შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თანამედროვე ურჩხულის ოდნავ შერეკილი პრინცესა(1,2,3)


4-04-2016, 00:04
ავტორი tsn
ნანახია 6 594

....
კარზე ზარი დავრეკე, ჩემი არც თუ ძალიან მოკლე კაბა ქვემოთ ჩამოვქაჩე და დაველოდე, როდის გამიღრბდა კარს ჩემი საუკეთესო მეგობარი და ძმადნაფიცი ლაზარე.. ორ წუთში კარის ხმა გავიგე და თმაგაბურძგნული ლაზარეც გამოჩნდა..
- ჩაიცვი პირველ რიგში და მერე სამზარეულოში პირდაპირ - ლოყაზე ვაკოცე და სამზარეულოსკენ გავქანდი..
- ჯერ მომესალმე მაინც - ჩაილაპარაკა თავისთვის, რაზეც გამეღიმა.. ცოტა ხანში სამზარეულოში გამოჩნდა, მაიკას იცვამდა და ისე მოდიოდა
- მოკლედ, ალბათ გაინტერესებს რატომ მოვედი, შეიძლება არც გაინტერესებს, მაგრამ ვინ გეკითხება, ლალი დეიდამ დამირეკა და მითხრა ''აი აბდალს სტუმრები ეყოლება და გოუკეთე საჭმელი თვარა, მომესხიპება თავი''-ო - მივბაძე ლალი დეიდას
- ამოისუნთქე შე ქალო და მათქმევინე რამე, ეგება ვკვდები, ან ეგ თუ არ გაინტერესებს ჰაერი მაინც ჩაისუნთქე -დამცინა და გამიღიმა საყვარლად.. ისე დედამ მართლა დაგირეკა? გამაგიჟებს ტო, ერთხელ თუ არ ვუპაშუხებ ეგრევე მეზობლებში რეკავს.. შენამდე სამი მეობელი იყო უკვე, თავი ამასკდა..
- შემოგევლე ჩემო ბონძღუნია - ვუთხარი და ყავა გავუწოდე..
- ძმა ხარ.. კი არა და ძმა რა შუაშია, და ხარ - თმა აიჩეჩა მან - ისე, სესი უნივერსიტეტში რატომ არ ხარ? - მკითხა მან
- ხომ გითხარი, დედაშენმა დამირეკა.. თანაც ვიყავი უკვე წეღან და ლექტორს ვეკამათე..
- გაგიჭირდებოდა..
- მართლა გამაბრაზა.. წინა ლექციაზე აგვიხსნა ახალი თემა, უამრავი გრძელი და დაგრეხილი სიტყვებით.. თავი.გავიგიჟე და ვისწავლე ისეთი სიტყვები, როგორიცაა ნიკოტინამიდადენინდინუკლეოტიდფოსფატი..
- ეგ რას ნიშნავს? - შემომხედა გაოცებულმა
- არ ვიცი, იმდენი.ხანი დავუთმე ამათ დამახსოვრებას შინაარსის სწავლა ვერ მოვასწარი, ლექტორმა კი მაინც და მაინც ის მკითხა რას ნიშნავსო..- ვუყვებოდი თან ვამზადებდი და ვჭამდი
- რას ერჩი, მართალი ყოფილხარ - ამომხედა ღიმილით- ნუ ჭამ გოგო.მაგათ, დატოვე რამე, გეტყობოდეს მაინც ამდენი ჭამა, კალიას რომ გავხარ - მითხრა და ხელიდან ცოტა ხნის წინ მომზადებული კატლეტი ამაცალა..
- ხან კალიას გავხარო, ხან ქათმის წონის ხარო, ხანაც ინდაურისო, ჩამოყალიბდი თუ ძმა ხარ და ისე დამარქვი მეტსახელი - ვუთხარი და ონკანისკენ წავედი, ლაზარემ ხელი დამიჭირა და მითხრა

- დედას გეფიცები, და რომ მყავდეს შენზე ნაკლებად არ მეყვარებოდა - მითხრა ღიმილით.
- ვიცი ლაზო, არაქვს მნიშვნელობა ბიოლოგიურად და-ძმა ვართ თუ არა, მაინც ჩემი ძმა ხარ.. - ლოყაზე ვაკოცე და ახლა მაცივარი გამოვაღე
- გინდა - ავიღე მისი შოკოლადის ფილა და გავუღიმე
- არა სესი, ეგ შენთვის ვიყიდე..
- ეე, მაგარიაა, მელოდებოდი - შევიფერე მეც
- ეჰ სესი, შენ ქარივით ხარ.. როდის რა მხრიდან მოვარდები კაცმა არ იცის.. შენც კი არ იცი..
ცოტა ხანს ასე ვისაუბრეთ და თან რაღაც-რაღაცებს ვამზადებდი. ბოლოს ყველაფერს რომ მოვრჩი სახლში წასვლა დავაპირე, რადგან მამამ უკვე მეასედ მაინც დამირეკა.. ჩემს ჰიუნდაიში ( მამა მანებივრებს) ჩავჯექი და სახლისკენ დავიძარი.. ცოტა მანძილი მქონდა გავლილი, როდესაც საიუველირო მაღაზიაში შესვლა მომინდა და გავჩერდი.. გადავედი და უცებვე შევეჯახე ვიღაცას..
- წინ იყურე - მითხრა მკაცრად, არც შემიხედავს ისე შევეპასუხე
- შენც არ გაწყენს თვალრებში გახედვა.. - გზა ისე განვაგრძე, რომ არ შემიხედავს.. რამდრნიმე დღეში მეგობრის დაბადების დღეა და მინდა რაიმე კარგი ავურჩიო.. მინების ქვეშ სამკაულებს ვუყურებდი და თან მარჯვენა ხელის საჩვენებელ თითს წრფეზე ვაყოლებდი.. უცებ მარცხნივ გავიხედე და უნდა გავსულიყავი, როდესაც ვიგრძენი, რომ ჩემი სამაჯეთი რაღაცას წამოვედე.. მაგრად გამოვქაჩრ, მაგრამ იმან მაჯობა და წამებში ვიღაცის მკლავებში აღმოვჩნდი..
- ჰეი, გამიშვით - ავწუწუნდი მე
- აჰა - უცებ შემიშვა ხელი.. ორივემ დავხედეთ ჩჩენს მაჯებს.. მის საათს ჩემი სამაჯე უცნაურად გადაეხლართა და ამან გაუგებრობა გამოიწვია.. უცებ ტელეფონმა დამირეკა, გათავისუფლებას შევეცადე, მანაც იმავეს ცდას მიჰყო ხელი, მაგრამ ვერ.მოახერხა, ნერვები მოეშალა და მთელი ხალით გაგლიჯა სამკაული.. ჩემი სამაჟე მარცვალ-მარცვალ დაიბნა იატაკზე.. ცრემლები მომადგა და ყელში ბოღმა მომაწვა.. ეს დედას სახსოვარი იყო, ერთად ერთი, რაც მისგან დამრჩა, ამ მხეცმა კი წამებში გამიფუჭა
- ეს რა ქენით, რა გჭირთ, ნორმალური ხართ? - ვკითხე გაცოფებულმა და მძივების აკრეფა დავიწყე
- სრულიად.. წეღან შემეჯახე და არც კი მომიბოდიშე.. უზრდელთან ერთად სამკაულებზე დახარბებულიც ყოფილხარ.. ალბათ იაფფასიანი იყო და ადვილად გაფუჭდა - მითხრა მან ირონიულად და ისე წავიდა, რომ ვეღარაფერი ვუთხარი.. როდესაც ბოლო მძივიც ავიღე თავზე დამადგა.. ავხედე და სიტყვა უნდა მეთქვა, როდესაც მსგავსი სამაჯე მომაწოდა და დამცინავად მითხრა
- ეს მართლაც ძვირფასია, შეგიძლია აიღო - გავცოფდი, სამაჯე გამოვართვი, მას ეგონა, რომ გავჩუმდებოდი, მაგრამ ორივე ხელით გავგლიჯე და მივაყარე.. ძირს დაეცნენ და შემდეგ ჰაერში აფრინდნენ ძვირფასი მძივები..
- მართალი ხართ, ჩემი სამაჯე არ იყო რომრლიმე ძვირფაში მასალის, მაგრამ მას ჩემთვის იმაზე დიდი მნიშვნელობა აქვს ვიდრე ამ თქვენს ნაყიდ ძვირფას მძივებს.. სიტყვის თქმა აღარ ვაცალე ისე დავტოვე, მის სახეზე კი სიბრაზე ამოვიკითხე მხოლოდ და ძალიანაც მესიამოვნა.. ჩემს მანქანას მივუახლოვდი და კარს ვაღებდი, როდესაც ვიღაც ხელში მწვდა და მიმაბრუნა..
- შენ მე შეურაცყოფა მომაყენე..
- ისევე, როგორც თქვენ მე.. ასე რომ, ანგარიში გათანაბრდა.. თქვენ თქვენს გზაზე წადით, მე ჩემსაზე...
- თავი ვინ გგონია? - მკითხა მკაცრად
- ეი, თქვენ თუ მარცხენა ფეხზე ადექით და შარს ეძებთ, მისამართი შეგეშალათ.. - ახლაღა ვიცანი ერთ-ერთი ცნობილი ახალგაზრდა ბიზნესმენი დემეტრე შერვაშიძე..
- თავს ზედმეტის უფლებას ნუ მისცემ.. შენ რომ ჩემთან მუშაობდე, ვერც კი წარმოიდგენ რა დღეში მეყოლებოდი..
- მე კი თქვენნაირ ადამიანთან რომ ვმუშაობდე, აუცილებლად შაქარს დავმართებდი...
- ე.ი შაქარს?- ხელები გადააჯვარედინა.. - გიწვევ.. ერთი თვე იმუშავე ჩემს ოფისში, ვნახოთ ვინ ვის დამართებს შაქარს - ისევ ირონიულად გაიღიმა და ხელი გამომიწოდა - ვინც წააგაებს ჯარიმად ათას ხუთას დოლარს გადარიცხავს ბავშვთა სახლში და მოგებულის სამ სურვილს აასრულებს
- შევთანხმდით - შევაგებე ხელი და მანქანაის კარი უემოციოდ შევაღე.. ჩავჯექი და დავტოვე ადგილი.. არაფერი მიკითხავს, რადგან მისი ოფისის მისამართი ისედაც ვიცოდი..
- იდიოტი, თავი ვინ ჰგონია.. სამაჯე გამიფუჭა, დამამცირა და აქეთ გამიბრაზდა კიდევ.. კრეტინი, ტარტაროსი, თავხედი, თანამედროვე ურჩხული.. ზუსტადაც თანამედროვე ურჩხულია - ვბუტბუტებდი ჩემთვის და თან მანქანას ვმართავდი...

თავი ll

....
პირდაპირ სახლისკენ წავედი.. სახლში მისულს მამა დივანზე ჩამომჯდარი და ჩაფიქრებული დამცვდა.. სევდიანი მომეჩვენა, ფრთხილად მივუახლოვდი და ხელი ჩავჭიდე..
- მაა, რა ხდება? - ვკითხე და ლოყაზე ვაკოცე.
- სესი, წასვლა მიწევს ლონდონში..
- მამაა, ეს ხომ პიღველად არ ხდება - გავუღიმე მას
- ამ ჯერად რამდენიმე დღით კი არა, ორი თვით მივდივარ - გული დამწყდა, მართალია, მამას ხშირად უწევს წასვლა, მაგრამ ამდენი ხნით არასოდეს წასულა..- მინფოდა წამეყვანე, მაგრამ უნივერსიტეტს ვერ მიატოვებ, თანაც ორი თვე, ეს არც ისე ბევრია არა?- განაგრძობდა
- მართალი ხარ მა, არც ისე ბევრია - გავუღიმე და ჩავეხუტე.. ცოტა ხანს ვისაუბრეთ, უამრავი რჩევა-დარიგება მივიღე მამასგან.. აღმოჩნდა, რომ საათ-ნახევარში მიდიოდა და უკვე ყველაფერი მოეწესრიგრბინა.. მთელ დღესაც ამიტომ მირეკავდა და თავი დამნაშავედ ვიგრძენი, რომ ასე დავიგვიანე.. ყველაფერი იმ ურჩხულის ბრალია, მან შემაყოვნა საკმაო ხანს.. მე მას ვაჩვენებ სეირს, ჯერ ხვალინდელი დღე გათენდეს..
მამა გავაცილე და თავი მაშინვე მარტოსულად ვიგრძენი.. ჯიბიდან რამდენიმე მძივი ამოვიღე და თვალზე ცრემლი მომადგა.. აქამდე, როდესაც ეს სამაჯე ხრლზე მქონდა, თავს ასე არ ვგრძნობდი.. თითქოს დედა ისევ ჩემთან იყო, ახლა კი მარტოობას ვგრძნობ.. გადავწყვიტე ლაზარესთან გავსულიყავი, ცოტას გავერთობოდი.. ნახევარ საათში მის ბინასთან ვიდექი და ზარს ვრეკდი.. მალრვე გააღო კარი და გამიღიმა
- ოჰ, რამდენი ხანია არ გამოჩენილხარ - ცხვირზე თითი დამკრა, თუმცა უხასიათობა უცებვე შემატყო - რა გჭირს სესილი - მეკითხებოდა და ოთახისკენ მივდიოდით..
- მამა წავიდა ისევ, ამჯერად ორი თვით - შევჩივლე მას..
- მალე გავა ორი ტვე, მაგაზე არ იდარდო - გამამხნევა მან - აბა ახლა გაიცინე ახლა - ამან იმოქმედა და გამეღიმა
- შენი სტუმარი სადაა? - ვკითხე და ოთახს თვალი მოვავლე
- სააბაზანოში გავიდა ახლა - მითხრა ღიმილით და ჭიქა ფორთოხლის წვენი გამომიწოდა, მეც გამოვართვი, მან უცებ ჩემს ხელს დახედა და შამაჯე ვერ შენიშნა
- შენი სამაჯე სად წავიშჭდა სესილი? - მკითხა მან.. ახლა არ მინდოდა ლაზარესთვის ყველაფრის მოყოლა, რადგან ამის თქვი არ მქონდა..
- გაწყდა - ავიჩეჩე მხრები
- როგორ, ის ხომ დედაშენის სახს..
- დედა სულ მემახსოვრება, რა აზრი აქვს მეკეთება თუ არა ხელზე სამაჯე, თანაც შევაგროვე ისევ და მალე მივუტან იუველირს და შევაკეთებინებ - ვუთხარი და სამზარეულოსკენ გავეშურე.. საოცრად თავისუფლად ვგრძნობ თავს ლაზარეს ბინაში.. რანდენიმე წუთში ორი ადამიანის ფეხის ხმა მომესმა.. ლაზარე და მისი სტუმარი შემოვიდა სამზარეულოში.. მზერა ნელ-ნელა გავაპარე სტუმრისკენ და ელდა მეცა, ის იდიოტი იყო, ვინც სამაჯე გამიწყვიტა.. ინსტიქტურად ხელი მაჯაზე დავისვი, თითქოს შემეშინდა კიდეც მისი, მაგრამ ყველანაირი ემოცია დავაიგნორე და უღიმღამოდ გავუღიმე.
- გაიცანი, ეს ჩემი ძველი მეგობარია, დემეტრე - გამაცნი ლაზარემ, შემდეგ მას შეუბრუნდა - ეს ჩემი მოუშორებელი ჭირია, ჩემი სესილი, მასზე გიყვებოდი..
- ოჰ - მხოლოდ ეს თქვა მან და წყლის ჭიქას დასწვდა.. ყურადღება არ მივაქციე, ისე ჩავუარე გვერდით და ჩავილაპარაკე
- თანამედროვე ურჩხული.. - გულში კი განვაგრძე: უკუდო ამპარტავანი, კრეტინი, თავგასული იდიოტი.. ტელევიზორის წინ მოვკალათდი და სასურველ პროგრამაზე გადავრთე.. მალე ოღივე გამოვიდა.. ცოტა ხანს ასე ვიყავით, ლაზარე ხვდებოდა, რომ მე და მონსტრს ერთმანეთი არ მოგვწონდა და ჩვენს მიერ შექმნილ უხერხულ მომენტებს ის ფანტავდა..
- ხვალიდან მუშაობას ვიწყებ - გავუღიმე ლაზარეს..
- შენ? მუშაობას? ვისთან? - გულწრფელი გაკვირვება გამოეხატა
- ამასთან - ვანიშნე ჩემს წინ მჯდარ დემეტრეზე, ამის თქმა იყო და ლაზარეს წვენი გადასცდა და ხველა აუვარდა.. ხელით გვავიშნა კარგად იყო. მალე ამოითქვა სული და გულწრფელად გაოცებული სახით შემომხედა
- შეიშალე? - მერე მას შეხედა - ან შენ რაზე ფიქრობ, უნივერსიტეტში რა უბდა ქნას..
- არანაირი პრობლემა არ შეექმნება - თქვა ურჩხულმა ჩვეული ტონით... -უნდა წავიდე - მოხდენილად წამოდგა - შენც წადი და გამოძინე, ხვალ ცხრა საათზე ოფისში იქნები, წინააღმდეგ შემთხვევაში ვიფიქრებ, რომ გამოწვევა მე მოვიგე - ერთხელ შემომხედა და წავიდა.. ლაზარე გამიგიჟდა, რა გამოწვევა, რა სამსახურიო და მომიწია ყველაფრის მოყოლა..
- ე.ი სამაჯე მან გაგიწყვიტა..
- კიი
- რატომ არ მითხარი?
- რავიცი.. ხომ იცი, რომ მოგიყვებოდი.. დღეს უბრალოდ ცუდ ხაშიათზე ვარ.. მამაც წავიდა და მოვიწყინე.. მერე კი შენთან წამოვედი..
- მოდი ჩემთან - მიმიხმი და დივანის თავისუფალ ნაწილზე ხელი დაატყაპუნა, მეც მივედი და ჩავეხუტე..
- ცოტა შერეკილი კი ხარ, მაგრამ ძალიან საყვარელი ხარ - მითხრა მან და თმაზე მოფერება დამიწყო.. მალე კი მიმეძინა.. მე და ლაზარე ძალიან ახლის ვართ ერთმანეთთან.. და-ძმასავით ვართ.. მას მერე კი, რაც მისი და- მარიამი ლეიკემიით გარდაიცვალა უფრო დავახლოვდით.. ჩვენ ერთად გავიზარდეთ და ერთმანეთის დუმილისაც კი გვესმის..
დილით რბილ საწოლში გამეღვიძა, საათს შევხედე და რვა იყო შესრულებული.. საეოლიდან წამოვვარდი და სწრაფად მომზადება დავიწყე.. ლაზარეს ბინაში ჩემი ოთახი მაქვს და აქ ტანსაცმელიც მაქვს დატოვებული.. ჯინსის შორტი ჩავიცვი, თეთრი მაიკა, რომელიც არც ძალიან გამომწვევი იყო და არც მოკრძალებული.. ჩემი ეს სტილი არ შეეფერებოდა იმას, რასაც ოფისში ითხოვენ.. ეს კი გააბრაზებდა დემეტრეს.. ოფისში მივედი, დემეტრეს კაბინეტი ვიკითხე და მის მდივანს ისიც ვუთხარი, რომ თავად მივიდოდი..
- ხომ გითხარი, რომ არ მოვიდოდა - მოვკარი ყური ორი ადამიანის საუბარს..
- რომ მოვიდეს? - ეს უცნობი ხმა იყო
- არ მოვა და მე გავიმარჯვებ - არ ცხრებოდა დემეტრე..
- არა და მოვედი - ვითომ დანანებით ჩავილაპარეკე და ხელები გადავაჯვარედინე...- რა დახვედრაა - ვცადე გაკვირვებული გამომეტყველება მიმეტო - აბა სერ რა მევალება - ვკითხე ისე, თითქოს ძალიან დიდი ხნის ნაცნობი ყოფილიყოს..
- ლუკა დაგვტოვე - მკაცრად თქვა მან.. ეს ლუკაც უსიტყვოდ დაემორჩილა და მარტო.დავრჩით.. არ ვიცი რატომ, მაგრამ მისი შიშიც მქონდა.. მე გახსნილი და უშუალო ადამიანი ვარ და ქვეყნად ყველა ჩემნაირი მეგონა, მაგრამ ის ასეთი არაა.. მის თვალებში არის რაღაც, რაც შიშს იწვევს ჩემში..
- ასე რატომ გაცვია - მკითხა ქედმაღლურად..
- ისე მაცვია, როგორც ყოველთვის.. - ენა შევუბრუნე მეც
- ჩემს ოფისში მასე არავინ იცვამს და ვერც შენ ჩაიცვამ.. - მითხრა მკაცრად..
- რომ ჩავიცვა რა, რას იზათ, სამსახურიდან გამაგდებთ (შეთანხმების საფუძველზე, მას ჩემი გაგდება არ შეუძლია, თავად უნდა წავიდე თუ რამეა)..ვიგრძენი, როგორ გაბრაზდა და ისედაც შავი თვალები უფრო ჩაუშავდა, ახლოს მოვიდა
- წესი ნომერი ერთი: ჩემი ყველა ბრძანება სრულდება უსიტყვოდ.. მეორე წესი: შენი თავნებობა აქ არ გაჭრის და რაც მთავარია, მოვალეობას, რაც დაგეკისრება შეასრულებ პირნათლად..
- საკმარისია საკამრისია, -გავაწყვეტინე მას.. - მეც მაქვს ჩემი წესები.. პირველი: მხოლოდ იმ ბრძანებას შევასრულებ, რაც სამსახურთან იქნება მიმართებაში და არანაირ სხვას.. მეორე: მე ვიყავი, ვარ და სულ ვიქნები თავნება, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია, ალბათ გაგიგიათ და ამას ვერ შეცვლით და რაც შეეხება მოვალეობებს, თუ კი რაიმეს ვაკეთებ, ვაკეთებ მთელი მონდომებით და არა აზიზად.. ახლა კი უბრალოდ მითხარით, რა მევალება.. კაცს ძარღვები დაებერა და ხელი მომუშტა, ცოტა არ იყოს ავღელდი, მაგრამ არ შევიმჩნიე..
- ჩემი თანაშემწე იქნები და იმას შეასრულრბ, რასაც მე დაგავალებ.. პირველ რიგში კი მასე ჩაცმული აღარ მოხვიდე
- როგორც მეტყვით ბოს - გავუღიმე ირონიულად და თავხედურად შევეჭერი კაბინეტში, იქვე მდგარ მის სავარძელში ჩავეშვი, ფეხი ფეხზე გადავიდე და რაღაც საბუთს დავწვდი, თან თვალს მისკენ ვაპარებდი, ძალიან მინდოდა გაწითლრბამდე გაბრაზებულიყო.. მართლაც გაბრაზდა, ცოტაც და ყურებიდან ბოლს გამოუშვებდა.. მერე წარმობიდგინე თანამეშრობე ურჩხული, რომელსაც ყურებიდან ბოლი გასდის, რამაც ღიმილი მომგვარა და ჩემთვის ჩავიფხუკუნე.. ის თავზე წამომადგა და ისრვ ჩვეული, უხეში ტონით მითხრა
- ადექი, ეს ჩემი მაგიდაა, შენს კაბინეტს ახლავე მიგასწავლიან - ტელეფონზე ღილაკს თითი დააჭირა და ვიღაც მერის უბრძანა შემოსვლა..
- სესილი თავის კაბინეტში შეიყვანე და აუხშენი, როგორ უნდა მოიქცეს და რა მოვალეობები ეკისრება.- უთხრა მას და გოგონაც უცებვე დაემორჩილა.. კი ვიფიქრე გავამწარევ კიდევ-მეთქი, მაგრამ იდეები მომავლისთვის შევინახე და ჩრმი კაბინეტის გზას გავუყევი..
- პირველ რიგში, ბატონ დემეტრეს არ უყვარს, როდესაც, როგორ გითხრა, აი მასე ღომ აცვიათ სამსახურში, როგორც შენ - არც უნდოდა რომ მწყენოდა და ძლივს აბამდა სათქმელს
- ოჰ, ეგ უკვე მითხრა.. - გავუღიმე..
- შენი ძირითადი მოვალეობა საბუთების მოწესრიგება და ზარებზე პასუხი იქნება, მაგრამ ბატონა დეტრემ თქვა, რომ პირადად მის ბრძანებებს უნდა დაემორჩილო.. არ უყვარს ბევრი საუბარი
- ეგ შევატყე - გავუღიმე ისე.. - ისე როგორ უძლებთ აქ?
- ბატონი დემეტრე მართლაც რომ მკაცრია, მაგრამ ცუდი ადამიანი არაა - გამიღიმა მანაც
- ბატონი, ბატონი.. აუცილებელია ასე მიმართო? ბატონი დემეტრე ასე, ბატონი დემეტრე ისე..
- სხვანაირად როგორ.. შენ როგორ მიმართავ - მკითხა გულწრფელად
- თანამედროვე ურჩხულს ვეძახი - წამოვიძახე ხმამაღლა და მერის გაეცინა
- არ გაიგოს, იცოდე, პატივმოყვარე ადამიანია, აქ მისი ყველას ეშინია და არავინ ეკამათება.. აი ბატონი ლუკა კი ძალიან კარგია, მხიარული და თბილი უფრო
- ლუკა ვინაა?
- ბატ.. თანამედროვე ურჩხულის დეიდაშვილი - უცებ გაშინაურდა მერი.. შემდეგ კი მაგიდასთან ჩამოჯდა- მე ვიცი რატომაც ხარ აქ და ისიც ვიცი, რომ ერთი თვით რომ ხარ.. იცოდე მთელს ოფისს შენი იმედი გვაქვს
- მთელ ოფისს? - გამიკვირდა..
- რატომ გიკვირს.. დემეტრე მკაცრია ძალიან, მცირე შეცდომასაც არ პატიობს.. ერთი თანამშრომელი იმიტომ გაათავისუფლა, რომ შემთხვევით სხვა დოკუმენტი შეუტანა..
- ურჩხული - ჩავილაპარაკე ჩემთვის - ე.ი დიქტატორივით იქცევა არა,.. ვაჩვენრბ სეირს..
- დარწმუნებული ხარ, რომ ეს ყველაფერი ღირს? იცი, მართლა არ არის დემეტრე ცუდი ადამიანი, უბრალოდ ძალიან მკაცრია და თავისებური.. შეჩვეულია, რომ თავისი გაიტანოს..
- სიმართლე გითხრა, კარგად არ ვიცნობ, მაგრამ მასზე გარკვეული შეხედულება უკვე მაქვს.. მე მას თანამედროვე ურჩხულს ვეძახი, ამით კი ყველაფერი ნათქვამია.. აქ იმიტომ კი არ მოვედი, რომ მან მაჯობოს, პირიქით.. მის დასამარცხებლად.ვარ.. მან უნდა ისწავლოს, რომ ყველას ზემოდან ვერ გაოხედავს, რომ სოციალური სტატუსი არ აძლევს იმის უფლებას, რომ სხვებზე იბატონოს..
- ასეთი ცუდიც არაა სესილი, მართლა.. უბრალოდ მაქსიმუმს მოითხოვს ყველასგან, არ ვიცი რა მოხდა მაგრამ ყველას ზემოდან არ უყურებ, მართლა..
- ანუ, არც კარგია და არც ცუდი, მაგრამ უფრო ცუდია - გამოვიტანე დასკვნე..
- იმედია ვიმეგობრებთ..
- აუცილებლად - გავუღიმე მას.. მერი გავიდა და მეც თავში იდეა მომივიდა.. პატარა ბლოკნოტი ავიღე და პირველივე გვედზე დავწერე '' როგორ გავამწაროთ თანამედროვე ურჩხული''.. ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ ყოველ ნაბიჯზე გავუშრობ სისხლს.. ორ დღეში სამსახურიდან გამიშვებს და მე მოვიგებ.. მაგრამ რაში მჭირდება მისი ასრულებული სურვილები, მრ მხოლოდ ის მინდა რომ ქედი მოვახრევინო.. როგორ მითხრა? ''უზრდელთან ერთად შამკაულებზე დახარბებულიც ყოფილხარ''- ო.. სანამ ამ სიტყვების გამო არ მომიბოდიშებს, არც ამ კომპანიიდან წავალ და არც ფარ-ხმალს დავყრი.. უცებ კარი გაიღო და ისევ მერი შემოვიდა დოკუმენტების დასტა ეკავა ხელში
- ბატონმა დემეტრემ გამომატანა შენთან, ორ საათში შეხვედრა აქვს და ეს დოკუმენტები დასჭირდება, მოაწესღიგოს და როდესაც ვეტყვი საკონფერენციო დარბაზში მომიტანოსო..
- გასაგებია.. - ვუთხარი და გამოვართვი.. სწრაფად უნდა გამეკეთებინა, ამ დოკუმენტებში კი ბევრი შეცდომა იყო, რაღაც უნდა მომეფიქრებინა.. კომპიუტერი გამახსენდა.. აქ ხომ ყველა კომპიუტერი ერთ სერვერს უკავშირდება, ეა ნიშნავს, რომ ადვილად შევძლებ ჩემი კომპიუტერიდან ურჩხულის კომპიუტერში შევძვრე და მისი ფაილები დავათვალიერო.. თუმცა საჭირო პროგრამა არ მაქვს.. ჩემი ლეპტოპი მჭირდება სასწრაფოდ.. ჩუმად ავდექი და ჩემს მანქანასთან ჩავიპარე, ლეპტოპი ავიღე და კაბინეტისკენ წავედი.. შესული არ ვიყავი ვიღაცას რომ შევასკდი, შევხედე და ის ბიჭი იყო, რომელიც დილით დემეტრრსთან ერთად კაბინეტში იყო..
- ფრთხილად, ფრთხილად - გამიღიმა მან
- შენც არ გაწყენს ფრთხილად სიარული.. - გავუღიმე და ლეპტოპი მაგიდაზე დავდე და დავჯექი
- ლუკა, მე ლუკა ვარ - თავი.შემახსენა ბიჭმა
- მე სესილი..
- სასიამოვნოა, რას აკეთებ? - დაინტერესდა ის.
- ურჩხ.. ბატონი დემეტრეს მიერ დავალებულ მისიას ვასრულებ - გავუღიმე
- კარგი, ხელს აღარ შეგიშლი, მაგრამ თუ რამეში დახმარება დაგჭირდეს მე აქ ვარ..
- კარგი - ავიჩეჩე მხრები.. და მუშაობას შევუდექი.. რამდენიმე წუთში დემეტრეს ფაილებში დავძვრებოდი.. ვიპობე საჭირო დოკუმენტი და ჩემს ლეპტოპში ჩამოვტვირთე.. როგორც ვეჭვობდი მერის მოტანილ დოკუმენტში ხელოვნურად დაშვებული შეცდომები იყო, იმისთვის, რომ მეწვალა, მაგრამ მე მრ ვარ.. ეს სხვამ იწვალოს თუ უნდა.. მერის დავუკავშირდი
- მეკუნა, რიმელ ფერს ვერ იტანს ჩვრნი ტარტაროსი უფროსი?
- ყველას, შავის და თეთრის გარდა
- რატომ არ მიკვირს
- რაშია საქმე?
- აარაფერიი...
ცოტა ხანში ახალი დოკუმენტრბი მზად მქინდა, მწვანე საქაღალდეში ჩავდე და გასვლას ვაპირებდი, როდესაც მერი შემოვიდა
- ბატონ დემეტრეს დოკუმენტები უნდა, მთხოვა მე შევუტანო, რადგან ინვესტორებს არ მოეწონება შენი ჩაცმულობა, თავად ასრ თქვა..
- რაა?.. აი ახლა გავბრაზდი.. გაიხადე შენი კოსტუმი და მათხოვე - მერიც შესაბამისად მოიქცა.. ორ წუთში საკონფერენციო დარბაზში შევედი და ყველას მზერა ჩემკენ მოემართებოდა..
- აქ შემოსვლა.შენთვის არ მითხოვია..
- უპს, რომ არ ვიცოდი..
- სულ ერთია, დოკუმენტები მოგვაწოდე.. საქაღალდე გავხსენი და ყველას მყვირალა მწვანე ქაღალდზე დაბეჭდილი, მაგრამ სასურველი და საჭირო საბუთები.. მესიამოვნა. როდესაც დემეტრეს თვალები შუბლზე აუვიდა..
- ეს რა არის - მითხრა ჩუმად, მაგრამ მკაცრად
- დოკუმემტები - ავიჩეჩე მხრები..
- კი მაგრამ მწვანე
- მართალი ხართ, ვარდისფერ ქაღალზე უნდა დამებეჭდა, მაგრამ რაღაცნაირად ხომ საყვარელი ფერია.. - ჩავჩურჩულე მას - ვიცი, უცნაური ფერია, მაგრამ დადებითი, თანაც ამ ქაღალდებს სასიამოვნო სურნელი აქვს -ახლა დანარჩენებს შევუბრუნდი...
- გადი და ჩემს გარეშე ფეხი არ გადაადგა - გაბრაზებულმა მითხრა..
- როგორც იტყვი..

......
-ეს რას ნიშნავს სესილი - იყვირა დემეტრემ, როცა შეხვედრიდან გამოვიდა
- რა რას ნიშნავს - განვაგრძობდი ნერვებზე თამაშს
- მშვენივრად იცი..
- ვერ გავიგე რა გინდა.. მითხარი არ გაცვია ოფისის შესაბამისადო და მეც ეა კოსტუმი ჩავიცვი.. შეასწორე დოკუმენტიო და შევასწორე.. კიდევ რა?
- ყველაფერი შენებურად გესმის..
- ისევე, როგორც შენ შენებურად.. მე ამის უფლება არ მქონდა და შენ გქონდა უფლება ხელოვნურად დაგემახინჯებინა დოკუმენტი, დავიჯერო ეს სამართლიანია?
- ეს საიდან... სულ ერთია - ხელი ჩაიქნია - საკმარისია, ხვალიდან შორტებში ჩაცმული აქ არ მოხვალ - მითხრა და გავიდა...
ცოტა ხანში სამუშაო საათები დამიმთავრდა და უნივერსიტეტში წავედი.. (ურჩხულმა გაითვალისწინა, რომ ჯერ კიდევ სტუდენტი ვარ)..

თავი lll

უნივერსიტეტდი მივედი და რამდენიმე სემინარს დავესწარი.. სახლდი წასასვლელად მოვემზადე და მანქანასთან წავედი, თუმცა იქვე მდგარ გრძელ სკამზე მჯდომმა გოგონამ მიიპყრო ჩემი ყურადღება.. ის იჯდა და ტიროდა.. გულმა ვერ მომითმინა და მასთან მივედი.. მხარზე შევეხე თუ არა შეშინებული შემომიტრიალდა
- ყველაფერი კარგადაა? - ვკითხე შეწუხებულმა
-მერე რა თუ ყველაფერი არაა კარგად, არაა საჭირო შებრალება - მითხრა გოგონამ
- კარგი რა, რა დღეში გაქვს ნერვები - არ შევიმჩნიე წყენა და გვერდზე მივუჯექი.. - მისმინე, შენს შესაბრალებლად არ მოვსულვარ.. ზოგჯერ უფრო მარტივია უცნობის ნდობა - ხელი ჩავჭიდე - შეგიძლია მენდო..
- რთულია, მაგრამ მაინც მოგიყვები.. რამდენიმე წლის წინ მე დედას მოუწია საკმაოდ დიდი თანხის ბანკიდან სესხება, რადგან იქ, სადაც მუშაობდა რაღაც დანადგარი გაფუჭდა და ასე რომ ვთქვათ, მასზე შეიწმინდეს ხელები.. ამის შემდეგ სხვა სამშახური იპოვა და ასე თუ ისე ვიხდიდით კრედიტს.. ცოტა ხნის წინ მეც ვიპოვე სამსახური, მაგრამ ცოტა ხნის წინ დედა შემცირებაში მოაყოლეს, მხოლოდ ჩემი ხელფასი არაფერში გვყოფნის და მით უმეტეს სესხის დაფარვაში.. ერთადერთი პატარა ბინა გვაქვს და ახლა ბანკი იმასაც წაგვართმევს.. ახლა ალბათ ჩვენს ნივთებს აწყობს დედა და ღია ცის ქვეშ ვრჩებით.. დახმარება ჩემს უფროსს ვთხოვე და იცი რა შემომთავაზა? თუ მისი საყვარელი გავხდები, მხოლოდ მადინ დამეხმარება.. _ აი აქ უკვე არ ვიცი რა დამემართა, უკვე მოვიფიქრე როგორ დავეხმარებოდი..
- და მამა? მამაშენი სად არის, ასეთ რთულ სიტუაციაში?
- მამა, მან დიდი ხნის წინ მიგვატოვა და არც კი უცდია ჩვენი ნახვა..
- მე.. არ ვიცი რა გითხრა, მაგრამ თუ ცუდად არ გამიგებ რაღაცას გეტყვი კარგი? - მან თავი დამიქნია - მოდი შენ და დრდაშენმა ჩემთან იცხოვრეთ, დროებით, მანამ რაიმე გამოჩნდება, სამსახურიდან კი ხვალვე წამოდი და მე ჩემს მეგობარს ვთხოვ, რომ დაგასაქმოს
- მე არ ვიცი, ამაზე ვერ დაგთანხმდები..
- მაშინ იჯექი და იტირე, მასე საქმეს ეშველება რამე? გამოსავალს გთავაზობთ, მე და მამა მარტო ვცხოვრობთ.. თუ ასე არ გინდათ სამსახურს შემოგთავაზებთ..
- მისმინე, მე არ მინდა ვინმეს ჩემი პრობლემები მოვახვიო თავს, ჯანდაბას ჩემი თავი, მაგრამ დედას ისე ვერ დავტოვებ.. თექვსმეტის იყო, მე როდესაც ვყავდი უკვე, მამაჩემმა თურმე მოიტაცა, მაგრამ მერე ორივე მიგვატოვა, ახალგაზრდა ქალია, მაგრამ ვერაფერს მოესწრო და ვერაფრით გაიხარა, სულ ცდილობდა რომ ყველაფერი მქონოდა, ახლა კი საშინელ დღეში ვართ..
- ვხვდები რასაც ამბობ, მაგ სიტუაციაში არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ მაინც შემიძლია გაგება.. გთხოვ, მომეცი სადუალება, რომ დაგეხმარო.. - ვუთხარი გულწრფელად და პასუხს დაველოდე..
- კარგი, თუ დედა დამთანხმდება..
- ეგ მე მომანდე - ვუთხარი, ხელი ჩავჭიდე და მანქანაში ჩავსვი..
-ამას რატომ აკეთებ? - მკითხა ცოტა ხანში
- იმიტომ, რომ გამიგია ,,ადამიანი ადამიანის ადამიანობით ადამიანობს''-ო.. არავინ იცის რა იქნება მომავალი, მინდა იმედი მქონდეს, რომ თუ ოდესმე გამიჭირდა, იქნება ვინმე, ვინც დამეხმარება.. შეიძლება ფინანსურად არ მიჭირს, მაგრამ დალხენილი ცხოვრებით მაინც არ მიცხოვრია.. თორმეტის ვიყავი, როდესაც დედა დაიღუპა, რამდენიმე წელში საუკეთესო მეგობარიც.. ნუ გგონია, რომ მებრალები, ვერც მე ვიტან, როდესაც ვიღაცის შესაბრალისი ვხდები, უბრალოდ სხვანაირად არ შემიძლია.. რატომ არ უნდა დაეხმარო სხვას, როდესაც ამის შესაძლებლობა გაქვს?
- შესანიშნავი ადამიანი ხარ, ალბათ უიშვიათესი.. ჩვენ საერთოდ არც ვიცნობთ ერთმანეთს..
- მე სესილი - გავუღიმე მას
- მე ნია
- ახლა ხომ გიცნობ უკვე.. - გავუღიმე ისევ..
- კი, მაგრამ მე ხომ უცხო ვარ, უცხოა დედაჩემიც, შენ არ ხარ ვალდებული.. ან მამაშენი რას იტყვის
- ვალდებული ვარ - ვუთხარი და დავამუხრუჭე.. - რატომ არ ვარ ვალდებული, რადგან დღეს გაგიცანი, რადგან შენი მხოლოდ სახელი ვიცი? მთავარი ესაა? მამაჩემი არაფერს იტყვის, რადგან თვითონ მასწავლა, რომ თუ შემიძლია უნდა დავეხმარო სხვას, თუნდაც პირველად ვხედავდე.. - ცოტა ავღელდი - ახლა კი შენი მისამართი მითხარი და წავიდეთ.. ნახევარ საათში საჭირო ადგილზე ვიყავი და ვცდილობდი ნიას დედა - მაია დამერწმუნებინა, რომ დამთანხმებოდა.. ბოლოს დავითანხმე, რომ ჩვენთან იცხოვრებდნენ და მაია სახლის საქმეებს მიხედავდა.. ეგრევე ჩავსვი მანქანაში და სახლში წავიყვანე, ორივეს თავისი ოთახი ვაჩვენე და მეც ჩემს ოთახში ავედი.. შემდეგ ნიას და დედამისს ყველაფერი ავუხსენი და სახლი დავათვალიერებინე... შემდეგ შხაპი მივიღე, ღია ჯინსის ვიწრო შარვალი, ნაცრისფერი ფარფალა ზედა ჩავიცვი. ჩემს ახალ მეგობრებს დროებით დავემშვიდობე და ლაზარესთან წავედი...
არც ისე დიდი დრო დამჭირდა ლაზარესთან მისასვლელად, ავირბინე კიბეები და ხუთჯერ მაინც დავაჭირე ზარის ღილაკს..
- ტყუილად გაქვს ამ ბინის გასაღები - წუწუნით გამიღო ლაზარემ კარი, როგოღც ყოველთვის მას შევასწარი და სამზარეულოსკენ გავემართე..
- წამო, წვენი დავლიოთ და ახალ ამბავს მოგიყვები...- ვუთხარი და გზა განვაგრძე, ცოტა ხანში ორივე მაგიდასთან ვისხედით და განვლილ დღეს განვიხილავდით.. ბოლოს ნიას ამბავიც მოვუყევი..
- კარგია სესილი ასეთი რომ ხარ, შეგიძლია ყველას უანგაროდ დაეხმარო, ვამაყობ შენით.. - მითხრა და თავზე ხელი გადამისვა.. ცოტა ხანში კარზე ზარი დარეკეს, გასაღებად გავიქეცი, გამოვაღე და დემეტრეს შევეჩეხე.. უსიტყვოდ შემოვუშვი და კარი დავხურე, რაღაცის თქმას.აპირებდა, როდესაც ისევ კარზე დარეკეს, შეღონებულმა გავაღრ კარი და ლამაზი ყვავილების თაიგული დამხვდა.. სხვა არავინ იყო, დავიხარე და ყვავილები ავიღე.. მშვრნიერი მინდვრის ყვავილები იყო, ზიზილები, თეთრი და ვარდისფერი გვირილები.. ლამაზად არეულიყო ერთმანეთში ყვითელი, ვარდისფეღი, თეთრი და ლუღჯი ფერები.. ყოველთვის მიყვარდა მინდვრის ყვავილები, რადგანაც იმის მიუხედავად, რომ მათ არავინ უვლის, მაინც მშვრნიერები იზრდებიან..
- ლაზოო, ყვავილები გამოგიგზავნეს- ვუყვირე ლაზარეს
- კარგი რა სესი, რა სისულელეებს იძახი, ალბათ..- ჭამა-ჭამით გამოვიდა ლაზარე და უცებ შეამჩნია იქვე მდგარი დემეტრეც და ყვავილებიც.. დემეტრეს მიესალმა და ყვავილებს დახედა
- მეგონა მეხუმრე.. - მე ამ დროს უკვე ბარათს დავჩერებოდი, რომელზეც ლამაზი, ოქრისფერი ასოებით ეწერა სესილის..
- ჩემი ყოფილა - ღიმილით ვუთხარი ლაზარეს და გვერდითა ოთახში გავედი.. ცოტა ხანში ლაზარე და ჩემი ბედოვლათი უფროსიც გამოჩდნენ..
- მიაქციე შენს მობილურს ყურადღება - მითხრა დემეტრემ და ჩემი მობილუღი გამომიწოდა..
- უბს, შეგეძლო ოფისში დაგეტოვებინა, ხვალ ვნახავდი.. რას შეწუხდი..
- მასეც ვაპირებდი, რომ არა ვიღაც, ვინც გამუდმებით რეკავს და რეკავს..
-აჰამ.. გასაგებია - მხიარულად ავიჩეჩე მხრები და მობილურს დავწვდი.. მამაჩემს და ჩემს ერთ-ერთ ჯგუფელს დაურეკავს.. ჯგუფელს ესემესი გავუგზავნე, მამასთან კი მაშინვე დავრეკე და ცოტა ხანს ვესაუბრე.. ტელეფონზე საუბარს მალე მოვრჩი და ლაზარესთან გავედი.. ლაზო ურჩხულს ესაუბრებოდა.. დემეტრე კი ადგა, მაცივარი გააღო და წვენი ჭიქაში ჩაასხა.. ვიეჭვიანე და კაზარეს მივადექი
- იცი რა? მე ვარ შენი საუკეთესო მეგობარი და საერთოდაც, მარტო მე მაქვს უფლება მოვიდე და დაუკითხავად გავაღო შენი მაცივარი - ვუთხარი გაბუტულმა და ხელები გადავაჯვარედინე..
- ჩემი ბუტია ხარ - მითხრა ლაზარემ და შუბლზე მაკოცა.. დიდ ხანს არ დარჩრნილა დემეტრე, მეც მალე გავუყევი ჩემი სახლის გზას და ჩემი ახალი მეგობრების უკეთ გაცნობას შევუდექი.. სასიამოვნო ადამიანები აღმოჩნდნენ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სწორად მოვიქეცი, როდესაც მათ დავეხმარე..

მეორე დღეს დილაუთენია გავჩნდი სამსხურში და შევიტყვე, რომ დღეიდან ურჩხულის სახლში მომიწევდა ნისვლა, რადგან ოფისში სარემონტო სამუშაოები იწყებოდა.. რა თქმა უნდა არ დავიზარე და დემეტრეს მისამართზე მალევე მივედი.. ამ ჯერად მოკლე შორტებით არ ვყოფილვარ, ატმის ყვავილისფერი შარვალი და თეთრი ზედა მეცვვა, ჩემი ქერა თმა კი ლამაზად მეყარა ბეჭებზე.. კარი სასიამოვნო გარეგნობის შუა ხნის ქალბატონმა გამიღო.. მაშინვე მიხვდა, რომ დემეტრესთან ვიყავი და მასთან ამგზავნა..
- აბა დღეს რას დამავალრბთ ბატონო ურჩ.. დემეტრე- შევასწორე წამებში. მან ჩვეულად დაბღვერილმა შემომხედა..
- აი კომპანიების სია, სადაც უნდა წახვიდე და ჩვენი პროექტი გააცნო, ყველგან დროულად უნდა მიხვიდე და რაც მთავარია, სერიოზულად მიუდგე საქმეს..
- დიახ სერ - სამხედრო ჩესტი ავუღე და გავემართე კარისკენ.. უცებ ვიღაცას შევასკდი.. წამებში დაიწყო წიკვინი უცნობმა გოგომ
- არ უნდა იყურო სად მიდიხარ? ყველა თავს როგორ გავიდა..
- არც შენ გაწყენდა თვალებში გამოხედვა.. ნაკლები მაკიაჟი დაგედო თვალებზე და აღარ მიგელულებოდა თვალები - ვითხარი ენაზე რაც მომადგა და გავედი.. კარის დაკწტვისას დავინახე როგირ გადაეხვია დემეტრეს, მაშინვე გავიფიქრე 'ფერი ფერს და მადლი ღმერთს-მეთქი.. თუმცა რაღცნაირად თითქოს არ მომეწონა ეს ყველაფერი..
მისაწყენი იყო აქეთ-იქით სიარული და ყბედობა, თუმცა ზოგგან გავერთე კიდეც.. როდესაც მოვრჩი ისრვ დემეტრეს სახლში მივედი, რათა ანგარიში ჩამებარებინა.. ჩემდა გასაოცრად სახლში არავინ იყო.. კარი მოსამსახურემ გააღო და მითხრა, რომ უღჩხული ბანაობს, სახლში კი არავინაა.. ხუთი წუთი ლოდინის შემდეგ უეცრად იდეამ გამიელვა თავში.. ჩუმად შევიპარე დემეტრეს ოთახში, მისი მომზადებული ტანსაცმელი ფერადი შარვლით და მაიკით ჩავანაცვლე(იქვე ვიპოვე ჩემდა გასაოცებლად), მისი ტანსაცმლის კარადა კი გასაღებით ჩავკეტე და რაც მთავარია გასაღები ყვავილის ქოთანში დავმალე.. ისევ ჩუმად გავიპარე და ჩემს ძველ ადგილს დავუბრუნდი.. დემეტრე არ ჩანდა, თუმცა მისი ოჯახის წევრები მალე გამოჩდნენ.. დემეტრეს მშობლები, და და ბებია... მათი გაცნობის პროცესში ვიყავი, როდესაც დემეტრეს ყვირილი გავიგეთ, მალე კი ისიც გამოჩნდა, წითრლი შარვლით და ყვითელი მაისურით.. სიცილი ძლივს შევიკავე, მაგრამ მისი ოჯახის წევრები კი არც კი ცდილობდნენ სიცილის შეკავებას.. მან ყველას უჟმურად გადახედა და მე მომიტრიალდა
- კაბინეტში გელოდები - მკაცრად მითხრა.. მეც გავყევი და ისე ვუყვებოდი ამბებს, რომ სიცილს ძლივს ვიკავებდი.. ბოლოს ვეღარ შევიკავე თავი და ვუთხარი
- კარგი ფერია ყვითელი, წითელსაც უხდება და მოფადიცა.. თან ეგ წიწილა, რომელიც მაგ მაისურს ახატია ძალიან საყვარელია - ვუთხარი მხიარულად და გასვლა დავაპირე, როდესაც ხელში მწვდა, მაჯა სადინლადეტკინა, თუმცა არ შევიმჩნიე, ცოტა ხანს ასეთი დაბღვერილი სახით მიყურა, მერე მუშტი კედელს მიარტყა და გავიდა.. მე კი ჩემი ბლოკნოტი წარწერით ''როგორ გავამწარო თანამედროვე ურჩხული'' ავიღე და კიდევ ერთი პუნქტი აღვნიშნე
-გავაფერადოთ ურჩხული, არის - ჩავილაპარაკე და კაბინეტიდან გამოვედი.. გასვლას ვაპირებდი, როდესაც ისევ დემეტრემ შემაჩერა...
- სესილი, სხვა დროს ჩემს ოთახში დაუკითხავად აღარ შეხვიდე, მით უმეტეს ის აღარ გაიმეორო რაც დღეს..
- თორემ რა, სამსახურიდან გამიშვებ? ნწ ნწ ნწ, როგორ შემეშინდა.. ახლა ნერვიულობით აღარ დამეძინება
- მორჩი - აუწია ხმას და ცოტა არ იყოს შემეშინდა.. - მე ჩემი სათქმელი გითხარი..
- კარგი -ხრები ავიჩეჩე და სახლის გზას დავადექი..

მეორე დღეს დემეტრეს ოჯახისწევრები როგორც მეგობარს ისე შემხვდნენ.. დემეტრესთან რომ ავედი ის უცნობი გოგონაც იქ დამხვდა..
- დღეს რას დამავალებ? - ვკითხე დემეტრეს და ის გოგო არ შევიმჩნიე..
- ერთ კვირაში ლუკას დაბადების დღეა და მინდა ორგანიზება შენ გაუკეთო, მე ამის დრო არ მაქვს.. აი სტუმრების სია.. გახსოვდეს, ყველაფერი მაღალ დონეზე უნდა იყოს..
- დიახ.. - სია გამოვართვი და ოთახი მშვიდად დავტოვე.. ცოტა ხანში ლუკა მოვიდა ჩემთან და ცივო წვენი გამომაწოდა..
-მე და შენ დამეგობრება ვერ მოვასწარით..- მითხრა და გვერდით ჩამომიჯდა
- არც ახლაა გვიანი - ვუთხარი მეც..
ცოტა ხანს ვისაუბრეთ, შემდეგ ურჩხულმა გამათავიშუფლა და მეც წავედი.. მხოლოდ იმის გარკვევა მინდოდა, სად გაართო წვეულება, ამიტომ დემეტრეს დავურეკე და მან თქვა, რომ ეს სახლში იქნება.. ყველაფრის დაგეგმვას შევუდექი... არ ვიცი რატომ, მაგრამ ურჩხულზე მაინც მეფიქრებოდა, ავად თუ კარგად, ეს ადამიანი მაინც ახერხებდა, რომ მასზე მეფიქრა..

...
საღამოს დემეტრე აივანზე იჯდა.. ოდნავ მოზრდილ თმას სიო ლამაზად უჩეჩავდა.. უყვარდა ასე წყნარად ჯდომა და თავისთვის ფიქრი.. აქამდე სულ წარსულზე ფიქრობდა.. ყოველთვის ყვრლაფერი ჰქონდა, თუმცა მაინც გრზნობდა, რომ ბევრ ადამიანს მხოლოდ სოციალური მდგომარეობის გამო სჭირდრბოდა.. ახლა ვერც მიხვდა ისე დაფიქრდა სესილიზე.. ვერ ხვდებოდა, რატომ აღიზიანებდა ეს გოგო.. ან აღიზიანებდა კი? ან რატომ ეფიქრებოდა რამდენიმე დღის ნაცნობ გოგონაზე, უფრო სწორად ბავშვზე, ის ხომ სესილის ბავშვად თვლიდა.. ფიქრობდა და რწმუნდებოდა, რომ არ აღიზიანებდა, პირიქით.. რაც უფრო მეტად ფიქრობდა ამას, უფრო მეტად ფეთქდებოდა.. პირველივე შეხვედრისას რაღაც სხვანაირი იგრძნო.. რამდენი ნაცნობი ჰყავდა, მაგრამ ვერავინ უბედავდა ისე საუბარს, როგორც სესილი აკეთებდა.. ეს კი საშინლად აცოფებდა.. ხან უნდოდა ძალიან დაესაჯა, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მივიდოდა უფრო ლოიალური ხდებოდა.. ხან ია ვერ გაეგო რა ურთიერთობა ჰქინდა ლაზარესთან, იმანაც კი გააბრაზა, რომ ვიღაცამ მას ყვავილები გამოუგზავნა.. ამიტომაც ცდილობდა მისგან შორს დაეჭირრა თავი.. ახლა ემოციებზე აყოლის დრო არ იყო, ვერ შრცვლიდა თავის სამყაროს, თუნდაც შავ-თეთრს, სხვის გამო... ასე იყო, მას არასოდეს სჯეროდა სიყვარულის.. არც ლიკა უყვარს, უბრალოდ მისნაირი იპოვა და ეწყობა.. ხანდახან ნერვებსაც უშლის, თუმცა რაც მთავარია იცის, რომ ერთმანეთი არ უყვართ, უბრალოდ კარგად ესმით ერთმანეთის.. ახლა კი ერთი სული ჰქონდა სწრაფად წასულიყო სესილი სამსახურიდან, ამისთვის კი ბევრ რამეს იზამდა.. თვითონაც არ ესმოდა ამას რატომ აკეთებდა, უბრალოდ ხვდებოდა,რომ თუ კი მას დიდ ხანს გააჩერებდა თავის გვერდით, რაღაც ისეთი მოხდებოდა, რაც არ სურდა, არ გეგმავდა.... დემეტრესთვის მისი ოჯახი ყველაფერი იყო.. მშობლები ყოველთვის ადამიანთა ეტალონად მიაჩნდა, მისი და- ანა კი ყველაზე თბილი და საყვარეკი ადამიანი იყო..

.......
ლაზარე დილით ადრე ადგა, ივარჯიშა, სესილი მოიკითხა და შამსახურში წავიდა.. თავისი ბიზნესი აქვს და პატიოსნად მართავს.. მას მხოლოდ დედა და სესილი დარჩა.. პატარა იყო, როდესაც მამა დაეღუპა, დედას მაქსიმალურად ეხმარებოდა პატარა დის გაზრდაში... სესილი და მარიამი განუყრელი დაქალები იყვნენ.. ბედისწერამ მარიამიც მალევე წაართვა.. სულ.მთლად პატარა და ვერ გამოსტაცა სიკვდილს ხელიდან.. საშინელება იყო მისი დაკარგვა, არა მარტო მისთვის, ასევე სესილისთვისაც და დედამისისთვისაც.. სესილის დედა და დედამისი ახლო მეგობრები იყვნენ.. როგორც მარიამი უყვარდა ისე უყვარს სესილიც.. მასზე ისე ზრუნავს, როგორც მარიამზე ზრუნავდა.. მარიამის დაღუპვამდე სესილის დაეღუპა დედა.. ის პერიოდი საშინლად ახსოვს.. სესილი ძალიან პატარა იყო, ხუთი წლის როდესაც დედამისი დაიღუპა.. მას შემდეგ არ მიუტოვებია.. მერე მარიამი დაკარგეს.. დრომ კი მიაჩვია ამ ტკივილით ცხოვრებას.. ტკივილმა კი სესილი და ლაზარე უფრო დააახლოვა ერთმანეთს.. რაც შეეხება დემეტრეს, ის და დემეტრე კლასელები იყვნენ, თუმცა დემეღრე მალევე გადავიდა სხვა სკოლაში და დიდი ხანი აღარ უნახავს.. წლების შემდეგ შემთხვევით ნახეს ერთმანეთი.. თუმცადემეთრეზე მეტად ყოველთვის ანა აინტერესებდა.. თუმცა ანა ყოველთვის მეგობრად თვლიდა.. ახლა კი, სამსახურის გზაზე შემთხვევით გადააწყდა და კაფეში დაპატიჟა.. ისხდნენ საღამოს და ტკბილად საუბრობდნენ ბავშვობაზე, ფინჯან ყავასთან ერთად.. ცოტა ხანდი კი მათ გასაოცრად სესილი გამოჩნდა.. როგორც ყოველთვის ლაზარეს ჩაეხუტა და ემაიმუნა.. ლაზარემ კი ერთი წამით ანას სახეზე ეჭვიანობა დააფიქსირა და ეგოისტურად ესიამოვნა...
- არ მეგონა თუ ეღთმანეთს იცნობდით- გაიღიმა ანამ...
- ხო, ჩვენ ბავშვობის მეგობრები ვართ - თბილად გაუღიმა სესილიმაც.. ამ დროს ოფიციანტი მოვიდა და ლაზარეს წინ შემთხვევით თხილიანი ნამცხვარი დადო.. სესილიმ ამის დანახვაზე ეგრევე თეფშს დაავლო ხელი და თავისაში გაუცვალა
- შენ ხომ თხილზე ალერგია გაქვს, ჩემი არაა თხილიანი და შეიძლება.. _ უთხრა ლაზარეს.. ამ მომენტშიც იეჭვიანა ანამ.. რატომ? ამას თავადაც ვერ მიხვდა.. ცოტა ხანში სესილის დაურეკეს და წასვლა მოუხდა.. ლაზარე და ანა ისევ მარტო დარცნენ.. ისევ მეგობრული საუბარი დაიწყეს და მალევე დაიშალნენ.. არცერთს სძინებია ნორმალურად იმ ღამით.. ლაზარეს ყველა გრძნობა ხელახლა ამოუტივტივდა.. ანამ კი თავისი თავი ახალ გრძნობებში გამოტეხა..



*****
პირველ რიგში ბოდიშს გიხდით, პროვლემები მქონდა და წერას ვერ ვახერხებდი.. ახლა გადავწყვიტე სამივე თავი ხელახლა ამეტვირთა.. იმედია მოგეწონებათ.. ველოდები თქვენს აზრებს... შეცდომებისთვის ბოდიში, ტელეფონით ვწერ.. იმედი მაქვს ძალიან არ გამიბრაზდებით, ასე რომ დავიგვიანე.. ვიცი პატარა თავებია, მაგრამ ხვალიდან უფრო დიდ თავებსაც დავდებ და თანაც ძველებურად ყოველ დღე.. ველოდები თქვენს კომენტარებს...



№1  offline წევრი kora

გამიხარდა რომ დაბრუნდი, საინტერესო ისტორიაა და გელოდები ახალი თავით love
--------------------
kira.G

 


№2  offline წევრი mimimimo

ძალიან მომეწონა.
ეს დემეტრე ოხ..
ურჩხული..

ეს ჩვენი შერეკილი პრინცესაც ძალიან მომწონს..

იცი რა? ავირიე და ანა ვინ არის?
დემეტრეს დაა თუ?
გამარკვიეთ fellow

ჰო რაც შეეხება იმ 'შპაკლ' გოგოს...
მოაშორე..!
არ მჭირდება მე ეგ!
ჩვენს ურჩხულს მხოლოდ ჩემი სესილი - შერეკილი პრინცესა სჭირდება. wink
კარგია, გააგრძელე, წარმატებები! feel

 


№3  offline მოდერი tsn

kora
გამიხარდა რომ დაბრუნდი, საინტერესო ისტორიაა და გელოდები ახალი თავით love

გმადლობ ♥♥♥

mimimimo
ძალიან მომეწონა.
ეს დემეტრე ოხ..
ურჩხული..

ეს ჩვენი შერეკილი პრინცესაც ძალიან მომწონს..

იცი რა? ავირიე და ანა ვინ არის?
დემეტრეს დაა თუ?
გამარკვიეთ fellow

ჰო რაც შეეხება იმ 'შპაკლ' გოგოს...
მოაშორე..!
არ მჭირდება მე ეგ!
ჩვენს ურჩხულს მხოლოდ ჩემი სესილი - შერეკილი პრინცესა სჭირდება. wink
კარგია, გააგრძელე, წარმატებები! feel

კი, ანა დემეტრეს დაა.. მიხარია, რომ მოგწონს.. რაც შეეხება ''შპაკლ გოგოს'' მასაც თავისი გარკვეული როლი აქვს და ჯერ მჭირდება ისტორიაში.. ♥♥

 


№4 სტუმარი tass

Aii zaan maaagariaa arii am istoriashi ragac rac sxva istoriebisgan gamoarchevss zaalian momewona da velodebi moutmenladd warmatebebiii

 


№5  offline მოდერი tsn

tass
Aii zaan maaagariaa arii am istoriashi ragac rac sxva istoriebisgan gamoarchevss zaalian momewona da velodebi moutmenladd warmatebebiii

გმადლობ..მიხარია, რომ მოგწონს ♥♥♥

 


№6 სტუმარი Eka❤️❤️

Auu dzaan kaia tan 3tavi roade updo kaia imedia sxvebsac male dadeb<3❤️❤️

 


№7  offline მოდერი tsn

Eka❤️❤️
Auu dzaan kaia tan 3tavi roade updo kaia imedia sxvebsac male dadeb<3❤️❤️

მალე დავდებ, მიხარია, რომ მოგწონს

 


№8 სტუმარი A

Alalad gitxra am tavs velodebi kai xania. Gtxov agar daagviano ra kargi mxiaruli istoriaa da dzalian momwons.

 


№9  offline მოდერი tsn

A
Alalad gitxra am tavs velodebi kai xania. Gtxov agar daagviano ra kargi mxiaruli istoriaa da dzalian momwons.

მიხარია, რომ მოგწონს.. მეტს აღარ დავიგვიანებ...

 


№10  offline წევრი S.likuna

dzalian dzalian momewona ...simartle gitxra didi xani velodebodi me-3 tavs da ro davinaxe ro dabrundi ise gamexarda ro ravici!! velodebi axal tavs ... :* ;)

 


№11  offline მოდერი tsn

S.likuna
dzalian dzalian momewona ...simartle gitxra didi xani velodebodi me-3 tavs da ro davinaxe ro dabrundi ise gamexarda ro ravici!! velodebi axal tavs ... :* ;)

მიხარია, რომ მოგეწონა.. ახლა აღარ დავაგვიანებ ხოლმე, უბრალოდ რაღაც პრობლემები მქონდა.. გმადლობ ♥♥♥

 


№12 სტუმარი scharzandre

სასწრაფო NO ღირებულება სესხის შეთავაზება
თქვენ ეძებთ სესხის ან აღორძინება საქმიანობის
რეალიზაციის პროექტის, ან ყიდვა
ბინა, მაგრამ, სამწუხაროდ, ბანკი მოგთხოვთ პირობები, რომ
მე ვერ მეხება s სპეციალური ორდერი
სესხების დაწყებული 2000 500000 ყველა საშუალება, რათა დააკმაყოფილოს ხალხის
მისი ასევე საპროცენტო განაკვეთი 3% წელიწადში. და თქვენ უნდა ეს
ფული სხვა მიზეზების გამო; ნუ დააყოვნებთ დამიკავშირდეს
დამატებითი ინფორმაცია: [email protected]

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent