უფლის იმედი....(5თავი)
ნანა დამშვიდებული დადიოდა მაგიდებს შორის,თითქმის შუაღამე იყო ლაშამ,რო უთხრა -შეგიძლია სახლში წახვიდე და დაისვენო -შენ გაგახარა ღმერთმა...როგორც იქნა ძლივს გადავაგორე ეს ღამე..აწი ლანა დაჩოქილი რომ მეხვეწოს აქ აღარ შემოვალ..ხო მაგრამ ლაშა ამ შუაღამე სად წავიდე ან რითი წავიდე?(ნანა) -ტაქსს გამოგიძახებ რა პრობლემაა(ლაშა) -ვაიმე ჩემი მხსნელი ხარ-იცინოდა ნანა..სახლში მისული ეგრევე საწოლზე დაეშვა..ტელეფონზე უამრავი სმს და დანარეკი იყო ლანასგან მაგრამ ხვალისთვისო-გაიფიქრა და ტკბილ ძილს მისცა თავი.. დილით გვიანობამდე ინებივრა რადგან დასვენების დღე ჰქონდა..რო ადგა სააბაზანოში თითქმის ერთი საათი დაჰყო,შემდეგ ყავა მიირთვა და ფიქრებში გადაეშვა..ტელეფონი აიღო ლანასთან დარეკვა გადაწყვიტა,სწორედ ამ დროს გაისმა კარზე ხმა..კარი გააღო და ლანა შემოვიდა,ისე ძლერ ჩაეხუტა ნანას რომ ძლივს მოიშორა -ნანა არ ვიცი მადლობა როგორ გითხრა,რომ იცოდე რა გადავიტანეთ საავადმყოფოში,მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერმა კარგად ჩაიარა,იქიდან სამსახურში წავედი,ვითხოვე დღევანდელი დღე და პირდაპირ შენთან წამოვედი-ერთი ამოსუნთქვით მიაყარა ლანამ -ხო კარგი კარგი დამშვიდდი ყველაფერი კარგად იქნება დაწყნარდი..წამო ყავას ვსვამდი შენც გაგიკეთებ(ნანა) ორივენი იჯდნენ სამზარეულოში და ყავას სვამდნენ თან ჭორაობდნენ.. -აბა მითხარი როგორ გაართვი თავი მიმტანობას?-ეშმაკურად კითხა ლანამ -არ მითხრა გახსენებაც არ მინდა.თავიდან ძალიან ვნერვიულობდი მაგრამ მერე თითქოს მივეჩვიე..ლანა მითხარი შენ როგორ მუშაობ მანდ? როგორ ძლებ? ამდენი მთვრალი ადამიანის მზერა და ამაზრზენი სურვილი რომ იკითხება მათ თვალებში,მოკლედ საშინელი განცდაა..ჩემი ფეხი არ იქნება მანდ ისევ ჩემი სამუშაო დაულოცნია ღმერთს,ჩემი სამზარეულო(ნანა) -მეტი არაფერს მეტყვი მეგობარო?(ლანა) -რა გითხრა(ნანა) -იმ მაყუთა მისტერს რა ჩაუტარეე?ყველაფერი ვიცი ლაშამ და სალომ მითხრა(ლანა) -კაი რა არ გამახსენოო(ნანა) -ის ჩვენი ხშირი და სასურველი სტუმარია,მითუმეტეს უფროსის მეგობარია,მართალია ბაბნიკი ტიპია მაგრამ ძაან ყურადღებიანი და ამავე დროს მკაცრი,როგორც ამბობენ მწარე ცხოვრება აქვს გამოვლილი(ლანა) -გასაგებია,მაგრამ ეს იმის უფლებას არ აძლევს ყველა ისე ატრიალოს როგორც უნდა..ჩემი ჩაცმა არ მოეწონა ვაჟბატონს,მერე ბეიჯი რატო არ გიკეთიაო.თან ისეთი ტონით მითხრა რო მინდოდა ის მაგიდა თავზე დამემხო მაგისთვის..ახსნას ხომ არ დავუწყებდი მეგობარს ვეხმარები ასე და ისეო...(ნანა) -ოო მაგასთან ხუმრობა არ შეიძლება რო იცოდე(ლანა) -მოიცა და ვინ გითხრა რო ვეხუმრე?ღირსი იყო და მიტო მოვიქეცი მასე.არც ვნანობ..მადლობა ღმერთს აწი აღარ მომიწევს მისი ნახვა შენგან განსხავებით(ნანა) -ოხ ნანა ნანა..აბა მითხარი მასმერე მამაშენზე არაფერი გაგიგიაა?(ლანა) -არა ლანა საერთოდ არ მინახავს და არც რამე გამიგია..მან არჩევანი გააკეთა,ასე რომ როგორც უნდა ისე იცხოვროს(ნანა) ნანამ მეგობარს მასთან დარჩენა სთხოვა იმ ღამეს,მეორე დილას ადრე გავიდნენ სამსახურში..ჩვეულებრივად ჩაიარა სამუშაო დღემ.ნანა ადრე წამოვიდა ლანა კი გვიანობამდე მუშაობდა..მეორე დღეს 5 წუთით თუ ნახეს ერთმანეთი,ორივე ისეთი დაკავებული იყო..ნანა ადრე წამოვიდა და პირდაპირ სასაფლაოზე წავიდა.. -რახანია არ ვყოფილვარ,მაპატიე დედა.ტირილით გული იჯერა და სახლში წავიდა..12 იყო დაწყებული ტელეფონი რო ახმაურდა -გისმენთ-ნახევრადმძინარეს არდაუხედავს ტელეფონზე ისე უპასუხა ნანამ -მე ვარ ნან..მაპატიე გაგაღვიძე?(ლანა) -ხო რავი,მოიცა ხო მშვიდობაა რატო ჩურჩულებ?(ნანა) -საპირფარეშოში ვარ და არ მაქ ბევრი დრო,მოკლედ გეტყვი: ნიკა არის მოსული მე ვემსახურები მათ მაგიდას,რო მივედი დაკვირვებით შემომხედა..შეკვეთა მომცა.შევამჩნიე აქეთ იქით იხედებოდა გაფაციცებული.მგონია რომ შენ გეძებს,მიტო დაგირეკე(ლანა) -მოიცა გოგო ნიკა ვინაა?(ნანა) -ვაიმე რა გჭირს ნანა ვინაა დაა ვინ გააბრაზე ჩემს მაგივრად რო მუშაობდი?(ლანა) -მოიცა ნიკა ქვია?მერე მერა?ნანას ვეძებო ხომ არ უთქვამს?ეგ შენი ვარაუდია ასე რო დამაძინე რაა..(ნანა) -ოოხხ სულ ძილი როგორ გინდა გოგო(ლანა) მაგრამ უკვე ტელეფონი გამორთული იყო.ნანა ერთი გადაბრუნდა და ტკბილი ძილი განაგრძო...დილას სადარბაზოდან გამოსულს ლანა შემოხვდა -აუ ნანა რა მოხდა აზრზე არ ხარ..გუშინ რო დამერეკა ალბათ ტელედან გამომიღებდი ამიტომ აქ მოვედი -ამოთქვი სული დაისვენე და მერე მითხარი რა იყო გოგო მოგსდევს ვინმეე?(ნანა) -მოკლედ როგორც მეგონა მასე აღმოჩნდა,მის მაგიდას ხო ვემსახურეებოდი? თითქმის ერთი საათის განმავლობაში 100 ჯერ დამიძახა რა თან აქეთ-იქით იყურებოდა.ბოლოს მკითხა შენზე არ მუშაობსო დღესო? არათქო ვუთხარი მეტი არაფერი უკითხავს და მალევე წავიდა,ხო გეუბნებოდი შენ გეძებსთქო აუ ხო მივხვდი? ასეთი რა ჩაუტარე გოგო მას მერე რამდენი დღე გავიდა და არ დავიწყებია(ლანა) -უჟმური.რაო ვერ მოინელა ეტყობა პირდაპირ რო ვესაუბრე? რონახავ მოკითხავ ჩემგან იცინოდა ნანა -შენ იცინე და არ მომწონს მე ეგ ამბავიი,თან ვიცი როგორი ხასიათისაა(ლანა) -ოხ ლანა კაი რა..არაუშავს გავა დრო დაავიწყდება..წამო ახლა ვიჩქაროთ თორე ვაგვაინეებთ(ნანა) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.