13
ვის არ უნდა რომ ჰქონდეს თბილი ოჯახი, მოსიყვარულე მშობლები და ან ძმა, ან კიდე ორივე ერთად.თუმცა როცა არავისგან არაფერს არ მოელოდები, როცა შენი სახლი მხოლოდ ქუჩაა,როცა არავინ არ გყავს ვინც ტკივილს შეგიმსუბუქებს იძულებული ხდები ისე იცხოვრო როგორც არ გსურს, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში შენი მეგობარი მხოლოდ დროა. სახელი, გვარი: დემეტრე გიგაური ასაკი:13 დაბადების ადგილი:თბილისი საცხოვრებელი ადგილი:თბილისი/გლდანი 13ოლქი სასწავლებელი:#13 საჯარო სკოლა დევიზი:იცხოვრე ისე, რომ სიკვდილის შემდეგაც კი ცოცხლობდე ხალხში !’’ * * * ბევრი ძმაკაცი და მეგობარი არ ჰყავს, თუმცა არის ერთი, ვისთვისაც სიცოცხლესაც კი დათმობს.ღამით არ სძინავს, დღისით უყვარს ძილი ამიტომ ბიჭებმა ,,ღამურა’’ შეარქვეს ზედმეტ სახელად...ჰო როგორც ჩვევიათ ხოლმე ზედმეტ სახელებით მიმართვა ერთმანეთზე აი ისე. დემეტრეს მამა 33 წლის ასაკში გარდაიცვალა ანუ 5 წლის წინ, დაც ავტოავარიაში დაიღუპა 2 წლის წინ, 12 წლის ასაკში, შემდეგ დედამისმა ამ ყოველივერ ვერ გაუძლო და თავი ჩამოიხრჩო, უკვე 1 წელია. დემეტრე სულ მარტო დარჩა, ასე ვთქვათ საკუთარი თავის პატრონი თვითონ იყო და არის ხოლო მისი საუკეთესო მეგობარი ახლა უკვე მხოლოდ დროა. სულ რაღაც 5 თვის წინ დემეტრე თვლიდა რომ მის სიცოცხლეს აზრი აღარ ქონდა, თავს არარაობად თვლიდა, თუმცა ამ ხუთითვის შემდეგ ცხოვრებას აზრი მიეცა. არის ერთი ვიღაც ვინც ამ რეალური აზრის ავტორია. 13 მაისი სულ რამოდენიმე დღეში სკოლა დამთავრდება თუმცა დემეს ეს არ უნდა, იმიტომ რომ მას მხოლოდ სკოლაში აქვს მისი ერთადერთი სიყვარულის და #1 გოგოს ნახვის საშუალება. ხვალ დემეს ძმაკაცს, მარკს დაბადების დღე აქვს და წვეულების სტილში აწყობს რაღაცას, ერთად რომ შეიკრიბონ მეგობრებმა, რათქმაუნდა დემეც მივა ამ საღამოზე მაგრამ იქამდე ჯერ რაღაც საქმე აქვს. ამ საღამოს ანასტასია უნდა ნახოს. 5 წუთში ანასტასიას სახლთან ჩაივლის და ანას მიწერს რომ გარეთ გამოვიდეს.ანაც გავა. დემე:როგორ ხარ? ანა:რავი ვარ რაა...შენ როგორ ხარ? დემე:არამიშავს. მისმინე ხვალ წვეულებაზე იქნები? ანა:კი რატომაც არა. დემე:და ის? ანა:ვინ ის? დემე:აუუუუ... ანა:აა, ელი? დემე:ჰო. ანა:კი, კი ისიც იქნება. ხო რაღაცის თქმა მინდოდა შენთვის და დღეს ვერ მვახერხე. დემე:რისი? ანა:ელიმ თქვა რომ 2 თვეში მამამისს გერმანიაში მიჰყავს და იქ ისწავლის. დემე:რაა?..რამდენი ხანია რაც ეგ იცი? ანა:მეც დღეს დილით გავიგე. დემე:აუუუ ჩემ... ანა:ხო რასვიზამთ. კარგი უნდა შევიდე სახლში გამიბრაზდებიან. დემე:კაი მიდი. ხვალ გნახავ. ანა:კარგი. დემე:ხო ისა, ელი რას ამბობს ჩემზე? ანა:რავი არაფერს, ერთხელ შენი ფოტო ვაჩვენე ღამით ჩემთან დარჩა და ასე მითხრა ეს ჩვენი სკოლელი ხომაა, საყვარელიაო. დემე: (ჩაიცინებს)..კარგი კარგი მიდი, შედი სახლში. დემეც სახლში დაბრუნდება,თუმცა სახლში მარტო ყოფნა არ უნდა ამიტომაც როგორც ყოველთვის ქუჩაში გავა და ხეტიალს დაიწყებს. პივის სმით ჩაივლის რამოდენიმე ბილიკს...უეცრად ელის ხმის გაგონება მოუნდება და გადაწყვეტს დაურეკოს. ელი:გისმენთ. დემე ხმას არ ამოიღებს... ელი:ხიახ, არ მესმის თქვენი ხმა, ვინ ხარ? დემე კვლავ დუმს. ელი:გისმენთ. დემე ხმამაღლად ამოისუნთქებს. ელი:ვინ ხარ თუ არ იტყვი გავთიშავ ტელეფონს. დემე:საოცარი ხმა გაქვს პრინცესა. ელი:რომელი ხარ? დემე:ხვალ იქნები წვეულებაზე? ელი:ახლავე მითხარი რომელიხარ. დემე:წვეულებაზე შევხვდებით პრინცესა.(გაუთიშავს და სახლში დაბრუნდება) ამასობაში გათენდება ბავშვები სკოლაში წავლენ...დემე კვლავ შორიდან უცქერს თავის ერთადერთს. ელი ძალიან ლამაზი გოგოა, ქერა თმებით ცისფერი თვალებით, ულამაზესი ღიმილი აქვს რაც მთავარია.სკოლის ეზოში ელი ანასტასიას დაელაპარაკება. ელი:ანოუკ, მისმინე გუშინ ვიღაცამ დამირეკა, ჯერ ხმას არ იღებდა, შემდეგ კი მითხრა რომ წვეულებაზე შევხვდებითო, პრინცესათი მომმართავდა. ანა:მერე? ელი:მერე ერთი სული მაქვს წვეულების დრო მოვიდეს, ძალიან მაინტერესებს ვინ იყო. ანა:შენ ვინ გგონია? ელი:რავი, ალბათ დიმა იყო (ჩაიცინებს) ანა:რატომღაც არამგონია. ელი:აუუუ შენ ნუ ხარ ბოროტი ! (გაბრაზებულად) ხო, დიმა ის ბიჭია ელის რომ უყვარს თუმცა დიმას საერთოდ არ აინტერესებს. როდესაც ბავშვები სკოლიდან სახლში დაბრუნდებიან ელის კართან 5 ვარდი დახვდება წერილით: წვეულებამდე ანუ ჩვენს შეხვედრამდე 5 საათი დარჩა პრინცესა’’ ელის გაეღიმება...ნუ როგორც ჩვევიათ ხოლმე მოემზადებიან მეგობრები ყველანაირად და როგორც იქნა დადგა დრო წვეულებაზე მისვლის....იქ ყველა კარგად ერთობა, არიან შეყვარებული წყვილები, არიან ისე მეგობრები, და-ძმები და ასე შემდეგ. ზოგი ლუდს სვამს, ზოგი ღვინოს, ზოგი კიქტეილს, ზოგიც ცეკვავს...ზოგი ჭორაობს ან სელფს იღებს ან ვიღაც-ვიღაცეები ერთმანეთს ნახულობენ აიი ისეთები დიდიხანია რომ არ შეხვედრიან ერთმანეთს.. აი ჩაირთო მშვიდი და ნაზი მელოდია, სწრედ ამ მელოდიის დროს სთხოვს დემე ელის რომ იცეკვონ, ელის ძალიან გაუკვრიდება თუმცა უარს არ ეტყვის და თანხმობის ნიშნად ხელს ჩაკიდებს დემეს. დემე:ულამაზესი ხარ. ელი:გმადლობ. (ცოტა უხერხულადაა მაგრამ ცდილობს რომ არ შეიმჩნიოს) დემე:ზღვასავით თვალები გაქვს. ელი:მადლობა,შენც საყვარელი თვალები გაქვს, თაფლისფერი.(დემე ძალიან სიმპათიური, ეშხიანი ტიპია, შავგრემანი,მაღალი, თაფლისფერ თვალება.) დემე:თუ გინდა შენი იყოს. ელი:ვერ გავიგე... ამ დროს ორივე ერთმანეთს თვალებში შეხედავენ და იქამდე უყურებენ ერთმანეთს ენის ამოუღებლად სანამ მელოდია არ დასრულდება. მელოდიის დასასრულს კი დემე ელის გულთან მიიხუტებს და მადლობას ეტყვის. ელის გაუკვირდება თუმცა არაფერს არ იტყვის. შემდეგ ისევ დემე მივა მასთან ამჯერად ღვინით ხელში, ელი გამოართმევს. დემე:შეიძლება ვილაპარაკოთ? ელი:კი, რათქმაუნდა.(გვერდზე გავლენ) დემე:შეყვარებული გყავს? ელი:არა, რატომ მეკითხები? დემე:არც მოგწონს ან გიყვარს ვინმე? ელი:ნუ არის ერთი.(ჩაიცინებს) დემე:შეიძლება გავიგო ვინ? ელი:და ასე ძალიან რატო ვინტერესდებით? დემე:რავი, ისე. ელი:არ ვთვლი საჭიროდ რომ შენ იცოდე. დემე:კარგი. შეიძლება ზოგჯერ ერთმანეთი ვინახულოთ, ტელეფონზე ვისაუბროთ და რამე? ელი:და რისთვის? დემე:ისე, ურთიერთობის გასაღრმავებლად. ელი:ხო რავი. დემე:კარგი. ელი:სახლში მინდა წასვლა მაგრამ ანას ვერ ვუკავშირდები. დემე:გინდა მე წაგიყვან. ელი:არა, ფეხით მირჩევნია წასვლა, მაგრამ უკვე გვიანია და ანაც არსად ჩანს. დემე:გინდა ანა მოვძებნოთ. ელი:ხო რავი. დემე:წამოდი მოვძებნოთ. ელი:კარგი. ანას დიდხანს ეძებენ, ასე ვთქვათ ლამის შემოათენდებათ ძებნაში კიდეც თუმცა ვერ იპოვიან...რამოდენიმე დღის შემდეგ კი გაიგებენ რომ ანამ 16 წლის ასაკში გათხოვდა, მისი ქმარი დიმიტრი დევდარიანია, სწორედ ის ბიჭი ელის რომ უყვარდა. ელი ამ ამბის გაგებისას შოკში ჩავარდება, ძალიან ეტკინება გული, ძალიან უნდა ადამიანი გვერდით ვინც გაათბობს თორემ უკვე თვლის რომ მარტო სულია და ის არავის სჭირდება. ძალიან ძნელია ადამიანმა რომელიც საკუთარ და’ქალად მიგაჩნია და მთელ შენს ცხოვრებას უყოფ გიღალატოს,გიღალატოს არაადამიანურად ! სწორედ ისე როგორც ანასტასიამ უღალატა ელის. რატომღაც ელის მოუნდა დემეს დალაპარაკებოდა ამიტომაც გადაწყვეტს რომ დაურეკოს. დემე:გისმენ. ელი:ჰო ვიცი ნაწყენი ხარ, არ გპასუხობდი არც ზარზე არც ესემესზე, მაგრამ მარტო ყოფნა მინდოდა, მაპატიე თუ შეგიძლია.(მოწყენილი ხმით) დემე:გინდა გნახო? ელი:კი თუ შეგიძლია. დემე:კაი, გადმოხვალ თუ გადმოვიდე? ელი:სად ხარ? დემე:შენი სახლის მოპირდაპირე მხარეს. ელი:კარგი დამელოდე. დემე:კარგი. ელი 2 წუთში დემესთან მივა. დემე ბიჭებთან ერთად ლუდს სვამდა, თუმცა როგორც კი ელი დაინახა სმას თავი დაანება ბიჭებსაც დაემშვიდობა და უთხრა რომ საღამოს მასთან ელოდებოდა ყველას, შემდეგ ელისთან წავა..ჩაეხუტება. დემე:როგორ მომენატრე ნეტა იცოდე. ელი: (ჩაიცინებს)..მე კი როგორ გექცეოდი. დემე:ეგ არაფერი. აბა სად წავიდეთ? ელი:რავი, სადმე სადაც მარტო ჩვენ ვიქნებით. დემე:კარგი წამოდი. დემე ელის იქ წაიყვანს სადაც მხოლოდ მაშინ მიდის როცა რაღაცაზე, საერთოდ ცხოვრებაზე ფიქრი მუნდება ხოლმე ამ ადგილს ქუჩის ბოლოს ეძახის. ელი:ვაუუ, მშველიერი ადგილია. დემე:ეხლა უკვე მე და შენ ვიცით ეს ადგილი. ელი:გასაგებია./ დემე:ხო აბა, რამის მოყოლა ხომ არ გინდა ჩემთვის? ელი:ვიცი, აღარავის ვჭირდები. დემე:მასე რატომ ამბობ? ელი:იმიტომ რომ.... დემე:რატომ? ელი:იმიტომ რომ იმან მატკინა გული ვისგანაც ვერც კი მოველოდი. დემე:და რადგან მან გიღალატა სამყარომ არსებობა შეწყვიტა? ელი:იცი რაარის? როდესაც შენთვის საუკეთესო ადამიანი გიღალატებს ისე რომ სიკვდილის ნატრულს გაგხდის აი სწორედ მაშინ წყვეტს სამყარო არსებობას. დემე:ჩემი აზრი გაინტერესებს? ელი:კი, რატომაც არა. დემე:ყოველთვის გახსოვდეს: სადღაც არსებობს ადამიანი რომელსაც ძალიან სჭირდები, შენსგამო სიცოცხლესაც კი დათმობს,მისი ბედნიერების უნაკლო ავტორი შენი ღიმილია ! ელი:საოცრად ძვირფასი გამამხნევებელი სიტყვებია. (გაიღიმებს) დემე არაფერს არ იტყვის და კვლავ თვალებში უცქერს ელის. ელი:აუ დროა სახლში წავიდე. არ იციან რომ გარეთ გამოვედი. დემე:წამოდი სახლში მიგაცილებ. ელი არა იყოს მარტო წავალ. დემე:წამოდიი. ელიც აღარ შეეწინააღმდეგება. დემე სახლში მიაცილებს და შემდეგ თვითონაც სახლში წავა. საღამოს მასთან ბიჭები მოვლენ, ჟრიამული იქნება, ზოგი ჯოკერს თამაშობს, ზოგიც უბრალოდ ლუდს სვამს. გასანა კომპიუტერთან ზის და ჩათაობს. ელი ფანჯარასთან ზის და გარეთ უყურებს, თან ჩაის სვამს, დემეტრეს სახლი მისი სახლიდან 200კმ’შია. ელის ფიქრები გაიტაცებს, რატომღაც დემეზე ფიქრობს, უფრო სწორად დემეს ნათქვამ სიტყვებზე:,,ყოველთვის გახსოვდეს: სადღაც არსებობს ადამიანი რომელსაც ძალიან სჭირდები, შენსგამო სიცოცხლესაც კი დათმობს,მისი ბედნიერების უნაკლო ავტორი შენი ღიმილია !’’ შემდეგ დემეს მიწერს. ,,რას შვრები?’’ დემე:,,რავიცი, ლუდს ვსვამ, ბიჭები არიან ჩემთან, შენ რას შვრები?’’ ელი:,,ფანჯარასთან ვარ და ჩაის ვსვამ.’’ დემე:,,შენი ხმის გაგონება მინდა.’’ ელი:,,ეხლა არა, მეძინება, ხვალ გნახავ რაღაც უნდა გითხრა.’’ დემე:,,კარგი.’’ შემდეგ დემე ჯოკრის თამაშს განაგრძობს გრუშას ნაცვლად. წიო:აუუუ ღამურრ ლუდი აღარ არის და მოვიტან რაა. დემე:კაი ძმა. რატომღაც ელი ვერ მოითმენს და დემეს ნახვა მოუნდება, გადაწყვეტს რომ მასთან წავიდეს და სახლიდან გავა.ეს გოგოსთვის ყველაზე საშინელი მომენტია, ღამე ქუჩაში მარტო და ხულიგანი ბიჭების წინ გიწევს ჩავლა. გიო:ვაა, საით გაგიწევია ლამაზო? ელი ხმას არ ამოიღებს, ცდილობს დემეს დაუკავშირდეს თუმცა კავშირი წყდება. ნიკა:კაი ძმა, მარტო არ გავუშვათ, შეგვიძლია გავყვეთ და ცოტათი გვასიამოვნოს.(ელის ხელს მოკიდებს) ელი:თავი დამანებე რაა... გიო:მაიც ჩვენი იქნებიი პატარავ.(საზიზღრად ჩაიცინებენ ბიჭები.) ელი:გამეცალეთ, ორივე ერთმანეთზე უარესი გარეწრები ხართ !(ნაგლურად) გიო:ხომ გითხარი წინააღმდეგობის გაწევას აზრი არა აქვს ტქო, ახლა კიდე შეურაწყოფაზე გადმოხვედი(ელის სახეში გაარტყამს, ელი ძირს დავარდება) ამ დროს წიო დაინახავს ამ ყველაფერს და სახლში შევარდება.. წიო:ეე ბიჭებო გარეთ გოგოს ხელი გაარტყეს ! გრუშა:რა ხდებოდა რომ? წიო:აი ისს ხულიგნები არიან, ჩვენ რო არ ვევასებით. გრუშა:წამოდით ტოო, გოგოს არაფერი არ დაუშაონ. დემე:წამო გავიდეთ აბა. ბიჭები გარეთ გავლენ და დაინახავენ რომ გოგო ძირს აგდია, გონება დაკარგული, ხოლო ის ხულიგნები ამ გოგონას პივას ასხამდნენ ზემოდან და საშინლად იცინოდნენ. დემე მიუახლოვდება და მაშინვე მოწვავს რომ ის გოგო ელი იყო. სწორედ ეს გააგიჟებს და იმ ხულიგნებს მიუვარდება... დიდი ჩხუბი ატყდება ამ ჩხუბში დემეს დაჭრიან მარჯვენა ხელში, თუმცა რაც მთავარია ელის უარესი შედეგისგან გადაარჩენს..შემდეგ სახლში შეიყვანს...10 წუთში ელი გონზე მოვა და იკითხავს თუ სად არის. დემე:რაგინდოდა შუა ღამით გარეთ? ელი:მეე.....უბრალოდ....მე შენი ნახვა მინდოდა. დემე:ჩვენ ხომ შევთანხმდით რომ ხვალ გნახავდი? ელი:ხო მაგრამ...ვერ მოვითმინე. დემე:მერე შუაღამით გარეთ უნდა გამოხვიდე გოგო?(განრისხებულად საუბრობს დემე) ელი:მე უბრალოდ... დემე:გაბრაზების ნიშნად მაგიდაზე ხელს დაარტყამს, ამის შემდეგ გარეთ ჩემი უცოდინარი არ გახვალ გასაგებია?(ხმამაღლად) ელი:თანხმობის ნიშნად თავს დაუკრავს. დემე:მიდი აბაზანაში გადაივლე. ელი:არა სახლში გადავივლებ. დემე:და ახლა სად ხარ? ელი:მე ვიგულისხმე ჩემს სახლში-მეთქი. დემე:მიდი ეხლავე გადაივლე, მერე სახლში მიგიყვან. ელი:კარგი. ელი იბანავებს შემდეგ გამოვა აბაზანიდან და დემე ოთახში შეიყვანს. დემე:აჰა ეს კაბა ჩაიცვი, ჩემი დისაა, დიდი ხნისაა მაგრამ მაინც ვინახავ..მოირგე, შემდეგ სამზარეულოში გადი ჩაი დალიე და წაგიყვან. მე მისაღებში გავალ. ელი:მეშინია. დემე:ეხლა ხომ?..კარგი ჩაიცვი, მე შენთან ვარ. ელი:ხელზე რაგჭირს? დემე:არაფერია. ელი:მაჩვენე....გასაწმენდი გაქვს, იჩხუბე არა? დემე:არაფერია. ელი:მოდი გავასუფთავებ და შეგიხვევ. ელი დემეს ჭრილობას დაუმუშავებს, ამ დროს დემე ელის აკვირდება, ის გრძნობს რომ ელი ამ ყველაფერს სიყვარულით აკეთებს. როდესაც ელი სახლში წასასვლელად მზად იქნება დემე სახლში მიიყვანს და უკან დაბრუნდება.სახლში მისულ ელის მამა შინ დახვდება. მამა:სად იყავი ამ შუაღამისას? ელი:მე უბრალოდ გარეთ მინდოდა ყოფნა. მამა:არ გამაგიჟო გოგო, 3 საათში გათენდება. კარგი ხვალ საღამოს მივდივართ. ელი:საად? მამა:საზღვარგარეთ. ელი:მერე დემე?! (წამოცდება უეცრრად) მამა:ვინ დემე? რას ბოდავ? ელი:კაი არაფერი. მამა:მიდი დაიძინე შვილო. ელი:კარგი მამა. მამა:ელიი... ელი:ხო მაამ მამა:შვილო, ვიცი ძალიან მკაცრი საუბარი მჩვევია, მაპატიე, რავქნა, საზღვარგარეთაც იმიტომ მიმყავხარ რომ უკეთესი მომავალი შეგიქმნა. ელი:უკეთესი მომავალის შექმნა აქაც შეგიძლია, უბრალოდ არ გინდა..გირჩევნია ამ ქვეყანას მომაშორო, ფული გაბრმავებთ შენ და დედას. მამა:შვილო, საკმარისია. არ მინდა აქ დარჩე. ელი:მამიდასთანაც მშვენივრად ვიცხოვრებ ! მამა:ჯერ სულ რაღაც 12 წლის ხარ შვილო. ელი:მითუმეტეს. არ მინდა ჩემი ქვეყნის დატოვება, როცა ბავშვს სწავლა უნდა თავის ქვეყანაში უფრო უკეთესად ისწავლის. მამა:აღარ მინდა ამ თემაზე საუბარი მივდივართ და მორჩა. ელი:ხო ვიცი, არც შენ გადახვალ სიტყვას და ვერც მე დავუდგები შენს სიტყვას წინ. მამა:ძილინებისა. ელი:გმადლობ.(მოწყენილი შევა ოთახში, აიღებს ტელეფონს და დემეტრეს დაურეკავს) დემე:გისმენ. ელი:ხვალ მივყავარ მამაჩემს. დემე:კი მაგრამ მე ვიცოდი რომ რამოდენიმე თვეში წაგიყვანდა. ელი:ხო მაგრამ სახლში რომ მოვედი უკვე შინ დამხვდა და მასე გამომიცხადა. დემე:აუუ ჩემმ....კაიი ხო, ანუ ვერ შევძლებ შენს ნახვას? ელი:კი, ხვალ დილით ცხრა საათზე.სკოლაში მოდი. დემე:კი მაგრამ ხვალ სკოლა არ გვაქვს. ელი:ჰო ვიცი უბრალოდ მოდი თუ გინდა მნახო. დემე:კარგი მოვალ. დილით დემეტრე მივა სკოლაში ელი ეზოში დახვდება. ელი:დილამშვიდობისა. დემე:გამარჯობა. ელი:ხოო, ჩვენი ბოლო შეხვედრაა. დემე:როდის ჩამოხვალ? ელი:ვინ იცის. დემე:დიდიხანი უნდა იყო იქ? ელი:რამოდენიმე წელი, შეიძლება მთელი ცხოვრებაც. დემე:აუუ....(ნაღვლიანად) ელი:გუშინ ღამე შენთან იმიტომ მოვდიოდი რომ მეთქვა რამდენიმე თვეში მამა წამიყვანს თქო მაგრამ როგორც ჩანს დღეს მივდივარ. დემე:გასაგებია. რომელზე მიდიხარ? ელი:მამამ ჯერ საღამოთი წავალთო და როცა სახლიდან გამოვდიოდი მითხრა რომ სახლში მალე მივიდე რადგან 3 საათში გავდივართ. დემე:გასაგებია. ელი:მადლობა თითოეული წამისთვის. შენთანერთად გატარებული ყოველი წამი ჩემი ცხოვრების მანძილზე ყველაზე ბედნიერი წამებია. დემეს თვალები აუცრემლიანდება რადგან სწორედ მსგავსი ფრაზის გაგონება სურდა ელისგან თუმცა არა გამომშვიდობების მიზნით. შემდეგ დემეს ელი მოეხვევა და სახლში წავა ისე რომ სიტყვას არცერთი აღარ იტყვის. ამის შემდეგ დემე ჩაიკეცება, უნდა დიდად იღრიალოს, ბოლო ხმაზე, თუმცა თავს იკავებს. დემეს გრუშა შეამჩნევს. გრუშა:ღამურ, რა გჭირს ტოო? დემე:მიჰყავთ? გრუშა: ვინ ტო? დემე:ჩემი ერთადერთი სიყვარული? გრუშა:სად ტო? ან ვის? დემე:მშობლებს, საზღვარგარეთ. გრუშა:ვაახხ ბიჯოოო.....მაგარი ტეხავს ტოო... დემე:არ მინდა რომ წავიდეს. გრუშა:როდის მიჰყავთ? დემე:3 საათში. გრუშა:ადექი ტო, რას ჩაკეცილხარ, დავაი წავედით აირეპორტში. დემე:რა აზრი აქვს, მიჰყავთ. გრუშა:დაველაპარაკებით მამამისს ! დემე ფეხზე წამოდგება და სახლში მივლენნ გამოიცვლის ჭამს და შემდეგ აირეპორტში წავლენ...ნახევარ საათში ელი და თავისი მშობლებიც გამოჩნდებიან დემეტრე მათ მიუახლოვდება.ელის მამა გამოელაპარაკება. რეზი:შენ ბობის შვილი არახარ? დემე:დიახ ბატონო. რეზი:მამაშენი დიდი კაცი იყო ! საოცარი. აქ რა გინდა შვილო? დემე:თქვენთან სათხოვარი მაქვს. რეზი:გისმენ შვილო, რით შემიძლია დაგეხმარო? დემე:ნუ წამართმევთ ჩემს ერთადერთ სიყვარულს. ნუ წაიყვანთ ელის საზღვარგარეთ. ძალიან გთხოვთ. რეზი:რაოო?....აბა ახლა გზიდან ჩამომეცალე. ამ ლაწირაკს დამიხედეთ ერთი(განრისხებულად) დემე:ძალიან გთხოვთ ბატონო. რეზი ხელს კრავს ნაგლად, ამ დროს დემე ძირს დავარდება და მას გრუშა მიეშველება. ელი:მამა რას აკეთებ?! ხომარ გაგიჟდი?! რეზი:დროზე თვითმფრინავში ! დროზე !(განრისხებულად) ელი:არსადაც არ წამვალ ! ყველაზე საშინელი მამა ხარ ! რეზი: (ელის ხელს გაარტყამს)...არ მინდა ამ უპატრონოს გვერდით გნახო ! ვერ ხედავ როგორი ცხოვრება აქვს? არავინ ჰყავს ვინც ნორმალურად მოუმზადებს საჭმელს, ვინც ნორმალურად დაარიგებს ჭკუას ! ვინც იზრუნებს მასზე ! ახლავე თვითმფრინავში, მეტი აღარ დამალაპარაკო ელენე წაიყვანე ჩვენი შვილი აქედან. ელი:შეეცდება მიუახლოვდეს დემეს მაგრამ პოლიცია არ მიაკარებს. დემე თვალებით ეტყვის რომ ძალიან უყვარს და ჭირდება ! ელი დაღონდება. ახლა გრუშა ამოიღებს ხმას:ბატონო, თქვენ შეგიძლიათ დაგვაპატიმროთ, დააშოროთ ელი და დემე მაგრამ იცოდეთ რომ ორ წყვილს შორსი ჩადგომა და მათი დაშორება უფლის წინაშე უდიდესი ცოდვაა ! გახსოვდეთ რომ ადრე თუ გვიან ყველა უფლის წინაშე აღმოვჩნდებით და იქ ყველა თანასწორია ! რაც შეეხება იმას რომ თქვენ, იმის გამო რომ დემეს მშობლები არ ყავს, არ ყავს ადამიანი რომელიც თბილ საჭმელს მოუმზადებს, დაუუთოვებს ტანსაცმელს, მას უპატრონოს უწოდებთ, მინდა იცოდეთ რომ არსებობენ ადამიანები რომლებსაც პატრონი ჰყავთ მაგრამ აღიზრდებიან როგორც უპატრონო, ქუჩის ძაღლი ! მაგრამ არსებობს ადამიანი დემეტრეს სახით რომელსაც უპატრონოს უწოდებთ მაგრამ ის აზრდება ისე თითქონს პატრონი ჰყავდეს ! იმის თქმა მინდა რომ დემეტრე ბევრ ისეთ ადამიანს ჯობია ვისაც პატრონი ჰყავს ! აქ ყველა დადუმდება და ხმას ვერავინ ამოიღებს გრუშა დემეს ხელს გადახვევს და უკან მოუხედავად დატოვებენ იქაურობას. ელი სამშობლოს თვალცრემლიანი დატოვებს. მამამისი ისე ჩავა გერმანიაში რომ გრუშას სიტყვები უტრიალებს თავში, ელენე ელის ეფერება, ცდილბს დაამშვიდოს. როგორც იქნა ჩავიდნენ გერმანიაში, ელი ვერ ეგუება აქაურობას, ვერ ივიწყებს დემეს, მასთან გატარებულ წამებს.დროც ასე უაზროთ გადის, სწავლას გულს ვერ უდებს. 1 წლის შემდეგ საქართველო დემეტრე ისევ ელიზე ფიქრობს, მის გარეშე უკვე ლომკა ჭირს. ერთხელაც აიღებს ფურცელს და კალამს და დაწერს წერილს გრუშასთვის. ,,ძმაო, კარგად მიცნობ...იცი როგორი ბავშვობაც მქონდა, ამ ხნის მანძილზე როგორ გავიარე ცხოვრების თითოეული ბილიკი. ზეგ ერთიკვირის წინ 14 წლის შევსრულდი და აზრიი?....წესით ახლა უნდა ვსწავლობდე, ნათელი მომავალი უნდა მქონდეს მაგრამმ, მე მივენდე დროს ! დრო მიმაჩნდა საუკეთესო მეგობრად რომ რაა? 14 წლის ბავშვმა იმდენი რამ გადავიტანე, ისეთი გზები გამოვიარე, ისსეთი დილა გამთენებია რაც 41 წლის კაცს არ ექნება არც გადატანილი,არც გამოვლილი და არც გათენებული. შენ უკეთ მიცნობ ვიდრე ბევრი სხვა, ბევრჯერ წავქცეულვარ და შენ წამოგიყენებივარ. გმადლობ ასეთი ძმობისთვის ! შენ კარგად იცი ჩემი გრძნობების შესახებ. ელის გარეშე ლომკა მჭირს. ამიტომ მარტოობას ვამჯობინებ, გთხოვ ნუ მიწყენ. მაგრად მიყვარხარ და ბედნიერებას გისურვებ ! აბა ჰე, ჯიგრულად. არ მომძებნო აზრი არაქვს ! ‘’ გერმანია: დღეს ლუსის ნახატების გამოფენის საღამო იყო, ლუსიმ ძალიან დაღლილი დაბრუნდა სახლში ერთი სული ჰქონდა დაეძინა.13 წლის ასაკში ასეთ წარმატებას მიაღწია თუმცა სიხარულის არაფერი ეტყობა, რას არ მისცემდა ოღონდ ეხლა ერთხელ მაინც ჩახუტებოდა დემეს თუმცა ოცნება ოცნებად რჩებოდა ! ელის ყველა და ყველაფერი ეზიზღებოდა.. მამამისს ხმას არ სცემდა, არც დედის მომზადებულ საჭმელს ჭამდა. საქართველო: დემე ცხოვრობს ელიზე მოგონებებით, უკვე ალკოჰოლი და ნარკოტიკი გახდნენ მისთვის ერთგული მეგობრები. ის ცხოვრობს იმ ადგილას, სადაც 13 წლის ასაკში ტკივილს იქარწ....ბდა, სადაც ერთხელ ელი მიიყვანა, ეს ადგილი მხოლოდ ელიმ და დემემ იციან. ადგილი რომელსაც დემემ ,,ქუჩის ბოლო’’ დაარქვა. 2 წლის შემდეგ გერმანია: ელის მამას გერმანიაში ბიზნესი ჩაუვარდა, ძალიან გაღარიბდა და მოკვლით ემურებოდნენ. იმისთვის რომ ფული ეშოვა თავისი შვილი გერმანელს მიათხოვა, კი არა და მიჰყიდა, ჰო ეგრე გამოდის. ელის არ უნდოდა იმ გერმანელზე გათხოვება მაგრამ ძალით გაათხოვეს. ეს იყო ელის ცხოვრებაში ყველაზე საშინელი მომენტი. ელი ცალკე ოთახში იძინებდა, გერმანელის დანახვაც არ უნდოდა, მისი დანახვისას საკუთარი თავიც ეზიზღებოდა. ერთხელ გერმანელმა აიძულა მასთანერთად დაეძინა, ისე მოექცა ელის რომ გოგონამ წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლო. საქართველო: გრუშა:წიო რას შვრები? პოლიციამ ვერ იპოვა ტოო ჩვენი ღამურა....აუუუუუ ეს წერილი საერთოდ მაგიჟებს...რავქნა არ ვიცი ტოოოო... წიო:აუუუუ...სიგარეტს სიგარეტზე ვაბოლებ ძმაო, მაგარ შოკში ვარ შენსძმობას ვფიცავარ ტოო...სად უნდა წასულიყო ?! ამ დროს გრუშას მოაკითხავენ. ნიკი:ზდაროვა გრუშშ, რას შვრები? გრუშა:რავი ტოო, ვერ ვიპოვეთ დემეტრე. ნიკი:მაგის სათქმელად მოვედი ტო, ჩემმა ძმამ შენიშნა გუშინ ღამით, ქუჩაში დახეტიალობდა ელის სახლთან, ჩემმა ძმამ მითხრა გამოველაპარაკე მაგრამ ისე ჩამიარა თითქოს ვერ მიცნოო, მერე ბოლომდე მივყევიო დაა...ნუ მოკლედ ჩემმა ძმამ იცის რა სადაც არის დემეტრე. გრუშა:რას ამბობ ძმაო?! წავედით ტოო, დროზე, დროზე, წიო წამოდი შენც ძმაოო გზად შევხვდეთ. წიო:კი ძმაო მოვქრივარ. წიო მანქნით მოვა, ნიკის ძმას გაუვლიან და როგორც იქნა 15 წუთში მიაგნებენ დემეს..მაგრამ....... დემეს წამალი აღარ ქონდა და ლომკაში ჩავარდა, სანამ ბიჭები მივიდოდნენ 1 დღით ადრე გარდაიცვალა...ანუ ბიჭებს გარდაცვლილი დახვდა ხესთან უმოწყალოდ ეგდო დემეს გვამი. ამ კადრმა წიო და გრუშა შოკში ჩააგდო აზრზე ვერ მოდიოდნენ თითქმის ერთი წელი. გერმანია: ელის მამამ თავის ბიზნესს მაინც ვერ უშველა, ამაზე ნერვიულობით გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა.ელიმ მამის სიკვდილის შემდეგ მიხვდა თუ როგორ სჭირდებოდა ის, როგორ მონატრებია.მამის სიკვდილიდან 1 წლის შემდეგ ელიმ დედასთან ერთად საქართველოში დაბრუნდა, ერთი მხვრივ წუხდა, მეორე მხვრივ უხაროდა რადგან დემეს ნახავდა, თუმცა იმაზეც დარდობდა რომ შესაძლებელი იყოო დემეტრეს უკვე ცოლი ჰყოლოდა და შვილებიც კი ის ახლა 19 წლის იქნებდა. საქართველოდან ჩამოსვლის შემდეგ 1 კვირაში ელიმ დემე იკითხა...1 კვირაში იმიტომ რომ მანამდე სანამ საბუთები მოაწესრიგეს და სანამ დალაგდნენ 1 კვირაც გავიდა. ელიმ დემეს სახლს ჩაუარა, იქ უკვე სხვები ცხოვრობდნენ, ამიტომ გადაწყვიტა გრუშა ენახა და გრუშას მიაკითხა სახლში. ელი:გამარჯობათ, დათო დადიანი ზედმეტ სახელად გრუშა აქ ცხოვრობს? დიასახლისი:დიახ, ჩემი შვილია, რაშია საქმე ახალგაზრდავ? ელი:გთხოვთ გადასცეთ რომ ელი დვალი კუთხულობს, სასწრაფოდ უნდა მისი ნახვა. დიასახლისი:ელი დვალი თქვენ ბრძანდებით? ელი:დიახ ქალბატონო. დიასახლისი:მობრძანდი ახალგაზრდავ, დათო სახლშია. რამოდენიმეჯერ უხსენებია ჩემთან შენი სახელი..ელი დვალი... კი კი , დათოს ძმაკაცი გარდაეცვალა და ჯერ კიდევ მას გლოვობს. ელი:უი მართლა?! რა სამწუხაროა.(დაღონებულად უპასუხა ელიმ, ელის გულშიც კი არ გავლია რომ ის ძმაკაცი დემე იქნებოდა.) გრუშა:ვაახ ელი?! ელი:როგორ ხარ? ვიზიარებ ძმაკაცი გარდაგცვლია. გრუშა:გაოგნებული შეხედავს, თუმცა მერე მიხვდება რომ ელიმ არც კი იცის რომ დემე აღარ არის. როდის ჩამოხვედი? ელი:1 კვირია, მეც მამა გარდამეცვალა და როგორც კი საშუალება მომეცა მაშინვე აქით წამოვედი. გრუშა:გასაგებია. ვიზიარებ ელი:გმადლობ. დემე სად არის?მის სახლს ჩავუარე და გაყიდულია, სხვები ცხოვრბენ..ცოლი ხომ არ მოუყვანია? გრუშა ცოტახნით ხმას ვერ ამოიღებს შემდეგ კი იძულებული იქნება ელის კითხვას უპასუხოს. გრუშა:იცი ელი დემეე.... ელი:რაა, რამმოხდა? გრუშა:დემე...ძმაკაცი რომელსაც ვგლოვობ..ჩვენი დემეა. ელი:რაააა?(დაიღრიალებს, ყველაფერს მოელოდა მაგრამ ამას არა ! არა ! არა ! და არა !) ელი მუხლებზე დავარდება, შემდეგ გრუშას დედა წამოაყენებს და მოასულიერებს, როდესაც ელი აზრზე მოვა სახლში წამოვა...გზად ფიქრობს დემეზე,მასთანერთად გატარებულ წამებზე და იმ ჯოჯოხეთზე რაც გერმანიაში გამოიარა. მანამ ვიდრე ამ ამბავს გაიგებდა ელი ფიქრობდა რომ დემეს ყველაფერს აუხსნიდა, აუხსნიდა როგორ ძალით მიათხოვეს ვიღაც გერმანელს, აუხსნიდა როგორ წარმატებას მიაღწია 13 წლის ასაკში და იმასაც ეტყოდა რომ გერმანიაში არცერთ დღეს არ ჩაუვლია ისე რომ ელის დემეზე არაეფიქრა და როგორ ძალიან უყვარს მისი თავი...თუმცა ამ ყველაფერს აზრი აღარ ჰქონდა რადგან დემე უკვე აღარ იყო... ელის თვალებიდან ცრემლები თავისით მოდიოდა, ქუჩას ასველებდა მისი ცრემლები, აი სახლის კარრებსაც მიადგა ნამტირალებმა. დედა:ელი შვილო, რა მოგივიდა? ელი:შემეშვი. დედა:რა მოხდა? ელი:თქვენ დამინგრიეთ მომავალი, თქვენ წამართვით სიყვარულის უფლება ! დედა:შვილოო... ელი:მეზიზღებით ! გზიდან ჩამომეცალეთ ! ელი შევარდება ოთახში 2 გრძელ კაბას აიღებს და მონასტერში გადაწყვეტს წასვლას. ელი დარჩენილ ცხოვრებას მონასტერში გაატარებს და სიცოცხლის მანძილზე დემეს სულისთვის ილოცებს მონასტერში დაჩოქილი... რამოდენიმე წლის შემდეგ ელი გაზაფხულის ერთ საღამოს, მაშინ როცა დემეს სულისთვსთვის ლოცვის კითხვისდროს გარდაიცვლება. გარდაცვალების დრო 13/06/13. 13:13 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.