არასდროს უშენოდ! (12)
ამ დღის შემდეგ ყველაფერს თვისი სახელი დაერქვა... მას შემდეგ მე სანდროს შეყვარებული ვიყავი... თითოეულ მის სიტყვაში ვგრძნობდი სიყვარულს და მარადისობის რწმენას ვსწავლობდი... ასათიანი თანდათნ გავიცანი... გავიგე ყველაფერი მასზე... რომელი საჭმელი უყვარდა, რომელი იყო მისი საყვარელი ფერი... გავიგე თთოეული წვრილმანი მის უმისამართო მოგზაურობებზე, მის წარსულზე... სანდრომ მომიყვა ერთი წლის წინ მომხდარმა ავტოკატასტროფამ როგორ შეიწირა მისი ძმის და მშობლების სიცოცხლე... მიამბო ისიც, რომ მშობლები უკანასკნელი ორი წლის მანძილზე ცოცხლად ჭამდნენ ერთმანეთს. სანდროს და მისი ექვსი წლის ძმის სიცოცხლე კი ჯოჯოხეთდ იყო ქცეული. ეს ოჯახური ორონტრიალი გახლდათ ასათიანის გაუფერულებული ცხოვრების მიზეზი... მშობლების დაძაბულმა ურთიერთობამ დააკარგვინა ყველაფერი, მოსწყვიტა მშობლიურ მიწას და სრულიად უცხო გარემოში გადახვეწა, ახლობლების და მეგობრების გარეშე... ...იმ ასაკში, როცა ცხოვრებით უნდა დამტკბარიყო გამუდმებით ისმენდა ატირებული დედის გოდებას და მთვრალი მამის გინებას... ...ვუსმენდი მას და თავადაც ცოცხლად ვგრძნობდი, იმ წნეხს, რომელსაც სანდრო განიცდიდა... უკანასკნელი წვეთი, მათი სამუდამოდ დაკარგვა აღმოჩნდა. სანდროს მამა ნასვამი მართავდა ავტომობილს, თან უმიზეზოდ ლანძღავდა ექვსი წლის ვაჟიშვილს და გამეტებულ მუშტებს უშენდა სახედალურჯებულ ცოლს... სანდრო იქამდე უყურებდა ამ სცენას, მანამ მოთმინების უკანასკნელმა წვეთმაც არ უმტყუნა და მამის მოღერებული ხელი ჰაერში არ დაიჭირა. ეს საკმარისი აღმოჩნდა ნასვამი კაცის ჭკუიდან გადასაყვანად და მანქანა უკიდეგანობაში გადაიჩეხა. სანდრო სასწაულით გადარჩა, მაგრამ ეს შემთხვევა სამუდამო დაღად დაესვა მის ფსიქიკას... ასათიანმა მითხრა ისიც, რომ, როცა თვრამეტი წლის შესრულდა სახლიდან გაქცევა დააპირა, მაგრამ პატარა ძმის დატოვება ვერ შეძლო. ...როცა ძმაც და მშობლებიც სამუდამოდ დაკარგა, მამის დანატოვარ კომპანიის მართვაზე უარი განაცხადა, საკრედიტო ბარათი ჯიბეში ჩაიდო და უმისამართოდ გაემგზავრა... სანდროს მამა მდიდარი და წარმოსადეგი კაცი ყოფილა, მანამ სანამ ალკოჰოლს შეეჩვეოდა და საკუთრ თუ ცოლ-შვილის ცხოვრებას თავდაყირა დააყენებდა. ის უზარმაზარი კომპანია, რომელიც ასათიანს ერგო, სანდრომ სანდო პირებს ჩააბარა და უკვე ერთი წელია წარსულიდან აღარაფერი უნახავს. *** დრო სწრაფად მიდიოდა... სამმა წელმა სამი წუთივით გაირბინა... სამმა იდეალურმა წელმა... სკოლა დავამთავრე და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტიც გავხდი... გვედრით მყავდნენ მშობლები, მეგობრები... ყოველდღე ვხედავდი ნიკას, სალოს, ნიას, ახვლედიანებს... გამოჩნდნენ ახალი ადამიანებიც, თუმცა წარსულმა იმდენად ძვირფასი ხალხი მიანდერძა, შენაძენმა არსებითი ხიბლი დაკარგა... თითქმის ყოველდღე დავდიოდით კინოში, პარკში, თეატრში... არდადეგებზე ზღვასა და მთაში. რეზო და ნანი ისევ მართავდნენ წვეულებებს და ჩვენც ძველებურად ვიდექით ერთ კუთხეში, ვუყურებდით პომპეზურ საზოგადოებას და სიცილით ვიჯერებდით გულს... მე და სალო ისევ დავდიოდით სავაჭრო ცენტრში, მაგრამ იქ აღარავის შევხვედრილვარ... აღარავის შევხვედრილვარ, რადგან გვერდით მყავდა ის ერთადერთი, რომელიც ცხოვრებას მერჩივნა... ასათიანი იმ დღის შემდეგ, როცა ჩემი ნებით, თავხედურად დავეწაფე მის ტუჩებს აღარსად წასულა... ცხოვრების წესად ქცეული, განუწყვეტელი მოგზაურობა წარსულს ჩააბარა და მის გულში მხოლოდ ჩემთვისღა არსებობდა ადგილი... სანდრო სანდროს ნაირი იყო და მას არაფერი ჰქონდა საერთო ჩემს ოცნების პრინცთან... სამი წელი ისე გავიდა ერთი თაიგული არ უჩუქნია ჩემთვის, სადღა დარჩეს ცეცხლისგან დანთებული გული და სერენადები... არც ლექსებად თქმული სიტყვებით გამოირჩეოდა, თუმცა მისი ნათქვამი -მიყვარხარ - ყველაფერს მერჩივნა... ხანდახან მწყინდა... მწყინდა ყოველი რვა მარტი, რომელიც იის და ვარდის ნაცვლად სამკაულით აღინიშნებოდა... მწყინდა ვალენტინობა, რომელიც ხანდახან ავიწყდებოდა კიდეც, მწყინდა დაბადების დღე, რომელსაც „გილოცავ კატ, ძალიან მიყვარხარ“ - წინადადებით მომილოცავდა... მწყინდა, როდესაც თხოვნაზე, წვიმაში გვესეირნა, სიცილით მპასუხობდა- რა სულელი მყავხარო...მწყინდა, უარი დილაუთენია მზის ამოსვლის საყურებლად გაღვიძებაზე... მაგრამ ვიცოდი, რომ ეს სანდრო იყო, ეს იყო ბიჭი, რომელიც შენიყვარდა... ეს იყო ის, ვისაც სიცოცხლეს ვერჩივნე და ნებისმიერს დაუფიქრებლად მოკლავდა, თუ კი ჩემს თვალზე ცრემლს დაინახავდა... ეს ყველაფერიც მისი ნაწილი იყო, მის მზრუნველ თვალებსა და თბილ მზერასთან ერთად, და თუ კი ასათიანი მიყვარდა, მთლიანად უნდა მყვარებოდა. მე არჩევანი გავაკეთე... სანდრო ავირჩიე და მაშასადამე ავირჩიე ცხოვრება რომანტიზმის ჩარჩოებს მიღმა... მერწმუნეთ, მისი ერთი შემოხედვა, მასთან ერთად ქუჩაში სეირნობა, მისი თბილი ღიმილი ყველაფერზე უკეთესი იყო... *** - ვაიმე რა ბედნიერებაა ერთი თვეც და ზაფხული მოვა. - სალოსთნ ერთად უნივერსიტეტის შენობიდან გამოვედი და გალაღებული დავეშვი კიბეებზე. - აუ მეც ძაან მიხარია. ზღვაზე წავალთ. - მიყვარს ზაფხული. - თვალები დავხუჭე და ხელებგაშლილი დავტრიალდი. რათქმაუნდა, ჩემს გარდა ვინ მოიფიქრებდა კიბის საფეხურებზე ციბრუტივით ტრიალს, თან თვალებდახუჭული. შედეგმაც არ დააყოვნა. სალოს კივილი გავიგონე და მივხვდი სულ მალე დავეცემოდი, მაგრამ... - დაგიჭირე. - ვიღაცამ ძალზედ გახარებული ხმით წამოიძახა და გულში ჩამიკრა. დაცემის მოლოდინისას დახუჭული თვალები რომ გავახილე და ახალგაზრდას, რომლის მკლავებიც მიჭერდნენ, რომ არ წავქცეულიყავი, ავხედე, შევკრთი. - თავს დავდებ პირველ კურსელი ხარ. - ყმაწვილმა უხერხულად დამხედა და ოცდათორმეტივე კბილი დაკრიჭა. - იცი? ასე საუბარი არც ისე კომფორტულია. - თვალებით ჩემს მის სხეულს მიკრულ სხეულზე ვანიშნე. - უფს, დამავიწყდა. - უცნობი წამოდგომაში დამეხმარა და როგორც კი ნიადაგზე მყარად მდგარი დამიგულა ხელი გამომიწოდა. - მე დემეტრე ვარ, დემეტრე თოდუა. - კატო ხიდაშელი. - ხელი ჩამოვართვი. - ეს კი ჩემი მეგობარია. სალომე ჩიქოვანი. - სასიამოვნოა. - ჩვენთვისაც. - სალომ ამ ხნის მანძილზე პირვლად ამოიღო ხმა. - ისე გაითვალისწინე, კიბეებზე სიარულის დროს ტრიალი არც ისე უსაფრთხოა. - დემეტრე მე მიყურებდა და რაღაც მომაჯადოვებლად იღიმოდა. ახლაღა ავათვარიელი ჩემს წინ ასვეტილი ყმაწვილი და უნდა ვაღიარო, ძალიან სიმპატიური იყო. დაკუნთული სხეული ზორბა შეხედულობას აძლევდა,ტანზე მომჯდარ მაისურსა და მოდურად დახეული ჯინსებიში ისე გამოიყურებოდა მოდელი გეგონებოდათ. თვალები თაფლისფერი ქონდა... არც ყავისფერი, არც მწვანე... ზუსტად თაფლისფერი, ასეთი თვალები მიყვარდა, მაგრამ ჯერ არასდროს მქონდა ნანახი... ზუსტად თაფლისფერი... სახის ნაკვთები, თითოეული კონტური იდეალურად ერწყმოდა მთლიანოას და საბოლოო ჯამში უნაკლო ახალგაზრდა კაცს ქმნიდა. - კარგი, გავითვალისწინებ. - თვალის მოუშორებლად ვუპასუხე. - პირველ კურსელი ხარ ხო? - კი... საიდან მიხვდი? - მხოლოდ პირველკურსელი მოახერხებდა ოცნებებში წასულს ფარფატი დაეწყო საკმაოდ ციცაბო კიბეზე. - საკუთარ თავზეც გამოცდილი უნდა გქონდეს ისე ლაპარაკობ. - გულწრფელად გავუღიმე. - არა... საკუთარ თავზე გამოცდილი ვერ მექნება, რადგან საქმე მარტო პირველკურსელობაშიც არაა, კიდევ ერთი კომპონენტია საჭირო. - საიდუმლოა? - უჰ, თან როგორი... მაგრამ, შენისთანა ლამაზი გოგოს წინაშე უძლური ვხდები. - თვალი ჩამიკრა. გამეცინა. - მაშ გამიმხელ? - სხვა გზა მაქვს? - ყურადღებით გისმენ. - შეყვარებულიც უნდა იყო. - მმმ, საინტერესოა. - ნამდვილად... თანაც სინამდვილეა... გინდა დაგიმტკიცო.? - სცადე. - შეყვარებული გყავს? - კი. - აი, ხომ ხედავ. - კიდევ ერთხელ ჩამიკრა თავლე და გაიკრიჭა. მასთან ერთად მეც გამეცინა. ცოტახნის დუმილის შემდეგ თვალებში ჩავხედე და დაბალი ტემბრით ვთქვი. - უნდა წავიდე, დემეტრე. - ვიმედოვნებ კიდევ გნახავ, კატო. - ისევ მომაჯადოებლად გამიღიმა. მეც გავუღიმე და კიბეზე დავეშვი. კატოსთან ერთად ხმაამოუღებლად ჩავიანე ოთხი საფეხური, როცა ზურგს უკან დაწეულმა ხმამ შემაჩერა. - კატო... - მივბრუნდი. - ულამაზესი ხარ. - ეს მითხრა და კიბეები თვალის დახამხამებაში აირბინა. მანამ ვიდექი გაუნძრევლად, სანამ თვალს არ მოეფარა. სახეზე ღიმილი მეფინა. შემდეგ მოვბრუნდი და სალოსთან ერთად განვაგრძე გზა. სანამ უნივერსიტეტის ეზო არ დავტოვეთ და მანქანაში არ ჩავსხედით სალოს ხმა არ ამოუღია. როგორც კი მანქანა დავძარე ქალბატონმა მკაცრი ტონით დაიწყო: - იცი, რომ ცოტახნის წინ სრულიად უცნობ ბიჭთან ფლირტი გააბი? - რას სულელობ სალო? - მისთვის არ შემიხედავს, ისე ვუპასუხე და თან გავიღიმე. - არაფერსაც არ ვსულელობ! - რა ფლირტი სალ? ხუთი წუთიც არ გვილაპარაკია... - სამაგიეროდ სასიამოვნმოდ ჟღურტულებდით. - არაფერსაც არ ვჟღურტულებდით! უბრალოდ სასიამოვნო პიროვნება გამოდგა და სიტუაციის შესაბამისად ცოტახანს ვისაუბრეთ. - ხოდა მაგ სასიამოვნო პიროვნებაზე დღესვე რომ მოვახსენებ სანდროს, მერე ისაუბრეთ. - პატარა ჭორიკანა. ნუ შეწუხდები, თავად მოვახსენებ სანდროს. - სალოს ლოყაზე წავეთამაშე და გულიანად გავიცინე. ............................ იმედია მოგეწონებათ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.