შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თვალებმა გაგცეს (7)


23-03-2016, 20:22
ავტორი ანკა
ნანახია 3 783

-აი მოვედით, ეს სახლია - თქვა ლიამმა და ჭიშკრისკენ წავიდა.
-იქნებ არ ღირდა რომ ჩამოვედი? მგონი სჯობს უკან დავბრუნდე.. ხელს შეგიშლით - უპასუხა ერთ ადგილას ატუზულმა.
-ამხელა გზა იმისთვის გამოიარე რომ უკან დაბრუნებულიყავი?- გაოცებულმა დააღო პირი, შემდეგ კი ბრინას მიუახლოვდა და ხელი ჩასჭიდა. მისი შეხებაზე გოგონას სულ ცხელმა ტალღამ დაუარა და გული აუჩქარდა. უნდოდა მისთვის ხელი გაეშვა, თუმცა ლიამს ის მჭიდროდ ჰქონდა მოქცეული თავის დიდ ხელში. - ახლა აქედან არსად აღარ გაგიშვებ - თქვა, ჭიშკარი შეაღო და ერთ-ერთ მეგობარს შორიდანვე დაუქნია ხელი.
-დეივ! - შესძახა გახარებულმა ლიამმა, გოგონა კი გულაფრიალებული ეძებდა თავის ძმას.
-ლიამ! ბრი! უკვე ჩამოხვედით? არ მეგონა ასე მალე თუ მოახერხებდით - თქვა სასიამოვნოდ გაკვირვებულმა ყმაწვილმა და სტუმრებს შინისკენ გაუძღვა.
-სად არიან დანარჩენები? - იკითხა მამაკაცმა ინტერესით.
-ბენი და მეთი საქმეზე არიან წასულები, ქეითი სამზარეულოშია... თქვენს დასახვედრად კერძებს ამზადებდა - თბილად გაუცინა ბრიანას და ორსართულიანი სახლის კარიც შეაღო.
-ქეით! - ლიამმა მაშინვე სამზარეულოში შეაბოტა და გოგონას მეგობრულად გადაეხვია.
-ლიამ! რა კარგია ასე მალე რომ ჩამოხვედით, თუმცა ყველაფრის მომზადება ჯერ ვერ მოვასწარი - გახარებული უეცრად დაღონდა, შემდეგ კი ისევ გაუცისკროვნდა სახე, როდესაც მამაკაცის გვერდით გოგონა დაინახა - შენ ბრიანა ხო? მე ქეითი ვარ სასიამოვნოა - კისკისით გაეცნო და დიდი ხნის დაქალივით გადაეხვია.
-ჩემთვისაც სასიამოვნოა ქეით. ბრი დამიძახე კარგი? - თბილად გაუღიმა, შემდეგ კი სამზარეულოს მოავლო თვალი - გინდა დაგეხმარო? - ჰკითხა მონდომებულად.
-კი, რატომაც არა... მალე მოვრჩებით და თან ვიჭორავებთ - სიხარულით დასთანხმდა და საქმესაც შეუდგნენ. ლიამი და დეივი გვერდზე ოთახში გავიდნენ და გოგოები მარტო დატოვეს. თან ჭორაობდნენ და თან საჭმელს აკეთებდნენ. ბრიანამ ისიც უთხრა, რომ ეშინოდა ბენთან შეხვედრის, ვინაიდან მას უვკე იცნობდა და არ იცოდა რა რეაქცია ექნებოდა ბიჭს. ქეითმა დაამშვიდა, თუმცა ბრი გულის სიღრმეში რაღაც ცუდის მოლოდინს გრძნობდა.
საღამოსთვის მოითავეს ყველაფერი და დაღლილები გავიდნენ მისაღებ ოთახში.
-ბენს დავურეკე და წუთი-წუთზე მოვა - ჩაილაპარაკა ლიამმა მშვიდი ტონით და ბრიანას გახედა.
-კარგი - თითქმის ჩურჩულით თქვა აღელვებულმა და სავარძელში მოკალათდა. ეზოში ყეფის ხმა გაისმა და ყველამ ფანჯრიდან იქით გაიხედა.
-მოვიდნენ.. - ფეხზე დეივი წამოდგა, კარგი გააღო და გარეთ გავიდა. მათი მისალმების ხმები ისმოდა... დეივმა ბიჭს უთხრა, რომ მისი და უკვე ჩამოსული იყო და ახლა მისაღებ ოთახში ელოდებოდა. დაინტერესებულ ბენს ერთი სული ჰქონდა თავისი და ენახა.. აჩქარებულ ნაბიჯით შევიდა მისაღებ ოთახში და გაოგნებული ერთ ადგილას შედგა, როდესაც ბრიანა დაინახა.
-შენ?! აქაც არ მანებებ თავს?! - შესაძახა განრისხებულმა. უეცრად სახლში ძაღლი შემოვარდა. ძმის რეაქციით დაბნეულმა გოგონამ მაინც იცნო ის ლეკვი, რომელიც სიკვდილს გადაარჩინა. ლეკვი კუდის ქიცინით მიუახლოვდა და წრეების რტყმა დაუწყო.
-მარლი! წამო! - კიდევ ერთხელ დასჭექა და მეორე სართულზე ავარდა. ლეკვიც მას მიჰყვა და ოთახში სიჩუმემ დაისადგურა.
გოგონა ერთ ადგილას გახევებულიყო, თვალებიდან ჯერ ერთი ცრემლი ჩამოუგორდა, მერე მეორე და მალე მთელი სახე დაუსველდა. შემდეგ ზურგზე ცხელი სხეულის შეხება იგრძნო და მთელი სხეული დაეხორკლა.
-წამო - ჩასჩურჩულა ყურში ლიამმა, შემდეგ ხელი წელზე მოხვია, ტანზე აიკრა და უსუსური გოგონა მეორე სართულზე ერთ-ერთ ოთახში შეიყვანა.
-ვძულვარ...- ამოისლუკუნა მამაკაცთან მარტო დარჩენილმა და ცრემლიანი თვალებით ახედა.
-არ სძულხარ... უბრალოდ ძველი წყენა გაახსენდა. თვითონაც ვერ ხვდება რომ უაზროდ გაბრაზდა... დამშვიდდება და მიხვდება.. მე დაველაპარაკები გპირდები - დაუწყო დამშვიდება. ამდენი რამის შემდეგ ბრიანა საოცრად დაღლილი იყო. ლიამმა შეამჩნია, გოგონა საწოლზე დააწვინა, საბანი მიაფარა და სინათლე ჩააქრო.
-არ წახვიდე რა...- ამოიჩურჩულა და უკანასკნელი ენერგიაც ხმის ბგერებს ამოაყოლა. მამაკაცი უსიტყვოდ დაემორჩილა. ზურგიდან მიუწვა, ხელები წელზე მოხვია და გულში ჩაიკრა, ცხვირი კი მის ხუჭუჭა თმებში ჩარგო და ღრმად შეისუნთქა სასიამოვნო არომატი.
ასე უმოქმედოდ ქალთან პირველად იწვა და ჭკუიდან შეშლამდე ცოტა აკლდა. ვერ წარმოიედგინა, თუ ოდესმე გოგოსთან ერთად ტანსაცმლით დაიძინებდა და მხოლოდ მისი სურნელის შეგრძნებით დაკმაყოფილდებოდა, თუმცა ეს პატარა გოგო რაღაცას უშვებოდა... ვერ გაეგო რატომ უნდოდა მასზე ეზრუნა, ან თუნდაც რატომ მოსწონდა მისი ნერვების მოშლა...
ენერგიაგამოცლილ ბრიანას საშინლად ესიამოვნა ზურგზე ლიამის სხეულის შეგრძნება, რომლის სიმხურვალესაც ტანსაცმლის მიუხედავად მაინც აშკარად გრძნობდა. ცხელმა სასიამოვნო ტალღამ დაუარა, შემდეგ გული აუჩქარდა და აღელვებისგან სისხლი სახეზე მოაწვა, თუმცა ნელ-ნელა გულისცემა დარეგულირდა. თავს საოცრად დაცულად და კომფორტულად გრძნობდა. ბენზე და მის რეაქციაზე ნერვიულობას უბრალოდ ვეღარ ახერხებდა, ლიამის შეხება ყველა ფიქრს ურევდა და აზროვნების უნარს აკარგვინებდა.
ურთიერთობებში ძალიან გამოუცდელი იყო. ბევრი თაყვანისმცემლის მიუხედავად ურთიერთობა არავისთან ჰქონია.. ყველას რაღაც ისეთ ნაკლს უპოვიდა ხოლმე, რაზეც თვალს ვერ დახუჭავდა... ასე გახდა 18 წლის და ჯერ კიდევ არ იცოდა რა იყო სიყვარული. ამაზე არც ღელავდა, ათასი სხვა სადარდებელი ჰქონდა და მათი მოგვარებით იყო დაკავებული. ამჟამადაც ამ „მისიით“ იყო ჩამოსული მაიამიში, თუმცა ლიამი... ყველა მისი შეხება გონებას ურევდა და ისიც ავიწყდებოდა სად იყო და რისთვის იყო...

დილით ერთმანეთზე გადაკვანძულებს გაეღვიძათ. უფროსწორედ ბრიანას გაეღვიძა, ლიამი კი მშვიდად ფშვინავდა კმაყოფილი გამომეტყველებით. უკვე მთელი სხეული დატკეპნილი ჰქონდა მამაკაცის უშველებელი სხეულის გამო, რომელიც მთელი ღამე არ მოშორებია... მისკენ მიაბრუნა თავი რომ გაეღვიძებინა და მისი სუნთქვა დაეცა თუ არა სახეზე, მაშინვე ადგილზე გაიყინა. კაცის სუნამოებზე ჭკუა ეკეტებოდა ყოველთვის და თუ ვინმეს კარგი სუნამო ესხა მის მიმართ ყოველთვის კეთილგანწყობით ივსებოდა ხოლმე, თუმცა ეს არც სუნამოს სუნი იყო და არც ამის გამო გამოწვეული კეთილგანწყობა. ეს მამაკაცის სურნელი და მისდამი ლტოლვა იყო. შეშინებული აფართხალდა მის მკლავებში, ვინაიდან ეს გრძნობა აშინებდა... პირველად გრძნობდა და ძალიან ეუცხოებოდა.
-ლიამ! გაიღვიძე და მომშორდი! - მიმართა შეძლებისდაგვარად მკაცრი და მყარი ტონით.
-მმმ... ჯერ ადრეა, ძილი მინდა - უპასუხა უდარდელად და წელზე მოხვეული ხელის თითები აათამაშა. ბრინას ჟრუანტელმა დაუარა და გული აუჩქარდა.
-შენს ოთახში დაიძინე! გადი აქედან! - შეუბღვირა და უკმაყოფილო ლიამმაც თვალები გაახილა. ოდნავ წამოიწია რომ ოთახი მოეთვალიერებინა, თან ისე რომ გოგონას წელიდან ხელი არ მოუშორებია.
-ჩემს ოთახში ვართ - ნიშნისმოგებით ჩაუკრა თვალი და მზერა გაუსწორა „აბა ახლა საიდან გამაგდებო“.
-მაშინ ჩემი ოთახი მაჩვენე რომელია.. - ამოიოხრა და საბოლოოდ დაიძვრინა თავი ლიამის მავთულ-ხლართებიდან.
-მეზარება - მხრები აიჩეჩა და კომფორტულად მოეწყო ბალიშზე.
-აუუ... კარგი რაა... - დაიწყო წუწუნი, იქნებ ასე მაინც შევეცოდოო, თუმცა ლიამი ზედმეტად კარგ ხასიათზე იყო რომ ბრინას თხოვნები გაეთვალისწინებინა.
-ადექი და მოძებნე შენი ოთახი, ჩემგან რა გინდა - უთხრა გაკვირვებულმა.
-როგორ მოვძებნო, იქნებ ვინმეს შევუვარდე ოთახში - გაიკვირვა გოგონამ.
-მე რომ შემომივარდი მთელი ღამე არ გასულხარ და სხვასთან გერიდება? - ცალი წარბი ასწია და ირონიული მზერა გაუსწორა.
-მე შემოგივარდი ხო? შენ თვითონ შემომიყვანე - გაბრაზდა და იგრძნო როგორ ახურდა სახეზე, როდესაც გაახსენდა როგორ ეძინათ.
-სამაგიეროდ შენ მთხოვე დარჩიო, თორემ მე მივდიოდი - ტუჩის კუთხე ჩატეხა კმაყოფილმა, როდესაც მიხვდა, რომ მალე გოგონას კამათში დაამარცხებდა.
-და სად მიდიოდი ეს თუ შენი ოთახი იყო?! - ხელები გადააჯვარედინა და შეკრული წარბებიდან გახედა.
-რა მნიშვნელობა აქვს.. ოთახში მარტოს გტოვებდი, მაგრამ ჩემთან ერთად ძილი მოგინდა - ჩახედურად ჩაიცინა და ჯიუტი მზერა გაუსწორა.
-აუუუ... შეგეყვანე ჩემს ოთახში! ახლა ხომ გაგაგდებდი უკვე - ნაწყენმა დაბუშტა ტუჩები და საწოლზე დაჯდა.
-კარგი რა, რაზე ბრაზდები... შენი ოთახია ეს სულელო - ცოტა ხნის წინ ირონიულ ლიამს ახლა თბილად გაეცინა და გოგონას კულულებზე წაეთამაშა.
-ხელი გამიშვი და გაბრძანდი ოთახიდან!.. - შეუბღვირა და ანიშნა მალე გაქრი აქედანო.
-ჰმმ... და რომ არ გავიდე? - ისევ განაგრძო ბრინას ნერვებზე თამაში.
-ღმერთო რა დავაშავე ასეთი იდიოტი რომ ხარ! - ამოიოხრა კამათით დაღლილმა. - წყლის გადასავლებად შევდივარ და რომ გამოვალ აქ არ დამხვდე იცოდე! - გააფრთხილა და სააბაზანოში შევიდა.
ცხელმა წყალმა სასიამოვნოდ მოადუნა გოგონას კუნთები. თვალები დახუჭა და თვალწინ მასზე მიხუტებული ლიამი დაუდგა. წამსვე გააქნია თავი და გაკვირვებულმა ააფახულა წამწამები. რატომ გაახსენდა ახლა ეს? რა დროს ლიამი იყო, ბენთან დაკავშირებით რამე უნდა ეღონა. ეს გაახსენდა თუ არა, მაშინვე მოიწყინა. სააბაზანოდან გამოვიდა და ოთახის კარის შეღებამდე ერთი სიცოცხლე დალია. ეგონა ლიამი ისევ იქ დახვდებოდა, თუმცა საბედნიეროდ მამაკაცი ოთახიდან გასული იყო. მოკლე სარაფანა გადაიცვა, ხუჭუჭა თმები ხელით შეალამაზა და პირველ სართულზე ჩავიდა.
-დილამშვიდობის ბრი! - პირველად პოზიტიური ქეითი მიესალმა გოგონას. ბრიანაც ყველას მიესალმა. ყველა იქ იყო ბენის გარდა. ბიჭი შუა საუზმისას შეუერთდა მეგობრებს. თმები აბურძგვნოდა და როგორც ეტყობოდა არც ადარდებდა. ბრიანასთვის ზედაც არ შეუხედავს, სწრაფად ისაუზმა და ჭურჭელი გასარეცხად დადო.
-ბენ, დამელოდე უნდა ვილაპარაკოთ - სერიოზული ტონით მიმართა ლიამმა. ჭურჭელი მანაც თავის ადგილზე დადო და ოთახიდან ბიჭთან ერთად გავიდა.
-რა ხდება? - იკითხა დაეჭვებულმა ქეითმა.
-ის ხდება, რომ ბენი უაზროდ იქცევა.. პატარა ბავშვივით.. ვინმემ ჭკუა უნდა დაარიგოს - თქვა მეთმა.
-ფისუნია, წყალი მომე რა - თქვა დეივმა და ქეითს თბილად გაუღიმა.
-ახლავე - ყოჩაღად წამოხტა გოგონა ფეხზე და ჭიქა ცივი წყლით აავსო.
-კარგით ნუ გადაგვბუგეთ მე და ბრი თქვენი სიყვარულით - თვალები დააბრიალა მეთმა და ბრიანას მეგობრულად გაუცინა.
-შეყვარებულები ხართ? - იკითხა დაინტერესებულმა გოგონამ.
-კი, უფროსწორედ მომავალი ცოლ-ქმარი - ამაყად გაიჯგიმა დეივი და შეყვარებული კალთაში ჩაისვა.
-გილოცავთ! - წყვილს ბედნიერება უსურვა ბრიანამ, შემდეგ კი მისაღებ ოთახს მიაშურა. იქიდან ლიამის და ბენის საუბარი ისმოდა და რამდენიმე სიტყვამ მის ყურამდეც მიაღწია.

-ბენ... დამპირდი რომ ბრინას დაელაპარაკები და ბოდიშს მოუხდი - გაბრაზებული ლაპარაკობდა ლიამი.
-კაი... არ ვიცი რა.. - არამყარად ჩაილაპარაკა ბიჭმა.
-რამდენჯერ უნდა წაგიკითხო ერთი და იგივე ლექცია? შენთვითონ ვერ ხვდები რომ ბრის უსამართლოდ ექცევი?! - ხმის ტონს აუწია ლიამმა.
-აუუ ახლა თავიდან არ დაიწყო!
-მაშინ ბრისთან ურთიერთობა მოაგვარე! შენი დაა და შენ კიდევ როგორ ექცევი! რამდენი იწვალა რომ მშობლები ეპოვნა, შემდეგ შენ... რამდენი ინერვიულა როცა მაშინ გაწყენინა... აქ მოსვლაც არ უნდოდა, შენთან კონფლიქტის ეშინოდა.. შენ კიდევ როგორ მოიქეცი! დაინახე თუარა უღრიალე და ოთახში ავარდი!
-ბოდიში... - ჩუმად ჩაილაპარაკა ბენმა.
-ბოდიში ბრის უნდა მოუხადო - წყნარადვე უპასუხა ლიამმა.
-მოვუხდი, მაგრამ ასეთი ადვილი არაა სიამაყე დაივიწყო. გპირდები შევეცდები..
-კარგი, მაგრამ დიდხანს არ გაწელო...

გოგონამ იქ შესვლას არჩია ეზოში გასულიყო. ხის ჩრდილში მოკალათდა და სახეზე ღიმილი გამოესახა, როდესაც მისკენ კუდის ქიცინით მიმავალი ძაღლი დაინახა. მწვანე მინდორზე დაჯდა და ლეკვმაც მას მიბაძა.
-რამხელა გაზრდილხარ - უთხრა ძაღლს თბილად და მოეფერა. ოქროსფერი პარტყუნა ყურები საყვარლად უქანავებდა ნიავის გამო. ძაღლს იმდენი ეფერა, სანამ ლეკვს ძილი არ მოერია. გვერდზე მიუწვა და თავი ფეხებზე დაადო კიდევ მომეფერეო. მარლის ფერებით იყო გართული, როდესაც მისკენ მიმავალი ნაბიჯების ხმა გაიგო. უკან გაიხედა და მისკენ მიმავალი ლიამი დაინახა. მამაკაცმა თბილად გაუღიმა, შემდეგ მის გვერდზე დაჯდა და თვალი სივრცეს გაუსწორა.
-ბენმა ნერვები ხომ არ მოგიშალა დღევანდელის გამო? - ჰკითხა ბოხი ხმით.
-ახლა ვერ ხვდება რას აკეთებს და ამიტომ იქცევა ასე... არ მწყინს. - დამამშვიდებელი ტონით უთხრა ლიამს.
-დაველაპარაკე უკვე. მიხვდა რომ უაზროდ იქცევა და დამპირდა რომ ბოდიშს მოგიხდის - ამჯერად ბრინას გახედა, შემდეგ კი მზერა ლეკვზე გადაიტანა.
-ბოდიში არაა საჭირო, მთავარია...
-რადგან ვამბობ ესეიგი საჭიროა.. - შუაზე გააწყვეტინა და მყარად განაცხადა. - როგორც ვხედავ მარლის ისევ ახსოვხარ - გაეცინა და თვითონაც მოეფერა ძაღლს. ცოტა წინ წაიწია, რომ მას მიწვდომოდა და ბრიანასთან ძალიან ახლოს აღმოჩნდა. ბრი აჩქარებული გულით და გაფართოებული თვალებით მისჩერებოდა ლიამს.
-პლაჟზე მივდივართ, არ წამოხვალთ? - წყვილს მეთი მიუახლოვდა და თან ხელში მზის სათვალე აათამაშა.
-კი - უპასუხა ბრინამ და მაშინვე ფეხზე წამოხტა რომ ლიამს მოშორებოდა. მამაკაცმა ტუჩის კუთხე ჩატეხა და გოგონას ირონიულად გახედა, საპასუხოდ კი დაბღვერილი მზერა მიიღო.
-დეივი სადაა? - იკითხა ლიამმა და ისიც ფეხზე წამოდგა.
-მანქანაშია უკვე ისე ეჩქარება წასვლა - გაეცინა მეთიუს.
-ქეითთან მაქვს საქმე, სახლშია? - იკითხა ბრიანამ ინტერესით.
-კი
-კარგით, მალე მოვალ - დაუბარა ბიჭებს და სახლისკენ გაემართა.
ბიკინი წამოღებული ნამდვილად არ ჰქონდა და ახლა ქეითის იმედზე იყო. კარში შეეჩეხა გოგონას და როგორც აღმოჩნდა ისიც ბრიანას ეძებდა, რომ ეკითხა ჰქონდა თუ არა წამოღებული რამე ისეთი ტანსაცმელი რასაც პლაჟზე ჩაიცმევდა.
-ჩემი გადამრჩენელი ხარ ქეით - ძლიერად ჩაეხუტა გოგონას, შემდეგ კი თვალები გაოცებისგან გაუფართოვდა, როდესაც ქეითმა წინ 10 ბიკინი დაუდო.
-რომელიც გინდა ის აირჩიე. წესით ყველა უნდა მოგერგოს - გაუღიმა და საწოლზე ჩამოჯდა.
-ყველა ლამაზია... შენ რომელს მირჩევ? - ჰკითხა დაფიქრებულმა.
-აი ამას... ყველას დაატყვევებ - ეშმაკურად ჩაიცინა ქეითმა და ყვითელი ბიკინი ხელში შეათამაშა - მიდი მოიზომე - თქვა და ბრინას გადაუგდო.
გოგონას ძალიან მოუხდა ყვითელი ბიკინი. მისი ისედაც იდეალური სხეული კიდევ უფრო მიმზიდველად გამოიყურებოდა და ასეთ ფორმაში ვინც დაინახავდა გულგრილი ნამდვილად ვერ დარჩებოდა.
ქეითმა რამდენიმე დამატენიანებელი კრემი ჩადო ჩანთაში, კიდევ პირსახოცები, მზის სათვალეები და ბრიანასთან ერთად სახლიდან გამოვიდა.
ერთ მანქანაში დეივი და ბენი დახვდათ. ბუნებრივი იყო ქეითი საქმროსთან მივიდა. მეორე მანქანაში კი ლიამი და მეთიუ იყვნენ და ბრიანა მათკენ გაეშურა. პლაჟი ახლოს იყო, ფეხით რამდენიმე წუთის სავალზე, თუმცა როგორც ბიჭებმა თქვეს საღამოს კლუბში წასვლა უნდოდათ და მანქანებში ამიტომ გადანაწილდნენ.
მალევე ნახეს თავისუფალი ადგილი პლაჟზე და თავიანთი ნივთები დაყარეს. გოგოებს ბიკინიზე სარაფანები ჰქონდათ გადაცმული. ქეითმა მაშინვე გაიხადა კაბა და ჩრდილში დადო. დეივმა საცოლე თავის მკლავებში მოიმწყვდია და ტუჩებში აკოცა.
-ულამაზესი ფისუნია მყავს - ჩაილაპარაკა ამაყად და კმაყოფილს გაეღიმა.
-ცალკე მაინც დაკავდით მაგ თქვენი სიყვარულით ვაა! - ამოიბუზღუნა მეთიუმ, რომელმაც დილითაც გამოთქვა პრეტენზია წყვილის მოურიდებლობასთან დაკავშირებით.
-რაიყო ბიჭო გშურს? - ენა გამოუყო დეივმა.
-რისი უნდა მშურდეს. ცოლად რომ მოიყვან მერე ნახე რაც მოგივა - შეეპასუხა ნიშნისმოგებით და ზღვისკენ გაემართა. ბენიც მას მიჰყვა.
-ბრი წყალში არ შემოხვალ? - მხიარულად გაიცინა ქეითმა და გოგონას მომლოდინე მზერა მიაპყრო.
-კი ცოტახანში შემოვალ... - უხერხულად გაიღიმა და ჩრდილში დაჯდა.
-კარგი, გელოდებით - უპასუხა და კუნტრუშით მიაშურა ზღვას. ბიჭებმაც გაიხადეს მაისურები და ზღვისკენ წავიდნენ. ლიამის პრესის დანახვისას ბრის თვალები გაუფართოვდა. ჯანდაბა! აქამდეც ხომ უნახავს წელსზემოთ შიშველი! საკუთარ თავს ვერაფერი მოუხერხა. მამაკაცმა თვალი ჩაუკრა და ზღვისკენ წავიდა. საშინლად შერცხვა და თავი მუხლებში ჩარგო.

რამდენიმე წუთს ასე იჯდა. რა უნდა ეკეთებინა? ცურვა არ იცოდა და ეშინოდა წყალში შესულს რამე არ მოსვლოდა, ტრავმები ისედაც არ აკლდა. ნელა მიუახლოვდა სანაპიროს და მოუნდა ფეხებით შესულიყო წყალში, ასე ხომ არაფერი მოუვიდოდა... სარაფანა გვერდზე დააგდო და უნაკლო სხეული გამოამზეურა.

თვალებმა გაგცეს (7)


ლიამმა მისი დანახვისას პირი დააღო, რაღაცნაირად აენთო. როგორ მოუნდა ბრინასთვის ლამაზ ტუჩებზე ეკოცნა. გოგონას არც შეუმჩნევია ლიამის რეაქცია. თავის სტიქიაში გართული დასეირნობდა სანაპიროზე.
-საცურაოდ რატომ არ შემოდიხარ? - ზურგს უკან ლიამის ხმა გაიგო და მისკენ მიბრუნდა. ენა გადაეყლაპა, როდესაც დაინახა როგორ წვეთავდა აჩეჩილი თმებიდან წყალი და როგორ ეცემოდა ნავარჯიშებ სხეულზე.
-ცურვა არ ვიცი - ამოიბლუყუნა ძლივსგასაგონად და გულმა ბაგა-ბუგი დაუწყო.
-ჩემთან ერთად შემოდი არ გინდა? - ჰკითხა და უფრო მიუახლოვდა.
-არა, მეშინია.. - უკან დაიხია და ლიამს მზერა აარიდა.
-წამო - უეცრად ძირს დაიხარა, გოგონა ხელში აიტაცა და ზღვისკენ გაემართა.
-აააა!!! დამსვი იდიოტო! - ხელ-ფეხის ქნევა დაიწყო განერვიულებულმა ბრინამ, თუმცა შემდეგ გააანალიზა რომ შეიძლებოდა მამაკაცს ამდენ ფართხალში დავარდნოდა და ორივე ხელი კისერზე მჭიდროდ მოხვია.. მხოლოდ კივილი განაგრძო - იდიოტი ხარ! ცხოველი! ველური! უტვინო ხისთავიანი!
-როდის ამოგეწურება სიტყვათა მარაგი?! - შეუბღვირა ლიამმა.
-როცა ტვინი მოგემატება მაშინ - ეს უპასუხა თუ არა, იგრძნო რომ უკვე კისრამდე წყალში იყო. ლიამს ის ხელებში ეჭირა და მთელი ტანით მასზე იყო მიკრული. ხელები კი ისე მჭიდროდ ჰქონდა მის კისერზე მოხვეული შიშისგან, რომ თავისდაუნებურად ცხვირი მამაკაცის კისერში ჰქონდა ჩარგული, საიდანაც გამაბრუებელ სურნელს გრძნობდა. ხოლო როდესაც ისიც იგრძნო, თუ როგორი მხურვალე და მკვრივი კანი ჰქონდა მას, საერთოდ გამოშტერდა. ტანში ცხელმა ტალღამ დაუარა და ლოყები შეეფაკლა, თუმცა მოშორებას ნამდვილად არ აპირებდა. საშინლად ეშინოდა დახრჩობის.
ლიამს ყველა ძარღვი დაჭიმული ჰქონდა და გული აჩქარებოდა. ნახევრად-შიშველი გოგო ეჭირა ხელში და მთელი ტანით აკრული ჰყავდა. მაინც რა სასტიკ გამოცდებს უწყობდა თავის თავს? ხომ იცოდა, რომ მისი ნაზი კანის შეხებისთანავე ბრინას კოცნის სურვილი შეიპყრობდა. უბრალოდ აგიჟდებდა მისი იდეალური სხეული... კინაღამ ჭკუიდან შეიშალა, როდესაც ბრიანას სრული მკერდი თავის ტანზე იგრძნო.
-ბრი, ნუ დამახრჩობ გთხოვ... - მხოლოდ ამის თქმა მოახერხა ხრინწიანი ხმით და ბრიანაც უსიტყვოდ დაემორჩილა. შვებისგან ამოისუნთქა, როდესაც გოგონას კანი ნაკლებად იგრძნო თავის სხეულზე. ბრინა ლიამს აღელვებული, არეული და შეშინებული თვალებით უყურებდა. რომელი იყო ზღვისგან გამოწვეული და რომელი ლიამისგან თვითონაც არ იცოდა, თუმცა რომ ვეღარ აზროვნებდა ეგ უკვე ფაქტი იყო.
-პლაჟზე დამაბრუნე.. დროზე! - ბრიანას უნდოდა დამაჯერებელი ტონი ჰქონოდა, თუმცა მისი ეს ნათქვამი კატის კნავილს უფრო ჰგავდა. ლიამის თაფლისფერ თვალებს უყურებდა... მამაკაცსაც მზერა გაესწორებინა გოგონას ულამაზესი მწვანე თვალებისთვის და ნელ-ნელა საკუთარ თავზე კონტროლს კარგავდა. ინსტინქტურად დაიხარა მისკენ, რომ ტუჩებზე ეკოცნა, თუმცა უკანასკნელ წამს მაინც მოახერხა გამოფხიზლება. ბრინა განძრევას ვერ ახერხებდა. მოჯადოებულივით მინდობოდა ლიამის ქმედებებს. როდესაც მისი სუნთქვა სახეზე დაეცა თვალები მიელულა. გულმა ასმაგად დაიწყო ცემა როდესაც მისი ცხელი ტუჩები მსუბუქად შეეხნენ, თუმცა დენდარტყმულივით გამოფიზლდა როდესაც ლიამმა უკან დაიხია.
-ლიამ! ან პლაჟზე დამაბრუნებ ან მეთვითონ წავალ! - თქვა ამჯერად უფრო მყარად, თუმცა გრძნობდა როგორ გამალებით უცემდა გული.
-არ მეგონა ასეთი მშიშარა თუ იყავი - ნიშნისმოგებით შეეპასუხა მამაკაცი.
-მაგაზე მერე ვიმსჯელოთ - წარბებშეკრულმა გახედა და ტუჩები დაბუშტა. მამაკაცს წამიერად მზერა გაექცა მისი ლამაზი ტუჩებისკენ და თავისი ტუჩები გემრიელად გაილოკა. ამჯერად ეს ბრინას არ გამორჩენია, თუმცა მალევე გამოფხიზლდა როდესაც მიხვდა, რომ ნაპირისკენ მიემართებოდნენ.
-თვალებმა გაგცეს ლამაზო - ჩაილაპარაკა სხვათაშორის და ტუჩის კუთხე კმაყოფილმა ჩატეხა. სანაპიროზე გასულმა გოგონა ძირს ჩამოსვა და ისე განაგრძეს სიარული.
-როგორც იქნა! - თქვა ბრიანამ ირონიულად.
-უკვე ვნანობ რომ არ დაგახრჩე იქვე - მობეზრებულად გამოსცრა კბილებს შორის.
-არ გამიკვირდებოდა შუა ზღვაში რომ დაგეტოვებინე - ენა გამოუყო და ხელები გადააჯვარედინა.
-ასე გამომწვევად რატომ ჩაიცვი?! - განრისხებული თვალებით შეხედა ლიამმა ბრინას. გოგონას გაუკვირდა საერთოდ რა შუაში იყო ახლა აქ ჩემი ჩაცმულობაო, თუმცა პასუხი მალევე მოიფიქრა.
-შენ უნდა გკითხო როგორ ჩავიცვავ? - ცალი წარბი აზიდა და დაკვირვებით შეხედა თვალებში.
-ბრი, ნუ მეპასუხები თორემ ჩემს თავზე პასუხისმგებელი არ ვარ! - შეუღრინა გაცოფებულმა და გოგონამაც ენას კბილი დააჭირა. არ ეგონა ასეთი ფეთქებადი ხასიათი თუ ჰქონდა მამაკაცს, თანაც ასეთი ცვალებადი...



№1  offline წევრი Paaw

მაგარი გოგო ხარ რა ! რა გითხრა იმის მეტი რო მალე დადო :D <3 ძალიან მომწონხარ შენი ისტორიებითურთ :D <3 გელოდები ხვალ ^_^ love

 


№2  offline მოდერი ანკა

Paaw
მაგარი გოგო ხარ რა ! რა გითხრა იმის მეტი რო მალე დადო :D <3 ძალიან მომწონხარ შენი ისტორიებითურთ :D <3 გელოდები ხვალ ^_^ love

მადლობა <3 love

 


№3  offline წევრი nuki-nuka

ძალიან მომწონს love

 


№4  offline მოდერი ანკა

nuki-nuka
ძალიან მომწონს love

მადლობაა <3 love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent