შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თვალებმა გაგცეს (9)


28-03-2016, 23:07
ავტორი ანკა
ნანახია 3 317

კიდევ რამდენიმე დღით დარჩნენ იქ, შემდეგ კი ლოს ანჟელესში დაბრუნდნენ.
-ბრი, ვერ წარმომიდგენია უშენოდ როგორ უნდა გავძლო! - დაიწუწუნა ქეითმა.
-მეც ძალიან მომენატრები, მაგრამ გპირდები მალე ჩამოგაკითხავ - მეგობარს ძლიერად გადაეხვია და შემდეგ ბიჭებსაც ჩამოუარა.
-აუცილებელია სან ფრანცისკოში დაბრუნდე? - ამოიდუდღუნა ბენმა.
-ბენ, არია და ზაკი უნდა ვნახო, ემილიც მომენატრა - განუმარტა დაღონებულმა.
-ცოტახანს დარჩი და მერე ჩამოდი რა - სთხოვა და ძაღლის თვალები მიიღო.
-ბრი ქორწილისთვის სამზადისში შენი დახმარება დამჭირდება და არ უნდა მიმატოვო იცოდე! - თითი დაუქნია ქეითმა.
-მაგაში აუცილებლად დაგეხმარები... ქორწილის თარიღზე შეთანხმდით უკვე?
-კი, 1 თვეში... 1 სექტემბერს! - მხიარულად შემოკრა ტაში.
-კარგი, მაშინ შევეცდები მალე ჩამოვიდე - თბილად გაუღიმა მეგობრებს.
-სახლში წაგიყვან - თქვა ლიამმა.
-არაა საჭირო, სასტუმროში ჩემი მანქანა არის დატოვებული და მეთვითონ წავალ - იუარა, რადგან ლიამთან თითქმის მთელი დღის მარტოს გატარების შეეშინდა.
-არ შეგიძლია რომ ყველაფერში არ შემედავო? - ცალი წარბი აზიდა და მობეზრებულმა ჩაილაპარაკა.
-ალბათ არა - ენა გამოუყო და ისე შეეპასუხა.
საბოლოოდ ლიამმა მაინც თავისი გაიტანა. ბრინას მანქანა სასტუმროდან თავის სახლში წაიყვანა და უთხრა, რომ მეორე დღეს მისი ხელქვეითი მიუყვანდა.
გოგონა მამაკაცის მანქანაში მოკალათდა და არიას მისწერა, რომ იმ საღამოს უკვე სახლში იქნებოდა.
-გრძელი გზა გვაქვს გასავლელი და სჯობს სუპერმარკეტში ცოტა საჭმელი ვიყიდოთ - ჩაილაპარაკა ლიამმა საქმიანად და მანქანა სავაჭრო ობიექტთან შეაჩერა. - მანქანაში დარჩი კაი? მალე მოვალ - დაუბარა ბრინას და ღვედი შეიხსნა.
-კარგი - მხრები უდარდელად აიჩეჩა და მოკლედ უპასუხა. უნდა ეთქვა რაფაელო წამომიღეო, თუმცა გვიან გაახსენდა, დაძახება კიდევ დაეზარა. როგორ მონატრებოდა საყვარელი ტკბილეული... არაუშავს, მეორედ გაუშვებდა და ისე აყიდინებდა.
ლიამი მართლაც მალე გამოვიდა მაღაზიიდან, ორი პარკი მოჰქონდა.
-რაფაელოც წამოგიღე - ჩაილაპარაკა სხვათაშორის და გზას გაუდგა. ბრიანას ძალიან გაუკვირდა როდესაც ლიამმა ეს უთხრა.
-ჰმმ... საიდან გაგახსენდა? - ჰკითხა ჩაფიქრებულმა.
-რავი, უბრალოდ გამახსენდა - მოკლედ უპასუხა და გაჩუმდა. გზაში დიდად არ ულაპარაკიათ. ცოტა წაიხემსეს... ბრინას უმეტესად ეძინა. სან ფრანცისკოში რომ მივიდნენ უკვე მოსაღამოვებული იყო. ბრიანამ სახლის მისამართი უკარნახა და მამაკაციც დანიშნულების ადგილისკენ გაემართა.
-აი ეს სახლია - მიუთითა ერთ-ერთ ლამაზ კერძო სახლზე და სკამიდან წამოიწია. მანქანა ეზოს წინ გააჩერა, გადმოვიდა და ბრიანაც გადმოიყვანა. დაღონებული სახე ჰქონდა...
-ახლა უნდა წახვიდე ხო.. - ჩაილაპარაკა დაბალ ხმაზე, გოგონა თავის ხელებს შუა მოაქცია და მანქანაზე ააყუდა. ბრიანამ თაფლისფერ თვალებში ჩახედა. გული ჰქონდა აჩქარებული მასთან სიახლოვის გამო... თავში ქეითის სიტყვები ამოუტივტივდა: „თვალებში შეხედე და ყველაფერს მიხვდები, მაგით ვერ მოგატყუებს... დააკვირდი და მიხვდები...“. მაქსიმალურად შეეცადა არ დაბნეულიყო და ყურადღება მოეკრიბა. მისი თვალებიდან უზომო სითბო მოდიოდა, და მგონი სიყვარულიც... ამ უკანასკნელში ბრინა დარწმუნებული არ იყო, თუმცა ეჭვები გაუჩნდა, რომ ლიამი მის მიმართ გულგრილი არ იყო და ძალიან გაუხარდა.
-დიდხანს უნდა მიყურო თვალებში? - გაეცინა მამაკაცს და ამჯერად ხელები გოგონას წელზე მოათავსა.
-ჰმმ... უკვე აღარ - ჩაილაპარაკა თვითკმაყოფილმა ეშმაკურად.
-კარგი, ნახვამდის.. - ბრინას გაუღიმა და ლოყაზე საკოცნელად დაიხარა.
-შენ გგონია ასე გაგაბუნძულებ აქედან? - მხიარულად აკისკისდა ბრინა და ლიამსაც აღარ უკოცნია. დაინტერესებულმა გაუსწორა მზერა.
-რას გულისხმობ?
-რას და შენ ახლა ჩემი სტუმარი ხარ... - ხელი ჩაჰკიდა და სახლისკენ წაიყვანა.
-ბრი, არაა საჭირო. ჯობია წავიდე - თქვა ლიამმა ყოყმანით.
-საჭიროა - თვალები დაუბრიალა და მამაკაცი გააჩუმა.
არიამ და ზაკმა მონატრებული შვილი რომ დაინახეს ძალიან გაუხარდათ. ორივე ძლიერად ჩაეხუტა და დატუქსეს სულ დაგვივიწყეო.
-დე, მა.. ლიამი უნდა გაგაცნოთ, ბენის მეგობარია. სახლში წამომიყვანა და შინ შემოვიპატიჟე - ღიმილით გააცნო მამაკაცი მშობლებს.
-სასიამოვნოა ლიამ - ორივე თბილად შეხვდა ლიამს. სუფრას მიუსხდნენ. ორივემ გემრიელად ივახშმა, შემდეგ კი მშობლები მისაღებ ოთახში გავიდნენ და წყვილი მარტო დატოვეს.
-ძალიან თბილი მშობლები გყოლია - თქვა ლიამმა.
-ხო... დღეს სასტუმრო ოთახში დაიძინე, ხვალ კი დასვენებული დაბრუნდები ლოს ანჟელესში - უთხრა და თან ჭიქაში ცივი წყალი დაისხა.

მალევე გადანაწილდნენ საძინებელ ოთახებში. ბრიანა თავის ფაფუკ საწოლში ბედნიერი ჩაწვა და თვალები დახუჭა. ვინ ამოუტივტივდებოდა თვალწინ თუარა ლიამი! თვალებმა გასცეს! მამაკაციც გაამჟღავნეს გრძნობებში თვალებმა!
ლიამს მთელი ღამე არ ეძინა. ბრინასთან უნდოდა და თავს ძლივს იკავებდა ოთახში თავზე რომ არ დადგომოდა. იქ კი გრძნობებს ნამდვილად ვერ გააკონტროლებდა...

დილით ყველამ ერთად ისაუზმა და ცოტახნიანი დასვენების შემდეგ მამაკაცი წასასვლელად გაემზადა.
-უკვე მიდიხარ? - ეზოში გასულს წინ ტუჩებდაბუშტული ბრიანა აესვეტა.
-ხო, დიდიხანია სამსახურისთვის აღარ მიმიხედავს და საქმეები დამიგროვდა - ამოიოხრა უკმაყოფილოდ.
-სად მუშაობ? - ჰკითხა ინტერესით.
-რესტორნების ქსელი მაქვს - ბრიანას ინტერესმა გაახალისა და ტუჩის კუთხე ჩატეხა. - რატომ გაინტერესებდა?
-რავი ისე - მხრები აიჩეჩა და მზერა გაუსწორა. ცოტახანს სიჩუმე ჩამოვარდა.. ერთმანეთს უხმოდ უყურებდნენ თვალებში და არ ინძრეოდნენ. შემდეგ ლიამმა მისკენ ერთი ნაბიჯი გადადგა, ნელა მოხვია ხელები წელზე და თავისკენ ნაზად მიიზიდა. ბრიანა მის ნებას დაჰყვა და ხელები კისერზე მოხვია, თავი კი მის კისერში ჩარგო და სასიამოვნო სურნელით გაივსო ფილვები. გული აუჩქარდა...
-მომენატრები - დაიჩურჩულა ლიამმა მის ყურთან და ბრიანას ჟრუანტელმა დაუარა. მამაკაცმა ცალი ხელით აფუშფშებული ხუჭუჭა თმები უკან გადაუწია და მხურვალე ტუჩებით კისერში აკოცა. ბრინა კინაღამ იქვე ჩაიკეცა... ის ადგილი აეწვა და შიგნიდან ახურდა, თუმცა ახლა არ უნდა დაბნეულიყო... ლიამი ნელა, აუჩქარებლად მოშორდა მას და საყვარელ მწვანე თვალებს შეხედა.
-მალე ჩამოდი ლოს ანჟელესში კაი? - ჰკითხა ტკბილი ბოხი ხმით, ხელები წელიდან მოაშორა, ამჯერად მისი მარჯვენა ხელი თავისაში მოიქცია. ბრიანაზე ლიამის ამდენი და ასეთი შეხება ცუდად მოქმედებდა...
-შევეცდები - მქრთალად გაუღიმა და ხელზე დაიხედა იმის მისანიშნებლად რომ გაეშვა.
-დროებით - თქვა მოკლედ და მანქანისკენ გაემართა.
-ლიამ - დაუძახა მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ.
-ხო... - მამაკაცი მაშინვე მოტრიალდა და გოგონას მომლოდინე მზერა მიაპყრო.
-თვალებმა გაგცეს - გამარჯვებული ტონით მიმართა და სახეზე ღიმილი გაეპარა. ლიამმაც ჩატეხა ტუჩის კუთხე, აღარაფერი უპასუხია. მანქანაში ჩაჯდა და წავიდა...

სახლში სულელურად მომღიმარმა შეაბიჯა. ლიამის თბილმა დამშვიდობებამ წარმოუდგენლად კარგ ხასიათზე დააყენა. მთელი ღამე ვერ დაიძინა... თითქმის ცხადად გრძნობდა მის კისერზე მიკრულ მამაკაცის ტუჩებს და ჟრუანტელი უვლიდა.
მეორე დღეს ემილის შეხვდა. ძალიან მონატრებოდათ ერთმანეთი და უკვე ნალაპარაკებ თემებზე მეორედ იჭორავეს. განხილვისა და მსჯელობის მთავარი თემა რა თქმა უნდა ლიამი იყო.
-შენც ხომ წამოხვალ ლოს ანჟელესში? ქეითს გაიცნობ, ძალიან კარგი გოგოა... კიდევ ბენთან დაახლოვდები, ბოლო-ბოლო ჩემი ძმაა - გაიცინა მხიარულად.
-ალბათ კი - მხრები აიჩეჩა გოგონამ.
-რას ქვია ალბათ?! - წარბი აზიდა უკმაყოფილომ.
-ბრი, ბავშვებს არ ვიცნობ და სად წამოვიდე - ამოიბუზღუნა დაღონებულმა.
-მერე რა ემ, კარგი რა! გაიცნობ და ვსიო! იცი ყველანი რა კარგები არიან? - თქვა აღტაცებულმა.
-ჯანდაბას წამოვალ! - თვალები გადაატრიალა და დანებებული დასთანხმდა დაქალს.

თითქმის ერთი კვირა ნებივრობდა სახლში ბრიანა. დღე არ გავიდოდა რომ ლიამზე არ ეფიქრა, თუმცა მამაკაცი არ დაკონტაქტებია. ეს აფიქრებდა, მაგრამ უარყოფით ფიქრებს მალევე იგდებდა თავიდან. საშინლად ენატრებოდა მკაცრი ნაკვთებიდან მომზირალი თბილი თაფლისფერი თვალები... ზოგჯერ რომ წარმოუდგენლად ვნებიანი მზერით უყურებდნენ და გონებას აკარგვინებდნენ.

ბარგი მანქანაში ჩააწყო და ემილისთან ერთად გზას გაუდგა. მეგობრებიარ გაუფრთხილებია... უნდოდა მოულოდნელად მისულიყო მათთან და სიურპრიზი მოეწყო. საღამოს უკვე ლოს ანჟელესის ქუჩებში დაატარებდნენ მანქანას. ქეითს დაურეკა და სთხოვა საიდუმლოდ ეთქვა სად იყვნენ, სხვებს რომ არ გაეგოთ.
სულ ცოტახანში კი ბრინა და ემილი ქეითის სახლის კართან იდგნენ.
-ააა!!! მოდი ბრიი! როგორ მომენატრეე! - სიხარულისგან შეჰკივლა ქეითმა და ბრიანა გულში ძლიერად ჩაიკრა.
-მეც ძალიან მომენატრე ქეით! ეს ემილია, ჩემი ბავშვობის მეგობარი! - გააცნო დაქალი და გვერდზე ამოიყენა.
-რა ხმაურია? - დერეფანში დეივი გამოვიდა და გოგონას დანახვისას სახე გაებადრა.
-ბრინას ხმა მომესმა? - ახლა გაკვირვებული მეთიუ ამოუდგა ძმაკაცს და ისიც გაიკრიჭა ბრიანას დანახვისას. ორივეს თბილად ჩაეხუტა, შემდეგ ემილიც გააცნო ბიჭებს და მისაღებ ოთახში დასხდნენ.
-როგორ იმგზავრე? - ჰკითხა ქეითმა ინტერესით.
-კარგად, შეგიძლია წყალი მომიტანო? - სთხოვა და ძაღლის თვალებით ახედა.
-ახლავე! ემილი, შენ დალევ რამეს? ყავა? ჩაი? - ისე შესთავაზა თითქოს უკვე დიდი ხნის მეგობრები იყვნენ.
-ყავას დავლევ, მადლობ - გაუღიმა გოგონამ.
-ბენი სადაა? - იკითხა ბრინამ ინტერესით.
-ეგ და ლიამი მალე მოვლენ - თქვა დეივმა და მეთიუს ორაზროვნად გახედა.
-რამე ხდება და მე არ ვიცი?! - წარბები აზიდა ბრიმ.
-შენ იცი თუ იცი - ახარხარდა მეთიუ.
-რა ვიცი? - გულუბრყვილოდ ააფახულა თვალები.
-ნუ უსმენ ამათ - შეუბღვირა ბიჭებს, თან ყავა და წყალი „პატრონებს ჩააბარა“.

ემილი და მეთიუ ერთანეთს საეჭვოდ უჟუჟუნებდნენ თვალებს. ბრინამ და ქეითმა, რა თქმა უნდა, მაშინვე შეამჩნიეს და ერთმანეთისკენ ეშმაკური მზერა გააპარეს, შემდეგ კი კმაყოფილებმა განაგრძეს საუბარი.
საღამოს ბენი მოვიდა, თუმცა ლიამი არა. კარზე ზარი გასმა თუ არა, ბრიანას გულმა გამალებით დაიწყო ფეთქვა, თუმცა იმედგაცრუება იგრძნო, როდესაც ძმის გვერდით ლიამი ვერ დაინახა. ძალიან ენატრებოდა!
ბავშვებთან საუბარში შემოაღამდათ და დაღლილ ბრინას დივანზე მიეძინა. მამაკაცი გაუსაძლისად ენატრებოდა და ლამის იყო ეტირა ისე დაწყდა გული იმ დღეს რომ ვერ ნახა... ესიზმრა კიდეც როგორ ჰყავდა ლიამს ხელში აყვანილი, როგორ წაიყვანა სადღაც, შემდეგ კი გულში ჩაიკრა... გოგონას სიზმრის ყველაზე სასიამოვნო ნაწილი ეს იყო. ცხადად გრძნობდა ლიამის სურნელს და წარმოუდგენელ სიამოვნებას გრძნობდა მის მკლავებში გაყურსული... როგორ უნდოდა ეს სიზმარი არ დამთავრებულიყო, თუმცა მალე ყველაფერი ისევ სიბნელემ მოიცვა...

დილით თვალები რომ გაახილა, დეჟავიუს შეგრძნება გაუჩნდა.. სასტუმროს დილა გაახსენდა. ისევ მარტო იწვა და გვერდზე ბალიშზე ისევ ვიღაცის თავის ნაკვალევი დარჩენილიყო. ირგვლივ აშკარად იგრძნობოდა ლიამის სურნელი და ბრიანას ეიფორიამდე ცოტაღა აკლდა... რამდენიმე წუთს ინებივრა საწოლში, თუმცა როდესაც დაასკვნა, რომ იქ ტყუილად იყო, ადგომა არჩია. გაოცებულმა დაიხედა ტანზე და ნახა, რომ მხოლოდ უშველებელი მაისური ეცვა, მინი-კაბასავით ჰქონდა... მამაკაცის სურნელი ასდიოდა. ტანში ჟრუანტელმა დაუარა და ჩაეღიმა.
ოთახის კარი გამოაღო და ფეხისწვერებზე მდგომი დაეშვა კიბეებით პირველ სართულზე. სამზარეულოში სიწყნარე იყო, არც მისაღებ ოთახში ჩანდა ვინმე... საშინლად გაბრაზებულს უკვე ტირილი უნდოდა. ლიამის ნახვის სურვილი უკვე ბოლოს უღებდა!
იქნებ გუშინდელი სიზმარი რეალობა იყო? მხოლოდ გაბრაზებულს გაახსენდა, რომ ქეითის სახლში დივანზე დაეძინა, ახლა კი უცხო სახლში იყო... სავარაუდოდ ლიამის, ვინაიდან მთელს სახლში მამაკაცის სურნელი ტრიალებდა. ტუჩებდაბუშტული დაჯდა დივანზე მისაღებ ოთახში, ფეხები აკეცა და ხელები შემოიჭდო, თავი მუხლებზე დაიდო და თვალები დახუჭა... თვალწინ ლიამი ამოუტივტივდა და მისი სახეც კმაყოფილმა ღიმილმა გააპო, ახლა მხოლოდ მისი ნახვა უნდოდა...



№1 სტუმარი Ana

Hihi ))) magaria gaagrdzele ra male velodebi axal tavs

 


№2  offline წევრი Paaw

ანკაააა sad სად იყავი ამდენ ხანს ? angry თან რა პატარა თავი დაგვიდე რაა sad გელოდები მალე თანაც დიდი თავიით love

 


№3  offline მოდერი ანკა

Ana
Hihi ))) magaria gaagrdzele ra male velodebi axal tavs

Paaw
ანკაააა sad სად იყავი ამდენ ხანს ? angry თან რა პატარა თავი დაგვიდე რაა sad გელოდები მალე თანაც დიდი თავიით love

არ მეცალა ეს დღეები ბავშვებო...
დღეს შევეცდები დავდო შემდეგი love

 


№4  offline წევრი Paaw

აუუ ხო ატვირთე დღეს რა გთხოოვ <3 love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent