შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თვალებმა გაგცეს (8)


24-03-2016, 23:20
ავტორი ანკა
ნანახია 3 981

-როგორ გაერთეთ შენ და ლიამი? - წარბები ეშმაკურად აათამაშა ქეითმა და მზის სათვალიდან გამოიჭყიტა - ისე არ მეგონა მაგას შენ ან ის ვაჟბატონი თუ დამიმალავდით - ჩაილაპარაკა შემდეგ ვითომ გაბრაზებულმა.
-რა უნდა დაგიმალოთ ქეით კარგი რა... იმ იდიოტთან რა უნდა მქონდეს - ამოიბურდღუნა და მზეს მიეფიცხა. ხორბლისფერი კანი ჰქონდა და ამიტომ მზისგან დამცავი საშუალებები არ სჭირდებოდა.
-ერთმანეთზე გადაკვანძულები შეხვედით წყალში და იქიდანაც ეგრე გამოხვედით და - მხრები აიჩეჩა გაკვირვებულმა გოგონამ.
-მოდი დავაზუსტოთ - თითი ჰაერში აზიდა და ბიჭებთან მოშორებით მდგარი ლიამისკენ გააპარა თვალი - სანაპიროზე ვსეირნობდი, იმიტომ რომ ცურვა არ ვიცი და დახრჩობის მეშინოდა. გამოვიდა ის ხისთავიანი წყლიდან და..
-აჰაჰაჰ! ხისთავიანი?! - აკისკისდა ქეითი და ბრიანას თხრობა გააწყვეტინა.
-ხისთავიანი დიახ... ხოდა გამოვიდა ის ხისთავიანი წყლიდან და მითხრა წყალში შემოდიო. ვუთხარი რომ ცურვა არ ვიცოდი. მოვიდა, ხელში ამიტაცა და კისრამდე წყალში შევიდა. ჯერ ხელიდან მინდოდა დავსხლტომოდი, მაგრამ შემდეგ უკვე ღრმად ვიყავით შესულები და შემეშინდა არ გავვარდნოდი, ხოდა მეც ხელები შემოვხვიე
-კარგი კარგი ეგ გავიგე, მაგრამ თვალებს ვერ გამომაპარებთ! - სხვა ფაქტში გამოიჭირა და მხიარულად ჩაუკრა თვალი ბრის. „თვალებმა გაგცეს...“ - წამიერად თავში ლიამის ნათქვამმა გაუელვა და გული აუჩქარდა. რა ჯანდაბა ემართებოდა მასთან?
-ქეით არაფერი არ ხდება - ღრმად ამოისუნთქა და მშვიდად უპასუხა მხიარულ მეგობარს.
მალე მათ ბიჭებიც შეუერთდნენ. სხვადასხვა თემაზე საუბრობდნენ და კარგადაც იცინოდნენ. ბენი ბრიანას სრულიად აღარ აიგნორებდა... ეს უკვე კარგის ნიშანი იყო. როგორც ჩანდა ლიამისთვის მიცემული პირობის შესრულებას მაქსიმალურად ცდილობდა.
რაც შეეხება ლიამს... თვალებით შეჭამა ყვითელ ბიკინიში გამოწყობილი ლამაზმანი. გოგონას კი ყველგან წვის შეგრძნება ჰქონდა, სადაც მამაკაცი თვალს გააპარებდა. გულუბრყვილოდ აფახულებდა თვალებს და ცდილობდა არ შეემჩნია ის დისკომფორტი, რაც ლიამის ყურებით ექმნებოდა.
ბიჭებმა კლუბში წასვლა მალევე მოინდომეს. გარუჯვა სულ არ ადარდებდათ. ქეითმა და ბრიმ უთხრეს რომ თვითონ ცოტახნით კიდევ დარჩებოდნენ, სახლში შეივლიდნენ და შემდეგ კლუბში მივიდოდნენ. თან ერთი მანქანა თავისთვის დაიტოვეს...
საღამოსკენ ლამაზ კაბებში გამოწყობილები კლუბის გზას დაადგნენ. ბრინას შავი წელში გამოყვანილი კაბა ეცვა, მოკლე და ფრიალა... სადა იყო, თუმცა ამავდროულად ძალიან ელეგანტური. შავ მაღლებზე იდგა და კულულები ლამაზად ჰქონდა დაყრილი მხრებზე. მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა და მზად იყო.
კლუბში შევიდნენ თუ არა იქ მყოფთა უმეტესობა მათზე იყო მიშტერებული. თავდაჯერებული ნაბიჯებით დადიოდნენ და ბიჭებს ეძებდნენ. მალევე იპოვეს ისინი და მათკენ გაემართნენ. დეივმა შეყვარებულის დანახვისას ხმამაღლა დაუსტვინა. აი ლიამი კი... ბართან იჯდა და გაშეშებული უყურებდა ბრინას. გოგონა ვერ მიხვდა როგორი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე, რადგან არანაირი ემოცია არ იკითხებოდა მის გამომეტყველებაში.
რა ხდებოდა ამ დროს ლიამის თავში? საბოლოოდ აღიარა რომ ამ ხუჭუჭა გოგონას მახეში იყო გაბმული. გაოგნებული იყო მისი სადა და დახვეწილი სტილით, ბავშვური მანერებით, სექსუალურობით, ძლიერი და ამავდროულად სუსტი ბუნებით... ყველა მისი თვისება თუ ქმედება სრულყოფილად ეჩვენებოდა. „ჩემი უნდა გახდეს... სამუდამოდ!“ - გაიფიქრა კმაყოფილმა და ტუჩის კუთხე ჩატეხა.
ბრიანა სრულ გაურკვევლობაში იყო. ყველამ უთხრა ძალიან ლამაზი ხარო, ბენმაც კი გაჭირვებით ამოღერღა რომ ლამაზად ეცვა... ლიამი კი უბრალოდ იჯდა და ხმას არ იღებდა. სასმელი შეუკვეთა და ჭიქა ხელში მოიქცია. თვითონაც არ იცოდა რატომ, მაგრამ ნერვები მოეშალა როდესაც ლიამისგან კომპლიმენტი ვერ მიიღო. ცუდ ხასიათზე მყოფმა არც საცეკვაოდ გასვლა მოინდომა და ყველა მთხოვნელი თავაზიანი უარით გაისტუმრა. დაბუშტული ტუჩებით ჯიუტად მისჩერებოდა სასმლიან ჭიქას, საიდანაც ერთი ყლუპიც არ ჰქონდა დალეული. ყველა მხიარულობდა მის გარდა... და კიდევ ლიამის გარდა.... ან იქნებ არც იყო მოწყენილი?
სერიოზული გამომეტყველებით იჯდა და არც ის გასულა საცეკვაოდ. ბევრი გოგო ათვალიერებდა ხარბი მზერით, თუმცა მასთან მისვლა ვერავინ გაბედა. ბრიანას ნერვები უკვე დაწყვეტაზე ჰქონდა. ლიამი მთელი საღამო მას უყურებდა, თუმცა ადგილიდან არ იძვროდა და არც ხმას იღებდა. ნერვებმოშლილმა დაავლო ჩანთას ხელი, ქეითს დაუბარა სახლში წავალო და კლუბიდან გაცოფებული გამოვარდა.
-ამ დროს მარტომ ქუჩაში არ უნდა იარო - გაიგო ზურგს უკან ბოხი ხმა.
-არ მაინტერესებს - კბილებს შორის გამოსცრა და ისევ განაგრძო სიარული, თუმცა ლიამმა ხელი მაჯასი წაავლო და თავისკენ მიატრიალა.
-ნუ ცდილობ წყობიდან გამომიყვანო - განრისხებული თვალებით შეხება და ავისმომასწავებლად დაიგრგვინა.
-ასე ძალიან რამ შეგცვალა? - ჰკითხა ახლა უკვე გაკვირვებულმა. უკანასკნელი რამდენიმე დღე მამაკაცის ქმედებები ბრიანას მიმართ საგრძნობლად შეცვლილიყო.
-იმან, რამაც შენ - უპასუხა ორაზროვნად, გოგონა ახლოს მიიზიდა და ხელი წელზე მოხვია.
-რას გულისხმობ - აღელვებულმა ძლივს მოაბა სათქმელს თავი და თვალების წინ და უკან ცეცება დაიწყო.
-იცი რასაც ვგულისხმობ - თავდაჯერებულად ჩაილაპარაკა და ბრიანა უფრო ძლიერად მიიხუტა.
-ლიამ, ხელი გამიშვი.. წასვლა მინდა - მის მკლავებში აფართხალდა გოგონა.
-ბრი თვალებში შემომხედე - მოთხოვნა დააიგნორა და მტკიცედ განაცხადა. ბრიანაც დაემორჩილა და მზერა გაუსწორა. შეეჩეხა თუ არა თაფლისფერ თვალებს მაშინვე იგრძნო აღელვება, ლტლოვა და ვნება...
-რა..რა გინდა - ენა დაება, თუმცა მალევე გამოასწორა და ვითომ გაბრაზებულიაო წარბები შეკრა.
-ამ დროს მარტომ ქუჩაში არ უნდა იარო - სიტყვა-სიტყვით გაიმეორა თავისი ნათქვამი და ბრიანას დაჟინებით მიაცქერდა, თითქოს მის თვალებში რაღაცის წაკითხვა უნდაო.
-სახლში მინდა - ამოიოხრა და მობეზრებულად ჩაილაპარაკა. ცოტახნის წინანდელი წყენა სულ დავიწყებოდა
-რატომ? - ჰკითხა დაინტერესებულმა. ამ კითხვამ კი ისევ გაახსენა ლიამის გამაღიზიანებელი საქციელი და თავიდან გაკაპასდა.
-აუუ! ნერვებს მიშლი! გამიშვი ხელი უნდა წავიდე და არ მაინტერესებს რომ ამ დროს მარტომ არ უნდა ვიარო! - ერთიანად მიაყარა ყველაფერი და გაოგნებული მიაჩერდა კარგ ხასიათზე დამდგარ ლიამს. მამაკაცს ტუჩის კუთხე ჩაეტეხა და სიცილს ძლივს იკავებდა.
-ბრი, პატარა ბავშვი ხარ - თბილად ჩაილაპარაკა მან და გაიცინა, შემდეგ კი გოგონას ხელები გაუშვა და ერთი-ორი ნაბიჯი გადადგა.
-რა შუაში იყო ახლა ეგ - ხელები გადააჯვარედინა ნაწყენმა.
-თვალებმა გაგცეს - თქვა კმაყოფილმა, შემდეგ კი მანქანას მიუახლოვდა და კარი გამოაღო - ჩაჯექი, სახლში წაგიყვან
-რას აიკვიატე ეგ უაზრობა?! - გაღიზიანებული ჩაჯდა მანქანაში და თან დუდღუნი დაიწყო.
-რა უაზრობა? - ჰკითხა გახალისებულმა და მანქანა დაძრა.
-რადა თვალებმა გაგცეს - დაცინვით ამოიფრუტუნა და წარბები შეკრა.
-სულაც არ ამიკვიატებია... უბრალოდ მასეა - მხრები აიჩეჩა უდარდელად.
-და რაში გამცეს? - ახლა დაინტრიგებულმა იკითხა და მთელი ტანით მამაკაცისკენ მიბრუნდა.
-შენც ძალიან კარგად იცი რაშიც გაგცეს, მაგრამ შენს თავს არ უტყდები - თავდაჯერებულმა კმაყოფილი ტონით განაცხადა და საჭეზე თითები აათამაშა.
-აუუუ... - დაიწყო ბუზღუნი.
გაბუტულს ლიამისთვის ხმა აღარ გაუცია, მისკენ აღარც გაუხედავს. მივიდნენ თუ არა სახლში, მაშინვე მანქანიდან გადმოხტა და თავის ოთახში ავარდა. ქუსლიანი ფეხსაცმელი კარადასთან მიყარა, კაბაც მალევე გაიხადა და საცვლებისამარა დაემხო საწოლზე.
მაინც არ უთხრა კომპლიმენტი გარეგნობაზე! იდიოტი! საშინლად ჰქონდა ნერვები აშლილი, მაგრამ რაზე ბრაზდებოდა? იქნებ მამაკაცს მართლა არ მოეწონა მისი კაბა? ან სულაც რა ვალდებული იყო კომპლიმენტი ეთქვა...

ლიამს ვერაფერში დაადანაშაულებდა, თუმცა მაინც - საშინლად იყო მასზე გაბრაზებული. და თვალებმა რაში გასცეს? ჰმმ... ერთ წამს დაფიქრდა ამაზე, შემდეგ კი თვალწინ დაუდგა მასზე ჩახუტებულს როგორ ეძინა. რა კომფორტულად და დაცულად გრძნობდა თავს მის მკლავებში. გული აუჩქარდა... თვითონაც გაუკვირდა ასე რომ მოხდა. მამაკაცზე ფიქრიც კი გულს უჩქარებდა. ეს გაიფიქრა თუ არა პლაჟზე მომხდარი „ინციდენტი“ გაახსენდა. გაეცინა კიდეც ლიამის რაღაცნაირად ბავშვურ საქციელზე. ნეტავ მაშინ რატომ გაცოფდა ასე ძალიან? უბრალო სიცილი ხარხარში გადაუვიდა და მუცლის ტკვილამდე იცინა.. ცრემლები წამოუვიდა და სიცილი ტირილში გადაეზარდა.
მას ლიამი შეუყვარდა! თვალებმა გასცეს! ვერ დამალა თავისი ემოციები და ფაქტობრივად მამაკაცს ყველაფერი თვითონვე უთხრა.
ნეტავ ლიამი რას გრძნობდა მის მიმართ? ამაზე ფიქრისას დაეძინა და ამიტომ სავარაუდო პასუხიც ვერ დაადგინა.

დილით ადრიანად გაეღვიძა. ტანზე წყალი გადაივლო, თავის ოთახში შეკუსკუსდა და დავიწყებულ მეგობარს დაურეკა. ყველაფერი დეტალურად უამბო... რა თქმა უნდა ლიამზეც მოუყვა და თავისი გრძნობებიც გაუმხილა. შემდეგ არიას და ზაკს დაურეკა. ორივეს დიდხანს ელაპარაკა. მათზე გაბრაზებული აღარ იყო... მათი ესმოდა... წყვილს შვილი არ ჰყავდა და ამიტომ ის იშვილეს, რადგან დანახვისთანავე შეუყვარდათ. აი თავის ბიოლოგიურ მშობლებს კი ვერაფრით ვერ აპატიებდა რომ გასაშვილებლად გაიმეტეს!
რამდენიმესაათიანი საუბრის შემდეგ ოთახის კარი გამოიხურა და მეგობრებს პირველ სართულზე ჩააკითხა.
-გაიღვიძე მზეთუნახავო? - სიცილით მიესალმა დეივი.
-დიდიხანია მღვიძავს, ტელეფონით ვლაპარაკობდი. დილამშვიდობის - თბილად გაუღიმა ყველას, შემდეგ კი მზერა ლიამზე შეუჩერდა. მამაკაცი ჩაფიქრებული თვალებით უმზერდა, თან თითქოს რაღაცნაირი სითბოთი... უცნაური ემოციებით დამუხტულმა თავი გააქნია და შოკოლადის კრუასანი გემრიელად ჩაკბიჩა, თანაც ყავის მომზადება დაიწყო.
-გუშინ რატომ გამოგვეპარე? - ჰკითხა მეთიუმ და სკამზე დაბზრიალდა.
-თავს ცუდად ვგრძნობდი - უხერხულად გაიღიმა და იმწამს მოფიქრებული ტყუილი გააჟღერა.
-მარტო წამოხვედი? - თვალები გაუფართოვდა მეთს.
-არა, ლიამმა წამომიყვანა - მეგობარს გაუღიმა და მზერა ლიამისკენ გააპარა.
-ბრი, წამო ერთწამს - გამაფრთხილებლად დაუბრიალა თვალები ქეითმა და თავის ოთახში აიყვანა.
-აბა ახლა დაფქვი ყველაფერი - დოინჯი შემოირტყა და წარბაწეული მიაჩერდა გოგონას.
-რა? - გულუბრყვილოდ ააფახულა თვალები და თითები ერთმანეთში ახლართა.
-რა და თქვენი მოჟუჟუნე თვალები - შეუბღვირა აშკარად გაბრაზებულმა, რომ დაქალი ამას უმალავდა - როგორ მოხდა ყველაფერი დეტალებში უნდა ჩამომირაკრაკო. კარგი, მესმის რომ არ გინდათ ყველას გაუმხილოთ... სიმართლე გითხრა ბოლომდე ეგეც არ მესმის, მაგრამ ბრი კარგი რა... მე მაინც ხომ უნდა მითხრა!.. - ჩაილაპარაკა ნაწყენმა.
-ქეით, რამდენჯერ უნდა გითხრა რომ არაფერი არ ხდება ჩვენს შორის? - მობეზრებულად გადაატრიალა თვალები.
-შეუძლებელია.. ხატზეც რომ დაიფიცო მაგას ვერ დავიჯერებ - გადაჭრით თქვა და ხელები გადააჯვარედინა.
-მართლა არაფერი არ ხდება - ამოიჩურჩულა და თვალები აუცრემლიანდა. ამის დანახვაზე ქეითი გაოგნდა და მაშინვე გოგონას მივარდა.
-ბრი, რა გატირებს.. კარგი რა - აკისკისდა იმ იმედით, რომ ბრინას მალე მოიყვანდა კარგ განწყობაზე. - ნუ იქცევი ბავშვივით - დაამატა და თავზე მოეფერა.
-ლიამიც ამას მეუბნება - ამოისრუტუნა და ცრემლები მოიწმინდა. - ყოველთვის ბავშვს მიწოდებს! მე კიდევ მიყვარს!
-კარგი, დამშვიდდი - თბილად ჩაილაპარაკა, გვერდით მიუჯდა და გულში ჩაიკრა. - მომისმინე, შეუძლებელია ლიამი ბავშვად აღგიქვამდეს... ეგრე დეივი ადრე ქაჯს მეძახდა, ასე მეუბნებოდა შენ გოგოდ ვერც აღგიქვამო, მაგრამ ხომ ხედავ მალე უკვე ცოლ-ქმარი ვიქნებით. თვალებში შეხედე და ყველაფერს მიხვდები, მაგითი ვერ მოგატყუებს... დააკვირდი და მიხვდები ვინ ხარ მის თვალში - ბავშვი თუ ქალი... - ქეითი წყნარად საუბრობდა და ბრიანა მალე დაამშვიდა. გამოცდილი გოგონას სიტყვებმა ადვილად მოახდინეს ზემოქმედება ბრინაზე.
-მადლობა ქეით - თბილად გაუღიმა ისევ მხიარულ განწყობაზე დამდგარმა.
-არაფერს საყვარელო... იცოდე როცა საშველს დაადგამთ და ერთმანეთს სიყვარულში გამოუტყდებით არ უნდა გამომაპარო! - გამაფრთხილებლად დაუქნია საჩვენებელი თითი და გადაიკისკისა.
-თუ გამოვუტყდებით კი - ჩაილაპარაკა სევდიანად.
-თუ გამოუტყდებით კიარა უკვე იმაზე ვფიქრობ თქვენი ქორწილი როდის დავგეგმო... - თქვა და უდარდელად გაიცინა.
-სულ გამაგიჟებ შენ ამდენი თუ გისმინე - ხელები აიქნია და ფეხზე წამოდგა - წამო ჩავიდეთ ბიჭებთან - ქეითის ოთახიდან გამოვიდნენ და ეზოში ბიჭებისკენ წავიდნენ.

ბრინამ ამჯერად ბენს გახედა. ბიჭი ძაღლს ეფერებოდა. მარლიმ ბრინა დაინახა თუ არა, მაშინვე წამოხტა და კუდის ქიცინით მივარდა. ბენი მომღიმარი სახით უყურებდა ბრინას და ძაღლს. ღიმილი გოგონამაც შეაგება და ამით თითქოს პირველი უზარმაზარი აისბერგი დაიმსხვრა რაც მათ შორის იყო. ხმა არ გაუციათ ერთმანეთისთვის, თუმცა ამ მზერამ და ღიმილმა საგრძნობლად დააახლოვა ისინი. მართლაც რამხელა ძალა ჰქონიათ თვალებს!
ყველა ზარმაცულ განწყობაზე იყო იმ დღეს. არსად წასვლა არ უნდოდათ... მთელი დღე სახლში ან ეზოში ნებივრობდნენ და ნაყინით სკდებოდნენ. გადასარევად დაისვენეს და საღამოს უკვე ყველა ენერგიაზე მოვიდა. რამე ფილმის ყურება მოუნდათ და მონდომებით გადმოყარეს ხალიჩაზე უამრავი დისკი. სანამ ბავშვები კინოს არჩევდნენ, ბრინა გარეთ გამოვიდა. მალევე სახლიდან ვიღაც გამოვიდა.
-ბრი - გაიგო ბენის ხმა. ტონზე ეტყობოდა, რომ ორჭოფობდა.
-ხო ბენ - თბილად მიმართა და გაუღიმა.
-ბოდიში უნდა მოგიხადო ჩემი უაზრო საქციელის გამო. კაფეშიც არ უნდა მეყვირა და აქ რომ გნახე არც მაშინ, უბრალოდ იდიოტი ვარ და შენი ბრალი არაა უტვინო ძმა რომ გყავს. მოგიწევს შემეგუო, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება ერთად ვიქნებით.. ყველაზე მაგარი და-ძმა მსოფლიოში - ცოტათი აღელვებულმა პოზიტიურად დაამთავრა თავისი მონოლოგი და გოგონას თვალებში განაჩენის ძებნა დაიწყო. გახარებული ბრინა მაშინვე ჩაეხუტა ნახევარი თავით მაღალ ბიჭს და მანაც მალევე მოხვია ხელები.
-ვიცი როგორი რთულიცაა გააცნობიერო რომ ნახევრად ტყუილში ცხოვრობდი და ამიტომ მესმის შენი. მოდი უბრალოდ დავივიწყოთ ძველი უთანხმოება... ახლა კი ბავშვებთან დავბრუნდეთ, ალბათ უკვე აარჩევდნენ ფილმს

ოთახში ერთმანეთზე მიხუტებულები დაბრუნდნენ. ყველასთვის ყველაფერი ცხადი იყო. ბრინამ ლიამს მადლიერი თვალებით გახედა, ვინაიდან სწორედ მან უბიძგა ბიჭს დასთან ურთიერთობის მოგვარებისკენ. მამაკაცმა უცნაურად დამთბარი მზერით შეხედა. რა იყო ეს? ბრინა ჯერ ვერ ხვდებოდა, თუმცა ვინ მისცა დაფიქრების საშუალება! კინო დაიწყო და ყველა პუფზე ან ბალიშზე მოკალათდა. ძალიან კარგი კომედია იყო. ბრინა და ბენი ერთმანეთზე იყვნენ მიწოლილები და სიცილით სკდებოდნენ. მეთიუ ფილმზე სიცილის პარალელურად როლებშიც იჭრებოდა და ისეთ სასაცილო პაროდიებს აკეთებდა, რომ მეგობრებს დამატებით აცინებდა. დეივი და ქეითი ერთმანეთზე მიხუტებულები გარე სამყაროს გამოთიშვოდნენ. გაცისკროვნებული თვალებით უყურებდნენ ერთმანეთს, იცინოდნენ და პერიოდულად მოკლე კოცნითაც აჯილდოვებდნენ ერთმანეთს. ლიამი კი ჩაფიქრებული იჯდა. ფილმს ნაკლებად აქცევდა ყურადღებას... თვალები მაინც ბრინასკენ გაურბოდნენ და თავს ვერაფერს უხერხებდა.



№1 სტუმარი Busa-bususa

Au dzan magaria ra sayvarlebi arian, yvela dzalian shemiyvarda, rac shegexeba shen dzalian niwieri xar da wignis daweraze ifiqre:-D

 


№2 სტუმარი natia

ძალიან კარგია... მაგრამ ორი თავი დადე რააა ..., ძალიან მაინტერესებს . მაგარია ძაან .

 


№3  offline წევრი Paaw

ჩემო ანკა,შაბათ-კვირა თავისუფალი გაქვს და აბა შენიცი ეხლა wink დიდი თავები დაგვიდე რო აღარ შეგაწუხოოთ wink ველოდებიი ახალთავს მალეეეეეეეე love ძალიან საყვარლები არიან ლიამი და ბრი,არ დატანჯოო რა wink love

 


№4  offline წევრი lamazmani

ძალიან კარგი თავი იყო მომწონს ძალიან საინტერესოა ძაან love მალე გამოუტყდნენ ერტმანეტს სიყვარულში რა კაია მომწონს მალე დადე

 


№5  offline მოდერი ანკა

★✩♡♡♡♡♡♡madlobaa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent