შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შიშველი ღამე –4–


29-03-2016, 18:11
ავტორი sopiko
ნანახია 2 649

[თავი 4]
დილაადრიან ქეთი ლინას ოთახში მისი მდგომარეობის შესამოწმებლად შევიდა. თან ხალათის ქამარს იკრავდა და სულ შემთხვევით მოჰკრა თვალი წინ გადაშლილ სანახაობას. იატაკზე გაშოტილი სხეულის ვინაობა ძლივს ამოიცნო. გაბრიელს ადიელა გულში ჩაეხუტებინა ვითომ გათბობის მიზნით და მშვიდად ფშვინავდა. მეორე მხარეს რომ გაიხედა, ზურგზე დაწოლილი ლინა დაინახა. ქალიშვილს ლოყებზე ვარდისფერი დაჰკრავდა, აღარც თვალის უპეები ჰქონდა ისეთი ჩავარდნილი. ცხადი იყო, რომ ეს სასიკეთო ცვლილებები გაბრიელის სახელს უკავშირდებოდა.
ქეთიმ ფარდები გადასწია და მზის სხივებს გზა მისცა. მათ ურცხვად დაიწყეს თარეში ლინას სახეზე და მისი ძილის სამყაროდან გამოყვანის ცდა. ქეთის დიდხანს ლოდინი არ დაჭირვებია. გოგონა შეიშმუშნა და კნუტივით გაიზმორა. თვალები რომ გაახილა და მომღიმარი ქალი დაინახა, ისე დაირცხვინა, თითქოს რამე საშინელება ჩაედინა.
–მაპატიე... არ ვიცოდი, აქ თუ იყავი...–მაშინვე წამოჯდა და დამნაშავე ბავშვივით გაინაბა.
–გაპატიო? რა უნდა გაპატიო?–ჩაიფხუკუნა ქეთიმ.–შენ ხომ გეძინა. მე კი რვა საათზე ავდექი და მხოლოდ იმიტომ გაგაღვიძე, რომ აწითლებული მეჩვენები და ტემპერატურა უნდა გაგიზომო.
–ხო, მერე ვის გამო ადექი ადრე?–შეესიტყვა ლინა.–ჩემს გამო! წუხელაც შეგაწუხეთ... მაგრამ არა უშავს, დღეს წავალ და არასდროს დავივიწყებ თქვენს სიკეთეს.
ქეთის სახეზე ფერებმა გადაურბინა. გუშინდელი გაბრიელთან საუბარი გაახსენდა და ინანა, თანხმობა რომ განაცხადა. მართალია იცოდა, რომ მისი ქმრის არაბიოლოგიური ძმა ლინას ცუდს არაფერს აკადრებდა, მაგრამ მათი აქედან ერთად წასვლის შემდეგ რომ ვერ მოისვენებდა, არც ეს იყო მისთვის უცნობი.
–გაბრიელი აქ რატომ წევს?–ამ გახსენებაზე ეშმაკური ღიმილით შეეკითხა ლინას.
–გაბრიელი? ხო... გაბრიელი. გუშინ აქ იყო, თუმცა... ახლა...–თავის თავს უფრო ელაპარაკებოდა ის, ვიდრე ქეთის. მერე მითითებული ადგილისკენ გაიხედა და ცივ იატაკზე მწოლიარე გაბრიელს წააწყდა.
არაფერზე არ უფიქრია, ისე წამოხტა ფეხზე, იატაკზე ჩაიმუხლა და გაბრიელს მკლავზე ოდნავ მოქაჩა.
–რატომ არ იღვიძებს? რა სჭირს?–ხმა აუთრთოლდა მას და გუშინ გაცნობილი ადამიანის გამო საზარელმა შიშმა შემოუტია.
–როგორ გეტყობა, რომ გაბრიელს არ იცნობ. მას ისეთი ღრმა ძილი აქვს, ყუმბარაც რომ აუფეთქო, არ გაიღვიძებს, სანამ თავად არ მოეპრიანება.–დააწყნარა ქეთიმ და დაამატა.–ახლა კი ლოგინში ჩაწექი. უნდა გაგსინჯო.
ლინას ლავიწების ფართე მოძრაობამ მიახვედრა, თუ როგორ შეაშინა გაბრიელის მკვდარივით ძილმა ის. გუშინ გაბრიელიც ძალიან ღელავდა მასზე... არადა ჯერ მხოლოდ ერთი ღამეა ერთმანეთს იცნობდნენ...
შუბლზე ხელი რომ დაადო ქეთიმ, სიცხის გაზომვა გადაიფიქრა და კვლავ მისი სუნთქვის მოსმენა გადაწყვიტა. ხიხინის და შიშინის სუსტი ხმა მართლაც საჭიროებდა ქალაქისგან გოგონას გაშორებას. ლინას მაინც არაფერი უთხრა, რადგან მიხვდა, რომ გაბრიელი ჯერ არ დალაპარაკებოდა.
–რაღაც მაქვს გადასამოწმებელი. ახლა მე საავადმყოფოში წავალ და სანამ მე მოვალ, შენ დამელოდე.–ტყუილი ინფორმაციის მიწოდებას ისევ ამის თქმა ამჯობინა და ოთახიდან გავიდა.

გაბრიელმა წელზე ხელი მოისვა და იატაკს მოქუფრულმა დახედა. აღარ ახსოვდა, როგორ აღმოჩნდა აქ. უცებ ლინა დაუდგა თვალწინ. გუშინდელი მისი გაქრობა გაახსენდა, გარდერობს ხელით მოეჭიდა და ფეხზე წამოდგა.
–დილა მშვიდობისა!–ლინა იღიმოდა და ესალმებოდა. ის არსად გარბოდა... უბრალოდ იწვა.
გაბრიელს თავბრუ დაეხვა იმის გახსენებაზე, რომ უკვე დღე იყო და ლინას სულს ვერ დაინახავდა. იქნებ რას ფიქრობდა... იქნებ რაღაც ჰქონდა გეგმაში... იქნებ ახლა ბოლოჯერ ხედავდა მას... ამის გაფიქრებამ საფეთქლები აატკივა.
''ნუ ფიქრობ სისულელეებზე!''–შეუტია საკუთარ თავს და თვითონაც გაიღიმა.
–დილა მშვიდობისა!
–ბოდიში მინდა მოგიხადო. ჩემს გამო იატაკზე იწექი. მე კი ამ ფუმფულა საწოლში...–დაღლილივით ლაპარაკობდა ის და გაბრიელმა თავისი განზრახვა მისი სადმე წაყვანის შესახებ საბოლოოდ მიიჩნია სწორად.
–იატაკზე წოლა ჩემი სტილია...–ისე იცრუა, წარბიც არ შეუხრია.–და ისე მაგრად მძინავს ხოლმე, ჩემ ირგვლივ ომიც რომ იყოს, გვერდსაც არ შევიცვლი.
ეს უკიდურესობა ლინამ ქეთისგან იცოდა, ამიტომ მის სტილშიც არ დაეჭვებულა და სინდისის ქენჯნამ ასე თუ ისე გაუარა.
–წუხელ ძალიან ცუდად ვიყავი. ის, რაც შენ გააკეთე, მხოლოდ ერთეულები თუ გააკეთებდნენ. გაყინვაზე რომ არაფერი ვთქვა, შენთან მუსაიფმა ისე დამამშვიდა... ჩემი ტკივილი შენად მიიღე, გამიგე, დამეხმარე... შენი ზღაპარი ზუსტად იმ ელემენტებით იყო სავსე, რომლებითაც ბაჩოსი. დიდი მადლობა, გაბრიელ! შენ, ქეთის, ნიკოს! როგორ მინდა, რომ ეს ამაგი და მზრუნველობა ჩემი მხრიდანაც გადაგიხადოთ...–მადლიერი თვალებით ამოხედა გაბრიელს და ამ უკანასკნელმა რაღაც საოცარი სიამაყე იგრძნო.
–სიკეთე ვალი არ არის, ლინა! მადლობა კი მიღებულია!–ხელი მოუთათუნა ქალიშვილს და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა, გუშინდელივით რომ არ დაეფრთხო ის.
საავადმყოფოდან მოსულმა ქეთიმ გაბრიელს ლინას მდგომარეობის შესახებ აცნობა. აღმოჩნდა, რომ ახლანდელი ვითარება კრიტიკული არ იყო და არც ჰაერის გამოცვლის აუცილებლობას ქმნიდა, მაგრამ ახლო მომავალში საფრთხის შექმნის პერსპექტივა იყო.
ქეთიმ კიდევ ერთხელ სცადა მამაკაცის გადარწმუნება, მაგრამ გაბრიელი შეუვალი იყო. ლინას საძინებელში შევიდა და საჩქაროდ ზურგით შეტრიალდა, საცვლების ამარა ქალიშვილი რომ დაინახა.
–ღმერთო, რა სულელი ვარ! თქვენი გაფრთხილება დამავიწყდა!–უმალ შემოიხვია ფარდა ტანზე ლინამ და თვალები აემღვრა.–შემოტრიალდით!
გაბრიელის გულში ისეთი ორომტრიალი იყო, რომ რამდენიმე წუთი საკუთარი თავის მწყობრში მოყვანას შეეცადა და მხოლოდ ამის მერე შემობრუნდა.
–ჩაიცვი... მე გავალ და მერე შემოვალ.–შეცვლილი ხმით დაიბუხუნა და მოურიდებლად აათვალიერა ფეხის ტერფებიდან თავამდე ცეცხლმოკიდებული გოგონა.
ოთახიდან შურდულივით გავარდა და დერაფანში სული მოითქვა. ვერც ვერას საყვედურობდა შინაგან მეს და ამავე დროს ეშინოდა, რომ ლინა ამ შემთხვევის შემდეგ მისგან თავს შორს დაიჭერდა.
ამ ფიქრებში იყო, მისკენ მომავალი ქეთი რომ შენიშნა, რომელსაც ხელში წყლით სავსე გრაფინი და მაღალი ჭიქა ეჭირა. გაბრიელის შეშლილ სახეზე იფიქრა, ლინას ხომ არ მოუვიდა რამეო და თვითონაც დაფეთდა.
–რა მოხდა? ლინასთან რატომ არ შეხვედი?–გრაფინი ხელიდან ხელში გადაიტანა და მამაკაცს მიუახლოვდა.
–ისა... მე... ნიკოსთან მაქვს საქმე.–ჩაიდუდღუნა აბნეულმა და ის იყო ნაბიჯის გადასადგმელად ფეხი ასწია, რომ ქეთის სიტყვებმა ადგილს მიაკერა.
–ნიკო ხომ სამსახურში წავიდა... კარებთან ერთად არ იდექით?–შუბლი შეკრა ქალმა.
–მომეცი ეს გრაფინი! ეს ჭიქაც!–ჭურჭელი ხელიდან უხეშად გამოსტაცა და ოთახში შესვლა დააპირა, რაღაცის სათქმელად თავი ისევ რომ შემოატრიალა.–ამას მე შევუტან და თან... დაველაპარაკები.
საძინებელში შესულს ლინა უკვე იმ თეთრ კაბაში ჩაცმული დახვდა, რომლითაც გუშინ იპოვა. ნამდვილ ფერიას ჰგავდა... მისი ატმისფერი ტუჩები ტყემლის ყვავილისფერ სარაფანასთან უბრალო, მაგრამ ნაზ და ფაქიზ კონტრასტს ქმნიდა.
–ჰმ...–ჩაახველა გაბრიელმა და ამ ჩახველებით თავი გაიმხნევა.–ცუდ დროს ხომ არ შემოვედი?
–არა... წასვლას ვაპირებდი. და აი, უკვე მზად ვარ!–ხმაზე ეტყობოდა, რომ უჭირდა ამ სახლიდან წასვლა... ან გაბრიელისგან, ქეთისგან წასვლა...
–ჯერ ვერსად წახვალ!
ლინას გაოცება გამოესახა სახეზე.
–დღეს ქეთიმ მითხრა, რომ ფილტვების ანთება გაქვს, რომელსაც წამლებზე უკეთ ჰაერის გამოცვლა უშველის. თუ სადმე წასვლა შეგიძლია...–ქვედა ტუჩი ოდნავ გადმოაბრუნა და თან გულში ლოცულობდა, რომ ლინას წასვლა არსად არ შეძლებოდა.
–ნუთუ ასე ცუდად ვარ?–შიში დაეტყო ქალიშვილს.
–ასე არა... მაგრამ აუცილებელიაო.–მიუგო გაბრიელმა.
–როგორც გითხარი რაიონში ყველაფერი გავყიდეთ... მე... არაფერი მომივა. თანაც მუშაობა უნდა დავიწყო, თორემ ბინის ქირას ვერ გადავიხდი.–ცდილობდა ძლიერი ყოფილიყო, მაგრამ მის ხმაში მაინც იპარებოდა ტირილის ნოტები.
–ეგ ყველაფერი დაივიწყე! საირმეში აგარაკი მაქვს.–გახარებულმა ჩაიღიმა მამაკაცმა.–ვიცი, უხერხულად გამომდის... თითქმის უცხო მამაკაცთან ცხოვრება... მაგრამ სხვა გზა არ არის.
–არა!–წინადადება დაამთავრა თუ არა, ლინამ მაშინვე გააპროტესტა.–არა და არა! რომც მოვკვდე, ასე ვერ შეგაწუხებ. რატომ უნდა გაატარო გარკვეული დრო იმ ადამიანის გვერდით, ვინც თქვენთვის... შენთვის არავინაა! მე თავს ცუდად ვიგრძნობ და არა იმიტომ, რომ მამაკაცი ხარ... არ მინდა ნაძალადევად გააკეთო რამე... ნაძალადევად გაიღიმო... არ მინდა!
–მე ნაძალადევად არაფერს ვაკეთებ, ლინა! რასაც ვაკეთებ, ის მე სიამოვნებას მანიჭებს... და მეტჯერ მსგავსი რამ აღარ გაიმეორო! ამ საღამოს წავალთ.–მოკლედ მოუჭრა და ოთახიდან გაბრაზებული გავიდა. აცხარებდა ის ფაქტი, რომ ლინაზე ასეთი შთაბეჭდილება მოეხდინა მის დახმარებას... რომ ეს გოგო ისეთი არ ყოგილა, როგორიც ეგონა... აბა, რატომ ჩათვალა, რომ გაბრიელი თვალთმაქცობდა? მისი თითოეული მოქმედება რა მიზეზით ხორციელდებოდა, ეს თავადაც არ იცოდა, მაგრამ არანაირ სიყალბეს აქ ადგილი არ ჰქონდა.

^^^
მეხუთე თავიც თქვენს განკარგულებაშია!
გრძნობებით სავსე თავი იყო... ვეცადე უფრო ნათლად წარმომეჩინა ლინას პერსონაჟი და მისგან განსხვავებული გაბრიელი.
ხოო, რა როგორ გამომივიდა, ეს თქვენ განსაზღვრეთ! ველი შეფასებებს და თქვენს აზრებს ყველასა და ყველაფერთან დაკავშირებით...
უყვარხართ სოფიკოს!
პ.ს. შემდეგი თავი რაღაცნაირად ყოფს იმას, რაც აქამდე იყო და რაც მერე იქნება...



№1 სტუმარი tamuna

Veli shemdegs

 


№2 სტუმარი Black

Ux ra gemrieli tavi iyoo mmm..:Dveli shemdeg da imedia mozrdil tavs

 


№3  offline აქტიური მკითხველი aanamaria

რა მაგარარია ახალს ველი feel love

 


№4  offline წევრი teddy))

Gitxari xo dzalian kargi gogo rom xar? Mgoni gitxari :D tu ar mitkvams axla geubnebi :D dzalian momwons da velodebi shedegis shemdeg tavs :D shentviton axsene rom shemdegis shemdegi ouuu :D shemdegsac veldebi :D orive personaji momwons da ketic da nikoc :* ektilebi arian :* warmatebebi!

 


№5  offline მოდერი sopiko

tamuna
Veli shemdegs

love
Black
Ux ra gemrieli tavi iyoo mmm..:Dveli shemdeg da imedia mozrdil tavs

შემდეგი კიდევ უფრო გემრიელი იქნება... ზომა კი არ იცვლება! tongue
aanamaria
რა მაგარარია ახალს ველი feel love

გმადლობ, ანამარია request
teddy))
Gitxari xo dzalian kargi gogo rom xar? Mgoni gitxari :D tu ar mitkvams axla geubnebi :D dzalian momwons da velodebi shedegis shemdeg tavs :D shentviton axsene rom shemdegis shemdegi ouuu :D shemdegsac veldebi :D orive personaji momwons da ketic da nikoc :* ektilebi arian :* warmatebebi!

მმმ, ჩემი თედ'უნიაა love ხო, უკვე ძალიან ბევრჯერ მითხარი, მაგრამ კიდევ ბევრჯერ გამიმეორე...

 


№6  offline ადმინი შამანი

აუუ გაბრიელს წარმოდგენა,რომ შეეცვალა ლინაზე დავიძაბე. იმედია სასიამოვნო თავგადასავლები ელით წინ. <3
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№7  offline მოდერი sopiko

შამანი
აუუ გაბრიელს წარმოდგენა,რომ შეეცვალა ლინაზე დავიძაბე. იმედია სასიამოვნო თავგადასავლები ელით წინ. <3

წინა თავებზეც ვნახე შენი კომენტარები და ძალიან გამახარე heart_eyes
ამ ისტორიას ძალიან ცუდად მოვექეცი... ასე მგონია, ისეთ დასასრულს, როგორც დავწერე, არ იმსახურებდა! მიფუჩეჩებულისავით გამომივიდა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent