შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გადაყვარებამდე...


30-03-2016, 20:13
ავტორი Peke--
ნანახია 1 623

'ფრთხილად მოეკიდეთ ცხოვრების დრამატიზაციას! ხომ შეიძლება, თქვენი როლის უკეთესი შემსრულებელი მონახონ?!'
2წელია რაც მე და დიტო დავოჯახდით, დიდი ბედნიერება იყო, უდიდესი, ჩვენი შეუღლება, ბავშვობიდანვე ერთმანეთზე გაგიჟებით შეყვარებულებმა როგორციქნა დავუკავშირეთ გზები ერთმანეთს, ბავშვი ჯერ არ გვყავს, რამოდენიმე თვის წინ იყო ბოლოს პატარა არსებაზე წუწუნი დიტოს მხრიდან რომ ძალიან უნდოდა, თუმცა ეს კიარა 3 თვეა უკვე მეც აღარ ვუნდივარ, ძალიან შეიცვალა, ყველაზე მოსიყვარულე, მზრუნველი ქმარი, რომელსაც გაგიჟებით უყვარდა თავისი ცოლი უცებ თითქოს გაქრა.
მე და დიტომ ცალკე ვამჯობინეთ ცხოვრება დამოუკიდებლად, მეც და დიტოსაც მშვენიერი მშობლები გვყავს, კასმაოდ ახალგაზრდები და მხიარულები, დიტო ჩემზე 5წლით უფროსია, მე 2დღეში 24წლის გავხდები.
დიტოს თავისი წვრილი ბიზნესი აქვს, მეკი დიზაინერი ვარ.
გულჩათხრობილი დავდივარ თითქმის სულ, მაგრამ ის მაინც ვერაფერს ამჩნევს, ჰჰ...რამდენჯერ მიტირია ღამით, როცა დავწოლილვარ მის გვერდით და ის მეორე მხარეს გადაბრუნებულა, არ ვიცი რამ აუცრუა ესე გული ჩემზე, იქნებ მოვბეზრდი... არადა სულ სიგიჟემდე მეყვარებიო როგორ მპირდებოდა, როგორ მეფიცებოდა...
-ანანო მოვედი ... ვა აქ რატომ დგახარ?(დიტო)
ოდნავ ღიმილიანი სახით შემოვიდა სახლში მე კი უკვე კართან ველოდი.
-დღემ როგორ ჩაიარა? მომენატრე... (მე)
პიჯაკი გამოვართვი, თავი მორცხვად დავხარე და ველოდებოდი ძველებურად როდის ამიტაცებდა ხელში და მეტყოდა რომ მისი ერთადერთი სიყვარული ვარ, თუმცა ასე არ მოხდა, მეტიც, ჩემი ნათქვამი ‘’მომენატრე’’ თითქოს ვერც გაიგო.
-კარგად, მაგრამ ძალიან დაღლილი ვარ, ჭამა არ მინდა, წყალს გადავივლებ და დავიძინებ.(დიტო)
თვალებზე ცრემლები მომაწვა, თითქოს გულში დანას მარტყავდნენ, ყოველთვის როდესაც მოდიოდა, ჯერ შუბლზე მკოცნიდა მერე ჩაიძირებოდა ხოლმე ვნების უფსკრულში, შემდეგ რაც არუნდა დაღლილი ყოფილიყო, ჩაის ან ყავას ყოველთვის ერთად ვსვამდით, ხანდახან ალკოჰოლსაც, თუმცა ეს კი არა არც კი მომსალმებია. არ უკითხავს როგორ ვარ, ან მთელი დღე რას ვაკეთებდი.
ოთახში შევედი გამოვიცვალე და ჩავწექი, მალე თვითონაც შემოვიდა, საცვლით გაიარ გამოიარა ოთახში და შუქი ჩააქრო.
საწოლში შემოწვა და ზურგზე დაწვა, მე მისკენ შევტრიალდი, ვგრძნობდი თვალები არ ქონდა დახუჭული...
-დიტო...(მე)
ჩურჩულით ძლივს წარმოვთქვი მისი სახელი და მის პასუხს დაველოდე
-რაიყო ანანო? (დიტო)
მისი ნათქვამი ანანო ისე მესიამოვნა რომ გამეღიმა
-გძინავს? (მე)
ვერც დავფიქრდი რას ვლაპარაკობდი
-კი, შენ? (დიტო)
ვიგრძენი მასაც გაეღიმა
-მეც (მე)
-ხოდა ტკბილი ძილი (დიტო)
თან მესიამოვნა ტკბილი ძილი რომ მისურვა, მაგრამ თან საშინლად მეტკინა გული რომ ესე მომიშორა.
უცებ ჩემდაუნებურად წამოვჯექი და სერიოზული ტონი დავურთე ჩემს ხმას.
-ვერ შეიცვლებოდი ,არ შეგეძლო,მე მიყვარხარ! სხვანაირს სხვა შეგიყვარებდა. (ანანო)
პასუხი არ გაუცია, 2 წუთის შემდეგ ისევ ჩავწექი საწოლში და ისევ მივმართე იმის მცდელობას რომ ცრემლები შემეკავებინა.
გამთენიისას ჩამეძინა ტირილში, რადგან ვერ გავიგე დიტო როგორ წავიდა.
საწოლიდან წამოვხტი და სახლში უაზროდ სიარული დავიწყე, თან ჩემს თავს ველაპარაკებოდი.
-როდემდე შეიძლება ესე გაგრძელდეს? თუ არ ვუყვარვარ მითხრას და მორჩეს ამ წამებას! რა უნდა ჩემგან. რატო მაწამებს? რატო მანადგურებს? იქნებ მეთამაშება? იქნებ... იქნებ სხვა ქალი ყავს... (უცებ ხმა ჩამიწყდა ამის გაფიქრებაზე და ცოტაც და გონებას დავკარგავდი ალბათ, ჩემთვის ყველაზე ძნელი წარმოსადგენია ის რომ სხვა ეფერება მას, ან სხვას ეფერება იმ სითბოთი რომელიც მე მეკუთვნის. ეს ჩემთვის დამანგრეველია)
გადავწყვიტე რამე მემოქმედა ან სერიოზულად დავლაპარაკებოდი მას, ეს ან დაშორებით დამთავრდებოდა ან ისევ ძველებური ურთიერთობით, მხოლოდ ესე არა, გაურკვევლად.
'ეეჰ, რა საცოდავია ოცნება ცოტაოდენ სითბოზე - ნეტავ შეიძლებოდეს ამ ოცნების განხორციელება უბრალოდ ხელებში სახის ჩამალვით!






როგორია? გავაგრძელო?



№1 სტუმარი mari

kira gaagrdzele

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent