შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გიჟი და უფრო გიჟი(2)


28-03-2016, 16:28
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 12 372

-თავხედი რომ ხარ იცი?
-უთქვამთ და ახლა დავიჯერებ- გადმომხედა და გაიღიმა . ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრთან გააჩერა და გადაბრძანდა . მეც უკან გავყევი, მივდიოდი და საერთოდ არ ვფიქრობდი იმაზე რომ ორივე მაგრად ვაფრენდით
-აბა თუ შეცერდები ერთ წუთს და გამომხედავ
-კაბას ვათვალიერებ შენ თუ გიყურე რა გამოვა
-დამელოდე მერე ვერ დავრბივარ მე პატარა ვარ
-უიმეე წუწუნა - უცებ თვალებმოჭუტულმა გახედა ერთ ერთ კაბას -არაა ეს არაფერია განსაკუთრებული -ესენი რა არის
-კაბები რომლებიც მომწონს
-ამდენი?
-შენნაირი პრეტენზიული არ ვარ
-არა უგემოვნო ხარ აშკარად აბა მე როგორ არ უნდა მოგეწონო
-შენ ხარ სამაგიეროდ გემოვნებიანი - თვალი ჩავუკარი და გასახთელში შევედი, რამდენიმე კაბა მოვირგე არცერთი მოეწონა . ნამდვილი მოდის კრიტიკოსია რა . სხვაგან წავედით. შემომატარა ყველაფერი მგონი
-ისე გიყვარს შოპინგი ჯობს დავრჩე მე იარე შენ და ზომას შეარჩევ ისე მაკვირდები დარწმუნებული ვარ
-ზარმაცო
-შენ მგონი დრო გაგყავს განგებ .აქამდე დარბოდი ახლა მიღოღავ. საერთოდ თავად ხარ მომზადებული?
-რისთვის
-ვაიმეე მოსაწვევი გამოგიგზავნო?
-კარგი ხო მოვალ ჩანგალისტად. ვიპოვე შენ თავს ვფიცავარ ვიპოვე- უცებ თქვა და გასახდელში შემსვა ჩვეულებრივად კაბა თავზე დამაფარა და გავიდა. მეც ჩავიცვი ისე რომ არც სემიხედავს გავაბიჯე დაღლილმა იმ იმედით რომ რაიმე საოცრებას მეტყოდა ,მაგრამ მის მზერას რომ წავაწყდი საკუთარი თავი შევათვალიერე. უცებ ჩავიხედე სარკეში , მაშინ მივხვდი რომ არაჩვეულებრივი გემოვნება ჰქონდა ბატონ ლაშიკოს.
-ხოო ახლა შეგვიძლია წავიდეთ ფეხსაცმელი აქაა სალონი ?
-თავად წავალ ჯერ დრო მაქვს. მადლობ დახმარებისთვის - კაბა გასახდელიდან გამოვიტანე და სალაროსკენ წავედი როცა მითხრეს რომ გადახდილი იყო. უკან მივბრუნდი ის გიჟი უკვე გასული იყო მანქანასთან იცდიდა და მეკრიჭებოდა იქედან, გველი .
-არ გამიბრაზდე რა დაბადებისდღის საჩუქარი ჩათვალე
-როდის გაქ დაბადებისდღე გარდერობს გაჩუქებ
-ჩემს გარდერობს რას ერჩი
-არაფერს საოცრად იცმევ მაგრამ გიყიდი ახალს - უცებ მივაყარე და მანქანაში ჩაჯექი. გიჟი ხომ არის და უარესად ატარებს ,გეგონებატ ქაჯია საჭესთან ,თან ასეთ საცობში, მეგონა სიკვდილს ვუყურებდი თვალებში გაუჩერებლად ათი წუთის მანძილზე. შემდეგ სიე დაამუხრუწა ღვედმა შემაჩერა
-გამოგივლი
-არ შეწუხდე თორნიკესთან ერთად მივდივარ
-კარგი ,როგორც გენებოს - ლოყაზე ხმაურით მაკოცა და კარი გამიღო .
თოკუნამ მომაკითხა , ჩემი სიმპატიური ბიჭი როგორც ყოველთვის შეუდარებლად გამოიყურებოდა, იმ საღამოს ბევრ გოგოს დაახვია თავბრუ. გაოგნებული , გახარებული გაგიჟებული ვიყავი ჩემები რომ დავინახე , გიოს რომ მოვეხვიე ვეღარ მომაშორეს . ჩემი ცოტნიკო როგორ მომნატრებია
-ის სადაა ქალბატონი
-ვერ წამოვიდა საქმე ჰქონდა
-ანუ მარტო დარეკვას დასჯერდა? კარგი დავიმახსოვრებ- ჩემი ანაბელიჩკა როგორ მომენატრა . ანდრიკოს კი ვნახულობ ხშირად ახლა თვალში არ მომხვდა თუმცა ტორტით ხელში გამოჩნდა , გაოცებისგან პირი დამრჩა ღია ვატო რომ დავინახე . თბილად მიღიმოდა და ის კი არ იცოდა რა მემართებოდა ამ ღიმილის დროს . მოვიდა და ყველაფერი გაქრა ირგვლივ სხვა არავინ შემიმჩნევია , უნიშვნელო გახდა ყველა. ახლოს იყო მაგრამ ძალიან შორს , არ შემეძლო მასთან ყოფნა და ვგიჟდებოდი, სასმელმა სულ დამიბინდა გონება. აივანზე ვიდექი და ვსვამდი უკვე ბოთლიდან , სიგარეტიც არ დამვიწყებია . სანამ არ გამომაცალეს ხელიდან ჩემი ვისკი , გვერდიტ გავიხედე გაბრაზებულმა და დავინახე როგორ ჩაცალა ნახევრმდე ლაშიკო სასმელი
-რას მიყურებ გაბრაზებული , მარტივი კი არაა ვუყურო ჩემი ქალი როგორ ჭამს თვალებით სხვას - ჩემი ფიქრი ამოიცნო და მიპასუხა , სიგარეტიც გამომართვა
-შენი არ გაქ ჩემსას რომ ეწევი?-ხელცარიელი ვიდექი და გავბრაზდი
-არ ვეწევი - გავვოცდი და ისევ მიპასუხა- ჯანმრთელობას ვუფრთხილდები შენგან განსხვავებით -ისევ დალია და ღრმად ამოისუნთქა- არ მომიყვები?
-სურვილი აქ მაქ
-მე ხო რას ამბობ - ამოიფრუტუნა და ბანცალით წავიდა
-მოიცადე რაა- უკან გავყევი , ეზოში ჩავედით კიბეების მეშვეობით -აუ სად მიდიხარ
-ნაშა უნდა ავაგდო და სახლში ავიყვანო- მშვიდად მითხრა და გზა განაგრძო, მეც მივყვებოდი. მანქანაში ჩაჯდა მეც ჩავჯექი- რა გინდა აქ გოგო
-ნაშა არ ვარ? წავიდეთ -მხარზე დავადე თავი და მოვეხვიე. ვიგრძენი როგორ გაიცინა , მანქანა სწრაფად დაძრა და მალევე გააჩერა ცათამრჯენთან. დიდხანს ვიდექით ლიფტში რომელ სართულზე ავედით არ მახსოვს, ისევ ვეხვეოდი მშიდად ვიყავი ვიცოდი არაფერს გააკეთებდა . ბინაში შევედით იქაურობა ნამდვილი პენთჰაუსი იყო დავუსტვინე და რბილ ტყავის დივანს მივეყრდენი, ფეხსაცმელები სადღაც ჯანდაბაში მოვისროლე, ბანცალით მივედი ბართან ტეკილა ავიღე და თავი მოვხსენი. პირდაპირ მივიყუდე. დიდხანს ვსვამდით, მე ისე მივეჩვიე დალევას გასათიშად საკმაოდ ბევრის დალევა მომიხდა, ბოლოს მახსოვს როგორ ჩავკიდე ხელი ლაშას და ერთ-ერთ საძინებელში შევიყვანე, ორივე საწოლზე დავებერტყეთ, მისკენ მივცოცდი თავი მკერდზე დავადე ,ხელი მოვხვიე და ტვინს გათიშვის საშუალება მივეცი.
დილით თავის ტკივილმა გამაღვიძა, დილა ნაკლებად იქნებოდა. მეგონა თავში მძიმე საგანს მირტყამდნენ,ხელი შუბლზე მოვიჭირე და ძლივს გავახილე თვალები , დავინახე ჩემს გვერდით მძინარე ლაშიკო და გამეცინა, ამჯერად მის ყელში ჩავრგე თავი მზის სხივებსაც დავემალე და ცოტა მოვდუნდი. მისი გულისცემა მესმოდა, მძმე სუნთქვა და მივხვდი ეღვიძა, თუმცა არ ტოკდებოდა . ტუჩები ყელზე მივაკარი და გამეღიმა მისი კანის დახორკვლისას. უცებ დამაგდო საწოლის მეორე მხარეს და ზემოდან დამაჩერდა თვალები ჭაობისფერი ჰქონდა იმ წამს მზის სინათლეზე, თმა არეული ,უპეები ჩაშავებული
-არასდრო! გესმის? არასდროს გააკეთო ეგრე მითუმეტეს დილით . ზოგადად არავისთან ქმარი თუ არაა - სწრაფად მიაყარა და მუცელზე დამადო თავი -თავი მისკდება და ეს კიდე რას მიშვება , ადგომაც არ შემიძლია შხაპი რომ მივიღო . ვინ გვიშველის ახლა ჩვენ ჰა?
-ვინმე კეთილი საყვარელი არ გყავს? მე ვერავის დაურეკავ მომკლავენ
-კეთილი საყვარელი.... მოიცა დავფიქრდები- ჩაიფრუტუნა და ცხელი სუნთქვა მუცელზე მომეფრქვა - გაიტრუნა უბრალოდ ზემოთ ამოცოცდა და მხარზე ედო თავი- ვკვდები
-მე მგონი მოვკვდი უკვე
-მომავალ ალკოჰოლიკი ვარ შენთან, ვგრძნობ
-ხუმრობს ბიჭი,შხაპი უნდა მივიღო თორე ვერასდროს გამოვფხიზლდები - ზლაზვნით წამოდგა კაბა ისეთი დაჭმუჭნული ეცვა დაიმანჭა-ჩემი კაბაა რატო არ გავიხადე რა
-კიდე კაი არ გაიხადე - ჩაიდუდღუნა ლაშამ ისე რომ ბალიშიდან თავი არ აუწევია, მე კი მისი კარადიდან გამოვიღე მაისური და სააბაზანოში შევედი . მალე გამოვფხიზლდი როგორც ყოველთვის და გარეთ გავედი. ლაშა ისევ იწვა -კარგი რა რა დროს წოლაა საქმე არ გაქვს?
-არა რა საქმე მე მამიკოს განებივრებული ბიჭი ვარ
-მართლა ცუდად ხარ კარგი რა ასე ცუდად თუ ხდებიდი რას სვამდი
-ხშირად არ ვლოთობ , ზომიერების მომხრე ვარ . სიამოვნებას ვიღებ და არ ვილეშები ხოლმე ამდენი ბოლოს დედა რომ წავიდა მაშინ დავლიე
-წავედი მე - უცებ ვუთხარი და გავვარდი . სამზარეულო ვიპოვე , ბიჭს სავსე ქონდა პროდუქტებით მაცივარი . რა ყველაფერი მოწესრიგებული აქვს ყოჩაღ რა . წვნიანი მოვუმზადე ჩემ ბიჭებს შველით ნაბახუსევზე და რა ვიცი ,იქნებ გამოაკეთოს-თქო ვიფიქრე . მინერალური და წვენიც შევაყოლე . ლაშა პირსახოცის ამარა იდგა კარადაზე მიყუდებული და ტანსაცმლის ჩაცმას აპირებდა-უკაცრავად ამას აქ დავტოვებ ჩაიცვი და მიირთვი
-აქ რა გინდა- კარადის კარებს ამოეფარა ნახევრად , ვაიმე რა საყვარელია რა . -აბა წავედიო? -სულელი ეგონა ასე დავტოვებდი?
-ძმაკაცებს გასაჭირში არ ვტოვებ ლაშიკოო -წავალ შოკოლადს შევჭამ იქ ძალიან ბევრი ვიპოვეეე - ტუჩები გავილოკე და ჩემი საყვარელი ნუგბარის დასაგემოვნებლად გავესურე. შოკოლადი არის ის რასაც ვერასდროს შეველევი, ისაა ჩემს გვერდიტ სულ და მის გარეშე უბრალოდ არ შემიძლია სიცოცხლე. რამდენიმე ავიღე , ხილის წვენიც გავაკეთე ,შოკოლადითურთ და მისაღების დივანზე წამოვგორდი. ლაშა გამოვიდა ჩემს წინ დადო ლანგარი და სახედამანჭულმა შეხედა წვნიანს
-ამას ვერ შევჭამ ბავშვობიდან ვერ ვიტან წვნიანებს
-ბაზარი არაა შეგიძლია მოკვდე თავის ტკივილით - არხეიად ვუთხარი და წვენით დასველებული ტუჩები გავილოკე -გიშველის დამიჯერე თან სასარგებლოა . ასეთი ფიგურა დავიჯერო სწრაფიკვების ობიექტების დამსახურებით გაქ?
-არა ბოსტნეულს ვჭამ სალათებს და არა წვნიანს მეზიზღებაა ფუუ- დაიმანჭა და კოვზი მოიმარჯვა-იცოდე რამე თუ მოთითხნე და მაშაყირებ მოგკლავ
-რამდენ ლაპარაკობ ,რო კითხო თავი ტკივა - ჩავილაპარაკე და დივანში ჩავრგე სახე ხელი იატაკზე ჩამოვწიე და მოვდუნდი. მერე ლაშიკოს გავხედე გემრიელად რომ შეექცეოდა წვნიანს და შიგადაშიგ იწმენდდა ტუჩებს . წყალიც დააყოლა და საზურგეს მიეყრდნო
-ცოლად თუ არა შინამოსამსახურედ მაინც მოგიყვან ან მასწავლი ამის მომზადებას ასეთი წვნიანი არასდროს გამისინჯია
-ჩემი მოფიქრებულია სად მახსოვს ასე ზუსტად რომ ვიწყებ კეთებას მერე მაფიქრდება
-მოკლედ არაფერში გამოადგები ადამიანს -გაიცინა და ბალიშიც მიეხატა სახეზე , უკან დამიბრუნა იმ საზიზღარმა .ჩემი ამბავი კი არ იცოდა .ერთადერთი ომის სახე რომელიც მხიბლავს ბალიშებით ბრძოლაა . რამდენიმე წუთში ორივე გიჟებივით დავრბოდით, ვიცინოდით და თავზე გვეყრებოდ ბალიშების მუმბულები. მგონი ჩემზე უფრო გიჟი ვიპოვე ხალხო ,ამას ან უნდა მოვშორდე ან უნდა დავიტოვო სამუდამოდ ასე ჩემს გვერდით-თქო პირველად ეს გავიფიქრე, ორივე ხალიჩაზე რომ ვეგდეთ, ვიკრიჭებოდით უაზროდ მოწეულში მყოფებივით და ჰაერში მოფარფატე ბუმბულებს ვუყურებდით
-მეტი ბალიში აღარ მაქ - ხარხარებდა და სულს უბერავდა ბუმბულს
-გიყიდი ხო რა იყო -ხელი ავუქნიე მის ბუმბულს და გაიბუტა
-რა იყო ახლა ეს
-გასართობი სხვა ნახე დამემართა ფილტვების ანთება ისე უბერავ
- შენი ტელეფონი გასკდა მგონი
-აუ მეზარება ადგომა იქნებ შენია
-ჩემი ჯიბეში და ვიგრძნობდი ვიბრაციას დამიჯერე- არა რა ეშმაკუნა ბიჭია . მობილურამდე მივაღწიე და ვუასუხე
-გისმენთ-უცხო ნომერს ინგლისურად ვუპასუხე და დაველოდე პასუხს, თან ოთახში დავბრუნდი და კედელზე მიყრდნობილი ვუყურებდი ლაშიკოს სახლს რომ ალაგებდა
-სად ხარ კესარია? დილიდან დაგეძებთ . გაგიჟდება სადაცაა თორნიკე . გიორგი და ბიჭები წავიდნენ უკვე ,უთხრა ჩემთანაა მთვრალია და ვერ გავაღვიძეო ნორმალური ხარ გოგო შენ? მოგკლავს ხომ იცი დადეშქელიანი- ამ დილით მისი ხმის გაგონება მაკლდა სრული ბედნიერებისთვის, თან როგორ გამიბლატავდა ბიჭი? მეჩხუბება აქ . შენ თუ გგონია მოგითმენ ძაან ცდები ჩემო ნაცრისფერთვალება
-ჯერ ეს ერთი რა შენი საქემა ,მერე მეორე ვის უყვირიხარ და მესამე პირველად წავედი თუ მეორედ რამ გააგიჟა ეგ . თვითონ დამირეკოს შენთან სალაპარაკო არაფერი მაქ ცუდად მხდის შენი ხმა
-შენ გოგო სუ გაგ..
-დიდი ხნის წინ გავგიჟდი და დამშვიდი შენ ! თორნიკეს უთხარი დამირეკოს
-გირეკავს დილიდან მერე მეც დაგირეკე ვიფიქრე მიპასუხებდი
-ოჰ გენიოსი ხარ პირდაპირ შენი ნომერი ვიცოდი თუ რა
-არ გეწერა?
-უიმეე არა როდის მირეკავ რაში მჭირდება შენი ნომერი. შენ ცოლს გავაგიჟებ და შეგაწუხებ ახლა მეტი საქმე და სადარდებელი კი არ მაქ
-აუ ნერვებს მიშლი ისე ერთხელაც იქნება მოგკლავ
-დიდი ხნის წინ მომკალი ცნობისთვის ეს
-კესარია კაი რაა
-აუ გევედრები ნუ იღებ ეგეთ გამომეტყველებას შეიძლება გონება დავკარგო და შევაშინო ეს ბიჭი
-აუ გოგო შენ ვაფშე აფრენ რა გიჟებთან უნდა დაგაწვინოს გიორგიმ ვეუბნები არ ჯერა
-რამდენი ხანია მელაპარაკები და შეჭამე ტვინი როგორ გიძლებს შენი ცოლი რა
-ის ნერვებს არ მიშლის და არც ვეჩხუბები
-როგორ მშუუურ დედააა - ვაიმე დამღალა უკვე , ამას მე მართლა ვერ გავუძლებდი ზემდეტად ჭკვიანი და დინჯია ჩემთვის - წავეიდ მე კეტილ მგზავრობას გისურვებ ვატუნია
-ნუ მეძახ..-არც ვაცადე მორიგი შემოტევის დაწყება ისე გავუთიშე და თავად დავურეკე თორნიკეს რომელსაც იმდენი შეტყობინება ჰქონდა გამოგზავნილი გული გამისკდა.
-გოგო შენ ნორმალური ხარ? სად დადიხარ, სად გაქრი . დაცვამ მითხრა ვიღაც ბიჭს გაჰყვა მთვრალი ვისკის ბოთლს ჩახუტებულიო იცი საერთოდ რა დამემართა? როდიდან დადიხარ ვიღაც ბიჭებთან მთელი ღამით და რჩები მეორე საღამომდე -უცებ მიაყარა გაბრაზებულმა , მოკლედ ისეტი ხმა აქ რომ ბრაზობს მეც კი მეშინია
-საღამოა უკვე?- ეს ისე მეამიტურად ვუთხარი სულ ვერ გავითვალისწინე ვის ველაპარაკებოდი
-გოგოოო სად ხარ - ისე იღრიალა შევხტი
-არაფერი დამიშავებია მართლაა -ინსტიქტურად მოვიფუზე და ავიტუზე- დავლიე უბრალოდ და გათიშლს დამეძინა
-დარწმუნებული ხარ რო დაგეძნა მხოლოდ?
-აუუ შენ როდიდან დაიწყე ეს შემოწმებები თუ ძმა ხარ
-არ გამოწმებ უბრალოდ არ მინდა უგონოდ მთვრალმა შეცდომა დაუშვა . მართლა კარგად ხარ? -მოლბა უცებ. ამს ჩემთან ჩხუბი კი არ შეუძლია, ტყუილად კი არაა ჩემი სუპერ საოცრება ბიჭი
-კარგად ვარ კარგაად, მოვალ მალე სახლში ან სამსახურში მოგაკითხავ თოკუნიააა
-მაგისთვის მოგკლავ ერთხელაც იქნება წამოგცდება სადმე
-დიდი ამბავი შენ მაინც ისეთი მკაცრი ხარ ვერავინ გაიცინებს შიშით ჩემო თოკუნაა - გავიცინე და მივხვდი ისიც იცინოდა . მიყვარს როცა ვახერხებ და მის გაცინებას ვახერხებ , რაც იშვიათად ხდება .
-კაი წადი მიდი მოემზადე და სახლში მიდი ერთი ქალბატონის ძებნით დაკავებულს უამრავი საქმე დამიგროვდა
-კარგი ბოს როგორ მიბრძანებთ - ისევ ავიღე შოკოლადი და ჩავკბიჩე . ლაშას რომ შევხედე უკვე ვიცოდი ყველაფერს მიხვდა , თითოეული სიტყვა შეისწავლა და ძარღვებ დაბერილი იჯდა სავარძელში ,თითები ერთმანეთში ჰქონდა ახლართული, ფეხები გაშლილი და იდაყვებით ეყრდნობოდა ბარძაყებს
-დიდი ხანია გიყვარს? ვატო ჟღენტი? ცოლის შერთვამდე თუ მერე- აუ როგორ მეხამუშა მისი შეცვლილი ხმის ტემბრი ვერც კი წარმოიდგენთ. იმ წამს მივხვდი ჩვენს შრის რა განსხვავება იყო. მე არ შემიძლია ასეთი ბრაზის გამოხატვა, სიგიჟის დაკარგვა და სიმშვიდის დაუბფლება.
-გინდა მოგიყვე? შანსი არაა მაგას შენ ვერ მოგიყვები
-რა გგონია რო გავგიჟდები ეჭვიანობით? უბრალოდ მინდა ვიცოდე რა დონემდე შეტოპე ამ გრძნობაში
-იმაზე ღრმად შესვლა წარმოუდგენელია - როგორ არ მინდოდა მეთქვა, არ მინდა დავკარგო მართლა არ მინდოდა . თან ვატოზე ლაპარაკი ას ეუბრალოდ არ შემიძლია, თავს ვერ ვაკონტროლებ და სულ სხვა კესარია ვხდები . კაცს რომელსაც მოვწონვარ როგორ ველაპარაკო კაცზე რომელზეც შეყვარებული ვარ . ეს ჩემთვისაც ზედმეტი სიგიჟეა
-უბრალოდ მომიყევი - ჩემი სიგარეტი აიღო და მოუკიდა
-დიდი ხანია ვიცნობ , ჯერ მომწონდა მერე მივხვდი რომ უფრო რთულად იყო საქმე, დღე არ გავიდოდა არ მენახა. ძალიან გახსნილი ურტიერტობა გვქონდა სამეგობრო წრის დამსახურებით და ისე შემიყვარდა ვერ გავაცნობიერე. მერე ვუთხარი რომ მიყვარდა , დაიძაბა მას მერე ჩემი ძმის პონტში . თან რავიცი რა ეგონა , მოკლედ ასე მას მერე მიყვარს მაგრამ მას პატარა გიჟ ბავშვად მივაჩნივარ ძმაკაცის და რომ არის და სულ რომ იზრუნოს მასზე რაიმე თუ შეემთხვევა . სხვა არაფერი. მერე ცოლი შეირთო ,უკვე გოგონაც ჰყავთ და ბედნიერად ცხოვრობენ . მატი სიტორია ჩახლართული იყო, მე როგორც ეჭვიან ქალს მიმაჩნდა რომ ლიკა არ იყო მისი ღირსი, რომ ჩემზე მეტად არავის ეყვარებოდა მაგრამ შევცდი მასაც უყვარს . იმ განსხვავებით რომ იგივე გრძნობას იღებს ვატოსგან . მე კი სულ ძმაკაცის და დავრჩები რომელთანაც ზედმეტს არ და ვერ მიქარავს . ძაანაც რო მოვინდომო, თუმცა არასდროს დავცემულვარ მაგ დონემდე - მეორე ღერს ეწეოდა და საერთოდ ვერ ვატყობდი უკვე რეაქციას ,არადა ხომ ვხვდები მის თვალებში რა ბრაზი ტრიალებს . სიგარეტი გამოვგლიჯე და ღრმად შევისუნთქე მხუთავი ჰაერი-აღარ მოწიო რა
-მე მეუბნები მაგას ? შენი ფილტვები სულ შავია ალბათ
-სულაც არა ვამოწმებ მაგას და ძალიან არაა დაზიანებული-მივხვდი თემას ვერ შევცვლიდი ისე გამომხედა და ტუჩები დავბრიცე , მეტირებოდა იმ წამს და რა მექნა. არ მინდოდა ლაშას დაკარგვა . ქვემოდან ავხედე თვალების ფახუნით - ხომ ვიქნებით მეგობრები ისევ? მერე რა სულ თუ ის მეყვარება .შენ შეგიყვარდება სხვა და ბედნიერი იქნები . მართლა არ მინდა შენი დაკარგვა
-და რატო უნდა დამკარგო სულელო- გაეცინა ისევ როგორც იქნდა და გული გამითბა მისი მარგალიტივით თეთრი კბილების დანახვისას ,მძივივით რომ იყო აწყობილი ,ლოყა ისევ საყვარლად ჩაეჩხვლიტა და თვალები ნუშის ფორმის გაუხდა . ხელები მომხვია და გულში ჩამიკრა ,ისე მაგრად რომ მივხვდი არასდროს გამიშვებდა , კიდევ ერთი ადამიანი გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში თორნიკეს მსგავსი ,არა რაღაც უფრო სხვა იყო მე და თორნიკეს სხვა საერთო გვქონდა ,მასთან კი ვერც ვხვდებოდი რატომ მინდოდა ასე ძალიან ყოფნა.
-იმიტომ რომ სხვა მიყვარს, თან ძალიან
-სხვა რომ გიყვარს თან ძალიან ,გგონია მაგიტო მოგშორდები და დაგტოვებ სამუდამოდ ჩემნაირი საოცრების გარეშე? - შევატყე როგორ გაიღიმა და თმაზე მომაკრო ტუჩები ,მეც გავიტრუნე მკლავებში სადაც დაცულობის შეგრძნება მქონდა და ქვემოდან ავხედე დასჯილი ბავშვივით თვალები ღია მწვანე ჰქონდა მთელი ამ დროის განმავლობაში
-შოკოლადი მინდა - ჩემს სიტყვებზე და ხმაზე სიცილი დაიწყო ,ლამის დაიგუდა თავი უკან ჰქონდა გადაწეული და ხორბლისფერი ყელი კარგად მოუჩანდა, თითები ჩამოვუსვი და მფეთქავ არტერიასთან დაეტყო როგორ შეეცვალა პულსაცია. უცებ მოვაშორე ხელი და ისევ დავხარე თავი ,მან გადამსვა და შოკოლადებით დაბრუნდა სამზარეულოდან რამდენიმე წამში. მასაც ჰყვარებია შოკოლადი და ერთად გავმუსრეთ ლამის მთელი მარაგი
-ორი კვირის მარაგი ერთ საათში გადასანსლა. გავსუქდები და შენი ბრალი იქნება ჭინკა
- ვაიმე რა კარგი იყოო- ტუჩზე ვიკბინე და თვალები მივნაბე , თავი უკან მქონდა გადაწეული, ცხელი სუნთქვა ვიგრძენი სახეზე , ღრმა და სხეული დამეჭიმა თუმცა არ უკოცნია ,წამებში მომშორდა და თავის ადგილს დაუბრუნდა, თვალები ნაცრისფერი ჰქონდა მე რომ მიყვარს ისეთი ოღონდ უფრო მუქი დანისლული . არ შემიძლია ახსნა იმდენად განსხვავებულია ჩემი საყვარელი ნაცრისფერი თვალებისგან ვატოს სულ სხვანაირი თვალები აქვს, არც ეცვლება ფერი თუმცა რა მნიშვნელობა აქ - საოცარი თვალები გაქ . ქამელეონს მეგონა განათების შეცვლისას ეცვლებოდა მზეზე ,წვიმისას შენ კი ...შენ ხასიათის მხიედვით გეცვლება- თვალის კნტური შემოვუხაზე და უკეთ დავაკვირდი, ვხვდებოდი როგორ ვაწვალებდი ,მაგრამ ისე ითმენდა სასურველს საქმეს ვაგრძელებდი და თვასლ არ ვაშორებდი. რომ მივხვდი იგივე ვატოს რომ გაეკეთებინა რა დამემართებოდა მოვშორდი ,ხელი დამიჭირა . დარწმუნებული ვარ მიხვდა რაც გავიფიქრე და ხელისგულზე მაკოცა. ისე მიყურებდა ნებისმიერს დაადნობდა და მე რა ჯანდაბა მჭირდა ვერ გეტყვით. სულელი ვარ აბა რა ვარ ამის შემდეგ.
სახლში დავბრუნდი, მოვწესრიგდი საქმე არაფერი მქონდა .მშობლების ხარჯზე ცხოვრება ძალზედ საინტერესოა . ხომ კარგით არც ეგრეა ჩემი საქმე . კაფე მაქვს რომელიც ჩემი დიზაინიტ მოვრთე, ძალიან გამორჩეული ადგილია ,მშვიდი მუსიკით, თბილი მყუდრო, სადაც შეგიძლია დაუკრა, წაიკითხო . უბრალოდ მეგორებთან ერთად ისაუბრო და ფინჯანი ჩაი მიირთვა. საკმაოდ გავაფართოვე და ვერ გავუძელი ცდუნებას სამხატვრო მხარეც რომ არ გამეკეთებინა, სადაც მსურველებს პროფესიონალი მხატვრები ასწავლიან მარტივი ხერხებით ხატვას. ჩემი „ხელოვნების ბუდე“ ძალიან მიყვარს და ვამაყობ ასეთი ფანტასტიური აზრი რომ მომივიდა თავში. ისე კი წავიდოდა კაცი და დალევდა ცხელ შოკოლადს ,მმ როგორ მიყვარს . უცებ შევვარდი საძინებელში ჩანთა ავიღე ნივთები გადავამოწმე და გავვარდი . ჩემს კაბინეტში ვიჯექი და მივირთმევდი ცხელ შოკოლადს , ბარემ საქმეებიც მოვაგვარე და გარეთ გავედი,ჩემი საყვარელი მელოდია მომესმა და ხმას გავყევი. ყბა ჩამომივარდა ლაშა რომ დავინახე როიალთან , მის ირგვლივ უამრავი გოგო იდგა,ბიჭებიც მაგრამ ისინი განსაკუთრებით აქტიურობდნენ და ტაშით აჯილდოვებდნენ. ეს ბიჭი განგებ მიკეთებს თუ რა ხდება, სწრაფად მივედი მასთან და კლავიშებზე შემოვჯექი , გაკვირვებულმა ამომხედა
-აქ ხარ? არ ვიცოდი
-შენ რა გინდა ვაჟბატონო აქ
-ვერ ხედავ? შენგან განსხვავებით ყოველდღე დავდივარ აქ
-მართლა?
-ხო მომწონს ეს ადგილი თან ვერ ხედავ ჩემს სახლთან ძალიან ახლოსაა ,ჩამოვირბენ ხოლმე რაღა სახლში დავიტანჯო მარტოობით თავს ვირთობ რა
-აქამდე რატომ ვერ შეგხვდი
-იქნებ შევხვდით და უბრალოდ შენ ვერ შემამჩნიე
-ანუ მიცნობდი?
-არ გიცნობდი უბრალოდ რამდენჯერმე დაგინახე როგორ ხატავდი ,მერე გავიგე რომ შენ იყავი მფლობელი .
-აჰა გასაგებია გმადლობთ გულახდილობისთვის ახლა კი ერთად დავუკრათ , ან მე ვიმღერებ
-თუ ღმერთი გწამს ხმა არ გამაგონო შენი
-ცუდი ბიჭი ხარ- მაშინვე „გავბრაზდი“ ხელები გადავიჯვარედინე და წარბები შევკარი ,ქვემოდან ავხედე და ნერვები მომიშალა უარესად მობოდიშების მაგიერ. ამას დამიხედეთ რა როგორ გამითამამდა
-რატომ ვარ ცუდი ბიჭი სიმართლეს რომ გეუბნები? შენ ნამღერს რომ მოვუსმინე ყურები დიდხანს მკიოდა მაშინ სახლში
-მაშინ სახლში შენ ნამღერიც გესმოდა? მეგონა მხოლოდ თვალებით აღიქვამდი სამყაროს , სმენაც შეგიძლია დაჟე?
-რა იყო ახლა ეს ვიხუმრეთო? -აუ ამას მოვკლავ მაგრამ რას მოვკლავ ისე უყურებს ჩვენს ირგვლივ შეკრებილი სვავები რომელთაც სულ არ ანაღვლებთ იცნობენ თუ არა ახლავე შეუძლიათ მისცენ ის რასაც სთხოვს
-წამომყევი ცოტა ხნით რა- ხელი დავავლე ,წამოვაგდე სკამიდან და კაბინეტში სევაგდე
-ნელა გოგო რა იყო - ამოისუნთქა და ირგვლივ მიმოიხედა- საინტერესო კაბინეტი გაქვს. ლამაზია. - ხატავ?
-დიახ . ეგ როგორ არ იცოდი
- როგორ არ ვიცოდი მე გკითხე ახლა ხატავ რამესთქო?- ნახატისკენ წავიდა და ნაჭერი მოაშორა . ღიმილი სახეზე შეეყინა ვატოს პორტრეტი რომ იცნო . ჯანდაბა ეს როგორ არ მახსოვდა წამეღო აქედან , სამი თვის წინ დავხატე ლიკუნას თხოვნით . ნუ თორნიკემ მითხრა მაგრამ მე რას გამომაპარებენ ქალბატონს უნდა წაუღოს თორნიკემ რომ დაბადების დღეზე სიურპრიზი გაუკეთოს ქმარუკას. მაგარი ვიღაცაა რა მის ქმარზე შეყვარებულ ქალს მხოლოდ იმიტომ ახატიებს პორტრეტს რომ ყველაზე უკეთ ის გამოხატავს მის ნამდვილ სახეს და სხვას ვერ ენდობა. თან თორნიკეს იყენებს შუამავლად .
-კარგად დაგიხატავს- ყბები დაეჭიმა მივხვდი შეეძლო ნახატის განადგურება ამიტომ ისევ დავფარე და თემის გადატანა ვცადე
-ხატვა გეხერხება ყოვლისმცოდნევ?
-არა ! ბევრი გაქვს ასეთი?- მაინც ვერ შევცვალე რა თემა ეს რო აიჩემებს ხომ ვერ გადაათქმევინებ . მეც კიდე დიდი დებილი ვიღაც ვარ რა მატლიკინებდა რა მინდოდა
-კი უამრავი... ასე ვიკლავ მონატრებას
-მერე გამოგდის? გამოგდის იმ დანაკლისის, სითბოს, ალერსის თბილი სიტყვის თუ სიყვარულის შევსება მისი ხატვით? - აშკარად მეუხეშება და არ მომწონს თუმცა მესმის მისი და არ ვბრაზობ . საერტოდ რატომ არ ვუბრაზდები? არა კი გავუბრაზდებოდი მაგრამ ვერ ვუბრაზდები . ასეთიც ისეთი საყვარელია თვალები ნაცრისფერი აქვს. ვერ დავადგინე როდის ხდება მისი თვალები ნაცრისფერი და როდის მწვანე, მგონი რომ ბრაზდება ნაცრისფერია, ან რომ ეშინია . მწვანე კი ბედნიერებისას აქვს .
-არა და არც ვაპირებ . როგორ უნდა შევავსო ის რაც არასდროს მიმიღია , არასდროს მქონია და შესაბამისად არც დამიკარგავს . არ მინდა ვატოზე საუბარი
-საუბარი არა ფიქრი გირჩევნია ალბათ . ნებისმიერ სიტუაციაშ შეგიძლია წარმოიდგინო და ყველაფერზე იფიქრო .თქმით ხომ ვერ იტყვი
-შენ წარმოიდგინე ბილწი აზრები არ მაწუხებს. ამჯერად არაა ის სიტუაცია ყვავი ყვავს ეუბნებოდა რა შავი ხარო - გავშორდი და სავარძელში მოვკალათდდი
-იტყუები შეუძლებელია ...
-რა არის შეუძლებელი მერე რა რომ 27 ვარ არ მაწუხებს მსგავსი აზრები და წარმოუდგენელი რა არის . თქვენსავით რომ არ ვაზროვნებ?
-შენ რა იცი მე როგორ ვაზროვნებ და რას ვფიქრობ საერთოდ
-დიდხანს თუ მიყურებ ეგრე და შენი ტვალები მწვანეს არ დაემსგავსება ვიფიქრებ რომ ჩემი მოკვლა გინდა ,რადგან ამ წამს გაიფიქრე რომ შეიძლება რამე ისეთი ვიფიქრე ვისურვე ან რა ვიცი .. აუ შემეში ლაშა რა გიკრძალავ ვატოზე საუბარს ,მე მაგდენს რომ ვიხსენებდე ვატოს ახლა გაგიჟებული ვიქნებოდი
-კარგი ...მაპატიე ზედმეტი მომივიდა - მოლბა მაგრამ ისევ ნაცრისფერი ჰქონდა თვალები ან მე მეჩვენებოდა ასე . იმ წამს თუ არ განვმუხტავდი სიტუაციას გული გამისკდებოდა . სად შემიძლია ლაშიკოს ასე ყურება .
-გევედრები ზედმეტი მომივიდა, ეს არ უნდა მეთქვა ის არ უნდა მეთქვა -აღარასდროს მითხრა .მირჩევნია რასაც ფიქრობ ის მითხრა ვიდრე გაჩუმდე ან ტყუილი მითხრა . ამას ახლა იმიტო გეუბნები ჩემს წამოყრანტალებულ სიტყვებზე არ გაბრაზდე -უცებ მივაყარე და ათასჯერ შევიცვალე გამომეტყველება და ტემბრი რამდენიმე წამის განმავლობაში. და მე ხომ ისეთი საყვარელი ვარ შეუძლებელია არ გაეღიმოთ ჩემი მოსმენისას ,ბოლოს რომ ვაფახუნებ წამწამებს ხომ საერთოდ . შედეგმაც არ დააყოვნა
-ედესმე ბრაზდები? - ტუჩის კუთხე ჩატეხა და მაგიდაზე ჩამოჯდა ჩემს წინ . ძალიან უყვარს ამას ასე ჯდომა
-ჰმ შენ ძალიან გინდა მგონი გავგიჟდე ისე რომ აღარასდროს გადამეყარო გზაზე -რას მიცინის ნეტა , არა ეს ბიჭი ვერაა ხომ ვამბობ ჩემზე მეტად აფრენს მამენტ -რას მიცინი უნდა მომალბო?
-გაჭრის ვითომ?
-რა ვიცი შეიძლება- წარბები ავათამაშე და გავიკრიჭე . ეს სიცილი რომ არ ვიცოდე მომკლავდნენ, ვის დავამშვიდებდი აბა ისე. სავიზიტო ბარათია რა


უღრმესი მადლობა თქვენი თბილი კომენტარებისთვის მიყვარხართ და იმედია ეს თავიც ისეთივე ემოციური იყო როგორც პირველი



№1  offline წევრი masu

Auuu dzaan magaria <3 ragac gansxvavebulia <3 lasha rasakvarelia <3 velodebi axal tavs <3

 


№2 სტუმარი #NBAVOTE ZAZA PACHULIA

ყველაზე ოპერატიული და კარგი გოგო ხარ შენ ^_^ ძალიან დიდი მადლობა რო დადე <3

 


№3  offline წევრი mimimimo

ვაიმე, მარიამ მკლავ..
გიჟი, უფრო გიჟი და ყველაზე გიჟი შენ ხარ!
ძალიან საყვარლად წერ.
კესანე რა საყვარელია.
ლაშიკო უხ!

იცი როგორი გაჭედილი ვარ?! wink
ძალიან მინდა ლაშიკოსთან იყოს, მაგრამ, რომ ვიცი'თ, რომ ვატო უყვარს დაიტანჯება ჩემი აზრით ეს უფრო გიჟი ბიჭი..
მაგრამ..
ყველაფერი შენზეა დამოკიდებული.

მარიამ, ძალიან კარგი ხარ!
ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი..
ყველაზე მეტად 'Bad Boys And Good Girls' მიყვარს..
იქნებ დადო ეს ისტორია სრულად? (1 ნაწილი და 2 ნაწილი)
გელოდები, წარმატებები! feel

 


№4  offline მოდერი sameone crazy girl

mimimimo
ვაიმე, მარიამ მკლავ..
გიჟი, უფრო გიჟი და ყველაზე გიჟი შენ ხარ!
ძალიან საყვარლად წერ.
კესანე რა საყვარელია.
ლაშიკო უხ!

იცი როგორი გაჭედილი ვარ?! wink
ძალიან მინდა ლაშიკოსთან იყოს, მაგრამ, რომ ვიცი'თ, რომ ვატო უყვარს დაიტანჯება ჩემი აზრით ეს უფრო გიჟი ბიჭი..
მაგრამ..
ყველაფერი შენზეა დამოკიდებული.

მარიამ, ძალიან კარგი ხარ!
ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი..
ყველაზე მეტად 'Bad Boys And Good Girls' მიყვარს..
იქნებ დადო ეს ისტორია სრულად? (1 ნაწილი და 2 ნაწილი)
გელოდები, წარმატებები! feel


ძალიან მიხარია შენ არ იცი როგორ მმუხტავს თქვენი კომენტარები სადაც ვხედავ რომ მოგწონთ ჩემი გმირები და ემოცია ჩანს ისტორიაში

 


№5  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Auuu ra magari iyoooo

 


№6 სტუმარი lizazu

ძალიან მაგარია რა, ვგიჟდები ლაშაზე. კესოს უბრალობ ამოკვიატებული ყავს ვატო, რადგან მისთვის მიუწვდომელია. დარწმუნებული ვარ რომ ლაშა თავ შეაყვარებს თუ უკვე არ უყვარს, უბრალოდ ამას ჯერ ვერ აცნობიერებს, ვფიქრობ ლამე მოვა ის დრო რომცა კესო მიხვდება რომ ლაშა უყვარს.

 


№7 სტუმარი Taso

Vatoc momcons da lashac raaris es arvici

Magram istoria saocaria

 


№8 სტუმარი taso

ლაშა შეაყვარებს თავს ასე მგონია. არ მინდა ოჯახი დაინგრეს... რეალურ ცხოვრებაში ბევრია დანგრეული ოჯახები. აქ გვინდა ბევრი სითბო სიყვარული და სიგიჟე. მარიამ შენ ამ ყველაფერს გვადლევ შენი ისტორიებით<3

 


№9  offline წევრი lokokina

ძალიან მომეწონა ეს თავი თითქოს ლაშა და კესო ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ ერთმანეთს. არ მინდა კესო ვატოს სიყვარულით დაიტანჯოს მაშინ როცა ლაშიკოსნაირი ბიჭი არის მასზე შეყვარებული. იმედი მაქვს შეძლებს ვატოს გადაყვარებას რაცა რცცთუ ისე ადვილია და ლაშიკოს შეიყვარებს. მინდა გუთხრა რომ შენი წერის სტილი ყოველი ისტორიის შემდეგ უფრო დახვეწილი ხდება. ვთვლი რომ როგორც მწერალი თანდათან ვუთარდებიდ ა ერთ ადგილას არ დგახარ. მახსოვს პირველად ” როცა ყველაფერი დასრულებული გგონია” წავიკითხე და მას შემდეგ თვალს გადევნებ, მიხარია რომ ეს გზა შენთან ერთად გამოვიარე. მიყვარს შენი ყველა ნაწარმოები და სტილი.
პ.ს იმედია წაკითხვა არ დაგეზარება

 


№10  offline მოდერი sameone crazy girl

lokokina
ძალიან მომეწონა ეს თავი თითქოს ლაშა და კესო ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ ერთმანეთს. არ მინდა კესო ვატოს სიყვარულით დაიტანჯოს მაშინ როცა ლაშიკოსნაირი ბიჭი არის მასზე შეყვარებული. იმედი მაქვს შეძლებს ვატოს გადაყვარებას რაცა რცცთუ ისე ადვილია და ლაშიკოს შეიყვარებს. მინდა გუთხრა რომ შენი წერის სტილი ყოველი ისტორიის შემდეგ უფრო დახვეწილი ხდება. ვთვლი რომ როგორც მწერალი თანდათან ვუთარდებიდ ა ერთ ადგილას არ დგახარ. მახსოვს პირველად ” როცა ყველაფერი დასრულებული გგონია” წავიკითხე და მას შემდეგ თვალს გადევნებ, მიხარია რომ ეს გზა შენთან ერთად გამოვიარე. მიყვარს შენი ყველა ნაწარმოები და სტილი.
პ.ს იმედია წაკითხვა არ დაგეზარება

უღრმესი მადლობა wink wink მიხარია ძალიან ასე თუ ფიქრობთ wink

 


№11  offline წევრი თათულიTN

გასაგიჟებელია <3 კესუნას ლაშიკო როდის შეუყვარდება თავდავიწყებით ერთი სული მაქვს :D love

 


№12  offline მოდერი sameone crazy girl

თათულიTN
გასაგიჟებელია <3 კესუნას ლაშიკო როდის შეუყვარდება თავდავიწყებით ერთი სული მაქვს :D love

აი რომ მივალ იმ ადგილას სადაც დავასრულე წინა ისტორია (ქორწინებაზე რომ დასთანხმდა) მერე დაიწყება მაგაზე მუშაობა wink ნუ ეს ვერ ხვდება თორე დიდი ხნის წინაა დაწყებული ეგ ამბავი

 


№13 სტუმარი sandra

dzan magaria au gemudarebi eseni dawyvile ra dzan magarad wer yichag mimewina martla agvrtovanebuli var ura rakaia erterti favoritia chemi xoda me ase vfiqrob am gogos nelnela lasha uyvardeba uraa <3<3<3

 


№14  offline მოდერი sameone crazy girl

sandra
dzan magaria au gemudarebi eseni dawyvile ra dzan magarad wer yichag mimewina martla agvrtovanebuli var ura rakaia erterti favoritia chemi xoda me ase vfiqrob am gogos nelnela lasha uyvardeba uraa <3<3<3

წინა ისტორიაში დავაწყვილე უკვე და ვისაც ვატო+კესოს წყვილს გულშემატკივრობდა იმედები უნდა გავუცრუო. ეს ისტორია კი არ ქმნის წყვილს არამედ აღწერს როგორ მივიდნენ დაოჯახებამდე და მას შემდეგ როგორ შეუყვარდათ ერთმანეთი . სხვა მესამე არ ჩანს ასე ვთქვათ რადგან ვატოსთან ყოფნისთვის არაფერი გაუკეთებია მას შემდეგ რაც ცოლი შეირთო შესაბამისად არც ფიქრობს რომ მასთან იქნება

 


№15  offline წევრი Pepper

ძააალიან მომეწონააა ახალი თავი <3
მომწონს ლაშიკო და კესო <3
არ მინდა ვატოოსთან რომ დარჩეს ბოლოს ანრამე :(

 


№16  offline მოდერი sameone crazy girl

Pepper
ძააალიან მომეწონააა ახალი თავი <3
მომწონს ლაშიკო და კესო <3
არ მინდა ვატოოსთან რომ დარჩეს ბოლოს ანრამე :(

მადლობა wink wink არ დარჩება ვატოსთან

 


№17  offline წევრი malikuna

წინა ისტორიით მოხიბლული ვარ ♥♥♥.. სასწაული ხარ პირდაპირ ♥... მაგარი ხარ!!!

 


№18  offline წევრი კალლ აია

❤️❤️❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent