stokholm syndrome #6
თავი მეექვსე მოძალადემ რკინის კარი გააჭრიალა და ბინძურ ოთახში შეაბიჯა. ლილის სახე დაემანჭა და გაეღვიძა. ბიჭს ხელში ფუნთუშები ეკავა. -საჭმელი მოგიტანე, ცხელია... -არ მშია, -თქვა გოგონამ და თავზე ხელი ძლიერად მიიჭირა, თითქოს რაღაც მაგიური მოძრაობით ტკივილის შეკავებას ცდილობდა, ისევე როგორც ბებია აკეთებდა ხოლმე ამას, როცა ლილი ტიროდა, - დიდხანს მეძინა? -2 დღე, თითქმის, -თქვა ბიჭმა და ერთი ფუნთუშა ცხოველივით გაგლიჯა, -რა გაეწყობა, თუ არ გშია მე შევჭამ.... ლილის ნერწყვი მოადგა მაგრამ დანებებას არ აპირებდა. ამიტომ სასაუბრო თემა შეცვალა და შეეცადა ბიჭისთვის, რომელიც აღტაცებით ილუკმებოდა თვალი აერიდებინა. -მე პატიმარი ვარ? -რაღაც მსგავსი...-უპასუხა პირგამოტენილმა ძლივს გასაგონად. -პატიმარს ხომ აქვს ერთი ზარის უფლება? -გამარჯვებულის გამომეტყველებით შეხედა ბიჭს, - ნორმალურად ჭამა არ შეგიძლია? გულისამრევია... -ნორმალურად შენ ჭამე, არ მინდა დროზე ადრე მოკვდე, შიმშილით... რაც შეეხება ზარს, -ჩაფიქრდა ბიჭი, - შენ ზარის უფლება არ გაქვს, პატიმარი კი არა მძევალი ხარ... მძევლებს არ აქვთ ზარის უფლება, -უთხრა ამაყი სახით მოძალადემ და თვალი ჩაუკრა, -შეჭამე!- პოლიეთილენის დაორთქლილ პარკში ჩალაგებული ფუნთუშები დივანზე დაყარა და კარისკენ გაბრუნდა. -ავადმყოფო, მეზიზღები, გაეთრიე!-აყვირდა ლილი , ცელოფანს დასწვდა და ბიჭს ესროლა. -ეს ცუდია, ცუდი საქციელია... შეგიძლია იშიმშილო, ფეხებზე ... საქმეს გამიადვილებ, თუ შენი ნებით მოკვდები... -რა თქმა უნდა, -ჩაიცინა გოგონამ ირონიულად, -შენ ხომ მოკვლაც არ შეგიძლია? -გაჩუმდი!-იყვირა ბიჭმა და ლილის სილა გააწნა. ეს იმდენად მოულოდნელი იყო პატარა, დაუცველი გოგოსთვის, რომ თავიდან ვერ გააცნობიერა რა მოხდა და გაშეშდა, შემდეგ კი როდესაც მთელმა სხეულმა აღიქვა მომხდარი, უზარმაზარ შავ თვალებში წყლის წვეთებმა იწყეს ჩაგუბება. ეს პროცესი ისეთი ამაღელვებელი და სათუთი იყო... ბიჭს თითქოს სინდისის მონათესავე მატლი შეუძვრა გონებაში და ტვინის ჩიჩქნა დაიწყო. მერე მექანიკურად უკან დაიხია... -მაპატიე, გეტკინა? -გაეთრიე!-ამოისლუკუნა გულამოსკვნილმა გოგონამ... -როგორც ინებებ პრინცესა...-ისევ შეეცადა ირონიის გამობრწყინებას, მაგრამ ამ სიტყვებში ირონიაზე მეტი სხვა რამ იყო... რაღაც უცნაური გრძნობა... რომელიც სავარავუდოდ ტვინის გადაგვარებამ გამოიწვია, მატლის მიერ მისი დეფორმაციის გამო... რამდენიმე დღე ისე გავიდა ლილის არც ხმა ამოუღია და არც რამე უჭამია. ბიჭს იმის გაფიქრებაზეც კი ჟრუანტელი უვლიდა, რომ ეს პატარა არსება შესაძლო იყო მართლა მომკვდარიყო... აფექტის მდგომარეობაში მყოფმა ბიჭმა ეს მართლაც დაგეგმა, მაგრამ ახლა... ახლა, როდესაც მასთან რამდენიმე დღე გაატარა... არ შეეძლო. ეცოდებოდა. 15 წლის გოგონა, რომელსაც სიცოცხლის ფერი ისედაც გაჰქრობოდა, ნელ-ნელა მკვდრის ფერი ხდებოდა. *** მეშვიდე დღეს, გაცეცხლებულმა ბიჭმა რკინის კარი წიხლით შეაღო და გოგონას დივანთან ჩაიმუხლა. გოგონა ჭერს მიშტერებოდა, მისი თვალები არაფრისმეტყველი იყო. ცრემლი - საგულდაგულოდ ამომშრალი. ბიჭმა ისევ სილა გააწნა. რეაქცია არც ამ ქმედებას მოჰყოლია. ბიჭმა ზურგჩანთა მოიხსნა და იატაკზე დააგდო. მერე ჩაქუჩი ამოიღო და ლურსმანი კედელზე მიაჭედა. გოგონას თვალები უმეტყველობის პოზიციას იცვლიდა და ნელ-ნელა კედლისკენ ბრუნდებოდა. -გაინტერესებს რას ვაკეთებ?-ჰკითხა გაღიზიანებულმა ბიჭმა, -საჭმელს გაჭმევ... თუ ნებით არა, მაშინ ძალით. -საქმეს გიმარტივებ, შენ ხომ გინდა მოვკვდე?-რამდენიმე დღის მანძილზე, გოგონას ხმაც მისი სხეულივით იყო გაყინული. ბიჭს გაეღიმა. მიზანი მიღწეული იყო. ან თითქმის მიღწეული. -მე კი არა შენ უფრო გინდა... ამიტომ ამას არ დავუშვებ...-დახედა გოგონას ზემოდან და თვალი ჩაუკრა. -აქ უფროსი მე ვარ! -მაგ ნემსს მაინც გამოვიძრობ, ჯობია დამაბა... -ისევ ირონია. -წინააღმდეგი არ ვარ. -ფეხების შეკვრა არ დაგავიწყდეს...-ჩაიღიმა გოგონამ. -პირველ რიგში პირს აგიკრავ... სიჩუმე. ბიჭი სისტემის დაყენებას აგრძელებდა. -კარგი...-აჩურჩულდა გოგონა. -რას გულისხმობ? -გნებდები... -არ მჯერავს პატარავ, ნუ ცდილობ დაბმას თავი აარიდო, ეს კარგი რჩევა იყო, ვიცი ნემსს გამოიძრობ ამის გარეშე. -არაა ნემსი საჭირო, შევჭამ. ბიჭს აღტაცება დაეუფლა. თითქოს გაიმარჯვა. ოთახიდან გავიდა და ისევ ფუნთუშები შემოიტანა, მაგრამ ამჯერად ცივი. გოგონა უღიმღამოდ ილუკმებოდა, ნელ-ნელა ღეჭავდა საკვებს, რა გასაკვირია, ძალა მთლიანად გამოსცლოდა. ერთი ლუკმა ძლივს გადაყლაპა, მის ყელს რომ დაჰკვირვებოდით შეამჩნევდით როგორ ნაზად მიხოხავდა საგულდაგულოდ ნაღეჭი ლუკმა. გოგონას სახეზე კი ტანჯვა იხატებოდა, ტანჯვა რომელიც ისეთმა რთულმა საქმემ გამოიწვია, რომელსაც ლუკმის გადაყლაპვა ერქვა. ამოისუნთქა, მერე კი ძლივს გასაგონად წაილუღლუღა: -მომიგე, ორით ერთი...-ბიჭმა გაიღიმა და მტვრიან ოთახს გაეცალა. *** რა გასაკვირია, რომ ყველა ტელევიზიით გავრცელდა შემზარავი ამბავი თხუთმეტი წლის ინვალიდი გოგონას გატაცების შესახებ, თანაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილიდან. რა თქმა უნდა, ლილის დედამაც შეიტყო ეს ამბავი. დიდი ხნის წინ მიტოვებული ოჯახის წინაშე თავი დამნაშავედ იგრძნო, ტელევიზორი გათიშა და სახლიდან გავიდა. მირზას სახლის კარზე ისტერიული ბრახუნი ატყდა. მთვრალი ექიმი კედელ-კედელ გაუყვა კარისკენ მიმავალ ხალიჩას, კარი გააღო. იქ ვიღაც ქალი იდგა. თვალებზე ბინდგადაკრულმა მირზამ ქალი ვერ იცნო. ორივე თვალი სხვადასხვა მხარეს იხედებოდა და ერთი ქალი სამად ეჩვენებოდა, ამიტომ ცალი თვალი მოჭუტა და შეეცადა ბინდში გახვეული სილუეტები ერთმანეთში მოექცია. ცალი თვალით უდაოდ უკეთ ჩანდა. ქალი იცნო და უკან დაიხია: -მირანდა... -ღმერთო ჩემო, როგორი მთვრალი ხარ... რა გასაკვირია რომ ბავშვი დაკარგე? -შენღა მაკლდი...-თქვა კაცმა და უკან შებრუნდა, იქით წავიდა სადაც თავისი სასმელი ეგულებოდა. ქალი სწრაფი ნაბიჯებით მიუახლოვდა, შემოაბრუნა და სილა გააწნა. მამაკაცმა თავი ვერ შეიკავა და იატაკზე დაეცა. -რას გავხარ? იმის ნაცვლად რომ ბავშვს ეძებდე... -შემეშვი, -ნამთვრალუნევი ხმით წაიბურდღუნა კაცმა. -დედაშენი სადაა?-კაცს ამ კითხვაზე პასუხი არ გაუცია, თითქოს მიეძინაო იატაკზე გართხმულს, თვალები დაეხუჭა. ქალმა კიდევ ერთხელ გაარტყა. შეფხიზლებულმა მამაკაცმა ენისბორძიკით უპასუხა: -საავადმყოფოში... -რა ჯანდაბა ხდება თქვენს თავს? ლილის ვინ მოძებნის, ლოთი მამა თუ ნახევრად მკვდარი ბებია? -დედა, რომელმაც მიატოვა, -ნიშნის მოგებით წაიბურდღუნა კაცმა. ქალი გაშრა. „ლოთი მართალია“ გაჰკიოდნენ ტვინში შესახლებული ფიქრები. ხელჩანთა ძირს დააგდო. აბაზანაში შებაკუნდა და წყლით აავსო. მამაკაცი წამოაყენა, ცალი მკლავი კისერზე შემოიჭდო და ბორძიკით მიბოდიალდა ცივი წყლით სავსე აბაზანასთან. მამაკაცი შიგ ჩააგდო, ოთახები დაიარა და ყველა სასმელი რასაც ოდნავი ალკოჰოლი მაინც ერია, სანაგვეში ჩაყარა. მერე კედელს აეყუდა, ნელ-ნელა იატაკისკენ ჩამოსრიალდა და აქვითინდა: „რა ჩავიდინე“... „რა ჩავდინე“... „ჩემი ბრალია“... გაგრძელება იქნება... ავტორი: ანა სანებლიძე (მადამ ფისუნია) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.