შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გზა სადღაც გაქრა! 5


4-04-2016, 01:09
ავტორი მორი-ელი
ნანახია 2 371

***
ჩვეულ,სამსახურის საათების გასვლის შემდეგ სახლში წავედი.როგორც კი კარი შევაღე და სურნელოვან მარტოობას შევერიე,ფიქრები მომეძალა და ნერვები ისევ რომ არ მომშლოდა,აბაზანაში შევედი წყლის გადასავლება.დიდად არც წყალმა მიშველა,მაგრამ დაძაბულობა მომეხსნა.ანუ შემეძლო მეფიქრა,განსხვავებულად,მშვიდად,რაც ჩემს შესაძლებლობებს აღემატებოდა.
სააბაზანოდან რომ გამოვედი სამზარეულოში შევედი ჩაის გასაკეთებლად.კაცურად,პირსახოცშემოხვეული,ვფუსფუსებდი,როცა კარის ხმა გავიგე და გასაღებად წავედი,ზემოდან აღარაფერი გადამიცვია,დაე მიხვდნენ რომ სტუმარს არ ველოდებოდი.გახედვის გარეშე გავაღე კარი და ხელში,ფერებგადასული,საშინლად გაბრაზებული,მალენა შემრჩა.როდის,ან როგორ გაიგო ჩემი მისამართი არ ვიცი,მაგრამ კი ავღელდი მის დანახვაზე.ჩეკი მომიგდო და ისე სწრაფად ჩაირბინა კიბეებზე,სათქმელად დაღებული პირი ,ისე დავკუმე სიტყვა ვერ დავძარი.კარი მივხურე და ოთახში შევვარდი ტანზე ჩასაცმელად.ვხვდები ასე რატოც მოიქცა,მაგრამ მინდა თვითონ ამიხსნას,თორემ ჩემი ამბავი რომ ვიცი მოსვენება დამეკარგება.საჩქაროდ გავემზადე და გარეთ გავედი.სად უნდა ვეძებო არ ვიცი.ტროტუარს გავყევი იმედით,რომ სადმე ახლოს იქნებოდა.ბევრი სიარული არ მომიწია,შენობასთან ახლოს,კედელზე მიყრდნობილი ტიროდა.
-რა მოგივიდა?-მიახლოებულმა ძლივს გავბედე კითხვა,მან კი შემომხედა და ისე დამიბღვირა შემეშინდა-რატომ მიბრაზდები,მეგონა შევრიგდით,-შევახსენე დილანდელი საუბარი,ის კი უარესად გაღიზიანდა და ზურგი მაქცია-უკვე გაიგე?-ვკითხე და ხელი მოვკიდე,რომ შემომებრუნებინა ჩემკენ
-მოწყალებას არ ვიღებ,-მომიგო და ცრემლები შეიმშრალა-რისთვისაც მინდოდა ფული უკვე გადახდილია,ჩეკი თქვენთვის დამითმია,ის ჩემი ფული არაა,-მისი ტონი პირველად მესმის.ღმერთო ეს ვინ გადავიკიდე.
-კარგი,-მოკლედ ვუთხარი,რადგან მასთან საუბრის გაგრძელება კარგს არაფერს მომიტანს.ძლივს დალაგებული ნერვული სისტემა უნდა ჩამინგრიოს,ამ ერთიბეწო ქალმა.
-მადლობთ, რომ სხვის საქმეში დაუკითხავად ჰყოფთ ცხვირს,-უკმეხად მითხრა და ხელი გამაშვებინა.
-მეგონა გაგიხარდებოდა,-მაინც დავიწყე ახსნა.რა მჭირს ნეტავ.
-რა უნდა გამხარებოდა,უთქმელად რომ ძვრები ჩემს ცხოვრებაში?-ამ კითხვამ ცოტა დამაბნია.დავიჯერო,მართლა შევძვერი მის ცხოვრებაში?ისე რომ ამას მეც კი ვერ მივხვდი,აი რატომ არ შემიძლია მისი,ახსნის გარეშე გაშვება.მე მის ცხოვრებას მივეჩვიე.
-თქმას ვაპირებდი
-როდის,კვლავ?
-სასურველ დროს
-ჩეკი რატომ მომეცი,არ გავბრაზდებოდი რომ გეთქვა,მითუმეტეს ჩეკის ოდენობას აღემატება საავადმყოფოს ხარჯები.ქურდი გგონივარ?
-არა,რა სისულელა
-აბა რა გინდა ჩემგან?-სულ ჩამჭრელ კითხვებს მისვამს.საკუთარი თავისგან აღარ ვიცი რა მინდა და მალენას რა უნდა ვუპასუხო.
-უბრალოდ კეთილშობილი ვარ,ხანდახან და მომინდა რომ დამეფარა,ეს უბრალოდ ახირება იყო,ბევრს ნურაფერს იფიქრებ,-რამდენჯერმე ამოვისუნთქე და ჩავისუნთქე ღრმად რომ ჰაერს ტვინის უჯრედებშიც შეეღწიათ და გულის მაგიერ ტვინს ემოქმედა.
-ზედმეტ ფულს როგორც კი შევაგროვებ მოგიტან,-მითხრა და ისევ შებრუნდა,წასასვლელად ემზადებოდა,რომ შევაჩერე და შემოვაბრუნე
-არაფერი მინდა შენგან,-მომთხოვნი ხმით მივუგე-შენს გზას მიხედე,მე ჩემი გზით წავალ,დაივიწყე რაც მოხდა და მომავალზე იფიქრე,შენ მწერალი ხარ,რომელსაც არ აქვს უფლება საკუთარი წარმატების გზა გააქროს.
-დამაცადე,ნახავ თუ საქვეყნოდ ცნობილი მწერალი არ გავხდე,ბატონო იოანე,-ძლივს გაურია ღიმილი გაბრაზებულ სახეზე.ყოველვის ვამბობდი,გაბრაზებული ქალის ღიმილი საუცხოოა.
-წარმატებები,ქალბატონო მალენა,-ხელი დიპლომატიურად ჩამოვართვი და გამოვბრუნდი.
ჩემთვის მშვიდად,წყნარად გავუყევი სახლისკენ მიმავალ გზას,თითქოს სიკვდილ-სიცოცხლის საქმე გადავჭერი.რაღაც მხრივ ასეცაა.მალენა თავიდან მოვიცილე.ის ვეღარც ჩემს ფიქრებში იძრომიალებს.უკვე კართან ვიდექი,ტელეფონი რომ აბზუილდა,დიდი ხანია არავის გავხსენებივარ,ჩემი ცოლის დაღუპვის მერე.ნომერს არც კი დავხედე,ვუპასუხე რომ არ გაეთიშა ლოდინით დაღლილს.
-აეროპორტში ვარ და ხომ ვერ გამომივლიდი?-ნაცნობმა ხმამ გაიჟღერა ყურმილში და გაკვირვებისგან პირი დავაღე
-Дмитрий это ты,-პიროვნება,რომელიც წასვლამდე,სულ მიმტკიცებდა რომ ესპანეთში რუსულად ლაპარაკობენ.დღემდე ვერ გამიგია ხუმრობდა თუ მართლა ასე ეგონა.
-Да это я,-მიპასუხა მანაც და სიხარულისგან გული ამიჩქარდა-ქართულად მელაპარაკე,-დაიწყო თავისებურად წუწუნი.რა გაუძლებს ამას.
-შენ არ ამბობდი,ესპანეთში რუსულად საუბრობენო?-გავახსენე ათი წლის წინანდელი მტკიცება.
-გეშლება რაღაც,-სიცილით მითხრა-მოდი,სადამდე ვიდგე,ტაქსები წარამარა მისიგნალებენ და ყვირიან,ჩემი ძმა ტაქსი ხომ არ გინდა-ო
-კარგი,კარგი,მოვდივარ,-ტელეფონი გავთიშე და მანქანის გასაღების ასაღებად შევედი სახლში.ყველაფერი გადავაქოთიალე და ძლივს მივაგენი.საწოლის ქვეშ ეგდო,ეული,პატრონივით.
* * *
-რაო ესპანეთმა?-უკვე მანქანაში ვისხედით,საკუთარ ძმას რომ მივუბრუნდი და ვკითხე-ჩემთან ხომ არაფერი დაგაბარა
-არა,-თავი გააქნია-მე გამომეტირა,მთელი ათი წელია გზრდი და შენ მაინც სამშობლოში ბრუნდებიო
-აბა,შე უმადურო,-გადავიხარხარე გულიანად-კარგია რომ ჩამოხვედი,ცოტას გავერთობი
-რაღა გიჭირს,მოცლილი კაცი ხარ
-შენ რამ დაგტვირთა?
-დაღლილი ვარ,ლაპარაკის თავი არ მაქვს,სწრაფად იარე რომ მალე მივიდეთ სახლში,თორემ კუჭი მაგინებს,-ისე სწრაფად მითხრა,სიტყვები ძლივს დავიჭირე.
-კარგი,მაგრამ სახლში არაფერი მაქვს,საოჯახო სასადილოში შევიდეთ
-რაიყო,უკვე დაგეტყო უცოლობა?
-დიმიტრი,-ხმა გავიმკაცრე-თუ სულელურ კითხვებს არ მოეშვები, მანქანას მივაბრუნებ და ისევ იმ “გამზრდელ“ ესპანეთში გაგიშვებ,-დავასრულე გამოსვლა და მხარზე ძლიერად დავსცხე.

* * *
-რას შეჭამ?-ვიტრინაში კერძების თვალიერება დავიწყეთ
-შემწვარ ქათამს,რაჭულ ლობიანს,მჟავე კიტრს და კოკა-კოლას დავაყოლებ
-რა სასწაული მენიუა,შემშურდა,-სიცილით ვუთხარი და ყველა მისი ჩამოთვლილი კერძი თუ სასმელი შევუკვეთე ორ კაცზე და ქვითარი გამოვართვი.ჯერ თანხა,მერე საჭმელი.
ადგილი როგორც კი გათავისუფლდა ჩვენი ლანგრით გავემართეთ მაგიდისკენ.
-ძალიან მომენატრე,-მითხრა და მადიანად ჩაკბიჩა ლობიანი,ისე რომ დამავიწყდა მეც რომ ცხვირწინ მედო და ნერწყვი მომადგა.
-მეც მომენატრე,-ვუთხარი და მეც დავიწყე ჭამა-ერთხელ არ დამირეკე
-გული ამიჩუყდა,-მკერდზე მიიდო ხელი და შუბლი შეჭმუხნა
-ისევ ის პატარა დიმიტრი ხარ,ესპანეთმაც კი არ გიშველა-ღრეჯვით მივუგე მე
-ხო,შენ გაზრდილხარ,დაბერებულხარ,ბედს შეგუებული მარტოხელა ხარ
-შენ ვისზე ლაპარაკობ,ლამის მეორე ცოლი მოვიყვანო და სენ პირველისთვის ვერ მოგიბია თავი
-რა იცი,იქნებ ესპანეთში ხუთჯერ დავქორწინდი,მკითხე?
-შენი ამბავი რომ ვიცი არ გამიკვირდება
-რა ქენი მართლა,აღარ აპირებ ცოლის შერთვას?-დასერიოზულდა უცებ
-აღარ მინდა,ქალის დანახვაზეც კი სიცოცხლე მძულდება
-მის გამო საკუთარი ცხოვრების ერთ ადგილზე ლპობა გინდა?-გაბრაზებულმა შემომხედა-შენი ცოლი ცოცხალი არაა,თორემ თავს არ შევიკავებდი.მან ფეხებზე დაგიკიდა,არაფერი მოგიკლია,სამაგიეროდ რა მიიღე?დამპალი კედლები და მარტოობა.დედამისმაც კი შენ დაგაბრალა მისი სიკვდილი ისე რომ საკუთარი შვილისთვის წლები არ მოუკითხავს და არ ულაპარაკია.ვერ დაინახა შენი სიყვარული,ზედმეტმა ზრუნვამ ქნა ის რაც მან ჩაიდინა.უნდა ეგრძნო ტკივილი,რას ნიშნავს მარტოობა,რას ნიშნავს საყვარელი ადამიანის გარეშე ყოფნა.იქნებ დაიღალა,მობეზრდი,აღარ უყვარდი და შენ ტყუილად მისტირი.ამის დედაც , გამოფხიზლდი
-ყველაფერი დასრულდა,-სიმწრით ავღრიალდი და მაგიდიდან წამოვხტი-ჩემთან ქალი აღარ ახსენო,შენს თავს მიხედე,ჯერ პატარა ხარ და არაფერი არ იცი
-ოცდახუთის ვარ,ეს პატარაა?-ცინიკურად მკითხა და წამოდგა-საკმაოდ ბევრია იმისთვის,რომ ჩემს შეუგნებელ ძმას შევაგნებინო რომ ასე ცხოვრება არ შეიძლება.იმ დედა. . . ,-უნდა შეეგინა,მაგრამ გაჩუმდა-მაპატიე,ამასაც არ იმსახურებს ის ჩემგან,-სკამი მიდგა და სასადილოდან გავრდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent