შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნიუტონის მეოთხე კანონი (7)


30-03-2016, 11:16
ავტორი Nude
ნანახია 2 202

– მოიცადე, ასე უმტკივნეულოდ, როგორ შეხვდი ამ ამბავს? რანაირად, კი მაგრამ? – გაოცებულმა ელენემ წამოიყვირა,როცა მისი რეაქცია და სიტყვები მოუყვა ნოემ.

– რატომ გაგიკვირდა? დარწმუნებული ვარ, შენც ასე მოიქცეოდი. რომ მეტირა, რა აზრი ჰქონდა, თორემ ჰო. ტყუილად, უარესად დავამძიმებდი და დავუმატებდი. ისედაც ოჯახი უნდა დატოვოს, თავისი გაჭირვებაც ეყოფა, ჩემი სლუკუნი და გოდება რომ არ დამემატრებინა. რა თქმა უნდა, ვნერვიულობ, მეშინია კიდეც, მაგრამ საოცრად ვამაყობ, ყველაფერთან ერთად, თანაც დღეს და ხვალ არ მიდის. ორი თვე მაქვს მისით ტკბობისათვის. – სასაცილოდ გაიკრიჭა თამარა და ვარსკვლავის ფორმით გადაწვა ლოგინზე. – ხანდახან საჭიროა, გრძნობების დამალვა და მოთოკვა.

– შენ ხარ მისი ოჯახი. ცოტა სხვანაირი, მაგრამ ძალიან ძვირფასი. – მხრები საყვარლად აიჩეჩა და თამარას თმებს თითები ნაზად ჩამოუსვა. – დარწმუნებული ვარ, შენით ამაყობს, მხოლოდ ის კი არა, მეც არანაკლებ. ვიცი, სანამ შენ მაგ ამბავს გეტყოდა, ბევრი იფიქრა, რაღაცეები აწონდ–დაწონა, მაგრამ მაინც გაუჭირდა შენთვის თქმა. ძალიან მაგარი და ძლიერი სარძლო მყავხარ! – სიცილით აკოცა ორივე ლოყაზე ელენემ და მთელი ძალით დაახტა ზევიდან დაქალს.

– ჰმმმმმმმ, – ამოიგმინა გოგონამ და თვალებიდან ლამის ნაპერწკლები გადმოყარა. – ძალიან კი მსიამოვნებს, ზედმეტადაც კი, სარძლოს რომ მეძახი, მაგრამ მგონი ჯერ, ყოველ შემთხვევაში, ადრეა მაგაზე საუბარი. – თადარიგი დაიჭირა გოგონამ.

– რატომ? გეგონოს შენ ეგრე, თუმცა შენც მშვენივრად ხვდები, რამდენაც სერიოზულად ხართ ერთმანეთისადმი განწყობილი და ვინაირად და რადგანაც, დარწმუნებული ვარ ჩემს სიტყვებში, მაგიტომაც ვიძახი. არაფერიც არ არის ნაადრევი. ჩემი ძმა ასაკშია უკვე. აბა, გოგოოოო. – სიცილით კინაღამ გაიგუდა ელენე და თამარაც აიყოლა ხარხარში.

– აუ, რა ცუდი გოგო ხარ! არაფერიც არ არის ასაკში, რაა. – ,,დაიცვა’’ შეყვარებული და როდესაც ოთახის კარზე კაკუნის ხმა გაიგო, გასაღებად წასულ ელენეს, თვალი გააყოლა.

– მობრძანდით, ბატონო!

– აკაკი მოვიდა. არ გამოხვალთ? – ნახევარი ტანით შემოვიდა ნოე ოთახში და ლოგინზე წამოგორებულ შეყვარბეულს, ვნებიანი მზერა ააყოლ–ჩააყოლა.

– გავალ მე და გამოხვალთ იმედია თქვენც, მალე თუ არა, დღეს მაინც. – სიცილით გადააქნია ელენემ თავი აქეთ–იქით და ეშმაკური ღიმილით დატოვა ოთახი.

ავაზასავით წავიდა წამომჯდარი შეყვარებულისაკენ, სწრაფად დააბრუნა მის პირვანდელ პოზას და ზემოდან მოექცა. ვნებიანად დაუკოცნა ბაგეები, ნიკაპი, ყელი, მთელი სახე, თან ველურულად, როგორც მას სჩევია. მარჯვენა ხელი აასრიალა მის ფეხზე და ბარძაყზე ოდნავ მოუჭირა, ისე, რომ კვნესა ვერაფრით შეიკავა თამარამ.

– გეყოფა, თორემ ხმა გავა. – დაგუდული ხმით სთხოვა და გულ–მკერდზე მიაბჯინა ხელისგულები.

– ჩემი სიცოცხლე და ჩემი გამგებიანე გოგო ხარ! – გულაჩქარუბულს უჭირდა გამართულად ლაპარაკი და სვენებ–სვენებით ამოილაპარაკა.

– ჩემი ბედნიერება, როგორც ასეთი. – სიცილით მოშორდა და გვერდზე გადაწვა. – თავს გაუფრთხილდი, გთხოვ.

– აუცილებლად, ჩემო პატარავ, აუცილებლად. მეხუთეჯერ მივდივარ და პირველად გავუფრთხულდები თავს მაქსიმალურად. – ხრინწიანი ხმით გაიცინა და ფეხზე, კერ თამარა წამოაყენა, შემდეგ კი თვითონაც წამოდგა. – ახლა გავიდეთ და მერე შეიძლება ღამე მოგიტაცო.

– სად მიგყავარ, ამჯერად? – ეშმაკურად ჰქკითხა და მაისურის სწორებით წავიდა კარებისაკენ.

– ამჯერად, თბილისის ხელი უნდა ვნახოთ.

ისე არ ნერვიულობდა, საშინლად, რადგან აკაკი ბიძიას ისედაც იცნობდა, ერთი–ორჯერ ჰყავდა ნანახი, მაგრამ მისი შვილის შეყარებულის სტატუსით კაცის ნახვა, ცოტა ეუხერხულებოდა, თუმცა ყველაფერმა ისე კარგად ჩაიარა, ვერავინ რომ ვერ იფიქრებდა და წარმოიდგენდა. აკაკი ბიძია დიდად არ შეცვლილა თამარის მიმართ, უბრალოდ ახლა მეტად ყურადღებიანია. ბოლოს, როცა შვილის შეყვარებულს აცილებდა, ნოეს აუწია ცერა თითი ვითომ ჩუმად, კმაყოფილმა გაუღიმა და თვალი ეშმაკურად ჩაუკრა.

დაპირებისამებრ, თბილისის ხედი უნდა ენახებინა ნოეს, ასე რომ, მისი სახლიდან გამოსული, ეგრევე დანიშნულების ადგილისაკენ წავიდნენ. მანქანა გააჩერა, პლედი გადმოიტანა, რომელიც სულ მანქანაში უდევს და ძირს დააფინა. თვითონ წამოგორდა ზედ და ხელი მის ფეხებზე დაიტყაპუნა. ლამის ასკინკილით წავიდა, თამარა, მისკენ და კალთაში ჩაუხტა.

– აქ უფრო კომფორტულად ვიქნები. – აუხსნა სიცილით ნოეს, თვალებით მის კალთაზე ანიშნა და ხელები კისერზე მოჰხვია.

– კი, გეთანხმები, – ღიმილით დაეთანხმა. – რაღაც უნდა გითხრა.

– კიდევ? – საწყლად ამოიკრუსუნა. – თუ რაიმე ცუდია, დღეს არ მითხრა. ერთ დღეში ამდენი ცუდი ამბის გაგება ზედმეტია, ჩემი აზრით.

– ცუდი არაფერი არ იქნება, პირობას გაძლევ. უბრალოდ შემოთავაზება მაქვს შენთან. – ღიმილით გადაუწია ყურს უკან თმები, შემდეკ კი თავის ხელებს დაეყრდნო და ოდნავ გადაიწია უკან.

– გისმენ, აბა.

– ჩემთან მინდა რომ გადმოხვიდე და თუ მშვიდობით ჩამოვედი ქორწილიც იქნება მერე. მანამდე კი ვიცხოვროთ ერთად, ცალკე. შეიძლება მოვლენებს ვაჩქარებ, თანაც ძალიან, მაგრამ არ შემიძლია ასე წასვლა. როცა ვიცი რომ ექვსი თვე და შეიძლება, ცოტა მეტიც, ვერ გნახავ, სისხლი მეყინება. მინდა დამშვიდებული, ბედნიერებით სასვე და საოცარი მოგონებებით დახუნძლული წავიდე აქედან, რომ დაბრუნებაც მარტივად შევძლო. – ჩვეულებრივად უთხრა, თითქოს ასეთ მნიშვნელოვან რამეზე კი არა, ჩვეულებრივ ამბავზე საუბრობდა.

გაოცებულმა შეხედა ნოეს. ყველაფერს ელოდა, ოღონდ ამას ვერა, ამაზე ვერც კი ფიქრობდა, შეიძლება, არც. შოკურ მდგომარეობაში მყოფი, ფეხზე გაუაზრებლად წამოდგა. ვერც ის გაიაზრა, როგორ მიტრიალდა მისგან საპირისპირო მხარეს. ხელებგადაჯვარედინებულმა მიიდო მხრებზე ხელები და ზედმეტი ემოციების მოზღვავების შედეგად თვალზე მომდგარი ცრემლები ვერ შეაჩერა, არც ჰქონდა სურვილი. რომ არ დაცლილიყო, თუნცად ეს ცრემლების საშუალებით მომხდარიყო, შეიძლება გაეფრინა. ტიროდა, იმირომ კი არა რომ არ უნდოდა ნოესთან ცხოვრება, ან იმიტომ რომ მისი შემოათავაზება ეწყინა, არ ესიამოვნა, ან მსგავსი რამ, ტიროდა იმის გამო რომ ყველაზე ბედნიერი ქალი გახადა მისმა სიტყვებმა. ამ წამს, მართლა ყველაზე ბედნიერად გრძნობდა თავს.

– ტირი? შეშფოთებულმა ნოემ ჰკითხა და წამში დაუდგა უკან. – არ იტირო. კარგი, გასაგებია, არ გინდა, ან უბრალოდ რაიმე მიზეზი გაქვს, მაგრამ ტირილი რა საჭიროა? შემომხედე, თამარა. – ყბაზე მოკიდა ორი თითი და მისკენ შეატრიალებინა სახე. – შემომხედე! – კვლავ გაუმეორა. – ვიცი, რთულია ისიც რომ ძალიან მალე მივდივარ მე და არ გინდა უკვე დაოჯახებული, ჩემ გარეშე დარჩე ამდენი ხნით. ამის გამო, როგორ უნდა გეჩხუბო, ან როგორ უნდა მეწყინოს ეს ყოვლად ლოგიკური აზრი? ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხარ, კარგი, ახლა ვერ მოგიყვან ცოლად, მაგრამ არაუშავს, ხომ იცი რომ იქიდან დაბრუნებული, ვერ დააღწევ უღელიდან თავს. – სიცილით ჩარგო მის ყელში თავი და რამდენჯერმე აკოცა.

– ჩუმად იყავი, ცოტა ხანი და მომეცი საშუალება შენით დავტკბე. – გააჩუმა აფორიაქებული შეყვარებული თამარამ და მის ყელში ჩარგო ჩხვირი. – ბედნიერი ვარ, უზომოდ ბედნიერი. – რამდენიმე წუთიანი პაუზის შემდეგ დაიწყო. – ოღონდ, ქორწილი და ღრიანცელი არ გვინდა რა. – სასაცილოდ გაეკრიჭა და ცხვირი ისევ იქ დააბრუნა, სადაც მანამდე ჰქონდა. – ცოტა მეუხერხულება მამაშენთან...

– ნუ ღელავ, აკაკისთან და ელენესთან არ ვიცხოვრებთ, რა თქმა უნდა, არა. ცალკე სახლი დიდი ხანია, რაც ნაყიდი მაქვს. ცოტა ხელის შევლება უნდა და ძალიან კარგი გამოვა საბოლოო ჯამში. – ცოტა ხანი შეყოვნდა, – ვერ გამოვხატავ, არ შემიძლია, მაგრამ იცოდე რომ ახლა ძალიან ბედნიერი ვარ.

– ვიცი, რა თქმა უნდა, ვიცი. ზუსტად ვიცი რასაც გრძნობ და არ არის საჭირო სიტყვები, ისედაც მესმის შენი ყველა ასპექტში. – ამაყად ახედა და გაიცინა. – როდის გადავალთ?

– რაც შეიძლება მალე, მაგრამ ამ კვირის ბოლომდე უნდა ვიარო სამსახურში. პარასკევს, შუა დღეს ჩამოვალ და მზად დამხვდი.

– მშობლები? ძალიან ვნერვიულობ, მიუხედავად იმისა რომ მამაჩემმა უკვე მითხრა, ნოე დიდი ხანი არ გაგაჩერებს ჩვენთანო. – ღიმილით ამცნო მამამისის სიტყვები და ყბაზე თვალებმინაბულმა აკოცა.

– ასე თქვა?

– დიახ.

– ,,იმენა’’ ეგრე?

– ჰოო.

– ანუ, არ გაგაჩერებს დიდ ხანსო? – არა და არ წყვეტდა მამაკაცი მის ნერვებზე თამაშს.

– ოოო, ნოე. – სიცილით მიჰკრა მხარზე ხელი და ვითომ გაბუტულმა გადაატრიალა ტუჩები.

– კარგი, ჰო. – დანებებულმა აღმართა ხელები ჰაერში. – ნუ, რაც მართალია, მართალია. – კმაყოფილი გაიჯგიმა და მანქანისკენ უბიძგა თამარს. – წავიდეთ, თორემ დაგვიანდება და შენებთან ვიზიტის გადადება მოგვიწევს. – პლედი აიღო და სწრაფად დაკეცა.

– დღეს ამოხვალ ჩემთან? – გაკვირვებულმა დაქაჩა თვალები და სწრაფად ჩახტა მანქანაში.

– ჰო, დღეს ამოვალ, ასე მირჩევნია. რაც უფრო მალე ჩავაყენებთ საქმის კურსში ორივეს, მით უფრო კარგი. თანაც ეს ის თემა არ არის, ჰოპ, და მე მიმყავს თქვენი ქალიშვილი. ცოტა დრო ხომ უნდა მივცე იმისთვის, რომ გაანალიზონ რა შარში არიან. – სიცილით გადააქნია თავი.

– შარში, რატომ?

– აბა, შენ რომ მათთან ერთად არ იცხოვრებ, როგორ ფიქრობ, არ გაუჭირდებათ? – გამომცდელად შეხედა და საჭეზე თითები ააკაკუნა.

– ჰოომ... – ჩაფიქრდა თამარი, – გაუჭირდებათ... – დედა გიცნობს დიდი ხანია და ხომ იცი, რომ შენზე გიჟდება. – სიცილით უთხრა, დაკეცილი პლედი გამოართვა და მანქანის უკანა სავარძელზე დადო.

– ხო, ეგეც არის. – კმაყოფილმა დაძრა მანქანა. – ნუ, ვინ ვარ ასეთი რაა. ყველას, როგორ ვაგიჟებ. – ,,შეიქო’’ თავი და ბოლო ხმაზე გადაიხარხარა.

– აბა, ბიჭო, აბაა. მეც ეგ მიკვირს მეტი კი არაფერი. – ცინიკურად გაუცინა. – მოკლედ, მამა დღეს ღამე მიდის ისევ ქუთაისში და მალე წავიდეთ, სჯობს, თორემ ვერ მივუსწრებთ და მართლა მოგიწევს ეგრევე ჩემს წასაყვანად ამოხვიდე სახლში. – გაიღიმა, რაღაცნაირად, უცნაურად, მაგრამ ნოესთვის, სულაც არ ყოფილა ეს ღიმილი უცნაური. – შენ, ხვალ რატომ მიდიხარ?

– დღეს საქმე მაქვს და ხვალ გამთენიისას წავალ.

– ელენე, რომ გაიგებს ამ ამბავს, დამაკლავს ადგილზე. – გაიცინა, მაგრამ წამში დასერიოზულდა, ნოეს კუშტი მზერა რომ დააფიქსირა. – ჩემი ხისთავიანი ბიჭი, ვინ არისო, ვინო? – პატარა ბავშვებს, როგორც ელაპარაკებიან, ისეთივე ტონით და სიტყვებით მიმართა ნოეს და მისი კოპების უფრო შეკუმშვა გამოიწვია.

– როგორ? – წარბ აწეულმა გახედა, მაგრამ ტუჩის კუთხეში მაინც გაეპარა ღიმილი. – მერე, გინდა შენ ხისთავიანისგან შვილები? – გვერდულად, თვალებ აციმციმებულმა ჰკითხა და ეშმაკურად ჩაიცინა.

– მინდა! – ყელი მოიღერა, არც მან დააკლო ეშმაკურობა და სავარძელზე უფრო კომფორტულად მოთავსდა.

– ჰმ! აი, იმ კვირაში დავიწყებთ ერთობლივი ძალებით მუშაობას, ჩემო ცხოვრებავ, არ იდარდო, შენ! – სიცილით გახედა ერთიანად აფორაჟებულ თამარს. არა რა, იცის, თუ როგორ ააწითლოს ეს გოგო ძალიან მარტივად და ჩვეულებრივად. ვერ დავუკარგავთ ნამდვილად.

– არ არის პრობლემა, ხომ იცი? – ძლივს მოგროვებული სითამამით გასცა პასუხი, მაგრამ ის უხერხულობა და სირცხვილი მაინც ვერ გადაფარა, თავისი სიტყვებითაც კი.

– დღეს, რაღაც ძალიან მონდომებული ხარ იმისთვის, რომ სითამამე შეიძინო ჩემთან და იცოდე, უაღრესად კმაყოფილი ვარ, რადგან არ მინდა ჩვენი ურთიერთობა ჩარჩოებში ჩასმული იყოს და მას ვერ გასცდეს.

– ჰო, ვიცი და იმიტომაც ვცდილობ, მაგრამ მაინც არ შემიძლია, არ ავწითლდე და სირცხვილისაგან არ დავიწვა. – უკმაყოფილოდ დაბრიცა ტუჩები, მაგრამ მაინც გაიცინა, რამდენიმე წამის შემდეგ.

– თანაცხოვრებაში, საერთოდ არ გაგიჭირდება, აი, ნახავ. – ნიშნის მოგებით ჩაუკრა თვალი. – მე, არ მოგცემ ,,დანებების’’ უფლებას.

– ანუ, უნდა გამაფუჭო? – წარბი ძლივს შეკავებული ღიმილით ასწია თამარიმ.

– მაგას, თქმა არ სჭირდება. აუცილებლად ეგრე მოხდება.

– ჯანდაბას, თანახმა ვარ!

– ისე ამბობ, თითქოს გქონდეს სხვა გზა. – ისევ ეს ირონია...

– არა, ისე, არ დამავიწყდება, რა მითხარი პირველ დღეს, როცა გნახე. ყველას ეგრე ეუბნები ხოლმე? – ვითომ დაეჭვებულმა გახედა მოცინარ კაცს, რომელსაც ის დღე გაახსენდა.

– ეს შენ დამინახე პირველად, თორემ მე უამრავჯერ მყავხარ ნანახი. სასწავლებლიდან გამოსული მართლაც ძალიან ბევრჯერ დამინახიხარ. ერთხელ, გაცნობიდან ერთი კვირით ადრე, რატომღაც ფეხით გადაწყვიტე წასვლა, ღამე იყო და გული ლამის ამოვარდნაზე მქონდა იმის შიშით, რომ რამე არ მოგსვლოდა. რა თქმა უნდა, შენთან მოსვლის შანსი თითქმის 0-ს უდრიდა, ამიტომ მარტო მაინც ვერ გაგიშვი და უკან გამოგყევი მანქანით. აბა, გოგო?! ხო ხედავ, როგორ ვზრუნავდი შენზე ადრეც. – ეშმაკურად აათამაშა წარბები, ნოემ.

– ჩემი მზრუნველი ბიჭი! – ჩაუხუტა მომღიმარი მთელი ძალით შეყვარებულს, როცა ავტომობილიდან გამოვიდნენ და თავისი სახლის წინ ამოჰყვეს თავი. – მაგრამ, მაინც ძალიან გარყვნილი მყავხარ! – დაამათა ფხუკუნით.

– ეს მხოლოდ შენთან. სხვებთან მოვრჩი უკვე.

– არ მორჩებოდი დააა... – ჩუმად, თავისთვის დაიჩურჩულა, მაგრამ მაინც გაიგო ნოემ, რასაც მისი ჩაცინება ადასტურებდა.

* * *
ვიცი, რომ არავის არ მოგწონთ...
არ გაინტერესებთ
და კომენტარებისთვის თავს არ იწუხებთ, მაგრამ სამაგიეროდ მე მიყვარს ძალიან ჩემი ეს ისტორია და გადავწყვიტე ბოლომდე დავასრულო...



№1  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ანა,მე ვკითხულობ და მომწონს კიდეც,ხომ იცი თავიდანვე ვკითხულობდი,უბრალოდ ძალიან,ძაალიან,ძალიან აგვიანებ.ნოე მომწონს მშვენიერი ბიჭია,ეს სითამამე და ურთიერთობის სილაღეც მხიბლავს.ერთი-ორი პაატარა შეცდომა გქონდა.სხვა ყველაფერი იდეალურადაა

 


№2  offline მოდერი Nude

ლორელაი
ანა,მე ვკითხულობ და მომწონს კიდეც,ხომ იცი თავიდანვე ვკითხულობდი,უბრალოდ ძალიან,ძაალიან,ძალიან აგვიანებ.ნოე მომწონს მშვენიერი ბიჭია,ეს სითამამე და ურთიერთობის სილაღეც მხიბლავს.ერთი-ორი პაატარა შეცდომა გქონდა.სხვა ყველაფერი იდეალურადაა

ჰო, რას ვიზამთ, ყოველთვის ვერ ვიქნები წერისთვის მომართული... მეც არ მომწონს, მაგრამ ახლა ვცდილობ, არ გავუშვა არსად ეს ოხერი მუზები.
მგონი გამოვა, არ ვიცი. feel
მადლობა. love
--------------------
bailey

 


№3 სტუმარი A

Me pirvelive tavidan ar chamigdia arcerti tavi dzalian momwons. Ubralod mezareba wera tan telec nervebs mishlis da...... Ganagrdze magari iyo namdvilad.

 


№4  offline წევრი მარიამ18

Me vkitxulob da velodebi kovel tava <3 gaagrdzele <3

 


№5  offline მოდერი Nude

A
Me pirvelive tavidan ar chamigdia arcerti tavi dzalian momwons. Ubralod mezareba wera tan telec nervebs mishlis da...... Ganagrdze magari iyo namdvilad.

მარიამ18
Me vkitxulob da velodebi kovel tava <3 gaagrdzele <3

დიდი მადლობა, ორივეს! love
--------------------
bailey

 


№6  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

აუ რამდენი ხანი ველოდე ამ ისტორიას... რომ დავინახე გული გამითბა... ეს ნოეც როგორი კარგი ბიჭია... ეცადე ასე არ დააგვიანო რა... მე მოგყვები ბოლომდე...

 


№7  offline მოდერი Nude

უცნობი ქ
აუ რამდენი ხანი ველოდე ამ ისტორიას... რომ დავინახე გული გამითბა... ეს ნოეც როგორი კარგი ბიჭია... ეცადე ასე არ დააგვიანო რა... მე მოგყვები ბოლომდე...

აღარ დავაგვიანებ, აი, ნახავ. მადლობა. love
--------------------
bailey

 


№8 სტუმარი Black

Sagol gamur mase micnob?amaraushavs amjerad gapatieb;) magari tavi iyo da veli shemdegs<3

 


№9  offline მოდერი Nude

Black
Sagol gamur mase micnob?amaraushavs amjerad gapatieb;) magari tavi iyo da veli shemdegs<3

ეს ერთი მეპატიება. wink love
--------------------
bailey

 


№10 სტუმარი kati

თავიდანვე ვკითხულობ და მომწონს.ოღონდ ისე დააგვიანე,თითქმის აღარ მახსოვს.როცა დამთავრდება,ისევ გადავიკითხავ.გგულშემატკივრობ და მომწონს.წარმატებები.

 


№11  offline მოდერი Nude

kati
თავიდანვე ვკითხულობ და მომწონს.ოღონდ ისე დააგვიანე,თითქმის აღარ მახსოვს.როცა დამთავრდება,ისევ გადავიკითხავ.გგულშემატკივრობ და მომწონს.წარმატებები.

ჰმ... მადლობა, მადლობა. feel
--------------------
bailey

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent