ნოემბრის წვიმა XII
მას შემდეგ რაც ტატუ ერთად გავიკეთეთ, ჩვენს შორის ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. არ ვიცი, როგორ ვახერხებდით, მაგრამ მთელ დღეებს ერთად ისე ვატარებდით, რომ ნინა ამის შესახებ საერთოდ ვერ გებულობდა. ყოველ შემთხვევაში, იმ დროს ჩვენ ასე გვეგონა... ნიკოს განსაკუთრებით უყვარდა მანქანით ახალ ბულვარში, პირდაპირ ზღვის სანაპიროზე გაჩერება, ზღვის ტალღების ცქერა, უაღრესად სასიამოვნო ტალღების სანაპიროზე შეხეთქების ხმის მოსმენა და საუბარი, უსასრულო საუბარი... ხშირად მეუბნებოდა, რომ თავს განსაკუთრებულად თვლიდა, რადგან ჩემში ერთ–ერთი ყველაზე სანუკვარი საიდუმლო ამოიცნო – მწვანე თვალები... ყოველთვის თვალებში მიყურებდა და სულ იმას მიმეორებდა, რომ ჩემზე ლამაზი თვალები ამქვეყნად არავის აქვს. მასთან ერთად გატარებული ყოველი წამი სამოთხე იყო დედამიწაზე... ჩვენ მონათესავე სულებივით ვიყავით, არასოდეს გვბეზრდებოდა ერთმანეთი... მე მასში საკუთარი თავი ვიპოვე და მენატრებოდა მაშინაც კი, როდესაც ჩემს გვერდით იდგა და უბრალოდ მეხუტებოდა... მენატრებოდა მაშინაც, როდესაც თვალებში მიცქერდა და გულწრფელ სიტყვებს მეუბნებოდა... მენატრებოდა მაშინაც, როდესაც რაღაცებზე მეხუმრებოდა და მეთამაშებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემს ნერვებზე მოქმედებდა... შემეძლო მისთვის სამუდამოდ მეცქირა, შემეძლო ნებისმიერი დამეთმო ამქვეყნად და მეცქირა მისთვის, მისი იდეალური ტანის, გრძელი თითების, უსაზრღვროდ მიმზიდველი სახისადმი... გაგიკვირდებათ, მაგრამ მას ძალიან, ძალიან უხდებოდა შრამი წარბზე, რომელსაც ის ვერ იტანდა მე კი მისი მიმზიდველობის ერთ–ერთ მიზეზად აღვიქვამდი. ნიკოს არ უყვარდა გაზუთხული ფრაზები, დაზეპირებული ტექსტები და ერთი და იგივე სიტყვები, რომელთა დანიშნულებაც რეალურად სიყვარულის გამოხატვა... მაგრამ მას არ უყვარდა, რადგან იცოდა, რომ ამის არავითარი საჭიროება არ იყო... ხომ გესმით, როგორია, როდესაც ადამიანს თვალებში უყურებ და ხვდები, რომ შენი მისდამი სიყვარული უსაზღვროა და პირიქითაც? განა ამ დროს საჭიროა სიტყვები? რას აკეთებენ ისინი, განა მათ თვალებზე მეტად შეუძლიათ გრძნობების გამოხტვა? არასოდეს... ნიკოს თვალებში სიყვარულის მარადისობას ვკითხულობდი და ყოველი მასთან გატარებული წამი მარწმუნებდა იმაში, რომ ამ გრძნობას თან ვატარებდი ბოლო ამოსუნთქვამდე... ერთ დღეს შემომთავაზა მასთან ერთად მისი უახლოესი ძმაკაცის – ბექას დაბადების დღეზე წასვლა. ძალიან ბევრი ვიფიქრე, გადამედგა ეს ნაბიჯი თუ არა, წავსულიყავი ნიკოსთან ერთად იქ, სადაც უამრავი ადამიანი იქნებოდა... „მაგრამ შემდეგ გავაცნობიერე, რომ თუ ნიკომ ერთად წასვლა შემომთავაზა, და ის არ ერიდება ჩვენს ერთად გამოჩენას საზოგადეობაში, მითუმეტეს არ უნდა მრცხვენოდეს მე...“ ადამიანმა ყოველთვის უნდა გააკეთო ის, რაც გულში პირველად გაგიელვებს. შეიძლება ამან შემდგომ დაუფიქრებელი საქციელის სახეც კი მიიღოს, მაგრამ მთავარია რომ ეს ისაა, რაც შენ თავიდანვე გინდოდა... ასეც მოვიქეცი და ნიკოს დაბადების დღეზე გავყევი... დაახლოებით 30 კაციდან არავინ იცოდა ნიკოსა და ნინას „ურთიერთობის“ შესახებ, ამიტომ არაფერი იყო სამარცხვინო ჩემს იქ გამოჩენაში. არცერთი მისი მეგობრის გაცნობისას არავის ვუხსენებივარ როგორც ნიკოს „შეყვარებული“, ალბათ ასეც იყო საჭირო. თავი არ მიგრძვნია უხერხულად იმის გამო, რომ ხალხმა არ იცოდა ვინ ვიყავი, რადგან ჩვენს თითოეულ მოქმედებაში იკვეთებოდა ერთმანეთისადმი სიყვარული, ჩემი და ნიკოს ურთიერთობის სტატუსი კითხვის ნიშნის ქვეშ არ ყოფილა, რადგან ისედაც ცხადი იყო, ვინ ვიყავი და რას წარმოვადგენდი მის ცხოვრებაში. მისმა მეგობრებმა დადებითად მიმიღეს. ეს იყო ერთ–ერთი ყველაზე დაუვიწყარი საღამო ჩემს ცხოვრებაში და მე ასეთი ნიკო არასოდეს მინახავს... (თხოვნაა წაიკითხოთ სიმღერის ფონზე <3 ) https://www.youtube.com/watch?v=UlatY3u2mjc ძალიან კარგ ხასიათზე იყო და ბევრს სვამდა, ერთი წუთითაც კი არ მტოვებდა უყურადღებოდ მიუხედავად იმისა, რომ გამუდმებით მასთან მოდიოდნენ და სულ ვიღაც რაღაცას ელაპარაკებოდა. როდესაც მეფის გამორჩეული სიმღერა ჩაირთო, სიგარეტი ძალიან სწრაფად ჩააქრო და საცეკვაოდ გამიწვია, ამ სიმღერაზე რომ არ მეცეკვო, თავს არ ვაპატიებ და არც შენო... სცენაზე ისე გავედით, ვერც კი გავაცნობიერე, აბსოლიტურად ყველა ჩვენ გვიყურებდა მაგრამ საერთოდ არ მიგრძვნია უხერხულობა, მხოლოდ მას ვუყურებდი და ვყვებოდი მის ნებისმიერ მოძრაობას, რომელნიც ისე ძლიერად მხვევდნენ სიამოვნების თავბრუს... გამუდმებით მატრიალებდა და სულ იმას მიმეორებდა, რომ არაჩვეულებრივად ვცეკვავ, ეს იყო პირველი ცეკვა ჩემს ცხოვრებაში. – ვიცი ვერ გნახავ დიდი ხანი, და ყვავილებით ვერ მოგირთავ თავს... არ მავიწყდება შენი კანი.... და მენატრება შენი ნაზი ხმა... ჩუმად ყვებოდა მეფის განუმეორებელ ჰანგებს და ყურში ერთსა და იმავეს მიმეორებდა... – ასე ძალიან ახლოს ხარ, მაგრამ მაინც მენატრები ანნა... ცეკვის დროს სულ გულში მიკრავდა და ათას სასაცილო რაღაცებს მეუბნებოდა, ვიცინოდი ხმამაღლა და ლაღად, თავი ყველაზე ბენდნიერად მიმაჩნდა... მის მკლავებში სიკვდილიც კი სასიამოვნო იქნებოდა ჩემთვის... მისი მეგობრები კი გვიყურებდნენ, გვიყურებდნენ აღტაცების თვალებით და, ასე მეგონა, ეს მომენტი გაგრძელდებოდა სამუდამოდ... როდესაც სიმღერა დამთავრდა, ხელში მსუბუქად ამიტაცა იმდენად ძლიერად ჩამიკრა გულში, რომ სუნთქვა შემეკვრა... სუსტად მოვხვიე მის ძლიერ წელს ხელი და სული სითბოთი ამევსო... ყურში ჩამესმოდა მისი მეგობრების ტაში, რომელსაც არც მე ვაქცევდი ყურადღებას და არც ის, მხოლოდ ერთხელ ვუთხარი, რომ მიყვარდა, მიყვარდა მთელი არსებით... მოგვიანებით ვერანდაზე გავედით, ძალიან მთვრალი იყო. – ანნა, მთავრეს ახედე გთხოვ.. მინდა დაინახო ეს სილამაზე, ყოველდღე ასეთი არ არის მთვარე... დღეს არის განსაკუთრებულად ლამაზი... დაკვირვებულხარ ოდესმე, როგორი იდუმალია მთვარე? – ძალიან ხშირად ნიკო... მიყვარს მთვარეზე ყურება... – გიყვარს მაგრამ დარწმუნებული ვარ ბევრი რამ არ ამოგიკითხავს მასში, ჩემო ლამაზო ადამიანო.. მთვარე გულს გიშლის, გაძლევს უფლებას ამოიკითხო რა აქვს გულში, მას შეგიძლია დაუსრულებად უყურო და ათას სისულელეზე იფიქრო.. აი მზეს კი თვალსაც ვერ გაუსწორებ... ამიტომ არის გამორჩეული ანნა...ისევე, როგორც შენ ხარ გამორჩეული ადამიანი ჩემს ცხოვრებაში... მითხარი ანნა, როგორ უნდა ვიცოცხლო შენს გარეშე, ერთი დღეც კი? მითხარი, რად მინდა ისეთი დღის გათენება, როდესაც შენ არ იქნები ჩემს გვერდით? შენი სილამაზის გარეშე, ჩემს ცხოვრებას აზრი არ აქვს, ანნა... – ძალიან გამიჭირდა თავის შეკავება, ნიკო იმდენად მთვრალი იყო, რომ ფეხზე ძლივს იდგა და ამ ყველაფერს მეუბნებოდა, ნამდვილად გულიდან წამოსულს.. თავი ვერ შევიკავე და ავტირდი... ვუყურებდი და ცრემლები მდიოდა სიხარულისგან... ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი, თუ ის ასეთ სიტყვებს მეტყოდა... – შენ ხარ ჩემი ცხოვრების ნათელი წერთილი.. ერთადერთი, რისი დაკარგვისიც მეშინია... ნუ ტირი ანნა, იტირე მაშინ, როდესაც ერთად არ ვიქნებით ან ჩემგან შორს იქნები... არ მიყვარს შენი ცრემლები საყვარელო, იმდენად არ მიყვარს, რომ შემიძლია შენი თუნდაც ერთი ცრემლების გამო ადამიანი მოვკლა... როცა წარმოვიდგენ, რომ ვინმე თითი შეგეხო, რაიმე გატკინა, გავნო, გაწყენინა, ჭკუა მეკეტება, შენ ხარ ჩემი უნაზესი ფიფქრი, რომელთან მიკარების უფლებასაც არავის მივცემ... ნუ ტირი, ძალიან გთხოვ... მე მხოლოდ სიმართლეს გეუბნები, მინდა ეს სიმართლე სამუდამოდ გულით ატარო... თითებს ნაზად მიკოცნიდა და გულში მიხუტებდა... ის ჩემთან უაღრესად გულწეფელი იყო და ასეთი მომენტებისთვის შემეძლო ყველაფერი გამეღო... ყველაფერთან ერთად, ის რაც მასში მაოცებდა არის ის, რომ მას არც ერთხელ უცდია რომ ჩემთვის ეკოცნა. მეხუტებოდა, თითებზე მეფერებოდა და ათას ისეთ სიტყვას მეუბნებოდა, რომელზეც უამრავი გოგონა ოცნებობს, თუმცა მას არცერთხელ უკოცნია ჩემთვის... ეს იყო ის, რასაც, შეიძლება ითქვას, მასში ყველაზე მეტად ვაფასებდი და თან ამავდროულად მიკვირდა, რომ ეს ასე ხდებოდა თანაც მაშინ, როდესაც ძალიან ნასვამი იყო... დღემ, რომელმაც მიჩვენა, თუ როგორ ძლიერ გრძნობას განიცდიდა ჩემს მიმართ ნიკო, ძალიან სწრაფად ჩაიარა... მიუხედავად დაღლილობისა, ეს იყო კიდევ ერთი, მორიგი თეთრად გათენებული ღამე ჩემს ცხოვრებაში ოღონდ ამჯერად მიზეზი, რის გამოც არ შემეძლო დაძინება იყო ბედნიერება... ******** ძალიან ბევრს უყვარს ზაფხული. გასაგებიცაა, არ არის სკოლა – არ არის პრობლემები. ამ მხვრივ გამიმართლა. მე–9 კლასიდან სკოლიდან გამოვედი. ალბათ იფიქრებთ რა გიხარია მერე, ჭკუა შენ არ გექნება და არც ელემენტალური წარმოდგენა საგნებზეო. მაგრამ გავიწყდებათ, რომ ყველაზე მზრუნველი, ყურადღებიანი და კრეატიული მამა მე მყავს! როდესაც ვაჟას პირველად განვუცხადე, რომ სკოლიდან გამოსვლა მინდოდა, საშინელი რეაქცია ქონდა. თვითონ ძალიან განათლებულია, არაერთხელ უთქვამს ჩემს წინაშე, თუ გინდა ცხოვრებაში რამეს მიაღწიო, დღეში 26 საათი უნდა იმეცადინო და წიგნებში უნდა გქონდეს თავი ჩაფლულიო. ყოველთვის ვეკითხებოდი თუ სად მენახა ის +2 საათი და მპასუხობდა საოცრად – ძილს მოაკელიო. მის სიტყვებზე სულ მეცინებოდა და მხოლოდ ახლაღა ვაცნობიერებ, რომ სასაცილოს არაფერს ამბობდა. მთელი ერთთვიანი ჩხუბების შემდეგ, როდესაც უკვე თვითონაც მიხვდა, რომ კლასელების ყოველდღიური დაცინვები, დამცირებები ჩემს ფსიქიკაზე, რბილად რომ ვთქავთ ძალიან მოქმედებდა, მომცა უფლება რომ სკოლიდან გამოვსულიყავი, მაგრამ ამით არ მთავრდებოდა ჩემი სწავლა. შემიყვანა სპეციალურ ფრანგულ სკოლაში სადაც კონკრეტულად ჩემი კლასი მხოლოდ 3 ბავშვისაგან შედგებოდა. 4 წელი ნაყოფიერად გავატარე ამ დაწესებულებაში და მომცეს ფრანგული ენის სერთიფიკატი. გამომდინარე იქიდან, რომ ნინა საკმაოდ კარგად ფლობდა ფრანგულს, ბავშვობიდან მქონდა ამ ენასთან შეხება. თანაც, ნათლიაჩემი სტუდენტობის წლებიდან საფრანგეთში ცხოვრობს და ვაჟა სულ მეუბნებოდა, კარგად ისწავლი და პარიზში გაგიშვებო.... ძალიან დიდი მონდომება რომ გამომეჩინა, რომელიმე უნივერსიტეტშიც კი უპრობლემოდ ჩავაბარებდი, რადგან უნიჭო არ ვიყავი, უბრალოდ ნებისყოფა არ მყოფნიდა. ფრანგული სკოლიდან გამოსვლის შემდეგაც უამრავი ფრანგული წიგნი მაქვს წაკითხული და სხვათაშორის, მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მიყვარდა სწავლა.. თუმცა, ცხოვრებაში ნებსმიერ რესურსსა და შესაძლობებას სწორად გამოყენება სჭირდება. უნდა ვაღიარო, რომ ნიკოს ჩემს ცხოვრებაში გამოჩენამდე, ძალიან ბევრს ვფიქრობდი ნათლიაჩემთან საფრანგეთში წასვლაზე, თუმცა ამ პერიოდში იმდენად ბედნიერი ვიყავი, რომ ქვეყნიდან კი არა, ბათუმიდან წასვლაზეც კი ზედმეტი იყო საუბარი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.