდი, როგორც იმ მომენტში.
  ძლივს გათენდა. საშინელი ამინდი იყო. გეოგრაფიამდე 5 საათი, მე უძილო. იოანეზე ფიქრები არ მასვენებენ.
-რატომ ჩამებეჭდე თავში არ მესმის.-ჩავილაპარაკე ჩემთვის.
  მოკლედ რომ ვთქვა, შაბათმა თავგადასავლების გარეშე ჩაიარა. მთელი დღის განმავლობაში მაქსიმალურად ბევრი ენერგია დავხარჯე, ტკბილად რომ დამძინებოდა, მაგრამ 4 საათამდე მაინც თვალებდაჭყეტილი ბუსავით ვიყავი.
-ჭირი.
  სიმღერებს ვუსმენდი და ვხვდებოდი, იოანეს კოცნის სურვილი მკლავდა.
  კვირაც გათენდა. ისევ 7-ზე გამეღვიძა. შაბათ-კვირასაც ამ დროს რომ იღვიძებ ადამიანი.
  12 საათზე თბილისი ცენტრალში უნდა ვიყო. საკმაოდ დიდხანს ვარჩევდი ტანსაცმელს. საბოლოოდ უბრალო შავი ზედა, ღია ცისფერი ჯინსი და შავი ბათინკები ჩავიცვი. თმა გავიშალე.
  12-ზე უკვე იქ ვიყავი და ნუცას ველოდებოდი. მალე ისიც გამოჩნდა.
-ბოდიში, დიდხანს გალოდინე?-უხერხულად გამიღიმა.
-არა და ნუ მებოდიშები, პაემანზე არ ხარ, დაქალს ხვდები.-გამეცინა.
  "დაქალს"-მეთქი, ჩემი თავისგან მიკვირს. უცებ ვაღიარე მეგობრად. ალბათ იმიტომ რომ გულწრფელი და საყვარელია, თან ცოტა გიჟი. ჩემი საყვარელი ტიპაჟი.
  მაღაზიები მოვიარეთ. ნუცას ძალიან ლამაზი სადა შავი კაბა ავარჩევინე, ლურჯი ზედა და შარვალიც იყიდა. ჩემთვის შავი პიჯაკი და მასთან შეხამებული კრემისფერი "საროჩკა" შევარჩიე. კაშნეც ვიყიდე ორი. ნაცრისფერი და შავი, რომელიც ნუცას ვაჩუქე. მერე აქსესუარებს დავუწყეთ თვალიერება. ხელი რეფლექსურად კულონისკენ წავიღე და გამეღიმა.
-აქ რა ხდება?-ნუცამ ხელი გამაწევინა.-რა ლამაზია. ვინ გაჩუქა?-გამომცდელი თვალებით შემომხედა.
-არავინ.-თვალები ავარიდე.
-მატყუებ.-გამიცინა.-მოდი, კაფეში დავსხდეთ და ყავა დავლიოთ, თორემ ძალა აღარ მაქვს.-ხელი მაჯაში ჩამჭიდა და იქვე ერთ-ერთ კაფეში "შემათრია".
-აბა მოყევი, ვინაა, სად გაიცანი, სიმპატიურია? ხასიათებით როგორია?
-ტიპური დაქალი.-ავხედე მუდოს სახით.
-ოო, მაინტერესებს, ამიტომ ამოღერღე.
  მიშველეთ ვინმემ. რა უნდა ამოვღერღო? ის რომ იოანეზე ვფიქრობ დღე და ღამე გაცნობის მომენტიდან? ის რომ ჩემს გულში ჩუმად იპარება, როგორც ქურდი და ყოველ კუნჭულს მპარავს?  რა ვუთხრა, რა?
-არავინ, მართლა ჩემი კულონია.
-ხო ხვდები რომ არ მჯერა.-ჩაიცინა.-მიდი მითხარი და მე გეტყვი ვინ მომწონს.
-ჯერ შენ მითხარი მაშინ.
-პატარა ბავშვები ვართ?
-მიდი, მითხარი და მეც გეტყვი, პირობას გაძლევ.-ძალები მოვიკრიბე, მზად ვიყავი მეთქვა.
-კარგი, კარგი. მე მომწონს...არა, მიყვარს იოანე.-წამში გამიშრა ყელი და გავქვავდი.-კარგი ჰო, მოსულიერდი.-გაიცინა.
-შენ თვითონ არ მეუბნებოდი გაქანებული მექალთანეა, მაგის მახეში არ გაებაო.-ბოლომდე ვერ ვიაზრებდი ნუცას ნათქვამს.
-პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე გირჩიე.-ჩაიცინა.-მეცხრე კლასში გადმოვედი ამ სკოლაში და იმ დღიდან მიყვარს.-ხმა მიელია.
  გული თითქოს გამიჩერდა. კიდევ ერთი მიზეზი გამოჩნდა, რის გამოც იოანეს შეყვარება არ უნდა დავუშვა.
-ამდენი წელი როგორ გაძელი...-ძლივს ამოვილუღლუღე.
-ჩვეულებრივად.-სახიდან ნათელი ღიმილი არ უქრებოდა.-ყურადღებას არ მაქცევს.-ვეღარაფერი ვუთხარი.
  უბრალოდ ვუყურებდი თვალებში და ტირილი მინდოდა. რა იყო მიზეზი? მისი ამდენწლიანი ცალმხრივი სიყვარული თუ ჩემი ეგოიზმი, რომლის გამოც მინდოდა ეს ყველაფერი სიზმარი ყოფილიყო. ვერ ვხვდები. არ ვიცი...
-რა ენა ჩაგივარდა.-მისმა სიცილმა აზრზე მომიყვანა.
-ბოდიში, მინი-შოკი იყო ჩემთვის.-გავუღიმე.
-ახლა...პირობა პირობაა ანუკ, ამიტომ ველი დაწვრილებით ინფორმაციას ბიჭზე, რომელმაც შენი გული ააფორთხიალა და კეთილი ინებეთ, კულონის ამბავიც მოაყოლეთ.
-ჩემი ჯგუფელია, ბიოლოგიაზე დავდივართ ერთად.-რა თქმა უნდა, მოვატყუე.
-მმ...კარგი ბიჭია?-ნუცამ თავისი ცნობისმოყვარე თვალები მომანათა.
-კი.-ვუთხარი მოკლე და კონკრეტული პასუხი.
-აუ, რა ენაძუნწი ხარ. გარეგნობა მაინტერესებს, მიხვდი ახლა.-გაეცინა.
-მაღალი, შავთვალება, მუქწაბლისფერთმება, კუნთა.-ვთქვი დაპროგრამებულივით.
-ტუჩები კარგი აქვს?-ცბიერად ამომხედა.
-კი. მსხვილი და მუქი ვარდისფერი.-ჩამეღიმა.
-კარგი საკოცნელი იქნება.-ქვედა ტუჩზე იკბინა.-მაგრამ იოანეს ტუჩებს მაინც ვერაფერი შეედრება.-გულში დავეთანხმე, მაგრამ არაფერი მითქვამს, ეს თვალებითაც არ გამომიხატავს.
-კარგი, მოდი ისევ შენ დაგიბრუნდეთ. აბა გამანდე იმ ბიჭის სახელი და გვარი.-გაეცინა.
-კაკი ონიანი.
  რას ვაკეთებ, რას? საერთოდ გავაფრინე? რატომ ვატყუებ?
-უკვე კარგი წარმოდგენა შემექმნა მაგ ბიჭზე. იმედია მალე გიხილავთ ერთად.
  კაფეში ერთ საათზე მეტი ვისხედით. რაზე ვჭორაობდით არც ვიცი. თავს კარგად ვგრძნობდი, მსიამოვნებდა ნუცასთან მეგობრობა, მაგრამ თან გულზე რაღაც მაწვებოდა.
  სახლში 4 საათისთვის მივედი. ცოტა დაღლილი ვიყავი. ოთახში შევედი. ფეხებში ძალაგამოცლილი ლოგინზე დავეგდე.
  არ შეიძლება. საბოლოოდ ვუკრძალავ საკუთარ თავს მასზე ფიქრს. ჩემს წესებში არ შედის დაქალისთვის გულის ტკენა.
  იოანე საბოლოოდ უნდა გავაქრო ჩემი გულიდან.



№1  offline წევრი natia-natia

Opa turme raxdeba AQ naxe shen...velodebi shemdegs

 


№2 სტუმარი

ძალიან მსუბუქი და სასიამოვნო წასაკითხია love მალე დადე love

 


№3 სტუმარი ლama_13

Vaakh rakaia auuu nucas skhva sheayvare raa ar gaabrazo edeni ertmanettan^^

 


№4 სტუმარი mariami

auess raxdebaa :dd ufuf maledadera shemdegi vgizhdebiamistoriaze

 


№5  offline წევრი Supreme

ძალიან დიდი მადლობა რომ კითხულობთ და მოგწონთ^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent