emotions -it's love 5
უცბად გაქრა ისევ, სიტყვის უთქმელად. ბოლოს, რომ ვნახე ჩამეხუტა, თმაზე მომეფერა და წავიდა, სულ ეს იყო.... 2 ან 3 თვე იყო ალბათ გასული, საერთოდ არსად ჩანდა: არც ჩემს ბლოგზე, არც კაფეში, არც მზიურში და არც ილის წინ, როგორც სჩვეოდა. მე, მე არ ვიცი ჩემს მდგომარეობას რა ერქვა, ეს არც დეპრესია იყო და არც ფსიქოზი. როგორც სიყვარული იყო უცნაური ანალოგიური იყო მონატრებაც და წყენაც. მაგრამ არ მწყინდა, უფრო ვერ , უბრალოდ არ შემეძლო, თავიდანვე ვიცოდი, რომ წავიდოდა, აუცილებლად წავიდოდა. ვიცოდი ეს, ვიცოდი რომ ბოლომდე ვერ გაძლებდა ჩემთან, ვერ გაძლებდა, მე არ ვიყავი მისნაირი. მასაც თავისნაირი სჭირდებოდა და არა უბრალო გოგო, ჩვეულებრივი ფიქრებითა და გარეგნობით. მე არ მქონია არასდროს მისნაირი ოცნებები. მის თავში სულ რაღაც ხდებოდა, არ ვიცი ეს რაიყო აფეთქებები თუ კიდევ ამაზე უარესი მაგრამ, მას იქ სადღაც თავისი სამყარო ქონდა შექმნილი სადაც მე საერთოდ არაფერი მესაქმებოდა, იქ ჩემი ადგილი არც იყო და არც ახლა არის. იქ მოხვედრით უბრალოდ წავბილწავდი მისთვის წმინდას, მის სამყაროს და მთლიანად გავანადგურებდი მას. მიუხედავად ყველაფრის მაინც ვეძებდი ყველგან, სულ თვალებს ვაცეცებდი აქეთ-იქით იქნებ დამენახა შემთხვევით სადმე, ისიც ხომ ჩვეულებრივი ადამიანი იყო და იქნებ ქუჩაში სადმე შემთხვევით გადავწყდომოდი. ხომ შემეძლო რომ მიმეწერა, მაგრამ არ ვწერდი, არა იმიტომ, რომ ჩემს თავს ვერ გადავიჯებდი. არა! უბრალოდ ყველაფერი ასე უნდა ყოფილიყო. ზუსტად მაშინ გავაცნობიერე, თუ როგორ ვიყავი დამოკიდებული მასზე და როგორი ძნელი არის ასე ცხოვრება. ისევ ისე, უაზროდ გადიოდა დღეები, უნივერსიტეტი, მზიური ან კაფე, სახლი, ბლოგზე ბოდიალი და ძილი, ჰო სულ ეს იყო. ღამის 2 იყო, ვერაფრით ვიძინებდი, რაღაცნაირად ვიყავი, რომ არ იცი რა გაწუხებს ან რა გტკივა მაგრამ მაინც ცუდად რომ ხარ. მესმოდა ტომ იორკის ხმა და ლოყები ნელ-ნელა მისვლდებდა. მინდოდა, რომ დამეხატა, დავიწყე კიდეც მაგრამ ოდნავადაც არ გავდა მას . ბოლოს ვეღარ მოვითმინე და ბლოგზე დავწერე :მონატრება ძველი ადამიანების, ძველი “მე”-სი, სივრცითი, დაუსრულებელი მონატრება. ძვლების ატკიებამდე, ცხარე ცრემლით ტირილამდე მონატრება, სხეულისა და სულის დაცარიელებამდე მონატრება… არ ვიცი რატომ დავწერე, მაგრამ ფაქტია ცოტათი მიშვლა და შვება ვიგრძენი, სულ ოდნავ მაინც. გადავწექი საწოლზე და ჩემს კედელზე გაკრულ სურათებს მივაშტერდი, მერე კი მორფეოსის სამყაროში გადავეშვი და რა თქმა უდნა ის ვნახე. მიღიმოდა, მაგრამ შორიდან. არ მოვიდა ჩემთან ძალიან გავბრაზდი და გზას გავუყევი, მერე კი მაღვიძარამ გამაღვიძა. მეგონა, რომ წაიკითხავდა ჩემს ნაწერს და ახლა მაინც გამოჩნდებოდა, მაგრამ არა! უკვე დარწმუნებულიც კი ვიყავი მის არაეალურობაში. მეგონა კიარა უკვე დარწმუნებულიც კი ვიყავი, რომ შიზოფრენია მჭირდა, ან უბრალოდ ჩემი ცნობიერებიდან წარმომდგარი ადამიანი იყო, რომელიც ჩემს ტვინს შეექმნდა და მისით არსებობდა.... საბოლოოდ 5 თვე იყო გადაკარგული ბოლოს როგორც იქნა ისევ გამოჩნდა ისევ მოულოდნელად, ისევ თავისებურად. ზღვიდან ახალი დაბრუნებული ვიყავი, სადაც ჩემს ერთადერთ დაქალთან ერთად ვისვენებდი, რა რიცხვი იყო "Rooms hotel"-ში Luna9-ის ლაივი იყო და არაფრით შემეძლო ამ ლაივზე არ წავსულიყავი, მიუხედავად იმის, რომ მარტო მივდიოდი. მათ წინ ვიდექი და ვუსმენდი, მგონი ასტრალში ვიყავი გადასული, საოცარი ჰარმონია იყო. იქ ჩემთვის, ჩემს სამყაროში,Paper Cranes-ის ჰანგებით გარშემორტყმული, სასმლით ხელში, უაზროდ ვირხეოდი და ვიგრძენი, რომ ისევ შემეხო ვიღაცის ხელი, ხელზე და მივხვდი, რომ ის იყო. თვალები არც გამიხელია ისე გამეღიმა, ვგრძნობდი რომ ძალიან ძალიან ახლოს იყო ჩემს ყელთან, მისი სუნთქვა ტაოს მაყრიდა და გულს მიჩქარებდა. ვიგრძენი, როგორ შემეხო ტუჩებით არტერიაზე და ლამის გულმა დამარტყა. არადა მთელი 5 თვის განმავლობაში ვფიქროობდი და წარმოვიდგენდი, როგორი იქნებოდა ჩვენი შეხვედრა ამ ამბების მერე და ყოველთვის ბანალური ჩვეული სიტუაცია მიდგებოდა თვალწინ ის დგას და მიყურებს ზევიდან მე კი მას მკერდზე გაწარებული ვურტყამ ხელს და ვტირი. ჩემს ყელს მოშორდა და მეც გავახილე თვალები. და როგორც პირველად ისევ ისე ჩავიძირე მის თვალებში, ის კი კვლავ თავისებურად მიღიმოდა და ჩემ თითებს ეთამაშებოდა. არაფერი არ გვითქვამს საერთოდ, უბრალოდ ვიდექით გვერდი-გვერდ და გვესმოდა"i fall in love too easily". იქიდან კი ისევ სახურავზე მოვხვდით, ჩვენს სახურავზე, ისევ ისე ვიწექით და ვუყურებდით ვარსკვლავებით მოჭედილ ცას. -i have fallen in love too easily -it's your problem. ჩვეულებრივად გავეცი პასუხი, არადა ჩემს გონებაში ვინ იცის რა ხდებოდა. გაუკვირდა, მაგრამ არ შეიმჩნია, წამოწია და ზევიდან დამხედა, ისევ მიღიმოდა. მე არ ვიცი ეს ლაპარაკი საერთოდ რატომ დავიწყე, რა მინდოდა, მაგრამ ალბათ მაშინ იმოქმედა და მაშინ აფეთქდა ჩემი ყველა ნერვი. -ხოიცი რო უაზრობაა არა ?! ხოიცი რო არშეიძლება მე და შენ ერთად ვიყოთ, არ შეიძლება გვიყვარდეს ერთმანეთი, არ შეიძლება ასე არა! არა! შენ მაინც ხომ იცი, რატომ მტკენ ასე გულს. და საერთოდ რატომ მაინცდამაინც მე ? ხომ შეიძლებოდა სულ სხვა მჯდარიყო მაშინ კაფეში და მასთან მისულიყავი არა?! მე უკვე ცრემლებს მუჭით ვიწმენნდი და ისევ ღვრიდი ცრემლს, არვიცოდი რას ვლაპარკობდი სლუკუნით, ის კი გაკვირვებული შემომცქეროდა, მერე კი ჩამეხუტა, მაგრამ სულ სხვანაირად. სულ სხვა სითბოთი, სულ სხვა ემოცით, სულ სხვა მუხტით. ჩემი აფარებული ხელები ჩამომაღებინა სახიდან და ცრემლები ღიმილით მომწინდა. -არადა იცი, რომ ზუსტად ყველაფერი ისე უნდა იყოს როგორც არის. მე ხმას ვერ ვიღებდი ვიჯექი 4 წლის ბავშვივით, რომლსაც შოკოლადი არ უყიდეს და ახლა ამის გამო სლუკუნებს და ტირილისგან მხრები უცახცახებს. -ჩაი? სლუკუნით ძლივს ამოვთქვი 1 სიტყვა და მას შევხედე ჯერ კიდევ წყლიანი თვალებით. მან კი ისევ ისე გამიღიმა, წამოდგა ხელი გამომიწოდა და ერთად გავუყევით გზას. მაღალი, უცნაური, მორიჟაო თმით და წვერით ბიჭი და დაბალი, ჩვეულებრივი, მხრამდე ყავისფერი თმით, მხრებ მოცახცახე გოგო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.