შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მზის ჩასვლა (თავი მეათე)


4-04-2016, 20:33
ავტორი fireending
ნანახია 1 731

მეათე თავი
ლიზას დილით ადრე გაეღვიძა. გულის რევის შეგრძნებამ არ დააძინა, იძულებული გახდა ადრე ამდგარიყო. ეზოში გავიდა და დილის სუფთა ჰაერით ტკბებოდა. ეზოდან თავის სახლს გახედა. რაც გათხოვდა მას შემდეგ თითქმის აღარც ყოფილა თავის სახლში. იქაურობა მოენატრა.გაახსენდა მისი ბავშვობა. ხუთი წლის იყო, როცა მის მშობლებთან ერთად ამ სახლში პირველად შევიდა. თვალწინ ბუნდოვნად წარმოუდგა ღრმა ბავშვობის დროინდელი მოგონებები.მისი სახლის ეზოში შევიდა, იქაურობას თვალი მოავლო, სახლის გვერდზე საქანელა დაინახა, თვალები დახუჭა და იხსენებდა როგორ იჯდა საქანელაზე, გვერდით კი მშობლები ედგნენ. გული წყდებოდა, რომ მშობლებთან ცოტა დრო გაატარა, არ დასცალდა, მხოლოდ მისი ცხოვრების პირველი ხუთი წელი იყო ბედნიერი, მშობლები გვერდით ყავდა. ახლაც ახსოვს დედამისის ნაზი ხელები, ტკბილი ხმა და სასიამოვნო ღიმილი, მამის სიყვარულით სავსე თვალები. ცივმა ნიავმა დაუბერა. მაისი უკვე თითქმის მიიწურა, მაგრამ დილით ისევ ციოდა, ლიზასაც შეცივდა და სახლში შებრუნდა, ოთახში რომ შევიდა დათოს ისევ მშვიდად ეძინა, ლიზა ღიმილით უყურებდა მძინარე ქმარს, მერე მივიდა, საბანი კარგად დააფარა და ლოყაზე აკოცა, სასიამოვნო კოცნამ ღიმილი გამოიწვია დათოს სახეზე, თვალები გაახილა და ლიზას მოეხვია.
-ხელები გაყინული გაქვს ლიზა
-გარეთ ვიყავი, ეზოში ვსეირნობდი. ცოტა შემცივდა და ჟაკეტისთვის ამოვედი.
-ფერმკრთალი ხარ. ხომ კარგად ხარ ?
-კი, კი. დილით ცოტა ცუდად ვიყავი, მაგრამ ახლა კარგად ვარ. დათო, მე ჩემი მშობლების სასაფლაოზე წავალ და მალე მოვალ.
-მოიცა გამოგყვები.
-არა, არა, იყავი და დაიძინე. დღეს სამსახურში ხომ არ მიდიხარ?
-არა.ასე რომ, დღეს შენი ვარ.
-დღეს? მარტო დღეს. წარბები აწია ლიზამ.
-ყოველთვის.
ლიზა დათოს მოეხვია, ერთმანეთს აკოცეს, შემდეგ ლიზამ ჟაკეტი აიღო და გარეთ გავიდა. ეზოში ნინა დაინახა. ნინას ძალიან გაუხარდა ლიზას დანახვა, მისალმა და ჩაეხუტა.
-სადმე მიდიხარ ლიიზ?
-ჰო, სასაფლაოზე მომინდა გასვლა.
-შეიძლება წამოგყვე? მეც მინდა დედიკოს საფლავზე წასვლა.
-რა თქმა უნდა წამოდი, ოღონ რამე მოიცვი, თორემ, როგორც ჩანს დღეს მზე არ აპირებს გამონათებას.
ლიზამ და ნინამ გზაში ვარდები იყიდეს. რა სიწყნარე იყო სასაფლაოზე. თითქოს არაამქვეყნიური სიმშვიდე. ყვავილები საფლავებზე დაალაგეს, იქვე სკამზე ჩამოჯდნენ და ერთმანეთს მიეკვრნენ.
-ორი წუთით მაინც რომ შემეძლოს დედის ნახვა. დანანებით თქვა ნინამ. მის ხმაში საოცარი სევდა იგრძნობოდა.
-ის სულ შენს გვერდითაა. იცი, ზოგჯერ ვგრძნობ რომ საყვარელი ადამიანები, რომლებიც დავკარგე ჩემთან არიან, განსაკუთრებით მაშინ როცა რამე მიჭირს.
-ჰო... რა ცუდია რომ საყვარელი ადამიანები გვტოვებენ.
-მაგრამ, შენ გყავს მამა, რომელსაც ძალიან უყვარხარ და ჭირდები, თანაც დარწმუნებული ვარ, რომ დედაშენს არ მოეწონებოდა ასე მოწყენილს თუ დაგინახავდა. დაუნდობლად გვექცევა ზოგჯერ ცხოვრება და დიდ ტკივილს გვაყენებს, მაგრამ სანაცვლოდ ადრე თუ გვიან რამეს გვაძლევს. მაგალითად, მამაშენმა ცოლი დაკარგა, მისთვის უსაყვარლესი ადამიანი, მაგრამ მას შენ ყავხარ, ის კი შენ გყავს. ამიტომ არ გაქვს უფლება სასოწარკვეთას მიეცე.
-მართალი ხარ. რა კარგია რომ ცხოვრებამ შენი თავი მაჩუქა ლიზა. მილიონი პროცენტით გენდობი და ვიცი რომ არასდროს მიმატოვებ.
-არასდროს ნინა. შენ და დათო ჩემი ოჯახი ხართ და თქვენს გამო დაუფიქრებლად გავწირავ სიცოცხლეს. მეც მიხარია რომ თქვენ მყავხართ. აი ხომ ხედავ, ცხოვრებამ ორივეს წაგვართვა საყვარელი ადამიანები და ტკივილი მოგვაყენა, მაგრამ სანაცვლოდ საშუალება მოგვცა დანაკლისი შეგვევსო.
ნინა ლიზას მოეხვია.ცოტა ხანს ისხდნენ, ერთმანეთზე მიხუტებულები, მაგრამ დუმილი ლიზას მობილურის ზარმა დაარღვია. ვიღაც რეკავდა დაფარული ნომრით.
-გისმენთ
პასუხი არავინ გასცა.
-ვინ ხართ?
პასუხი კვლავ არ იყო, თუმცა ლიზა ვიღაცის სუნთქვას გრძნობდა. მობილური სასწრაფოდ გათიშა. უსიამოვნო გრძნობა დაეუფლა და აღელდა.
-ლიზა, კარგად ხარ? მოხდა რამე?
-კი, კი კარგად ვარ. მოდი წავიდეთ. საუზმე ალბათ მზად იქნება, დათოც ადგებოდა.
-კარგი, წავიდეთ.
როგორ ლიზამ თქვა, დათო მართლაც ამდგარი იყო და ბექასთან ერთად ეზოში იჯდა.
-რა კარგია რომ დაბრუნდით, თქვა დათომ.საუზმე უკვე მზადაა.
-ჰო, აქაც ვგრძნობ პიცის სურნელს. თქვა ნინამ.
ყველანი შევიდნენ და სასაუზმოდ დასხდნენ.
-ამ საღამოს რა გეგმები გაქვთ? იკითხა დათომ.
-რამე ხდება? ჰკითხა ბექამ.
-ჰო. დღეს წვეულება იმართება, სადაც ქალაქის ბიზნესმენები არიან დაპატიჟებული, საქველმოქმედო საღამოა. მეც ოჯახით დამპატიჟეს. თუკი სურვილი გექნებათ წამოდით 8 საათზეა.
-მე წამოვალ აუცილებლად. უთხრა ლიზამ.
-მეც მამა.შენ ბექა?
-მეც შეიძლება წამოვიდე.
ლიზას მობილურმა დარეკა. ისევ დაფარული ნომერი იყო, ლიზა გარეთ გავიდა.
-გისმენთ
პასუხი არავინ გასცა, ისევ სუნთქვა ისმოდა ტელეფონში.
-ვინ ხართ? ხმა ამოიღე. რა გინდა?
ტელეფონი გათიშეს. ლიზა ძალიან აღელდა, არ იცოდა რა ექნა, ვიღაც სკარად მის ნერვებზე თამაშით ერთობოდა, ლუკას ნომერი აკრიბა.
-ელიზაბედ. როგორ ხარ ძვირფასო?
-კარგად ლუკა, შენ?
-მეც კარგად, ხო მშვიდობაა? აღელვებული ხმა გაქვს.
-შენი ნახვა მინდა.
-ჩემთან მოდი კაფეში.
-არა, სადმე ნაკლებად ხალხმრავალ ადგილას. ქალაქგარეთ ერთი კაფე ვიცი, მისამართს მოგწერ.
-კარგი, მაგრამ არ მეტყვიო რა ხდება?
-ტელეფონით არ მინდა ამაზე საუბარი. კარგი დროებით .
-დროებით ლიზი.
ვერც კი შეამჩნია როგორ მიუახლოვდა დათო.
-ყველაფერი რიგზეა ლიზა?
-კი, კი. ლუკა მირეკავდა. რაღაც საქმე აქვს და უნდა ვნახო.
-კარგი. ჩემი დახმარება ხომ არ გჭირდებათ.
-არა საყვარელო.
-აღელვებული ჩანხარ, რამე ხომ არ მოხდა?
-არა, ცოტა გულის რევის შეგრძნება მაქვს, მეტი არაფერი.
-კარგი.
დათო ლიზას სახეზე მოეფერა და გულში ჩაიკრა. სწორედ ამ დროს ბექაც გამოვიდა გარეთ და გულში რაღაცამ ჩხვლეტა დაუწყო, როცა ჩახუტებული ლიზა და დათო დაინახა.
-მე მივდივარ დათო და თუ გადავწყვიტე მოსვლა პირდაპირ წვეულებაზე მოვალ.
-კარგი ბექა.
ბექა მანქანაში ჩაჯდა და წავიდა.
-მეც წავალ, არ მინდა ლუკა დიდხანს ვალოდინო.
-კარგი ლიზა, მაგრამ ფრთხილად იყავი. იქნებ მძღოლი წაიყვანო.
-ნუ გეშინია ფრთხილად ვივლი.
ლიზამ დათოს აკოცა, მანქანაში ჩაჯდა და წავიდა.
დათო სახლში შებრუნდა, კაბინეტში შევიდა და ლეპტოპში ჩართო. ნინა აივანზე იჯდა და ხატავდა. მისი ხელები თითქოს თავისით მოძრაობდნენ ხატვისას, ტილოზე ყველაზე ნათელი ფერები დაიტანა, თითქოს ფუნჯსა და ნინას ტვინს შორის უხილავი კავშირი გაჩნდა, ნინა ახლა ხატავდა მოგონებას ბავშვობიდან,იხსენებდა დედის სახეს და ტილოზე გადაჰქონდა.ახსენდებოდა, როგორც უყვარდა, როცა მარიანას ოქროსფერ კულულებს ეთამაშებოდა, გონებაში კვლავ გაცოცხლდნენ მოგონებები, ნინა ისევ იმ პატარა გოგოდ გადაიქცა დედას რომ დაყავდა ზღვის პირას სასეირნოდ.ფიქრებში გაერთო. დათო ნინას უკან იდგა და შვილის ნახატს უყურებდა, იცნო მარიანას ოქროსფერი კულულები, მის გვერდით კი პატარა ოქროსფერთმიანი გოგონა ეხატა, ორივე ზღვას უყურებდნენ.
-რა ლამაზი ნახატია
-მამა? ვერ შეგამჩნიე როდის მოხვედი.მოგწონს?
-კი, ძალიან.
* * *
-ბეექ, ამ საღამო კლუბში წავიდეთ რა? უთხრა ირინამ და ბიჭს კალთაში ჩაუხტა
-დღეს არ მცალია. ოჯახთან ერთად წვეულებაზე ვარ დაპატიჟებული.
-მართლა? რა წვეულებაა?
-საქველმოქმედო საღამოა. ძირითადად ცნობილი ბიზნესმენები არიან დაპატიჟებული.
-კარგი, ჩვენც წავიდეთ
-რავიცი...
-კარგი რა, ჩვენ მალე დავქორწინდებით, ანუ თითქმის შენი ოჯახის წევრი ვარ.
-კარგი, წამოდი.
-ჩემს სტილისტს დავურეკავ, საღამომდე მომზადება რომ მოვასწრო.
* * *
ლიზა და ლუკა კაფეში ისხდნენ.
-რაც გათხოვდი აღარ მკადრულობ რა.
-კარგი რა, რას ამბობ, ხო იცი როგორ მიყვარხარ.
-კი, კი.
-ნუ იბუტები. ფუ ეს რა სუნია.
-მაიონეზიანი სალათაა. რა გჭირს?
-მომაცილე რა, ახლა გული ამერევა.
-ხო, მაგრამ შენ ხომ გიყვარს მაიონეზი?
-მიყვარდა, ორსულობის გამო კი ცუდად ვხდები მის სუნზე.
-ორსულობის? რა? მართლა და ამას ახლა მეუბნები არა?გილოცავ
ლუკა ლიზას მოეხვია
-მადლობა. ლუკა, მომისმინე. რაღაც მინდა გითხრა. დღეს ორჯერ დამირეკეს დაფარული ნომრიდან, ხმას არ იღებს, მაგრამ ვგრძნობ ვიღაცის სუნთქვას. ძალიან მეშინია.
-კარგი, დაწყნარდი. როგორც კი დარეკავს გამაგებინე, დავადგენთ ზარი საიდან შემოდის.
-შეგიძლია?
-რა თქმა უნდა.
-დათოს ნუ ეტყვი. არ მინდა ინერვიულოს. ჯერ გავარკვიოთ.
-კარგი, კარგი. მაგრამ არც შენ ინერვიულო. ვინც არ უნდა იყოს მივაგნებ და ვანანებ,რომ სიმშვიდე დაგირღვია.
-ლუკა, ძალიან დიდი მადლობა, რომ მეხმარები.
-კარგი რა, შენ ჩემი და ხარ, დამ კი ძმას მადლობები არ უნდა უხადოს სულ.
-ძალიან მიყვარხარ.
-მეც ლიზა.
-ჰო მართლა, დღევანდელ საღამოზე შენც იქნები?
-კი, მივიღე მოსაწვევი.
* * *
საღამოს წვეულებაზე ბევრი ხალხი შეიკრიბა, ძირითადად ცნობილი ბიზნესმენები და პოლიტიკოსები იყვნენ, შოუბიზნესის წარმომადგენლებიც გამოერეოდნენ ხოლმე.დათო თავის რამდენიმე კოლეგასთან ერთად იდგა, სასმლის ჭიქით ხელში და საუბრობდნენ. დათომ მიხეილი დაინახა, თუმცა არ შეიმჩნია, მაგრამ მიხეილი მას მიუახლოვდა. ლიზამაც შეამჩნია და დათოსთან მივიდა.
-გამარჯობა ბატონო დავით
-გამარჯობა
-მოხარული ვარ, რომ კვლავ შეგხვდით. სამწუხაროა, რომ ჩვენი თანამშრომლობა ვერ შედგა.
-ხდება ხოლმე.
-ლიზა, თქვენ როგორ ხართ? გავიგე ბავშვს ელოდებით. გილოცავთ
-მადლობა უპასუხა ლიზამ. უკაცრავად დათოსთან საქმე მაქვს.
ლიზამ დათოს ხელი მოკიდა და გვერდზე გაიყვანა.
-მოხდა რამე?კითხა დათომ
-საიდან გაიგო, რომ ორსულად ვარ? ჩემმა უახლოესმა მეგობარმაც კი გუშინ გაიგო.
დათოს უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ ირინა და ბექა მიუახლოვდნენ.
-გამარჯობა დათო, ლიზა... როგორ ხართ?
-კარგად. უპასუხა ლიზამ მოკლედ.
-შენ როგორ ხარ ირინა? ჰკითხა დათომ
-მშვენივრად.
-არ მეგონა შენც თუ დაგპატიჟეს ამ წვეულებაზე.
-დაპატიჟეს? ბექას წამოყვებოდა. საუბარში ჩაერთო ნინა.
დათომ ნინას გადახედა. ნინა გაჩუმდა.
-ჰო, მე და ბექუნას ერთად გვინდოდა მოსვლა, მალე მეც თქვენი ოჯახის წევრი ვიქნებიდა კარგია თუ ერთად გამოვჩნდებით.
ბექუნას გაგონებაზე ბექამ უხეხრულობა იგრძნო, არ უყვარდა ასე რომ მიმართავდნენ, მზად იყო იქვე გაეგლიჯა ირინა, მისი უტაქტო ქცევების გამო.
ბენდმა დაკვრა დაიწყო. წყვილები საცევაოდ გავიდნენ. ბექა ირინასთან ცეკვავდა, მაგრამ ლიზას და დათოს თავლს ვერ აშორებდა, სულ აღარ ესმოდა რას ეუბნებოდა ირინა, მთელი არსებით ლიზაზე იყო გადართული, იმ საღამოს კი ლიზა მეტისმეტად ლამაზი იყო, ირინაც გამოირჩეოდა იმ საღამოს, ოღონ თავისი ვულგარული ქცევებით, რომლებსაც ცეკვის დროს განსაკუთრებით ავლენდა. ნინა ბექას უყურებდა, საშინლად ბრაზდებოდა ირინაზე, ვერ იტანდა, განსაკუთრებით მაშინ როცა ბექას ეხებოდა. ლიზამ მარტო მდგომი ნინა შეამჩნია. ცეკვა შეწყვიტა და ბექას ზურგს უკან ჩაიარა.
-ბექა, ნინა მარტოა.
ბექამ ირინას მკლავებისგან გაითავისუფლა თავი და ნინასკენ წავიდა, თავი დამნაშავედ იგრძნო, რომ გოგონა მარტო დატოვა. ბექამ ნინა საცეკვაოდ გაიწვია, ნინაც სიხარულით დათანხმდა. ცოტაც და ირინა ყურებიდან ბოლს გამოუშვებდა. საპირფარეშოში გავიდა. ლიზა დათოსთან დაბრუნებას აპირებდა, მაგრამ შეამჩნია რომ ირინას უკან მიხეილი გაყვა. ლიზამ რაღაც იეჭვა და მათ ჩუმად გაყვა უკან. კედელს მოეფარა.ყოველი შემთხვევისთვის ტელეფონში ვიდეო კამერა ჩართო.
-აბა, რა ხდება? კითხა მიხეილმა.
-ჯერ არაფერი, მაგრამ იმ სულელ ბექას მალე გავყვები ცოლად.
-უნდა დააჩქარო. ხომ იცი ჩიპი მჭირდება, რაც შეიძლება მალე უნდა შეაღწიო დათოს სახლში.
-ვცდილობ.
-უკეთესად უნდა ეცადო ძვირფასო. ახლა კი უკან დაბრუნდი, რამე არ იეჭვონ.
ლიზა სასწრაფოდ უკანა კარიდან გავიდა გარეთ, შენობას შემოუარა და ისევ დათოსთან დაბრუნდა. დათო ლუკას ელაპარაკებოდა, ბექა და ნინა ისევ ცეკვავდნენ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent