შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უჟმური უფროსის წესები (თავი 6)


1-04-2016, 00:13
ავტორი nuki-nuka
ნანახია 4 757

ელენე
მეორე დილით 7 ის ნახევარზე გაიღვიძა, , რადგან სახლს ერთი სააბაზანო ქონდა იფიქრა მოვასწრო სანამ დანარჩენები გაიღვიძებენ და ვიბანაოო. სააბაზანოს კართან იდგა და ის-ის იყო უნდა შესულიყო რომ კარი გაიღო და იქიდან თითქმის შიშველი, პირსახოც შემოხვეული თორნიიკე გამოვიდა. კარგად დაინახა მისი ზომიერად დაკუნტული სხეული, სირცხვილისაგან სახე აუწითლდა და თავი დაბლა დახარა.
- უკაცრავად ... მე... მე მეგონა რომ არავინ იქნებოდა - დაბნეული ხმით ეუბნებოდა თორნიკეს, რომერლსაც მისი სახის გამო სადაცაა ბოლო ხმაზე გადაეხარხარა.
- კარგი არაუშავს მე წავალ და შენ შედი - ღიმილით უთხრა თორნიკემ და იქაურობას გაეცალა.

სააბაზანოდან გამოსულს ყველა გაღვიძებული დახვდა, ღიმილით მიესალმა ყველას და თავის ოთახში შევიდა. ტანსაცმელი უცებ ამოარჩია და ტანზე მოირგო, კარები გააღო და დანარჩენებთან გავიდა ოთახში. ყველა მისაღებ ოთახში დახვდა.
- 8-ზე უნდა შევხვდეთ დანარჩენებს და დაიწყება ჩვენი ექსკურსიაც - ღიმილით ჩაილაპარაკა ნინომ და სიხარულით შემოკრა ტაში.
- კარგით, მაშინ მემგონი დროა უკვე გავიდეთ და სანამ იქამდე მივალთ და ყველა შევგროვდებით გახდება კიდეც რვა - სერიოზული ხმით ჩაილაპარაკა თორნიკემ და გარეთ გავიდა, უკენ კი ბიჭები მიყვნენ. გოგოები ცოტა გვიან გავიდნენ თან ლაპარაკობდნენ
- რა მოხდა აბა ქალბატონო გუშინ - ღიმილით კითხა ნინომ ელენეს.
- არაფერი რავიცი, ჰამაკში ვიჯექი და არაფერი - უხერხული ღიმილით ჩაილაპარაკა და გარეთ გავიდა. გოგოებმაც აღარ გამოკითხეს დაწვრილებით და სხვა თემაზე გადაიტანეს საუბარი. გზაში ლაშა სასაცილო რაღაცეებს ყვებოდა და ყველას ამხიარულებდა, სიცილ-სიცილით მივინენ დანიშნულების ადგილას. ცოტახანში ყველა მოგროვდა და დაიძრნენ უშგულის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიისაკენ. აღფრთოვანებით უყურებდა ელენე იმ სილამაზეს, რაც სვენთს ჰქონდა და გაკვირვებისაგან კინაღამ პირი დააღო თორნიკემ, რომ შეითავსა გიდის ამპულა. დიდი ყურადრებით უსმენდა თორნიკეს ნაამბობ ყველა სიტყვას. ეკლესიის მოლოცვისა და სურათების გადაღების შემდეგ ერთ-ერთ სოფელში ჩავიდნენ, გაიცნეს იქაური მოსახლეობა და სვანური კერძები დააგემოვნეს. დაათვალიერეს რამოდენიმე კოშკი და თითოულ კოშკზე თორნიკე ინფორმაციებს აცნობდა. დაღლილ დაქანცულები საღამოს 7 საათზე მივიდნენ სახლში
- ვაიმეე, როგორ დავიღალე. - წუწუნებდა ნინო და თავის ქმარს ზედ ეკვროდა.
- ვაიმე ეხლა ყავა თუ არ დავლიე, ალბათ ფეხზე მდგომს დამეძინება. - დაიწუწუნა მაკამ და სამზარეულოსაკენ წავიდა - კიდე ვის გინდათ ყავა?
- ყველას - ბოლო ხმაზე დაიყვირა ლაშამ და დივანზე გადაწვა.
- ადე ბიჭო შენ კიდე, რას გადაწექი მაგ დივანზე დაჯდომა არ გვინდა ჩვენ? - გაბრაზებული ხმა ჰქონდა თორნიკეს, ელენეს დაღლილ სახეს რომ უყურებდა სურვილი კლავდა ლაშა წამოეგდო და მის ადგილას ელენე დაეწვინა.
- კაი შე**მა რა გჭირს მაგარიი დავიღალე - წუწუნი დაიწყო ლაშამ.
- ჩვენც დავიღალეთ მაგრამ ეგრე არ წამოვგორდით - დაუღრინა ახლა სანდრომ და სავარძელში ჩაესვენა, კალთაში კი ნინო ჩაისვა და ჩაეხუტა. ლაშა ნელ-ნელა წამოიზლაზნა დივნიდან და ჩვეულებრივად დაჯდა. იქვე მდგარი ეკენე კი, რომელიც მორცხვად იდგა იმის გამო, რომ ადგილი არ იყო ნელა დაიძრა დივნისკენ და ჩამოჯდა. მის გვერდით კი თორნიკემ დაიკავა ადგილი. რამოდენიმე წუთი ყველა ჩუმად იყო, შემდეგ მაკამ შემოიტანა ყავები და ყველას დაურიგა.
- ძალიან კი დავიღალეთ მაგრამ ღირდა - დაქანცულმა ამოილაპარაკა სანდრომ რომელსაც სადაცაა დასძინებოდა.
- 10 საათზე ყველა ისევ იმ ადგილას უნდა შევხვდეთ სადაც ვიკრიბებით ხოლმე - ლაშამ ჩაილაპარაკა და დაამთქნარა.
- იქამდე მე უნდა დავიძინო რა, თორემ ვერ გავძლებ - ჩუმად ამოილაპარაკა ელენემ და ყავა მაგიდაზე დადგა.
- მართალია ელენე, მემგონი ყველას გვჭირდება ძალების აღდგენა და ცოტახანი დავიძინოთ და მერე ესე ათისთვის ყველა ავდგეთ - მხარი აუბა თორნიკემ და ფეხზე წამოდგა. - აბა ძილინებისა - ხელი აუწია ყველას და კიბეებზე ავიდა. უკან დანარჩენებიც მიყვნენ. ოთახში შესული ელენე, როგორც კი საწოლზე დაწვა მაშინვე ჩაეძინა.
ორი საათი სახლში ისეთი სიჩუმე იყო ბუზის გაფრენის ხმასაც კი გაიგებდა ადამიანი. ათი საათი რომ დაიწყო ნელ-ნელა ყველას გაეღვიძათ და სახლიც ახმაურდა. გამოფხიზლებულმა ლაშას ენერგია მომატებოდა და ანეგდოტებს ყვებოდა. იმდენი იცინეს გოგოებმა, რომ მუცელი ეტკინათ. ცოტახანში კი ყველა გარეთ გავიდა. ყველაზე ბოლო ელენე მიდოდა ნელი ნაბიჯით, სიბნელეშო ჩაღრმავებული ადგილი ვერ დაინახა და შიგნით ფეხი ჩაუვარდა, მის წამოყვირებაზე ყველა უკან შემოტრალდა. თორნიკე გაგიჯებული სახით მივარდა ელენეს და ხელი შეაშველა. ნელა ამოაძვრინა ელენემ ფეხი, თუმცა ტკივილის გამო ვერ დადიოდა და თორნიკეს დაეყრდნო.
- ძალიან გტკივა ელო - შეწუხებული სახით შეეკითხა ნინო.
- საკმაოდ - წარმოთქვა ტკივილისაგან დამანჭული სახით და სადაცაა ტირილი დაეწყო.
- კარგით შევიყვანოთ მაშინ სახლში- სწრაფად თქვა სანდრომ და ელენეს მეორე მხარეს ამოუდგა. ეგონა მათზე დაყრდნობილი სიარულს შეძლებდა, თუმცა ნაბიჯიც ვერ გადაადგა. მოულოდნელად თორნიკემ ფეხებზე და ხელებზე ხელი მოხვია და ხელში აიტაცა.
- რას აკეთებ? - გაკვირვებული სახით შეხედა ელენეს.
- აბა ვერ დადიხარ და ხომ უნდა მიგიყვანო სახლში, ამიტომ შენი ხმა არ გავიგო. - მკაცრად უთხრა და ხელში უკეთ დაიჭირა. სახლში შესული კობეებისაკენ დაიძრა, სრაფად აიარა საფეხურები და ელენეს ოთახის კარი შეხსნა. ნელა დააწვინა ელენე საწოლზე, ფეხი ააწევინა და ბალიში დაუდო.
- კიდე გტკივა? - დამწუხრებული სახით კითხა მაკამ და საწოლზე ჩამოუჯდა.
- ისე რა, ძალიან გთხოვთ ჩემს გამო სახლში ნუ დარჩებით, წადით და გაერთეთ მე მივხედავ ჩემს თავს - შეწუხებული სახით თქვა ელენემ.
- რას ამბობ გოგო გაგიჟდი? - მოჩვენებითი სიბრაზით უთხრა ლაშამ.
- ელენე მართალია, აზრი არ აქვს აქ დგომას მაინც ვერაფერს უშველით - სერიოზული ხმით ჩაილაპარაკა თორნიკემ. ელენე კი მის სიტყვებზე გაბრაზდა, იფიქრა ამას სულ არ აინტერესებს როგორ ვიქნებიო. - თან არც ერთა არ იცით როგორ უნდა უშველოთ. მე დავრჩები ასე თუ ისე 2 წელი სამედიცინოზე ვისწავლე და ვიცი რაც უნდა გავაკეთო, თქვენ წადით და გაერთეთ, მე აქ ვიქნები და მივხედავ. - სერიოზული ხმით ჩაილაპარაკა თორნიკემ და ელენემ იმის გაგონებაზე, რომ თორნიკე სამედიცინოზე სწავლობდა და ის მიხედავდა ხმა ვერ ამოიღო. იქ მყოფები ყველამ მალე მიხვდა თორნიკეს ჩანაფიქრას და ოთახი მალე დატოვეს ( არანაირ სამედიცინოზე არ უსწავლია თორნიკეს, ბავშობიდან ეშინია ექიმების )
- კარგი ეხლა შენ არ გატოკდე ესე იწექი, მე სპირტს მოვიტან და ფეხს დაგიზელ - სწრაფად უთხრა თორნიკემ ელენეს და სპირტის მოსატანად წავიდა. ცოტახანში კი უკან სპირტითა და ბინთით ხელში დაბრუნდა. საწოლზე ჩამოჯდა, ელენეს ფეხი ნელა დაიჭირა და ნატკენ ადგილას სპირტით დაზელვა დაიწო. მთელი ამ დროის განმავლობაში ელენე თვალს არ აშორებდა თორნიკეს, აკვირდებოდა მის სახეს და თავისდა უნებურად ტანში სასიამოვნო ჟრუანტელი უვლიდა. თორნიკე გრძნობდა მის მზერას, თუმცა სპეციალურად არ იხედებოდა მისკენ. ნელა გადაახვია ბინტი ფეხზე და შეუკრა, შემდეგ ადგა და ფეხი ისევ ბალიშზე დაადებინა.
- ჩაი გინდა თუ ყავა? - მზრუნველი ხმით კითხა თორნიკე.
- არ მიდა იყოს მადლობა, არ შეწუხდე - მორიდებული ხმით თქვა ელენემ და დაინახა როგორ შეეცვალა სახე თორნიკეს.
- რომ არ მდომებოდა არც გეტყოდი - ცივი ხმით უთხრა და მიახვედრა დროზე მიპასუხეო.
- ყავას დავლევ - ჩუმად ჩაილაპარაკა ელენემ და ოთახიდან გამავალ თოენიკეს კიდევ ერთხელ გააყოლა თვალი. თვალი მოავლო თორნიკეს მხრებს, მის აღნაგობას და ძველი მოგონებები აეშალა. მასაც ზუსტად ესეთი ტანი ჰქონდა.

2 წლის წინ

ისევ მოტოციკლს ხედავს, რომელზეც მისი ჩაფხუტიანი ზის, ნელა გადმოდის მოტოციკლიდან, ჩაფუტს სწრაფა იხსნის და ელენეს ტუჩებს წამებში ეკონება , ისე რომ ელენე მისი სახის დანახვას ვერ ასწრებს. ცხადად გძნობს მისი ტუჩების გემოს, მის წინ დგას და მთელი სინაზით და ამავდროულად მომთხოვნად უკოცნის ბაგეებს. სადაცაა დაინახავს ბიჭის სახეს, მაგრამ სწორედ ამ დროს რაღაც მაგარზე ეცემა და გვერდების ტკივილს გრძნობს. ალბათ მიხვდით, დიახ ელენე სიზმარში იყო მაგრამ ამ სასიამოვნო სიზმრიდან პირდაპირ ძირს დაენარცხა. (პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობით ).
უკმაყოფილოდ შეკრა წარბები და ნელა წამოდგა ფეხზე, ოფლისგან დაცვარულ შუბლზე ხელი მოისვა და აბაზანაში შელასლასდა. ერთი საათი მაინც გაატარა წყლის ქვეშ. ფიქრობდა ძალიან ბევრს და საკუთარ თავს გამოუტყდა იმაში, რომ ჩაფხუტიანმა მასზე დიდი გავნა მოახდინა და მის გულში უმოკლეს დროში შეაღწია. ძალიან ბევრს უცდია სხვადასხვა ხერხით ელენეს გულის მოგება თუმცა არავის გამოუვიდა, მან კი შეძლო და თითქმის გაალღვო ელენეს გაყინული გული,. მაგრამ ყოველთვის ესე იცის, გამოჩნდება ერთი დღე და შემდეგ რამოდენიმე კვირა გადაიკარგება. ახლაც ესე იყო, თითქმის სამი კვირაა რაც არ გამოცენილა. ამ ფიქრებში იყო ელენე, როცა კარზე ზარის ხმა გაიგო. სწრაფად გამოვიდა სააბაზანოდან, ტანზე ფუმფულა ხალათი მოიცვა და კარის გასაღებად წავიდა, კარები ნელა გამოხსნა თუმცა იქ არავინ დახვდა , ძირს კი უშველებელი გვირილების თაიგული იყო, მის გვერდით საშუალო ზომის კალათი რომელშიც ტკბილეულობა ეწყო. სწრაფად დაიხარა ელენე, ყველაფერი აიღო და სახლში შეიტანა. მისაღები ოთახისკენ წავიდა, გვირილებიც და შოკოლადებიც მაგიდაზე დააწყო. იმდენად არ მოელოდა მსგავს საჩუქარს, რომ ვერც ფიქრობდა რა უნდა გაეკეთებინა. ბოლოს როგორც იქნა გონს მოვიდა და გვირილებში წერილს დაუწყო ძებნა. სულ მალე აღმოაჩინა თეთრი ფურცელი, სწრაფი მოძრაობით გახსნა და კითხვა დაიწყო:
„ იცი ? იმის შემდეგ რაც პირველად გნახე, ვერაფრით ვერ ამოვიგდე შენზე ფიქრი თავიდან. ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩვენ ერთმანეთისგან განსხვავებულები ვიყავით და ვცდილობდი თავი შემეკავებინა შენთან ურთიერთობისაგან. არ ვიცი ერთ დღეს რა მომივიდა მაგრამ ფაქტია გავბედე და მოვედი შენთან, ამან კი ყველაფერი გაართულა. როცა გნახულობდი უფრო მიჭირდა. მიჭირდა დღითი დღე შენთან სიახლოვე, ნელ-ნელა ვრწმუნდებოდი , რომ მე და შენ ერთმანეთისთვის არ ვართ...
მიჭირს ამ ყველაფრის თქმა მაგრამ მივდივარ...მივდივარ იმიტომ რომ იყო ბედნიერი, შენ ვერ იქნები ჩემნაირი გიჟის გვერდით და ვერ დაელოდები როდის მომიღებს ბოლოს მოტოციკლეტი. ამიტომ ესე ჯობია...
ვიცი რომ გვირილები და შოკოლადები გიყვარს...
მაპატიე... “
თავისდაუნებურად გადმოსცვივდა ცრემლები და თაიგულს დახედა, ნელა აიღო და მისი სურნელი შეისუნთქა. დივანზე ჩამოჯდა და ქვითინი დაიწყო. მიხვდა, რომ იმედები გაუცრუვდა. მიხვდა, რომ ყველაფერი რაც მოხდა უკვე წარსული იყო და აღარ დაბრუნდებოდა.

ელენე

- აი შენიყავა - თორნიკემ ელენეს ყავა გაუწოდა და საწოლის გვერდით მდგომ სკამზე დაჯდა. თან თვალი მოავლო ელენეს, რომელიც მისკენ არ იხედებოდა. დაახლოებით ნახევარი საათი ორივე ჩუმად იყო, ბოლოს სიჩუმე თორნიკემ დაარღვია.
- არ გინდა ფილმს ვუყუროთ? - ინტერესით შეხედა ელენეს, რომელსაც თვალები გაუბრწყინა.
- კი მინდა - ღიმილით უთხრა ელენემ.
- მაშინ ლეპტოპს მოვიტან ჩემსას და ერთად შევარჩიოთ ფილმი - უცებ წამოდგა თორნიკე ფეხზე და ცოტახანში ლეპტოპით უკან დაბრუნდა.
- აი ეს - ხელი დაადო ელენ ეკრანს და მის საწოლზე მის გვერდით მჯდომ ( სიმართლე რომ ვთქვათ მწოლიარე) თთორნიკეს ფილმზე მიუთითა.
- წესით კარგი უნდა იყო - ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა თორნიკემ და ფილმი ჩართო. ორივე არ აშორებდა ეკრანს თვალს და ინტერესით უყურებდნენ ფილმს. როგორც კი ფილმი მორჩა თორნიკემ ლეპტოპი გვერდით მდგარ ტუმბოზე დადო და ელენეს მიაჩერდა, რომელსაც თავი დაბლა დაეხარა.
- კარგი მე წავალ - ნელა წამოდგა თორნიკე და საწოლზე მჯდომ ელენეს თვალებში ჩახედა. რამოდენიმე წუთი ორივე გაშეშებული იდგა, ბოლოს კი თორნიკე ნელა დაიხარა და ელენეს ტუჩებს შეეხო. მოწყურებული უკოცნიდა ტუჩებს და გაბრუებული ყველანაირად ცდილობდა რამე ზედმეტი არ გაეკეთებინა, რომ არ დაეფრთხო. ელენე იმდენად იყო გამოთიშული ამქვეყნიურ ცხოვრებას, რომ წინააღმდეგობის გაწევაც კი ვერ მოახერხა. გრძნობდა და თითქოს ახსოვდა ეს ტუჩები. გონზე მოსვა მხოლოდ მაშინ შეძლო სიცივემ რომ შეაწუხა. ოთახს თვალი მოავლო და მიხვდა, თორნიკე დიდი ხნის გასული იყო. სულელივით გაეღიმა, საბანში კარგად დაიფარა, ჯერ კიდევ გახურებულ ტუჩებზე ხელი დაისვა და გაღიმებულს ტკბილად ჩაეძინა.

----------------------
ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის... ერთი კვირა ძალიან გადატვირთული გრაფიკი მქონდა და ვერ მოვახერხე დადება...
დღეიდან ისევ ჩვეულ რიტმში გავაგრძელებ ისტორიის დადებას...
გულით შევეცადე ეს თავი დიდი გამომსვლოდა...
უღრმესი მადლობა Elle025 და თითოეულ თქვენთაგანს, რომელიც კითხულობთ ჩემს ისტორიას...



№1  offline წევრი мариамо

auu ra kargiaaa ^^^ velodebi shemdegs magaram agar daagviano ra :(

 


№2 სტუმარი A

Vau umagresi iyo....

 


№3  offline წევრი Pepper

კარგი იყო <3
ასე აღარ დააგვიანო რა <3

 


№4  offline წევრი Elle025

როგორ გამახარე..ყველაზე კარგი გოგო ხარ შენ!! <3 <3

 


№5 სტუმარი ბანანასი

ურააააა, აღარ დააგვიანო რა

 


№6 სტუმარი ჩეპე

აუუუ არდააგვიანო რა აწიი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent