შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შიშველი ღამე –2–


27-03-2016, 13:18
ავტორი sopiko
ნანახია 3 068

[თავი 2]
ქალიშვილი შეცბა. ტირილი შეწყვიტა და ასლუკუნდა. გაბრიელი მიხვდა, რამდენად რთული იყო ახლა მისთვის სიმშვიდის შენარჩუნება და ტკივილის გულში ჩახვევა. ის ამ ცრემლებით იცლებოდა... იცლებოდა და თავისუფლდებოდა.
–მოვედით!–წინიდან გაისმა მძღოლის ხმა და გაბრიელმაც სწრაფად შეაჩეჩა ფული ხელში. მანქანიდან ჯერ თვითონ გადავიდა და მეორე მხარეს რომ მივიდა, მხოლოდ გამოღებული კარი დახვდა. უცნობი გოგონა აღარ...
–სად წავიდა?–თვითონაც ვერ გაეგო, როგორ შეეცვალა ხმა წამებში. ბიჭს მხარზე მოქაჩა და თავისკენ მოაბრუნა.
–რომ გადავიდა, დავინახე, მაგრამ ახლა... მაპატიეთ. მეჩქარება.–ამ ყველაფრით შეშინებულმა ბიჭმა, რამე შარში არ გავეხვიოო და მანქანა დაძრა. გაბრიელმა ძლივს მოასწრო კარის მიხურვა.
–სად უნდა წასულიყო... ის ხომ ცუდადაა...–წარბშეკრული დატრიალდა და კორპუსის კუთხეში ჩრდილი შეამჩნია.
–ღმერთო...–გახარებულს აღმოხდა და აჩქარებული ნაბიჯებით იქითკენ გაეშურა.
გაბრიელის ძებნის ობიექტი ტორტმანით მიდიოდა ტროტუარზე. პირზე ხელი აეფარებინა და ცალი ხელით ხის ტოტებს ეჭიდებოდა.
–დამიცადეთ!–თავი ვეღარ შეიკავა გაბრიელმა და დაუძახა. ქალიშვილი შეეცადა უფრო სწრაფად წასულიყო, მაგრამ ვერაფერს გახდა. მამაკაცი უკვე მის გვერდით იდგა, თვითონ კი უმნიშვნელო მანძილით წაწევაც ვერ მოესწრო.
–რა გინდათ?–ცხვირი საყვარლად შეჭმუხნა მან.–თქვენ ვინ ხართ, უკან რომ მომდევთ?
–უბრალოდ დახმარება მინდა...–მისგან შეტევაზე გადმოსვლას არ ელოდა გაბრიელი.
–მე კი არ მჭირდება!–ცოტა ხნით წელში გამართულს ისევ კისერში ჩაუვარდა თავი. აცრემლებულმა ახედა მამაკაცს და ჩაიჩურჩულა.–მაპატიეთ... მე ასეთი არ ვარ. მართლა არ ვარ ასეთი... დიდი მადლობა ყველაფრისთვის. ახლა კარგად ვარ და... წავალ!
–თუ ასე ძალიან არ გინდათ, საავადმყოფოში არ მივიდეთ. ჩემს ოჯახში წაგიყვანთ... უფრო სწორად ჩემი მეგობრის ოჯახში. ჩემი რძალი ექიმია. ის გაგსინჯავთ და მეც დამშვიდებული გაგიშვებთ სახლში.
–მე... კარგით.–ცოტაოდენი ჭოჭმანის შემდეგ დათანხმდა გოგონა.
–მანამდე კი... რომ მოგმართოთ...–ეუხერხულა ამ კითხვის დასმა.–თქვენი სახელი?!
–ლინა! ლინაჩკა...–საკუთარი სახელის ფორმაშეცვლილად ხსენებაზე თვალი გაუშეშდა, მაგრამ მალევე ისევ დამშვიდდა და პირველად გაიღიმა... უფრო სწორად გაბრიელმა იხილა მისი ღიმილი პირველად.
–ლინა, წამოდით.–ხელი ჩაჰკიდა და დამსკდარ კანს თითი გადაუსვა. მერე გზა მასთან ერთად გადაჭრა და ტაქსი გააჩერა.
წყვილი მანქანაში ჩაჯდა და ბნელი ქუჩებიც უკან დარჩა... შორს, ისევ გაშიშვლებული...

კარზე ზარი გაისმა. პირველად... მეორედ... ქეთი საძინებლიდან ხალათმოსხმული გამოვიდა და შემოსასვლელში შუქი აანთო. ჭუჭრუტანიდან გაბო დაინახა თუ არა, ურდული გადაატრიალა და კარები გამოაღო.
–შენ?!–გაოცებულმა და შიშით შეპყრობილმა იკითხა და უკან რამდენიმე ნაბიჯი გადადგა.–ხომ კარგად ხარ?
–არ ინერვიულო, ქეთო.–გაბრიელმა სახლში შემოაბიჯა და მის დასამშვიდებლად გაიღიმა.–პაციენტი მოგიყვანე... თუ სახლში არ იღებ ხოლმე?
ეს სიტყვები იყო და უკან გაბრუნდა. სულ მალე ქეთის წინ სუსტი აღნაგობის ქერათმიანი ქალიშვილი იდგა. თავი მორცხვად დაეხარა, ხელი ზურგსუკან წაეღო და თმის ღერებს ნერვიულად ჩაჭიდებოდა.
–გამარჯობა!–პირველმა მაინც ქეთიმ გამოიჩინა მოხერხებულობა.–შემოდით... შემოდით... ლიზის უკვე ძინავს. ვატოსაც დავუძახებ.
გაბრიელმა გზა ლინას დაუთმო და სამივენი მისაღებში შევიდნენ. საძინებლიდან უკვე თვალების ფშვნეტით გამოდიოდა ქერა მამაკაცი, რომელიც როგორც ლინა მიხვდა, ვატო იყო.
–ეს ლინაა! გაიცანით! ჩემი...–ვერანაირი წოდება ვერ მიანიჭა ამ უმწეო გოგონას გაბრიელმა და გაჩუმება არჩია.
***
ქეთიმ ლინა გასინჯა და სასმენი აპარატი გვერდით გადადო. ქალიშვილს მაისური ჩამოუწია და იმედისმომცემად გაუღიმა.
–ნორმალური მდგომარეობაა, მაგრამ დაკვირვება კიდევ სჭირდება. ამ ღამით ვერსად გაგიშვებთ. ხვალაც უნდა მოვუსმინო ფილტვებს.–უთხრა მას და თავზე ხელი მზრუნველად გადაუსვა.–ვიცი, ცოტა უხერხულად გამომდის, მაგრამ თუ გინდა ნუ მიპასუხებ...
–ალბათ გაინტერესებთ ვინ ვარ, საიდან, როგორ, ხო?–მორიდებით ჩაეჭრა ქეთის და თვალები დახარა.
–გვაინტერესებს არა, მაინტერესებს! თქვენობითი ტონი თითქმის ტოლი ადამიანებისთვის რა საჭიროა. ნუთუ ასეთი ბებერი ვარ?–სიცილით ჩაეკითხა გოგონას და წინ ჩამოშლილი თმა უკან გადაიწია.
–არა... არა!–ლოყები აუწითლდა ლინას.–უბრალოდ მე ჯერ ახლა გაგიცანით...
–მაგრამ ხომ გაგვიცანი?–წარბი მაღლა აწკიპა და აპარატი ყუთში ჩადო.
–იცით...–თითები ერთმანეთში ახლართა მწოლიარემ.–ცუდად არ მიიღოთ, მაგრამ ამ კითხვებზე პირველად მინდა გაბრიელს ვუპასუხო.
–როგორ? მან არაფერი იცის შენს შესახებ?–თვალები შუბლზე აუვიდა ქეთის.
–მხოლოდ ჩემი სახელი! და მე პირველად ვნახე ადამიანი, რომელიც უცხო ადამიანის გამო თავსაც შეიწუხებდა და თავისი მეგობრის ოჯახსაც შეაწუხებდა. არ მეგონა ქალაქში ასეთი ღირსეული და კეთილი პიროვნებები თუ მოიპოვებოდნენ...–ნაღვლიანად თქვა მან და ლინას მოცემული შემოსაცმელი ტანზე შეისწორა.
–რატომ ქალაქში? შენ გგონია სოფელი და ქალაქი განსაზღვრავს ადამიანობას?–ხელზე ხელი დაადო გასამხნევებლად ქალმა და საწოლზე პერანგი გადაფინა.
ლინა შეკრთა. ხელები აუკანკალდა. თვალები მომენტალურად აემღვრა და გამიზნულად ჩამოიშალა თმა სახეზე.
–მეძინება...–თავი ბალიშზე დადო და გვერდით გადაბრუნდა.
ქეთიმ საბანი გაუსწორა და დაბნეული გავიდა გარეთ.

–როგორ არის?–კარებთან დახვდა გაბრიელი, რომელიც ადგილს ვერ პოულობდა და დერეფანში ბოლთას სცემდა.
–სასუნთქი გზების მოწესრიგება ესაჭიროება. არანაირი ანთება არ აქვს, მაგრამ ქალაქში მანქანების კვამლში და ბუღში შეიძლება მდგომარეობა გაურთულდეს...–გაურკვევლობა ეწერა სახეზე ქეთის. ჯერ კიდევ ლინას უცნაურ ქცევაზე ფიქრობდა.
–მდგომარეობის გართულებაში რას გულისხმობ?–იგრძნო როგორ გაეჩხირა რაღაც ყელში.
–ფილტვების ანთებასთან ამას არავითარი კავშირი არ აქვს. გართულებამ უამრავი რამ შეიძლება გამოიწვიოს და მე ამის განსაზღვრა ამ პირობებში არ შემიძლია.–ამ სიტყვებზეც კი ეტყობოდა ქალს, თუ როგორ უყვარდა თავისი საქმე.
–უნდა მოატყუო!–რამდენიმეწამიანი ფიქრის შემდეგ ჩაიბურტყუნა მამაკაცმა.
–რა?–დღეს გაკვირვების დღე ჰქონდა ქეთის... უფრო სწორად ღამე.
–უნდა უთხრა, რომ ანთების ნიშნები აქვს და მისთვის ქალაქში ყოფნა არ შეიძლება. ის აუცილებლად უნდა გაშორდეს აქაურობას. ხომ ხედავ, როგორ სუსტადაა... მთაში წავიყვან ან სადმე... რა ვიცი. ასე მისთვის ბევრად უკეთესი იქნება.–მოკლედ აუხსნა რძალს და მავედრებელი თვალებით შეხედა.
–ეს არ შეიძლება... არა, არა, არ შეიძლება...–თავი გადააქნია ქეთიმ და მამაკაცისთვის გვერდის ავლა განიზრახა.
–ეს უნდა გავაკეთოთ! უნდა დავეხმაროთ! კარგი?–ღიმილით ჰკითხა და თმა ხელით აუჩეჩა.
–ამას შენს გამო არ ვაკეთებ, გაბრიელ! ეს გოგო მებრალება და არა იმიტომ, რომ ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ის სულიერად ავადაა და მეტჯერ გული აღარ უნდა ეტკინოს!–გატყდა ქალი და ბუტბუტით გაემართა მისაღებისკენ.
იმ ოთახის კარებზე, სადაც ლინა იმყოფებოდა, გარედან ფარდა ეკიდა. თხელი ნაჭერი ხელით გადასწია გაბრიელმა და შეუმჩნევლად შეიხედა შიგნით. ლინა წამომჯდარიყო, თავი ხელებში ჩაერგო და უხმოდ ტიროდა.

^^^
შუადღე მშვიდობისა, ჩემო მკითხველებო!
ამ ისტორიის მარტო სიუჟეტი კი არა, მთავარი პერსონაჟი გოგოც ძალიან განსხვავებულია... ნუ, ბიჭიც! ესე იგი წინა, ქალბატონი ანეტა დიდი რისკიანი ვინმე იყო, იმის წინა, სოფიო შესაშურად ძლიერი, ლინა კი ძალიან სუსტი და უმწეოა. ალბათ ესეც განაპირობებს იმას, რომ მე განსაკუთრებით მიყვარს...
რაც შეეხება გაბრიელს, ის არ არის ''ჩემებური'' ტიპის, ანუ ღრჯუ, უხეში და ველური, არის ჩამოყალიბებული, სინდისიერი, ღირსეული მამაკაცი!
არ ვიცი, თქვენ როგორ მოგწონთ ახალი თვისებების შემოტანა ჩემს შემოქმედებაში, მაგრამ რაც გამოდის, გამოდის...
ველი თქვენს შეფასებებს და ამით გავიგებ რა მოგწონთ, რა არ მოგწონთ და ჩემი მუზაც გაიგებს მოვიდეს თუ წავიდეს {ისე მართლა ძალიან მაწვალებს ეს ოხერი!}
ხოდა რას ვამბობდი... გელოდებით_მეთქი და... სიტყვაც ძალიან გამიგრძელდა!
უყვარხართ სოფოს!
შიშველი ღამე –2–
შიშველი ღამე –2–



№1 სტუმარი Black

Grju da veluri ara?haha gamacine:Dda ra shexamebaa,sagol magaria sopachka;) <3

 


№2  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Rogor momewona ganagrdze ra

 


№3 სტუმარი tamuna

Ise martla ucnauri gogoa

 


№4  offline მოდერი sameone crazy girl

მომწონს და მალე დადე მომდევნო რა ცტა გაირკვეს სიტუაცია თორე ასე დიდხანს მოთმენა არ შემიძლია wink wink

 


№5  offline წევრი teddy))

Tavidan sul pirvel pirshi werdi xolme, magram axla shecvale... <3 gansxvavebulia ratkmaunda, imitom rom ar arian shen rogorc axsene velurebi da mec shemovitan ert sityvas jmuxebi :D fotoebi momewona :* mitumetes gabrielioo :D <3 momwons da warmatebebii!

 


№6  offline მოდერი sopiko

Black
Grju da veluri ara?haha gamacine:Dda ra shexamebaa,sagol magaria sopachka;) <3

აბა, ბატონო ბლექ, თქვენ ერთადერთი მამრობითი სქესის წარმომადგენელი ხართ ჩემს მკითხველებში {მგონი}, ხოდა როგორ მამაკაცებს ანიჭებთ უპირატესობას? ან თავად რომელ ჯგუფს მიეკუთვნებით? lol გმადლობთ დადებითი შეფასებისთვის! request
aanamaria
Rogor momewona ganagrdze ra

გმადლობ, ანამარია! აუცილებლად გავაგრძელებ love
sameone crazy girl
მომწონს და მალე დადე მომდევნო რა ცტა გაირკვეს სიტუაცია თორე ასე დიდხანს მოთმენა არ შემიძლია wink wink

ხო, შემდეგ თავში ცოტა გაირკვევა... მერე კიდო ცოტა... მერე კიდო და... ბოლოს გარკვეული იქნები! lol მიხარია, რომ კითხულობ, თანაც ასე მოუთმენლად!
teddy))
Tavidan sul pirvel pirshi werdi xolme, magram axla shecvale... <3 gansxvavebulia ratkmaunda, imitom rom ar arian shen rogorc axsene velurebi da mec shemovitan ert sityvas jmuxebi :D fotoebi momewona :* mitumetes gabrielioo :D <3 momwons da warmatebebii!

პირველი პირის ტრადიცია კომედიურებზე... ამ ჟანრში ასე უფრო სასიამოვნოა წერა feel მადლობა, მადლობა! შენ რომ მოგწონს, ეს ყველაზე მეტად მიხარია!

Black
Grju da veluri ara?haha gamacine:Dda ra shexamebaa,sagol magaria sopachka;) <3

aanamaria
Rogor momewona ganagrdze ra

tamuna
Ise martla ucnauri gogoa

tamuna
Ise martla ucnauri gogoa

sameone crazy girl
მომწონს და მალე დადე მომდევნო რა ცტა გაირკვეს სიტუაცია თორე ასე დიდხანს მოთმენა არ შემიძლია wink wink

teddy))
Tavidan sul pirvel pirshi werdi xolme, magram axla shecvale... <3 gansxvavebulia ratkmaunda, imitom rom ar arian shen rogorc axsene velurebi da mec shemovitan ert sityvas jmuxebi :D fotoebi momewona :* mitumetes gabrielioo :D <3 momwons da warmatebebii!

დიდი მადლობა ყველას! love

 


№7  offline ადმინი შამანი

გემოვნება კარგი გქონია :დ
მაგრამ რატომღაც ლინა შავგვრემანი და ცისფერთვალება წარმოვიდგინე,მოდი ასეთ ლინას დავიტოვებ წარმოდგენებში.
სიმართლე, რომ გითხრა,ისტორიის კითხვა სათაურმა მაიძულა.
საინტერესო სათაურია,ორგვარად გავშიფრე და რომელი მათგანია შენს მიერ ჩაფიქრებული ამის გაგების სურვილი უფრო მაჯაჭვებს კითხვას.
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent