შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უფლის იმედი....(3თავი)


22-03-2016, 23:01
ავტორი niino
ნანახია 2 670

მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს ნანას,მხოლოდ გამთენიისას ჩაეძინა...დილას ჯერ ყავა მიირთვეს და შემდგ შეუდგნენ საქმეს..ლანა რომ არა ალბათ ყველაფერზე ხელს ჩაიქნევდა,მისი საუბარი სიამოვნებდა და ავიწყდებოდა თავის პრობლემები...შუადღეს ორივენი დაღლილ-დაქანცულები იყვნენ და გატოკების თავიც არ ჰქონდათ..ნანას ეგონა სხვის სახლში ვარო და ეს ყველაფერი ლანას დამსახურება იყო..საღამოსკენ გასეირნება გადაწყვიტეს სუფთა ჰაერზე..ლანა საშუალებას არ აძლევდა ნანას რომ დაღონებულიყო და კვალ ეფიქრა მამამისზე..შედარებით მშვიდად იყო ნანა...საწოლზე თავის დადება და მორფეოსის სამყაროში აღმოჩნდა.დილით ადრიანად წავიდნენ სამსახურში..ლანა უფრო საღამოსკენ იყო დატვირთული,მანამ ნანას ედგა გვერდში სამზარეულოში..თითქოს მიეჩვია ნანა იქაურობას და იმდენად არ უჭირდა..სამუშაოს რომ მორჩა ლანამ უთხრა სახლში წასულიყო და მას არ დალოდებოდა..თბილად დაემშვიდობნენ ერთმანეთს,ფეხით დაუყვა გზას სახლისაკენ არც ისე გვიანი იყო და ფეხით წასვლა არჩია.თან ჩაფიქრებული მიდიოდა.ფიქრობდა თავის ცხოვრებაზე,წარსულზე,აწმყოზე და ძალიან ეშინოდა მომავლის,არ იცოდა რას უმზადებდა ბედი,კიდევ უფრო დიდ განსაცდელს მოუტანდა თუ ყელაზე ბედნიერ ცხოვრებას..ფიქრობდა მამამისზე და მიუხედავად იმისა ,რომ მასზე ძალიან გაბრაზებული იყო,მაინც ეცოდებოდა გულის სიღრმეში..სახლში შესვლისთანავე იგრძნო სიმარტოვე,დედა გაახსენდა და ცრემლებს გასაქანი მისცა..ტირილში უმალ ჩაეძინა.დილას ადრე ადგა სააბაზანოში შევიდა,ცხელმა შხაპმა სიმშვიდე მოჰგვარა..თავის თავს შემოუძახა არ ეფიქრა ცუდზე და ღვთის იმედით ყველაფერი გამოუვიდოდა..სამსახურში შუადღეს უნდა წასულიყო ამიტომ არ ჩქარობდა სააბაზანოდან გამოსვლას და ვინ იცის რამდენხანს ნებივრობდა..მერე ყავა მოიდუღა მაცივარში ცოტა ხილი დარჩენილიყო წინ დაილაგა და ისე გემრიელად მიირთმევდა თითქოს დიდი ხანი იყო არ ეჭამა ხილი.საჭმლის გაკეთება გადაწყვიტა და მაღაზიაში ჩავიდა,იყიდა ყველაფერი თან ლანას დაურეკა
-ლანა გამო რა ჩემთან და აქედან წავიდეთ ერთად სამსახურში..თან შენ რომ გიყვარს იმას ვაცხოობ(ნანა)
-მოვდივარ ნან..არა მოვრბივააარრრ(ლანა)მის ასეთ საქციელზე სულ ეცინებოდა ნანას
-დავბერდით ქალო და მგონი შენზე არ მოქმედებს სიბერე(ნანა)
-გული ნანა გულიიი არ ბერდებააო არ გაგიგიააა(ლანა)
-ხო კარგი კარგი..მოდი მალე(ნანა)
პიცა გამოაცხო თუ არა ლანაც მოვიდა,რომელიც კარიდან იძახდა რა სუნიაო..ნაჭამზე სამსახურში წასვლა ეზარებოდათ მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდათ
-აუ ლანა ამდენი არ უნდა გვეჭამა გოგო(ნანა)
-ხო რა ძაან ვიღორეთ და შედეგიც სახეზეა(ლანა) თან გამობერილ მუცელზე ხელს ისვამდა და ხარხარებდა..ფეხით გადაწყიტეს სამსახურში წასვლა და ადრე გავიდნენ სახლიდან..მუშაობდნენ და ლანა როგორც კი დროს იხელთებდა ეგრევე შეუვარდებოდა ნანას საჭორაოდ..10 საათისთვის ლანა შევიდა ნანასთან
-ნანა უნდა დამეხმარო გთხოვ(ლანა)
-რამოხდა ლანა რა სახე გაქვს?ხო მშვიდობააა(ნანა)
-დედაჩემმა დამირეკა ნანა ჩემი დეიდაშვილი ავარიაში მოყვა და საავადმყოფოში ვართო.აუცილებლად უნდა წავიდე..შეგიძლია შემცვალო?(ლანა)
-ვაიმე რა ცუდია...ხო მაგრამ ნანა მე აქ ვმშაობ და აბა როგორ შეგენაცვლო?თან მიმტანად არასოდეს მიმუშავია(ნანა)
-უფროსს მე დაველაპარაკები და უარი არ მითხრა ძალიან გთხოვ ნანა აუცილებლად უნდა წავიდე(ლანა)
-კარგი კარგი..დამშვიდდი..ამიხსენი რა და როგორ(ნანა)
-დამელოდე უფროსთან შევალ და მერე გეტყვი რა-როგორ(ლანა)
ცოტახანში გახარებული გამოვარდა ლანა
-არანაირი ფრობლრმა არაა უფროსი დამთანხმდა,ასე რომ შენც არგექნება პრობლემა..წამო ახლა აგიხსნი ყველაფერს..დიდი წინსაფარი გააძრო და პატარა გაუკეთა წელზე.შემდეგ გაიყვანა დარბაზში,პატარა ბლოკნოტი და კალამი მიაჩეჩა ხელში და ყველაფერი დეტალურად აუხსნა..ცოტახანში დაემვიდობა და დატოვა ნანა რომელიც გაოგნებული,შეშინებული თვალებით იყურებოდა აქეთ-იქით..
-ეგეთი სახით ნუ იყურები თორე დააფრთხობ კლიენტებს-სიცილით უთხრა ლაშამ რომელიც ბართან მუაობდა..
-აუ ეს რა მიქნა ლანამ..აქ არასოდეს მიმუშავია ლაშა(ნანა)
-პირველ რიგში ეგ სახე მოიშორე გაიღიმე და დანარჩენი მოგვარდება,მიჩვევი უცებ,თან მეც აქ ვარ და თუ რამე დაგეხმარები(ლაშა)
-მადლობა ლაშ-ისეთი სახით გადაუხადა მადლობა,თითქოს ლაშა იყო მისი მხსნელი,ამაზე ლაშას გულიანად გაეცინა..ხალხის სიმრავლე აშკარად იგრძნობოდა..აი პირველი შეკვეთაც მიიღო,პირველს მეორე მოყვა მეორეს მესამე,მერე უკვე სათვალავი აერია და ისე მიეჩვია სულ გადაავიწყდა ნერვიულობა,პირიქით თითქოს მოეწონა კიდეც..ლაშა აკვირდებოდა და თვალს უკრავდა,მოწონების ნიშნად ცერა თითს უჩვენებდა,ნანასაც უხაროდა..
-ნანა შეკვეთა აიღე მე-4 მაგიდიდან(ლაშა)
ნანა ამაყად გაემართა,მიუახლოვდა მაგიდას სადაც 3 ახალგაზრდა იჯდა,ჩაცმულობაზე აშკარად ეტყობოდათ უბრალო ხალხი არ იყვნენ..
-გამარჯობათ!რას შეუკვეთავთ?-ბლოკნოტს ჩაყურებდა ისე კითხა ნანამ




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent