შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გზა სადღაც გაქრა! 2


28-03-2016, 21:53
ავტორი მორი-ელი
ნანახია 2 079

კითხვა დავასრულე თუ არა,წამოვდექი და ფანჯარა გამოვაღე,საშინლად დამცხა,ოფლმა დამასხა და ვიგრძენი,როგორ ჩამეღვარა სისველე კისერში.ასეთი უცნაური განცდა ჯერ არ დაუფლებულა წაკითხვის დროს.სახე შევიმშრალე და სახე ნიავს მივუშვირე,მღელვარება ჩაცხრა და კანი დამიმშვიდდა,ღრმად შევისუნთქე წვიმიანი გაზაფხულის სურნელი და ფანჯარას მოვცილდი.
-შეიძლება?-ნაცნობ ხმაზე დაბნეული შევბრუნდი და ჩემს წინ მდგარი ქალი რომ დავინახე,ერთიანად წამომახურა და სიბრაზე მომერია
-აქ რას აკეთებ?-გამოვსცერი კბილებში და სავარძელზე ჩამოვჯექი.უხმოდ მოვიდა,სკამი გამოსწია და ჩემს პირდაპირ ჩამოჯდა
-ჩემი ნაწერების წასაღებად მოვედი,-მომიგო და დაბნეული მზერით დააცქერდა ჩემს მაგიდას,სადაც ფურცლები უწესრიგოდ ეწყო,-რა დაუდევრად ექცევით ჩემს ნაშრომებს,-გაბრაზებლმა ამომხედა და მე ხმა ჩამივარდა.ვერ დავიჯერე რომ ის,რაზეც კინაღამ გული გამიჩერდა, მისი დაწერილი იყო.ეჭვით შევათვალიერე და ხელებზე დავაკვირდი.ფურცლები რიგ-რიგობით აკრიფა და დაალაგა.მის საქციელზე მეცინა თუ მეყვირა აღარ ვიცოდი.
-ახლა წავიკითხე და იმდენად არ მომეწონა,ყურადღება აღარ მიმიქცევია როგორ ეწყო,-მივუგე და სავარძლიდან წამოვდექი.იმის თქმა გამიჭირდა,რა საოცარი ნიჭის პატრონია.
-ესეიგი უარს ამბობთ ჩემი რომანის დაბეჭდვაზე?-წამოდგა თვითონაც და ცოტა ნაღვლიანი ხმით მკითხა,-რადგან გუშინ თქვენი ფიქრების შემსწრე გავხდი?-ხმა უკრთოდა და ნერვიულად ისრესდა ხელის გულებს.
-გადაწყვეტილი არაფერია,-მივუგე და ზურგი ვაქციე,სიმწრით კბილები ერთმანეთზე დავაბჯინე და ვიგრძენი,როგორ დამეძაბა საფეთქლები,-პასუხი ერთ კვირაში იქნება,-შევეცადე რბილად მეთქვა,აუღელვებლად.მისი რომანის წაკითხვის შემდეგ,მეგონა რომ მის შინაგანში შევაღწიე და მოსვენება დამეკარგა.
-დრო არ მაქვს,ერთი კვირა ვერ მოვიცდი,ფული მჭირდება,-ცივად მომიგო და ფურცლები მიიხუტა,შიშით არავინ წამართვასო.და მერე ვინ ართმევს?!
-წინასწარ გადაგიხდით,-თითქოს გამოსავალი მოვნახე
-რომ არ დაბეჭდოთ,არ მინდა,-რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია,-ან ახლა მეტყვით ან სხვა რედაქციაში წავალ,-სერიოზული სახით განმიცხადა,ამით ჰგონია უარს არ ვეტყვი დაბეჭდვაზე,არც ვაპირებ,მაგრამ უცებ ხოარ მივახლი ამხელა ბედნიერებას,ცოტა სიმწარეც ხოუნდა დავაყოლო.ქალია მაინც.
-წადი,ჩვენ ზეგ გვეცოდინება ზუსტი პასუხი,-ვუთხარი და მაგიდას ხელის გულებით დავეყრდენი,-ასე უცებ არაფერი გვარდება,-ქვემოდან დავუწყე ყურება
-ვიცი,მაგრამ ძალიან საჩქაროა,-ხმის ტმებრი ეცვალა,მეგონა ტიროდა,თუმცა თვალებში სისველისმაგვარი არაფერი შემინიშნავს.ვერც იმას ვიგებდი ასე რაში სჭირდებოდა ფული,მაგრამ რაც არის არის,ჩემს თავს მის გამო ვერ გადავახტები.ან ვინაა რომ ასე მალე მოვაგვარო ყველაფერი.არავინ!
-ზეგ იქნება პასუხი,-მკაცრად წარმოვთქვი და მხრებში გავიმართე.ხელები ერთმანეთში გადავიჯვარედინე და ქალს მივაცქერდი.სასოწარკვეთილებისგან ნიკაპი უცახცახებდა,-თქვენი ბიოგრაფია დატოვეთ და წაბრძანდით,-ღიმილნარევი ხმით მივუგე და ფურცელი და კალამი გავუწოდე.უხმოდ ჩამოჯდა სკამზე და წერას შეუდგა.სანამ წერა დაასრულა,ჯიბიდან სიგარეტი ამოვიღე და ერთი ღერი მოვწიე.ცოტა დამამშვიდა.შემდეგ მას მივუბრუნდი და ჩემსკენ მომართული ფურცელი გამოვართვი.ლამაზი კალიგრაფია ჰქონია.ფურცელი უჯრაში ჩავდე და გასაღებიდ ჩავკეტე.ქალი იჯდა და ჩემს მოძრაობებს აკვირდებოდა,მე კი მის მზერას რომ არ გამომპარვოდა რას უყურებდა.მშვიდად წამოდგა,კაბა გაისწორა და უკან გაბრუნდა.
-ვერ დაგელოდებით. . .,-ესღა მომიგო ღია კართან მდგარმა და გასულმა კარი ფრთხილად მოხურა.სიბრაზის და მიუხედავად,მისი სიმშვიდე ნერვებს მიშლიდა.ზედმეტი საუბრის გარეშე ეგუება ყველაფერს.ნუ თუ პროტესტის გრძნობა არ უჩნდება,მის ასეთ ნაშრომს რომ არ აფასებენ.ვინ არ აფასებს,ძალიან მომეწონა,მაგრამ გუშინდელი საუბრის მერე მაგ ქალზე ნერვები არ მყოფნის.

თავი მშვიდად რომ ვიგრძენი,უჯრა გავაღე და ფურცელი ამოვიღე.შესაშური კალიგრაფია და რამდენიმე ხაზში დატეული არსებობა.
რა უცხო სახელი რქმევია “მალენა“ , ამ სახელზე არასოდეს მიფიქრია.თანაც ჩემი ტოლი ყოფილა 30წლის,ბედის ირონიაა.რამდენიმე დღით ადრე დავბადებულვარ.თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს.ფურცელი უკან ჩავაბრუნე და სასწრაფოდ მოვიძიე ყველა საჭირო საბუთი რომ ხვალ უკვე დასაბეჭდათ გაეშვათ რომანი.მაინც რა კეთილი ვარ.მგონი ღმერთიც ვეღარ ხედავს ჩემს კეთილშობილებას.

* * *
სამსახურიდან ადრე წამოვედი,რადგან ყველაფერი მოვაგვარე.წიგნების მაღაზიებშიც შევატყობინე რომ მალე გავუგზავნიდი ახალ წიგნს.არ ვიცი დღემ რამენად სარგებლიანად ჩაიარა,მაგრამ კმაყოფილების შეგრძნება გამიჩნდა.ცოტახნით კაფეში შევიარე,სახლში ყავის დალევა დამეზარა.თურმე,მარტო ქალებს კიარა კაცებსაც გვჭირდება ასეთი წვრილმანები.მშვიდად ჯდომა კაფეში და უშაქრო წყალ-წყალა ყავის სმა.ცოლმა დამაჩვია,ნამდვილი ყავა უშაქრო უნდა იყოსო.ერთ დღესაც ინფაქტი თუ მივიღე არ გამიკვირდება,რადგან ყოველი დალევის შემდეგ გული მიხდება ცუდად.რატომ ვსვამ,ვინ მაძალებს,მაგრამ ყავაღა დარჩა,რაზეც მან შემაჩვია.

კუთხეში დავჯექი და უშაქო ყავა შევუკვეთე.სანამ მომიტანდნენ კაფეს თვალი მოვავლე,ვიფიქრე ვინმე საინტერესოს ვნახავ,ცოტას გავხალისდები-მეთქი,მაგრამ განსაკუთრებული არავინ ჩანდა.ყავა მომიტანეს და მეც ყურადღება გამეფანტა.
-შენ რა,კაფეებში დადიხარ უკვე?-ზემოთ ახედვა არც დამჭირვებია,უკითხავად შემოჭრილი ქალი უკვე ჩემს წინ იჯდა
-ზიზი?-გაოცებულმა წამოვიყვირე მისი სახელი
-ხო,რაიყო რა გაიკვირვე?-ძველებურად.ეშმაკურად შემომხედა და ფეხები დააბაკუნა
-არ გელოდი,-რამ დამაბნია,მაგრამ არც მიკვირს.სანამ ცოლს მოვიყვანდი მასთან ვიყავი.დავიბნევი აბა რა მომივა.
-ვიზიარებ,-გამომწვევად მომიგო და ჩემს ყავას დასწვდა,-სხვა შეუკვეთე,-პირთან მიიტანა უკვე.
-უშაქროა,-გავაფრთხილე მე და ცივად უშვა ფინჯანს ხელი
-ძველ ჩვევებს არ ივიწყებ?-ბრაზით მკითხა და თითები მაგიდაზე აათამაშა
-შემეშვი,-ვუთხარი შეღონებულმა და ყავა მოვსვი.ისეთი გემო ჰქონდა გულ-მუცელი ამერია.საჩქაროდ დავდგი ფინჯანი და ფეხზე წამოვდექი.
-გჭირდები?-მკითხა მან.მე ანგარიშს ვითხოვდი.
-წამოდი,-მშვიდად მივუგე და ფული მაგიდაზე დავდე.

* * *
სახლში შესვლაც არ მაცადა,ორივე ხელი კისერზე შემომხვია და სახეზე კოცნა დამიწყო.
-მე რომ მოგეყვანე,-ჩურჩულებდა,-ახლა ცოცხალი გეყოლებოდა ცოლი,-სიტყვა ცოლი იმდენად მეზიზღება უკვე.ხელები მაჯებში ჩავავლე და მოვიცილე.
-ნუღარ მახსენებ,-გაბრაზებულმა მივუგე და ხელი თმებში ჩავავლე.ჩემსკენ მოვიზიდე და უხეშად ვაკოცე.მეგონა ამდენი უქალობით მისი შეხება მესიამოვნებოდა,მაგრამ ვერ ავიტანე
-საძინებელში წავიდეთ,-მისი ხმა ყურში ჩამესმა და ცოტა გავლღვი.ვნება მაინც მომეძალა და ხელში ავიყვანე,-არაფერს გაძალებ,-საწოლზე მეწვინა უკვე რომ მითხრა.ზემოდან მოვექეცი.ვეცადე მოვფერებოდი,მაგრამ ყოველ შეხებაზე უარესად მერეოდა გული.



№1  offline წევრი iku_nia_iko

Mshvenieria <3

 


№2  offline მოდერი ლილიანა

საიფან დავიწყო არ ვიცი,დამაბნიე.
ომდენად შიშველი და ხელმისაწვდომია ყველა ემოცია თუ განცდა პერსონაჟის,რომ ყველაფერი რეალურად აღვიქვი,გამაცხელა და ბოლოს მეც შემზიზღდა.
იმდენი კითხვა და ინტერესი მაქვს კიდევ.ერთი სული მაქვს გაგრძელება წავიკითხო,ახლა მივხვდი,რას ნიშნავს ნაწერი ,რომ არ გყოფნის და ავტორს უფრო დიდ თავს სთხოვ( ახლა მესმის ჩემი მკითხველის ❤)
ახლა დავყვები და ძველ რამეებს წავიკითხავ შენსას
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№3  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

eremar
მომეწონა ძალიან love სხვანაირია.. რაღაცნაირი... winked

iku_nia_iko
Mshvenieria <3

ლილიანა
საიფან დავიწყო არ ვიცი,დამაბნიე.
ომდენად შიშველი და ხელმისაწვდომია ყველა ემოცია თუ განცდა პერსონაჟის,რომ ყველაფერი რეალურად აღვიქვი,გამაცხელა და ბოლოს მეც შემზიზღდა.
იმდენი კითხვა და ინტერესი მაქვს კიდევ.ერთი სული მაქვს გაგრძელება წავიკითხო,ახლა მივხვდი,რას ნიშნავს ნაწერი ,რომ არ გყოფნის და ავტორს უფრო დიდ თავს სთხოვ( ახლა მესმის ჩემი მკითხველის ❤)
ახლა დავყვები და ძველ რამეებს წავიკითხავ შენსას

მადლობთ ბავშვებო <3 ძალიან გამახარეთ :* რომ დაინტერესდით ამ ისტორიით. შევეცდები უფრო გავზარდო თავები. <3
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№4  offline მოდერი D-roni

ჩემებური ... ხო ცოტა სხვანაირია , აი იცი როგორი ? უცხო ხილია ! ჯერ , რომ არ წამიკითხავს აი ზუსტად ეგეთი !
აქამდეფ კარგად ვიცოდი და შენი ეს დასაფასებელი ნიჭი ... ახლა ? ახლა უკვე ვაფრენ ! ხო ძალიან .აგრად ვაფრენ , იმიტომ რომ ვხვდები რა მაგარი რაღაცეები გველოდება ჩვენ მკითხველს წინ ! მიყვახარ ჩემო გოგოცუნა და ველი შემდეგ თავს , მოტივი და მიზეზი , მუზა დრო და არაფერი არ მოგაკლოს ღმერთმა :დ ეგ ყველას დაგვჭირდება :დ იმდენად ემოციურად , სუფთად წერ , რომ ისეთი შეგრძნება მეუფლება თითქოს იქ ვარ , მეც განვიცდი , მტკივა და მეზიზღება ... კარგი იქნება თუ გოგოს მხრიდანად გადმოსცემ ... თუმცაღა ეს უკვე შენი გადასაწგვეტია , დარწმუნებული ვარ ყველაფერს სწორად გააკეთებ , შენევურად და °პერფექტაბელურად° :დ მიყვ ! ❤❤❤

 


№5  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ქალბატონო თეონა,ასე საინტერესო ისტორიას თუ წერდი ვერ მითხარი?მომეწონაა?ძალიან,გნსაკუთრებით ის რომ მამაკაცი ყვება,თან საკმაოდ საინტერესოდ და ამაღელვებლად.სიტყვათა მარაგი შესაშური გაქვს.მომწონს ტკბილო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent