თვით ირონიავ, მე შენ მიყვარხარ (1)
-აუ მარიამ დროზე რა, შენ გამო ყოველთვის ყველგან როგორ უნდა აგვიანებდე!! დილაუთენია თავზე ნინუცა დამადგა და გადასაფარებელი გადამხადა.. -აუ მაყაშვილო მოშორდი, დამაძინე, მიხედე შენ ბერეკაშვილს და დამასენე... ბუზღუნით ამოვილაპარაკე და გვერდი ვიცვალე... -კი ბატონო, ჩემი ბერეკაშვილი მიხედილია და სხვათაშორის ქვემოთ გველოდება მიროც და მთელი უნივერსიტეტიც... უცებ ვჭყიტე თვალები და ელვის სისწრაფით წაოვვარდი ლოგინიდან.. ტანსაცმელს ხელი დავავლე და უცებ ჩავცვი... იქაც წინა დღეს დედაჩემის ჩალაგებულ ბარგს გადავხედე და ოთახიდან გავედი... -მზად ვარ... ბოლო ხმაზე დავყვირე და ჩემოდანი კარებთან მივათრიე... ჩემებს უცებ დავემშვიდობე და ნინუცათან ერთად დავტოვე სახლი... -დიდება შენ გამოჩენას გამყრელიძე გაგონილა ამდენხანს ლოდინი? გმოჩენისთანავე მკითხა მირომ და დიდიხნის უნახავივით ჩამეხუტა... -გოგო 23 წლის ხდება და დაგვიანებას ვერ გადაეჩვია... ავტობუსიდან თავი გადმოყო ნიკუშამ და თვალი ჩამიკრა... -კუმ ფეხი გამოყო... უფრო ნინუცასთვის ჩავილაპარაკე და ორვე ფხუკუნით ავედით უკვე სავსე ავტობუსსში.. -როგორც იქნა დადგა ნანატი დღე აღფრთოვანებით წამოიყვირა უკნიდან ნინიამ... აღფთოვანებით შევხვდით ამას დანარჩენი საზოგადოებაც და ნინიას ყვირილს ჩვენც შევუერთდით... -მთელი ერთი თვე ერთად ნუცა... სიყვარული ჩაილაპარაკა მირომ და ნინუცას გახედა... -ხო სვანეთი, მე, შენ, ბავშვები და ეს მარტოსული... თითი ჩემკენ გამოიშვირა და თავისი საფირმო სიცილით დაგვაჯილდოვა... -კაი ნინუცა მორჩი და ისე თქვენ მთელი გზა ესე აპირებთ ჯდომას?? წარბაწეულმა გადავხედე ჩახუტებულ წყვილს და სახე რაღაცნაირად "დავმანჭე"... -აჰამ ორივე ერთდროულად დამეთანხმნენ და გამიღიმეს... -უიმეე... შეწებულმა ვთვქი და გავეცალე... ცარიელი ადგლი მოვნახე და ფანჯრისკენ დავჯექი.. კიდევ ნახევარი საათი მოგვიწია ერთ ადგილას დგომა, ბოლოს ლოდინით დაღლილმა უკვე დაწყნარებულ ავტობუსს გავხედე და ბავშვების გადათვლა დავიწყე... -აუ ყველანი ვართ და აღარ გავდივართ? მომაბეზრებლად ჩავილაპარაკე და სკამზე მუხლებით დავდექი.. -ხუთ წუთში მოვა ჩემი ძმაკაცი და წავალთ.. თვალები არც გაუხელია ნიკუშამ ისე მითხრა, მეც ძველ მდომარბაში დავბრუნდი და ლოდინი დავიწყე.. -აუ გავიდა ხუთი წუთი სადაა... -ვაიმე შვიდთვიანო!.. - გაღიზიანებულმა მომაძახა ნიკამ და თვალების გახელაც ინება - მოდი უკვე... ხელით მაღალი სილუეტისკენ მიმანიშნა და გამარჯვებულის ღიმილი აიკრა სახეზე... უკნიდან ნინუცას და მიროს შეწუხბული სიცილის ხმა ისმოდა და ორივე მამისმკვლელი სახით გავხედე და მაშნვე დადუმდნენ.. სავარძელში უკეთესად მოვთავსდი და ყურსასმენებიც მოვირგე... -ესეიგი ორ წუთში გავდვართ და ვისაც რამე გინდათ ჩანთებიდან მოსაცმელები რამე ამოიღეთ, თორემ ავტობუსი სვანეთამდე არ გაჩერდება.. ხმამაღლა წამოიძახა ჩემმა კურსელმა და თავისი ადგილი დაიკავა... ავტობუსს რომ გადავხედე მაქსიმუმ 15 ადამიანი ვყოფილიავით და ამ ფაქტით ნასიამოვნებს გამეღიმე... აი ის სანატრელი მომენტიც ავტობუსიც დაიქოქა და სვანეთისკენ მიმავალ გზას დაადგა... -აეე სვანეთი მოვდივარ დამხვდი სიჩუმე ახალმა დაარღვია და ჩემ გვერდზე ადგლი დაიკავა... მიუხედავად იმისა, რომ ფეხები მშვენივრად მელაგა სავარძელზე.. -ოე იდიოტ ფეხებზე მაზიხარ და მეტკინა... -რა პრობლემაა.. თავისთვის ჩაილაპარაკა ფეხებში ხელ მომკიდა თვითონ დაჯდა და ჩემი ფეხები მუხლებზე მელაგა... -იდიოტი.. ჩემთვის ჩავილაპარაკე და ფეხები ჩამოვაწყვე.. -ზუკა სასიამოვნოა.. დებილივით გამიღიმა და ხელი გამომიწოდა... -მარიამი უცებ ვუპასუხე და ხელი ჩამოვართვი.. -ისე მარიამ კარგად გელაგა ფეხები და მე არ მაქვს პრობლემა, თუ შენ... ირონიით მითხრა და გზას გახედა.. -ესე კომფორტულად ვარ... არც მე დავაკელი ირონია და ყურსასმენები გავიკეთე.. -ენამწარე.. მაინც გავიგე მისი ირონიული ხმა და ნერვებ მოშლილმა და ფანჯრიდან ყურება დავწყე... "მარიამ, არ ეუხეო იქნება შენი ბედია გოგო.." ტელეფონს დავხედე და ნინუცას შეტყობინების წაკითხვისას გამეღიმა... "იოცნებოს" უცებ ვუპასუხე და თვალები დავხუჭე... ყოველთვის როცა დიდ მანძილზე მიწევს მგზავრობა გზაში ყოველთვის მეძინება ხოლმე, არც ეს დღე იყო გამონაკლისი... ნელ-ნელა ვგრძნობდი თვალები როგორ მეხუჭებოდა, არც მე აღარ გავუძალიანდი და სიზმრებში გადავეშვი... ძილშიც ვგრძნობდი მწველ მზერას და რაღაცნაირი შეგრძნება მეუფლბოდა.... -მარუს ნელნელა გაიღვიძე რა... თვალები ზანტად გავახილე და მოშტერებულ ნინუცა გავხედე.. -ჰოუ ჩახლეჩილი ხმით ამოვილაპარაკე და თვალები მოვისრისე... -მალე ჩავალთ და გამოფხიზლდი რა.... უცებ მომახალა და თავისი ადგილისკენ წავიდა... მხოლოდ ეხლა დავაკვირდი, რომ თავი რაღაც რბილზე და ამავდროულად მაგარზე მედო, ნელა გავიხედე გვერდე და ირონილად მომღიმარი ზუკას სახის დანახვისას ელდანაცემივით გავსწორდი... -არა ისე, კაცმა რომ იკითხოს კაცები ვართ უნამუსოები, რამდენიმე საათის გაცნობილ გოგოს რო წავეფლირტავებით.... არანაკლებ ურონიული იყო მისი ხმა და ნერვები უფრო ამეშალა... -არაუშავს როგორმე ავიტან თვით ირონიაზე "ძილს".. -და როგორ ფიქრობ თვით ირონია აიტანს გაუტუცებული გოგოს მის სხეულზე ძილს?! რაღაცნაირი მზერით გამომხედა და ყველანაირი პასუხი რაც კი შემეძლო ამ მომენისთვის მეთქვა ჯანდაბაში იყო წასული... -იდიოტი ხარ.. მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე და გაბრაზებული წამოვფრინდი, ისედაც მოკლე შორტი უფრო ზემოთ ასულიყო, უცებ გავისწორე და ზუკას არეულ სახეს გავხედე -გამატარებ თუ გადაგაფრინდე?! -შემდეგში უფრო გრძელი ჩაიცვი, გაივალისწინე სვანთში მივდვართ და არა ზღვაზე... უხეშად მითხრა და გასვლის საშუალება მომცა... -იდიოტი, ხეპრე, დეგენრატი... ლანძღვით მივედი ნინუცამდე და პირდაპირ კალთაში ჩავუჯექი.. -რა იყო ვინ გააბრაზა ჩემი საცოლის გიჟი დაქალი? ღიმილით გამომხედა მირომ და წინ ჩამოყრილი თმები უკან გადამიწია... -შენი ძმაკაცის ძმაკაცმა... ბუზღუნით ამოვილაპარაკე და მაყაშვილის კალთაში უკეთესად მოკალათდი... -ფაქტურად ჩემი ძმააა, წავალ პასუხს მოვთხოვ... ღიმილით გაგვეცალა და თავისუფალ ადგილას გადავჯექი.... გამარჯობათ ბავშვებო ❤️ ახალი ისტორიით დავბრუნდი იმედია მოგეწონებათ ❤️ ღირს გაგრძელება?❤️ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.