სექსუალური ადვოკატი (თავი 3)
-კარგით-ჩანთა აიღო და წონასწორობა ძლივს შეიკავა,თავის მანქანასთან დასვა დავითი და მისმართი უთხრა,უკვირდა,რომ ასეთი მზრუნველი იყო მამაკაცი,თუმცა ამაზე არც ფიქრობდა,ახლა მხოლოდ საწოლი და ჩაი უნდოდა. -მოვედით...უღრმესი მადლობა-კარები გამოაღო და წვიმა შენიშნა. -წვიმს,ჩემი მოსაცმელი აიღეთ..-შესთავაზა ქალს. -ბატონო დავით,არაა საჭირო..ისედაც ძალიან შეწუხდით. -არა,ნატა..მისმინეთ,ცუდად ხართ,ვერ გადახვალთ,უარესად გახდებით,მერე ცუდად რომ გახდეთ,ვინღა იმუშავებს ჩემს საქმეზე. -კარგით,მადლობა...-გამოართვა ქურთუკი,თავზე დაიფარა და სადარბაზოსკენ წავიდა,ლიფტს იძახებდა,როცა დავითი დაეწია. -მარტო ხართ? ვინმემ უნდ ამოგხედოთ. -ჩემი დაქალი დღეს გვიან მოდის.ჩემს თავს მოვუვლი-ლიფტში შევიდა და ის იყო კარი უნდა მიეხურა,დავითის შეუხტა შიგნით და ქურთუკი გაუსწორა. -ღმერთო,დავით..-თავი გააქნია თავმა. -ბატონი მოგიშორებიათ. -ქალბატონ ნატას არ თქვენ მეძახით-გაეცინა ქალს. -იმ დღეს როგორ დათვერით,კიდევ კარგი გნახეთ,თორემ არავის ახსოვდით. ამ დროს ლიფტიც გაიღო და ორივენი გადმოვიდნენ,ნატამ ბინის კარები გააღო და უკან არც გაიხედავს,როცა დავითი შემოვიდა..გულის ბაგა-ბუგის თავი არც კი ჰქოდა,მხოლოდ იმაზე ფიქრობდა,რომ ვინმეს საწოლამდე მიეყვანა და ჩაი გაეკეთებინა. -კარგი,შემოდით,დავით..ეს ჩემი სახლია და ჩაის თუ გამიკეთებთ,ამაო არ იქნება თქვენი ვიზიტი.. -ისე თქვენობა რომ მოვაშოროთ,კარგი იქნება.. -კარგი,ასე იყოს..ჩაის გამიკეთე,თორემ ვკვდები..ჩემს ოთახში ვიქნები-სულ არ უფიქრია,რომ დავითმა არც მისი ოთახის მდებარეობა იცოდა და არც სამზარეულოსი,თუმცა ყველაფერს თავი გაართვა მამაკაცმა,ჩაის ადუღებაც გამოუვიდა და შემდეგ ნატას ოთახამდეც მივიდა.ქალს თბილი საღამური ჩაეცვა და საბანში შემძვრალიყო,კარების ხმაზე თავი მაღლა ასწია და შემოსულს გაუღიმა. -რას ვიფიქრებდი,რომ ამ ამპლუაში გნახავდით-გამოართვა ჩაი და ღიმილიანი სახით შეხედა. -ეს მცირედია.. -იმედია,როდესმე თქვენც გიმტყუვნებთ იმუნიტეტი. -არა მგონია,ეს იმუნიტეტის ბრალი იყოს..სამედიცინოზე ვსწავლოდი ორ წელს,მერე გადავვედი ბიზნესზე,შემეცვალა ინტერესები,უფრო სწორედ,მაშინ ექიი ჰაუსის გამო ვექაჩებოდი,არ ვიცოდი, რა მინდოდა და...მოკლედ,სხვა რამის ბრალი უნდა იყოს,კომპეტენტური ვარ ამ სფეროში,თქვენზე მაინც.. -კარგი,გამომტეხე..გუშინ ჩემი მეგობრის სახლში აუზში რამდენიმე საათი გავატარ,კარგი იყო ძალიან და.. -არ ნანობთ? -სინანული არ მჩვევია-გადაიხარხარა და ჩაის მოსვა.ფილტვებს ცხელი სითხე ესიამოვნათ და ამოუსუნთქავად დაასრულდა მთელი ჭიქა ნატამ,შემდეგისევ დაიბრუნა ძველი მდგომარეობა და თერმომეტრი მოაწოდებინა დავითს.სიცხემ მალე დაუკლო,წამალმა იმოქმედა,თუმცა დავითი მაინც არ წასულა. დილას უკეთ იყო და ჩვეულებრივ გავიდა თავისი ოთახიდან,სალისგან უნდოდა დავითის შესახებ შეეტყო ალბათ,დაქალმაც არ დააყოვნა. -შენი მომტაცებელი მოსული იყო,შოკია რა...არ გაუშვა ხელიდან. -ისევ იგივეს უბერავ.რომელზე მოხვედი? -ოთხზე და ოთხზე წავიდა,უფრო სწორედ,ხუთის თხუთმეტ წუთზე. -ღმერთო,არ გაგიჟდეს კაცი!-წაიბუზღუნა და ტელეფონს დახედა,დავითის მოწერილი იყო,როგორ ხარო...აი,ესღა აკლდა..უპასუხა,კარგად,დღეს გამოვალო,იმან კიდევ დღეს სამსახურში არა,სხვაგან გავიდეთო.. -რაო?-სალიმ ბედნიერი გამომეტყველებით გახედა ნატას. -სხვაგანო.. -სამსახურს არ ეხება,იმედია. -შენ ვერა ხარ. სიცხე ისვე გაიზომა,არ ჰქონდა,თავი მოიწესრიგა,მოკლე კაბა,გრძელი ჟაკეტი და მაღალქუსლიანი ჩექმები ჩაიცვა და ჩაის დასალევად გავიდა.დრო ჰქონდა,სანამ დავითი გამოუვლიდა. სახლში ამოაკითხა მამაკაცმა.ნატამ გაიფიქრა,ასე რამ გააშინაურაო,თუმცა არ შეიმჩნია,თან სალიც წასული იყო. -ჩაის დალევ?-ჰკითხა მამაკაცს და გაუღიმა. -ალბათ საჭირო იყო შენი გუშინდელი ავადმყოფობა,რომ გავშინაურებულიყავით-გაეღიმა და ორი ნაბიჯით წაიწია ქალისკენ. -უცნაური ხარ,დავით.დალევ? -არა,მაგარ ადგილას მივდივართ. -დღეს არ ვმუშაობთ? -მაგარ ადგილს ვიმუშავებთ.თან უფრო ახლოს გამიცნობთ-გაუღიმა და ანიშნა,წავიდეთო. -კარგი,ჩანთას ავიღებ. დავითის ქალაქგარეთ არსებული დიდი საგვარეულო სახლი ნატაში აღტაცებას იწვევდა.იმხელა იყო,რომ თვალი ძლივს სწვდებოდა.დიდი აუზიც ჰქონდა და გვერდით მოსასვენებელ-დასალევი გადაფარებულიც. -კარგი ადგილია,მართლაც. -აუზს ვერ შემოგთავაზებ-ნატას უკვირდა,რამ შეცვალა ასე დავითი,რამ გაათამამა და გააშინაურა ასე,რომ ისე უღიმოდა,როგორც იმ გოგოს,რომელსაც :კნუწათი“ მიმართავდა. მოახლეს რამე გემრიელის მომზადება სთხოვა,თვითონ კი მოსასვენებელ ადგილას მოკალათდა,ნატას გვერდით მიისვა. -მერე საგვარეულო ნივთები დავათვალიეროთ-შესთავაზა ქალს. დიდ ხანს ათვალიერეს ფოტოები და ნივთები მანამ,სანამ ლამარამ შემპიჭყიტა ოთახში,გაღიმებული სახე შეანათა შინ მყოფთ და თვალი ჩაუკრა,მზადაა სუფრაო. -წავიდეთ?-ჰკითხა ნატას დავითმა და ერთი ნაბიჯით უკან წაიწია.მისი მოქმედება იმდენად მამაკაცური და ჰარმონიული იყო,რომ ქალს სასიამოვნოდ გაეღიმა და პასუხგაუცემლად ფინია ძაღლივით უკან აედევნა. -ლამაზი სახლი გქონია-ვერ დამალა აღტაცება,რომელიც მამაკაცის საცხოვრებელმა გამოიწვია. -არის რა!-აგდებულად უპასუხა დავითმა. -ეგ როგორ? -უბრალოდ ეს არაა მნიშვნელოვანია. -რა ასეთი კიდე გაქვს? -რამდენიმე,მაგრამ რად მინდა-დავითის გამომეტყველება,რომ არ დაგენახვათ,იფიქრებდთ,ტრაბახობს ქონებითო,მაგრამ ასე სულ არ იყო. -გიანდერძეს?-დაინტერესდა ქალი. -მამიკოს ბიჭს ვგავარ? -შენი იურისტი ვარ!-წარბი შეხარა ქალმა. -არა! ჩემი მონაპოვარია.განა პატარა ვარ,30-ის ვხდები მალე. -ანუ გაგმართლებია. -არა,ასე ფიქრობ? -ჰო,გამართლებამაც შეიტანა წვლილი-უცბათ შეცვალა ქალმა ნათქვამი. -ეგ,რა საკვირველია.ახლა კი დავსხედით,თორემ გამიხმა კუჭი. იმ საღამოს სალის გასართობად წასვლაზე უარი უთხრა,რა „მეშოპინგებაო“,სერიალის ყურება ერჩივნა.ამ მიზეზით დარჩა სახლში და საშინელებათა სერიალი:“სექსუალური მანიაკი“.ეს ეხებოდა კაცს,რომელის ქალიშვილებს იტაცებდა და წამებით აკარგვინებდა უბიწოებას.რატომღაც იზიდავდა ეს სერიალი ნატას და ჩუმად უყურებდა ხოლმე,მარტო ერჩივნა ამის ცქერა. -ესეც მესმის! აი,კვირა დღე!-გადაიკისკისა ქალმა და ყავა მოსვა,ყავა და ეს სერიალი ძალიან უყვარდა,ერთდროულად მისთვის სამოთხეზე მეტს ნიშნავდა. -ომგ! ახლა იქნება...-ფრუტუნებდა ქალი,როცა ტელეფონის ხმა გაიგო და უღიღამოდ შეიშმუშნა,არ უყვარდა,თან მასაც ხომ იზიდავდა ეს გამაოგნებელი პერსონაჟი,რომელიც ქალებს,სისასტიკის მიუხედავად,მაინც მოსწონდა.ნუ,რეალურ ცხორვებაში არ მოინდომებდა მასთან შეხვედრას,მაგრამ ცქერის ტკბებოდა,ნამდვილად. -არ დაგაცლიან რა!-უსიამოვნოდ უპასუხა ტელეფონს. -ალოოოო-„ო“ ასო ზედმეტად გაუგრძელდა. -ხელი შეგიშალე,ქალბატონო?-დავითის ხმა მაშინვე იცნო,აბა,ტელეფონს კი არ დაუხედავს,ცალი თვალი ეკრანზე გაშტერებოდა ისევ. -დღეს კვირაა-თვალები ოდნავ მოლულა,გაახსენდა,რომ კვირის მერე ორშაბათი მოდიოდა. -მერე რა.. -დღეს ვისვენებ,დავით! -იქნებ სამსახურზე არ გირეკავ? -აბა,რაზე?-გაიკვირვა ქალმა,გულში გაიფიქრა წავიდეს თავის „კრუწოსთანო“. -დღეს დაბადების დღე მაქვს და მინდა,მოხვიდე. -არა,ჩვენი თანამშრომლობის წესებს ვერ დავარღვევ-ისევ ეკრანს გახედა,ახლა ხომ ყველაზე შოკური მომენტი იყო. -რას გულისხმობ? -ვაიმეეე,მიშველეთ..-იმხელაზე გამოუვიდა ნატას დაკივლება,რომ ტელეფონი ხელიდან გაუვარდა,გაითიშა,დავითის ხმა აღარ ესმოდა და არც მასთან საუბრისთვის ეცალა...ყველაზე გამაგიჟებელსა და ინტრიგულ მომენტს ვერ გამოტოვებდა,მერე რა,რომ გადახვევა შეეძლო.ტელეფონი გამორთო და დივანზე წამოწვა,უფრო ჩაერთო ეპიზოდის მსვლელობაში. -იეს...-იძახდა მაღალ ხმაზე,ალბათ გარეთად ისმოდა მისი ხმა. -ახლავე..-უცნაური ხმა მოესმა ნატას და ხვას დაუწია,რა ხდებაო. -რაა მანდ?-ვერ იტანდა,როცა ყურებისას ხელს უშლიდნენ. -ნატა,მანდ ხარ? მოვედი! -ღმერთო,კვირაა!-კარები გამოაღო და დოინჯი შემოირტყა. -მეგონა,რამე გიჭირდა...ავნერვიულდი-შემცბარი სახე ჰქონდა დავითს. -ღმერთო,შეშლილი ყოფილხარ-გადაიხარხარა ქალმა. -რა ხდებოდა? -ფილმს ვუყურებდი... -და ასეთს? -მიყვარს საშიში რაღაცები. -არ გინდა ერთად ვუყუროთ? -უი,დაბადების დღეს გილოცავ... -მადლობა. -სწორედ,ამიტომ გპატიობ ასეთ შემოჭრას...მაგრამ.. -მაგრამ დაპატიჟებაზე უარს ამბობ. -მათლა რომ იხდიდე აქ არ იდგებოდი-გამომცდელად შეხედა ნატამ. -ეგეც მართალია. -ამხელა სახლის პატრონს ასე რა გაგიჭირდა? -რამე დამალევინე და მერე ვისაუბროთ,კარგი? -ჩემს სერიალს ვერ გაყურებინებ,მარტო მიყვარს! -კარგი,მასე იყოს. -სასმელი არ მაქვს.არ ვსვამ ალკოჰოლს,ყავა თუ გინდა,აქაა. -თანახმა ვარ-გაუღიმა და შევიდა. -ისე რა გჭირს? რამე მოხდა? -სასმსახურებლივ ურთიერთობას არ არღვევს ეს? -არ დაგავიწყდეს,რომ სახლში შენ შემომეჭერი. -დღეს შეყვარებულს დავშორდი. ___ ველი შეფასებებს.მიყვარხართ,ჩემო ლამაზებო. საჩუქარები ისევ ძალაშია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.