შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მწარე რეალობა


27-03-2016, 09:35
ავტორი mako-makako
ნანახია 2 100

ცხოვრება იმდენად უსამართლოა და იმდენად ცუდად ანაწილებს ადამიანებისთვის სიხარულს თუ ტკივილს რომ,ყოველთვის არათანბად გვხვდება ყველას ყველაფერი.არ შეიძლება ერთი მუდამ უბედური იყოს და მეორე მუდამ ბედნიერი,ან კიდევ ერთს მუდამ ყველაფერი ჰქონდეს და მეორეს არაფერი.ეს ხომ უსამართლობაა,მაგრამ რა უსამართლობაზეა საუბარო როდესაც თვითონ ცხოვრება და ეს სამყაროც კი უსამართლოა.აქ სამართალს თითო ოროლა ადამიანი თუ მიაღწევს და ისიც რის ფასად უჯდებათ ღმერთმა იცის.ბევრს აღარ გავაგრძელებ და პირდაპირ დავიწყებს იმის წერას რაც უკვე გულში დიდი ხანია მიდევს და როგორც იქნა შევძელი მისი ფურცელზე გადმოტანა.ეს არის ტკივილით გაჟღენთილი და სიცარიელის გრძნობით გატარებული ცხოვრების რამდენიმე წელი რომელიც ყველაზე სათუთ და მიამიტ გოგონას ისე უცაბედად დაატყდა თავს რომ თვალის გახელაც კი ვერ მოასწრო.ამასობაში კი ცხოვრებამ მას უკვე დიდი კვალი დაატყო და მისი მარწუხები ისე მაგრად შემოუჭირა წელზე რომ განძრევის და გაქცევის საშუალება არ მისცა.
ყველაფერი კი იქიდან დაიწყო რომ ის საკმაოდ პატარა იყო როდესაც მამა დაეღუპა. იქამდე მისთვის ყველაზე უდარდელი ბავშვობა იყო.მამის დაღუპვის მერე შეიცვალა მისი ცხოვრებაა.დედა ძალიან პატარა იყო როცა დაქვრივდა.დარჩა მხოლოდ პატარა ძმა და საყვარელი დედიკო.იმდენად ძნელი გადასატანი აღმოჩნდა ახალგაზრდა ქალისთვის იმ ერთადერთი სიყვარულის დაკარგვა რომელიც მთელი ცხოვრება ეგონა რომ გვერდით ეყოლებოდა.დიდი ხანი გონს ვერ მოდიოდა.გადიოდა წლები და ცხოვრება წინ მიიწევდა.ბავშვები იზრდებოდნენ და მშვენდებოდნენ.გოგონა ძალიან ლამაზი იყო.პატარა თოჯინას გავდა.ვაჟი კი უკვე კაცობდა.ისეთი სიმპატიური იყო რომ გოგოების ჯარი ედგა რიგში.ბავშვები სკოლაში დადიოდნენ და თავიანთი ლამაზი ცხოვრებით ცხოვრობდნენ.გოგონა ერთ ბიჭს უყვარდა,მაგრამ იმდენად ცივი იყო სოფო რომ ყველანაირად ცდილობდა მისთვის თავის არიდებას და ცალკე ყოფნას.ბიჭი მასზე უფროსი იყო.ამიტომ სკოლა მან ადრე დაამთავრა და ქალაქში გაემგზავრა სასწავლებლად.სოფოს ეგონა რომ მან სამუდამოდ მიატოვა და გული ძალიან სტკიოდა.ხმამაღლა არასოდეს აღიარებდა რომ მასაც მოსწონდა ვაჟი,მაგრამ გულში ამას მუდამ გრძნობდა და სწორედ მისი უთქმელობა და სიცივე გახდა მათ შორის ყველაფრის არევის მიზეზი.მხოლოდ მასზე ფიქრებში ეძინებოდა და ეღვიძებოდა სოფოს,მაგრამ დათო ისევ და ისევ არ ჩანდა.ქალაქში ცხოვრებამ და სწავლამ როგორც ეტყობა მისი თავი დაავიწყა და უკვე აღარც კი ახსოვდა მისი პირველი სიყვარული. ცხოვრება თავის კალაპოტში მიედინებოდა და საკმაოდ კარგადაც, იქამდე სანამ ერთ დღესაც მათ ოჯახში გოგონას ხელის სათხოვნელად არ გამოჩნდა ერთი მეტად შემაწუხებელი ქალი.რომელმაც დედას თავბრუ დაახვია თავისი მჭერმეტყველი საუბრით და კოშკების აგებით.მაშინ სოფო სულ რაღაც 16 წლის იყო,ჯერ სკოლაც კი არ ჰქონდა დამთავრებული და რა დროს მისი გათხოვება იყო,მაგრამ ამ ქალს იმდენად მოსწონდა გოგონა მასზე უარის თქმას ნამდვილად არ აპირებდა.ბოლოს როგორც იქნა დაითანხმეს დედა და შეჰპირდნენ რომ მხოლოდ დანიშნავდნენ სოფოს,იქამდე სანამ სკოლას არ დაასრულებდა.შემდეგ კი ქორწილს გადაიხდიდნენ.ყველა თანახმა იყო გოგონას გარდა.მის თვალს ცრემლი არ შორდებოდა ევედრებოდა,ყოველ დღე ევედრებოდა დედას რომ უარი ეთქვა ამ ქორწინებაზე და არ გაეთხოვებინა მაგრამ მისი ვედრება ვედრებად რჩებოდა. პატარა ძმა კი მასთან ერთად იჯდა და ტიროდა.სხვა რა გზა ჰქონდა სოფოს ნელ ნელა ეგუებოდა იმ აზრს რომ მალე გათხოვილი ქალის სახელი ერქმეოდა და სამუდამოდ უნდა დაევიწყებინა მისი სიყვარული.გრზნობდა რომ ადრე თუ გვიან დათო აუცილებლად ჩამოვიდოდა და როცა გაიგებდა რომ ის უკვე გათხოვილი ქალი იყო ყველაფერი გვიან იქნებოდა.გულის სიღრმეში ოცნებობდა რომ მალე ჩამოსულიყო და ამ ჯოჯოხეთიდან ეხსნა მაგრამ დათო არსად ჩანდა.გარეთ გასვლის დროს ლაშა მუდმივ აჩრდილად იყო ქცეული და სულ უკან დაჰყვებოდა. იმდენად არ მოსწონდა სოფოს ეს ბიჭი რომ არასოდეს ზედაც არ უყურებდა. ყოველთვის აიგნორებდა მის გამოხედვას და არაფრად აგდებდა.ლაშას ეს მუდამ აბრაზებდა და ოცნებობდა მალე დამდგარიყო ის დღე რომ სოფო მისი გახდებოდა. გავიდა რამდენიმე ხანი და დადგა ის საშინელი დღეც როდესაც მის დასანიშნად მოვიდნენ ბიჭის მშობლები.გაიშალა პატარა სუფრა,ყველა მხიაულობდა,ყველას უხაროდა მხოლოდ სოფო იჯდა მოწყენილი და ცრემლებს საშუალებას არ აძლევდა რომ წამოსულიყო.გოგონაც დანიშნეს და უკვე სხვისი საკუთრება გახდა.დადიოდა სკოლაში და ცხოვრება ყოველ დღე ახალ ახალ ტკივილს აყენებდა,დათო კი ისევ არ ჩანდა.ბოლოს ყველაფრის იმედი გადაეწურა და დანებდა.დიახ აი,ასე უბრალოდ დანებდა.რადგა ამ პატარ გოგოს ბრძოლის თავი ნამდვილად არ ჰქონდა.მთელი სამყაროს წინაშე მარტო იყო და საშინლად ეშინოდა.სხვა გზა არ ჰქონდა უნდა ესწავლა ასე მუდმივ ტკივილში ცხოვრება.
ერთ დღესაც სოფო ჯერ კიდევ დანიშნული იყო,მისმა მომავალმა მეუღლემ მათთან დარჩენა ისურვა.არავის გაუპროტესტებია.ამაში უჩვეულო არაფერი შეუნიშნავთ.მხოლოდ ცალცალკე ოთახში მოათავსეს ორივე.იმ ღამით დედა მორიგე იყო.ამიტომ სახლში დარჩენა მარტო უწევდათ სოფოს,მის პატარა ძმას სანდროს და მომავალ მეუღლეს ლაშას.შუაღამე იყო როდესაც სოფოს ოთახის კარი გაიღო და ლაშა შევიდა.გოგონას საღამური ეცვა რომლიდანაც ოდნავ სავსე მკერდი უჩანდა და ამაყად იმზირებოდა,პატარა ბავშვივით მშვიდად და უშფოთველად ეძინა.ის კი ნამდვილად არ იცოდა ეს ღამე რას უმზადებდა.ვაჟმა დიდხანს უყურა გოგონას სავსე მკერდს და უშფოთველ ძილს მაგრამ ვნება ვერა და ვერ მოთოკა. სოფოს გვერდით მიუწვა და ალერსი დაუწყო.ეუცხოვა ეს ყველაფერი სოფოს და საკმაოდ შეეშინდა კიდეც.მოიბუზა და საწოლის კუთხეში შეშინებული მიიკუნტა. ვაჟის ვნებით ანთებულ თვალებს რომ შეხედა უარესად შეიპყრო შიშმა.იცოდა რომ სახლში არავინ იყო და ვერავის დაუძახებდა საშველად.მისი შეშინებული სახე და ცრემლები ლაშამ არაფრად არ ჩააგდო და უფრო გაცხოველებული ვნება იგრძნო.ეს ყველაფერი მის თვალებში აისახებოდა და ეს უფრო შემზარავი იყო ვიდრე მისი მარწუხებივით შემოხვეული თითები წელზე.ყველანაირად ცდილობდა გოგო წინააღმდეგობის გაწევას მაგრამ ეს რამდენად გამოსდიოდა არ იცოდა.ვაჟი მასზე ბევრად ძლიერი და ვნებით დაბრმავებული იყო ამიტომ ძალის გამოყენებაზეც არ უთქვამს უარი.ცალი ხელი პირზე ააფარა გოგონას და მეორე ხელი საღამურის ქვეშ შეუცურა.როდესაც იგრძნო მისი ჯერ კიდევ ხელშეუხებეული მკერდი თავის თითებში, ისე მაგრად მოუჭირა რომ სოფოს ხავილის მაგვარი ხმა ამოუვიდა ყელიდან.ეს კი მას უფრო და უფრო ათამამმებდა.მოსწონდა ის მცირე წინააღმდეგობის გაწევა რასაც სოფო ახერხებდა და ისიც რომ მის უმანკო სხეულს და სულს მალე დაეპატრონებოდა.იგრძნო ის ტკივილი რომელიც მთლიანად მთელი სულით და სხეულით შეიგრძნო სოფომ რასაც ყველა გოგო გრძნობს ამ დროს,მაგრამ მისი ტკივილი გაასმაგებული იყო.ყველაფერი სტკიოდა ძვალიდან რბილამდე,მისი სული უფრო საშინელ მდგომარეობაში იყო.ის ნაკუწებად აქციეს და სააგვეში უარგისი ნივთივით ისე მოისროლეს წამითაც კი დაფიქრებულან, სჭირდებოდა კი ვინმეს თუ არა.ლაშამ როდესაც თავისი ცხოველური ჟინი დაიკმაყოფილა და შეიგრძნო სოფო თავისად ბოლომდე მხოლოდ ამის მერე ადგა საწოლიდან.ისე გავიდა ოთახიდან თითქოს იქ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარიყო. თითქოს გოგონას ცხოვრება წამებში არ დანგრეოდა თავს და ყველაფერი წმინდა არ გაენადგურებინა მასში.სოფო ადგილიდან ვერ ინძრეოდა, იმდენად ცუდად იყო ყვირილის თავიც არ ჰქონდა.მაგრამ ცრემლები უხმოდ მოედინებოდნენ მისი ლამაზი თვალებიდან და საწოლის კიდესთან ერთ დიდ მთლიანობას ქმნიდნენ. უკვე თენდებოდა როდესაც გამოფხიზლდა.სწრაფად წამოდგა ფეხზე საწოლს თეთრეული გადახსნა და თავისი უმწიკლოება სადღაც გადამალა რომ დედას არ ენახა.მერე საპირფარეშოში შევარდა და იქიდან დიდხანს არ გამოსულა.ამ ღამის მერე სოფო საკმაოდ ჩაიკეტა.აღარც ლაპარაკობდა და აღაც ჭამდა.დედას ძალიან აფიქრებდა მისი მდგომარეობა,მაგრამ სოფო ყველაფერზე დუმდა.ის შინაგანად განადგურებული და მკვდარი იყო.მისთვის წმინდა აღარაფერი აღარ არსებობდა.ყოველ ღამე ბალიში ცრემლით ჰქონდა სველი და ყოველ დილით დასიებული თვალებით დრებოდა.ღმერთს შველას ეხვეწებოდა მაგრამ ის ხელსაც კი არ ანძრევდა რამის გასაკეთებლად.სტკიოდა და თან როგორ. სულის ყველა კუთხე-კუნჭული სტკიოდა და ეს ტკივილი მოუშუშებელ იარად იქცეოდა დღითი დღე.თვალსა და ხელშუა ჩამოდნა სოფოს ამის მიზეზი კი არავინ იცოდა.
ამ დღის მერე აირია ყველაფერი სოფოს ცხოვრებაში.ეხლა კი საბოლოოდ. რამდენიმე კვირაში გამოუცხადეს გოგონას დედას რომ სოფო სწავლას აღარ გააგრძელებდა და მათთან უნდა წაეყვანათ.ხვდებოდა ლაშა რომ საკმაო ეფექტი მოეხდინა მის ქმედებას სოფოსზე და შეეშინდა უარი არ ეთქვა,ამიტომ მალე რამე უნდა მოეფიქრებინა და გოგო ოჯახში წაეყვანა.დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად ლაშას ოჯახმა ისევ თავისი გაიტანა და სოფო უკვე მათთან წაიყვანეს. დედამთილმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია რძლის უმწიკლოებას და ეს მომავალ ცხოვრებაში წამოსაძახებლად ბევრჯერ გამოუყენებია.ყოველი მისი სიტყვა სოფოს სულს უკაწრავდა და იმ იარას პირს ხელახლა შეუხსნიდა ხოლმე.იმ ღამის გახსენებისას ყოველთვის ნერვიული ცახცახი უტყვდებოდა და სტკიოდა გაასმაგებულად ვიდრე იმ რამით.სოფო კი იმდენად დაიჩაგრა ცხოვრებისგან შეწინააღმდეგების და სიმართლის თქმის სურვილი არასოდეს გასჩენია. ჩვეულებრივ კალაპოტში მიედინებოდა მისი ცხოვრება.ყოველი დაღამება მისთვის ჯოჯოხეთის ტოლფასი იყო,რადგან იცოდა რომ ლასშას გვერდით ერთ საწოლში მოუწევდა წოლა და მისი ალერსის ატანა,რომელიც საშინლად სძულდა და ეზიზღებოდა.მაგრამ როგორც ყველა ქართველის წეს-ჩვეულებაშია ცოლმა თავისი მოვალეობა პირნათლად უნდა შეასრულოს,რადგან ეს მისი ვალია და რაც არ უნდა უსიამოვნო იყოს ეს ყველაფერი უნდა გააკეთოს.ეს მუდამ ესმოდა ყველასგან და ისიც მათ ნათქვამს პირნათლად ასრულებდა.მაგრამ ის ლაშასთან ალერსით არასოდეს დაღლილა და არასოდეს გამოუხატავს ის რასაც ქალი ამ დროს უნდა გამოხატავდეს,რადგან ეს მისთვის მხოლოდ ზიზღის მომგვრელი იყო და სხვა არაფერი.კუნძივით იწვა საწოლში და სანამ ვაჟი თავის ვნებას არ ჩაიცხრობდა იქამდე არ ინძრეოდა.ასე გადიოდა უაზროდ და მტკივნეულად გადიოა სოფოს ცხოვვრების დღეები და ერთ დღესაც აღმოაჩინა რომ ორსულად იყო.თავიდან დაიბნა,ვერც გაიაზრა ეს რას ნიშნავდა.ის ხომ ჯერ პატარა იყო ცოლობისთვის და მერე კი დედობისთვის,მაგრამ ეს ღმერთის საჩუქარი იყო და უნდა მიეღო ისე როგორც იყო.დედამთილი ერთი აფერისტი და სიტყვა შეკაზმული ქალი იყო.მისი საუბარი სოფოს იმდენად აღიზიანებდა რომ ცდილობდა ხშირად თავი აერიდებინა .საკუთარ თავზე და მუცელზე გადამკვდარი ქალი იყო,რომლის იქითაც არაფერი ახსოვდა.მამათილი მუდამ მუშაობდა და სახლიდან გასული იყო,სოფო ძალიან უყვარდა და მასთან თბილი ურთიერთობაც ჰქონდა,ეს კი ქალბატონ დედამთილს საკმაოდ აღიზიანებდა.მუდამ ცდილობდა შვილი რძლის წინააღმდეგ განეწყო და ყოველთვის მის მხარეს დაეყენებინა.ლაშა კი დედიკოს ბიჭი აღმოჩნდა და მალევე დაიწყო მათი პრობლემებიც.
ერთ დღესაც სოფოს ლაშა სახლში დაბრუნებული დაუხვდა და სრულიად უმიზედოდ ატეხა ჩხუბი.
-სად იყავი?-იმდენად იყო ლასა გაბრაზებული რომ თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა.
-დედასთან.-უპასუხა სრულიად უბრალოდ სოფომ.
-აქამდე?-არასოდეს მოსწონდატ როდესაც სოფო დედასთან მიდიოდა სანახავად, რადგან გათხოვდა ეს იმას ნიშნავდა რომ მისი სახლი სამუდამოდ უნდა დაევიწყებინა,მას კი მათ გარდა არავინ ჰყავდა და არასოდეს იტყოდა უარს მათზე.
-რა მოხდა ლაშა რაზე მეჩხუბები?-იმდენად უკვირდა ქმრის რეაქცია სოფოს რომ ეს ხმაზეც ეტყობოდა.
-მეტლიკინები კიდეც?-მხოლოდ ეს თქვა ვაჟმა და სოფომ სახეზე მწარე სილა იგემა. იმდენად მოულოდნელი და მტკივნეული იყო რომ სიმწრის ცრემლები გადმოსცვივდა მაშინვე.აქ უკვე ყველაფერი დასრულებული იყო.სოფო მაშინვე მიხვდა ვისი ხელიც ერია ამ საქმეში და ეს იყო პირველი ხელის აღმართვა რაც მომავალ ცხოვრებაში ძალინ ბევრჯერ და ბევრად მტკივნეულადაც განმეორებულა. ხშირად იმდენად აფსურდულლი დაუაზრო იყო ჩხუბისმიზეზი რომსოფოს ეს ყველაფერი წარმოუდგენლად მიაჩნდა.მაგრამრდესაც თავის ჩაურჯებულ ადგილებს დააკვირდებოდა ხვდებოდა რომ ლაშას ცემისთვის ხსირად მიზეზიც კი არ სჭირდებოდა.რამდენიმე კვირაში ისევ განმეორდა გარტყმა რასაც სერიოზული ცემა მოჰყვა და სოფომ ბავშვის დაკარგა.პირველად სწორედ მაშინ გაიგო ქალბატონმა ნანამ რომ მის შვილს ქმარი უმოწყალოდ სცემდა.იყო ჩხუბი და ათასი სალანძღავი სიტყვები. სოფოც მაშინვე წამოიყვანა იმ სახლიდან და კარგა ხანს არ გაუშვია.მაგრამ ისევ დედამთილის ,,ტკბილმა'' საუბარმა გასჭრა და სოფო უკან დააბრუნეს.კარგად მოგეხსენებათ ძველების ამბავი,არავის არ უნდა განათხოვარი ქალი სახლში ეჯდეთ და არც სოფოს დედა იყო გამონაკლისი.ამიტომ ისევ ოჯახი არჩიეს და ამ ყველაფერს დავიწყებას მისცემდნენ მალე.მაგრამ იმას კი არ ფიქრობდნენ ამ დროს რა ხდებოდა სოფოს გულში.როგორ უნგრევდნენ მას მომავალ ცხოვრებას და რამხელა ტრამვას აყენებდნენ მის ფსიქიკას.ის უკვე აღარ იყო ის საყვარელი და მხიარული გოგო.ეხლა თავის თავში ჩაკეტილი გაუბედურებული ქალი იყო,რომელსაც ცხოვრებამ თავისი კვალია საკმაოდ დაატყო.
ეს ცხოვრება იმდენად უცნაურადაა მოწყობილი რომ ადამიანი არასოდეს არ ფიქრობ იმაზე,თუ რა შედეგები მოჰყვება მის გაუცნობიერებლად გადადგმულ ნაბიჯს შემდგომ ცხოვრებაში.სწორედ ასე იყო სოფოს ცხოვრებაში.ამ შემთხვევის მერე სოფო საკმაოდ ჩაიკეტა,მაგრამ ხალხში იმდენად ლაღი ჩანდა რომ ყველას უკვირდა მისი ხასიათის.ის ძალიან მიმნდობი და უბოროტო იყო.ყველა კარგი და კეთილი ეგონა.ბოღმას და წყენას დიდხანს გულში არ იტოვებდა.ასე მოხდა ლაშასთან შემთხვევაშიც.ის ინციდენტი რომელმაც ცხოვრება საბოლოოდ დაუნგრია სადღაც გულის სიღრმეში მიმალა და ბოქლომი ისე მაგრად დაადო რომ მისი გახსნა შეუძლებბელი ყოფილიყო.შეეცადა ცხოვრება თავიდან დაეწყო და ეგრძნო ცოტა რამ ბედნიერების მაგვარი რაც მისთვის ცხოვრებას შეეძლო მიეცა. ლაშა თითქოს შეიცვალა და ყოველდღე ცდილობდა მისთვის ესიამოვნებინა. ერთი პლიუსი რაც ამ ბიჭს ჰქონდა ის იყო რომ არასოდეს არ სვამდა და უზომოდ თბილი იყო.იმას თუ არ ჩავთვლით რომ ადვილად შეეძლო დედის ზეგავლენის ქვეშ მოქცევა და მის დაკრულზე ცეკვა.შეიძლება მისი ასეთი ქცევები იმის მიზეზიც იყო რომ სოფო მას მუდამ ცივად ექცეოდა.მის ყველა სითბოს გამოხატულებაზე ქანდაკებასავით შეშდებოდა და უგრძნობი ადამიანივით იქცეოდა,ეს კი ვაჟს ყველაზე მეტად ამწარებდა.მაგრამ ეს მისი ბრალი იყო,გოგონას ჯერ კიდევ ვერ ეპატიებინა ბოლომდე ის რაც მან ჩაიდინა.ცდილობდა,მართლა ძალიან ცდილობდა,მაგრამ არაფერი გამოსდიოდა და ალბათ არც არასოდეს გამოუვიდოდა.მას არ უყვარდა ლაშა და ვერ მისცემდა იმას რაც უნდა მიეცა.დღე არ გადიოდა რომ ლაშას თავისი ვნება სოფოს მკერდზე არ ჩაეცხრო და ძალაგამოცლილი არ მიწოლილიყო საწოლის მეორე მხარეს.ამან კი შედეგი მალე გამოიღო და სოფო ისევ დაორსულდა.ფეხმძიმობის პერიოდი ჩვეულერივად მიდიოდა.იყო იქ პატარ პატარა კამათები და ხელის აწევაც.მაგრამ იმდენად სერიოზული არა რომ ისევ წამოსულიყო.ნანა კი კარგად ხვდებოდა რომ თავისი შვილი ნამდვილად არ იყო იმ ოჯახში ბედნიერი,მაგრამ უკვე საკმაოდ გვიანი იყო სინანული.ბევრჯერ სცადა იქიდან სოფოს წამოყვანა მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ცხრა თვეში სოფოს ულამაზესი გოგონა შეეძინა.თეთრი ფითქინა და საოცრად ნათელი თვალებით.მაგრამ მისკენ გული არ მიუწევდა,დედამთილის სახელი დაარქვეს რამაც გოგო საკმაოდ დაასევდიანა.არასოდეს მოსწონდა ეს სახელი და თავისი შვილისთვის ნამდვილად არ ემეტებოდა.ნატო ასე ერქვა მის პატარა გოგოს.რამდენიმე თვე ისე გავიდა რომ შვილისთვის სახელი არ დაუძახია. ვერ ეგუებოდა და ამას პროტესტის სახით ასე გამოხატავდა.იმატა ბევრმა უძილო ღამეებმა და ისევ ქმრის დაუკმაყოფილებელმა ვნებამ.უკვე ეზიზღებოდა მისი შეხება და ამაზე ძალიან ხშირად ამბობდა უარს,რაც მისი საწოლიდან ცივ იატაკზე ძილით სრულდებოდა.ბევრჯერ უცემია ლაშას საწოლში სოფოს იმის გამო რომ მასთან ალერსზე უარი თქვა და ბევრჯერ უნანია მერე,მაგრამ ეს უკვე იმდენად ხშირად განმეორებულა და მონანიებას უკვე აზრი აღარ ჰქონია.ხშირად ემჩნეოდა სოფოს ადგილ ადგილ ჩალურჯებები მაგრამ მუდამ ცდილობდა მის დამალვას და ამაზე ხმას უკვე აღარავინ იღებდა.ნატო უკვე დიდი გოგო იყო როდესაც სოფო ისევ დაორსულდა,ოჯახს ვაჟი უნდოდა და უნდა გაეჩინა კიდეც,ასეთი იყო მათი მოთხოვნა.ამ დროს მამამთილი უკვე ლოგინად ჰყავდა ჩავარდნილი და მისი მოვლაც მას უწევდა.ქალბატონი ნატო მთელი დღეები მეზობლებთან სიარულით და ჭორაობით ირთობდა თავს,ყველაფერი კი სოფოს მოსავლელი იყო,პატარა შვილი,ინვალიდი მამამთილი და სახლი.ეს ყველაფერი მის მოვალეობასი შედიოდა. იმდენად ჩვეულებრივი და დამღლელი ცხოვრება ჰქონდა გოგოს რომ ხანდახან ც კი უნდებოდა და ეს რამდენჯერმეც კი სცადა მაგრამ ყოველთვის გამოჰყავდათ ამ მდგომარეობიდან და სიკვდილის უფლებას არ აძლევდნენ. სოფოს მალე შეეძინა მეორე შვილიც და ისიც გოგო იყო,რაზეც დიდი სიხარული სულაც არ გამოუხატავთ ოჯახის წევრებს.იმდენად საოცარი და ლამაზი დიდი თვალები ჰქონდა ბავშვს რომ სოფოს მაშინვე შეაყვარა თავი.უყვარდა თავისი ორივე პატარა რომელიც ასე განსხვავებულები იყვნენ ერთმანეთისგან.ნატო აშკარად სოფოს ასლი იყო,ხოლო თათია ლაშასი.ეს სახელი სოფოს სურვილი იყო და ცხორებაში ერთხელ გაითვალისწინეს მისი აზრი და მისცეს უფლება გაეკეთებინა ის რაც მას სურდა. პატარა თათია მალე იზრდებოდა და ცხოვრებას უფრო უხალისებდა სოფოს. თითქოს ურთიერთობებიც დალაგდა მაგრამ მთლად ისე ვერა როგორც საჭირო იყო.მალე მისთვის სასიხარულო ამბავი გაიგო.მისი ძმა გაბედნიერდა.იცოდა რომ ვიღაც უყვარდა და ყოველთვის უნდოდა მისი გაცნობა.როდესაც თორნიკემ მისი მომავალი მეუღლე პირველად მას გააცნო ძალიან მოეწონა და ესიამოვნა.მალევე დაუმეგობრდა რძალს და მომავალში განუყრელ მეგობრებად იქცნენ.ისინი მეგობრები კი არა დები უფრო იყვნენ.ლინდას ესმოდა სოფოს ტკივილის,მისი ერთადერთი მესაიდუმლე იყო და ხვდებოდა რამხელა ტკივილს ატარებდა ის გულით.მულს რძლისთვის არაფერი დაუმალავს და |თავისი ცხოვრების ყველა დეტალი დაწვრილებით მოუყვა.ლინდას გამოჩენის მერე სოფოს ცხოვრება ცოტა გახალისდა.მისი რძალი საკმაოდ პატარა გათხოვდა მასავით,მაგრამ მასზე ბევრი ნამდვილად ჰქონდა ცხოვრებაში ნანახი.რამაც გამოცდილება ასე თუ ისე შესძინა.ერთმანეთისგან ბევრს სწავლობდნენ და მერე ერთმანეთს უზიარებდნენ. ბევრჯერ სცადა ლინდამ სოფოს იმ ოჯახიდან წამოყვანა მაგრამ ყოვეთვის უკან ბრუნდებოდა.თითქოს ჩაკეტილ სივრცეში იყო და იქიდან გამოღწევა არ შეეძლო. ყოველი გასავლელი კარის იქით გზა მუდამ ლაშასკენ მიდიოდა.მის გარდა წასასვლელი არსად არ ჰქონდა სოფოს.ეს მხოლოდ მას ეგონა ასე.სინამდვილეში კი ასე არ იყო.ცხოვრებაში ყველა თვითონ წყვეტს რა გააკეტოს და სოფოც ასე თვლიდა საჭიროდ,ამიტომ მუდამ უკან უბრუუნდებოდა ლაშასთან აუტანელ ცხოვრებას. ბავშვები იზრდებოდნენ და მათი ჩხუბი ოჯახში უფრო და უფრო იზრდებოდა. ყოველ დღე ან კვირაში რამდენჯერმე მაინც იყო ჩხუბი. სოფომ ხმის ამოღება და შეწინაარმდეგება ისწავლა,რასაც უარესი შედეგები მოჰყვებოდა ყოველთვის.ეხლა დედამთილისგანაც მოდიოდა მუდმივი ლანძღვა და იმის წამოძახება რომ ის უმწიკლო არ შესულა მათ ოჯახში.ამ ყველა სიკეთესთან ერთად არც ქალბატონი ნატო ამბობდა უარს რძალზე გასაწევად და რამდენიმე ფაქტი იყო კიდეც ასეთი. რასაც მუდმივი დაძაულობა და ჩხუბი მოჰყვებოდა.ერთი სიტყვით მისი ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთს გავდა რომელიც დედამიწაზე ჩამოვიდა და მხოლოდ მას ხვდა წილად.მის ცხოვრებას ცხოვრება არ ერქვა.ეს უფრო არსებობა იყო.ეარსება შვილებისთვის და სხვა არავისთვის.ბევრჯერ ეცადა ნანა,თორნიკე და ლინდა სოფოს და ბავშვების წამოყვანას,მაგრამ ის მუდამ უარზე იყო.ვერ გაზრდიდა შვილებს უმამოდ.ისევ ასე გრძელდებოდა ცხოვრება,მუდმივ სტრესში,შიშში და ჩხუბში.ხშირი იყო ლაშას ცემა და ყვირილი.ამ საშინელ დღეებს ათასში ერთი ლამაზი დღე თუ გამოერეოდა,თორემ სხვა დანარჩენი ერთმანეთს ისე გავდნენ რომ მათი განსხვავებაც კი შეუძლებელი იყო.რამდენიმე წლის შემდეგ სოფომ გაიგო რომ ისევ ორსულად იყო და ამჯერად ოჯახს ოცნებას აუსრულებდა, ვაჟი ეყოლებოდა.იმ პერიოდში ლაშამ ერთი საკმაოდ განუყრელი ძმაკაცი შეიძინა, რომლის გარეშეც დღე არ გადიოდა.უფრო სწორად რომ თქვათ მისი მეუღლის გარეშე ლაშას დღე არ გადიოდა.იყო მუდმვი რეკვები და მოკლე შეტყობინებები, მუდმივი შეხვედრები და სეირნობები და ეს ყველაფერი ,,მეგობრობის'' სახელით ვითარდებოდა.სოფო და ლაშას ძმაკაციც ხშირად იყო მათთან ერთად მაგრამ მათი ურთერთობა სულ სხვანაირი იყო.სოფოს ისედაც ცუდი ორსულობა ჰქონდა და ბევრჯერ გაუთენებია ამის გამო ცივ იატაკზე მარტოს.ლაშა კი მთელი ღამე ათენებდა მასთან საუბარში და მესიჯობაში.ყველას უკვირდა და ბევრიც ეუბნებოდა სოფოს ამ საეჭვო მეგობრობაზე მაგრამ ის იმდენად იყო ამ გოგოს მეგობრობით დაბრმავბული ლინდასაც კი არ უჯერებდა და შედეგიც მალე მიიღო.ეს ორსულობა იმ ორთან შედარებით საკმაოდ რთული იყო, დიდი მკურნალობა სჭირდებოდა სოფოს მაგრამ ნატოს სულ ფეხებზე ეკიდა მისი ჯანმრთელობა.არ აქცევდა იმხელა ყურადღებას რაც საჭირო იყო,ამან კი საბოლოოდ საკმაოდ ცუდი შედეგები გამოიღო.ბავშვი დაბადებიდან შვიდ თვემდე საავადმყოფოდან ვერ გამოიყვანეს.ათასი პრობლემა ჰქონდა და ვერ უდგენდნენ საიდან მოდიოდა ამ პრობლემის თავი და თავი.სოფო და ლინდა უკვე გადაღლილები იყვნენ სავაადმყოფოებსი თენებით .წამითაც არ მოშორებია გვერდიდან ლინდა.დაუტოვა მეუღლეს და დედამთილს თავისი პატარა შვილი მისახედად და თვითონ კი სულ სოფოს გვერდით იყო.ერთხელ როდესაც ჯერ კიდევ პატარა საბა სოფოს საავადმყოფოში ეწვა, ლინდამ ჩასვლა ვერ მოახერხა და მასთან მხოლოდ ლაშა წავიდა.არავინ იცოდა რომ მისი ძმაკაცის ცოლი ნათიაც მასთან ერთად იყო. სწორედ მაშინ გადავიდა მათი ურთიერთობა ისეთ ფაზაში, სადაც სიტყვა მეგობრობა საზღვრებს იმდენად სცდებოდა რომ ეს წარმოუდგენელი იყო.ნათიას მეუღლე უშვილო იყო,ბევრი იმკურნალეს მაგრამ შედეგი არა და არ იყო.სწორედ იმ ღამეს მოხდა ყველაფერი,რაც შემდეგ სოფომ გაიგო და თავზარი დაეცა კიდეც.არ ეგონა ამდენად თუ ეტკინებოდა.ეს იყო ღალატი.არ იმსახურებდა სოფო ასეთ მოქცევას .ის არ იყო ამის ღირსი.მაგრამ კაცი მაინც კაცია და ვერ მოითმინა ცოტა ხანს ქალის გარეშე.თან მაინც და მაინც ძმაკაცის ცოლი შეიწვინა საწოლში და იმასთან ახშობდა თავის ვნებებს. საბა გამოწერეს საავადმყოფოდან და რამდენიმე თვეში გაირკვა რომ ნათია ორსულად იყო.მის ოჯახის წვრებს არ გაჰკვირვებიათ ბიჭი მკურნალობდა და იფიქრეს გვეღირსაო,მაგრამ მხოლოდ იმ ორმა და ღმერთმა იცოდა ვისი შვილი იყო ნათიას მუცელში.ატყდა აურზაური და ერთი ამბავი.სოფომ ლაშა სერიოზულად გამოიჭირა და გასკდა ის ამბავიც რომ ნათია ორსულად მისგან იყო.რომ მათ ამ ხნის განმავლობაში ურთიერთობა ჰქონდათ და ეს ყველაფერი სოფოს ბრალი იყო, რადგან ის არ აძლევდა იმ სითბოს და სიყვარულს რაც მას სჭირდებოდა.ნათიამ კი მისცა და ბევრი დაუვიწყარი ღამეც აჩუქა.უყვარდა ნათია ლაშას თავდავიწყებით და უთხრა კიდევაც სოფოს წასულიყო.
-აღარ მიყვარხარ.-კატეგორიულად გამოუცხადა ლაშამ სოფოს და თვალებში ჩახედა.
-ის გიყვარს?-უკვე ყვიროდა გოგო.
-ხო ის მიყვარს და მუდამ მეყვარება.-არც ბიჭი ჩამირჩა ხმაში,
-რა გაგიკეტა ასეთი რომ ასე შეგიყვარდა?
-მან მიმიღო და ხელი არ მკრა.შენ კი მუდამ მკრავდი ხელს და ეხლაც ამას აკეთებ.
-არ გაბედო და არ წახვიდე მაინც არ გაგიშვებ.-თვითონაც არ იცოდა რას ამბობდა მაგრამ ერთი კი მტკიცედ გადაწყვიტა რომ არ მისცემდა ლაშას მასთან ბედნიერად ცხოვრების უფლებას.
-წავალ და ამას მალე ნახავ.აღარ მიყვარხარ,მე ის მიყვარს და მინდა მასთან ვიცხოვრო.წადი ჩემი ცხოვრებიდან და აღარ დაბრუნდე.მიყვარს ნათია და მასთან ერთად მინდა ცხოვრება.-იმდენად მტკიცედ ჰქონდა ლაშას ეს ყვეკაფერი გადაწყვეტილი ,რომ ძნელი იქნებოდა გადაფიქრება.
-ეგ კახპა რამ შეგაყვარა,ან შენ რა კაცი ხარ,ძმაკაცს უღალატე მისი ცოლი საწოლში ჩაიგორე და ეხლა ამბობ მიყვარსო?-სოფომ სიტყვა დაასრულა და მოქნეული ხელი მოხვდა სახეში.იმდენად აეწვა სახე რომ გამწარდა.ტკივილისგან გამწარდა და უფრო უმატა ყვირილს,მაგრამ რას ამბობდა უკვე აღარ ახსოვს.ლაშამ კი ცემას უმატა და დაუნდობლად სცემა იმ ღამეს.რაც მართალია მართალია,ნატო იმ საღამოს ნამდვილად გამოესარჩლა რაც ბევრჯერ მომხდარა და სოფოს მხარი დაუჭირა.მასაც არ მოსწონდა ნათია და ბევრჯერ გაუფრთხილებია ამის შესახებ გოგო,მაგრამ მას არაფრის მოსმენა არ უნდოდა.მთელი ქვეყნიერება შეიყარა. ყველამ ყველაფერი გაიგო და იყო ერთი ამბავი.სოფომ მოსთხოვა კიდეც ნათიას აბორტის გაკეთება და მერე ინანა კიდეც.თავისი ხელით არ უნდა მომკვდარიყო უდანაშაულო ბავშვი.მაგრამ ნათიამ ამაზე უარი განაცხადა არ გაიკეთა აბორტი. სოფომ არ გადადგა ის ნაბიჯი რაც უნდა გადაედგა იმ მომენტში,დაეკიდა ყველაფერი ფეხებზე და წასულიყო,პირიქით მან მორჩილად აიტანა ღალატი,ტკივილი და დამცირებაც.ამ ყველაფერს გაუძლო და ისევ განაგრზო ლაშას გვერდით ცხოვრება.ყოველ დღე ესმოდა რომ ნათია უყვარდა და ეს გულს უსერავდა,მაგრამ ის თავისი ცხოვრების ამ მწარე გაკვეთილს დავდაუხრელად იტანდა.ცხოვრობდა ყოველ დღე ტკივილში და ტირილში.ცემაში და ყვირილში მაგრამ ამაყად უძლებდა ამ ყველაფერს და არ ფიქრობდა დანებებაზე. ხედავდა როგორ იტანჯებოდა და სტკიოდა ნათიას გარეშე ლაშას და ეს ცოტა შვებას აძლევდა.თითქოს გულის სიღრმეში ამით მას სამაგიეროს უხდიდა და ეს აბედნიერებდა ცოტათი მაინც.მაგრამ მერე რომ ფიქრდებოდა იმასაც ხვდებოდა რომ ლაშა მისთვის სულერთი არ იყო.უყვარდა თავისებურად თუ ეს უბრალოდ შეჩვევა იყო არ იცის.რაღაც რომ იყო ეს აშკარაა.მის ტკივილს არანაირი ტკივილი არ შეედრებოდა.ძნელია გეწვეს გვერდით ქმარი, რომელიც სხვაზე ფიქრობს, რომელსაც სხვა უყვარს და შენთან იკმაყოფილებდეს ცხოველურ ჟინს. ყველაზე მტკვნეული კი ისაა რომ როდესაც იცი როგორი ღამეები აქვს მასთან გატარებული. როგორ ენატრება ის ვნებით სავსე ღამეები და ოცნებობს კიდევ განმეორდეს. თითოეული დეტალი მოყოლილი აქვს იმისთვის რომ გაეგჟებინა სოფო და გაშორებოდა,მაგრამ არა ის პირიქით მის გვერდით ცხოვრობდა და აგრძელებდა თავის დატანჯვას.სხვასაც სტკიოდა მისი ტკივილი. ბევრს სხვათაშორის მაგრამ ყველაზე მეტად ლინდას სტკიოდა.სოფო მისთვის სულის ნაწილი იყო.ლინდას ბევრი მეგობარი ჰყავდა მაგრამ გათხოვების შემდეგ სოფო მისთვის განსაკუთრებულ ადამიანად იქცა,რომელიც მის გულში მუდამ დიდ ადგილს დაიკავებდა.,,სოფ შენი დანახვა გულს უხარია და მუდამ კარგ ხასიათზე ვდგებიო.'' ასე ეუბნებოდა ლინდა სოფოს მუდამ და მასაც სულ ეღიმებოდა ამის გაგონებაზე. თითქოს ნელ ნელა ჩაცხრა ლაშას სიყვარულიც და ისევ სოფოსკენ შემობრუნება დაიწყო.ამაში სოფომაც ძალიან შეუწყო ხელი და მგონი ისევ დაიბრუნა ქმარი, თუ ამას ქმრობა ერვა ან ოჯახი.ამჯერად თვითონ იბრძვოდა მის მოსაპოვებლად და მიზანს აღწევდა კიდეც.ნათიას შვილი ეყოლა და მალე ქმარსაც გაშორდა,როდესაც დაამტკიცეს რომ ეს ბავშვი ლაშასი იყო.კი არ დაშორდა სახლიდან გააგდეს. ხშირად ცდილობდა ლაშა ისევ მასთან ურთიერთობის აღდგენას და დაბრუნებას მაგრამ ნათია ახლოს არ უშვებდა.სოფო მხოლოდ იმ ოცნებით ცხოვრობდა რომ როგორმე ლაშასთვის სამაგიერო გადაეხადა.კი უყვარდა მაგრამ ის ტკივილი უფრო დიდი იყო რაც მან ამ რვა წლის მანძილზე მიაყენა.ყოველთვის იტანდა და ითნემდა მის ცემას, შეურაცყოფას და დამცირებას.ერთ დღესაც მოვიდოდა მისი დრო და სამაგიეროს გადაუხდიდა აზღვევინებდა ამ ყველაფრისთვის.ღმერთი უბრალოდ ასე არ აპატიებდა მის ჩადენილ ცოდვებს.ადრე თუ გვიან ყველას მიეზღვება თავისი ცოდვების გამო და ეს ლაშასაც ეხებოდა.
არავინ არ იცის ცხოვრებაში ვის რა მოელის,ან ვის რა გადახდება.სხვის ომში ყველა ბრძენიაო ნათქვამია და ეს მართალია.სოფოს გარდა არავინ ბოლომდე არ იცოდა რატომ რჩებოდა ამ ოჯახში სადაც უბედურების მეტი არაფერი ჰქონია,თუ თავის სამ ანგელოზს არ ჩავტვლით,რომლის გულისთვისაც ის ჯერ კიდევ აგრძელებდა ცხოვრებას და მათთვის სუნთქავდა.ეს არ იყო ადვილად მისაღები გადაწყვეტილება.ძალიიან ბევრი ფიქრი და ცრემლი დასჭირდა სოფოს ამ გშედეგამდე მისასვლელად.მაგრამ საბოლოოდ მაინც ყველაფერი ისე გადაწყვიტა რასაც არავინ მოელოდა.შეურიგდა.აპატაი ქმარს და ისევ მშვიდად,ამას თუ მშვიდად ცხოვრება ერქვა განაგრძო მასთან ყოფნა.იმდენად უნდოდა სოფოს თავისი ცხოვრების შეცვლა რომ შეეცადა ახალ ფაზაზე გადასულიყო.მუშაობის დაწყება უნდოდა და ამას მთელი ძალებით ცდილობდა.მას თავის ცხოვრებაში ბევრი რამის შეცვლა უნდოდა და ამას შეძლებდა აუცილებლად.ამდენმა ტკივილმა მისი გული გააქვავა და უფრო მეტად გააძლიერა. სოფო იმაზე ძლიერი ადამიანი აღმოჩნდა ოდესმე ვინმეს თუ წარმოედგინა.მან ამ ყველაფერს ამაყად გაუძლო და შეძლო ფეხზე მყარად დადგომა.ეხლა კი ყველაფერს ახალი საზოგადოება და ხალხში გარევა ერჩივნა.დაღლილი იყო ამდენი მორჩილებით და თავის გასულელებით.მასაც უნდოდა სიცოცხლე და ცხოვრება. მასაც სწყუროდა ახალი ურთიერთობები და ნამდვილი მეს პოვნა.რომელიც ჯერ კიდევ მოსაძებნი ჰყავდა.რადგან იცოდა რომ მისი ცხოვრება უნდა შეეცვალა.თავის თავში ის ძალა უნდა ეპოვნა რაც აქამდე სადღაც ჯანდაბაში ჰქონდა მიმალული და ყველაფერი თავიდან დაეწყო,თუნდაც ლაშასთან ერთად.სამსახური კი ხალხში ადაპტირებისთვის და ურთიერთობისთვის საუკეთესო საშუალება იყო.ყველასთან ძალიან უშუალო და თავისუფალი ურთიერთობა ჰქონდა.ძალიან საყვარელი და საოცრად თბილი იყო ხალხში.გარეგნობას ნამდვილად არ უჩიოდა.ყველა იმას ამბობდა როგორ შეიძლებოდა ასეთი კარგი ადამიანისთვის ადამიანს ტკივილი მიეყენებინა და ეღალატა.მაგრამ ლაშა იმდენად უსინდისო ადამიანი იყო რომ მეორეც კი წარმოუდგენელი იყო.ლინდას არასსოდეს მოსწონდა.ყველა მისი წინააღმდეგი იყო,მაგრამ სოფო მაინც არ შორდებოდა.მისი სამსახურში გასვლა ხალხისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა.ძალიან ბევრი თაყვანისმცემელიც გამოუჩნდა, მიუხედავად იმისა რომ გათხოვილი იყო და სამი შვილი ჰყავდა მის გარეგნობას ნამდვილად არაფერი ეტყობოდა.სწორედ მაშინ დააფასა სოფომ საკუთარი თავი და მაშინ იგრძნო რომ ქალი იყო.მაშინ შეხედა საკუთარ თავს ისე როგორც ნამდვილ ქალს.მიხვდა რომ შეიძლება ბევრისთვის სასურველი ყოფილიყო და ბევრს ჰყვარებოდა ის ნამდვილი სიყვარულით და არა ისე როგორც ლაშას უყვარდა.ან უყვარდა კიი?ის ხომ ყოველთვის მასში მხოლოდ ვნების ჩამცხრობ ობიექტს ხედავდა,რომელიც იმდენად ახლოს და მუდამ გვერდით ჰყავდა ხელის გაწვდენაც კი არ სჭირდებოდა.რამდენიმე თვეში პირველად ნახა დათო ქუჩაში და დამალვა მოუნდა.იმდენად შეეშინდა ამ გრძნობის რომ არ იცოდა რა ექნა.ისეთი სევდიანი თვალებით უყურებდა ვაჟი ამდენი წლის უნახავ სიყვარულს რომ ტირილი მოუნდა.თვალი აარიდა და გზა განაგრძო.ხშირად გრძნობდა მის დაჟინებულ მზერას და ყველგან მას ეძებდა.სიამოვნებდა ყურადღება.ისეთი სიმპატიური და დავაჟკაცებული იყო,რომ თვალს მუდამ მისი დანახვა სწყუროდა. მერე გაიგო რომ დათოს ოჯახი ჰყავდა და ორი შვილი.მისი მეუღლე სოფოსთვის საკმაოდ ნაცნობი გოგო აღმოჩნდა.მასზე ფიქრები კი საბოლოოდ თავიდან ამოიგდო.არ იყო საჭირო წარსულის სიყვარულს გასტირებოდა ის ხომ დიდი ხნის წინ გამოიტირა და დაივიწყა.ეხლა სულ სხვანაირად უნდა ეცხოვრა და არც ეკადრებოდა ვინმესთვის ოჯახის დანგრევა.ის ამას არასოდეს იკადრებდა.სოფოს ცხოვრებაში კი ნამდვილად გამოჩნდა სხვა მამაკაცი,რომელმაც მისი ყურადღება ნამდვილად მიიქცია.მასზე ბევრად უფროსი იყო მაგრამ ამას არ ჰქონდა დიდი მნიშვნელობა.ის იყო ნამდვილი და ის გრძნობაც რაც სოფოს მასთან ეუფლებოდა ყველა გრძნობისგან განსხვავებული იყო.უნდოდა მასთან სამუდამოდ დარჩენლიყო და არასოდეს დაშორებოდა მაგრამ მისთვის დიდი ბარიერი შვილები იყო,რის გამოც საკუთარ ბედნიერებაზე უკვე რამდენი წელია უარი თქვა და მხოლოდ მათთვის ცხოვრობდა.მისთვის მხოლოდ ბავშვების ბედნიერება იყო მთავარი და სხვა დანარჩენი მეორეხარისხოვანი.ბევრჯერ დააპირა შეესრულებინა ის რაც ამდენი ხანი გულში ედო და ეღალატა ლაშასთვის,ჰქონდა კიდეც ამის საშუალება არაერთხელ,მაგრამ ვერა ეს ვერა და ვერ შეძლო.მხოლოდ მისი გული ღალატობდა სხეული კი ისევ მისი ერთგული რჩებოდა.მასთან იწვა და სხვაზე ფიქრობდა.ეხლა კი ნამდვილად ხვდებოდა ლაშას ტანჯვას და ეს სულაც არა ახარებდა რადგან იმავე სიტუაციაში თავად აღმოჩნდა.ეს კი საშინელება იყო. ცხოვრება რაღაც საოცარ თამაშს ეთამაშებოდა და მისით საკმაოდ ერთობოდა.არ ეყო ის რომ ამდენი ტკივილი გადაიტანა და კიდევ ეს უიმედო სიყვარული.არა მისი სიყვარული ნამდვილად არ იყო უიმედო,რადგან არც ის მამაკაცი იყო სოფოს მიმართ გულგრილი მაგრამ სოფო ამ ნაბიჯს არასოდეს გადადგამდა.არ დაანგრევდა ოჯახს თავისი მიზეზით და არ დატოვებდა შვილებს.არც თან წაიყვანდა და მოსწყვიტავდა შვილებს მამას თავისი სიყვარულის და ბედნიერების გულისთვის.სულ სხვანაირი იყო სოფო. მთელი ცხოვრება სხვაზე ფიქრობდა და სწორედ ეს იყო მისი დანაშული.სხვისი ტკივილი და განცდები ყოველთვის მაღლა ეყენა ვიდრე საკუთარი და ამიტომ იტანდა ამდენს.სხვისი აზრი მისთვის ბევრად მნიშვნელოვანი იყო ვიდრე ის თუ რას გრძნობდა თვითონ და რას განიცდიდა. მალევე ჩამოიშორა მამაკაცი თავიდან და ცდილობდა მის დავიწყებას.მაგრამ ეს გრძნობა თავს არადა არ ანებებდა.მალე კიდევ ბევრი მამაკაცი გამოჩნდა მის ცხოვრებაში მაგრამ ჰორიზონტს არც ერთი არ ცილდებოდა,თვითონ სოფო არ აძლევდა არავის ამის საშუალებას.მან გულის კარი სამუდამოდ ჩარაზა იმ სიყვარულთან ერთად და დატოვა ასე დაკეტილი იქამდე სანამ რასაც ჰქვია ნამდვილად არ შეუყვარდა.თურმე ისიც გატაცება ყოფილა. უბრალოდ იგრძნო სითბო,სიყვარული ვიღაცისგან და ეგონა რომ უყვარდა.ეხლა კი ღმერთს მადლობას სწირავდა რომ საბედისწერო შეცდომა არ დაუშვა და მის გამო ოჯახი არ დაანგრია.არ გააკეთა ის რასაც მერე აუცილებლად ინანებდა.დღეს დღეობით კი მან საკუთარ თავში აღმოაჩინა ის ძალა რომ რაც არ უნდა ძლიერ უყვარდეს სხვა და მთელი ცხოვრება ამ სიყვარულით ცხოვრობდეს ლაშას ნამდვილად ვერასოდეს ვერ უღალატებს.ის მისთვის ბევრს ნიშნავს და ყველაზე მთავარი მისთვის,სახელი და თავისი ცხოვრებაა.არასოდეს არავის მისცემს უფლებას მისი სახელი ლაფში გასვაროს და მის შვილებს მისი სახელის შერცხვეთ. სოფომ იპოვა ცხოვრების სტიმული.მიხვდა რომ ბევრად სასურველი ქალია ბევრი მამაკაცისთვის და ეს უფრო მეტად აძლიერებს.სასაიმოვნოა როცა ფიქრობ რომ ვიღაცისთვის რაღაცას ნიშნავ და აცნობიერებ იმას რომ ის ვიღაც შენზე ფიქრობს. შენ კი გულში სულ სხვა ადამიანის სიყვარული გაქვს და ისიც ამავეს გრძნობს. ბევრჯერ შესთავაზა ჯაბამ ერთად ცხოვრება.ცოლთან გაშორება ბევრჯერ დააპირა სოფოს გამო, მაგრამ ის მუდამ უარზეა.ასე შორიდან ცქერით და ურთიერთობით ტკბება.სიამოვნებს მისი სიახლოვე,მასთან საუბარი და ეს დიდ სიხარულს ანიჭებს მის გულს.ჯაბა კი იტანჯება ასე ახლოს და თან ასე შორს რომაა მისი სიყვარული.ხელის ერთი გაწვდენა და ის მასთან იქნება სამუდამოდ მაგრამ ამას არ აკეთებს.არ უნდა სოფოს ძალა დაატანოს და ოჯახი მის გამო დაანგრიოს.უყვარს ასე უანგაროდ და მთელი გულით,ეს სიყვარული კი ორივესთვის ტანჯვის მოტანის მეტი არაფერია.მაგრამ მათ გულში მუდამ იცოცხლეს ეს წმინდა და ლამაზი გრძნობა,რომელსაც სიყვარულიი ჰქვია.
ცხოვრება ისევ ჩვეულ რითმში გრძელდება და თავის რუტინას ისევ უბრუნდება. მაგრამ სოფოს ცხოვრებაში ძველებურად ბევრი რამ აღარაა.ლაშა საკმაოდ შეიცვალა წლებმა მაინც თავისი ქნეს და აზროვნება შეუცვალეს.დააფასა ცოლი და ის სიყვარული რაც მის მიმართ ერთ დროს ჰქონდა.ისევ აღადგინა ის ყველა გრძნობა თავის გულში და ცდილობს იყოს ისეთი როგორიც მას შეეფერება.იყოს ისეთი კარგი ქმარი როგორსაც სოფო იმსახურებს.ის ტკივილი რაც ამ წლების მანძილზე სოფომ ისე მძაფრად შეიგრძნო,როგორც არავის არასოდეს შეუგრძვნია და ეს ყველაფერი დავიწყებას ვერასოდეს მიეცემა.უბრალოდ არც ისე ხშირად გაახსენდება და ეცდება ძლივს შეხორცებული იარა კიდევ არ გახსნას და ის ტკივილი არ განაახლოს რასაც ასე მძაფრად განიცდიდა ადრე.მიჰყვება ცხოვრების დინებას და ვინ იცის სად წაიყვანს ეს ტალღები.დროა მისთვისაც გამონახოს ღმერთმა ბედნიერება და მისცეს ის რასაც ნამდვილად იმსახურებს.არ ვიცი სოფოს ადგილას ვინ როგორ მოიქცეოდა მაგრამ ლინდა მუდამ იმას უმეორებდა რომ ამ სიტუაციაში ის რომ აღმოჩენილიყო ერთი წუთითაც არ გაჩერდებოდა და დაანგრევდა ოჯახს.სოფომ კი ამ ყველაფრის შენარჩუნება და აღდგენა განიძრახა, ნელნელა ეს ყველაფერი გამოსდის და საკმაოდ კარგადაც კი.ცხოვრებაში ყველაფერი ხდება ან სასიკეთოდ ან უარესობისკენ,მთავარი ისაა ჩვენ ამ ყველაფერს როგორ მივუდგებით და როგორ გამოვიყენებთ.ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.


არ ვიცი ბავშვებო რამდენად მოგეწონებათ და რამდენად მიიღებთ ამ ისტორიას,მაგრამ ერთი მინდა გითხრათ რომ ეს არის ნამდვილი ისტორია,რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფას ადამიან გადახდა და მომცა ნება დამეწერა.იმდენად მტკიოდა თითოეული სიტყვა და წინადადება რომ ამაზე მეტად ვერ დავწერე.შეიძლება ბევრმა თქვას თუ გტკიოდა რატომ დაწერეო მაგრამ მინდა ამ ისტორიით ბევრს ვუთხრა ის რასაც ყოველტვის ვფიქრობდი.თუ თქვენამდე მოვიტანე ეს ყველაფერი ძალიან გამოხარდა.მადლობა რომ ჩემთან ხართ და ველოდები შეფასებას,ჩემო ლამაზებო და თბილებო.



№1  offline წევრი natia-natia

ეს ცხოვრებაა და ძალიან ცუდია ესეთი ბედი როხვდა წილად არვიცი რავთქვა არმეცოდება ეს სხვა გრძნობაა რაც ამ ისტორიის წაკითხვისას დამეუფლა ძალიან ძლიერი ქალია...

 


№2  offline წევრი mako-makako

natia-natia
ეს ცხოვრებაა და ძალიან ცუდია ესეთი ბედი როხვდა წილად არვიცი რავთქვა არმეცოდება ეს სხვა გრძნობაა რაც ამ ისტორიის წაკითხვისას დამეუფლა ძალიან ძლიერი ქალია...

მადლობა ნათი რომ სწორად მიხვდი და წაიკითხე.მე არ მინდა ვინმეს გეცოდებოდეთ და ეს არც თვითონ მას სურს.უბრალოდ ცხოვრება ყველას სხვადასხვა გზაზე უშვებს,მთავარი ისაა როგორ გაივლი ამ გზას.
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 


№3 სტუმარი tamuna

Shen azri kargad dagvanaxe...martalia ojaxis dangreva dges saqsrtveloshi iseti stereotipia, rom zogma sheidzleba chagqolos...es imis magalitia rom aravis saqmea chveni piradi da aravin unda chayos cxviri zedmetad...sofo dzalian dzlieria da uyvars tavisi ojaxi...me did bednierebas vusurveb mas

 


№4  offline წევრი mako-makako

tamuna
Shen azri kargad dagvanaxe...martalia ojaxis dangreva dges saqsrtveloshi iseti stereotipia, rom zogma sheidzleba chagqolos...es imis magalitia rom aravis saqmea chveni piradi da aravin unda chayos cxviri zedmetad...sofo dzalian dzlieria da uyvars tavisi ojaxi...me did bednierebas vusurveb mas

ძალიან დიდი მადლობა თამო ასეთი თბილი სიტყვებისთვის,მართალია ოჯახის დანგრევა უფრო ადვილია ვიდრე მისი შენარჩუნება,ზოგი ღირსებას და სიამაყეს აყენებს მაღლა ზოგი კი უბრალოდ ოჯახს და მის სიყვარულს.კიდევ ერთხელ მადლობა რომ წაიკითხე და შეაფასე.<3<3
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 


№5 სტუმარი ნინა(ნინი)

მაკოოი ვერც კი წარმოიდგენ რამდენი ხანია უკვე რაც ამ ისტორიის წაკითხვა მინდოდა,მაგრამ ვერ ვახერხებდი.წავიკითხ და ვინანე ამდენი ხნის განმავლობაში დრო როგორ ვერ გამივნახე წასაკითხად.ჩემო გოგო ეს საოცარი იყო,საოცარი ისტორია საოცარი ემოციებით.ამ ისტორიის კითხვისას დამეუფლა საოცარი სიძლიერისა და სიამაყის გრძნობა,მე ვამაყობ,რომ არსებობენ ასეთი გოგოები/ქალები,რომლებუც ყველანაირ ტკივილს,დამცირებას იტანენ მაგრამ მაინც ძლიერები არიან,ძლიერები არინ თავიანთი შვილების გამო,ოჯახის გამო და იმედი აქვთ,რომ ყველაფერი დალაგდება და რიგზე იქნება.ბევრი ფარ-ხმალს დაყრიდა,შეეგუევოდა "ბედს" და არაფერს იღონებდა უკეთესი ცხოვრებისთვის.მე პირადად ვაფასებ მაგ ადამიანს,უძლიერეს ქალს და იმედი მაქვს,რომ ყველაფერი კარგად ექნებათ და ურთიერთობა გამოუკეთდებათ და ერთმანეთიც შეუყვარდებათ,რაც ნამდვილად გაუადვილებთ ურთიერთობას<3 <3 <3 ❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent