შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედისწერა (თავი 4)


27-03-2016, 21:54
ავტორი ერკე
ნანახია 2 014

1 წლის შემდეგ
გამოუძინებლობამ დიდ ხანს გასტანა, ალბათ სამსახურშიც კი დაიგვიანებდა დღეს და უფროსიც ამჯერად მაინც დაითხოვდა, ყველანაირი გაფრთხილების გარეშე. იცოდა მეტს აღარ მოუთმენდა.
-ჩემმა თვალებმა აღარ დაგინახოს რატიანი! - გააჯავრა ბატონი დავითი და ისევ ზლაზვნით წამოიმართა საწოლიდან. მისთვის ყოველი დილა ტანჯვით იწყებოდა, ყოველთვის სიფხიზლესთან განშორებასა და არაყთან დაძმაკაცებას ცდილობდა. კარგად შეეჩვივნენ კიდეც ერთმანეთს, გაუგეს და ყოველ კვირა დღეს მისი ზეიმი იწყებოდა. თავდავიწყების მორევში გადაშვება, სადაც თეას შესახებ ყველაფერი დაავიწყდებოდა. დაავიწყდებოდა მისი გამოხედვა, ღიმილი, თვალების ციმციმი, მასში ჩაბუდებული ის საოცარი სიყვარული, რომელსაც უსაზღვრო რაოდენობით გასცემდა, შეეძლო კიდეც შეხებოდა, ის ისე ახლოს იყო, მაგრამ ამის ნაცვლად რა გააკეთა, მან ის დაკარგა.
-ზუსტად ერთი წლის წინაც საწოლიდან წამოდგომით დაიწყო დილა, მაგრამ მაშინ რაღაც არ მასვენებდა, მაშინ კარგ ხასიათზე მაინც ვიყავი და საოცარი მომავლის მოლოდინით ნიუ იორკში მივემგზავრებოდი. ახლა კი, იმის სურვილიც არ მაქვს დილით თვალები გავახილო და უაზროდ სიცოცხლის ნაცვლად მზად ვარ სიკვდილს შევეგებო პირდაპირ საწოლში. - გაყუჩდა და სააბაზანოს კართან მიბობღდა. - რა იქნება ერთ საღამოს ბომბი დაეცეს პირდაპირ ჩემ ბინას? დაინგრეს, ნაწილებად დაიფშვნეს და მეც მძინარე მასში მოვყვე.
ერთი წლის წინანდელი გრძნობა გაახსენდა, გაღვიძებულს ერთი სიტყვა ჩასჩურჩულებდა ყურში... ბედისწერა - ჩაესმოდა და თავის ცხოვრებაზე ფიქრობდა, მერიკოზე, რომელმაც გულის სიღრმეში ისეთი ჭრილობა მიაყენა, ვერასდროს შეხორცდებოდა. იმედის ნაპერწკალი გაჩნდა წინა ახალ წელს, ახალი ცხოვრების დაწყების შანსი, მაგრამ ძველმა ისევ დაიმონა, სუფთა ფურცელი უბრალოდ ილუზია აღმოჩნდა, სინამდვილეში კი უკვე გაქონილი და გასანთლული, სიყვითლე შეპარული ქაღალდი აღმოჩნდა მისი გამგზავრებაც.
-რატი... - ტელეფონზე ავტომოპასუხე ჩაირთო. ეს ლომია იყო, რომელსაც უკვე კაი ხანია არ შეხმიანებია. - აიღე ყურმილი სალაპარაკო გვაქვს. არ შეიძლება მუდმივად კარჩაკეტილი ყოფნა, დაგველაპარაკე, სულ ნუ დაგვივიწყე ბიჯო! - ღრმად ამოისუნთქა ლომიამ. ეტყობოდა უჭირდა ამის თქმა, ძლივს ამოსდიოდა სიტყვები პირიდან. - მისმინე, ყველას ცხოვრებაში დგება ეს მომენტი, როცა არავისთან ყოფნა არ სურს და მხოლოდ საკუთარი ანარეკლის ყურებაშია, ახალს არაფერს იგებს, არც არაფერი ხდება მის ცხოვრებაში, ცვლილებები არ ხდება... ტკივილს ყველა გრძნობს რატი. მეგობრებს გვჭირდები, მე მჭირდები შე ნამუსგარეცხილო. - გაეცინა ყურმილში ლომიას. - ჩემო ძმაო, ერთმანეთის გვერდში ყოფნაა საჭირო. რისთვის ვართ ძმები, რომ ერთმანეთი გავიტანოთ. იცოდე მოვდივარ შენთან და კარი გამიღე. არ გამიღებ და შემოვამტვრევ! მე გაგაფრთხილე.
რამდენიმე წუთში მართლაც კარზე კაკუნი გაისმა და ახლა კარის მეორე მხრიდან გაიგონა ნაცნობი ხმა რატიანმა. მისი მდგომარეობა მძიმე იყო. საშინლად გამოიყურებოდა, ერთი წლის განმავლობაში არა თუ მეგობრებთან გაწყვიტა კონტაქტი, ის საკუთარ თავსაც კი არ ელაპარაკებოდა და არ უვლიდა.
-წადი ლომია! შენ ვერ დამეხმარები.
-მე შენს დასახმარებლად არ მოვსულვარ რატი... - თქვა ლომიამ და კარებთან ჩაიკეცა. ხმა გაებზარა, რითიც რატი მიხვდა, რომ საქმე სხვა რამეში იყო. - შენს გარდა ვერავინ გამიგებს ვიცი, შენ ერთადერთი ხარ, ვისაც ბოლომდე ვენდობი, ვისიც მწამს. საუბარი მინდა მხოლოდ.
-რაზე უნდა მესაუბრო? - ჰკითხა უხეშად და ჩაიდანთან მივიდა, რომ ცხელი წყალი ჭიქაში ჩაესხა.
-ვკვდები რატი. კიბო მაქვს, რომელსაც ვერაფერი განკურნავს.
ამ სიტყვების გაგონებაზე კარში საკეტი გაჩხაკუნდა და მაშინვე გაიღო. რატის სახე შეშლოდა. გარდა ამისა იმდენი ხანი არ ენახა ლომიას ის, რომ თავიდან ვერც იცნო. წამოდგა და მონატრებული ძმა გულში ჩაიკრა. ცრემლები მოიწმინდა, რისი დახმარებითაც საკუთარ სევდას უმკლავდებოდა.
-მაინც ხომ მოტყუვდი! ჰაჰა... - როცა კარები ჩაიკეტა მაშინღა ამოიღო ხმა ლომიამ და სიცილი ატეხა. - ცოცხალს ხომ არ მიღებდი კარებს და სხვა რა გზა მქონდა. - რატიმ გაურკვეველი მზერა მიაპყრო, თითქოს ამით ცდილობს ყველაფერში გაერკვესო, მაგრამ არ გამოსდიოდა. საოცრად განრისხდა თავი მოტყუებულად, რომ იგრძნო. სურვილი გაუჩნდა უეცრად დაერტყა მისთვის, მაგრამ არ გააკეთა. უყვარდა ლომია, ძმასავით მიაჩნდა, თუმცა საკუთარმა პრობლემებმა იმდენად გადაქანცეს მასთან ურთიერთობაც კი არ სურდა.
-რა გინდა? არ გეყო, რაც მწამლე უკვე?
-რა მინდა? - გაიმეორა ლომიამ. - მინდა დაგეხმარო რატი. ყველაფერი უნდა მომიყვე... მეგობრები ამისთვის არის საჭირო. მეც მიჭირდა და მესმის რაც გადაიტანე, ნუ არ მესმის, მაგრამ გავიგებ და ვეცდები დაგეხმარო. ეს მარტო არ უნდა გადალახო.
-არ არის საჭირო. - ჩამოჯდა სავარძელში და ლომიასაც მიუთითა დამჯდარიყო. - რადგან შემოხვედი შემოდი. ხომ ვეღარ გაგაგდებ. - ძლივს გაეღიმა რატისაც.
-გული მტკივა ასეთს რომ გიყურებ. შენს თვალებში ცეცხლი ჩაქრა რატიანო! ასეთს მე შენ არ გიცნობ... ვინ ხარ? შენ რატი არ ხარ, ვიღაც სხვა ხარ მის სხეულს დაპატრონებული.
-შეეგუე. ეს მე ვარ. - წამოდგა და გზა სამზარეულოსკენ გაიკვლია. მალევე ჭიქებით და ერთი ბოთლი არყით დაბრუნდა.
-არ გინდა რატი. ისედაც განადგურებული ხარ, ჯობს ყველაფერი თავიდან დაიწყო და მოყვე. ჩვენი ძმობის ხათრით. ნება მომეცი დაგეხმარო... - ვედრების კილოთი დაიწყო ლომიამ და მის თვალებშიც სევდა შეინიშნებოდა.
-ეს ცხოვრება ბედის ირონიაა და მეტი არაფერი. აი ეს არის. ორჯერ შემიყვარდა, ორივეჯერ ვფიქრობდი მას მივაგენი ვინც მჭირდებოდა, მაგრამ ორივეჯერ დავკარგე და მარტო დავრჩი. მოდი შენ თავს მიხედე კარგი? შენი ზრუნვა უკვე ყელში ამოვიდა. მიაღწიე შენს სასურველს, დაიპყარი მთელი მსოფლიო, და ფიქრობ რომ ახლა ნებისმიერი შენი სიტყვა მნიშვნელოვანია ჩემთვის? ვიცი, შენი ამბავი. ყოველდღე შენ გაჩვენებენ ტელევიზორში, ყველა ჟურნალის პირველ გვერდზე შენ ხარ! ყელში ამომივიდა ლომია! ფიქრობ ყველაფერს ფულით იყიდი? პოპულარობა მხოლოდ მას ხვდება წილად, ვინც არაფერს წარმოადგენს... ვინც უბრალოდ კარგად მანიპულირებს ხალხით და დაზეპირებულ ციტატებს ისვრის, აქაოდა ჩემი მოფიქრებულიაო. გესმის რას ვამბობ?
-ამას ის კაცი არ იტყოდა, ვისაც ძალიან კარგად ვიცნობ.
-კი, იტყოდა! შეიგნე ბოლოსდაბოლოს. ეს მე ვარ, რატი რატიანი, ძველი მეგობარი შენი, თუმცა რაც ხალხის საყვარელი კუმირი გახდი იმის მერე არ მწამს შენი. ყველაფერს მიაღწიე რაც გინდოდა, ყველა შენ გიყურებს ახლა, შენ კი ზედაც არავის უყურებ, ხომ ასეა? შენს საზოგადოებაში აღარ გამოვჩნდები! არ მსურს ვიღაცის მოსიარულე ჩრდილი ვიყო, თუნდაც ეს შენ იყო ლომია. - ზიზღით და დიდი მონდომებით საუბრობდა რატი, თითქოს გადაწყვეტილი ჰქონდა ლომიასთვის გულის ტკენა, თითქოს ამის მეტს სხვას ვერაფერს ფიქრობდა და ეს ერთი მიზანი ჰქონდა მხოლოდ. მასში რაღაც ამოუცნობმა გაიღვიძა, რაღაც ფენომენალურმა სიძულვილმა, რომელმაც მეგობრობის ფასიც კი გადასწონა და ლომიას ეს არ გამოჰპარვია. ახლა ნამდვილად ერჩივნა კიბო ჰქონოდა და მალე მომკვდარიყო, ვიდრე მეგობრისგან, მისი ძმისგან ეს სიტყვები ესმინა.
-იცი? არ არის საჭირო ჩემზე ასეთი სიბინძურეების ლაპარაკი. საიდუმლოს გაგიმხელ თუ რატომ მაქვს ყველაფერი და რატომ შევძელი ეს. მე არასდროს ამიღია სხვისი არაფერი, მაგრამ საკუთარის აღებას კი არ ვერიდებოდი. დავდიოდი ყოველთვის ქუჩაში და თავს ჩემი მიზნიკენ მავლად წარმოვიდგენდი. ვხედავდი გზას, ვადგამდი ნაბიჯებს და გონებაში ეს ჩემი წარმატებისკენ მიმავალ გზას უტოლდებოდა. ყოველი აღმართი იყო ჩემი წარმატება, ყოველი დაღმართი კი მარცხი, ხშირად იყო სწორი გზაც, რაც ერთ ადგილზე გაჩერებას ნიშნავდა ჩემთვის, მაგრამ მე ვცდილობდი, მენახა აღმართი იქ, სადაც არ იყო, ავსულიყავი უხილავ კიბეზე და გადამედგა წინ ნაბიჯი, რასაც შემდეგი ნაბიჯის გადადგმა მოჰყვებოდა. ეს ყველაფერი კი მეხმარებოდა საკუთარი ოცნებებისკენ სწრაფვაში. ქმედებაა მთავარი რატი, ქმედება! - ყვირილზე გადავიდა სასოწარკვეთილებისგან. ფეხზეც წამოიჭრა, რატი კი იჯდა და ზერელედ უსმენდა ამ ყველაფერს, თან პირდაპირ ბოთლიდან იყუდებდა სასმელს. - მიუხედავად იმისა, რომ ამდენს მივაღწიე, შენ შესახებ არ დამვიწყებია, შენ კი მონსტრად გამომიყვანე, რის გამოც მადლობას გიხდი. უმოქმედოდ ყოფნა არაფერს გარგებს. უნდა აწიო და გააკეთო ის, რაც მოგეთხოვება... შენთან არ მოვა ის გოგო თავისით. უნდა მოძებნო.
თავი დამნაშავედ იგრძნო, რომ გაიაზრა როგორ ატკინა გული ლომიას და მოლბა. - ის უკვე თავის ბედს შეხვდებოდა.
-იქნებ შენ ხარ მისი ბედი და გელოდება? თან არამგონია თეა გერმანელს, აზერბაიჯანელს ან თურქს ერქვას. ქართველია! ის აქ უნდა მოძებნო.
-ბედისწერა არ არსებობს.
-მაშინ ყოველი ადამიანი არ იარსებებდა. დაფიქრდი, ტყუილად ჯდომისთვის არ დაიბადებოდი ნამდვილად. იმისთვის მოევლინე ამ ქვეყანას, რომ რაღაც შეგექმნა, შენი კვალი დაგეტოვებინა, თუნდაც ერთი ადამიანის გულში და არა მთელ სამყაროში. მე ჩემი გზა ვიპოვე და რასაკვირველია კვალს დავტოვებ კიდეც, მაგრამ შენ რაც გევალება ის არის, რომ მასში დარჩე - სამუდამოდ!
-მაპატიე ლომია. რაც წეღან გითხარი... ვფიქრობ... ღმერთო, ბოდიშების მოხდა არასდროს გამომდიოდა.
-არაფერია. ტვინი გქონდა არეული. მესმის. მაგრამ ეს თუ კიდევ განმეორდა თვითონ ჩაგაყუდებ წყლით სავსე აბაზანაში და მოგგუდავ! - გვერდზე მიარტყა მუშტი და გაუცინა. ხელი მოხვია მეგობარს, რატიმ კი ისევ იგრძნო სითბო, გვერდში დგომის ძალა, როცა ვინმეს სჯერა შენი ამის საოცარი მაგალითი.
-თუმცა მეჩვენება, რომ მაინც არაფერი გამოვა. საქართველოც დიდია, სად უნდა ვეძებოთ.
-შენ მოყოლა დაიწყე და დანარჩენს მერე მივხედავთ. იმედი არასდროს უნდა დაკარგო. უნდა გჯეროდეს, რომ შენ ხარ ყველაფერი და შენ გარშემო ტრიალებს დედამიწა. არა! ეს თავში ავარდნილის სიტყვები არ გახლავს, ეს არის იმ ადამიანის სიტყვები, ვისაც სწამს საკუთარი თავის, ვინც ისახავს მიზნებს და ამ მიზნების მისაღწევად მოქმედებს, რომ გახადოს მიზანი რეალური. ოცნებებს გარდაქმნა სჭირდებათ რეალობამდე, შენ ვერაფერს მიაღწევ მხოლოდ ციდან მილიონის ჩამოვარდნას რომ ელოდო, ცხოვრება ზედმეტად სამართლიანია რომ ასე მოხდეს და ტყუილად, დაუმსახურებლად მიიღო რაიმე.
-ახლა მესმის რატომ უყვარხარ ამდენ ადამიანს. მეც კი გამიღვიძე სინდისის გრძნობა, რომ არაფერს ვაკეთებ. შენი მშურდა, მაპატიე ეს ერთი წელი სახლში რომ არ გიშვებდი, შენც და სხვებსაც ვთხოვ პატიებას, რადგან ვალში ვარ თქვენთან. უნდა გამეცნობიერებინა რას ვკარგავდი და რაზე ვამბობდი უარს, მეგობრებზე რომლებიც რაც არ უნდა გამჭირვებოდა მაინც გვერდში მეყოლებოდნენ. დღეს შენ ეს დაამტკიცე.
-ამის დრო არ არის. მოყევი ჩქარა მეთქი.
რატიმ გვერდზე გადადო არყის ბოთლი. ყელი ჩაიწმინდა, მოხერხებულად დაჯდა და თვალებით სადღაც შორს მყოფმა, თითქოს რეალობას მოწყდაო, თხრობა დაიწყო. ეს ამბავი აქამდე არავის ჰქონდა მოსმენილი. რატი მეგობრების დაუმშვიდობებლად ჩამოფრინდა მარტო საქართველოში და კარი გადაკეტა. თავიდან უფრო გაუჭირდა. არაფერს ჭამდა, არაფერს სვამდა და მხოლოდ იმ გოგონაზე ფიქრობდა, რომელმაც მის ცხოვრებაში რამდენიმე საათი გაატარა, მაგრამ იმაზე დიდი კვალი დატოვა, ვიდრე ვინმე სხვამ, ვისთანაც თუნდაც წლები გაუტარებია. ყველაზე მეტად ჯიჯგნიდა გულს, რადგანაც ვერ შეძლო მოპოვება, წაართვა ისევ ღმერთმა ამის შესაძლებლობა, რომ მისთვის ებრძოლა და დაუმშვიდობებლად დატოვა. რატიანმა სულ თავიდან, მათი საუცხოო შეხვედრით დაიწყო. ლომიასებრ პოეტურად ვერა, მაგრამ მაინც ლამაზად და როგორც შეეძლო თავისებურად, უნაკლოდ აღწერა თეას სილამაზე და მაშინვე მიხვდა, რომ რატი შეყვარებული იყო. მას ერთი ნახვით შეუყვარდა ქალი, რომელსაც არ იცნობდა. თუმცა კარგად ესმოდა მისი. მასაც ხომ მსგავსი ისტორია გადახდა თავს, ისიც კომიდან გამოიყვანა ულამაზესმა ქალბატონმა, რომელიც ანგელოზი ეგონა, თვითონ კი თავი სამოთხეში წარმოიდგინა. ახსოვდა ესმერალდას ყოველი ნაკვთი, როგორ შთაბეჭდილებას ახდენდა მასზე პირველივე დღეს, მაგრამ ვისთვისაც არ უნდა ეთქვა, მისი არავის სჯეროდა. მართლაც, რომ ცხოვრება სამართლიანი იყო და ეს ადამიანის განვლილ გზაზე ყოველთვის გამოიხატება. ლომიას რომ არ ებრძოლა, რომ არ ერწმუნა ანგელოზის რეალურობის, ის მას ვერც იპოვიდა და ბედნიერებას დაკარგავდა. მიუხედავად წინააღმდეგობებისა, ის არ დანებდა. ასეთია შემოქმედის ბედიც და მან ყველაფერი საკუთარი გამოცდილებით ნახა. შემოქმედი, ეს იქნება მწერალი თუ მუსიკოსი, რეჟისორი თუ მსახიობი, ის ყოველთვის მარტოა, მას ზურგს აქცევენ, რადგანაც ყველა ფიქრობს არაფერი გამოუვა და ვერაფერს მიაღწევს. უამრავი სირთულე ხვდება ადამიანს ამ დროს, მაგრამ თუ ის საკუთარ თავშია დარწმუნებული ყველაფერს აღწევს, გადაუვლის სირთულეებს, გადააბიჯებს და ზენიტში დაიმკვიდრებს თავს, მწვერვალზე. ასე დაემართა ლომიასაც, თუმცა მას გვერდით ჰყავდა ესმერალდა, ვისაც სჯეროდა რომ ის შეძლებდა, ვისაც წამით არ შეჰპარვია მასში ეჭვი, თუნდაც მთელ მსოფლიოს ექცია ზურგი, საყვარელი ქალის მზერა და ახალი ენერგიით დამუხტვა ერთი იყო. ის დაუმარცხებელი ხდებოდა, რაც ასევე უნდა გაეცნობიერებინა რატის. ბრძოლის გარეშე ვერაფერს მიიღებდა ამ ცხოვრებისგან, ლომია კი მას გულით უსმენდა.
როცა აზარტში შევიდა და უკვე ბოლოსკენ მიიწევდა ამბავი, მაინც ვერ შეძლო ცრემლთა მდინარის შეკავება რატიმ და ემოციებისგან ატირდა. ეს ყველაფერი ხმამაღლა პირველად თქვა, საოცრად უჭირდა, საშინლად განიცდიდა და ჯერ კიდევ ვერ გაებედა ამის დაჯერება, რომ ეს სიმართლე იყო და თვითონ იმდენად სუსტი აღმოჩნდა, ვერაფერი გააწყო.
-აჰამ. რა წიგნი იყო, სადაც თავისი ნომერი დააწერა ეგ თუ გახსოვს? - ჰკითხა ინტერესით ლომიამ.
-მაგას რა დამავიწყებს. ესმერალდა. - მოკლედ თქვა და ლომიას დააკვირდა.
-რა? - პირი დააღო ლომია გარსევანიძემ და აზრზე მოსვლას ცდილობდა.
-ჰო ჰო, სწორად გაიგე. ეს შენი წიგნი იყო. ლომია გარსევანიძე - ესმერალდა. - ირონიანარევი ინტონაციით თქვა რატიმ და გვერდზე გაიხედა ტკივილის დასაფარად. - აი თუ რატომ არ მსურდა შენთან ურთიერთობა და რატომ გითხარი ის ყველა საშინელი სიტყვა, რაც კი შენი მისამართით ვთქვი. არ მესმოდა, რომ ეს შენ გამო არ იყო, საკუთარი თავის დადანაშაულებას მერჩივნა შენთვის მომეწერა და მე ხელები დამებანა ამ საქმეში. მტკიოდა, საშინლად მტკიოდა, ვფიქრობდი როგორ შევლეოდი ამ ყველაფერს, როგორ მიმეღო, ცხოვრების დაცინვად თუ უბრალო დამთხვევად, რომ ნიუ იორკშიც კი შენ ფანატს შევხვდებოდი, ვინც შენზე გიჟდებოდა. წარმოიდგინე ჩემთვის როგორი დარტყმა იყო, არა ვერ წარმოიდგენ, რადგან შენ მხოლოდ შენი თვალებით იყურები. ჩემთვის კი ეს კატასტროფა იყო. შენ ჩრდილში ყოფნა იყო, შენს ჩრდილში სეირნობა, საიდანაც ვერასდროს ვერ გამოვიდოდი... ამან მომკლა გეფიცები!
-ღმერთო ჩემო, რა სულელი ბავშვი ხარ. - თავში იტკიცა ხელი მამაკაცმა. - ეს მხოლოდ წიგნია ტო, წიგნი რომლის წაკითხვაც მოსწონს, მას კი აშკარად შენ მოეწონე და შენ მოახდინე მასზე შთაბეჭდილება. გარკვეულწილად თუ ჩემმა რომანმაც იქონია გავლენა ძალიან მიხარია, თუმცა ვფიქრობ ნამდვილი ქალი შეგხვდა, შენ კი ის უბრალოდ ხელიდან გაუშვი! არ ვამბობ, რომ შეგეძლო დაგეჭირა, მაგრამ შენს ადგილზე წამი არ გავიდოდა და იმ წიგნის ძიებაში ვიქნებოდი, სადაც მან თავისი ნომერი დაწერა.
-შენ გგონია არ ვეძებე? ვეძებე. ყველგან ვეძებე, მაგრამ არაფერი გამოვიდა. არამგონია სხვა ქვეყანაში დაეტოვებინა, მან ის აქ დატოვა, სადღაც აქ ცხოვრობს და მე ვერ მიპოვნია. ამის მერე კაცი მქვია? - ჩაიქნია ხელი და არყის ბოთლს გაჰკრა. ბოთლი მაგიდიდან ჩამოვარდა და ნაწილებად დაიმსხვრა, ამაზე რატის რეაქცია არ ჰქონდა, მაგრამ ლომია აღშფოთდა და საყვედურიც მიიღო ძმაკაცმა მისგან.
-ეს საქმე მე მომანდე. - განაცხადა ლომიამ მჭექარე ხმით, რომელიც მთელ ოთახში გაზანზარდა. - მე გიპოვი შენს თეას. - თვალი ჩაუკრა და კარში გასვლა დააპირა, მაგრამ შეაჩერა რატიმ და მუდარის მზერა შეაგება.
-მეც წამიყვანე გთხოვ. ამას ვერ ავიტან, ასე გაურკვევლობას ვერ ავიტან გეფიცები. ცუდად ვარ. სახლიდან გასვლა მჭირდება, ამას ალბათ შენ გარეშე ვერ მივხვდებოდი, ჰოდა აქ ნუ დამტოვებ.
-კარგი წამოდი! - შეუღიტინა ულვაშებში და ხელი გამოსდო. - მაგრამ ჯერ მოწესრიგდი.
რამდენიმე საათი დასჭირდა ერთი წლის წინანდელ რატის რომ დამსგავსებოდა. მოშვებული წვერი რომ გაიპარსა, გაბურძგნული თმებიც შეიჭრა და პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდა მაშინღა იცნო ლომიამ საკუთარი ძმა, რომელიც დიდი ხანი არ ენახა. - დაბრუნებას გილოცავ.. - გაეცინა, როცა ღიმილშეპარული რატი დაინახა, რომელიც გაკვირვებით შეჰყურებდა საკუთარ თავს ნუთუ ეს მე ვარო.
მთელი დღე წიგნის მაღაზიებში გაატარეს. ყოველ ეგზემპლარს ათვალიერებდნენ, რომელიც კი მიღებული ჰქონდა მაღაზიას თუ ბუკინისტებს, გარეთ რომ იდგნენ და შემოხეული წიგნების გამოფენა მოეწყოთ. მათ შორისაც იყო ლომიას პირველი წიგნი, ესმერალდა, ქართულად, ასევე ინგლისურად, რომელსაც ნიუ იორკში გამგზავრებამ დაუდო სათავე და წარმატება, ეთარგმნათ და გამოეცათ მსოფლიო ტირაჟით. თითქმის მთელი თბილისი შემოიარეს, რამდენიმე ტრანსპორტი გამოიცვალეს, უმეტესად კი ფეხით მისეირნობდნენ და ძველ დროს იხსენებდნენ, რატი კი ხშირად ჩაფიქრდებოდა, გასულ ზამთრის გახსენებით ნოსტალგიური ნოტები შემოეტმასნებოდა მის არსებას და შეისრუტავდა სიყვარულის აკორდებს. უმოქმედოდ გაჩერება მეტად აღარ შეეძლო. მიხვდა ერთ მთავარ რამეს, რასაც აქამდე ვერ იაზრებდა. მისი გული უმიზეზოდ ფეთქავდა, არ ჰქონდა მიზანი, რაიმე სურვილი, არც ოცნება, მხოლოდ ფიქრებში ჩაკარგულიყო და ტკბებოდა უმოქმედობით.
ნამდვილად არ გასჭირვებიათ, რადგან ლომიას ყველა სცნობდა, ყველა წიგნის მაღაზიაში და მაშინვე გადმოულაგებდნენ „ესმერალდას“ ეგზემპლარებს, ამასთან ერთად თავის აგენტსაც აძებნინებდა და თითქმის მთელი კოლექტივი ჩართო საქმეში, ერთი განსაკუთრებული და რატისთვის განკუთვნილი წიგნის საძებნად.
-არაფერი გამოვა, ხომ ხვდები შენც არა? - ჩამოჯდა ტროტუარზე აღმაშენებლის ქუჩაზე და უკვე იმდენად დაღლილიყო, რომ ძლივს სუნთქავდა.
-ჯერ მხოლოდ ერთი დღე გავიდა. ასე მალე დანებდი? - შეეკითხა ლომია და ისიც გვერდით მიუჯდა.
-არა, უბრალოდ რეალობას გავუსწორე თვალი. მას ვეღარ ვიპოვით.
-რამე გააკეთე იმისთვის, რომ მოგეძებნა?
-დაღამდა, თბილისი ფეხით შემოვიარეთ, ყველგან ვიყავით, მაგრამ შედეგი არ არის.
-რეგიონებში არ ვყოფილვართ. - თვალი ჩაუკრა. - და თუ რაღაც მართლა გინდა აუცილებლად მიაღწევ მას. პირველივე ჯერზე დანებება არ შეიძლება რატი! არაფრის დიდებით არ მოგცემ იმის საშუალებას, რომ უკან დაიხიო.
-ხედავ? არ ვარ ღირსი, რომ ბედნიერება მივიღო, როცა ამისთვის ბრძოლასაც კი არ ვცდილობ.
-შენ ახლა იწყებ ფეხის ადგმას და დაცემის არ უნდა შეგეშინდეს. ერთად ყველაფერს შევძლებთ. წამო, ეს ერთი დაგვრჩა... თუ არადა ტურს საქართველოს გარშემო მე დავაფინანსებ.
ბიბლუსში შეიჭყიტეს და ისევ ლომიას დანახვით კლიენტებმა და მომსახურე პერსონალმა აღფრთოვანება ვერ დამალეს. დიდებულად შეხვდნენ, რატი კი კუთხეში იდგა და ამ სანახაობას შორიდან უყურებდა, როგორც უკვე მიჩვეული იყო, ლომიას ჩრდილში. მან მთელი ძალა მოიკრიბა, გამბედაობაც საკმაოდ და მიზნად დაისახა, რომ ლომიას ჩრდილიდან აუცილებლად უნდა გამოსულიყო, ოღონდ არა ისე, როგორც წინათ სცადა, გაქცევით, არამედ მასთან პირისპირ შეჭიდებით. „მშიშრები გარბიან მხოლოდ და პრობლემებს ვერ უმკლავდებიან. მეყო გაქცევა. რაიმე ღირებული მინდა გავაკეთო, რომ ჩემი გულის ფეთქვას მიზეზი ჰქონდეს და ტყუილად არ ჩაიაროს ჩემმა ცხოვრებამ, შეუმჩნევლად.“
-თუ შეიძლება ეს მომეცით. - ერთ-ერთმა ახალგაზრდა გოგონამ მაშინვე დასტაცა ხელი „ესმერალდას“ პირველივე ეგზემპლარს და სალაროსკენ გააქანა. ყველამ მას მიჰბაძა, ავტორი წინ ჰყავდათ და ამ მომენტის გაშვებას ხელიდან არ აპირებდნენ.
ლომიას ხმა უნდა ამოეღო, რომ მისი წიგნით გარეთ ჯერ არავინ გასულიყო, მაგრამ თქმაც ვერ მოასწრო, რომ ყველა უკვე მასთან იყო წიგნით ხელში და ავტოგრაფს ითხოვდა. რატისკენ მიტრიალდა და თვალი ჩაუკრა. სტანდარტული ტექსტი, ჩვეულებრივი მომენტი ლომიასთვის, სადაც თავს ისე გრძნობდა, როგორც თევზი წყალში და სიამოვნებდა ის ფაქტიც, რომ მისი წიგნი ამდენად პოპულარული იყო და მისგან ითხოვდნენ ავტოგრაფის წაწერას... სიამოვნებდა ასეთი თავგამოდება ადამიანებისადმი და ყურადღება.
წიგნი გამოართვა ქერა თმიან გოგონას, რომელიც მის წინ გაბრწყინებული იდგა. გადაშალა და ხელი უნდა მოეწერა, როცა პირველივე გვერდზე წითელი კალმით მოქარგული სიტყვები წაიკითხა:
„ბედისწერა არსებობს, ის გვაიძულებს იმ გზით ვიაროთ,
საითაც უკვე გეზი გვაქვს აღებული.
თუ ერთად ყოფნა გვიწერია ეს წიგნი
შენთან მოხვდება.
შენი თეა...
XXX XXX XXX“

პ.ს. ესეც შემდეგი, ჰოდა უმორჩილესად გთხოვთ, ვინც კითხულობს ყველამ დამიწეროთ კომენტარები, თორე მგონია რომ სულ ორი კაცის გამო ვდებ. და ამას კი მირჩევნია აქ არ დავდო და იმ ორ კაცს პირადად გავუგზავნო...
თქვენ არ იცით როგორი მნიშვნელოვანია ჩემთვის თქვენი შეფასებები, რჩევები ან კომენტარები. მოგწონთ თუ არ მოგწონთ თუნდაც. და მოსალოდნელი ვარაუდები კიდევ. მოკლედ ახლა მაინც მაინტერესებს ყველას აზრი ვინც კითხულობთ. აბა რამდენი ხართ!
მადლობა ყველას. სიყვარულის ჯადოქარს ყველა უყვარხართ, ვინც არ უნდა იყოთ მანდ...



№1 სტუმარი stumari #77

საოცარი გრძნობებია, ღრმა, ძალიან მომწონს , მაგრამ ასე რატომ აგვიანებ

 


№2 სტუმარი A

საინტერესოა მომეწნა ველი შემდეგს

 


№3  offline მოდერი ^paradise^

ერკეეე როგორ მომენატრაა შენი ისტორიეები <3 დღეს წავიკითხე ყველა თავი და ძალიააან მაგარი ინტრიგანი ხარ :* ველოდები შემდეგს <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent