არასდროს უშენოდ! (14)
*** გახსოვთ? სანამ ამბის თხრობას დავიწყებდი გითხარით, ადამიანურ დრამებთან მიმართებაში შეუვალი ვართქო... ჩემი თეორიული ვარაუდი ძლიერ პიროვნებაზე დადასტურდა... ვერ აგიხსნით რაოდენ დიდ ტკივილს მაყენებდა, იმის გაფიქრება, რომ სანდრო წავიდა... სადღაც გულის სიღრმეში ყოველთვის ველოდი ამ დღის დადგომას. ვიცოდი, რომ უმოძრაობა ააფორიაქებდა ასათიანს და წავიდოდა... მჯეროდა მისი! უცნაურია, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი მის სიყვარულში... თითოეული სიტყვის მჯეროდა, რაც ჩემთვის უთქვამს... მჯეროდა, რომ ჩემ გამო სიცოცხლეს დასთმობდა... მაგრამ მკლავდა ის, რომ ვეღარასდროს გაიგებდა როგორ დამჭირდებოდა მისი ჩახუტება, მისი ნათელი თვალები, მისი მშვიდი ღიმილი... ვეღარასდროს გაიგებდა ატირებული როგორ ვინატრებდი მის თავს... ვერც სანდრო და ვერც ვერავინ ჩემს ირგვლის შეიტყობდა ასათიანის წასვლით ჩემს გულში დატოვებული იარის შესახებ.... სამი წელი შეძლო დარჩენა და რომ მეთხოვა კიდევ დარჩებოდა, მაგრამ რის ფასად? საკუთარი ბედნიერების. არ მიღირდა... არც მასთან ერთად წასვლა მიღირდა, რადგან ერთხელ თუ წავიდოდი, მუდამ ასე მომიწევდა ცხოვრება, მე კი სხვა რაღაც მსურდა... მომავალში მინდოდა სტაბილურობა, მსურდა დანამდვილებით მცოდნოდა ჩემი ადგილი... ამაზეც ვიტყოდი უარს მის გამო, მაგრამ შემდეგ მე ვერ ვიქნებოდი ბედნიერი... თითოეული ჩვენგანის ცალ-ცალკე უბედურება კი ორივეს უბედურებას ნიშნავდა.... არც ახლა იქნება ადვილი, არც ჩემთვის და არც მისთვის... გაუჭირდება მონატრებისგან აკვნესებულ გულს... გაუჭირდება თვალებს, გაფაციცებით რომ დაუწყებს ძებნას საყვარელ სილუეტს... გაუჭირდება ყურს, მიჩვეულ ბგერებს რომ ვეღარ გაიგონებს... ტუჩებს გაუჭირდება.... **** წარსულის გლოვით ვიყავი გახელებული ტელეფონი რომ აწკრიალდა. - კატო... - ნიკა იყო... მისმა ხმამა გამომაფხიზლა, რადგან მასში ის ნოტი მომესმა, აქამდე რომ არ გამეგონა... - ნიკა, რამე მოხდა? - ლოგინზე მინებებულ სხეულს ვაიძულე ძალა მოეკრიბა და წამოვდექი. - სად ხარ? - სახლში. - ქვემოთ ჩამოდი, გელოდები. - ნიკა, რამე მოხდა?... - კითხვა დამთვარებული არ მქონდა, გაბმული ხმა გავიგონე, იმის ნიშნად, რომ ნიკამ ყურმილი დაკიდა. მაშინვე გავედი სახლიდან და კიბეებზე სწრაფად დავეშვი... სადარბაზოდან გასვლისთანავე დავინახე ნიკას ავტომობილა. იქვე იყო თავად წერეთელი. ჩემსკენ ზურგით იდგა და არ ვიცი რატომ , მაგრამ მკაფიოდ ვხედავდი, რომ ღელავდა. მივუახლოვდი და მხარზე ხელი დავადე. - ნიკუშ რა მოხდა? - კატ, როგორ ხარ? - ჩემსკენ მობრუნდა და ჩმეხუტა. ახლა კიდევ უფრო მკაფიოდ დავინახე მისი აღელვება და ამავდროულად ბრაზი. - არამიშავს... რა გჭირს ადამიანო? - მეც მოუსვენრობა დამეტყო. - ანუ არაფერი გაგიგია? - რა უნდა გამეგო? - შემეშინდა... ვაღიარებ პირველი რაც წარმოვიდგინე, სანდროს თავს დამტყდარი საშინელება იყო. - სალოს შეყვარებული ჰყავს? - ნიკას კითხვამ ჩემი ფორიაქი სალომეს მიმართულებით წაიღო. - შეყვარებული არა, მაგრამ... - რაღაცის თქმა დავაპირე, თუმცა მალევე გავჩუმდი... სალოს ჩემს გარდა არავისთვის უთქვამს რომ აბრამიშვილი მოსწონდა. სიმართლე გითხრათ დათოსაც ვატყობდი გარკვეულ სიმპატიებს, განსაკუთრებით ყაზბეგში რომ ვიყავით მაშინ, მაგრამ როგორც ვიცი სერიოზული არაფერი ყოფილა, ამიტომ სალოს საიდუმლოს ნიკასთვის გამხელა არ მინდოდა. - მაგრამ რა კატ? - არაფერი... არა შეყვარებული არ ჰყოლია... მითხარი ბოლოსდაბოლოს რა მოხდა? - აბრამიშვილმა სალო მოიტაცა, თუ გაიპარნენ ...აზრზე არ ვარ. - ნიკამ ნერვიულად აათამაშა ტელეფონი ხელში. - რას ამბობ?! - აღვშფოთდი. - დღეს დარეკა დათომ და მითხრა, არ ინერვიულოთ სალო ჩემთანაა და კარგად ვართო. რას ნიშნავს შენთანაათქო და ხო ნიკუშ ჩემთანაა და აწი სულ ჩემთნ იქნებაო. - მოვკლავ სალომეს!!! რატომ არაფერი მითხრა?!! - ანუ სულ არაფერი უთქვამს შენთვის? - არა, კრინტიც არ დაუძრავს. არადა გუშინ უნივერსიტეტიდან სახლამდე მივიყვანე... გამალებით მიკითხავდა ლექციას, სანდროს შეყვარებული ხარ და სხვა ბიჭებს არ უნდა ეფლირტავებოდეო.... თურმე ქალბატონი რას გეგმავდა. - სალოზე აღელვებულსაც კი სანდროს ხსენებაზე სუნთქვა შემეკრა... ამ შეგრძნებას უნდა შევჩვეოდი. - რა სხვა ბიჭებს არ უნდა ეფლირტავებოდეო? ან სანდრო სად ჯანდაბაშია? დილიდან არ მპასუხობს ტელეფონზე. - სანდროს შენთვის არაფერი უთქვამს? - გამიკვირდა. - არა, რა უნდა ეთქვა? - წავიდა. - სად წავიდა? - არ ვიცი... საქართველოდან წავიდა, სადმე შორს... - კატო რაზე ლაპარაკობ? - გუშინ მითხრა მივდივარ და მინდა შენც წამოხვიდეო... მე არ წავყევი... ის კი წავიდა. - და შენ? მე? ჩვენ? ასე უბრალოდ ადგა და წავიდა? - ნიკას თვლებში წყენა და გაკვირვება გაუკრთა. - უნდა წასულიყო ნიკუშ... ალბათ დაგირეკავს მერე და აგიხსნის ყველაფერს.... ახლა სალოზე ვიფიქროთ. - შენ თვალზე მეგის გამო ცრემლი რომ შევნიშნო, მსოფლიოს დასალიელში მოვძებნი და პასუხს ვაგებინებ!!! - ნიკამ გულში ძლიერ ჩამიკრა, მე კი თვალზე მოდგარი ცრემლი ყელში გაჩხერილ ბურთთან ერთად გადავყლაპე. - ვიცი...- ძლიერ მივეკარი წერეთელს. - რა დღეა ამის დედა ვატირე! - თქვა მას შემდეგ რაც მისი მკლავებიდან თავი დავიხსენი, თან მობილურზე ნომერი აკრიფა. - ნია სალოსგან ისმის რამე ახალი? - მივხვდი სალომეს დას ურეკავდა, თუმცა საუბრის გაგრძელება ვეღრ მოვისმინე, რადგან ჩემი ტელეფონი აწკრიალდა. სალომე იყო. სანამ წერეთელი ნიას ესაუბრებოდა შეუმჩნევლად მოვშორდი მას და ყურმილი ავიღე. - სად ჯანდაბაში ხარ გოგო? ან რა ხდება საერთოდ?!!! - გაცეცხლებული ვლაპარაკობდი. - კატ დამშვიდდი გთხოვ! ყველაფერი კარგადაა... - სალოს ხმას ვცნობდი. ადვილად შემეძლო სულ მცირე ნიუანსის ამოცნობა. ახლა კი მის ხმაში სიხარული და ბედნიერება იმდენად მოზღვავებული იყო, მე კი არა, სრულიად უცნობიც ნათლად გაიგონებდა. ცოტა დავმშვიდდი. - სალო ამიხსენი რა ხდება? - ყაზბეგიდან რომ დავბრუნდით ერთი კვირის თავზე დათო სიყვარულში გამომიტყდა. არავისთვის არაფერი გვითქვამს... გუშინ შენ რომ დამტოვე სახლში, დაახლოებით ნახევარ საათში დამირეკა და მითხრა ერთი კვირის სამყოფი ტანსაცმელი ჩაალაგე და ქვემოთ ჩმოდიო. ვერაფრის კითხვა მოვასწარი ისე დაკიდა ყურმილი. მეც დავუჯერე, ჩანთაში ჩავალაგე ტანსაცმელი და სხვა ნივთები და ქვევით ჩავედი. სანდრო კორპუსის წინ მელოდებოდა. რახდებათქო რო ვკითხე მიპასუხა დღეიდან ჩემი ცოლი ხარო და ყაზბეგში წამოვედით. ერთ კვირაში დავბრუნდებით კატ. - ღმერთო სალო არ მჯერა!!! - მისი ბედნიერებით მეც ბედნიერი ვიყავი. - კი მაგრამ სამი წელი გავიდა რაც ერთად ხართ და კრინტი ერთხელაც არ დაგიძრამს, რატომ?!!! - უკანასკნელი ფაქტი მაცეცხლებდა. - არ ვიცი კატ, ასე გადავწყვიტეთ... სულეური ნაბიჯი იყო, მაგრამ ახლა მნიშვნელობა აღარ აქვს. - მნიშვნელობა აღარ აქვს კი არა რო ჩამოხვალთ ორივეს ღერა-ღერა დაგაცლით თმას. ნიკა იცი რა დღეშია? ერთ ადგილზე ვერ ჩერდება ნერვიულობისგან... ნიაზე ხო აღარაფერს ვამბობ! - აუ ვიცი კატ, ცუდი გოგო ვარ... ჩამოვალ და შემოვირიგებ როგორმე.... - მოგკლავ, არა ნამდვილად მოგკლავ!!! გაქრი ახლა და გელოდებით, მალე ჩამოდით რა... - კაი კატ... მიყვარხარ... ნიკას და ნიასაც უთხარი რომ ორივე ძალიან მიყვარს!! - კაი სალ... ჩვენც ძალიან გვიყვარხარ. - ყურმილი დავკიდე და სალოს გამო გული სითბოთი ამევსო. - ვის ელაპარაკებოდი? - ნიკა უმალ ჩემს წინ აისვეტა. - სალოს - მართლა? რაო? - წერეთელს მოუთმენლობა დაეტყო. - ყველაფერი კარგად არის! თურმე უკვე სამი წელია ერთმანეთი უყვართ და გუშინ გაიპარნენ. წამო ნიასთან გავიდეთ და გზაში მოგიყვები ყველაფერს. - წერეთელი ცოტაოდენ დამშვიდდა. *** ერთ კვირაში გვრიტები დაუბრუნდნენ მშობლიურ ბუდეს... ისეთი საყვარლები იყვნენ, რომ ვუყურებდი ვხარობდი... მათმა ბედნიერმა თვალებმა მაიძულა სიბრაზე დამევიწყებინა... ნიკა და ნია ცოტა მეტხანს ბრაზობდნენ, მაგრამ ბოლოს სხვა გზა აღარ დარჩათ და შეურიგდნენ ახალდაქორწინებულებს. ყველაფერი თანდათან დაუბრუნდა კალაპოტს... ყველაფერი ჩემი გულის ცემის გარდა... ხილულად არც ჩემში შეცვლილა რამე... ჩვეულებრივი ტამპით განვაგრძე ცხოვრება... დავდიოდი უნივერსიტეტში, ვსწავლობდი, ვერთობოდი, ვიღიმოდი... ვიცინოდი კიდეც... მხოლოდ გული მიცემდა უჩვეულოდ ნელა... სალოს და დათოს შეუღლებიდან მესამე კვირას მე და აწ უკვე გათხოვილი ქალბატონი სავაჭრო ცენტრში წავედით. სალოს და დათოს ოჯახების ოფიციალური შეხვედრისთვის ტანსაცმელი უნდა გვეყიდა, თან ბოლოდროინდელი სტუმრიანობის გადამკიდე ნორმალურად საუბრის საშუალება არ მოგვცემია და განმარტოვებისთვის საუკეთესო შესაძლებლობა გამოვიყენეთ. - ღმერთო ჩემო, მეჩვენება თუ ყველაფერი საშინლად აჩქარდა? - მითხრა სალომ და თამ იქვე ჩამოკიდებული კაბა გულგრილად შეათვარიელა. - აჩქარდა სალ... ისე მალე შეიცვალა ყველაფერი... ოთხი კვირის წინ პატარა გოგონა იყავი, ახლა კი გათხოვილი ქალი ხარ. - არ მჯერა კატ... შენ თავს გეფიცები მიჭირს დაჯერება. - არაუშავს... შეეჩვევი... - გავუღიმე. - აჰამ... თან მიყვარს... მთელი არსებით მიყვარს. - სწორედ ეგ არის მთავარი... დათოს თვალებშიც ვხედავ სიყვარულს, როცა შენ გიყურებს ანათებს... - სალომ ტუჩზე იკბინა და მეოცნებე თვალებით გამომხედა. - ქორწილის თარიღი არ დავთქვათ? - ჯერ არა კატ... წელს არ მინდა ქორწილის გადახდა... მეორე კურსიც დავხუროთ და მომდევნო ზაფხულში გრანდიოზულ ქორწილს მოვაწყობთ... ზამთარში სისულელეა, წლევანდელი ზაფხულისთვის რომ დავნიშნოთ, ძალიან სწრაფად მოგვიწევს ყველაფრის მომზადება და ისეთი ვერ გამოვა როგორზეც ვვოცნებობ... მომავალი წლის ივლისში გადავიხდით და ქორწილის შემდეგ თაფლობისთვეშიც წავალთ. - მართალი ხარ პრინცესა... მასე გირჩევნია... ყველაფერი ზღაპრული უნდა იყოს, ერთ თვეში კი ვერაფერს მოვასწრებთ... - აჰამ... თან მინდა ჩემს ქორწილში შენც ბედნიერი იყო. - გამაკვირვა მისმა სიტრყვებმა. - მე ბედნიერი ვარ სალ, ახლაც ძალიან ბედნიერი ვარ... - თუმცა საკუთარ ნათქვამში ეჭვი თავადვე შემეპარა. - არა კატ, გიცნობ... ვხედავ იმ სიცარიელეს, რომლის დამალვასაც ასე გამალებით ცდილობ... სანდრო ყველას გვაკლია და გვტკივა მისი წასვლა, მაგრამ შენ... შენ ათმაგად და ასმაგად მძიმედ განიცდი ამ ყველაფერს... - სალომე მართალი იყო... სწორედ მის გამო შენელდა ჩემი გულისცემა... - მიჭირს... ძნელია... მაგრამ არა შეუძლებელი... უნდა შევეჩვიო და ასეც ვშვრები... - გავუღმე და მაგრად ჩავეხუტე სალოს. - ვიცი, შენ ძლიერი ხარ და შეძლებ მის გარეშე ცხოვრების გაგრძელებას... - მთავარია, რომ ვიცი ბედნიერია... ესეც მყოფნის... - შიშით, სალოს ჩემს თვალზე მომდგარი ცრემლი არ შეემჩნია, ზურგით შევბრუნდი... - სალ შენ დაათვარიელე, მე იქით გავივლი, აქ არაფერი მომწონს... თავდახრილი მივაბიჯებდი ჰოლში და საკუთარ თავს ვტუქსავდი წამიერი სისუსტის გამო... - წინ რომ იყურო, არავინ დაგსჯის... - მდუღარე გადამევლო... ჯერ შეჯახების შეგრძნება, შემდეგ კი ასოები, რომლებიც გაბმულად ჩამესმა ყურში და სხეულში სისხლი გამიყინა... თავის ზემოთ აწევა ვერ გამებედა... მეშინოდა არ დამენახა სახე, რომელიც სამი წლის წინ ვნახე... ზუსტად აქ, ზუსთად ასე.... გახევებული ვიდექი და რაღაც ბიძგს ველოდებოდი... - შენ რა გადაწყვიტე? - კიდევ ერთხელ დამესხა თავს ფრაგმენტი მოგონებიდან... ვაჯობე საკუთარ თავს და თავი მაღლა ავწიე... სილუეტი რომელიც ერთდროულად დაბნეული და მომღიმარი მიმზერდა ნაცნობი იყო, მაგრამ ის არ ყოფილა... - ვინ მოახერხებდა ამას, თუ არა შენ. - ახლაგაზრდამ ყურადღებით შემათვალიერა და ირონიული, ცალყბა ღიმილით დასძინა. - კატო... - სანამ მე ერთ ადგილზე გაშეშებული ვუყურებდი კადრებად ქცეულ მოგონებებს სალო მომიახლოვდა. მისი ხმა ჩამესმა, თუმცა აწმყოში დასაბრუნებლად საკმარისი არ აღმოჩნდა... - კატო... - მას შემდეგ რაც კიდევ ერთხელ დამიძახა ჩიქოვანმა გამოვფხიზლდი... - რას გაშეშებულხარ? - მითხრა, როგორც კი მისკენ შევბრუნდი. - არაფერი სალ, კინაღამ კიბეებზე დავგორდი. - ნაძალადევად გავიღიმე. - მე გადავარჩინე... ისევ... - ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც აქამდე გაჩუმებული იდგა, საუბარში ჩაერია და სალოს მიმართა. - ხო, კატოს და კიბეებს შორის რაღაც განსაკუთრებული ქიმიაა... უცნაურად იზიდავს კიბე... - სიცილით უთხრა სალომ ბიჭს და მერე მე მომიბრუნდა. - კატიუშა დათომ დამირეკა, ქვემოთ მელოდება... შემოსვლისთანავე რომ მომეწონა იმ კაბას ვიყიდი მე და ჩავალ ქვევით... შენც აარჩევ რამეს დარწმუნებული ვარ... აქედან რომ წახვალ მომწერე და ამოდი ჩემთან უეჭველი... მიყვარხარ. - ჩამოარაკრაკა სალომ, მოირბინა, ლოყაზე მაკოცა და უმალ გაბრუნდა, ისე რომ სიტყვის თქმის საშუალება არ მოუცია. - გახსოვარ? - ისევ ცალყბა ღიმილით მკითხა ახალგაზრდამ. თან მხრებზე ხელი მომკიდა და კიბესთან სახიფათოდ ახლოს მდგომს უკან დახევა „მაიძლა“. - დემეტრე თოდუა. - მეც ღიმილით ვუპასუხე და ჯერ კიდევ თვალწინ აღმართული წარსულისეული სურათების გასაქრობად თვალები დავხუჭე. - ვიცოდი, რომ გემახსოვრებოდი. - ირონიული, ალმაცერი ღიმილი, თბილი და გამჭოლი მზერით ჩაანაცვლა. მეც გავუღიმე და მისი კომპანიით დავეშვი სავაჭრო ცენტრის ციცაბო კიბეზე. ................................. ^_^ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.