შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შიშველი ღამე –3–


28-03-2016, 15:47
ავტორი sopiko
ნანახია 2 872

[თავი 3]
არაფრით დასთანხმდა გაბრიელი იმას, რომ მის ძმაკაცსაც მასთან ერთად გაეთია ღამე. ის და მისი ცოლი საძინებელში ლამის წიხლით შეყარა, მისაღებში შუქი ჩააქრო და თვითონ სავარძელში ჩაეშვა. შუბლზე ხელი გადაისვა და ამ ღამით მომხდარზე დაფიქრდა. ათასი კითხვა აწუხებდა, მაგრამ ვერც ერთის დასმა ვერ შეძლო ლინასთვის. მის თვალებში იმხელა ტკივილს გამოეღო ნაყოფი, რომ გაბრიელს მისი უფრო და უფრო გაფურჩქვნა არ უნდოდა.
ნეტავ, ვინ იყო საფლავის ქვაზე გამოსახული ბიჭი? რას განიცდიდა ასე ლინა? ასეთ მდგომარეობაში როგორ ჩავარდა? ვერასდროს იფიქრებდა, რომ ასე დააინტერესებდა სხვისი ცხოვრება... მაგრამ ამ ღამით ყველაფერი სახეშეცვლილად ეჩვენა... ისეთ ფილოსოფიურ ხასიათზე იდგა და უცებ ეს გოგო გამოჩნდა! წუთით რაღაცნაირი ზიზღი იგრძნო მის მიმართ, ასეთი სუსტი რომ იყო... ვთქვათ, გაბრიელი არ გამოჩენილიყო... ისე გაიყინებოდა, რომ სიცოცხლე არ დაენანებოდა... ან სხვა რომ მისულიყო, იმასაც სახლში გაყვებოდა?! მერე ისევ სიბრალულმა გადაწონა... როცა ლინას ისტერიკული შემოტევა ჰქონდა, თითქოს გაბრიელის გულში იღვრებოდა ცრემლები და ეს ვითარება ისეთი უცნაური და უცხო იყო, რომ ეჭვიც კი შეეპარა, ხომ არ გავგიჟდიო...
–ვერც თქვენ იძინებთ?–სიჩუმე ლინას გაბზარულმა ხმამ დაარღვია.
მოულოდნელობისგან გაბრიელი ფეხზე წამოხტა და სუნთქვაშეკრულმა გახედა თეთრ პერანგში გამოწყობილ ქალიშვილს. სწორი თმა წელამდე წვდებოდა. მთვარის შუქი ხაზად მიყვებოდა იატაკს და ლინას ჩამქრალ თვალებს სინათლის უკანასკნელ სხივებს ართმევდა.
–არ მეძინება.–მშრალად მიუგო მას და ისევ ჩამოჯდა.
–მეგონა მხოლოდ მე არ მეძინა და არ გამოვდიოდი, რომ არ გამეღვიძებინეთ.–აწურულმა გაასავსავა ხელები და გაბრიელის გვერდით, დივანზე დაიკავა ადგილი.
–რამე ხომ არ გტკივა?–თვალებმოჭუტულმა შეათვალიერა ქალიშვილი.
–ნუთუ ვერ ხედავთ?–კითხვაზე კითხვით უპასუხა ლინამ.
–როგორ უნდა ვხედავდე?–სულ სხვა თვალით შეხედა მამაკაცმა.
–ჩემი ძმა ამბობდა, რომ ღამით ყველაფერი შიშვლდებოდა, სული გამჭვირვალე ხდებოდა და შენს შიგნით რაც იყო, ის სხვების წინ იშლებოდა. ზღაპარივით ჟღერს, არა?–ბავშვური ღიმილით ჩაეკითხა გაბრიელს.–მაგრამ მართლაც ასეა. შეიძლება ბაჩო დღისით ვერ მიმხვდარიყო, თუ მე რაზე ვწუხდი, მაგრამ ღამით მძინარს ჩამეხუტებოდა და დილით უკვე ჩემი წუხილის მიზეზი იცოდა.
–ბაჩო ვინ არის?–გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა ამ კითხვით და მხრებში გაიშალა.
–ბაჩო ჩემი ძმაა. უფრო სწორად... იყო...–გულამომჯდარმა შეასწორა და საყვედურნარევი მზერა სტყორცნა გაბრიელს. ამის თქმა ხომ მისთვის ადვილი არ ყოფილა.
–ახლა კი უკვე შენც გაშიშვლდი, ლინა! შენ ის დაგავიწყდა, რომ თუ ადამიანები ერთმანეთს არ იცნობენ, ვერც მათი გულები გამონახავენ საერთოს.–ტუჩები სულ ოდნავ დააშორა ერთმანეთს და ღიმილისმაგვარი რაღაც გამოხატა.
–ალბათ...–ერთ ამოხვნეშას ამოაყოლა ეს სიტყვა.
–ალბათ კი არა, ასეა! ის... შენი ძმის საფლავი იყო?–ნელ–ნელა სუსტ წერტილს უახლოვდებოდა და თან ყურადღების ქვეშ ჰყავდა ლინა.
–მომიკლეს. სულ ერთი კვირის წინ.–თქვა და ისე ძლიერ მოუჭირა ღილს ხელი, რომ მოაწყვიტა. ღილი მაგიდის ქვეშ შეგორდა.
ლინა ადგილიდან არ განძრეულა.
–და შენც მის გზას დაადექი? ხომ იცი, რომ ეს ყველაფერი ღმერთის ნება იყო? მეც ძალიან მიჭირს ამ კანონზომიერებასთან შეგუება, მაგრამ ცხოვრებას აზრი რატომ უნდა დავუკარგოთ?–ანგარიშმიუცემლად ბუტბუტებდა გაბრიელი და ქალიშვილს თვალს არ აშორებდა.
–ჩემმა ცხოვრებამ უკვე დაკარგა და თუ სხვის სახით ვერ იპოვა, სამუდამოდ ეულად დარჩება.–სევდიანი ღიმილით მიუგო ლინამ და გაბრიელის გასაკვირად თავისი წარსულის მოყოლა დაიწყო.–მე და ჩემს ძმას მშობლები ბავშვობაში გარდაგვეცვალა... ავადმყოფობით. დედა აღარც მახსოვს, რადგან პირველი ის გახდა ავად, მეზობლები კი მას აღარ გვაკარებდნენ, წითელა ჩვენც რომ არ გადაგვდებოდა. ყველაფერი მაინც არასწორი მკურნალობის ბრალი იყო. აი, მაშინ ქეთისნაირი ექიმები რომ ყოფილიყვნენ, ბაჩოს ამხელა ტვირთი ზურგზე არ დააწვებოდა. მან გამზარდა. თოთხმეტი წლის ასაკიდან მუშაობდა. მე კი ვსწავლობდი. თვრამეტი წლის რომ გავხდი და სკოლაც დავამთავრე, ბაჩომ იქ ყველაფერი გაყიდა და რაიონიდან თბილისში წამოვედით. აქ ბინა ვიქირავეთ და ჩემმა ძმამაც როგორც იქნა წესიერი სამსახური იშოვა... ერთ–ერთი რესტორნის დაცვად უნდა ემუშავა. სულ ერთი თვის ჩამოსულები ვიყავით, იქ რაღაც გაუგებრობა რომ მოხდა, ჩემმა ძმამ მათი გაშველება სცადა და... დანით დაჭრეს. ის მკვლელი...–სიძულვილით წარმოთქვა ეს სიტყვა.–შემხვდა და მითხრა, სასამართლოზე თქვი, რომ შენი ძმა ჩხუბისთავი იყო და ნარკოტიკულ ნივთიერებებსაც მოიხმარდაო... უნდოდა, რაც შეიძლება მცირე დრო გაეტარებინა ციხეში... ფულს მთავაზობდა. ის ბინძური ისე მიყურებდა...
წინადადება ვეღარ დაამთავრა. ქვითინი აუვარდა. ხელები გაბრიელს ჩაავლო მკლავებზე და ტუჩები მომუწა, ხმამაღლა რომ არ ეღრიალა. დაჭიმული სხეული ნელ–ნელა მოეშვა და უღონოდ დაიწყო დაშვება. გაბრიელმა გულზე მიიკრა ის და მისი თმის სურნელი შეისუნთქა. ლინა ტიროდა და მისი ცრემლები თითქოს წმინდავდა მამაკაცს ყოველი ცოდვისგან და დანაშაულისგან.
***
გაბრიელმა მთლად აძაგძაგებული გოგონა მისთვის განკუთვნილ ოთახში შეიყვანა და ლოგინში ჩააწვინა. ბალიში თავისი ხელით გაუსწორა და თავადაც მის გვერდით ჩამოჯდა. ორივე ხელი შემოხვია და ნიკაპი თავზე დააბჯინა. ცხელი ლავა უვლიდა ძარღვებში... მთელი ღამის ემოციები წვავდა და აალებდა.
–ჩუ...–ჩუმად ამშვიდებდა მას.–მაგ ყველაფერმა ჩაიარა.. ახლა უბედურებას ზურგი უნდა შეაქციო... ღამით შენი ძმის საფლავზე რომ მიხვედი, დაგავიწყდა, რომ ის შენს ტკივილს დაინახავდა? მერე რა იქნებოდა? ის ინერვიულებდა, რადგან იქიდან შენი დაცვა და ხასიათზე მოყვანა არ შეეძლო... დამშვიდდი, კარგი?
ლინას თავიდან სლუკუნის და კბილების კაწკაწის შეწყვეტა გაუჭირდა, მაგრამ ბოლოს მიჩუმდა და გაბრიელსაც გულს მოეშვა.
–დაოჯახებული ხართ?–ჩაკეტილი, დახურული სივრცე თითქოს გააპო ლინას მოულოდნელმა კითხვამ. გაბრიელმა თავი წამოწია და კედელს გახედა.
–მე რომ თქვენობით მელაპარაკები, ქეთის ქალბატონოთი ხომ არ მიმართავ?–ისეთი სერიოზული ტონით შეეკითხა, რომ ამან გოგონას შეკრთომა გამოიწვია.
–მე... არ ვიცოდი... უბრალოდ...–ალუღლუღდა ის და გაბრიელის სხეულს სწრაფი მოძრაობით გაშორდა.
–რამ შეგაშინა? თქვენობითი ფორმა ხალხმა იმიტომ გამოიგონა, რომ ბატონებსა და ყმებს ურთიერთობაში გამოეყენებინათ. მე არანაირ მაღალ რანგს არ მივეკუთვნები. როგორც შენი მონათხრობიდან გავიგე, არც შენ...–გაეცინა მამაკაცს და საწოლის ბოლოში გადაინაცვლა.–შენთან ასე ახლოს შენივე ისტერიკის გამო დავჯექი. საშიში ვინმე ნამდვილად არ ვარ!
–შენი არ შემშინებია, უბრალოდ... მომერიდა.–ლოყები შეუფერადდა ქალიშვილს. მისმა სიწითლემ გაბრიელს ღიმილი მოჰგვარა.
–აი, ასე! სად შენ და სად თქვენ!–რაღაც განსხვავებულად გაახარა მათ შორის მაღალი კედლის დანგრევამ.
–კითხვაზე არ გიპასუხია.–შენიშნა ლინამ და თეთრი კბილები გამოაჩინა.
–ოჯახი ხომ?–გოგონამ თავი დაუქნია.–ეჰ, ეს რთული თემაა... ოღონდ ჩემი ნათესავებისთვის. ჯერ ოცდახუთი წლის ვარ და ყოველდღე მათი შერჩეული საცოლეების რიგი მიდგას კართან.
–ღმერთო ჩემო!–ხალისიანად შესძახა გოგონამ და გადაიკისკისა.
გაბრიელს სული შეუგუბდა, მისი კისკისის ხმა რომ მისწვდა ყურთასმენას. სულ რამდენიმე საათის წინ იგი ტიროდა, ახლა კი მდგომარეობა აშკარად უკეთესდებოდა. დიახ, მდგომარეობა! ქეთიმ ხომ თქვა, სულიერად ავადააო.
–რამე მოხდა?–უწინდებურად მოიწყინა ლინამ და მამაკაცმა ინანა, დროზე რომ ვერ მოასწრო გაოცების ჩაცხრომა.
–დანახვისთანავე გაუცინარ დედოფლად მოგნათლე და ახლა...–გულწრფელად უპასუხა და თვითონაც სიცილი წასკდა.
–გთხოვ, ზღაპარი მიამბე...–ღიმილით სთხოვა გაბრიელს ქალიშვილმა და საბანი ყელამდე აიტანა.
–ზღაპარი?–გაკვირვება მატულობდა და მატულობდა მის გონებაში.
–დიახ! არ მკითხოთ, რატომ... გთხოვთ, ზედმეტი კითხვების გარეშე ამისრულეთ წადილი...
გაბრიელმა ვეღარ შეძლო მისთის უარის თქმა. ბავშვობიდან ვერ იტანდა სულელურ ზღაპრებს, მაგრამ ლინას ფერი დაბრუნებოდა... თვალები უბრწყინავდა და აღარ იცოდა, როგორ გადმოეცა თავისი სურვილის სიმძაფრე. და მამაკაცმა იმ ღამით პატარაობაში მოსმენილი ყველა ზღაპარი გააერთიანა და ლინაც შეთხზული ამბავით დიდად კმაყოფილი დარჩა. ამაზე მისი მშვიდი ძილი და სახეზე გადაფენილი ღიმილი მეტყველებდა.

^^^
დაქ, დაქ!
ბაჩოს ამბავიც უკვე ნათელი გახდა, შემდეგი თავიდან კი მოვლენები სულ სხვა მიმართულებით განვითარდება...
ველი თქვენს შეფასებებს პერსონაჟებთან, სიუჟეტთან და მთლიანად ისტორიასთან დაკავშირებით!
უუუყვარხართ სოფოს!
პ.ს. შვიდიანობის ტრადიცია ამ ისტორიაში არ დამვიწყებია...



№1 სტუმარი tassss

Kargia moomwons magraam patara taviaa zaan da tu gazrdiii uketesi iqneba

 


№2  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Rogor momwonss uxxx shemdegi

 


№3 სტუმარი Black

Shen uuuyvarxar noes!<3magari tavi iyo da veli shemdegs;) <3

 


№4  offline მოდერი sopiko

tassss
Kargia moomwons magraam patara taviaa zaan da tu gazrdiii uketesi iqneba

გმადლობ, ტას love თუმცა პატარა ნამდვილად არ არის და ვერც გაზრდას შეგპირდები belay
aanamaria
Rogor momwonss uxxx shemdegi

გმადლობ, ანამარია! love
Black
Shen uuuyvarxar noes!<3magari tavi iyo da veli shemdegs;) <3

ნოე? ნოე გქვია? კი ვიცოდი, რომ ბიჭი იყავი, მაგრამ ასეთი ლამაზი სახელი თუ გქონდა, ეს ჩემთვის უცნობი იყო lol ალბათ მოულოდნელი იქნება ის ამბავი შენთვის, რომ შემდეგ ისტორიაში ვაპირებ ერთ-ერთ მთავარ გვირს ნოე დავარქვა lol ხო, დიდი მადლობა! request

 


№5 სტუმარი Black

Ase tu gagaxarebda aqamde getyodi:Dhoda upro mondomebit wavikitxav;) <3

 


№6  offline წევრი teddy))

Dzaliaan momwons! Personajebic cxovrebac gairkva :* shenc agnishne da mec vityvi rom sruliad gansxvavebuli tapajia :) gamxiaruleba ar awkens am gogos :)

 


№7  offline მოდერი sopiko

Black
Ase tu gagaxarebda aqamde getyodi:Dhoda upro mondomebit wavikitxav;) <3

lol
teddy))
Dzaliaan momwons! Personajebic cxovrebac gairkva :* shenc agnishne da mec vityvi rom sruliad gansxvavebuli tapajia :) gamxiaruleba ar awkens am gogos :)

მთლად ვერ გამხიარულდება! ბუნებით ასეთია და რა ქნას... დიდი მადლობა love

 


№8  offline ადმინი შამანი

სათაურიც გაიშიფრა heart_eyes
ბოლოში ისეთი მინაწერი დაგვიტოვე,ინტრიგებს ხლართავ. ახლა გავიაზრე რამხელა ბედნიერებაა სრულად დადებული ისტორიის წაკითხვა ,ლოდინი რომ არ გიწევს bowtie კარგი გოგო ხარ და ძალიან კარგად წერ heart_eyes
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent