შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უჟმური უფროსის წესები (თავი 5)


24-03-2016, 01:30
ავტორი nuki-nuka
ნანახია 3 906

ელენე

ნელ-ნელა მიდიოდნენ გოგოები იმ ადგილისაკენ სადაც ყველა ერთად მიირთმევდა საჭმელს. მაგიდა ღია ცის ქვეშ იყო, ნინომ და მაკამ მაშინვე მოძებნეს თავისი მეუღლეები და კურკურით მათკენ წავიდნენ, თან ხელით ელენეს ანიშნებდნენ გამოგვყევიო. გოგოები ქმრებს მიუჯდნენ გვერძე და ელენესთვის ადგილი აღარ იყო. უფროსწორად იყო, მაგრამ თორნიკეს გვერდით, ნელა დაიძრა თორნიკესაკენ და გვერდით მიუჯდა, მამაკაცმა ერთი გადმოხედა ღიმილით და საუბარი ისევ ლაშასთან გააბა. ჭამის დროს საინტერესო არაფერი მომხდარა და როდესაც ყველა დანაყრდა ფეხზე წამოიშალნენ. როგორც ელენემ გაიგო, საღამოს ცხრა საათამდე შეეძლოთ დაესვენათ, შემდეგ კი ისევ ამ ადგილას ცეცხლა დაანთებდნენ და საღამოს ერთად გაატარებდნენ. ნინო და სანდრო ერთად მიდიოდნენ ხელი-ხელ გადახვეულები, მსგავს სიტუაციაში იყვნენ მაკო და გიგაც, დანარჩენები კი მათ მიყვებოდნენ. ელენე ლაშას და თორნიკეს შუაში იყო ჩამდგარი და ყურადღებით უსმენდა მათ საუბარს.

- ლაშა რომ გეუბნები ეგრეა, არც ერთ გოგოს არ მოსწონს ცანცარა ბიჭები - თორნიკე გამწარებული არწმუნებს ლაშას .

- ნეტა შენ რა იცი რა, სულ დაროჟილი სიფათით დადიხარ - გაბრაზებული ხმით ჩაილაპარაკა ლაშამ და პატარა ბავშვივით გადაიჯვარედინა ხელები. მის ამ საქციელზე ელენესაც და თორნიკესაც გულიანად გაეცინათ, ბოლოს როცა დასერიოზულდნენ ლაშამ დრამატული ხმით დაიწყო .

- შეენც ელენე, შეენც მირალატე ხო რძა... - გაგრძელებას აპირებდა მაგრამ როგორც კი თორნიკეს გაბრაზებულ და ელენეს გაკვირვებულ სახეს წააწყდა, სიტყვის გადაკეთებას აპირებდა, თუმცა შესაფერისი ვერაფერი მოძებნა და სწორედ ამ დროს ნინომ რაღაცა დაუძახა ელენეს და ისიც სახლისაკენ წავიდა.

- შენ ბიჭო შ.. ხო არ გაქვს? - რა ჯანდაბა გეტაკა, რა რძალო აგიტყდა? - გაბარზებული ხმით ლაპარაკობდა თორნიკე და თან ცდილობდა ხმამარლა არ ეღრიალა ლაშასთვის.

- კაი ბიჭო რა, პროსტა ისე მივეჩვიე უკვე რო ინსტიქტურად ვეღარ მოვწვი რა ვთქვი. - თავის გამართლება სცადა ლაშამ თუმცა თვითონვე იცოდა რომ დამნაშავე იყო
.
- ბედი შენი რომ ნინომ დაუძახა, თორემ რა პასუხს გასცემდი ვნახავდი - კიდევ ერთი შეუღრინა ლაშას და სახლისაკენ წავიდა, უკან კი ლაშა მიყვა.

სახლში შესულები მისაღები ოთახისაკენ დაიძრნენ, საიდანაც ხმა ესმოდათ, ოთახში შესულებს ყველა დივანზე ჩამომსხდარი დახვდათ, მხოლოდ ელენე იჯდა პუფში, რაღაცა ფილმს უყურებდნენ და ისე იყო ელენე გართული, ვერც კი გაიგო როგორ მიუჯდა ორი ფინჯანი ყავით თორნიკე გვერდით.

- ყავა გინდა? - ჩუმად კითხა თორნიკემ და ჭიქა გაუწოდა.

- მადლობა - ელენემაც ჩუმად დაიჩურჩულა და ცხელი სითხე ნელა მოსვა.

- რა ფილმია? - ვითომ დაინტერესებული ხმა ჰქონდა თორნიკეს.

- არ ვიცი, მაგრამ კაი ფილმი ჩანს - ჩუმად გადაულაპარაკა ელენემ და ეკრანს ინტერესით მიაჩერდა. თორნიკემ იფიქრა ეხლა ისე უყურებს ამ ფილმს, ვერ დაველაპარაკები მაინცო და თვითონაც ეკრანს მიასტერდა თუმცა, არც ერთი სიტყვა გაუგია.
ფილმი როგორც კი დამთავრდა, ყველა ერთდროულად ადგნენ, 9 საათი ხდებოდა და ნელი სიარულით იმ ადგილისაკენ წავიდნენ სადაც ცეცხლი ეგულებოდათ. თითქმის ყველა იქ იყო, მათაც დაიკავეს თავისი ადგილი და საუბარში ჩაერთვნენ. ელენე თორნიკეს მოპირდაპირე მხარეს იჯდა, გვერდით მისი თანამშრომელი დათო ეჯდა, რომელიც ელენე სამსახურში მიღების დროიდან დიდ ყურადღებას აქცევს მას. ამას რათქმაუნდა თორნიკე კარგად ხედავს და სურვილი უჩნდება 23 წლის ღლაპი, რომელიც მამამისის თხოვნით აიყვანა, კარგად მიალილაოს. ყველასთვის მოულოდნელად, ერთ ერთმა თანამშრომელმა გიტარა მოიტანა და თორნიკეს გადასცა. ამის დანახვისას ელენეს თვალები შუბლზე აუვიდა, თანამშრომლები კი უფროსს შეძახილებით მოუწოდებდნენ რომ დაეკრა. თორნიკემაც ნელა ჩამოკრა სიმებს და ბოხი და თბილი ხმით დაიწყო სიმღერა, თან მთელი სიმღერის განმავლობაში ელენეს უყურებდა, რომელიც თორნიკეს ხმით მოხიბლული გაშტერებული უყურებდა თავის მკაცრ უფროსს, რომლის თვალებიდანაც სიყვარული გამოსჭყიოდა.

- ცაში ახედე, რა ლამაზია ვარსკვლავთა ცვენა . - დაამთავრა ბოლოს სიმღერა თორნიკემ და ტაშის ხმაც გაისმა, იყო შეძახილები თუმცა არც თორნიკეს და არც ელენეს არაფერი არ ესმოდათ. ორივე ერთმანეთის თვალებში იყო ჩაძირული და გონზე მოსვლას ვერც ერთი ახერხებდა. ბოლოს თორნიკეს ლაშამ წაკრა ხელი და გამოაფხიზლა.

12 საათამდე იყვნენ ცეცხლთან და შემდეგ ნელ-ნელა დაიწყეს დაშლა. მეორე დილით ადრე უნდა ამდგარიყვნენ და ენერგიის მოკრეფა სჭირდებოდა ყველას. ისევ-ისე მიდიოდნენ წყვილები წინ, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ლაშა სადღაც გაქრა და მხოლოდ ელენე და თორნიკე მიდიოდნენ ერთად. ყველა სახლში შევიდა ელენეს გარდა, რომელიც ეზოში გაბმულ ჰამაკში ჩაწვა და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას დაუწყო ყურება, თან თორნიკეს სიმღერა ჩაესმოდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა რომ სხვა პლანეტაზე იყო, ხალხისგან და ცივილიზაციისგან მიუწვდომელ ადგილას. იმ ადგილას სადაც ჯერ კიდევ სუფთა ჰაერი იყო, იქ სადაც ყველაფერს ძველი იერი ჰქონდა შერჩენილი, იმ ადგილას სადაც გვიან მოდიოდა ზაფხული და ადრე მიდიოდა. ყველაფერზე ფიქრობდა, ბუნებაზე, ხალხზე, შემდეგ თორნიკეზე დაიწყო ფიქრი და თავის თავს გამოუტყდა რომ ეს კაცი მის გულში უნებურად შემოიჭრა. გაახსენდა ძველი გრძნობები და შიშმა მოიცვა, იმის შიშმა რომ ეს ყველაფერიც ისე არ გამქრალიყო როგორც ადრე. ისე იყო თავის ფიქრებში გართული რომ ვერც იგრძნო როგორ მიუახლოვდსა თორნიკე, მხოლოდ მაშინ მოვიდა გონს თბილი პლედი რომ იგრძნო მის სხეულზე. გაკვირვებულმა ახედა სილუეტს, რომელიც თვალმოუშორებლად აკვირდებოდა მას.

- შეგცივდება, არ გინდა სახლში შემოხვიდე? - თბილი ხმით დაიჩურჩულა თორნიკემ, თითქოს ეშინოდა არავის გაეგო მისი ლაპარაკი.

- უბრალოდ გავერთე ცაში ყურებით და ვერც კი გიგრძენი სიცივე. - უხერხული ღიმილით ჩაილაპარაკა და ისევ ცას ახედა.

- ესე იცის სვანეთმა, თავს შეგაყვარებს მისი უცხო გარემოთი. - ღიმილით ჩაილაპარაკა თორნიკემ და სიცივისაგან ცოტა მოიბუზა. ელენე მიხვდა რომ მამაკაცს ციოდა, უნდოდა ეთქვა შენთვისაც არის ადგილი და დაჯექიო თუმცა ვერ ბედავდა.

- ელენე, ცოტა არ იყო შემცივდა და იქნებ ცოტა ადგილი და პლედი მიწილადო. - არ უნდოდა თორნიკეს ცუდად გამოსვლოდა, მაგრამ არც მისი მარტო დატოვება სურდა.

- ამ... კი, კი მოდი - ისე გაუკვირდა თითქოს რამოდენიმე წუთის წინ თვითონ არ აპირებდა ამის თქმას.

- მაშინ ეხლა სახლში შევალ, ცხელ შოკოლადს მოვიტან და მოგიჯდები გვერდით - ენერგიულად ჩაილაპარაკა თორნიკეს და აშკარად შეეტყო როგორ გაუხარა, უკან მოუხედავად წავიდა სახლისკენ და ჰამაკში მჯდომი ელენე გაკვირვებული დატოვა. ცოტახანში ორი ფინჯანი ცხელი შოკოლადით გამოვიდა სახლიდან და ჰამაკისკენ წავიდა. ელენე გვერდით მიიწია და ადგილი მამაკასც დაუთმო, რომელიც კარგად მოკალათდა და პლედიც ცოტა გადაიფარა. ერთი ფინჯანი ელენეს გაუწოდა და შემდეგ ცაში დაიწყო ყურება. არც ერთი ხმას არ იღებდა, ორივე ფიქრებში იყო ჩაძირული, თუმცა ორივე ერთმანეთზე ფიქრობდა. თორნიკემ იგრძნო როგორ დაადო ელენემ მხარზე თავი, ღიმილით გადახედა და როდესაც ელენეს მძინარე სახეს წააწყდა, მთელი სიფრთხილითა და სინაზით ჩამოუსვა სახეზე ხელი. უყურებდა მძინარე ელენეს და ვერ ხვდებოდა ამ ორი წლის განმავლობაში როგორ გაძლო მის გარეშე. ნელა გამოართვა ფინჯანი ხელიდან და დაბლა დადო. ხელში აიყვანა და მასთან ერთდ დაიძრა სახლისაკენ, ნელა აიარა კიბეები, ელენეს ოთახის კარები ფრთხილად შეხსნა და საწოლზე დააწვინა, თხელი პლედი მიაფარა და მის თავთან ჩაიმუხლა. ცოტახანი კიდევ უყურა, შემდეგ ნელა შეეხე ტუჩებით შუბლზე და ჩუმი ნაბიჯით დატოვა ოთახი.

2 წლის წინ

იმის სემდეგ რაც ჩაფხუტიანმა ბიჭმა კლუბში წასვლისათვის ელენეს ერთი ამბავი აუტეხა, გულს საწყალი გოგო ვერაფერს უდებს. მთელი დღე გონება გაფანტული დადის, არც ლექციებს უსმენს და ამის გამო შენიშვნაც მიიღო. ერთი კვირაზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რადგან კვირა დღე იყო ელენეს გვიან გაეღვიძა, იბანავა, თმები გაიშრო, დაიწნა , მოკლე შორტი და ცოტა ფართე მაისური ტანზე მოირგო და კარი გაიხურა. წინა დღეს დედამისმა დაურეკა და უსაყვედურა თავის შვილს იმის გამო, რომ სულ დაგვივიწყეო, ელენემაც თავი იმართლა და დაპირდა ხვალე გამოვალო, ამიტომ პირობას ასრულებს და მშობლებთან მიდის. კორპუსიდან როგორც კი გავიდა მეორე მხარეს თვალი მოკრა მოტოციკს, თუმცა ყურადღება არ მიაქცია და მთავარ გზაზე გავიდა. ტაქსი გააჩერა და მისამართი უკარნახა, ინსტიქტურად უკან მიიხედა და დაინახა როგორ მოყვებოდა უკან მოტოციკლი. გული აუფრთხიალდა და ნერვიულად დაიწყო თითების ერთმანეთში ხლართვა. როგორც კი ტაქსი გაჩერდა, მძღოლს ფული მისცა და მანქანიდან გიჟივით გადახტა. სანამ ბიჭი მოტოციკლს გააჩერებდა და გადმოვიდოდა, ელენე უცებ სადარბაზოში შევარდა და სწრაფად აირბინა კიბეები. 2 საათი გაატარა მშობლებთან, დივანზე მათ შუაში იჯდა და რაღაცეებს უყვებოდა. მშობლების სახლიდან გამოსული ნელა დაიყვა კიბეებს და გარეთ გასულს ჩაფხუტიანი იქ რომ დახვდა გული კინაღამ გადაუქანდა. ბიჭი მოტოციკლზე იყო მიყრდნობილი და ელენეს უყურებდა.

- დაჯექი - მაღალი თუმცა თბილი ხმით უთხრა. ელენეც დაემორჩილა მის სიტყვებს და მოტოციკლისკენ წავიდა, ბიჭი უცებ მოთავსდა მოტოციკლზე, ელენეც უკან მიუჯდა და ხელები წელზე შემოხვია. მოტოციკლი ადგილიდან ნელა დაიძრა, ელენეს თავი ბიჭის ზურგზე ედო და ნელ-ნელა ისუნთქავდა მისი სუნამოდ სურნელს. როდესაც მიხვდა რომ გზა საგრძნობლად გაიწელა, მხოლოდ მაშინ ინება თვალების გახელა. გაკვირვებული იყურებოდა აქეთ- იქით და ვერ ხვდებოდა სად მიჰყავდა ბიჭს , როცა მოტოციკლი გაჩერდა გაბრაზებული ელენე სწრაფად გადმოვიდა და ბიჭს წინ დაუდგა.

- რას ნიშნავს ეს ყველაფერი ? მე მეგონა სახლში უნდა წაგეყვანე და შენ მომატარე მთელი ქალაქი. - ისეთი სახით იყურებოდა ალბათ ჩაფხუტიანის მაგივრად სხვა რომ ყოფილიყო შეეშინდებოდა.
- დიდი ამბავი ეხლა ცოტა თუ გავისეირნე შენტან ერთად, რა პანიკებში მივარდები - აშკარად ბრაზი მოაწვა ბიჭს, თუმცა ხმას აკონტროლებდა.

- რას ნიშნავს რა პანიკებში ვვარდები, არ უნდა მკითხო მინდა თუ არა სადმე წასვლა

- კარგი მაშინ თუ არ გინდა დაჯექი და წაგიყვან სახლში. - გაბრაზებული ხმით უთხრა ბიჭმა. ელენეც ისევ უკან მიუჯდა და ხელები მოხვია. 10 წუთში უკვე კორპუსთან იყვნენ. მოტოციკლიდან გადმოვიდა და ბიჭს წინ დაუდგა, თითქოს რაღაცას ელოდება მისგანო.

- წადი - ღიმილით უთხრა ბიჭმა.

- მივდივარ - უპასუხა ელენემ თუმცა ადგილიდან არ დაძრულა.

- ხოდა წადი.

- ხოდა მივდივარ .

- რანაირად მიდიხარ როცა აქ დგახარ.

- რანაირად და ჭრელად, მივდივარ - უცებ შეტრიალდა და სადარბაზოსაკენ წავიდა, როგორც ჩანს შუქები ყველგან ჩამქვრალი იყო, კიბეზე უნდა ასულიყო ბიჭმა კედელს რომ მიანარცხა და მის ტუჩებს შეეხო, შემდეგ ნელა მოშორდა და მოტოციკლეტი დიდი სისწრაფიდ გააქროლა.



№1 სტუმარი Iscarin

Ooo dzaan kaiA

 


№2 სტუმარი Nino

Vafren amatze raa

 


№3  offline მოდერი bibo

მმწონს მომწონს მე ეგი ტკბილო მარწყვო ალლუბალ ატამო ვაშლატამავ და კიდო ბევრობა კარგობა რაგაცავ

 


№4  offline წევრი natia-natia

Auu rakargia

 


№5  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

აუუუუუუუუუუუუუ რა მაგარიაააააააააააა wassat უმაგრესია მართლა ძალიან ძალიან მაგარია რააა wink lol მალე დადე გთხოოოვ ^_^ love

 


№6 სტუმარი Ba

Sakaipoa dzalian

 


№7  offline წევრი Pepper

ძალიან ძალიან კარგია <3

 


№8  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

აუუ მალე დადე რა

 


№9  offline წევრი Elle025

მომწონს ძალიან..ნუ აგვიანებ მალე დადე რა ..ყოჩაღ <33

 


№10  offline წევრი Just give me a Hand . . .

მალე დადე რაა :///

 


№11 სტუმარი matata

თუ აღარ დებ თქვი

 


№12 სტუმარი bananasi

დადე რააა გთხოვ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent