შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნიუტონის მეოთხე კანონი (6)


9-03-2016, 22:59
ავტორი Nude
ნანახია 2 209

– დე, მა, წავედი მე, მალე მოვალ, იცოდეთ. – ღიმილით გაყო თავი მისაღებში, სადაც მშობლები ისხდნენ და ტელევიზორს ინტერესით შესცქეროდენ.

– ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ როდის აპირებ რომ გამაცნო? – ინტერესით მომზირალი თვალები, ნიკომ, ტელევიზორიდან, თავის შვილზე გადაიტანა.

– თავს შევიკავებ, ჯერ–ჯერობით. – გულწრფელად გასცა პასუხი მამას და მათთან ძალიან ახლოს, სავარძელზე ჩამოჯდა.

– რატომ? – გაიკვირვა ნინამ და მანაც მოაშორა ეკრანს თვალი.

– რატომ და მეშინია ერთმანეთს, რომ ვერ გაუგონ, თანაც არ მინდა, ოფიციალური სახე მიიღოს ჩვენმა ურთიერთობამ. – ისევ ძალიან გულწრფელი იყო გოგონა.

– კაი, ახლა, მართლა ეგ არის მხოლოდ მიზეზი? – გაკვირვებისაგან აღმოხდა ნიკოს და დივანზე წამოჯდა, თან იდაყვები მუხლზე დაიდო.

– ჰო. – მხრები უბრალოდ აიჩეჩა თამარამ.

– ჯერ ერთი, მშობლების გაცნობით ურთიერთობა ოფიციალურ სახეს ვერ მიიღებს. ნინა თუ იცნობს, მე რა დავაშავე? – სიცილით შეხედა შვილს და ცოლს ხელი მონდომებით გადახვია.

– არაფერი, მაგრამ მაინც არ მინდა.

– თამარ, როდის იყო, მე, რომ შენს გადაწყვეტილებას პატივს არ ვცემდი? ჯერ ადრეა, შეიძლება, მაგრამ უნდა ვიცნობდე იმ ბიჭს, წესით. რა მოხდება ისეთი? უბრალოდ შევხედავ, დავილაპარაკებთ, არაფერი განსაკუთრებული. – დაამშვიდა ღიმილის თანხლებით შვილი და თან დაამატა, – თანაც, ჩემსავით ჯარისკაცია, როგორ ვერ უნდა გავუგო, აბა, მითხარი.

– შენ, სულ ნუ ხუმრობ, ან კი, რანაირად ახერხებ?! – გაუწყრა სიცილით ცოლი და თამარას შეხედა. – წადი, შვილო, წადი. როცა შენ ჩათვლი რომ საჭირო იქნება, მაშინ გააცანი მამაშენს, თორემ მე კი ვიცნობ, დიდი ხანია, ჩემს ნოეს. – ბიჭის გახსენებისას სახე გაებადრა, იმდენად შეუყვარდა ამ მოკლე დროში.

– რატომ ვხუმრობ, ნინა?! მართლა მიხარია ჩემი პროფესიის რომ არის, ჩემი შვილის შეყვარებული.

– რა გიხარია, რა? – უცებ წამოენთო კოპებ შეკრული ქალი. – რა არის აქ სასიხარულო? მთელი ცხოვრება გაწამებული მქონდა და მაქვს შენი პროფესიის გამო. ნერივულობისაგან რამდენი დაავადება ავიკიდე, ვინ იცის, შენი, ხან ავღანეთში და ხანაც ერაყში ყოფნით. – გრძნობებს, შეიძლება ითქვას, რომ ზედმეტად აჰყვა ნინა.

– გერმანია გამოგრჩა. – სიცილით დაამატა, ნიკომ და ცოლს გვერდზედ მიეკრა. – არაუშავს, ნინაჩკა, მალე, პენსიაზე გავალ და შენც დაისვენე, ისევე, როგორც მე. – საფეთქელზე აკოცა.

– წავალ, მე. არ უყვარს რომ ვალოდინებ ხოლმე. ვაიმე, დღეს უნდა გამაცნოს მამამისი, ახლა გამახსენდა. – ნერვიულად მოისვა შუბლზე თითები.

– წადი, წადი, დამეკარგე აქედან და უაზრო რაღაცეებს, ნუ ნერვიულობ. გასაცნობად მიდიხარ, არავინ არ გაფასებს იქ. კაცია უკვე, ნოე, არ არის იმ ასაკში ორ თვიანი შეყვარებული ჰყავდეს და თუ უნდა, რომ მისი ოჯახი გიცნობდეს, ესე იგი, შენზე იმაზე სერიოზულად ფიქრობს, ვიდრე, შენ გგონია. ეს მდგომარეობა უნდა გიხაროდეს, ნერვიულობით კი არ უნდა კვდებოდე! – გააცილა შვილი ამ სიტყვებით და შემოსასვლელი კარები სასწრაფოთ მიხურა.

მართალია, მამამისი. განა, რა არის აქ სანერვიულო, პირიქით, ნოე ამ საქციელით ბევრს ამტკიცებს, იმას უპირველესად, რომ თამარა მისთვის ბევრად მეტს ნიშნავს, ვიდრე ეს, ერთი შეხედვით ჩანს. ერთის გამოტოვებით ახტებოდა საფეხურებს, თან ღიღინით იკლებდა იქაურობას.

– ჰოპ! – სიცილით გახტა სადარბაზოდან და რასაც ჰქვუა, ზედ გულ–მკერდზე შეასკდა, ნოეს. – ჰელოუუუ! – სიტყვა გაწელა სასაცილოდ და მორიდებით აკოცა ტუჩთან ახლოს. რა ჰქნას, ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ გაიხსნა და ეუხერხულება.

– რა კარგ ხასიათზე ხარ, შენ! – არ შეიმჩნია თამარას საქციელი და სამაგიეროდ თვითონ აკოცა ისე, რომ ერთიანად გააბრუა გოგონა.

– ცოტა ვნერვიულობ, მაგრამ თან ძალიან მიხარია, ამიტომ! – მხრები აიჩეჩა მხრები და თვალი ეშმაკურად ჩაუკრა.

– წავიდეთ? – ჰკითხა შეყვარებულ, ნოემ.

– ჰო. – თავი მსუბუქად დაუკრა გოგონამ.

– ჩემი, ნაზო! – ხარხარით მიაკრა ტუჩები შუბლზე და მანქანის კარი გამოაღო. – გთხოვთ, მადამ! – ,,მდაბლად’’ დაუკრა თავი და ხელი გაუწოდა, რათა დაჯდომაში დახმარებოდა.

– ხანდახან, როგორ ცანცარებ ხოლმე! ნწ, ნწ. არ გეკადრება ასეთ სერიოზულ პიროვნებას. – თავი აქეთ–იქით გადააქნია და ვითომ გაწბილებულმა გააწკლაპუნა ტუჩები.


– შეყვარებულს მივბაძე, აბა, ამ გასაჭირში, მარტო ხომ არ დავტოვებდი?! ხანდახან კი, არა უშავს. რაღაც უნდა გითხრა დღეს. – საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა და ლიბრ გადაკრული თვალებით გაიხედა საქარე მინაში, მამაკაცმა.

– ცუდია, ეგ ,,რაღაც?’’ – თითქოს ხმა აუკანკალდა თამარს, წამიერად.

– სულ ცუდზე რატომ ფიქრობ? არა, არ არის ცუდი, დამშვიდდი და ყველაფერზე ნუ ნერვიულობ. – უკმაყოფილოდ ასწია წარბი ჰაერში. – პანიკიორი კი ხარ, მაგრამ ჩემი ცხოვრების აზრიც ხარ. – გაბუტული თამარისკენ გადაიხარა ნოე და მთელი გრძნობით აკოცა ბაგეებზე.

– ძალიან მიყვარხარ და შენ რომ რამე დაგემართოს, ვერ გადავიტან. – სიყვარულით და ტკივილით აღსავსე მზერით შეხედა და მის ხელზე, თავისი ხელი დაადო. – გული მისკდება, იქ რომ წარმომიდგენიხარ. არ ვიცი, როდის წახვალ, მაგრამ ხომ ვიცი, რომ ერთ დღეს დადგება ეგ დროც. ხომ ვიცი, არა?!

– წინასწარ, არც შენ და არც მე ვიცით, რა, როგორ იქნება, მაგრამ ყველანაირად შევეცდები, იქიდან ცოცხალი და საღსალამათი დავბრუნდე. – დაამშვიდა, ასე თუ ისე, თამარი და ერთი ხელის მოსმით გადაუწია წინ ჩამოყრილი თმა, ყურს უკან.

– როგორ შეგიძლია, ასე მშვიდად საუბარი? – გაოცებულმა ჰკითხა და ობლად ჩამოგორებული ცრემლი სწრაფად მოიშორა ღაწვებიდან.

– არ იტირო, ჩემ თავს გაფიცებ. ორმაგად არ მანერვიულო, მეც, ისედაც მიჭირს შენი აქ დატოვება, თანაც ექვსი თვე, ნუ მიმატებ. – ჩამწყდარი ხმით სთხოვა და ჩაწითლებული თვალებით გადახედა.

– კარგი, ვსიო, აღარ ვტირი. – ღიმილით მოეფერა სახეზე და ოდნავ გაზრდილ წვერზე თლილი თითები დაუსვა. – ჩემი ბედნიერება ხარ, გახსოვდეს ეს სულ.

– ისედაც სულ მახსოვს. – ეშმაკურად ჩაუკრა თვალი და მანქანა დაძრა.

– ისე, რა უნდა გეთქვა იმაზე, წეღან რომ მითხარი? – ინტერესით შეხედა შეყვარებულს.

– მაშინ, სადმე წავიდეთ და გეტყვი აუცილებლად. – ვეღარ მოითმინა ნოემ უთქმელობა, – ღვედი შეიკარი. ხო ვერ მიგაჩვიე, რაა. – სიცილით გააფრთხილა და თავისი სახლის გზიდან, წამებში გადაუხვია.

– რა ვქნა, მაწუხებს და... – უკმაყოფილოდ დასწვდა ღვედს.

– ნუ იღებ ეგეთ სახეს, რა იყო. არც მე მსიამოვნევს და მგონი, არც არავის, მაგრამ საჭიროა, ისევ შენთვის. – თვალი ჩაუკრა გოგონას.

– ეს ჩვენი ფლეშკაა? – ჰკითხა გახარებულმა თამარამ, ნოეს და ფლეშკა დაანახა.

– ჰო. – თავი ღიმილით დაუქნია.

ფლეშკა შეართა და ოდნავ გადაწვა სავარძელზე. ღიმილით, თვალებ გაბრწყინებულმა გადახედა, ნოემ, შეყვარებულს და თითები ძალიან ნაზად ჩამოუსვა ლოყაზე. მამაკაცმა, მანქანა გააჩერა, ისე სსრაფად გაუხსნა ღვედი და გადაისვა თავის კალთაში, გააზრება ვერ მოასწრო თამარამ.

– პირველად შენ იმიტომ გეუბნები, რომ ასე ჩავთვაკე საჭიროდ, რადგან ჩემი მეორე ნახევარი ხარ და ვთვლი, ჯერ ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ამაზე. – დაიწყო ნოემ ლაპარაკი და თავი, თამარის თავს მიადო.

– ძალიან ვნერვიულობ და თუ ტირილი დავიწყე, არ მომაქციო ყურადღება. არ შეიმჩნიო. – ნერვიულად გაიცინა და ნოეს თითების წვალება დაიწყო.

– ტირილი? ოღონდ ეგ არა, რა. – სასაცილო, ნატანჯი სახე მიიღო და ნიკაპზე აკოცა შეყვარებულს

– ჰო, კაი. შევეცდები. – ხელები წელზე მოჰხვია, კომფორტულა მოთავსდა მის კალთაზე და ისევ ,,იყუჩა.’’

– ჯერ ისევ, ისეთი ბავშვი ხარ... ცოტა მეშინია კიდეც, მაგრამ ჩემს რაღაც ნაწილს სჯერა შენი ამტანობა და გამძლეობა. – ჩაფიქრებულმა დასძინა და თამარას თავს თავისი ნიკაპი დაადო.

– არა ბიჭოს, ამხელა გაცმა რომ შემიყვარე, რა გეგონა აბა? კაი, ჰო, ვხუმრობ. რა თქმა უნდა, შენ გამო, ყველაფერს ვიზამ, შემეძლება თუ არა.

– აპ, არ გვინდა ახლა, ასაკზე საუბარი, თუ შეიძლება. – სიცილით უთხრა. – მშვენივრად ვიცი, როგორი ,,ბავშვიც’’ ხარ. მოდი, არ გვინდა შემოვლა და ეგრევე გეტყვი, რომ თვე ნახევარში, ან ორ თვეში გერმანიაში მივდივარ წვრთნებზე, იქიდან კი ავღანეთში. – მძიმედ თქვა და თამარს დააკვირდა, რომელსაც წამში გაუფითრდა სახე, მაგრამ ისიც შეამჩნია, რომ გოგონა აშკარად ცდილობდა გრძნობების მოთოკვას.

უკვე მერამდენეჯერ ისმენს მსგავს სიტყვებს, არ იცის, ოღონდ მისი მამისაგან კი არა, ამ შემთხვევაში, საყვარელი მამაკაცისაკან. იმდენად ძლიერი იყო, უეცრად, არსაიდან მოსული სიტყვები, რომ ეგონა, გულს აგლეჯდნენ. მხოლოდ ახლა მიხვდა და გააცნობიერა, თუ რას გრძნობდა დედამისი, როცა მამა იმავე წინადადებას ეუბნებოდა. ტუჩებ აკანკალებულმა ჩარგო თავი ნოეს ყელში. არ შეეძლო ესაყვედურა, ამაზე, არც კი უფიქრია. სწორედ ეს იყო ნოეს საქმე და ალბათ, ნოესგან რომ მოესმინა, არ მივდივარო, უფრო ეწყინებოდა. ახლა, ისე იდგა, როგორც მისი დედა, ნინა, ამაყად, მედგრად. დიახ, ამაყობდა ნოეთი, თანაც ძალიან. უბრალოდ, ერთადერთი იყო შიში, რომელიც მოსვენებას დაუკარგავდა იმ დროის განმავლობაში, რაც ნოე წასული იქნება. დარწმუნებულია რომ ასე იქნება. ყელში რამდენჯერმე აკოცა და აბრჭყვიალებული თვალებით შეხედა.

– ნეტავ ხვდებოდე, როგორ ვამაყობ შენით! მე მჯერა, რომ შენს მისიას წარმატებებით შეასრულებ, ჩემო ცხოვრებავ! – უთხრა, თუ არა, მის სახეზე ბედნიერებისაგან გაპობილი ღიმილი დაიჭირა.

– ამის გარდა, ყველაფერს ველოდი, შენ თავს ვფიცავარ. – აღფრთოვანება, სიხარული, ბედნიერება, გაოცება, სიამაყე, ყველაფერი ჩანდა მის სახეზე.

– რით ვერ გამიცანი? – უკმაყოფილოდ დამანჭა სახე თამარამ და იმის მაგივრად რომ უკმაყოფილება, ბოლომდე თუ არა, ცოტა ხანი მაინც შეენარჩუნებინა, გიჟივით დააცხრა ბაგეებზე.

– ჩემი ბედნიერება, რომ ხარ, იცოდი ხომ?!



№1 სტუმარი darina

Maxsovs es istoria vkitxulobdi da dzalian momwonda, gamixarda rom.gaagrdzele.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent