იბრძოლე ბედნიერებისთვის....
ლუკას თავისი კომპანიის სახელზე ყოველთვის ეცინებოდა.რატომღაც მიაჩნდა,რომ მსგავსი სათაური პოლიტიკურ პარტიას უფრო შეეფერებოდა,ვიდრე სამშენებლო კომპანიას.ბევრჯერ უთხრა მამას შეეცვალათ სახელი,მაგრამ ბატონი დავითი მუდამ უარზე იყო.რატომღაც მიაჩნდა რომ,მისი შეცვლით მამის ხსოვნას მიატენებდა შეურაცყოფას,რომელმაც მისი შექმნისათვის ყველაფერი გააკეთა და მიუხედავად იმისა,რომ დღეს მრავლაფ იყვნენ მსგავსი კომპანიები მაინც ინარჩუნებდა პირველობას. ცოტახანს აცალა,სანამ მანქანა თვალს მიეფარებოდა,მერე მობილური ამოიღო და ოფისში დარეკა. -გამარჯობათ,ქალბატონო მარიკა-თავაზიანად მიესალმა თანამშრომელს.-შეგიძლიათ გამიგოთ ჩვენთან ვინმე ლიზი ყენია მუშაობს თუ არა? -ერთი წუთით ეხლავე ვნახავ-უთხრა ქალმა.-მუშაობით არავინ მუშაობს,მაგრამ დღეს,ერთი გოგონაა გასაუბრებაზე დაბარებული,მსგავსი სახელი და გვარით.მაგრამ მგონი სხვა დროს მოუწევს მოსვლა,ბატონი დავითი დღეს ვერ მოვა. -არქ,ქალბატონო მარიკა,არსად გაუშვათ,მე მოვალ.-რაღაცნაირი აღტაცებით უთხრა ლიკამ. -თქვენ?!-კი მაგრამ,თქვენ ხომ თითქმის არასდროს დადიხართ აქ. -არ დავდივარ,მაგრამ ეხლა მოვალ.ცოდოა ხვალაც ხომ არ მოვა.-თქვა და ტელეფონი გათიშა,მერე კი მანქანაში ჩაჯდა და სერაფად შეცვალა მიმართულება.ათ წუთში უკვე სამსახურში იყო.როგორც კი თავის კაბინეტში შევიდა,მისაღებში დარეკა: -თეა,მგონი დღეს ვიღაც არის გასაუბრებაზე დაბარებული,ბატონი დავითი ვერ მოდის და ჩემთან შემოიყვანე...და კიდევ,ორი ფინჯანი ყავაც შემომიტანე თუ არ შეწუხდები. -არა,ბატონო ლუკა რა შეწუხებაა.-უთხრა თეამ და როგორც კი ყურმილი დადო დაქალს მიუბრუნდა. -ლიზი,მგონი გაგიმართლა.გასაუბრებას თვით ლუკა პირველთან გაივლი.-გაღიმებული სახით უთხრა და თვალი ჩაუკრა. -რა მნიშვნელობა აქვს ვისთან გავივლი გასაუბრებას,მთავარია ამიყვანონ,-უხალისოდ თქვა ლიზიმ. -გოგი,რა გჭირს შენ გამაგებინე?!დილით რომ დაგირეკე არაჩვეულებრივ ხასიათზე იყავი,ახლა კი... -არაფერი,უბრალოდ დღეს სანამ აქ წამოვიდოდი ერთ იდიოტს დავეჯახე მანქანით. -მერე? -მერე ის რომ,-ლიზიმ სიტყვის თქმა ვერ დაამთავრა,რადგან კაბინეტისკენ შეტრიალდა და ლუკა დაინახა,რომელიც გაბრაზებული,არა უფრო ზუსტად გაცეცხლებული თვალებით უყურებდა. -მერე ის მოხდა თეა,რომე ეს იდოტი მას უფროსად მოევლინა.-უცებ სახე ისევ დაუთბა ლუკას და ლიზის ანიშნა მასთან შესულიყო.გოგონა დაიბნა.ნაბიჯის გადადგმასაც ვერ ბედავდა. -იცით...-დაიწყო მაბ.მაგრამ მამკავმა შეაწყვეტინა. -შემოდი,ოთახში ვილაპარაკოთ უთხრა და თვითონ შევიდა პირველი.მალე მათ თეაც შეჰყვა ყავით ხელში.-კიდევ რამე ხომ არ გნებავთ? -კი,ამ ქალბატონის cv შემომიტანე. ცოტახანს ორივე ჩუმაფ იჯდა.ბოლის ლიზიმ გაბედა და მაინც ამოიღო ხმა. -ლუკა მე მართლა არ ვივოდი,თქვრნ თუ აქ დამხვდებოდით. -ლუკა არა,შენთვის ბატონი ლუკა ვარ და აქ რომც არ დაგხვედდროდი,რატომ უნდა გაგელანძღე,როცა არც კი მიცნობ?! -მართალი ხართ ბატონო ლუკა.-ლიზის ცოტა აკლდა ტირილამდე.-სჯობს,მე წავიდე.-გოგონა ადგა და გასასვლელად მოემზადა,მაგრამ ლუკამ აიძულა დამჯდარიყო. -ვერსად ვერ წახვალ,ხომ არ დაგავიწყდა,რომ ჩემი მანქანა უნდა გააკეთო,ამისთვის ფული გჭირდება.ხო მართლა რატო მითხარი აქ ვმუშაობო,არ იცით რომ სანამ არ აგიყვანრნ თანამშრომლად ატ ითვლებით?!-ირონიით უთხრა და თან თვალს არ აცილებდა.-რა იცოდით რო აგიყვანდნენ?! -ჩემი cv გუშინ გამოვაგზავნე,ბატონ დავითს მოეწონა,აქ მხოლოდ ხელფასზე და გრაფიკზე სასაუბროდ დამბარა.-სწორედ ამ დროს ოთახში თეა შემოვიდა და ლუკას cv დაუდო მაგიდაზე.-ხოლო,რაც შეეხება თქვენ მანქანას მას აუცილებლად გავაკეთებ,მერე კი აქიდან წავალ. -ძალიან კარგი,ანუ თანახმა ხარ? -დიახ. -აი,აქ მოაწერე ხელი.-ლუკამ ქაღალდები და კალამი მიაწოდა.-მოიცა რას შვები,არ წაიკითხავ?იქნებ რაზე გაწერინებ ხელს? -სულ ერთია.-ისე თქვა ლიზიმ თავი არც აუწევია.-ექვსი თვე როგორმე გაგიძლებთ.-მერე კი ხელმოწერილი ქაღალდები ლუკას გაუწოდა. -ესეც ასე.-გაიღიმა მამაკაცს,-ლიზი გილოცავ,დღეიდან შენ ამ კომპანიის თანამშრომელი ხარ.თეას ვთხოვ და აგიხსნის ყველაფერს. -არ არის საჭირო,მხოლოდ ის მითხარით,სად იქნება ჩემი კაბინეტი? -კაბინეტი?-ლუკა ისტერიკულად იცინოდა,მისი სიცილი იმდენად აღიზიანებდა გოგონას,რომ ლამის მივიდა და ადგილზე მიახრჩო. -რა კაბინეტი საყვარელო,მოცა შენ მართლა არ წაგიკითხავს საბუთები?კარგი მე აგიხსნი ყველაფერს,შენ დღეიდან ჩემი პირადი მდივანი ხარ. -რაა?-იკივლა გოგონამ,-კი მაგრამ ბატონმა დავითმა მითხრა,რომ მენეჯერი სჭირდებოდა.თქვენ მდივნობაზე არ ვარ თანახმა. -შენი ნებაა,მაშინ კონტრაკტის დარღვევისათვის 25ათასი დოლარის გადახდა მოგიწევს. -იდიოტი ხარ,ნამდვილი იდიოტი.-ლიზი უცებ მივიდა და სახეში გაარტყა,ეს ყველაფერი იმდენად მოულოდნელი იყო,ლუკამ რეაქცია ვერ მოასწრო.მხოლოდ მაშინ მოვიდა გონს,როცა გოგონამ მეორედაც მოუქნია ხელი.ეგრევე ზურგს უკან დაუჭირა ხელები,თვითონ კი მთელი ტანით მიიკრა ზედ,ისე რომ ერთმანეთის სუნთქვაც კი ესმოდათ. -არასდროს,გესმის არასდოს გაბედო ეგ,თორემ ვალში არც მე დაგრჩები.-უთხრა ცივი ხმით და ხელი გაუშვა. -არც შენ გაბედო ჩემთვის ხელის მოკიდებაც კი.-ვალში არ დარჩა გოგონა და ხელების სრესვით ოთახიდან გავიდა. -დილით რვაზე აქ იყავი-კარებთან დაეწია ლუკას ხმა. ლიზის თეასთვის არაფერი უთქვამს,ჩანთას ხელი მოკიდა და ისე გაიქცა ოფისიდან,თითქოს უკან ვიღაც მოსდევდა და მისგან გაქცევა სურდა. ლუკა ფანჯარასთან იდგა,თვალს აყოლებდა მიმავალს და არც კი იცოდა,ასე რატო მოიქცა,რა უნდოდა დღეს აქ,ან რატო ექცეოდა ასე ამ გოგოს. ლიზი კი მთელი გზა გამუდმებით ტიროდა.სახლში როგორც კი მივიდა ეგრევე დაწვა.დილით ტელეფონის ზარმა გააღვიძა,ეკრანს დახედა უცხო ნომერი იყო. -ალო... -გეძინა?-ლუკას სუნთქვა გაუხშირდა მისი ნამძინარევი ხმის გაგონებაზე. -არა,არ მეძინა-გაცხარდა ლიზი.-აბა დილის შვიდ საათზე რას უნდა ვშვებოდე?ან საერთოდ ვინ ხარ? -ამ კითხვით უნდა დაგეწყო,ლუკა ვარ და ეხლა ძილით კი არ უნდა ნებივრობდე,სამსახურში წასასვლელად უნდა ემზადებოდე.და თუ გგონია რომ,ყოველდ დილით გაგაღვიძებ ცდები,ჩვენთან კი დაგვიანებაზე ჯარიმებია,ეს კი შენ არ გაწყობს. -რა თქმა უნდა,ღმერთმა დამიფაროს ყოველ დილით შენი,უკაცრავად თქვენი ხმის გაგონება ბატონო ლუკა.ახლა კი უნდა გავთიშო,მაპატიეთ.ხომ უნდა მოვემზადო,იმედია ამის უფლება მაქვს? -მე ასეთ ფორმაშიც არ ვიტყოდი შენს ნახვაზე უარს-გაიფიქრა მამაკაცმა,-დრობით ლიზი.-დაემშვიდობა და ტელეფონი გათიშა. -დროებით იდიოტო,-ჩაილაპარაკა გოგონამ,როგორც კი საწოლზე მოისროლა ტელეფონი.ამის თქმა და აპარატი უსევ აწკრიალდა,ამჯერად ვიღაცას მოეწერა."დროებით ბატონო ლუკა."ვიცი ტელეგონის გამორთვა და ცუდ რაღაცას მომაძახებდი."ლიზის ჯერ გაეღიმა,მერე ბრაზმა მოიცვა,ბოლოს ისევ გაეღიმა.საწოლიდან წამოდგა და საბაზანოში შევიდა,გულში ღმერთს მხოლოდ ერთ რამეს ევედრებოდა,როგორმე გაეძლო.
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.