შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გიჟი და უფრო გიჟი


27-03-2016, 23:51
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 18 428

როდის დაიწყო ეს ყველაფერი ჩემ ცხოვრებაში სიმართლე გითხრათ არ ვიცი . ალბათ მაშინ დაიწყო ჩემი ხასიათის მკვეთრი ცვლილება, არა არც მანამდე ვყოფილვარ ჭკვაინი, დინჯი, დამჯერე ბავშვი თუმცა მიუწვდომელმა სიყვარულმა სულ გამაგიჟა. როგორ შეიძლებოდა მე კესარია გაბიანი შეყვარებული ვყოფილიყავი და ყურადღება არ მოექციათ . ამას ფიქრობდა ყველა ვინც ჩემს ირგვლივ იყო და იცოდა ჩემი გრძNობების შესახებ. სინამდვილეში კი ვაფანატებდი ვატოზე , ჭკუიდან ვიშლებოდი , სუნთქვა მეკვროდა ლამის კრუნჩხვებში ვვარდებოდი მისი ღიმილის დანახვისას . ჩემდა ჭირად ყოველთვის ჩემს ირგვლივ ტრიალებდა მეგობრებთან იყო, ჩემს ძმასთან იყო, ყველგან ის იყო ჩემი საუკეთესო მეგობარი ნატალია მის ძმაკაცს გაჰყვა ცოლად და უფრო დავუახლოვდი. სხვა წასასვლელი სად მქონდა ანუ სადაც ვიყავი ყველგან ვხვდებოდი , ჩემი სიგიჟეები ყველასთვის ცნობილი იყო, ყველა ხალისობდა ამით , ისიც არ იყო დიდად დალაგებული, ისიც საკმაოდ უბერავდა , ისე რაღა წარსულში ახლაც მაგრად უქრის . ყველას აგიჟებდა განსაკუთრებით ჩემს დასტოინ ძმას რომელსაც ცანცარის ყველა ფორმა აგიჟებდა, თონიკა ჩემი საყვარელი სიძე , ძმა მეგობარი . ადამანი ვისზეც ვგიჟდები მხოლოდ იმიტომ რომ ჩემი ნატალია გააბედნიერა , ნამდვილ ზღაპარში აცხოვრა გაცნობის წამიდან ბოლო ამოსუნთქვამდე . მხოლოდ ამიტომ ვგიჟდებოდი მასზე, მხოლოდ ამიტომ უნდა დამეფასებინა კაცი რომელიც ჩემს გოგოზე გიჯდებოდა . თორნიკე ცალკე თემაა ,მაგაზეც მოგახსენებთ მოგვიანებით ჯერ ჩემი „love story “ უნდა გიამბოთ . მოკლედ ეს ჩემი გულის მტერი და მეპატრონე ყველგან იყო სულ იმას ვღირინებდი რომ გამოჩნდებოდა“აქაც მე ვარ იქაც მე ვარ ,იმიტომ რომ ვატუნა ვარ“ თურმე სად ხარ რა გამღერებს ,კაცი შენ გაგიჟებას აპირებს. თუმცა რას აპირებს საერთოდ არ ანაღვლებდა ჩემს გულში დატრიალებული ამბები. ერთი ქალიდან მეორეზე გადადიოდა იქედან მესამეზე და იყო ასე . მე მხოლოდ ერთი პატარა გიჟი გოგო ვიყავი რომელიც მაგრად ევასებოდა , არა სხვანაირად პროსტა ევასებოდა რა . მე როგორც თამამ ,გულახდილ ადამიანს არ გამჭირვებია ჩემს გრძნობებში გამოტყდომა და იქედან დაიწყო უბედურება. ვატო გაოგნებული დარჩა , არ იცოდა რა ეთქვა . ან საერტოდ რატო უნდა ეთქვა რამე განა არ ვიცოდი რომ არ ვუყვარდი? უბრალოდ უნდა მეთქვა რომ მე მიყვარდა თან ძალიან . ყველამ თავისთავად გაიგო ჩვენ შესახებ და მას მერე ისეთი გარემო იქმნებოდა ,ვახო ნამდვილად უხერხულად გრძნობდა თავს გიორგის გამო. ჩემი ჯმუხი ძამიკო ნამდვილად არ მიეკუთნებოდა „ჩემ დას როგორ აწყენინე ბიჯო“- კატეგორიას,ისე იყო უხასიათო თორე ძალიან გამგები და თბილია ჩემი გიუნა. მოკლედ ეგ პრობლემა გადავლახეთ ძლივს გიორგიმ უთხრა ტყუილად ნუ მემალები მე ვიცი ყველაფერი და ჩვეულებრივად განაგრძე ცხოვრება ისე როგორც გაგისწორდებაო. კიდეც განაგრძო ერთ ღამეს მორიგ ლოთობა ფართის აწყობდნენ უცოლო ყმაწვილები როდესაც გამოტყვრა ვაჟბატონი და ერთ-ერტი ქალბატონი კლუბში მყოფებისგან ბაითში აიყვნა თავისთან. იქ მოსახდენი მხოდა მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არ იყო . სიმართლე ტუ გინდათ უბრალო მეგობრის ,ნაცნობის გადმოსახედიდან გეტყვით რომ ის ორი ერთმანეთსთვის იყო გაჩენილი . აბა რაღა ამ წესიერ გოგოს ამოარჩევდა ამდენ ნაშას შორის და ერთი გალეშილი მეორე გათიშულს მიუძღვნიდა თავს . რაც შეეხება ჩემ მაშინდელ დამოკიდებულებას ვფიქრობდი რომ ლიკა იყო ის რიგითი ნაშა რომელმაც დაატყვევა, გააბრუა, ჯადო გაუკეთა ვატუნას და სამუდამოდ წამართვა. მინდოდა დამეჯერებინა საკუთარი თავი რომ ლიკა იყო ყველაფერში დამნაშავე , რომ მასაც მაგარი ბიჭის ხელში ჩაგდება აინტერესებდა და მიაღწია კიდეც მიზანს . ხშირად აიძულებ თავს ისეთი რამ დაიჯეროს რაც შენ წაგადგება, თავის გასამართლებლად, მიზეზის საპოვნელად .
ასე იყო თუ ისე საქართველოში აღარაფერი დამრჩენოდა, ვატოს დაოჯახებამ იმდენად არ იმოქმედა რამდენადაც ჩემი სულის ნაწილის დაკარგვამ. ნატალიას ,ჩემი ფერიას, ჩემი ანგელოზის დაკარგვამ გამანადგურა .ვუყურებდი თორნიკეს და ორმაგად ვიშლებოდი, ალბათ სწორედ მაშინ დავახლოვდით ყველაზე მეტად, ერთი ტკივილი გვაერთიანებდა, ჩვენს მსგავსად არავის სტკიოდა ნატას წასვლა. ერთად დავტოვეთ საქართველო , მე სწავლა გავაგრძელე თორნიკემ საქმე . ვუყურებდი როგორ ინგრეოდა ნელ-ნელა ჩემი ბიჭი და ვერაფერს ვაკეთებდი. ზოგი ლოთდდება, ნარკოტიკებზე დამოკიდებული ხდება, სუიციდს მიმართავს , უკონტროლო, გიჟი ხდება მან კი უბრალოდ ღრმად დამარხა ძველი თორნიკე , ნატასთან ერთად ჩაფლა მიწაში მხიარული, მომღიმარი, თავისუფალი, კეთილი, ყველას მიმართ მიმდობი და საყვარელი ბიჭი დარჩა მხოლოდ სერიოზული, ამაყი, თავდაჯერებული, უხეში, უტიფარი, ყველაფერზე წამსვლელი მიზნის მისაღწევად , თავკერძაც და შურისძიებით აღსავსე დამძმებული სულით ,შინაგანად სუსტი თორნიკე დადეშქელიანი, ვის შესახებაც მხოლოდ ორმა ვიცოდით მე და ვატომ.
წლები გადიოდა,ჟღენტის ამბებს თავისტავად ვიგებდი . ხშირად იყო თორნიკესთან. ერთერთი ვიზიტისას ლიკუნაც იქ დამხვდა პატარა გამობერილი მუცელით და ჩვეული ნაზი, ქალური ღიმილით.მორცხვი მზერით და შიგადაშიგ აფაკლული ლოყებით, თვალები რომ მუდამ უბრწყინავდა ვატოს დანახვისას სწორედ მაშინ მივხვდი რომ უყვარდა .მასაც ისე უყვარდა ვატო ჟღენდი როგორც მე. ან იქნებ უფრო ძლიერად რადგან მათი ოჯახი ძალზედ მყარი იყო რასაც ჩემზე ვერ ვიტყვით. მერე რა რომ მიყვარდა , იმასაც ვაცნობიერებდი რომ ამოკვიატებაში გადამეზარდა და თავს ვაძლევდი გართობის საშუალებას. ჩაკეტილი , მორცხვი გოგონასავით არ ვიჯექი სახლში კოჭამდე კაბით, ყელამდე პერანგით ,მაჯებამდე სახელოები რომ აქვს , თმაწაკრული ხელში წიგნით და სათვალით. ვერთობოდი ჩემს პონტში, ისე როგორც მისწორდებოდა ,თუმცა ზედმეტად არასდროს შემიტოპავს, იმიტომ კი არა რომ არ მომწონდა ჩემი თაყვანისმცემლები ან ვუფრთხილდებოდი რეპუტაციას უბრალოდ არც ერთთან მქონია სურვილი რაიმე მეცადა.
სულ დამავიწყდა მეთქვა რომ მაგნიტივით ვარ , რომელიც მხოლოდ შარს იზიდავს. გამორიცხულია რაიმე სიგიჟე არ შემემთხვას რომელზეც მთელი ცხოვრება ვიცინებ, ან კიდევ ისეთ ადგილას აღმოვჩნდე გამოძრომა ჩემნაირ მოხერხებულ გოგონასაც რომ გაუჭირდება . ასე მივდიოდი ჩემთვის ნიუ-იორკის ქუჩებში ,იქ ვცხოვრობდი იმ პერიოდში, შუა ღამით მივფრიალებდი კედებით , ყვავილებიანი კაბით, კიკინებით და ერთდროულად ვტოვებდი გიჟის, ბავშვის, სექსუალური ქალის და უბრალოდ ჯიგარი ტიპის შთაბეჭდილებას . ასე მშვიდად შევუხვიე ერთ- ერთ ჩაბნელებულ ჩიხში ნიუ-იორკში ღამით , გარეუბანში რისი უნდა შემშნებოდა რას ამბობთ, ვღიღინებდი საყვარელ სიმღერას , ყურსასმენების საშუალებით რომ ჩამესმოდა და მაგრად მეკიდა ყველაფერი , მაგრამ სად ხარ თურმე კესუნია ბრახ და პირდაპირ ჩემს სახლთან ვაწყდები ვიღაცის სხეულს , ლამპიონის მკრთლ განათებაზე არ ჩანს ვინაა მხოლოდ ლაქას ვხედავ პერანგზე და როცა ვხვდები რა შეიძლება იყოს მაშინვე ვიმუხლები და პულსს ვუსინჯავ . როგორც კი მივხვდი რომ ცოცხალი იყო , ბედნიერს ძალა მომემატა , მეზობლის ბიჭი დავინახე ვუთხარი ჩემი შეყვარებული სცემეს და დამეხმარე სახლშ შევიყვანოთქო , ისინი ნაკლებად ინტერესდებიან სხვისი ამბებით მიტომ უბრალოდ დამეხმარა და წავიდა. მე ხომ აზროვნება არ შემიძლია თავის დროზე , მაშნ როცა საჭიროა ჩემი ტვინიც კი სიგიჟეებს ჩადის , გაფითრებულ ,გაყინულ ბიჭს რომ შევხედე ,ხელები უღოდონ რომ ჰქონდა ჩამოყრილი , დავიწყე ექიმის მოვალეობის შესრულება. რომელიც სხვათა შორის კარგად გამომდის ჩემი მამიკოს დამსახურებით ,რომელსაც ლამის საავადმყოფოსი ვყავდი დილიდან საღამომდე დედაჩემთან პროკურატურაში ყოფნას ისევ საავადმყოფო სჯობდა საფრთხე მაინც არ მემუქრებოდა , მეც თავისთავად შემომესწავლა ბევრი რამ, ასეტი ნიჭიერი მშობა ჩემმა საყვარელმა დედიკომ სად გავექცევი და დავემალები ამ ნიჭს... ხო რას ვამბობდი? ჩემს გაფითრებულ ,გაყინულ და გასავათებულ ბიჭს შემოვაძარცვე უცებ პერანგი და ჭრილობის დამუშავება დავიწყე , არა გატყუებთ პირველად ტუჩები გავილოკე
-არა ეს ამერიკელები მაგრად უვლიან ფიგურას უუჰ რა კაი კუბიკებია შენ გენაცვალე? -როგორც იქნა ჩემმა მეორე მემ შემახსენა ეს სიმპაწიაგა ყმაწვილი დაჭრილი რომ იყო და საქმეს შევუდექიიი. -ისე რა სუსტები ხართ რა კუნთებს რომ ივარჯიშებ იმუნიტეტი გაივარჯიშე შე კაი კაცო ამ ნაკაწრმა როგორ უნდა წაგაქციოს -ისევ განვაგრძე ტლიკინი. ჩემი გაჩუმება ხომ არ შეიძლება -გავიღვიძოთ ახლა ლამაზტუჩება თორე ვერ ვრწმუნდები ჩემი ნახელავის ხარისხში- ნიშადური ლამის შევასხი ცხვირში იმ საბრალოს , საცოდავად დაემანჭა სახე, წარბები ისე საყვარლად შეჭმუხნა, ცხვირი აიბზუა და ტუჩები ააცმაცუნა- (აქამდე კი არ მიფიქრია ამაზე თურმე რამდენ რამეს დავკვირვებივარ ,შემისწავლია კაცი თავიდან ბოლომდე )-როგორც იქნა თვალებიც გაახილა რაც ლოყაზეც წავუტყაპუნე ცოტა სულ ცოტა და რამდენჯერმე დაახამხამა . მაშინვე დავიტყე წიკჭიკი აბა აზრზე მოსვლას ხომ არ ვაცდიდი
-გამარჯობა . როგორ ხარ? ჩემს კართან წაგაწყდი გონდაკარგულს და სახლში შემოგიყვანე, როგორც ხედავ. მადლობის გადახდა არაა საჭირო მთავარია კარგად ხარ
-არ მითქვამს ჯერ რომ კარგად ვარ- ზურგით ვიდექი და ნივთებს ვალაგებდი , სისხლიანი ბამბები უნდა გადამეყარა მისი უტიფრობით გაოცებული რომ შევბრუნდი და უკვე წამომჯდარი დამხვდა
-თავხედი მიხედე ახლა ასეთს , იმიტომ ვერ ვიტან ამ ამერიკელებს . აბა ქართველი რო ყოფილიყო საშვილიშვილოდ დამინათესავდებოდა , მადლოერი იქნებოდა ამ საქმისთვის- გაბრაზებულმა ქართულად მივაყარე და თვალს არ ვაშორებდი ბიჭის თვალებს რომელიც ვერ გავიგე მწვანე იყო, ცისფერი, ნაცრისფერი შეიძლება თაფლისფერიც რაც იყო კაი კი იყო და
- მარტო ქართელი თუ შეიქმნიდა პრობლემას ვირაც დაწრილის გამო რომელიც სრულიად შესაძლებელია ყაჩაღი, მკვლელი , პედოფილი, მოძალადე ყოფილიყო და რამე დაეშავებინა მადლობის მაგიერ - ქართული ტკბილი, მშვიდი, ოდნავ ირონიული, არა სისულელეა მხოლოდ ღიმილი იგრძNობოდა მის ტემბრში საოცარი ხმა ჰქონდა
-ქართველი ხარ? აქამდე ვერ თქვი შე კაი ადამიანო? ლამის მოვიკალი თავი იმის დარდით ვიღაც უცხოტომელი გადავარჩინეთქო როგორ ხარ?
-კარგად . გმადლობთ ,თქვენ რომ არა მომკლავდნენ
-მოგკლავდნენ თუ მოკვდებოდი
-ეს ჭრილობა არ მომკლავდა შენ რომ დაგინახეს წავიდნენ მანამ რაღაც ჩამარტყეს მგონი - აბურდულ თმაში მართლაც ემჩნეოდა სისხლის წვეთები
-არ ადგეთ არ შეიძლება -უცებ მივვარდი და ხელი მოვხვიე ,ისე ახლოს ვიყავი ვერც კი გავიაზრე , მე არაფერი მიგრძვნია თუმცა შეიძლება ის იყო გრძნობა რაღაც ტალღამ რომ მოიარა მთელი ჩემი სხეული . მის თვალებში ჩავიკარგე, ისე მიყურებდა მეგონა მაკოცებდა . თუმცა არაფერი გაუკეთებია , მგონი იმედები გამიცრუვდა კიდეც . არ აქვს სხვათაშორის ცუდი ტუჩები, რა ცუდი საოცარი კონტური აქ ისეთი მადიანი რომ ჭკუას ვკარგავ. ახლა ვკარგავ, მაშინ არა!
-ისედაც საკმაოდ მოგაცდინეთ დროა წავიდე , თითოეული წამი მნიშვნელოვანია მწვანეთვალებავ- გამიღიმა და თვალი ჩამიკრა-პერანგი აიღო თუმცა გამოვართვი , გაკვირვებულმა შემომხედა
-რა? სისხლიანია ეს ამას ხომ არ ჩაიცმევ მე მოგიტან პერანგს ახლავე - წავედი და ისიც უკან გამომყვა . არ ყოფილა ისეთი სუსტი მე რომ მეგონა მშვენივრად გამოიყურებოდა. თორნიკეს პერანგი ავიღე და მივაწოდე . თუმცა ხელი სტკიოდა და ისევ უკან გამოვართვი
-მადლობა... ამჯერად რატომ გამომართვი დავიჯერო ასე მოგწონს ჩემი პრესი
- პრესი კი მომწონს მაგრამ საყურებლად ნაკლებად , ხელი გტკივა და დაგეხმარები - სიმართლე ვუთხარი აბა ხომ არ ვეთამაშებოდი ახლა . არ მიყვარს ეს შენიღბვა და დდამალობანა - იცნობდი იმათ? - ფრთხილად ჩავაცვი , მივხვდი როგორ დაეხორკლა კანი ჩემი შეხებისას თუმცა არ შევიმჩნიე -თუ სეკრეტია -გაეღიმა და შევამჩნიე როგორ ჩაეჩხვლიტა მარჯვენა ლოყა
-შევიკრავ - ხელი გამაშვებინა ღილზე და თავად შეიკრა -ხო კარგი ერთი ხელით ვერ ვახერხებ ბარემ დამეხმარე- გამიღიმა და წარბები მახლა აზიდა. მეც გამეცინა . მივხვდი რომ ჩემნაირი ტიპი იყო და ძალიან თავისუფლად ვიქცეოდი
-კიტხვაზე არ მიპასუხე
-ნუ ღელავ შენ არავინ შეგაწუხებს მწვანეთვალებავ
-კესარია მე კესარია გაბიანი ვარ -ხელი გავუწოდე და ისევ გავუღიმე. მგონი საეჭვოდ ბევრჯერ გავიღიმე იმ რამდენიმე წუთის მანძლზე ,თუმცა მერიმებოდა და რა მექნა
-ლაშა ჯაფარიძე . შენს სამსახურში მიგულე კესო- საფულიდან სავიზიტო ბარათი ამოიღო და გამომიწოდა- მომავალ შეხვედრამდე მწვანეთვალებავ- მითხრა ,ლოყაზე ცხელი ტუჩები მომაკრა და წავიდა.
მე კი მშვიდად დავიძინე . რა სისულელეა რაღა მშვიდად თორნიკემ ლამის მომკლა ვიღაც უცხო ისე როგორ შეიყვაე სახლშ ცემთვის მაინც დაგერეკაო თუმცა სახელი რომ ვუტხარი და მოვუყევი ყველაფერი დამშვიდდა.
-იცნობ ხომ?
-დაახლოებით
-დაახლოებით ცნობა რას ნიშნავს ჩემ ტავს გაფიცებ
-გამიგია მის შესახებ, მეგობრები არ ვართ თუმცა ცუდი ბიჭი არაა, არის თავისთვის მშვიდად ,მიკვირს აქ როგორ აღმოჩნდა ,როგორც ვიცი ბინა სხვაგან აქვს და ასე არ დაეხეტება
-მაგაზე მაფიქრე ახლა... რაო ვატომ ბავშვი როგორააო
-კარგად ,ფოტოები გამომიგზავნა ძალიან ლამაზი ბავშვია ვატოს თვალები აქვს- გაიღიმა და მივხვდი სადღაც შიგნით გულის სიღრმეში როგორ ეტკინა. განა არ უხაროდა? ვატოს ბედნიერება ახარებდა მაგრამ ბავშვებთან ყოველთვის ასე იყო, მითუმეტეს გოგოს რომ ხედავდა ,თითქოს თავისი გარდაცვლილი შვილი ახსენდებოდა . ბავშვი მართლაც ძალიან ლამაზი იყო გაღიმებული ვუყურებდი ფოტოებს ერთ-ერთში სამივე ერთად იყვნენ და მზერა გავშტერე ეკრანს
-ლიკა მართლა კარგი გოგოა , ძალიან უყვარს ვატო და ისე არაა შენ რომ ფიქრობ
-სიმართლე იცი ხომ? რა თქმა უნდა იცი . ვატომ გითხრა არ გეთქვა
-არაფერი უქვამს უბრალოდ მოყოლა არ ჩავთვალე საჭიროდ ახლა მგონი დროა გაიგო სიმართლე . ისევ ისე გიყვარს და არ მინდა რაიმე სისულელე ჩაიდინო და ტყუილად გახდე ჩხუბის მიზეზი
სწორედ იმ ღამით გავიგე სიმართლე ვატოს და ლიკას სიყვარულის შესახებ . ზღაპრულ ისტორიას ჰგავდა ,გამეღიმა კიდეც ერთხელ. უკვე ეჭვი აღარ მეპარებოდა რომ ერთმანეთისთვის იყვნენ გაჩენილები ,მაგრამ მაინც მიყვარდა .
ერთი თვე ისე გავიდა არაფერი მომხდარა მნიშვნელოვანი . ჩემი დაბადების დღე იყო სახლიდან გასვლას საღამომდე არ ვაპირებდი აი შემდეგ კი გათენებამდე უნდა მომელხინა , გართობა ბოლომდე როგორც მჩვევია . თმაარეული , პენუარის ამარა დავფარფატებდი სახლში, სიმრერას ბოლო ხმაზე ვუსმენდი, სიგარეტს ვაბოლებდი შიგადაშგ, სახლიც მივალაგე ცეკვა -სიმღერაში და კარზე ზარის ხმაც არ გამიგია. თუმცა რომ ვიხსენებ არც უცდია დარეკვა ბატონ ლაშიკოს. იმხელა ხმაზე მქონდა სიმღერა დაკავებული მეზობლები მყავდა თორემ გამომასახლებდნენ იქედან იმ დროს სახლშ რომ ყოფილიყვნენ. უკანალს მოხერხებულად ვაქნევდი, ხელებს ჰაერში ვათამაშებდი, ერთ ხელში სიგარეტი მეჭირა მეორეში ღვინის ჭიქა და თან ვღიღინებდი . სიმრერა გამომდის რაღაც საოცრად ,თამამად შემიძლია ვირს შევეჯიბრო ყროყინში და დავამარცხო კიდეც დაუნდობლად. დიდხანს ვფარფატებდი ,შემდეგ დავტრიალდი და ტუჩთან მიტანილი ღვინის ჭიქა გამიშეშდა ჩემს წინ კარადაზე მიყრდნობილი ლაშა რომ დავინახე. ფეხი ფეხზე ჰქონდა გადადებული ერთი ხელი ჯიბეში ედო მეორე იდაყვში ჰქონდა მოხრილი და კარადას ეყრდნობოდა . თვალს არ მაშორებდა და იმ წამს ნამდვილად მუქი ნაცრისფერი , ნისლისფერი იყო თვალის ფერადი გარსი. დავიბენი, წესით უნდა შემშინებოდა, ნახევრად შიშველს ,შეიძლება ითქვას სრულიად შიშველს , წინ მედგა უცხო მამაკაცი რომელიც ერთხელ ვნახე არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაში, თან როგორ? დაკეტილ კარში ასე თავისთვის ,მარტივად შემოაღწია ვინ იცის რამდენ ხანს იდგა და მათვალიერებდა . არ მეშნოდა თუმცა გავბრაზდი , ასე ჩანდა მაგრამ უარესადაც გავბრაზებულვარ დამიჯერეთ
-აქ რას აკეთებ !
-ათი წუთი შენი ყურების შემდეგ ეგ რომ მახსოვდეს ნამდვილი პიდარასტ.. ვიქნებოდი - შეცვლილი ხმით მითხრა და თვალები აუბრჭყვიალდა, იქ იმდენ ჭინკას ვხედავდი გასაქცევადაც უნდა მოვმზადებულიყავი, თუმცა მშვიდად გამოვიღე მეორე ჭიქა , ღვინით ავავსე და ლაშას წინ ავესვეტე
-წინა ვიზიტის დროს ვერ გაგიმასპინძლდი , არ გეცალა გარკვეული მიზეზის გამო გამოვასწორებ - გავუღიმე ოდნავ , ჭიქის გამორთმევის დროს ჩემს თითებს შეეხო და მზერა უტიფრად ააყოლა ჩემს სხეულს. თან მშვიდად მოსვა წითელი ღვინო
-გმადლობთ , გიყვარს ეს ღვინო?
-ჩემი ფავორიტია ქართულ ღვინოთა შორის რომელიც აქაა - გულახდილად ვუთხარი და საძინებლისკენ წავედი სწრაფად გადავიცვი კაბა პენუარის ნაცვლად და უკან დავბრუნდი- დიდი ხნით დარჩენა მიწევს აქ და ვატყობ მთელს პარტიას შევიძენ გავამდიდრებ ღვინის კომპანიას
-გაჩუქებ თუ გინდა - მშვიდად მითხრა და ისევ მოსვა -გეთქვა პირდაპირ
-შენია ანუ? არ ვიცოდი
-მეგონა პირდაპირი იყავი ,შევცდი
-ვერ მივხვდი -მართლა დავიბენი , ვერ ვხვდებოდი რას გულისხმობდა
-ჩემი სავიზიტო ბარათი ხომ დაგიტოვე
-კი სადღაც მედო სიმართლე გითხრა არ მინახავს არ მეგონა კიდევ თუ შეგხვდებოდი -სიგარეტს მოვუკიდე და კვამლის გამო თვალები დავაწვრილე . დავინახე როგორ ჩაუქრა თვალებში ნაპერწკლები, აღარც ჭინკები ცეკვავდნენ, და მეწყინა მე რომ ვიყავი ამის მიზეზი
-ჯობდა ჩემი ვარიანტი ყოფილიყო მართალი ,მაგრამ არაუშავს დრო საკმაოდ გვაქ
-რისთვის
-რომ შეგიყვარდე - უტიფრად გამიღიმა და წინ პატარა ყუთი დამიდო- დაბადების დღეს გილოცავ მწვანეთვალებავ -თბილად გამიღიმა და გასასვლელისკენ დაიძრა. გონს მოვედი და გავაცერე
-რა უტიფრობაა სახლში მივარდები, როგორ აღებ კარს ღმერთმა უწყის, მიყურებ როგორ ვცეკვავ , მერე მეუბნები დრო გაქ ჩემს შესაყვარებლადო და მიდიხარ?
-დაველოდო როდის მომკლავ?
-რატომ უნდა მოგკლა - ყუთი გავხსენი და გამეღიმა ძალიან მიყვარს ანგელოზის გამოსახულებები , უამრავი აქსესუარი , ფოტო და ფაიფურის ნამუშევარი მაქვს . ყელსაბამიც მაგრამ ეს აშკარად გამორჩეული მოდელი იყო ულამაზესი ფირუზის თვლით - იცოდი ხომ? ანგელოზები რომ მიყვარს
-რა თქმა უნდა ვიცოდი
- ჩემგან რა გინდა ბატონო ლაშა - თვალი გავუსწორე და კიდევ ერთხელ გავაოცე-პირდაპირ მითხარი აი ამ წამს რამაც გაგიელვა თავში . მივხვდი თავს იკავებდა- მითხარი ნუ ღელავ ისტერიჩკა არ ვარ- დივნის სახელურზე ჩამოვჯექი და ფეხები წინ გავშალე -თან ყელსაბამი ამოვიღე და გავხსენი
-შენთან სექს..-პასუხმა არ დააყოვნა და მეც მზერა ყელსაბამიდან ლაშაზე გადავიტანე რომელიც აშკარად ყველანაირ პასუხს ელოდა გარდა იმისა მე რაც ვუთხარი
-კარგია გეი არ ყოფილხარ არც ერთ ვარიანტში - გავეკრიჭე და წამოვდექი. მის წინ დავდექი და ტუჩები გაურკვეველი მიმართულებით ავამოძრავე, წარბი მაღლა ავზიდე თიტქოს რაღაცაზე ვფიქრობდი- ეგ კარგი და ზოგადად რა გინდა ჩემგან , დარწმუნებული ვარ მარტო ხორციელი ჟინის დასაკმაყოფილებლად არ დაამზადებინებდი ამ ძვირადღირებულ სამკაულს , მითუმეტეს ასე არ შეიწუხებდი თავს
-მგონი ვგიჟდები- თმაზე ნერვიულად გადაისვა ხელი და თვალები დააწვრილა ისე რომ ნუშის ფორმის თვალი ლამის მთლიანად დაეხუჭა - არაადეკვატური რეაქციები გაქვს ყველაფერზე, ვერ ვხვდები რას უნდა ველოდე შენგან და ეს ისე მიზიდავს შეიძლება ... შეიძლება
-ძალიან არ მინდა ბიჭთან ურთიერთობა ვინც სექს.. გამო არ მეჩალიჩება ან მეგობრობა არ უნდა მესამე ვარიანტი არ მჭირდება . ცოდვები საკმაოდ მაქვს გულდამწვარი, სიყვარულით დაფერფლილი ახალგაზრდა არ მჭირდება დამატებით .
-კარგი ცოდვას ჩემ თავზე ვიღებ- თითქოს გამოფხიზლდა , ხასიათზე მოვიდა. რა ვუთხარი ახლა ისეთი , ესეც კარგი გიჟია რა .გვერდზე გამწია ,ბარიდან ვისკი გამოიღო, ჭიქაში ჩაასხა ყინულებიც იპოვა და გემრიელად მიირთვა - ლამაზი ბინა გაქ , რატო ასეთ ადგილას
-არ მჭირდებოდა გადაპრანჭული მეზობლები... საერთოდ რაზე მელაპარაკები შენ მგონი ჩემზე გადარეული ხარ
-წეხან დამტოვე , არ გამიშვი ასე რომ რასაც მიიღებ იმსახურებ- დივანზე დასკუპდა ფეხები მინის მაგიდაზე შემოაწყო კომფორტულად, მუცელზე დაიდო წიქიანი ხელი და ამომხედა - აბა ამ საღამოს რას იცმევ?
-არ ვიცი საშოპინგოდ წასვლას ახლა ვგეგმავდი , მაგრამ ერთი ინდივიდი შემომეჭრა სახლში, ფაქტიურად სიყვარული ამიხსნა , ფაქტიურად! და ახლა ისე წამომიგორდა აქ ვითომ საკუთარ აპარტამენტშია
-კაბა ჩაიცვი და წავიდეთ , ვგიჟდები შოპინგზე ლამაზ გოგონებთან ერთად
-ჩემთან ერტად წამოხვალ? და ვის მიყავხარ რო?
-კარგია ახლა ხომ ვიცი რომ რაღაც პონტში გევასები მერე რა თუ სხვა გიყვარს . ვიქნები მეგობარი ბაზარი არაა ბოზ.. შვ.. ვიყო თუ შეგაწუხოს ჩემმა გრძნობამ -ისე საყვარლად მიყურებდა შეუძლებელი იყო უარი მეთქვა . რაღაც ჩემეულს ვხედავდი მასში და ეს ძალიან მიზიდავდა.
-წავედით- ჩანთა ავიღე და გასასვლელისკენ წავედი თუმცა ვიგრძენი რომ არ მომყვებოდა-ახლა რატომ არ მოდიხარ
-კაბა ჩაიცვი კაბააა
-მაცვია ვერ ხედავ?
-ვხედავ შენს დაბურცულ მკერდს, დვრილებს განსაკუთრებით , წითელ ტანგას რომელიც თეთრი უმოკლესი სარაფნიდან ,რომელიც მილიმეტრითაც არ ფარავს შენს მშვენება უკანალს, შესანიშნავად ჩანს და ყველაფერთან ერთაც ზურგიც არ აქვს საერთოდ მაგ ნაჭერს -ისე მითხრა არც შემოუხედავს მობილურში იყურებოდა და აშკარად შეტყობინებას წერდა . რომ შევათვალიერეს საკუთარი თავი მართლა ზედმეტად გამომწვევად მეცვა, ამას არავინ მიაქცევდა აქ ყურადღებას მაგრამ მაინც გამომწვევი იყო ჩემთვისაც კი . თუმცა ამან საიდან იცოდა ეს -ნუ მიყურებ ასე შენი აზრით მეორედ გნახე და შემიყვარდი? ვიცი რომ ასე გახდილიც არ დადიხარ მიდი ახლა წაცუნცულდი დრო ხომ გვჭირდება არა? - უცებ წამოდგა საძინებლისკენ შემაბრუნა მსუბუქად მომარტყა საჯდომზე ხელი და ინსტიქტურად წავედი მეც. ისევ სარაფანი ჩავიცვი ამჯერად წითელი იმ განსხვავებით რომ ზედა საცვალიც მოვირგე და გავედი. ვაჟ ბატონმა თავისი მანქანისკენ აიღო გეზი და მეც ცდუნებას ვერ გავუძელი ამ საოცრებით რომ არ მემგზავრა
-იმედია ესეც ჩემ გასაგიჟებლად არ შეგიძენია
-დაემთხვა ჩვენი გემოვნება და შენს გაგიჟებას არ ვაპირებ , ნუ იოცნებებ
-თავხედი რომ ხარ იცი?


ვერ მოვითმინე მინდოდა დამეწერა , სანამ იდეა მქონდა . ვიცი არეულია ფრაზები მაგრამ არ ვცდილობ დავაკვირდე , უბრალოდ მინდა დავწერო ის რაც პირველად მომდის აზრად , ასე უფრო გადმოვცემ ემოციებს ვიდრე თითოეული სიტყვის შეფასებისას .
იმედია მოგეწონებათ ,მართალია განვითარება იცით მაგრამ მანამ რაც მოხდა ყველაფერს გადმოვცემ. შემდეგ განვითარებასაც რადგან ქორწინებაზე დათანხმებიტ არაფერი დასრულებულა,მთავარი წინაა.
რაც შეეხება "სასტავს" როცა მოქმედება საქართველოში გაგრძელდება ჩვეულებრივად ჩავრთავ იმათაც ,ვერ შეგპირდებით რომ დიდი დოზით მაგრამ მაინც ..
ველი თქვენს შეფასებებს მიყვარხართ<3



№1  offline წევრი Pepper

კიდევ ერთი საოცარი ისტორია შენგან !
ფანტაზიის უნარი გაქვს უსაზღვრო <3ა
ამ ისტორიის გმირები კი არაა შენ ხარ ნამდვილი გიჟი (კარგი გაგებით)
საოცრად ნიჭიერი ხარ !!
პირველივე თავით გადავირიე და წარმომიდგენია გაგრძელება რა იქნება !!
მოუთმენლად ველი შემდეგ თავს !

 


№2 მოდერი sameone crazy girl

Pepper
კიდევ ერთი საოცარი ისტორია შენგან !
ფანტაზიის უნარი გაქვს უსაზღვრო <3ა
ამ ისტორიის გმირები კი არაა შენ ხარ ნამდვილი გიჟი (კარგი გაგებით)
საოცრად ნიჭიერი ხარ !!
პირველივე თავით გადავირიე და წარმომიდგენია გაგრძელება რა იქნება !!
მოუთმენლად ველი შემდეგ თავს !

უღრმესი მადლობა wink wink ძალიან მიხარია თუ მოგეწონააა wink wink

 


№3 სტუმარი lizazu

ვაიმე ლაშიკოზე ვგიჟდები უკვე, ერთმანეთისთვის არიან გაჩენილები. ძალიან გამიხარდა ასე მალე რომ დაგვიბრუნდი.

 


№4 სტუმარი alisaa

uf rogor gamaxareee my crazy girl:*:*:*

 


№5 სტუმარი taso

რა საყვარლები არიან <3 მიხარია შენი დაბრუნება <3 წარმატებები. იმედია ბოლოს ერთმანეთის სიყვარული გააგიჟებს ამ ორს.

 


№6  offline წევრი თათულიTN

მარიამ, როგორ გამეხარდა ასე მალე რომ დაიწყე <3 მომწონს,ძალიან მაგარია.. ვგიჟდები შენზე შოკოლადო <3 love

 


№7 სტუმარი anita

dzaan momewona didi xania aseti sxvanairi araferi wamikitxavs kaia da male dade raa

 


№8  offline აქტიური მკითხველი uchveulo

vaaiih kesaria magijebs da am lashaze meketebaa... sayvarlebi <3 tkbilebiii

 


№9 სტუმარი Taso

Vatoze vgijdebi,cina istoriidanve momecona,sul arunda coli chveni keso ifro mouxdeboda.

 


№10 სტუმარი tika

Au Ra kaia<3<3 gaagrdzele

 


№11  offline წევრი lokokina

დიდი ხანია ამს აიტზე შემოვდივარ ხოლმე მაგრამ არ დავრეგისტრირებულვარ ახლა კიდევ ორი წუთის წინ მხოლოდ იმიტიმ დავრეგისტრირდი რომ ეს კომენტარი დამეწერა. არ მესმის იმათო ვინც გთხოვს რომ ვატო და კესო ერთად დატოვო მას ხომ ცოლი ყავს და შვილიც, უყვარს თავისი ცოლი და ბედნიერია რა საჭიროა ოჯახის დანგრევა. კესო გამოვა ძალიან ცუდი ადამიანი თუ მისსგამო ლამაზი ოჯახი დაინგრევა. ლაშა კიდევ ძალიანმომწონს საინტერესო პერსონაჟია, უკვე შემიყვარდა და ვფიქრობ შეუძლებელია კესოსაც არ შეუყვარდეს.

 


№12  offline წევრი masu

Ai arvici ragitxra!!!dzaan magari gogoxar da dzalian magrad wer!momwona kargi iko <3 velodebi axal tavs <3

 


№13 მოდერი sameone crazy girl

lokokina
დიდი ხანია ამს აიტზე შემოვდივარ ხოლმე მაგრამ არ დავრეგისტრირებულვარ ახლა კიდევ ორი წუთის წინ მხოლოდ იმიტიმ დავრეგისტრირდი რომ ეს კომენტარი დამეწერა. არ მესმის იმათო ვინც გთხოვს რომ ვატო და კესო ერთად დატოვო მას ხომ ცოლი ყავს და შვილიც, უყვარს თავისი ცოლი და ბედნიერია რა საჭიროა ოჯახის დანგრევა. კესო გამოვა ძალიან ცუდი ადამიანი თუ მისსგამო ლამაზი ოჯახი დაინგრევა. ლაშა კიდევ ძალიანმომწონს საინტერესო პერსონაჟია, უკვე შემიყვარდა და ვფიქრობ შეუძლებელია კესოსაც არ შეუყვარდეს.

გეთანხმები wink კესოს ქმედებაში არსაც ჩანდა რომ მათი ოჯახის დანგრევას აპირებდა არ ვიცი ამ თავში იყო თუ არა მაგრამ მე დავწერე უკვე რომ არასდროს უცდია რაიმე ისეთი გაეკეთებია რაც დაანგრევდა მათ ოჯახს . უბრალოდ უყვარდა და ამის გამო ხომ ვერ გავკიცხავთ. აუცილებლად ცუდი ადამიანი ხომ არ უნდა იყო სხვა რომ შეუყვარდეს. ჩემთვის ვატოც დადებითი პერსონაჟია და ლაშაც wink wink მადლობა შენი აზრის დაფიქსირებისთვის wink

 


№14 სტუმარი #NBAVOTE ZAZA PACHULIA

მარიამ მე ვარ ავად, ვერც სამსახურში წავედი და ვერც უნივერსიტეტში წავალ. თერმომეტრზე 36,7-ის დანახვასავით გამიხარდა ამ ისტორიის დანახვა და გთხოვ განმაცდევინეე იგივე ბედნიერება და დადე ახალი თავი. თერმომეტრმა მიმუხთლა და შენ მაინც გამახარე :D

 


№15 მოდერი sameone crazy girl

#NBAVOTE ZAZA PACHULIA
მარიამ მე ვარ ავად, ვერც სამსახურში წავედი და ვერც უნივერსიტეტში წავალ. თერმომეტრზე 36,7-ის დანახვასავით გამიხარდა ამ ისტორიის დანახვა და გთხოვ განმაცდევინეე იგივე ბედნიერება და დადე ახალი თავი. თერმომეტრმა მიმუხთლა და შენ მაინც გამახარე :D

ვაიმეე ჩემო საყვარელო შენ თუ ჩემი ისტორია გაგახალისებს და გაგაბედნიერებს დავდებ ახლავე wink wink მალე გამოჯანმრთელდიიი love

 


№16  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Ra magari gogo xar shen xom ar iciiiiiiii

 


№17  offline წევრი მოლურჯო

შენზე ცუდად განწყობილი ადამიანი მოვედი
ალბად უნდა გახსოვდეს ჩემი ცუდი კომენტარები შენს ერთ-ერთ ისტორიაზე
უნდა გახსოვდეს რა ცუდი კომენტარებით გავსებდი
მაგრამ..
სხვა რამის თქმა მინდა ახლა..
მომწონს რომ იმ ცუდი კომენტარების მიუხედავად მაინც წერდი და წერ
მომწონს ადამიანები რომლებიც თავისას მაინც ისწორებენ და სხვისი დამოკიდებულება მათ მიმართ არ აინტერესებთ ზუსტად ასეთი ხარ შენ
კარგი და თბილი კომენტარი მოგწონს და ცუდს უბრალოდ ატარებ
და ისწორებ იმას რაც შენ გსიამოვნებს
ესაა ჩემთვის ყველაზე მთავარი
ამ ისტორიას როცა დაასრულებ მაშინ შევძლებ წაკითხვას
რადგან არ მიყვარს ლოდინი მანამდე კი შენს წინა ისტორიას წავიკითხავ
--------------------
მარიამი

 


№18 მოდერი sameone crazy girl

სევდიანი გიჟი
შენზე ცუდად განწყობილი ადამიანი მოვედი
ალბად უნდა გახსოვდეს ჩემი ცუდი კომენტარები შენს ერთ-ერთ ისტორიაზე
უნდა გახსოვდეს რა ცუდი კომენტარებით გავსებდი
მაგრამ..
სხვა რამის თქმა მინდა ახლა..
მომწონს რომ იმ ცუდი კომენტარების მიუხედავად მაინც წერდი და წერ
მომწონს ადამიანები რომლებიც თავისას მაინც ისწორებენ და სხვისი დამოკიდებულება მათ მიმართ არ აინტერესებთ ზუსტად ასეთი ხარ შენ
კარგი და თბილი კომენტარი მოგწონს და ცუდს უბრალოდ ატარებ
და ისწორებ იმას რაც შენ გსიამოვნებს
ესაა ჩემთვის ყველაზე მთავარი
ამ ისტორიას როცა დაასრულებ მაშინ შევძლებ წაკითხვას
რადგან არ მიყვარს ლოდინი მანამდე კი შენს წინა ისტორიას წავიკითხავ


სხვანაირად არ შემიძლია ,კრიტიკას რაც შეეხება არ ვპასუხობ ხშირად იმიტომ რომ სათქმელი არაფერი მაქ ,როცა სტანდარტში ჯდება ეს კრიტიკა და არაა შეურაცხმყოფელი. ერთი იყო ისეთი რომელსაც უბრალოდ არ ვუპასუხე იმიტომ რომ ეს უფრო იქნებოდა ჩემი დამცირება.
მადლობა ზოგადად რომ წაიკითხე ჩემი ისტორია და გამოთქვი შენი აზრი. თუ არ ვპასუხობ ვინმეს იმას არ ნიშნავს რომ ვგიჟდები და გაბრაზებული ვარ wink love

 


№19 სტუმარი Anastasia

Yoveli axali istoriis wakitxvis mere gaocebuli vrchebi, ici mariam shen sauketeso xaar vgijdebi shenze. Saocreba xar da saocrad wer.. martalia ar gicnob magram shenze ukve vgijdebi miyvarxar mariam aseti magari gogo rom xar.....

 


№20  offline წევრი კალლ აია

❤️❤️❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent