ყოველთვის ერთად!
„ცხოვრება მშვენიერია“ ეს ის ფრაზაა რომელიც ერთხელ მაინც გვითქვამს ცხოვრებაში. ცხოვრება ერთი დიდი მასკარადია როგორც იტყოდნენ.. ამ მასკარადში მთავარი მონაწილეები ჩვენ - ადამიანები ვართ .. რომლებსაც მორგებული გვაქვს ნიღბები. მოკლედ მე ვარ ალექსანდრა(სანდრა) გამცემლიძე . 24 წლის . ვცხოვრობ მარტო. მშობლები ერთმანეთს გაშორდნენ და სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ. ამიტომ მე მომიწია აქ დარჩენა და ცხოვრების გაგრძელება... თუმცა დიდი სტრესი მივიღე ამ ყველაფრის შემდეგ და თითქმის ჩავიკეტე .. არსად გავდიოდი.. მეგობრებს ჩამოვშორდი .. ჩემი ბავშობის მეგობარი ანიც კი ჩამოვიშორე.... მოგატყუებთ რომ გითხრათ დილით მზის სხივებმა გამაღვიძათქო. ამიტომ მკითხველო რომ არ მოგატყუოთ გეტყვით რომ დილით ჩემი მეზობლის როკ-მუსიკამ გამაღვიძა.. ვერ ვიტან როცა მაღვიძებენ.. ეს ჩემთვის მესამე მსოფლიო ომის დასაწყისს გავს .. თავს მარტოსულად ვგრძნობ . ალბათ იმიტომ რომ დიდი ხანია „მეგობარი“ მაკლია .. ხოდა დღეს გადავწყვიტე დღეს ვნახო ჩემი ბავშობის მეგობარი ანი.. მოდი ანიზეც გეტყვით რამეს.. მოკლედ ანი არის გიჟი , გადარეული ადამიანი რომლის გარეშე უკვე დიდი ხანია სიცარიელეს ვგრძნობ .... ანი: შე უნამუსო...არ არსებობს.. გაგახსენდი არა??!! როგორ მოხდა??!! - როოგორც გითხარით აარ არის ნორმალური.. მე: კარგად შენნ ? - მთელი ჩემი ირონია გამოვიყენე მაგრამ რათ გინდა როგორც ყოველთვის გაატარა ვითომც არაფერი. ანი: მოკლედ ჩემთან ამოდი . იმედია არ დაგავიწყდა მისამართი. თან ჩემს ბავშვებს გაგაცნობ დამიჯერე მოგეწონება ყველა. ძალიან მომენატრე. გელოდებიიი... - და გამითიშა. მეც რა თქმა უნდა ვიფიქრე და მივხვდი რომ ჯობდა გამეგრძელებინა ისევ ჩემი ცხოვრება .. დილა ჩემი საყვარელი მანგოს ჩაით დავიწყე. მერე სახლი მივალაგე .. დამავიწყდა თქმა . მე უსაქმური ვარ.. ადრე ვმუშაობდი ბიბლიოთეკაში მაგრამ წამოვედი... ჩემი მშობლები მიგზავნიან ყოველ თვე მიზავნიან ფულს . თუმცა მაინც ვმუშაობდი არმინდა მათ ხარჯზე ვიყო სულ... მოკლედ მოვემზადე და ჰერი ანისკენ... უკვე მის კარებთან ვდგავარ . ვაკაკუნებ... იღება კარი.. ჰოი საოცრება .. ჩემს წინ ანი კიარა ვიღაც ზე-სიმპატიური ბიჭი დგას რომელიც წელს ზემოთ შიშველი დგას და ირონიული მზერა დასთამაშებს.. და აბა თუ მიხვდით რატომ?!.. მთელი ამ დროის განმავლობაში მივშტერებოდი...ბოლოს ჩახველების ხმა გავიგე და მზერა მოვაშორე.. ანი: ნიკა ვინ არ... სანდრაა როგორ მომენატრე - რასაც ქვია ჩემომაფრინდა და წამაქცია თან მეხუტებოდა ... ჩემთვის უცნობი ბავშვები ვიდეოს გვილებდნენ.. ცრემლები წამომივიდა.. ეხლა მივხვდი რა მაკლდა ამდენი ხანი... მოკლედ .. რომ შევედით სახლში ბავშვები გავიცანი(ლაშა , ნატა,მათე,გიორგი,ქეთა და ნიკა) ქეთა ნიკას დაა, მათე და გიორგი ძმები არიან ... ყველას შევეწყვე გარდა ნიკასი .. აი ის ბიჭი კარი რომ გამიღო... მოკლედ მერე გადავწყვიტეთ გვეთამაშა „სიმართლე და მოქმედება“ ანის მივუხვდი მიზანს .. ამ თამაშს მარტო მაშინ თანხმდება როცა ვინმეს გამოჭერა უნდა.. „მე რას გამომაპარებ“ თვალებით შევხდედე ანის .. გაეცინა და თვალებით ლაშასკენ და ნატასკენ მანიშნა და მეც მეტი რა მინდოდა თავი დავუქნიე და დავიწყეთ თამაში... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.