შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მამაკაცი სიზმრიდან (სრულად)


27-03-2016, 20:47
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 5 005

„საპირისპირო სქესი თავისი მიმზიდველობის სხივებს თუ არ გინაწილებს,ვერ შეგიყვარდება“-მე.

ზემოთ თქმულის სიმართლეში ზოგჯერ მეპარება ხოლმე ეჭვი,მაგრამ,სიმართლე რომ ვთქვა,მაინც მჯერა ამის.ადამიანი თუ არ გიზიდავს,მხოლოდ მეგობრებად დარჩებით,მაგრამ ის წამის მეასედი,რომელიც მერყევი გონების ნაწილია მაინც მაფიქრებს ხოლმე.დრო ხომ გრძელიცაა და მოკლეც.ის,მგონი,ერთადერთია,რასაც ერთდროულად შეუძლია იყოს ერთის და მეორეც.განა ეს აღსანიშნავი არაა?
ისევ გავყევი ჩემი სწრაფმავალ მატარებლის ფიქრებს.
„რითი შეიძლება მამაკაცმა მომხილბლოს?“-ჩვეულად ვკითხე საკუთარ თავს,მაგრამ ისევ შევიკავე პასუხისგან თავი,მერე მაინც გადავწყვიტე დავფიქრებულიყავი და თავი მეორე მხარეს გავაქნიე.რაღაც ხმამ ამომძახა.
„რაღაც შრამი უნდა ჰქონდეს..ოღონდ ისეთი რომ შენს მშვენებას ერწყოდეს და მისი ნაწილი ხდებოდეს,ვერ უნდა დააშორო..ანუ იდენტური ნახევარი?“-ბოლოზე გამეცინა,ბალიშს ძლიერად მივეყრდები .უკან გადავიყარე აბურდული თმა,რომელიც სახეს მიფარავდა ა ფეხზე წამოდგომა ვცადე.
-როცა მოვალეობები თავისკენ გიხმობენ,ყველაფერი იცვლება,ელენ-საკუთარ თავს მივმართე,წამოვიწიე და მაშინვე შემეჭმუხნა სარკე.აშკარად დამაგვიანდება-მეთქი-გავიფიქრე და სააბაზანოს კარი ზლაზვნით შევაღე.
სარკეში შევიხედე,მაგრამ არაფერი.
ისედაც დავიღალე ამდენი პროგნოზებით.ამინდის პროგნოზი,ზოდიაქოს პროგნოზი..
„ნუთუ ყველას დასასრული და დასაწყისი აინტერესებს და მეტი არაფერი“-ისევ გამახსენდა ძველებური დასვკნა-„ამდენი დასკვნები,ამდენი...“
***
-რომელ კურსზე ხარ?
-ერთი საათია შესვენება-ვუპასუხე გოგონას,რომლის კუშტი მზერა ნამდვილად არ გამომპარვია.
-მე გკითხე რომელ კურსზე ხარ-მეთქი.სულ რომ არაფერი ის მაინც ვერ შენიშნე,რომ ერთ აუდიტორიაში არასდროს ვყოფილვართ?
-უკაცრავად?-წარბები მაღლა ავზიდე და საათს გაშტერებით დავაცქერდი.
-ყრუსთან ერთად ბრმაც ყოფილხარ-ვერ შეიკავა სიცილი და გვერდზე გავიდა.მაინც ვერ მივხვდი რა უნდოდა.ვიფიქრე-შარზეა-მეთქი და გზა განვაგრძე.აქ ახლოს მყუდრო ადგილი მეგულებოდა.აქ ვჯდებოდი ხოლმე და ცალკე გარემოში ვიკეტებოდი,სადაცარავის შეშვებას ვაპირებდი.
დიახ,ეს ჩემია ადგილია,აქ გარშემო არავინაა და უკვე საკუთრად მოვიხსენიებ.მიყვარს,როცა რამე მეკუთვნის,მაგრამ თანაც არ მიყვარს.
„მაგრამ ახლა არაა ამის დრო,უნდა გაარკვიო სად ჯანდაბაშია ეს სტატია?“-სტატიის სახელიც კი დამვიწყდებოდა დაბნეულს და გინდ მხსომებოდა,ეს მაინც არ იქნებოდა საინტერესო იმ ფართო საზოგადოებისთვის,რომელიც ჩემ ფიქრებს გაეცნობოდა.
***
-ისევ ასე აპირებ? სად არიან შენი მეგობრები?-დედაჩემის ხმა მომესმა ყურმილში,ის ძველებირად მკაცრი და ცივი იყო,მერე რა რომ მასთად დიდი ხანია აღარ ვცხოვრობ.
-დედა მამა როგორ არის?-შევეცადე სხვა თემაზე გადამეტანა საუბარი,მაგრამ მერის ღრმა აზროვნებას მაინც ვერ გადავაბიჯე.
-სად არიან მარი და სალი?
-შეეშვი რა! ისინი არც არასდროს ყოფილან ჩემი მეგობრევი-პირველკურსელის თავდაჯერებულობით წარმოვთქვი და ხელში კალამი შევათამაშე.ნერვიულობისას სულ რაღაცას ვამოძრავებ,სხვანაირად უბრალოდ არ შემიძლია.
-ჩემი შვილი ხარ და ეს რას ნიშნავს,იცი?
-ნუ დაიწყე ისევ..სისხლიანო მერი-პაუზის შემდეგ ვუპასუხე,მაგრამ დედაჩემის გაბრაზება მაინც ვერ შევძელი.განა ეს ხრიკი მასზე როდის მოქმედებდა.
-აბა,ვინ იყვნენ?
-უბრალოდ სიტუაციური მეგობრები.
-გეყოფა,სისულელეების ბოდვა.
-დედა,ნუ მასწავლი რა უნდა გავაკეთო და რა არა..-ამოვიხვნეშე და პასუხის მოლოდინში შესამჩნევლად დავიძაბე.
-კარგი,ჭკუით იყავი-ჩვეულად დაასრულა საუბარი.ვიცოდი,რომ იმ მომენტში ხელი ჩაიქია.ალბათ,ჩემ გაწეწვაზეც დაფიქრდა.
დამოუკიდებელი ცხოვრეის მიუხედავად,დედაჩემი ისევ არ მასვენებს,დღე არ გავა რომ არ დამირეკოს,კიდევ კარგი ყოველ დღე არ მსტუმრობს და ჩემ მშვიდ გარემოს არ მიფრთხობს.
ერთ რამეში კი მართალია ჩემი მერი,დღემდე არავინ მიმიღია,როგორც მეგობარი,როგორც რეალური მეგობარი.მუდამ მატარებლის სადგურზე ვიდექი და გასამგზავრებლად ვემზადებოდი,სტაბილურობა არ ვიცოდი რა იყო.ისე ვიქცეოდი,თითქოს ცხოვრება მარადიული ხვრელი იყო,ხოლო მე საუკუნეების მმართველი ვიყავი.
„იქნებ ასეც იყო..“-გავიფიქრე და ფანჯრიდან გავიხედე.ისევ ჩვეული და მომაბეზრებელი ხედი მოჩანდა ჩემი პატარა ბინის მყუდრო კუთხიდან.
***
კვირა დილას შეზარხოშებულს გამეღვიძა.თავს რაღაც საოცრად გრძნობდი.მგონი,გული სიხარულის სხივებს გასცემდა და იღებდა,გასცემდა და იღებდა.ეს პროცესი,მგონი,პროპორციულად მიმდინარეობდა.არ ვიცოდი რა იყო ამის მიზეზი,მაგრამ,მაგრამ..მალევა გამახსენდა წუნხანდელი სიზმარი.
„ის იყო“-გავიფიქრე და წარბები ზემოთ ავზიდე.ვგრძნობდი,რომ ძილის ჩამთრევი ტალღა ისევ მინდოდა,ისევ მინდოდა მსგავსი რამ მენახა სიზმრად.გამოვიჭირე საკუთარი თავი და ისე ამიფართხალდა გული.გეგონებოდა სამზარეულოს აბლაბუდაში გაებაო.
მართლა გასულ ზაფხულს სანაპიროზე ერთ მამაკაცს ვხედავდი ხოლმე.კვარიათის მომაბეზრებელ გარემოს მხოლოდ ის თუ მიფერადებდა,ზოგჯერ თვალებიც გამოყენებაც ხომ ბედნიერებაა.ის რომ არა ბევრ რამე დაკარგავ,ილუზიურ გარემოსაც კი მოისპობ.
„სისულელეა ელოდი იმას,რაც იცი რომ არ მოვა..ეს უბრალოდ ფარსია და არა გრძნობა..“-მაშინვე გამიელვა თავში და ბალიშში დავიმალე.ალბათ,ინსქიტქურად სირაქლემას პოზას ვეძებდი.
სიზმრის გახსენება ღამისთვის გადავდე და მეორე მხარეს გადავბრუნდი.არის მომენტები,როცა საწოლი და ბალიში სამოთხეზე ტკბილი რამე გგონია.ეს იშვიათად ხდება ჩემმ ცხოვრებაში,მაგრამ მაინც ხდება..აი,მაგალითად ახლა.
კოტრიალით გული კიდევ არ მქონდა ნაჯერები,როცა გამახსენდა,რომ ფიტნესი 11-ზე მქონდა.
-სჯობს გვიან,ვიდრე არასდროს-ხმამაღლა ჩავილაპარაკე და წამოვიწიე.
***
„აშკარად სიმპათიურია,ძლიერი...მაგრამ არ მიზიდავს..“-შევათვალიერე დაკუნთული ტიპები და კარებისკენ წამოვედი.“კიდევ კარგი საშხაპე აქვთ,თორემ რა მეშველებოდა“-სხვა რამეზე დავიწყე ფიქრი,ნამდვილად არ მინდოდა ისევ შარმებსა და ანდამატებთან დაბრუნება.
ცხოვრებაში იმდენჯერ მჯეროდა,მეორე ნახევარი არსებობსო,მაგრამ დროდადრო ილუზიიდან გამოვდიოდი..არ ვიცი რა არსებობს და რა არა და მეტიც არ ვიცი საერთოდ რამე თუ არსებობს.
-ლამაზი ზედა გაცვია-გაფართოებული თვალებით გამომაცილა ხესავით ამართულმა მამაკაცმა და გამიღიმა.
-მადლობ-კუშტად ვუპასუხე და აჩქარებული ნაბიჯით წავედი მანქანისკენ.ის დედაჩემს დავცინცლე.ახლის ყიდვა უნდოდა და თავისი გამოვართვი,აბა მეტი შესაძლებლობა ჯერ არ მისცემია ჩემ თავს.
აპრილის ბუნების ჰაერი მანქანიდან გადმოსულმა სწრაფად შევისუნთქე და გასაღები ჩანთიდან ამოვიღე.
„აი,მარტოსულობაც..“-შევედი თუ არა ბინაში,მაშინვე შევიგრძენი მარტოსულობის სურნელი.
„დიახ,ელენ,შენ თავიდან ფეხებადმ მარტოსული ხარ,ეს შენივე ჩონჩხიდანაც ჩანს..“-ჩემი შინაგავი პორტრეტიც დაუხატავს-მეთქი-გავიფიქრე და ფიქრთა სიღრმეებს აღარ დავუკვირდი.
-რა დაგესიხმა მაშინ?-ისევ აღვიდგინე სასიამოვნო მოგონება.
„თავიდან ვერ იცადი,მაგრამ ეჭვი გაგიჩნდა რომ იყო,შეცვლილმა ვარცხნილობამ დაგიფრთო გონება,თორემ მიხი ჟუჟუნა თვალები ვერ გამოგეპარებოდა...მაღალი და ძლიერი სხეულით რიტმულად...“-აღარ გავაგრძელე,ამის ნერვები არ მქონდა და ეს აშკარა იყო.სულ სხვა რამისთვის უნდა მიმემართა.
ტელეფონი გავხსენი და ნომრების გრაფაში დაქაჩული თვალები ჩავაჭყეტე.მხოლოდ მერის,მამაჩემსა და რამდენიმე ნაცნობის ნომერი მქონდა,რამდენიმე ნათესავიც მეწერა..ნომრების მქონდა.სხვები წინაზე წამეშალა.პროგრამას რომ ვაყენებდი,მაგრამ არ მიდარდია.
„სალი და მარი რომ წაიშალა,უკეთესი რა გინდა..“-კმაყოფილმა გავიფიქრე და დივანზე დავეშვი,შევათვალიერე ცარიელი სივრცე და გულში რაღაც ვიგრძენი.იქნებ ამ ყველაფრის შეცვლა იყო საჭირო.
ფიქრებში ვერ გავრკევულიყავი,როცა ტელეფონი აწკრიალდა.
„ისევ მერე,ამ ქალმა გააწყალა გული..“-ვუპასუხე და სახე შემეცვალა,ფეხზე წამოვვარდი.
-გიგი აღარაა!-ისე წარმოვთქვი,თითქო აღმოჩენა გავაკეთე.ეს თავადაც არ მჯეროდა..-გიგი აღარაა!-ვიმეორებდი და ვთრთოდი-ის დაიღუპა,ავიაკატასტროფაში,თვითმფრინავი ჩამოვარდა..
***
-რა გინდა თქვა,ყველაფერი ჩაივლის?-მერიმ დახედა მეუღლის ფოტოს და ცრემლი ძლივს ჩაიკავა.
-არა,მაგრამ ასეც არ შეიძლება-დედაჩემს თბილად ვუთხარი და კალენდარზე ვანიშნე-უკვე რამდენი ხანი გავიდა.
ამ ხნის განმავლობაში რას არ ვეუბნებოდი მას,როგორ არ ვამშვიდებდი,მაგრამ ეს თავადაც არ მჯეროდა..
„იქნებ დგება დრო,როცა ყველაფერი იყინება ერთ ადგილას,როცა უბრალოდ ცხოვრებას აზრი ეკარგება...“=კარებისკენ წავედი,დედაჩემის საცოდავი სახის ყურების თავი აღარ მქონდა,ბინა მქონდა მისალაგებელი და მეორე დილას კი საბოლოო გამოცდა,მერე დასვენებები და ვინ იცის კიდევ რა..
***
გამოცდიდან გამოვედი და სუფთა ჰაერი ჩავისუნქე.“აი ეს მჭირდებოდა“-ავხედე ცას და მხარზე ჩანთა შევისწორე.
-მე უკვე მეორე კურსელი ვარ-გავიღიმე და მანქანის კარი გავაღე.
ასე თუ ისე გადავიტანე გიგის გარდაცვალება.გამოვტყდები და ძალიანაც არ მიდარდია.ალბათ,იმიტომ,რომ მერი მყავდა დასაწყნარებელი,დასაიმედებელი..
სახლში მისული სულ სხვა გუნებაზე ვიყავი.თითქოს მარტოსულობის ტალღები სადღაც წასულიყვნენ.
„იქნებ ღამის სიზმარსაც შევხვდე..იქნებ ისევ კვარიათს ვესტუმრო..“-ოცნებებში წავედი.მაინც ვერ ვხვდებოდი რატომ ვერ ვიგდებიდი თავიდან მასზე ფიქრებს,ვინ იყო ის ასეთი,ასეთი განსაკუთრებული რომ ამხელა ქალს თავდაყირა მაყენებდა და მერე რამდენი ხნის მერე..
„ეს ხომ სისულელეა! ნუთუ,ამისიი კვლავ გჯერა?“-გაბრაზებით ჩავიხედე სარკეში და ენაზე მეკბინა.
ალბათ,ეს ზედმეტი ნერვიულობის ბრალია!
ერთი კვირა გავატარე მასზე ფიქრებში.თავს დავცინოდი,მაგრამ მაინც მხნედ ვიყავი.არც მისი სახელი ვიცოდი და არც გვარი,არაფერი ვიცოდი მასზე და მაინც მინდოდა წავსულიყავი კვარიათში,გავსულიყავი ზუსტად პლაჟის იმ ადგილას,სადაც ადრე და მას დავლოდებოდი.ვიცოდი,რომ ეს სიგიჟე იყო,მაგრამ თავს გიჟად მაინც არ ვთვლიდი.ვაცნობიერებდი,რომ ყოველ ღამე მასზე ფიქრში მეძინებოდა და ყოველ დღე,როცა ვიღიმოდი,მისი სახე მესახებოდა თვალწინ.არ ვიცოდი რა იყო ეს და საერთოდ იყო თუ არა რამე,მაგრამ ჩემი სურვილის სიმძაფრეში დარწმუნებული ვიყავი.
მეშინოდა,რომ მასთან დაახლოება არ მინდოდა და ან არ შემეძლო.მეშინოდა,რომ ეს მხოლოდ ილუზიად მჭირდებოდა და მეტი აღარ მიმიზდავდა.მეშინოდა იმის,რომ წვიმა მიყვარდა,როგორც ხელოვნების მოტრფიალეს და მძულდა,როგორც ჩვეულებრივ მოსიარულე ადამიანს.მეგონა,რომ სიყვარულიც წვიმასავიც რამე იყო,მამაკაცი წვიმის წვეთად წარმომედგინა,მაგრამ მისი ნახვა მაინც მინდოდა.
„მხოლოდ შორიდან,არ გავიცნობ,არაფერს ვაგრძნობინებ“-ვუმეორებდი საკუთარ თავს და სასიამოვნოდ მეღიმებოდა-„ნუთუ.ეს რამე გრძნობა და,ნუთუ..?“-სიყვაურლი ისე მოდის,რომ თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებ.
***
ისევ ვფიქრობდი,ვიჯექი ვუყურებდი წვიმას და ვფიქრობდიი იმ უჩვეულოდ სიმპათიურ და ანდამატივით მიმზიდველ არსებაზე.არ ჰქონდა მნიშვნელობა მის თმის ფერს,არც მის თვალების ელვარების დაზუსტებას,რადგან ეს მხოლოდ პროგნოზიერება იქნებოდა და მეტი არაფერი-მე არ მიყვარს წინასწარი განჭვრეტა,წარმოდგენა ბევრად უფრო მიზიდავს და მაღფრთოვანებს.
ღამე იყო,მე კი ნათურაც არ მქონდა,მაგრამ მეზარებოდა წვიმაში გარეთ გასვლა.არ მინდოდა უფრო ახლოდან მომესმინა მისი შხეფების ხმა,არ მინდოდა,რომ ისინი შემხებოდნენ,ამიტომ ისევ უნათუროდ ვრჩებოდი.
სიბნელის ხომ მაინც არ მეშინოდა.
არც სიბნელე მაშინებდა,არც შიში..და არც არაფერი.შიში არ იყო ჩემი მამოძრავებელი ძალა.სახლიდან წამოვედი და არავისთვის მომისმენია,ვაკეთებდი,რაც მინდოდა და სხვისი აზრი ფეხებზე მეკიდა,მაგრამ მაინც არ ვიყავი ძლიერი.
მე მოლოდინის გაცრუების შიში მქონდა.იმედგაცრუება ჩემთვის ყველაზე მძიმე რამ იყო.მეშინოდა,რომ როდესმე მოხდებოდა ეს და..მერე,ალბათ,მთლად გავნადგურდებოდი...ჩემი რეაბილიტაცია იქნებ არც მომხდარიყო.
ძნელია ფსიქოლოგიურად წაქცეული ადამიანის აყენება და მით უმეტეს ისეთის,როგორიც მე ვიყავი,მაშინ,როცა წვიმდა და გული მიფართხალებდა.ეს რაღაც უცნაური იყო,არ ჰგავდა იმმ წვიმას,რომელიც მე არ მიყვარდა,არ ჰგავდა მერის და არც ნაცნობებს,არ ჰგავდა იმ გოგონებს,რომლებიც მხოლოდ სულელურ საგნებზე ფიქრობნენ და ფიქრების ენა საერთოდ არ ესმოდათ.
***
-ემოციურად არამყარი ხარ-დედაჩემი შემოვიდა ღია კარებში და გვერდზე მომიჯდა.
-შენ რა რეაბილიტაცია უკვე გაიარე?-გვერდზე გავიხედე და სახე შევჭმუხნე.ნამდვილად არ მესიამოვნა მისი ასე უეცარი გამოჩენა.
-ელენ,გეყო...სულ ასეთი ცივი რატომ ხარ?
-ცხოვრებამ გამხადა ასეთი-ამოვიხვნეშე და ხელებში ბალიში მოვიქციე-მერი,დავიღალე და ეს შენ არ გესმის,არც გინდა გაიგო.
-იცი,რა?-სახე გაუბრწყინდა მერის.
-რა?-წარბები მაღლა ავწიე.
-უნდა დაისვენო.
-ამაზე ვფქირობ ერთი კვირაა,ხვალ წავალ კვარიათში,ცოტა მოვიტყუებ თავს-ფეხზე წამოვდექი და დედაჩემს ძალით გავუღიმე.სულ არ მეტყობოდა,რომ მისი რეაბილიტაცია მიხაროდა.
-მარტო წახვალ?
-ჰო,რა იყო? შარშანაც ასე არ წავედი.
-ჰო,მაგრამ ვინმე..
-მერი,არ არსებობს ვინმე..არსებობს მხოლოდ მე-ვხვდებოდი,რომ ხალხის დანახვაც კი მაღიზიანებდა,რთული ფენომენი ვიყავი,მაგრამ ეს გამოსასწორებელ რამედ არ მიმაჩნდა.
-ელენ..
-ზრდასრული ვარ-ისე ვთქვი,როგორც მაშინ,როცა თვრამეტი წელი შემისრულდა და გვერდითა ოთახში გავედი.
-კარგად მოწყობილხარ-ისევ თქვა ჩვეულად და სახე ხელებში ჩარგო.მისთვის ყურადღება არ მიმიქცევია.არა იმიტომ,რომ არ მიყვარდა,არა იმიტომ,რომ არ მეცოდებოდა...მხოლოდ იმიტომ,რომ მე ასეთი ვიყავი.
-ელენი ასეთია-ხმამაღლა ვთქვი და,მგონი,დედაჩემმაც გაიგო,მაგრამ ყურადღება არც კი მოუქცევია.
-ჩალაგებაში დაგეხმარო?-ეტყობოდა,რომ მამაჩემის გარდაცვალების მერე შეიცვალა.ისევ შავები ეცვა და უფრო დამთმობი გამხდარიყო.
-დარბილებულხარ-გავძახე და საცურაო კოსტუმები გადმოვალაგე.
-ოჰ,რამდენი გაქვს.
-სტიპენდიას ტყუილად არ ვიღებ-ირონიით ჩავუკარი თვალი და ლოგინზე ჩამოვჯექი.
-ისე ლაპარაკობ,თითქოს სულ შენი სტიპენდიით ცხოვრობდე-როგორც იქცა,გაეღიმა მერის,თუმცა ეს სიცილი უფრო იყო.რამდენიმე წუთის მერე სახეაწითლებულმა ამომხედა.
-გიხდება სიცილი-ისევ კუპალნიკებს დავხედე და დიდი ჩემოდანი გამოვაძვრინე გარდერობის ქვეშიდან.
-ელენ,რამე გეშველებოდეს,ნეტა...-ისევ ჩვეული ხმით წარმოთქვა,მასში ისევ დავიჭირე დამრიგებლობა და წარბი ზემოთ ავწიე,უფრო სწორად ამივიდა,ზოგჯერ ყველაფერი ხომ თავისით ხდება.
-მერი,ვწუხვარ, ამ ყველაფრის გამო,ვწუხვარ,რომ მამა აღარაა,მაგრამ ასეთი ვარ..არ მინდა ემოციის გამოხატვა,რადგან არ შემიძლია..
-უბრალოდ იმედგაცრუებული ხარ-ხელი ხელზე მომკიდა,ისეთი გაყინული ჰქონდა,რომ შევკრთი.
-მერი,მე უბრლაოდ ასეთი ვარ და..მართლა ვწუხვარ..-ხელი ხელზე მოვუსვი და სახეში შევხედე.შევნიშნე,რომ ლოყა მომიშვრა..ამით ბავშვობა გამახსენდა,ის ხომ სულ ასე იქცეოდა ხოლმე.
-კოცნას ველი,პატარა-ეტყობოდა,რომ ხასიათზე მოვიდა,მივედი და ვაკოცე,მივუახლოვდი და ამდენი ხნის მერე ვაკოცებ.
-აჰა,ფული და,იმედია,ამის გამო არ მაჩუქე ეს ამბორი-გამიღიმა დედაჩემმა და საწოლიდან წამოდგა-ჩემი ერთადერთი იმედი ხარ,ეს გახსოვდეს!
***
-ელენ,როგორ ხარ?-გვიანობამდე სოციალურ ქსელში ვიჯექი და რაღაცებს ვკითხულობდი,როცა უცნაური გოგოს მონაწერი მომივიდა.ორი კვირის წინ დამამატა,მაგრამ არაფერი მსგავსი მანამდე არ უმოქმედია.
-მგონი,რაღაც უცნაური სახელი გქვია,არა?-კარგ ხასიათზე ვიყავი,მე ხომ დილას მგაზავრობას ვიწყებდი და თან ჩემი საყვარელი მანქანით.
მასთად დიდ ხანს აღარ გამიგრძელებია საუბარი,მივდივარ-მეთქი კვარიათი-მივწერე და მაშინვე გამოვედი.ისე უცნაური სახელი არ ჰქვია-მისი სახელი თამარაა.
მასში რაღაც მომეწონა,რაღაც მსგავსება დავიჭირე,მაგრამ მაინც არ მივბრუნებულვარ მსგავს სისულელეებს.
„მე ხომ ბედის საძებნელად მივდივარ..“-გავიფიქრე და მეორე მხარეს გადავბრუნდი-„თამარასნაირები მოიცდიან,მე მარტო ვარ..“-შეჩვეული,როცა ხარ რამეს,სხვა რამ არ გინდა..
მგონი,მეც ნარკოტიკზე „ვიჯექი“ და ამ ნარკოტიკს მარტოსულობის სინდრომი ერქვა.ზოგჯერ გინდა,რომ რაღაც მეტი იყო,გინდა გადააბიჯო გარესამყაროს და ვგრძნობდი,რომ ეს იყო ჩემი ხვედრი.
ფილოსოფიურზე ვსწავლობდი და ეს კიდევ უფრო მაგიჟებდა,დავჯდებოდი ხოლმე და წიგნებში გავცურავდი,ტალღებივით მასკდებოდნენ ჩახლართული სიტყვები და ეს ყვეალაფერი უფრო მწყვეტდა იმ სამყაროს,რომელსაც რეალობა ჰქვია.
„რეალობა არაა ისა..“-ძლივს დავიძინე და სიზმარად რაღაც უცნარუობა ვნახე-„ის იყო? არა..აბა რა იყო?“-ნამდვილად ვერ ვიხსენდები სად ვიმოგზაურე ძილში,მაგრამ მაინც არ ვდარდობდი,ჩემი ღამის სიზმართა უმრავლებოდა ხომ იქვე რჩევა,მე ხომ მატარებლის მგზავრი ვარ..
„ისევ დაიძრება ვაგონი.ისევ შეყანყარდები და ისევ გასცილდები აქაურობას,არაფეირა მარადიული..კი მაგრამ ჩემი წლები? ის დანაწევრებულია შუალედებად,რომლებსაც პატარა პერიდები ჰქვია..“-ფიქრებში ცახვეული წამოვდექი და საათს დავხედე.მაინც თავისუფალი ვიყავი,მანქანა ფარდულს მიღმა მელოდებოდა და,მგონი,გაქცევასაც არ ცდილობდა.
***
არსებობს ის,რაც გაშნებს და გბოჭავს..ეს ისაა,რასაც ამდენი ხანია ვეძებ,მაგრამ მაინც ვერ ვიპოვე,რადგან კიდევ მაშინებს რაღაც..ხანხადან ვფიქრობ,რომ ის ვითარდება და ნელ-ნელა მტანჯავ,მბრღვნის..ბულბულს მტვრად მაქცევს,მაგრამ არ ვიცი,არ ვიცი...
„ესეც აჭარა..მალე მივალ..“-ძარღვებში ადრენალონზე ძლიერი რამ ვიგრძენი,შეიძლება არ იყო ასე,მაგრამ მე ამაში დარწმუნებული ვიყავი.
„ზუსტად ის დღეა და ის რიცხვი,ზუსტად ის წამია...“-გადმოვედი მანქანიდან და წინა დღეს დაჯავშნულ ბინას შევეკედლე.გარემოს ცვლილება ჩემზე კარგ გავლენას ახდენს,მერის დავურეკე და დავამშვიდე,შემდეგ დავბინავდი და საწოლზე გავიშოტე.
„ჩემს მეგობარს ვერ სჯობს,მარა ესეც წავა..“-გავიფიქრე და ფეხზე გავიხადე.ვიგრძენი,რომ მაღალქუსლიანებში ფეხები საშინლად დამღლოდა,მაგრამ არ შევიმჩნიე.მე ადამიანთა იმ კატეგორიას მივეკუთვნები,რომლებიც საკუთარ სისუსტეებს საკუთარ თავთანაც არ აღაირებენ.
***
მზე ჩადიოდა..
ისევ ფერმკრთალი ფერი მედო სახეზე.ვიცოდი,მაგრამ მაინც მეღიმებოდა.
„იქნებ ისაა...“-მივიხედე უკან და მაღალი მამაკაცი დავინახე,ის წითელ სხივებს გაენათებინა,მაგრამ ის არ იყო..პირსახოცი შემოვიტმასნე სხეულზე და გამეღიმ-ის დღე გამახსენდა,როცა ტმასნის მნიშვნელობას ქართულ ენათა განმარტებით ლექსიკონში გაფაციცებით ვეძებდი,მაშინ ხომ ბავშვი ვიყავი და თანაც ისეთი მონდომებული,როგორც არავინ.
უკნიდან რაღაც ხმები მესმოდა.ეს ყველაფერი მიფანტავდა გონებას და სრულყოფილად ფიქრის საშუალებასაც არ მაძლევდა.
-ისევ გამოიდარებ..-უკნიდან მომესმა ხმა და ფეხზე წამოვდექი.ჩემ წინ უცნაური არსება იყო და მიღიმოდა.“არა,ის არაა“-ჩანთას ხელი მოვკიდე და ერთი ნაბიჯი გვერდზე გადავდგი,არ მინდოდა მისთვის შემეხედა.
-სასიამოვნო ამინდია..
-უკაცრავად..-„ამინდზე იწყებს საუბარს და მერე რა იქნება..’-შემიწუხდა გული და ერთი სწრაფი ნაბიჯით კიდევ დავშორდი.
-რა სურნელია..აშკარად თქვენგან მოდის.
-დიახ და ახლა მომეცით საშუალება,რომ წავიდე.
-სადმე გეჩქარებათ? ნუთუ,მშობლები გელოდებიან?-ჩემ მოთმინებას ეთამაშებოდა და ისევ იღიმოდა.
„ანდამატი ვერაა..“-გავიფიქრე და ისევ გადავწყვიტე არც მისი გარეგნობა გამეხადა ხილული..“იდუმალება,ეს ისაა,რაც ცხოვრებას ხიბლს სძენს..“-ისევ გამიელვა გონებაში და წინ მდგომს ავხედე.
-ყოველთვის სარგებლიანი არაა იდუმალება..“-მისი ნათქვამი გულზე ომხვდა.“ნუთუ,ჩემ ფიქრებს კითხულობს...“-სახე შემეცვალა,ეს თავადვე ვიგრძენი.
-რა გნებავთ??-თავი უკმაყოფილოდ გავაქნიე და წინ უკან გავიხე,მზე უკვე ჩასულიყო.
-უბრალოდ გამოგელაპარაკეთ.არ მეგონა,ასე ცივად თუ დამხვდებოდით-„ეს უცნობიც იმავეს ამბობს..“-გავბრაზდი და გადავწყვიტე ხელჩართულ ბრძოლაში ავყოლოდი.
-ოჰ,ხასიათზე ვერ ვარ..-სახე შევიცვალე და თმა სიკუკლუცით უკან გადავიწიე.
-მთლად იდუმალიც არ უნდა იყო.თორემ ჩადრით ავლიდი ზღვაზე და არა ასეთი ბიკინით.
-გარყვნილი ხარ!-ისევ ცივად ვუპასუხე და გვერდზე გავიწიე,მაგრამ მისმა ხელის ძლიერმა შეხებამ შემაჩერა და ერთ ადგილზე გამყინა.
-გაიწიე-თავდაჯერებულად ვუთხარი და სირბილით გავშორდი იმ ადგილს.საკუთარ თავს გულუბრყვილოსა და სულელს ვუწოდებდი.რატომ? რადგან ასე იდიოტურად მოვიქეცი.საკუთარ თავზე გაბრაზებული ლოგინზე მივესვენე და ვცდილობდი გამეხსენებინა ის სცენა.ამომიტრიალდა მოგონებები.გამახსენდა,ბოლოს რაღაცები მომაძახა,მაგრამ ამის თავი აღარ მქონდა.
თვალები დავხუჭე,მაგრამ ძილი არ მეკარებოდა,ამიტომ ავდეი,ჟაკეტი მოვიცვი და კიბეებს ჩავუყევი,გარეთ სასიამოვნოდ გრილოა,ნიავი თმებს მირხევდა,რაც ჩემზე შესანიშნავად მოქმედებდა.იქნებ ეს იყო ანტიდეპრესანტი?
ცა ვარსკვლავებით მოჭედილიყო,ბილიკს გავუყევი და ქუჩა გადავჭერი,მეორე მხარეს ბულვარი იყო,მას მივყევი და თვალები დავხუჭე.გარშემო არავინ იყო.ეტყობოდა,რომ ჩემ განწყობაზე ზრუნავდა გარემო.
მაგრამ ეს უბრალოდ მე მეგონა..ხშირა ყველაფერი ისე ხდება,როგორც არ წარმოგვიდგენია.
-არ მეგონა ვინმს თუ შევხვდებოდი...-ეს წინადადება და გულის ამოტრიალება ერთი იყო,შევხედე თუ არა,რეტი დამესხა...ჩემ წინ ჩემი ოცნება იდგა,მამაკაცი სიზმრიდან.
-ნუთუ სიზმრები ხდება?-წარბები ავსწიე,მაგრამ სულ სხვას ვგრძნობდი,მთელი სხეულით ვგრძნობდი ბედნიერებასა და რაღაც საოცრებათა ნარევს,ჩემ წინ მდგარი მიღიმოდა და არ იცოდა სად წასულიყო.
-უკაცრავად?
-არაფერი,დაივიწყე-გავუღიმე და ძლივს შევიკავე თავი,რომ არ დავცემულიყავი.
„უთხარი..“-ვუმეორებდი საკუთარ თავს,მაგრამ ვიცოდი,რომ ეს სისულელე იყო.გავაანალიზე რა აფექტის მდგომარეობა,გავჩუმდი.
-უცნაური ხარ-ჩემ გვერდით მოდიოდა და ხელებს ჯიბეებში უხერხულად ამოძრავებდა.იმ მომენტში თვალები ყველგან მქონდა და ეს საოცარი იყო.
***
-ელენ..-იმ დღეს ერთად ვუყურებდით მზის ჩასვლას,ერთი კვირის გაცნობილი მყავდა ალექსი,მაგრამ მასთან თავს ისე ვგრძნობდი,როგორც საკუთარ ნაჭუჭში.მიკვირდა,რომ ამდენ ხანს მის გარეშე ყოფნა შემეძლო.
-ჰო,ალექს..-მის თვალებშ ნაპერწკლებს ვხედავდი და მეტი არც მინდოდა.
-მიყვარხარ,ელენ...-გახურებული ბაგეებით წარმოთქვა და ხელი თმებზე შემახო.იმ მომენტში ვერ ავხსნი რა დამემართა.არ მიფიქრია,რომ მამაკაცები ასე იშვიათად იქცევიან.იქნებ სულაც არ ვიცნობდი მათ.
-მეც,მეც..-ამ ხნის განმვალობაში მხოლოდ მასთან გავიხსენი,წინა დღეს ვუთხარი სიზმრისა და ფიქრების შესახებ,მან კი სიყვარული მომდევნო დღეს ამიხსნა,ამაზე არც კი დავფიქრებულვარ.სიყვარულის სინდრომით დაავადებული გოგო ვიყავი,სხვა არაფერი მინდოდა.
ხელები შემოვხვდიე კისერზე და მის ცხვირთან ცხვირი გავაჩერე..მერე მაკოცა და ეს ჩემი პირველი კოცნა იყო,რაღაც საოცარი და რაღაც არაამქვეყნიური.ყოველ შემთხვევაში,მაშინ ასე მეგონა.
***
„არ მჯერა..მე ბედნიერი ვარ..“-ვგრძნობდი,რომ ყველაფერი უეცრად დამატყდა თავს და სულ სხვა სამყაროს ვეხიზნებოდი.ეს სამყარო ალექსის გარშემო ბრუნავდა,სწორედ იმ ალექსის,რომელსაც ვენდე ისე,როგორც არასდროს არავის.მასთან მთელი ცხოვრება გავშრიფე ისე,როგორც არავისთან,მასში ვიპოვე საყვარელი მამაკაცი და თან საუკეთესო მეგობარი.
თავი სიზმარში მეგონა,მაგრამ სიზმარი მალევე სრულდება.ამაზე არც კი მიფიქრია.ალბათ,სიყვარული თვალებზე ლამაზ სათვალეს მიკეთებდა,იქნებ ეს ვარდისფერიც კი იყო...
***
ამბობენ მამაკაცი,როცა საბოლოოდ დაგისაკუთრებს,გაგდებსო.ამის არ მჯეროდა მაშინ,როცა მის გვერდით ვიყავი.მისი ერთი ჩასუნთქვაც კი მიზიდავდა.
და ერთ დღესაც მის ოთახში გამეღვიძა.მახსოვს პატარა და მყუდრო იყო,ამის გარდა ყველაფერი დამავიწყდა იმ დღიდან.
იმ დღეს თითქოს ყველაფერი ამოტრიალდა ჩემ გარშემო.
„მშვიდობით“-წავიკითხე ჩემ გვერდით არსებულ პალიშზე დადებულ ფურცელზე და გული ჩამწყდა..
არც ფიქრი შემეძლო და არც ტირილი..ცრემლებიც კი მეყინებოდნენ სახეზე...
„დავიღუპე..“-სასწრაფოდ ჩავიცვი და ბინა დავტოვე.
მახსოვს გიჟს ვგავდი.ვგრძნობდი,რომ რაც მქონდა ყველაფერი დავკარგე.
„ახლა სულითაც და სხეულითაც სხვას ვეკუთვნი..ნუთუ შევძლებ ამ ყველაფრის დავიწყებას..“
***
თბილისში ჩამოვედი.
ყველაფერს ვნანობდი.საკუთარი თავი მძულდა ისე,როგორც არასდროს,მაგრამ იმ მომენტში კი არაფერს ვნანობდი..
გამახსენდა როგორ მსიამოვნებდა მისი ცივი სხეულის შეხება,მერე გრძელი თითები წარმომიდგა თვალწინ და ამათრთოლა..
მისი თვალები..
არაფერზე მინდოდა ფიქრი.
„ნუთუ ამის დავიწყებას შევძლებ?“-ვეკითხებოდი საკუთარ თავს.
წასასვლელი არსად მქონდა,თავშესაფრად არ მეგობარი მყავდა და არც არავინ.
მხოლოდ მერიღა დამრჩენოდა და მასთან ამაზე ვერ ვისაუბრებდი.ის არ იყო თავშესაფარი.დარწმუნებული ვიყავი,რომ ის არ იყო..
***
თვეები გადიოდა და ცხელ ზაფხულს სიგრილე ცვლიდა..
შემოდგომა მოვიდა და ბოლომდე შემოაღწია..
ფოთლები ცვიოდა და გარემოს ნაირფერადად ცვლიდა..ჩემი გული კი მაინც კვდებოდა,ის მხოლოდ მწუხარებასა და სევდას მოეცვა.მასში მხოლოდ შავი ფერები იყო,მხოლოდ მუქი,მძაფრი და ამაზრზენი ფერები..
***
-როგორ ხარ,მერი?-უნივერსიტეტში,შესვენების დროს თამარი მომიჯდა გვერდით.
-არამიშავს,შენ?-აშკარად მოვიტყუე.
-რავი,მეც-ასე დაიწყო ჩვენი დიალოგი და მეორე დღეს უკვე ვგრძნობდი,რომ თამარა ჩემთვის ახლობელი ადამიანი იყო,თუმცა აფექტის მდგომარეობასა და შთაბეჭდიელბებში მყოფს არ მინდოდა ნაბიჯის გადადმა.
***
„იქნებ ის არის ჩემი ნაწილი,ჩემი არარსებული და...“-ვფიქრობდი,როცა მას ვუყურებდი და სამყარო სიზმრად წარმომედგინა.
***
დიახ,მას შემდეგ თამარა ჩემია.
მე ის ვიპოვე,ის ჩემი საუკეთესო მეგობარია.
***
-ელენ,დღეს შენი დღეა!-დაბადების დღე მომილოდა და მხურვალედ გადამეხვია.
-მადლობა,თამარ-ღიმილითვე ვუპასუხე.
-შენთვის სიუპრზი მაქვს.
იმ დღეს თვალებახვეულმა წავიყვანა თავის სახლში,ოღონდ ქალაქგარეთ.
გარშემო მარტოსული იყო.მყუდრო და მარტოსული.
ბუხართან ვისხედით და ათას რამეზე ვფიქრობდით,ვსაუბრობდით,ვიცონოდით..ვსვამდით საშინლად ჯადოსნურ სასმელს და ბედნიერები ვიყავით..
***
თამარა კარგად გავიცანი..ისე დავუახლოვდი,რომ მისი ერთი შეხრითაც ვხვდებოდი რა უნდოდა.
დაბადების დღის შემდეგ სულ მასზე ვფიქრობდი.
ვგრძნობდი,რომ ჩემში რაღაც გარდატეხა ხდებოდა.ვგრძნობდი,რომ აღარ მინდოდა მარტოსულობა,ვგრძნობდი,რომ ცხოვრება თავიდან უნდა დამეწყო თამარასთან ერთად...
იმ დღეს მივხვდი,რომ ეს ყველაფერი გამოცდა იყო..
ამდენი განსაცდელი ბეწვის ხიდი იყო..
„მე ეს გავიარე..“-ვფიქრობდი და ვააანალიზებდი,რომ მე არ ვიყავი მე.
მე თამარა შემიყვარდა..
„ანუ ოცნების მამაკაცი არა და ოცნების გოგონა კი...“-გავიფიქრე და მივხვდი რატომ არ გამომდიოდა აქამდე გოგონებთან ურთიერთობა..
„ბიჭისა და გოგონას მეგობრობა დაბრაკულია ყოველთვის და ყველგან..“-მიხაროდა,რომ საკუთარი თავი ვიპოვე..მე საკუთარი თავი სულ სხვა ამპლუაში.
***
მას შემდეგ წლები გავიდა და არაფერს ვნანობ.არ ვნანობ,რომ კვარიათშ წავედი და არ ვნნობ,რომ თვალი ამეხილა..
დღეს ისევ ჩემი დაბადების დღეა და ისევ ერთად ვხვდებით მე და თამარა.მხოლოდ ჩვენ და ჩვენი არომატია მარტო.
ალკოჰოლს მძაფრად ვყნოსავ და ჭიქაში ვასხამ.
-მას ალექსი ერქვა..-ვიღიმი და გოგოს თვალს ვუშტერებ.
-ის შენი ოცნების მამაკაცი იყო..
-მეგონა..ახლა კი ის ოცნების გოგონა შეცვალა..-ვიღიმი,ამ ისტორიას ხომ უკვე მეათასეჯერ ვუყვები თამარას.
-ასე სჯობს!-მიღიმის და ჭიქას მართმევს.
***
მჯერა,რომ ჩვენს ცხოვრებას ბედიც განაგებს..
მარტო ბედი არა „ც“-ც,მაგრამ მაინც განაგებს.
მჯერა,რომ ახლა ჩვენ ერთად ვცხოვრობთ და ბედნიერები ვართ.
მჯერა,რომ ცხოვრება ხანმოკლეა და უნდა მაქსიმალურად შეიგრძნო ის..
უნდა აჰყვე მის რიტმს..
მჯერა,რომ ეს ყველაფერი რეალურია და ყველაფერზე რეალური..
მჯერა,რომ მეტამორფოზი შესაძლებელია..
და ვიცი,რომ ჩემი ოცნების გოგონა ამას მალე წაიკითხავს..
__
პ.ს ადრე ვდებდი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent