არ შეგიყვარდეს. წესი 15.
დროზე მოვედი აზრზე. მეშინოდა ესეც ლაშასავით არ ეცემა, ამიტომ სასწრაფოდ მოვკიდე ხელი და იქაურობას გავეცალეთ. -დაწყნარდი!-იოანეს აზრზე მოყვანას ვცდილობდი. -მოვკლავ!-ისევ ყვიროდა და დემეტრესკენ მიიწევდა. -იოანე!-მეც ვუყვირე. ხელი მაგრად მომიჭირა და მთელი ძალით ჩამიკრა გულში. -ვეღარ მოვითმინე.-უხეში ხმა დაურბილდა.-მაპატიე, ალბათ შეგაშინე. -არაუშავს, ერთხელ უკვე გადავიტანე შენი გადაკეტვა.-გამეცინა და მეც მოვხვიე ხელები. -რატომ გელაპარაკებოდა ასე? -არ ვიცი, მაგრამ ვხვდები რომ არც მე ვარ ბოლომდე მართალი. ფესტივალზე გავიცანი და ამის მერე მხოლოდ ერთხელ შევხვდი და აღარც გამხსენებია. ალბათ მის თვალში ისე გამოჩნდა, თითქოს მივაგდე. ალბათ მართალიცაა. -რა საჭირო იყო შეხვედრა?-აშკარად მოეშალა ნერვები. -უბრალოდ. ვიფიქრე ახალი ნაცნობობა არ მაწყენდა, თან... -ჩემი დავიწყება გინდოდა? -მაშინ კი. -ახლა აღარ გჭირდება.-მძიმედ ამოისუნთქა და მკრთალად გამიღიმა.-აღარ მინდა შენი დაკარგვა. -არც მე. პლიაჟზე ვიყავით. ქვებზე წამოვწექით. იოანე ნაზად შემეხო ხელზე. -მინდა მთელი ცხოვრება ერთად ვიყოთ.-თქვა იოანემ თავისთვის, როცა ვარსკვლავი ჩამოვარდა. -სურვილებს ხმამაღლა არ ამბობენ.-გამეცინა. -მე ეს მხოლოდ ჩემს სამყაროს გავაგონე.-გაღიმებულმა გამომხედა. სახე ახლოს მოწია და ნაზად მაკოცა ლოყაზე. ოდნავ წამოიწია და ჩემს ტუჩებს დაეწაფა. ფრთხილად მკოცნიდა, რაღაც საოცარი ჰაეროვნებით. ნელ-ნელა კისრისკენ გადაინაცვლა და მეც სიამოვნების ზღვაში დავცურავდი. -საბოლოოდ დაგნიშნე.-წამოიწია და გაიცინა. -რა?-კისერზე მოვიკიდე ხელი.-აუ, იოანე...-მაშინვე მივხვდი რა დანიშვნაზეც იყო ლაპარაკი. -კარგი, ნუ მიყურებ ეგეთი თვალებით.-იოანემ თავი ჩახარა და დარცხვენილი თვალებით ამომხედა. -იდიოტი ხარ.-გამეცინა. -მაგ სიტყვით გაგიცანი.-თბილად გაეღიმა. -ჰო, მახსოვს. ჩემი საყვარელი კულონი მოკალი. -ჰო ავანაზღაურე ჩემი დანაშაული.-გაეცინა. -კი.-მეც ავყევი. -შენახული გაქვს? -ჩემი საყვარელია. მარტო ეგ მაგონებდა შენ თავს. -ასე გენატრებოდი? -უზომოდ. -მეც...მთელი არსებით.-თვალებში მიყურებდა.-ხელი მომეცი.-გავუწოდე. ნაზად შემეხო, შემდეგ თავის გულთან მიიტანა ახლოს და თბილად გამიღიმა. -გრძნობ? -კი... იოანეს აჩქარებული გულისცემა პირდაპირ ხელის გულში მირტყამდა. ჟრუანტელმა დამიარა. ასე მეგონა ჩვენი გულისცემა შეერთდა. -ახლა რომ მითხრა მოკვდიო, მოვკვდები.-იოანეს ჩაეცინა. -ეგ მეორედ არ თქვა!-ძალიან გავმწარდი და ანერვიულებულმა გულზე დადებული ხელი მუშტად შევკარი. -კარგი, ოღონდ არ მცემო.-ისეც იცინოდა. -ვერ ვიტან სიკვდილზე როცა ლაპარაკობენ. ისედაც ვიცი რომ ყველას დასასრული ეს არის, მაგრამ ჯერ ადრეა, არ მინდა ამაზე ფიქრი.-ცრემლები მომადგა. -კარგი, ბოდიში.-სახეზე ნაზად მომისვა ხელი. ჩუმად ვიჯექი. იოანეს ჩემს მუხლებზე ედო თავი. ოდნავ შემაჟრჟოლა. იოანეს ეს, რა თქმა უნდა, არ გამორჩენია. სასწრაფოდ გაიხადა ჟაკეტი და მომახურა. -ამ ჟაკეტს ვერ ავცდი.-გამეცინა. -ისე გიხდება, გაჩუქებ.-იოანეც ამყვა. -შენი საყვარელია. -შენ აშკარად ამ ჟაკეტზე მეტად მიყვარხარ. -რა პატივში ვარ.-უკვე ხმამაღლა ვიცინოდი. სახლში ღამის 12-ზე მივედი. ამდენი ხანი იოანესთან ერთად არასდროს გამიტარებია. უბედნიერესი ვიყავი. -დაგვიბრუნდა გოგო პაემნიდან?-ნუცა სიცილით შემომეგება. -დიახ.-დებილივით ვიღიმოდი. -კარგი დრო გაატარეთ, გეტყობა. -მშვენიერი, დაუვიწყარი, საოცარი...არ ვიცი.-მთელი სხეულით ვხურდი და გული ისევ ჩქარა მიცემდა. -ეგაა სიყვარული.-ნუცა ისევ მხიარულად მიცინოდა. -არ მჯერა, ნუცა, არ მჯერა, მე და იოანე ერთად ვართ.-დებილი გოგოსავით ვწიოდი. ყველაფერი მოვუყევი, დემეტრეზეც. ვიჭორავეთ და დავწექით. გათენებისას ჩამეძინა. გულისცემა არ მიწყნარდებოდა. იოანეზე ფიქრები არ მასვენებდნენ. ჩვენ ერთად ვართ და ეს არის უდიდესი ბედნიერება, რაც კი ოდესმე განმიცდია. -ადექი!-ნუცა დამახტა. -რა? რამე ხდება? ნუცა?-თავი წამოვყავი და გიჟივით დავიწყე აქეთ-იქით ყურება. -10 საათია.-უაზროდ მეღრიჭებოდა. -უკვე?-მეორე მხარეს გადავტრიალდი და თავზე წამოვიფარე. -ადექი, მალე, იოანე გარეთ გელოდება. -რა?-ორ წამში ფეხზე ვიყავი და ტანსაცმელს ვქექავდი. -ჰაჰა, ასე უნდა აგაგდო დღეიდან.-ნუცას ხარხარი აუტყდა. -იდიოტო!-ვუყვირე და ლოგინზე დავჯექი. -ესაა სიყვარულის ძალა.-არ ჩერდებოდა. -მოკეტე.-მეც გამეცინა. პლიაჟზე გავედით. ნინო ჩვენთან ერთად, რა თქმა უნდა, არ იყო. ასე მგონია მარტო ვართ წამოსულები. პრინციპში, ვის არ გაუხარდება ასე ყოფნა. -რა სექსუალური ხარ.-ვიღაცამ ჩამჩურჩულა. მაშინვე ვიცანი იოანეს დაბალი, ბოხი, ოდნავ ჩახლეჩილი ხმა და მთელ სხეულში ჟრუანტელმა დამიარა. -აქ რა გინდა?-გაკვირვებულმა შევხედე. -რავი, ნუცამ ცუდად ვარ, პლიაჟზე მარტოა და გაუარეო, ხოდა მეც აქ ვარ.-გაეცინა. -ნუცა აქ იყო... -მაგარი საყვარელი დაქალია.-გაეღიმა. -აუ, რა იდიოტი გოგოა.-დავიბღვირე. -შენთვის ყველა იდიოტი როგორაა.-გაეცინა. -მიყვარს ეს სიტყვა და...-მეც ავყევი. -ანუ პირველადაც სიყავრულით მიწოდე იდიოტი.-იოანე ქვებზე წამოჯდა და ზღვას გახედა. -არა პირველად მართლა იდიოტი ვიგულისხმე.-გამეცინა, იოანეც ამყვა. -ისე, შენი ნომერი რომ ჩამაწერინო, მგონი ცუდი არ იქნება, თორემ დავიტანჯე.-ქვევიდან ამომხედა.-სულ ყველაფერს რომ თავი გავანებით, ჩემი შეყვარებული ხარ და ცოტა უხერხულია, შენი ნომერი რომ არ ვიცი. -ჰო, მართალი ხარ. ვამჩნევდი ლუკას ვნებიან მზერას, რომლითაც ის მიყურებდა, თუმცა მოვიტყუები რომ ვთქვა, იგივეს არ განვიცდიდი-მეთქი, როცა მის დაკუნთულ სხეულს ვაკვირდებოდი. ყველანაირად მიზიდავდა. -დღეს არ მუშაობ?-ვკითხე, როცა ჩემს შეზლონგზე ჩამოჯდა. -კი, 2 საათიდან.-გამიღიმა. სველი სხეული, არა...ამას ჩემი გული ვეღარ გაუძლებს. -რა გჭირს, ანუკა?-ჩემკენ გადმოიხარა. -აა...არაფერი.-თავი გვერდზე გავწიე. -სახეზე სულ წითელი ხარ.-გაეცინა. -მზეზე დავიწვი ალბათ.-ვცდილობდი სიმშვიდე შემენარჩუნებინა. -ან მე გიზიდავ ზედმეტად.-ისე მიმზიდველად მიღიმოდა, გული მიჩქარდებოდა. -იდიოტო.-დავიბღვირე და შეზლონგიდან წამოვდექი. ზღვისკენ წავედი. იოანე დამეწია და ჰაერში ამიტაცა. -შენ ხო არ გაგიჟდი, ამდენ ხალხში. -ფეხებზე არ გკიდია?-გაეცინა. წყალში შევედით. მეგონა ჩვეულებრივ ჩამომსვამდა, მაგრამ შევცდი...წყალში ჩამაგდო. -რამე დაგიშავე?-გაბრაზებული ვუყურებდი. -კი...თავი შემაყვარე.-გამიღიმა. წყალში მკერდამდე ვიყავი ჩასული. უცებ წელზე ერთდროულად ნაზი და ვნებიანი შეხება ვიგრძენი. თვალები დავხუჭე და ტუჩზე ვიკბინე. -რა მგრძნობიარე ხარ.-იოანეს გაეცინა. -ნერვებს ნუ მიშლი.-შეწუხებული სახით გავიხედე გვერდზე. პლიაჟზე პირველამდე ვიყავით. სახლში როცა ავედი, ტკბილად მძინარე ნუცას თავზე დავახტი. -რა გინდა?-მკვლელის თვალებით ამომხედა. -რა გამიჩალიჩე!-აწითლებული ვიყავი. -არ გაგიხარდა?-გაეცინა. -გამიხარდა, მაგრამ...-ვეღარაფერი ვთქვი. -ხოდა მოკეტე. მოიღრუბლა და გაწვიმდა, ამიტომ პლიაჟზე აღარ გავსულვართ. 8 საათისთვის იოანემ მომწერა. "-გამოხვალ? -კაფესთან? -ხო, გელოდები." უცებ ჩავიცვი ღია დახეული ჯინსი, თხელი გრძელმკლავიანი ნაცრისფერი ზედა და კედები. წვიმა შესუსტებული იყო. 9-ის წუთებზე უკვე კაფესთან ვიყავი. იოანე კედელს აყუდებული დამხვდა. -რა გჭირს?-ვკითხე, როცა მისი ოდნავ ამღვრეული სახე დავინახე. -ის გუშინდელი აღარ გამოჩენილა? -არა და აღარც გამოჩნდება. წესით ახლა უკვე თბილისშია. -ძალიან კარგი.-გამიღიმა. -აშკარად რაღაც გაქვს სათქმელი.-გამომცდელად შევხედე. -კი, ნამდვილად. -რამე მოხდა? -ზეგ ამერიკაში ვბრუნდები.-აშკარად ცუდ ხასიათზე იყო. -რა?-ძალიან გამიკვირდა.-საბოლოოდ არ ჩამოსულხარ? -ვფიქრობდი, დავრჩები-მეთქი, მაგრამ მამაჩემი ცუდადაა.-ხმა აუკანკალდა.-ძალიან ცუდადაა.-ცრემლები მოადგა.-მამაც რომ დავკარგო, ვერ გადავიტან.-ატირდა. იმ მომენტში გული გამიჩერდა. ვერაფერი ვუთხარი. უბრალოდ მივედი და მაგრად ჩავეხუტე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.