Freedom (სრულად)
სარკესთან იდგა და თავის ანარეკლს უყურებდა. როგორ ეზიზღება ეს სახე, ვერ იტანს. მიზეზი? ჰეტეროქრომია. ერთი თვალი ცისფერი, მეორე კი ყავისფერი. ზოგს უხარია, ამბობენ განსხვავებული ვარო. მაგრამ არა ემას. ყოველ დილით, სკოლაში წასვლის წინ დაახლოებით თხუთმეტი წუთი დგას სარკესთან და თავის სახეს სიძულვილით უყურებს. ახლაც ასეა. სარკეს თვალი მოაშორა და სააბაზანოში შევიდა. თავი მოიწესრიგა, ჩაიცვა და სახლიდან გავიდა. სკოლა. ეზიზღება ეს დაწესებულება. ვერც ბავშვებს იტანს, ვერც ბებრუხანა მასწავლებლებს, რომლებსაც თავი დიდი ვინმეები ჰგონიათ. სინამდვილეში ისინი მდაბიოები არიან. არ გეგონოთ, რომ მეგობრები არ ჰყავს, ჰყავს თანაც ძალიან ბევრი, რომლებიც სიგიჟემდე უყვარს. აი უბრალოდ ამ სკოლას, მთლიანად, ბავშვებიანად, მასწავლებლებიანად, დირექტორიანად და ა.შ ვერ იტანს. მათი ცხოვრება უფერულია, ყოველ დღე ერთი და იგივე ხდება და მათ არ სურთ ამის შეცვლა. ემას ცხოვრება კი ფერადია. ყველანაირ სიგიჟეებს აკეთებს მეგობრებთან ერთად. ახლაც სკოლიდან, როგორც კი გამოვიდა, მაშინვე მეგობრებთან წავიდა. ჰო, მათ თავიაანთი ადგილი აქვთ, იქ მიდიან და მთელ დღეს გართობაში ატარებენ. გაინტერესებთ ადგილი? მიტოვებული შენობა. საოცარი ადგილია. მყუდრო, წყნარი, აი ისეთი ამ საშინელი და ერთფეროვანი სამყაროდან, რომ მოგწყვეტს. ხალხი იძახის, მანდ მარტო სატანისტები დადიანო, ცხოველებს ატყავებენ და ბლა ბლა ბლა. ეღიმება ამ ხალხის ლოგიკაზე. ამ ადგილას სხვებიც მოდიან, ვისაც წყნარად ყოფნა სურთ, იქნებიან ისინი ვინებიც არიან. თავისუფლებას იგრძნობენ. ყველა მათგანს არ იცნობს, მაგრამ უმეტესობას კი, ისინი უბრალოდ მეგობრები არიან, გამორჩეულად კი ექვსი ადამიანი უყვარს. ჯეკი, ალისია, ჯესიკა, ტედი, ლენა და ვიქტორი. გიჟდება მათზე. დღესაც მივიდა და თავისი ბავშვებისკენ წავიდა. ყველა მოიკითხა და სიგარეტს მოუკიდა. ნეტარება. თავისუფლება. სიმშვიდე. მეგობრები. სითბო. გართობა. მშობლები? არ ჰყავს. სრულიად მარტო ცხოვრობს, რაც ძალიან ახარებს. ემას დედ-მამას მისდამი არანაირი გრძნობა არ ჰქონდათ, არ უყვარდათ, ამიტომაც მათი გარდაცვალება დიდად არ აწუხებს. ფულს კი მამიდამისი ყოველთვიურად უგზავნის. ამაშიც გაუმართლა. სიგარეტს აბოლებდა და სივრცეში იყურებოდა. არ ფიქრობდა არაფერზე და არავიზე. გარემო მოათვალიერა და შეამჩნია. მისგან ოდნავ მოშორებით თვით საოცრება იდგა. ისეთი საყვარელი, სიმპატიური იყო, რომ ტანში ჟრუანტელმა დაუარა. გრძელი ყავისფერი თმა კოსად შეეკრა რაც ემას უფრო მოსწონდა. აი როცა გაიცინა მანდ გადაეკეტა. ბიჭმაც გამოხედა და მისი მზერა შეამჩნია. ისე საშინლად შერცხვა ემას, რომ აღარ იცოდა სად წასულიყო. შერცხვა? ემას? საოცრება პირდაპირ. სირცხვილი ჯანდაბაში მოისროლა და სიგარეტის გაბოლება განაგრძო. დაიღალა და სახლში გადაწყვიტა წასვლა. ბავშვებს დაემშვიდობა და გარეთ გავიდა. ჰეჰე, თვით საოცრება ეზოში იყო და სიგარეტს ეწეოდა. ემა შეამჩნია და პირდაპირ თვალებში ჩააჩერდა. არც ემას მოუშორებია მზერა ისე დაიძრა მისკენ. მიდიოდა და თვალს არ აშორებდა. ბიჭი კი სიგარეტის გაბოლებას განაგრძობდა. მივიდა, ჩაეხუტა. ყელში უკბინა და წამოვიდა. მეორე დღეს სკოლა გააცდინა, და სალონში წავიდა. თმა ცისფრად შეიღება, აი ისეთ ცისფრად როგორიც მისი თვალია. კმაყოფილი გამოვიდა, და ისევ შენობისკენ წავიდა. მისი მეგობრებიდან არავინ იყო, ისინი ხომ ჯერ კიდევ სკოლაში იყვნენ. სკოლის გახსენებაზე უსიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა. არ ეგულება ადამიანი, რომელსაც ასე სძულს სკოლა. ერთი თვეა რაც ეს ბიჭი შეამჩნია. ყოველ დღე ნახულობს. დღესაც შენობისკენ გაემართა და კუთვნილ ადგილას დაჯდა. ჰმ, თვით საოცრება მისკენ მოდიოდა, ემას ჩაეღიმა და სიგარეტის მოწევა განაგრძო. ბიჭი გვერდით მიუჯდა და უთხრა - გიხდება თმა - აჰამ - სხვანაირი ხარ - ვიცი - მომწონხარ -მეც - კარგია. - თქვა და მაკოცა. არ მიგრძვნია „ჭიანჭველები“ სხეულში. ერთხელ დამიარა ჯრუანტელმა და შემდეგ თავისუფლება ვიგრძენი. თითქოს ცაში ავფრინდი, რბილ ღრუბლებს ვეხებოდი. საოცარი შეგრძნება იყო. - ბევრჯერ მაკოცე ხოლმე, მომწონს. - ვუთხარი და გავუღიმე. მანაც გამიღიმა და სიგარეტს მოუკიდა. - სახელი? - ემა, შენ? - თომასი. - მითხრა და გამიღიმა. კვლავ მაკოცა. კვლავ ეს საოცარი შეგრძნება. სამუდამოდ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.