გზა სადღაც გაქრა! (1,2,3,4,5,6)
საკუთარ სევდას მკერდმიბჯენილი,უხმოდ მივყვები ტროტუარს.დამძიმებული,თითქოს მთელი დედამიწის ცოდვა მაწევდეს ზურგზე.მხრებში მოხრილი,ხელებ ჩამოყრილი,ყოველ ნაბიჯს უღონოდ ვადგამ.აღარც კი ვიცი საით მივყავარ ტკივილს,მხოლოდ იმას ვგრძნობ რომ ჩემს გაცრეცილ სამოსში სიცივე ატანს. საღამო,უჩვეულოდ წყნარი,თითქოს,მხოლოდ მე ვარღვევ დიად სიჩუმეს,მაგრამ ეს ჩვევაა,ყოველ საღამოს ქუჩის შემოვლა და დაღლილს მერე ღრმად მეძინება. სახლში რომ ვინმე მეგულებოდეს.ცხელი კერძი და თბილი საწოლი რომ მხვდებოდეს.ადრე იყო,მაგრამ ახლა აღარაა!გაქრა,რაღაცამ შეისრუტა.მას ვერც ჩემი ტკივილი აბრუნებს და ვერც მუდარა.თითქოს შევეგუე,მაგრამ მაინც არ მსიამოვნებს ცარიელ სახლში მთელი დღე ყოფნა.როგორ ვნატრობდი,ჩემს მკლავებში მოქცეულს მშვიდად ეძინა.მისი ცრემლები საკუთარი თითებით მომეწმინდა.გაღიმებულ მზერას თან ავყოლოდი,ამის დედაც,რატომ არსებობს სიკვდილი ადრე.არ შეიძლება სიბერით მოვკვდეთ?! -გაქცევით ვერაფერს შეიმსუბუქებ,მხოლოდ დროებით შეიგრძნობ შვებას,-რაღაც ჩურჩული მომესმა და ინსტიქტურად შევჩერდი,-არ მოიხედო,-თითქოს შემევედრა უცხო ქალის ხმა და მეც დავნებდი,უკან არ მიმიხედავს და არც სიარული გამიგრძელებია.ინტერესმა გონებაში გამიელვა და სახე გვერდით მივაბრუნე,ნახევრად მაინც რომ დამენახა,-ნუ ცდილობ,-ისევ ეს წყეული ხმა და მე სიბრაზისგან მუშტები შევკარი -მოჩვენება ხარ?-გაბრაზებული ხმით ამოვიხრიალე და მზერა წინ მივმართე,-თავგზას რატომ მიბნევ,ჩემთვის მივდიოდი, მშვიდად -ხმამაღლა საუბრობდით,გავიფიქრე ტივილისგან სულ გაგიჟებულა და დარდს საკუთარ თავში იკლავს_მეთქი,-მისი სიახლოვე ვიგრძენი,თითქოს ხელებით წელზე მეხებოდა და მივტრიალდი.ის მართლაც იდგა ახლოს,მაგრამ ხელები ჩამოყრილი ჰქონდა,არაფრის მთქმელი გამომეტყველებით შემყურებდა და მზერას არ მარიდებდა. -თქვენ არავინ გკითხავთ,-მაღიზიანებდა მისი ზედმეტი ინტერესი -ვიცი,-აუღელვებლად მომიგო,-მაგრამ საშიშია,როცა საკუთარ თავს ელაპარაკებით,ეს სიგიჟის პირველი ნიშნებია -და მერე ვინ თქვა რომ მე გიჟი არ ვარ?-ავხარხარდი,ისე რომ მეთვითონ მომხვდა ყურში გამაღიზიანებლად,ის კი უძრავად იდგა,სრული სიმშვიდით,-არ მიცნობ,ამდენს რატომ მელაპარაკები?-ლოგიკური კითხა დავსვი -ჩათვალე რომ ახლობელი ვარ,ვიცი რამე შეცდომას დაუშვებ და მე უნდა გიშველ,სანამ გვიანი არაა,-ისე დაუჯერებლად ლაპარაკობდა სერიოზულად აღარ აღვიქვამდი და ყოველ მის სიტყვაზე მეცინებოდა.აღარც კი მადარდებდა რომ შეშლილი ვეგონებოდი,თუმცა გიჟის იარლიყი უკვე მომაკერა.ცინიკოსი. -ჩემმა ცოლმა გამოგგზავნა ზეციდან?-ჩემს კითხვაზე გაოცებისგან პირი დააღო,მერე დაეჭვებით შემათვალიერა და გონებაში საგიჟეთში გამომწყვდეული წარმომიდგინა,-თქვენ ალბათ ფსიქიატრი ხართ და პაციეტს ეძებთ,მაგრამ იმედი უნდა გაგიცრუოთ,მე არ გამოვდგები,-სერიოზული სახით განვუცხადე,მან კი დამცინა -ასე რატომ ბრაზობ ჩემზე,მე ხომ არ მომიკლავს შენი ცოლი,-გამორიცხული არაფერია,ყველა პოტენციური მკვლელია ჩემი ცოლის -თუ კი არ მიწყენ,მე უნდა წავიდე,შენთან უაზრო საუბრის სურვილი არ მაქვს,-ცივად მოქცევა სიამოვნებას მანიჭებს -არ მწყინს,საკუთარი ფეხით მოხვალ ჩემთან,-დაზუსტებით მითხრა და წავიდა.შვებით ამოვისუნთქე,რადგან ქალის სურნელი სულს მიმძიმებს. გარეთ ბოდიალი ისევ გავაგრძელე და კარგად რომ ჩამობნელდა და ლამპიონებიც აინთო,სახლში წავედი.როცა დაღლილი ხარ მაშინაა სასიამოვნო მარტო ყოფნა.შენთვის მშვიდად მიხვალ,გადაივლებ წყალს,ჩართავ მშვიდ მუსიკას,გაიკეთებ ყავას,შეჭამ ვიღაცის გაკეთებულ სალათს, მიგორდები დივანზე ტელევიზორის პირდაპირ და ჩართავ ფეხბურთს.ერთი-ორს შეიგინები არ გატანილი გოლების გამო და მერე პულტით ხელში ჩაგეძინება რომ გაიღვიძებ გული იმაზე კიარ დაგწყდება,ფეხბურთს ვერ ვუყურეო,იმაზე,მე საწყალს პლედი არავინ დამაფარაო. შუა ღამე იდგა,როცა გამეღვიძა და გათოშილ მკლავებზე ხელები შემოვიჭირე.ყოველთვის მაშინ მეძალება მონატრება,როცა ასე ვიღვიძებ.მისი მკლავების სითბო იმდენად მენატრება,სურვილისგან სიმხურვალე მევლება ტანზე.რამდენჯელ გიჟივით წამოვვარდი და მისი ძებნა დავიწყე.საზიზღრობაა,როცა ყველაფერზე მის სუნს გრძნობ.ბალიშზე თავს ამხობ,თვალებს ხუჭავ და ნესტოებში ნაცნობი სურნელი გეჟღინთება.როგორ არ გინდა ადგე და ყველა ვენა სათითაოდ დაისერო.ხან მგონია რომ არაკაცი ვარ,მარტო გავუშვი,არ შევიბრალე,მაგრამ მერე ვერკვევი,მახსენდება რომ ის არ ფიქრობდა ჩემზე,როცა ბოლოჯერ აწვდიდა ფილტვებს ჟანდგბადს. დილით მშვიდად გამეღვიძა,ჩემდა გასაკვირად,წამოვდექი და გრილი შხაპი მივიღე,რამდენიმე ღერი სიგარეტიც მოვწიე და სამსახურში წასასვლელად მოვემზადე.ჩვევა ყველაზე ცუდი რამაა ადამინის ცხოვრებაში.უნებურად ჩამოვჯექი და ველოდებოდი,როდის მომიტანდა გაუთოვებულ პერანგს,შავ შარვალს და ფეხსაცმელებს.დაბნეულმა თავში ხელები წავიშინე და წამოვდექი,ჩემით გავიუთოვე პერანგი და შარვალი,შეძლებისდაგვარად,მერე ფეხსაცმელს მივხედე და როგორღაც გამოვეწყე.სარკეში რომ ჩავიხედე უკმაყოფილო არ დავრჩენილვარ.თმა შევისწორე,მანქანის და სახლის გასაღები ავიღე და სახლიდან გავედი. -37 წელია რედაქციაში ვმუშაობ და ასეთი რამ ჩემს სიცოცხლეში არ წამიკითხავს,-კართან ვიდექი,ჩემი მოხუცი თანამშრომლის ნათქვამი რომ გავიგონე და დაინტერესებული მისკენ წავედი,ხელში რაღაც ფურცლებს ატრიალებდა და თავისთვის ლაპარაკობდა. -რა მოგივიდა ბიძაჩემო?-ასე მივმართავ,შინაურულად. -შეხედე,ეს წიგნი როგორ უნდა იყოს,-გამომიწოდა ფურცლები,-მიდი,ერთი გადახედე,-მთხოვა და ცხვირის ქვემოთ ჩამოცურებული სათვალე შეისწორა -ახალი მწერალი გვყავს?-ვკითხე და სათაურს დავაკვირდი,არც ისე ცუდი მეჩვენა -მწერალი?-ლამის დამიშინა,-მაგას მწერალს კიარა მჯღაბნელს უფრო ვუწოდებ -რატომ?-გავიკვირვე -მიდი,წაიკითხე და მიხვდები რატოც,-არ იშლიდა თავისას -კარგი ჩემო ბატონო,-ფურცლებიტურთ წავედი ჩემი კაბინეტისკენ.გზა და ზგა თვალს ვავლებდი და ისეთი ეპიზოდები იყო,ჩამითრია და ლამის კედელს ავესვენე. *** ვკითხულობდი და უფრო ვერ ვიგებდი,რას უწუნებდა მოხუცი ამ რომანს.არ ჰგავდა ჩემს ცხოვრებას.ყველაფერი ზედმეტად კარგი და არაამქვეყნიური იყო. კითხვა დავასრულე თუ არა,წამოვდექი და ფანჯარა გამოვაღე,საშინლად დამცხა,ოფლმა დამასხა და ვიგრძენი,როგორ ჩამეღვარა სისველე კისერში.ასეთი უცნაური განცდა ჯერ არ დაუფლებულა წაკითხვის დროს.სახე შევიმშრალე და სახე ნიავს მივუშვირე,მღელვარება ჩაცხრა და კანი დამიმშვიდდა,ღრმად შევისუნთქე წვიმიანი გაზაფხულის სურნელი და ფანჯარას მოვცილდი. -შეიძლება?-ნაცნობ ხმაზე დაბნეული შევბრუნდი და ჩემს წინ მდგარი ქალი რომ დავინახე,ერთიანად წამომახურა და სიბრაზე მომერია -აქ რას აკეთებ?-გამოვსცერი კბილებში და სავარძელზე ჩამოვჯექი.უხმოდ მოვიდა,სკამი გამოსწია და ჩემს პირდაპირ ჩამოჯდა -ჩემი ნაწერების წასაღებად მოვედი,-მომიგო და დაბნეული მზერით დააცქერდა ჩემს მაგიდას,სადაც ფურცლები უწესრიგოდ ეწყო,-რა დაუდევრად ექცევით ჩემს ნაშრომებს,-გაბრაზებლმა ამომხედა და მე ხმა ჩამივარდა.ვერ დავიჯერე რომ ის,რაზეც კინაღამ გული გამიჩერდა, მისი დაწერილი იყო.ეჭვით შევათვალიერე და ხელებზე დავაკვირდი.ფურცლები რიგ-რიგობით აკრიფა და დაალაგა.მის საქციელზე მეცინა თუ მეყვირა აღარ ვიცოდი. -ახლა წავიკითხე და იმდენად არ მომეწონა,ყურადღება აღარ მიმიქცევია როგორ ეწყო,-მივუგე და სავარძლიდან წამოვდექი.იმის თქმა გამიჭირდა,რა საოცარი ნიჭის პატრონია. -ესეიგი უარს ამბობთ ჩემი რომანის დაბეჭდვაზე?-წამოდგა თვითონაც და ცოტა ნაღვლიანი ხმით მკითხა,-რადგან გუშინ თქვენი ფიქრების შემსწრე გავხდი?-ხმა უკრთოდა და ნერვიულად ისრესდა ხელის გულებს. -გადაწყვეტილი არაფერია,-მივუგე და ზურგი ვაქციე,სიმწრით კბილები ერთმანეთზე დავაბჯინე და ვიგრძენი,როგორ დამეძაბა საფეთქლები,-პასუხი ერთ კვირაში იქნება,-შევეცადე რბილად მეთქვა,აუღელვებლად.მისი რომანის წაკითხვის შემდეგ,მეგონა რომ მის შინაგანში შევაღწიე და მოსვენება დამეკარგა. -დრო არ მაქვს,ერთი კვირა ვერ მოვიცდი,ფული მჭირდება,-ცივად მომიგო და ფურცლები მიიხუტა,შიშით არავინ წამართვასო.და მერე ვინ ართმევს?! -წინასწარ გადაგიხდით,-თითქოს გამოსავალი მოვნახე -რომ არ დაბეჭდოთ,არ მინდა,-რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია,-ან ახლა მეტყვით ან სხვა რედაქციაში წავალ,-სერიოზული სახით განმიცხადა,ამით ჰგონია უარს არ ვეტყვი დაბეჭდვაზე,არც ვაპირებ,მაგრამ უცებ ხოარ მივახლი ამხელა ბედნიერებას,ცოტა სიმწარეც ხოუნდა დავაყოლო.ქალია მაინც. -წადი,ჩვენ ზეგ გვეცოდინება ზუსტი პასუხი,-ვუთხარი და მაგიდას ხელის გულებით დავეყრდენი,-ასე უცებ არაფერი გვარდება,-ქვემოდან დავუწყე ყურება -ვიცი,მაგრამ ძალიან საჩქაროა,-ხმის ტმებრი ეცვალა,მეგონა ტიროდა,თუმცა თვალებში სისველისმაგვარი არაფერი შემინიშნავს.ვერც იმას ვიგებდი ასე რაში სჭირდებოდა ფული,მაგრამ რაც არის არის,ჩემს თავს მის გამო ვერ გადავახტები.ან ვინაა რომ ასე მალე მოვაგვარო ყველაფერი.არავინ! -ზეგ იქნება პასუხი,-მკაცრად წარმოვთქვი და მხრებში გავიმართე.ხელები ერთმანეთში გადავიჯვარედინე და ქალს მივაცქერდი.სასოწარკვეთილებისგან ნიკაპი უცახცახებდა,-თქვენი ბიოგრაფია დატოვეთ და წაბრძანდით,-ღიმილნარევი ხმით მივუგე და ფურცელი და კალამი გავუწოდე.უხმოდ ჩამოჯდა სკამზე და წერას შეუდგა.სანამ წერა დაასრულა,ჯიბიდან სიგარეტი ამოვიღე და ერთი ღერი მოვწიე.ცოტა დამამშვიდა.შემდეგ მას მივუბრუნდი და ჩემსკენ მომართული ფურცელი გამოვართვი.ლამაზი კალიგრაფია ჰქონია.ფურცელი უჯრაში ჩავდე და გასაღებიდ ჩავკეტე.ქალი იჯდა და ჩემს მოძრაობებს აკვირდებოდა,მე კი მის მზერას რომ არ გამომპარვოდა რას უყურებდა.მშვიდად წამოდგა,კაბა გაისწორა და უკან გაბრუნდა. -ვერ დაგელოდებით. . .,-ესღა მომიგო ღია კართან მდგარმა და გასულმა კარი ფრთხილად მოხურა.სიბრაზის და მიუხედავად,მისი სიმშვიდე ნერვებს მიშლიდა.ზედმეტი საუბრის გარეშე ეგუება ყველაფერს.ნუ თუ პროტესტის გრძნობა არ უჩნდება,მის ასეთ ნაშრომს რომ არ აფასებენ.ვინ არ აფასებს,ძალიან მომეწონა,მაგრამ გუშინდელი საუბრის მერე მაგ ქალზე ნერვები არ მყოფნის. თავი მშვიდად რომ ვიგრძენი,უჯრა გავაღე და ფურცელი ამოვიღე.შესაშური კალიგრაფია და რამდენიმე ხაზში დატეული არსებობა. რა უცხო სახელი რქმევია “მალენა“ , ამ სახელზე არასოდეს მიფიქრია.თანაც ჩემი ტოლი ყოფილა 30წლის,ბედის ირონიაა.რამდენიმე დღით ადრე დავბადებულვარ.თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს.ფურცელი უკან ჩავაბრუნე და სასწრაფოდ მოვიძიე ყველა საჭირო საბუთი რომ ხვალ უკვე დასაბეჭდათ გაეშვათ რომანი.მაინც რა კეთილი ვარ.მგონი ღმერთიც ვეღარ ხედავს ჩემს კეთილშობილებას. * * * სამსახურიდან ადრე წამოვედი,რადგან ყველაფერი მოვაგვარე.წიგნების მაღაზიებშიც შევატყობინე რომ მალე გავუგზავნიდი ახალ წიგნს.არ ვიცი დღემ რამენად სარგებლიანად ჩაიარა,მაგრამ კმაყოფილების შეგრძნება გამიჩნდა.ცოტახნით კაფეში შევიარე,სახლში ყავის დალევა დამეზარა.თურმე,მარტო ქალებს კიარა კაცებსაც გვჭირდება ასეთი წვრილმანები.მშვიდად ჯდომა კაფეში და უშაქრო წყალ-წყალა ყავის სმა.ცოლმა დამაჩვია,ნამდვილი ყავა უშაქრო უნდა იყოსო.ერთ დღესაც ინფაქტი თუ მივიღე არ გამიკვირდება,რადგან ყოველი დალევის შემდეგ გული მიხდება ცუდად.რატომ ვსვამ,ვინ მაძალებს,მაგრამ ყავაღა დარჩა,რაზეც მან შემაჩვია. კუთხეში დავჯექი და უშაქო ყავა შევუკვეთე.სანამ მომიტანდნენ კაფეს თვალი მოვავლე,ვიფიქრე ვინმე საინტერესოს ვნახავ,ცოტას გავხალისდები-მეთქი,მაგრამ განსაკუთრებული არავინ ჩანდა.ყავა მომიტანეს და მეც ყურადღება გამეფანტა. -შენ რა,კაფეებში დადიხარ უკვე?-ზემოთ ახედვა არც დამჭირვებია,უკითხავად შემოჭრილი ქალი უკვე ჩემს წინ იჯდა -ზიზი?-გაოცებულმა წამოვიყვირე მისი სახელი -ხო,რაიყო რა გაიკვირვე?-ძველებურად.ეშმაკურად შემომხედა და ფეხები დააბაკუნა -არ გელოდი,-რამ დამაბნია,მაგრამ არც მიკვირს.სანამ ცოლს მოვიყვანდი მასთან ვიყავი.დავიბნევი აბა რა მომივა. -ვიზიარებ,-გამომწვევად მომიგო და ჩემს ყავას დასწვდა,-სხვა შეუკვეთე,-პირთან მიიტანა უკვე. -უშაქროა,-გავაფრთხილე მე და ცივად უშვა ფინჯანს ხელი -ძველ ჩვევებს არ ივიწყებ?-ბრაზით მკითხა და თითები მაგიდაზე აათამაშა -შემეშვი,-ვუთხარი შეღონებულმა და ყავა მოვსვი.ისეთი გემო ჰქონდა გულ-მუცელი ამერია.საჩქაროდ დავდგი ფინჯანი და ფეხზე წამოვდექი. -გჭირდები?-მკითხა მან.მე ანგარიშს ვითხოვდი. -წამოდი,-მშვიდად მივუგე და ფული მაგიდაზე დავდე. * * * სახლში შესვლაც არ მაცადა,ორივე ხელი კისერზე შემომხვია და სახეზე კოცნა დამიწყო. -მე რომ მოგეყვანე,-ჩურჩულებდა,-ახლა ცოცხალი გეყოლებოდა ცოლი,-სიტყვა ცოლი იმდენად მეზიზღება უკვე.ხელები მაჯებში ჩავავლე და მოვიცილე. -ნუღარ მახსენებ,-გაბრაზებულმა მივუგე და ხელი თმებში ჩავავლე.ჩემსკენ მოვიზიდე და უხეშად ვაკოცე.მეგონა ამდენი უქალობით მისი შეხება მესიამოვნებოდა,მაგრამ ვერ ავიტანე -საძინებელში წავიდეთ,-მისი ხმა ყურში ჩამესმა და ცოტა გავლღვი.ვნება მაინც მომეძალა და ხელში ავიყვანე,-არაფერს გაძალებ,-საწოლზე მეწვინა უკვე რომ მითხრა.ზემოდან მოვექეცი.ვეცადე მოვფერებოდი,მაგრამ ყოველ შეხებაზე უარესად მერეოდა გული. ღონე მიხდილი გადავწექი გვერძე და ამოვიხვნეშე.მისი ნაკოცნის მერე,მარტო ტუჩები კიარა ყელიც კი ამეწვა შიგნიდან.ხელი კანზე მოვისვი და ღრმად შევისუნთქე,თითქოს ცოტა მომეშვა,მოვდუნდი და თვალებ მოჭუტული მივაშტერდი ჭერს.სიმშვიდე მალევე გაირღვა,ზიზის თითები სახეზე ვიგრძენი და ფართოდ გახელილი თვალებით მისკენ გადავბრუნდი. -შემეშვი,-ბრაზმორეულმა ვუთხარი და საწოლზე წამოვჯექი.უხმოდ წამოდგა,შელახული სამოსი გაისწორა და ოთახიდან გავიდა. საწოლზე წამომჯდარმა დიდხანს ვერც მე გავძელი,ავდექი და ოთახის ფანჯარა ფართოდ გამოვაღე.მსუბუქი ნიავი შემოვიდა და ჰიპნოზურად მომადუნა.იდაყვით რაფას დავეყრდენი და გარეთ გავიხედე,ქუჩა დაცარიელებულიყო, მეუცნაურა,ადრე ყოველთვის რაღაც ხდებოდა,რაც მაიძულებდა რომ ფანჯარასთან ვმდგარვიყავი.სიგარეტი ამოვიღე და რამდენიმე ღერი მოვწიე,ჩქარა,აშკარად შინაგანი მოუსვენრობა მაქვს.ოთახიც გაიწმინდა სიმძიმისგან და ფანჯარა დავხურე,მშვიდი ნაბიჯებით გავედი მისაღებში და დივანზე ჩამოვჯექი.ზიზი სამზარეულოშია აშკარადა,რადგან რაღაცის თავსახურის ხათქუნი გაისმა. -მომშივდა,-მორიდებით მომიგო სამზარეულოდან თავგამოყოფილმა -ჭამე,-დავრთე ნება,მიუხედავად იმისა რომ არ მსიამოვნებს მისი სამზარეულოში ტრიალი-მე მაღაზიაში ჩავალ,სიგარეტი გამითავდა,-ვუთხარი და დივნიდან ავდექი,ლასლასით გავედი შემოსასვლელში კარადიდან მოსასხამი გამოვიღე,მოვიცვი და კარი გავაღე -მალე მოდი,-მთხოვა ცოლივით და ნერვებ მოშლილმა რკინის კარი მივუჯახუნე.მის ჭკუაზე მაშინაც არ დავდიოდი შეყვარებული რომ იყო ახლა რატომ უნდა ვიარო? კიბეები საჩქაროდ ჩავიარე და ყველაზე შორს მდგარ მაღაზიას მივაშურე.ადრე მეზარებოდა,ახლა კი ოღონდ მატარე სადმე და სიშორესაც აღარ დავეძებ. ფიქრებში გართული ისე მივედი მაღაზიამდე დაღლაც ვერ ვიგრძენი. შიგნით რომ შევედი ვიღაც კარისკენ გამოიქცა და ისე მწარედ დამეჯახა სუნთქვა შემეკრა,მეგონა მუცელში რაღაცამ გამიარა და ზურგით გავიდა გარეთ. -მაპატიეთ,-არც ამოუხედავს,კანკალით მითხრა და გვერდის ავლა დააპირა,მაგრამ ასე იოლად ვერ დამიძვრებოდა.ხელი მკლავში ჩავავლე და გარეთ გავიყვანე,არ მადარდებდა რომ სუსტი სქესი იყო.ხალხმა,გაოგნებულმა,დაგვიწყო ყურება-მტკივა,-ამოიღნავლა და ატირდა,ხელი სახეზე მოვკიდე და ჩემსკენ ამოვახედე.არ ვიცი როგორ უნდა აიხსნას ეს ყველაფერი,მაგრამ მის დანახვაზე გული მომეწურა,ცივმა ოფლმა დამასხა და უფრო მეტად მომეშალა ჩემს თავზე ნერვები. -რა გინდა ჩემგან,-სასოწარკვეთილმა დავუყვირე და ხელები ვუშვი-სულ ფეხებში როგორ მებლანდები-სიბრაზემ იმდენად დამაბრმავა,მისი ცრემლები არაფრად ჩავაგდე -თავი დამანებე,-მუდარით მთხოვა აზლუქუნებულმა და უკან გადადგა ნაბიჯი,კედელს მიეყრდნო და მუხლებში ჩაიკეცა.მე გაუნძრევლად ვიდექი და ვუყურებდი,მისი შეკავება არ მიცდია.ტირილით გული რომ იჯერა ამომხედა და მის თვალებში ამოკითხულმა ჭკუიდან შემშალა,სიცივემ მთელი სხეული დაიარა და ტვინში გაჩერდა.მალენა ფეხზე წამოდგა,დამტვერილი მუხლები დაიფერთხა და წავიდა.ხმა არ ამოუღია.შეტრიალდა და წავიდა.არ ვიცი რამ,მაგრამ ფაქტია მიბიძგეს რომ უკან გავყოლოდი. * * * საავადმყოფომდე მიმიყვანა.ცოტა დავიბენი რა ესაქმე აქ?აღელვებული ავყევი კიბეებს და შიგნით შევედი.მალენა მოსაცდელში იდგა და ნერვიულად დადიოდა აქეთ-იქით ,მერე ვიღაცამ დაუძახა და აღელვებული მისკენ წავიდა.ჩუმად ავედევნე.მაინტერესებს რას ეტყვის თეთრ ხალათიანი -ქიმიისთვის ფული მოიტანე?-შოკში ჩავვარდი ექიმის სიტყვები რომ გავიგონე,მალენას სჭირს რაღაც? არა,ის ისეთი ლაღი ჩანს,როგორ შეიძლება რაიმე სჭირდეს.ხელები სახეზე ავიფარე და ლამის ტირილი ამივარდა -ხვალამდე მომიცადეთ,-მალენას უსასოო ხმამ ბოლო მომიღო,-ვცდილობ ყველანაირად-ხელები სახიდან მოვიცილე და მათკენ გავიხედე.მალენა მუხლებზე ემხო და ხელები ექიმის ფეხებზე შემოეხვია-ნუ გამოწერთ დედაჩემს,-დედამისია ავად?! შვებით ვსუნთქავ,მაგრამ ტკივილს მაინც ვგრძნობ.მას დედა უკვდება.რა საშინელებაა.ხელები ზემოთ აღვმართე,თითქოს უფალს მივმართე.არ ვიცი რატომ ვდარდობ ასე ძალიან მასზე,მაგრამ საჩქაროდ უნდა ვიმოქმედო და ყველა ხარჯი დავფარო.არ მაინტერესებს მალენა,უბრალოდ მასზე,როგორც გაჭირვებულ ადამიანზე ვზრუნავ.მებრალება,თანაც ძალიან. -მკურნალობას ვერ დავიწყებთ,ფულია საჭირო,ხვალ თუ ვერ დაფარავთ დედათქვენს სახლში გამოვწერთ,ვწუხვარ,-ასეთ რამეს ეუბნება და ბოლოში “ვწუხვარ“ ს ამატებს.როგორ შეუძლია ასეთი უგულო იყოს,ესაა წუხილი? არ მესმის.ამის დედაც,ფულისთვის სიცოცხლესაც კი უგულებელჰყოფენ.ისე მეშლება ნერვები,მინდა მთელი საავადმყოფო დავანგრიო და ყველა ექიმი შიგ ჩავაყოლო,მერე იგრძნობენ პაციენტების ტკივილს.საიქიოში. მალენა ექიმს გამოსცილდა და გეზი გასასვლელისკენ აიღო,მე კედელს ამოვეფარე და საავადმყოფოდან როგორც კი გავიდა სალაროსთან მივედი. -უკაცრავად,-მივმართე ახალგაზრდა ქალს და ჯიბიდან საფულე ამოვიღე,-აქ,ქიმიის გასაკეთებლად შუა ხნის ქალი ჰყავთ მოყვანილი,მის შვილს მალენა ჰქვია,-ქალმა ცინიკურად ამომხედა და უღიმღამოდ დაუწყო ქექვა კომპიუტერში მალენას დედის ისტორიას -არ შეგიძლიათ კონკრეტული სახელი და გვარი გვითხრათ?-შეწუხებულმა მკითხა და გვერდით მჯდარ თანაშემწეს გადახედა.ისე მომინდა ახლა მისი მიგუდვა.სურვილისგან ლამის მართლა ვეცი და ათივე თითი ყელში წავუჭირე. -არ ვიცი ქალბატონო,-ბრაზით მივუგე და მსუბუქად დავარტყი ხელი მაგიდას,-ერთი წუთით,-უცებ მომაფიქრდა რომ იმ ექიმთან მივსულიყავი და გამომეკითხა მალენას დედაზე ყველაფერი-ახლავე მოვალ,-ვუთხარი მოლარეს და საჩქაროდ გავეშურე ექიმის კაბინეტისკენ.კარი რომ შევაღე,იგი ზურგშექცევით იდგა ფანჯარასთან და სიგარეტს აბოლებდა.ჩავახველე რომ ჩემს იქ ყოფნას მიმხვდარიყო და ჩემსკენ შემობრუნდა. -რა გნებავთ?-მკითხა და სავარძელზე ჩამოჯდა,სიგარეტი საფერფლეში დასრისა და კალამს დაავლო ხელი.საქმიანი სახე დაიჭირა. -წეღან რომ ქალს ესაუბრეთ,-ახლოს მივედი და სკამი გამოვწიე-მალენა,-სახელიც შევახსენე,ყოველი შემთხვევისთვის და სკამზე დავჯექი -დიახ,დიახ,-ინტერესით მომაცქერდა და კალამი ხელებში აათამაშა -მინდა ყველა ხარჯი დავფარო,თუ მას არ ეცოდინება დამავალებთ,-მოკლედ მივუგე სათქმელი.უკმაყოფილო არ დარჩენილა.კალამი დადო და მეტად სერიოზული სახით დამიწყო ყურება. -არ ინერვიულოთ,-დამამშვიდა-თუ არ მიწყენთ ერთ რამეს გკითხავთ,-ეჭვნარევი ხმით და ცნობისმოყვარედ მომიგო -გისმენთ! -რატომ ეხმარებით მალენას?-ვიცოდი რომ ამას მკითხავდა და ჩამეცინა -რა გითხრათ,აბა?-ეშმაკურად შევხედე-მინდა და ვეხმარები,ადამიანური თანაგრძნობის გამოხატვის ერთერთი ფორმაა,-თვალი ჩავუკარი და ფეხზე წამოვდექი-თანხა დაწერეთ რომ გადავიხადო და წავალ,აქ ყოფნა არც თუ სასიამოვნოა -როგორც გენებოთ,-სწრაფად დაწერა ოდენობა და ფურცელი მომაწოდა-არაფერს ვეტყვი,მაგრამ რომ მითხავს როგორ დაიფარა მისი ვალები რა ვუპასუხო? -მაგაზე მე ვიზრუნებ,-დავამშვიდე და სწრაფი ნაბიჯებით გამოვედი კაბინეტიდან. სალაროსთან მივედი და პირდაპირ ექიმის ფურცელი გავუწოდე,იქ ყველა საჭირო მასალა ეწერა.ჩლუნგებისთვის.ფული გადავიხადე ქვითარიც გამოვართვი და კმაყოფილი წამოვედი. მთელი გზა მალენას სახეს წარმოვიდგენდი,როგორი ბედნიერი იქნებოდა,როცა გაიგებდა,ვიღაცამ ფული გადაუხადა და დედამისი მკურნალობას შეძლებს.ღმერთო,საშინლად მსიამოვნებს მისი დახმარება,ასეთი რამ შეიძლება? ცუდად ვხდები მის ტკივილს რომ ვხედავ. განა რას წარმოადგენს,მაგრამ თუკი შემიძლია დავეხმარო მას,როგორც რიგით ადამიანს,რატომ არ უნდა გავაკეთო ეს?. . . ვალდებულებაა ჩემი საქციელი და არანაირ გრძნობებს არ ემყარება.იმდენად გადავერთე მალენას ამბებში სიგარეტის ყიდვაც დამავიწყდა და გარეთ ყოფნაც კარგახანს მომიწია,ისე რომ სახლში მისულს ზიზი არა,მაგრამ ვრცელი ტექსტი დამხვდა კარზე მიკრული.ათასი უწმაწური სიტყვით შემამკო და ბოლოში მომიბოდიშა,განა სიტყვების გამო.იმის გამო რომ ჩემთან დაკარგა ნახევარი საღამო.მშვიდად გავიშოტე დივანზე და ქშენა ამოვუშვი.ფეხები ერთმანეთზე გადავაჯვარედინე და ხელებიც თავქვეშ ამოვიდე.ხანდახან რა ტკბილია მარტოობა.გული სულ არ დამწყდა ზიზი რომ არ დამხვდა,პირიქით შვებით ამოვისუნთქე.ქალის ხილვა სახლში მეტად მიმძიმებს ატმოსფეროს და სიდამპლის სუნი იმდენად ჯდება ყველა წერტილში რომ ცხვირის ნესტოებზეც ვგრძნობ. * * * დილაადრიან სამსახურში გავემწესე,ვიფიქრე,მალენა დამხვდებოდა და მეჩხუბებოდა მისი დავალიანება რომ დავფარე,მაგრამ რედაქციაში სიწყნარე იყო.მოხუციც კი მშვიდად კითხლობდა რაღაც წიგნს. -როგორ ხარ ბიძაჩემო?-მასთან მივედი და მოვიკითხე,თან დამაინტერესა რას კითხულობდა,ისე გულმოდგინედ ჩასჩერებოდა ნაწერს და შიგადაშიგ ახველებდა. -როგორ ვიქნები,-კითხვა შეწყვიტა და ამომხედა-რა ადრე მოსულხარ?-გაოცება ვერ დაფარა-საკუთარი თავის უფროსი შენ ხარ,აქ ასე ადრე არ გელოდი,-ხო რას ვიზამთ,ხდება ხოლმე.ქალს რომ გადაეყრები კაი რა მოგივა კაცს,ან შენით ჩავარდები ხრამში,ან თვითონ ჩაგაგდებს. -რას კითხულობ?-თემა შევცვალე-თვალი არ მოგიწყვიტავს -ახალი წიგნია,-ცოტა უხერხულად მომეჩვენა-მე რომ ვამბობდი არ მომწონს-მეთქი -ხო,მერე? -მეორედ წავიკითხე და ვგონებ ცუდი არ უნდა იყოს,-ისევ ეჭვით მომიგო და წიგნი მომაწოდა-ნახე აბა,როგორი დაბეჭდილია,-გამოვართვი და ყდას დავუსვი ხელი,მერბილა,თითებით ვიგრძენი წარწერა და ავტორის სახელი.უცნაური შეგრძნება დამეუფლა,გამცრა და უჰაერობამ შემიპყრო.შემდეგ გადავშალე და ნაბეჭდი ასოების ხარისხს დავაკვრდი,შრიფტის ზომას.ყველაფერი ნორმალური ჩანდა და კმაყოფილმა,ისევ დავუბრუნე წიგნი -მშვენიერია,ბესო,-რამდენი ხანია სახელით არ მიმიმართავს და ორივეს უხეშად მოგვხდა ყურში,მერე გაგვეცინა და ამ სიცილში ჩემი პრობლემები სულ გადამავიწყდა,ასე გულიანად დიდი ხანია არ მიცინია-წავალ,აღარ მოგაცდენ,კითხვას რომ დაასრულებ უთხარი წაიღონ,-თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და მეც კმაყოფილი წავედი,ისევ,კაბინეტში.როგორც კი შევედი და კარი მივხურე,გონებაში ძველი ტალღები ამოტივტივდნენ,მალენაზე ფიქრება დამიწყეს ტვინის ნაოჭებში ძრომიალი და შეღონება.სავარძელზე მივესვენე და თვალი ერთ წერტილს გავუსწორე.სიმართლე რომ ვთქვა,ამდენი ჩემს ცოლზეც კი არ მიფიქრია,უფრო სწორად ყოველთვის ვიცოდი რა ხდებოდა მის გარშემო და ზედმეტი ფიქრებით თავს არ ვიღლიდი,რეკვებითაც არ ვაწუხებდი,ვიცოდი სად იყო და რას აკეთებდა.მას არაფერს ვუმალავადი და თავისთავად არც თვითონ.როდის გადაწყვიტა ბ,რა თქმა უნდა,არ ვიცი და სწორედ ეგ მიღებს ბოლოს.მასთან გატარებული წლებიდან,წამიც კი არ მახსენდება რამე გვწყენოდა,იმდენად ვიცნობდით ერთმანეთს,უსიტყვოდ გვესმოდა,მაგრამ არა.მან თავი მოიკლა,ესეიგი ჩემი არ ესმოდა,სხვაგვარად როგორ ვიფიქრო,ოჯახი,სადაც პრობლემა მხოლოდ ჩემი იყო და მას არაფერი აწვა ტვირთად,რა ჭკუაში უნდა დაჯდომოდა სიცოცხლე დაესრულებინა.მოკლედ,მასზე ფიქრები შორს წამიღებენ და საბოლოოდ მართლა გავგიჟდები.მალენაზე რომ ვფიქრობ,თითქოს ვმშვიდდები და აზრი ეძლევა იმას,რაც წართმეულია.არ ვიცი რა მიზნით გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში,მაგრამ თავს უფლებას აღარ მივცემ,ქალზე სხვანაირად იფიქროს. * * * -შეიძლება?-ვიღაცის ხმამ გამომარკვია,სავარძელში ჩამძინებია,თვალები გავახილე და ზანტად წამოვდექი ფეხზე,მომერიდა,თორემ გემრიელად კი გავიზმოერებოდი-შეიძლება?-ისევ მკითხა და მისი ხმა ყვავის ჩხავილივით ჩამესმა ყურში,მიუხედავად იმისა რომ ძალიან რკბილი და მშვიდი ხმით მკითხა -კი, მალენა, მოდი,-ჩემდაგასაკვირად წყნარად მივუგე და სკამისკენაც წავედი,უნდა გამომეწია,მაგრამ ერთდროულად მოგვივიდა და თავით დამეჯახა.სიცილი წამსკდა და მტკივანი ადგილი ხელით მოვისრისე,მერე მას ავხედე და უფრო გამეცინა.ხელები სახეზე აეფარებინა და ჩუმად იცინოდა-რა მორცხვი ხარ,-ვუთხარი და სკამი სწრაფად გამოვწიე,კიდევ რომ არ დამჯახებოდა. -მადლობ,-ხელები ჩამოუშვა და უცხო ხმით მომიგო,ყურები დამეძაბა და ცოტა წამოვხურდი კიდეც-მეგონა სხვა რედაქციის ძებნა მომიწევდა,-რატომღაც მეგონა რომ დედამისის გამო მიხდიდა მადლობას და დავიბენი-რა მოხდა?-მკითხა მან -არაფერი,-სწრაფად შევცვალე გამომეტყველება და გავუღიმე-დაჯექი,-შევახსენე სკამი და ხელი იმ ადგილზე დავიდე,რომელიც დაჯახებისას ვიტკინე. ჩაეცინა და დაჯდა,ისევ ჩემს წინ,იმ განსხვავებით რომ თვალები უბრწყინავდა.უცნაურია,მაგრამ მე ეს შეუმჩნეველი ვერ დავტოვე.ბედნიერი იყო,ძალიან ბედნიერი,მის გულისცემასაც კი ვგრძნობდი მკერდში. -მოგეწონათ წიგნი?-მკითხა ცოტახნის შემდეგ -კი,ურიგო არაა,-ვუპასუხე და ახლად შემჩნეული წიგნი მივაწოდე.შემოსვლისას ვერ შევამჩნიე,ბესოს ერთი წიგნი ჩემთანაც შემოუტანია. -რა კარგია,-აღტაცებულმა დახედა საკუთარ წიგნს და ისე დაუწყო ფერება,თავი წიგნის ადგილას წარმოვიდგინე და მთელ ტანში დამიარა სიცხელემ,მერე სიცივემ და გამაჟრჟოლა. -მეც მომეწონა -მშვენიერია,-ნესტოებთან მიიბჯინა და ღრმად შეისუნთქა-აი ეს მაკლდა,-ხმამაღლა გაიფიქრა,რადგან სახეზე წამოწითლდა და საჩქაროდ დადო წიგნი მაგიდაზე-მადლობ რომ სხვა გამოსავლის ძებნა არ მომიხდა,რადგან გზა სადღაც გაქრა,იმდენი პრობლემა მაქვს,წიგნზე ფიქრმა ლამის ჭკუიდან გადამიყვანა -ცოტა გაწვალე,-გამოვუტყდი და თვალი ჩავუკარი-ერთბაშად არ მინდოდა გამეხარებინე -რა საზიზღარი ხარ,-კისკისით მომიგო. -ხო ვარ,-დავეთანხმე მეც და სიცილში ავყევი-თუმცა არც შენ ხარ ნაკლები,-დავაყოლე თან და დაბლა დავიხარე,რადგან ხელში ფურცლების სამაგრი აიღო და უნდა ესროლა-მიმეტებ?-ნაწყენი ხმით ვკითხე და გავსწორდი -ვითომ რატომ ვერ უნდა გაგიმეტო,-გაკვირვებულმა მითხრა და სამაგრი ადგილზე დააბრუნა -მე არ მემეტები -კარგი რა,-თავი გააქნია-შენ პირველი გამომასალმებ სიცოცხლეს,-ჩაიფრუტუნა უკამყოფილოდ-უბრალოდ სახარბიელო არც ადგილია და არც დრო,-თითები აათამაშა მაგიდაზე და წამიერად ზიზი გამახსენდა.გულის რევა მომგვარა მალენას საქციელმა და ხელი ჰალსტუხს ჩავავლე,მთელი ძალით მოვქაჩე და გავხსენი-ცუდად ხოარ ხარ?-დაფეთებული წამოვარდა სკამიდან და ფანჯარა გამოაღო -კარგად ვარ,-ცივად მივუგე და წამოვდექი -დავკეტო? -არა,იყოს,დახუთულობაა,ცოტა განიავდეს,-ვუთხარი და მეც ფანჯარასთან მივედი.ხელის გულებით რაფას დავეყრდენი და სახე ნიავს მივუშვირე.მალენა ჩემს გვერდით იდგა და მიყურებდა.ცოტა შვება რომ ვიგრძენი მისკენ შევბრუნდი,ნიავმა წაბლისფერი თმა უკან გადაუწია და ლავიწის ძვალთან ახლოს მწკრივზე ორი ხალი შევამჩნიე.არც ისე მუქი იყო რომ მარტივად დაენახა ვინმეს,მაგრამ მე შევამჩნიე და ცოტა უცნაურად შევიქენი,თითქოს მომერიდა,რაც დავინახე და ზურგი ვაქციე.ისევ სავარძელში ჩავესვენე და შტვენას მოვყე. -ფული გადამიხადეთ და წავალ,-ფანჯარას ჩამოსცილდა მალენაც და აბურდული თმის სწორება დაიწყო.მე ჩეკი ამოვიღე და გავუწოდე.გამიღიმა და გამომართვა. -თავისუფალი ხართ,ბატონი იოანესგან,-გავუღიმე მეც -კარგად იყავით,-დამემშვიდობა ისე,თითქოს ჩვენი შეხვედრა აღარ მოხდებოდა. *** ჩვეულ,სამსახურის საათების გასვლის შემდეგ სახლში წავედი.როგორც კი კარი შევაღე და სურნელოვან მარტოობას შევერიე,ფიქრები მომეძალა და ნერვები ისევ რომ არ მომშლოდა,აბაზანაში შევედი წყლის გადასავლება.დიდად არც წყალმა მიშველა,მაგრამ დაძაბულობა მომეხსნა.ანუ შემეძლო მეფიქრა,განსხვავებულად,მშვიდად,რაც ჩემს შესაძლებლობებს აღემატებოდა. სააბაზანოდან რომ გამოვედი სამზარეულოში შევედი ჩაის გასაკეთებლად.კაცურად,პირსახოცშემოხვეული,ვფუსფუსებდი,როცა კარის ხმა გავიგე და გასაღებად წავედი,ზემოდან აღარაფერი გადამიცვია,დაე მიხვდნენ რომ სტუმარს არ ველოდებოდი.გახედვის გარეშე გავაღე კარი და ხელში,ფერებგადასული,საშინლად გაბრაზებული,მალენა შემრჩა.როდის,ან როგორ გაიგო ჩემი მისამართი არ ვიცი,მაგრამ კი ავღელდი მის დანახვაზე.ჩეკი მომიგდო და ისე სწრაფად ჩაირბინა კიბეებზე,სათქმელად დაღებული პირი ,ისე დავკუმე სიტყვა ვერ დავძარი.კარი მივხურე და ოთახში შევვარდი ტანზე ჩასაცმელად.ვხვდები ასე რატოც მოიქცა,მაგრამ მინდა თვითონ ამიხსნას,თორემ ჩემი ამბავი რომ ვიცი მოსვენება დამეკარგება.საჩქაროდ გავემზადე და გარეთ გავედი.სად უნდა ვეძებო არ ვიცი.ტროტუარს გავყევი იმედით,რომ სადმე ახლოს იქნებოდა.ბევრი სიარული არ მომიწია,შენობასთან ახლოს,კედელზე მიყრდნობილი ტიროდა. -რა მოგივიდა?-მიახლოებულმა ძლივს გავბედე კითხვა,მან კი შემომხედა და ისე დამიბღვირა შემეშინდა-რატომ მიბრაზდები,მეგონა შევრიგდით,-შევახსენე დილანდელი საუბარი,ის კი უარესად გაღიზიანდა და ზურგი მაქცია-უკვე გაიგე?-ვკითხე და ხელი მოვკიდე,რომ შემომებრუნებინა ჩემკენ -მოწყალებას არ ვიღებ,-მომიგო და ცრემლები შეიმშრალა-რისთვისაც მინდოდა ფული უკვე გადახდილია,ჩეკი თქვენთვის დამითმია,ის ჩემი ფული არაა,-მისი ტონი პირველად მესმის.ღმერთო ეს ვინ გადავიკიდე. -კარგი,-მოკლედ ვუთხარი,რადგან მასთან საუბრის გაგრძელება კარგს არაფერს მომიტანს.ძლივს დალაგებული ნერვული სისტემა უნდა ჩამინგრიოს,ამ ერთიბეწო ქალმა. -მადლობთ, რომ სხვის საქმეში დაუკითხავად ჰყოფთ ცხვირს,-უკმეხად მითხრა და ხელი გამაშვებინა. -მეგონა გაგიხარდებოდა,-მაინც დავიწყე ახსნა.რა მჭირს ნეტავ. -რა უნდა გამხარებოდა,უთქმელად რომ ძვრები ჩემს ცხოვრებაში?-ამ კითხვამ ცოტა დამაბნია.დავიჯერო,მართლა შევძვერი მის ცხოვრებაში?ისე რომ ამას მეც კი ვერ მივხვდი,აი რატომ არ შემიძლია მისი,ახსნის გარეშე გაშვება.მე მის ცხოვრებას მივეჩვიე. -თქმას ვაპირებდი -როდის,კვლავ? -სასურველ დროს -ჩეკი რატომ მომეცი,არ გავბრაზდებოდი რომ გეთქვა,მითუმეტეს ჩეკის ოდენობას აღემატება საავადმყოფოს ხარჯები.ქურდი გგონივარ? -არა,რა სისულელა -აბა რა გინდა ჩემგან?-სულ ჩამჭრელ კითხვებს მისვამს.საკუთარი თავისგან აღარ ვიცი რა მინდა და მალენას რა უნდა ვუპასუხო. -უბრალოდ კეთილშობილი ვარ,ხანდახან და მომინდა რომ დამეფარა,ეს უბრალოდ ახირება იყო,ბევრს ნურაფერს იფიქრებ,-რამდენჯერმე ამოვისუნთქე და ჩავისუნთქე ღრმად რომ ჰაერს ტვინის უჯრედებშიც შეეღწიათ და გულის მაგიერ ტვინს ემოქმედა. -ზედმეტ ფულს როგორც კი შევაგროვებ მოგიტან,-მითხრა და ისევ შებრუნდა,წასასვლელად ემზადებოდა,რომ შევაჩერე და შემოვაბრუნე -არაფერი მინდა შენგან,-მომთხოვნი ხმით მივუგე-შენს გზას მიხედე,მე ჩემი გზით წავალ,დაივიწყე რაც მოხდა და მომავალზე იფიქრე,შენ მწერალი ხარ,რომელსაც არ აქვს უფლება საკუთარი წარმატების გზა გააქროს. -დამაცადე,ნახავ თუ საქვეყნოდ ცნობილი მწერალი არ გავხდე,ბატონო იოანე,-ძლივს გაურია ღიმილი გაბრაზებულ სახეზე.ყოველვის ვამბობდი,გაბრაზებული ქალის ღიმილი საუცხოოა. -წარმატებები,ქალბატონო მალენა,-ხელი დიპლომატიურად ჩამოვართვი და გამოვბრუნდი. ჩემთვის მშვიდად,წყნარად გავუყევი სახლისკენ მიმავალ გზას,თითქოს სიკვდილ-სიცოცხლის საქმე გადავჭერი.რაღაც მხრივ ასეცაა.მალენა თავიდან მოვიცილე.ის ვეღარც ჩემს ფიქრებში იძრომიალებს.უკვე კართან ვიდექი,ტელეფონი რომ აბზუილდა,დიდი ხანია არავის გავხსენებივარ,ჩემი ცოლის დაღუპვის მერე.ნომერს არც კი დავხედე,ვუპასუხე რომ არ გაეთიშა ლოდინით დაღლილს. -აეროპორტში ვარ და ხომ ვერ გამომივლიდი?-ნაცნობმა ხმამ გაიჟღერა ყურმილში და გაკვირვებისგან პირი დავაღე -Дмитрий это ты,-პიროვნება,რომელიც წასვლამდე,სულ მიმტკიცებდა რომ ესპანეთში რუსულად ლაპარაკობენ.დღემდე ვერ გამიგია ხუმრობდა თუ მართლა ასე ეგონა. -Да это я,-მიპასუხა მანაც და სიხარულისგან გული ამიჩქარდა-ქართულად მელაპარაკე,-დაიწყო თავისებურად წუწუნი.რა გაუძლებს ამას. -შენ არ ამბობდი,ესპანეთში რუსულად საუბრობენო?-გავახსენე ათი წლის წინანდელი მტკიცება. -გეშლება რაღაც,-სიცილით მითხრა-მოდი,სადამდე ვიდგე,ტაქსები წარამარა მისიგნალებენ და ყვირიან,ჩემი ძმა ტაქსი ხომ არ გინდა-ო -კარგი,კარგი,მოვდივარ,-ტელეფონი გავთიშე და მანქანის გასაღების ასაღებად შევედი სახლში.ყველაფერი გადავაქოთიალე და ძლივს მივაგენი.საწოლის ქვეშ ეგდო,ეული,პატრონივით. * * * -რაო ესპანეთმა?-უკვე მანქანაში ვისხედით,საკუთარ ძმას რომ მივუბრუნდი და ვკითხე-ჩემთან ხომ არაფერი დაგაბარა -არა,-თავი გააქნია-მე გამომეტირა,მთელი ათი წელია გზრდი და შენ მაინც სამშობლოში ბრუნდებიო -აბა,შე უმადურო,-გადავიხარხარე გულიანად-კარგია რომ ჩამოხვედი,ცოტას გავერთობი -რაღა გიჭირს,მოცლილი კაცი ხარ -შენ რამ დაგტვირთა? -დაღლილი ვარ,ლაპარაკის თავი არ მაქვს,სწრაფად იარე რომ მალე მივიდეთ სახლში,თორემ კუჭი მაგინებს,-ისე სწრაფად მითხრა,სიტყვები ძლივს დავიჭირე. -კარგი,მაგრამ სახლში არაფერი მაქვს,საოჯახო სასადილოში შევიდეთ -რაიყო,უკვე დაგეტყო უცოლობა? -დიმიტრი,-ხმა გავიმკაცრე-თუ სულელურ კითხვებს არ მოეშვები, მანქანას მივაბრუნებ და ისევ იმ “გამზრდელ“ ესპანეთში გაგიშვებ,-დავასრულე გამოსვლა და მხარზე ძლიერად დავსცხე. * * * -რას შეჭამ?-ვიტრინაში კერძების თვალიერება დავიწყეთ -შემწვარ ქათამს,რაჭულ ლობიანს,მჟავე კიტრს და კოკა-კოლას დავაყოლებ -რა სასწაული მენიუა,შემშურდა,-სიცილით ვუთხარი და ყველა მისი ჩამოთვლილი კერძი თუ სასმელი შევუკვეთე ორ კაცზე და ქვითარი გამოვართვი.ჯერ თანხა,მერე საჭმელი. ადგილი როგორც კი გათავისუფლდა ჩვენი ლანგრით გავემართეთ მაგიდისკენ. -ძალიან მომენატრე,-მითხრა და მადიანად ჩაკბიჩა ლობიანი,ისე რომ დამავიწყდა მეც რომ ცხვირწინ მედო და ნერწყვი მომადგა. -მეც მომენატრე,-ვუთხარი და მეც დავიწყე ჭამა-ერთხელ არ დამირეკე -გული ამიჩუყდა,-მკერდზე მიიდო ხელი და შუბლი შეჭმუხნა -ისევ ის პატარა დიმიტრი ხარ,ესპანეთმაც კი არ გიშველა-ღრეჯვით მივუგე მე -ხო,შენ გაზრდილხარ,დაბერებულხარ,ბედს შეგუებული მარტოხელა ხარ -შენ ვისზე ლაპარაკობ,ლამის მეორე ცოლი მოვიყვანო და სენ პირველისთვის ვერ მოგიბია თავი -რა იცი,იქნებ ესპანეთში ხუთჯერ დავქორწინდი,მკითხე? -შენი ამბავი რომ ვიცი არ გამიკვირდება -რა ქენი მართლა,აღარ აპირებ ცოლის შერთვას?-დასერიოზულდა უცებ -აღარ მინდა,ქალის დანახვაზეც კი სიცოცხლე მძულდება -მის გამო საკუთარი ცხოვრების ერთ ადგილზე ლპობა გინდა?-გაბრაზებულმა შემომხედა-შენი ცოლი ცოცხალი არაა,თორემ თავს არ შევიკავებდი.მან ფეხებზე დაგიკიდა,არაფერი მოგიკლია,სამაგიეროდ რა მიიღე?დამპალი კედლები და მარტოობა.დედამისმაც კი შენ დაგაბრალა მისი სიკვდილი ისე რომ საკუთარი შვილისთვის წლები არ მოუკითხავს და არ ულაპარაკია.ვერ დაინახა შენი სიყვარული,ზედმეტმა ზრუნვამ ქნა ის რაც მან ჩაიდინა.უნდა ეგრძნო ტკივილი,რას ნიშნავს მარტოობა,რას ნიშნავს საყვარელი ადამიანის გარეშე ყოფნა.იქნებ დაიღალა,მობეზრდი,აღარ უყვარდი და შენ ტყუილად მისტირი.ამის დედაც , გამოფხიზლდი -ყველაფერი დასრულდა,-სიმწრით ავღრიალდი და მაგიდიდან წამოვხტი-ჩემთან ქალი აღარ ახსენო,შენს თავს მიხედე,ჯერ პატარა ხარ და არაფერი არ იცი -ოცდახუთის ვარ,ეს პატარაა?-ცინიკურად მკითხა და წამოდგა-საკმაოდ ბევრია იმისთვის,რომ ჩემს შეუგნებელ ძმას შევაგნებინო რომ ასე ცხოვრება არ შეიძლება.იმ დედა. . . ,-უნდა შეეგინა,მაგრამ გაჩუმდა-მაპატიე,ამასაც არ იმსახურებს ის ჩემგან,-სკამი მიდგა და სასადილოდან გავარდა. * * * როდემდე შეუძლია ადამიანს ფიქრების შეკავება,ოდესმე ხომ ჩამოშლის აღმართულ კედლებს და მეხსიერებაში ჩაიშლება.ათას საქმეს მივყე ხელი,რომ იმ ქალზე არ მეფიქრა,მაგრამ არაფერი გამომივიდა.დიმიტრიც ახლოში იყო და წარამარა მახსენებდა,საერთოდ არ ანაღვლებდა,რომ მალენაზე ფიქრი ცუდად მხდიდა,თვალწინ სულ მისი მწკრივად გაწყობილი ხალები მედგა,ურცხვად რომ მიცქერდნენ ლავიწის ზემოდან.მალენაში მართლაც იყო რაღაც საუცხოო,განსაკუთრებული,რაც მასზე ფიქრს მაიძულებდა -კარტოფილს მაკრატლით თლი?-ფიქრებში გართულს მომესმა დიტოს ხმა და ისე შევხტი ყველაფერი ხელიდან გამივარდა.მან სიცილი ატეხა. -რა იყო?-გაბრაზებულმა ვკითხე და დავიხარე,რომ კარტოფილი ამეღო -ვერ ხედავ,დანის მაგივრად მაკრატელი გიკავია,-თითქოს მისი ნათქვამი არ გამიგია,ფრთხილად დავდე მაკრატელი და დანა ავიღე-რა გეშველება,-მითხრა და წიგნის კითხვა გააგრძელა.არხეინად შემოელაგებინა ფეხები სკამზე და ტკბებოდა მალენას ნაწერით. -არ გინდა მომეხმარო?-ვკითხე ცოტახნის მერე.მან კითხვას ანება თავი,გამომხედა და ისე გადაიხარხარა ლამის სკამიდან გადმოვარდა. -მე მოგეხმარო?-გაიმეორა კითხვა -სხვას ხედავ ვინმეს?-ვკითხე გაღიზიანებუმა და თლა გავაგრძელე-არ მინდა,იკითხე,-მივუგე ნაწყენი ხმით -მალე დავასრულებ და მოვალ -ესწუთია დაწყებული გაქვს და რანაირად დაასრულებ -დამაცადე! -კარგი,-აღარ გავაგრძელე.დათლას მოვრჩი და გასარეცხად ნიჟარაში ჩავდგი ჯამი. -“თუკი ადამიანს არ სწამს სიყვარულის,არ სწამს საკუთარი არსებობის“,-ხმამაღლა ამოიკითხა წიგნიდან მონაკვეთი-რას ნიშნავს ? -მე მეკითხები? -დიახ! -მე მწამდა სიყვარული,შესაბამისად მწამდა საკუთარი არსებობაც,მაგრამ ახლა უკვე აღარაფრის მწამს -კი,მაგრამ ჩვენ ვვარსებობთ,რა სისულელეა,სიყვარული რატომ უნდა შეადარო არსებობასთან.სიყვარული არ ჩანს,ვერ ვხედავთ,შესაბამისად ის არც არსებობს,ჩვენ კი ერთმანეთს ვხედავთ,ესეიგი ვვარსებობთ. -რადიკალურად ნუ მსჯელობ,შეიძლება ჩვენ ვერ ვხედავთ,მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ არ არსებობს.ოდესღაც ხომ ვხედავდი და ვიცოდი რა იყო სიყვარული.ალბათ,ახლაც მომეცემა შესაძლებლობა,უფრო რეალურად დავინახო,მართლაც რა მეგონა და რა ყოფილა სიტყვა,რომელსაც ხსნის ყველა და მნიშვნელობა არავინ იცის. -შენ და მალენა შეეფერებით.არ ვიცი თუ დაკვირვებიხარ,მაგრამ მისი ისტორიის გმირი მამაკაციც ისეთივე განცდებშია,როგორშიც შენ,მასაც უკვდება ცოლი უცნაურ ვითარებაში,იქნებ ეს დამთხვევა არაა და მალენამ შენზე დაწერა წიგნი -რას ბჟუტურებ,-მისმა ნათქვამმა გულიანად გამაცინა-ადამიანმა სულ რამდენჯერმე მნახა და ჩემზე როგორ დაწერდა,უბრალოდ ჩემს მზგავს ადამიანებზე,რომლებიც ბედისგან ზედმეტად არიან დაჩაგრულები. -კარგი,ეს წიგნი წარმატებას მოგიტანს,-დაზუსტებით მომიგო მან-მალენას აღიარებას მოუტანს,შენ კი,როგორც მის გამომცემს დაგაჯილდოებენ -ენამ არ გიყივლოს -ნუ იცინიხარ,მართლა გეუბნები.აქ რაც წერია ყველაფერს არ ვეთანხმები,მაგრამ რაც წავიკითხე,საერთო ჯამში კარგია -კი,მეც ვუთხარი რომ კარგი მწერალია-როდის ვუთხარი არ მახსოვს,მაგრამ რაღაც მაგვარი ხომ ვახსენე-რედაქცია ცოტახნით დავხურე,დასასვენებლად მინდა წავიდე სადმე,ამოვიგუდე თბილისში -სად? -სადაც სიწყნარე იქნება და მშვიდად ფიქრის საშუალება მომეცემა -ანუ მე არ მიგყავარ? -როგორ არა -მეგონა მშვიდად ფიქრი გინდოდა -ვიფიქრებ,ოღონდ,ჯერ აქედან გამიყვანა,ახლავე რომ შემეძლოს წავიდოდი -გინდა მოვაგვარო დღესვე? -მინდა-სიხარულით ცას ვეწიე -გეგა ხომ იცი,ჩემი ძმაკაცი,-თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად-მაგას აქვს ქალაქგარეთ კერძო სახლი,ბუნებაში,მაგარი დასასვენებელი აქვს მოწყობილი,შურით შეიძლება გასკდე,დავურეკავ და გავარკვევ-ტელეფონი ამოიღო და ნომერი აკრიფა.მე გაყურსული ველოდებოდი და გონებაში ვითვლიდი. -რა გითხა?-როგორც კი დაამთავრა ლაპარაკი ვკითხე წამსვე -ახლა მივდივარ მეც-ო,-გული გადამიქანდა-გელოდებით ორივეს,ჩავუსხდეთ-ო,-ააშენა ღმერთმა,რამდენი ხანია ბუნებაში პური არ მიჭამია.შამფურზე წამოცმული მწვადისთვის კბილი არ გამიკრავს.ნერწყვებ მომდგარმა ამოვისუნთქე და დიდი ბურთულები გადავყლაპე მადიანად. ვიღას ახსოვდა კარტოფილი.საჩქაროდ ჩავალაგეთ ბარგი და დაბლა ჩავზიდეთ.პატარა ბავშვივით მიხაროდა აგარაკზე ასვლა.უკვე ვგრძნობდი ბუნების სურნელს და მასში შერეულ შამფურწამოცმული მწვადის საამო სურნელს.ყველაფერი ჩავაწყეთ საბარგულში და მანქანაში მოვკალათდით,როგორც კი ღვედი გადავიჭირე გაზს მივადგი ფეხი და მანქანა ისე მოსწყდა ადგილს,გულმა ხტუნვა დაიწყო. არ ველოდი,ისე მალე ჩავედით,გეგას უკვე დაეწყო მზადება,ღვინის ბოცები ეკავა ხელში.რომ დაგვინახა გახარებული წამოვიდა და გადაგვეხვია,ცოტა შეზარხოშებულიყო. -უკვე მოასწარი?-ჰკითხა დიტომ -აბა,ჩემი ძმა და მამიდაშვილი ჩამომივდნენ,ვეღარ ვალოდინე,-თქვა უხერხულად -ეგ არაფერი,დაგეწევით,-მხარზე ჩამოვცხე ხელი -აბა რა,-გაეცინა-წამოდით,შევიდეთ,-წინ გაგვიძღვა გეგა.შიგნით რომ შევედით დიტოს ნათქვამი გამახსენდა და შურით ლამის გავსკდი.სასწაულად იყო სახლი მოწყობილი,მოპირკეთებული.აღფრთოვანებისგან პირი დავაღე და დიტო დამიხურა. -სირცხვილია,-ჩუმად მითხრა -მართლა რა სახლია,-ვუთხარი გაოგნებულმა -დასხედით,-ჩაგვერია გეგა,ჩვენც უხმოდ დავსხედით მაგიდასთან.გეგას ძმა მოგვესალმა და ღვინო ჩამოგვისხა-რამ მოგაფიქრათ აქ ჩამოსვლა?-შემომხედა მე,თუმცა პასუხს ორივესგან ელოდა -ძველი დრო გამახსენდა,-ვუთხარი-როგორ ვქეიფობდით და მხიარულად ვატარებდით ბუნებაში დროს,-დიტომ შემომხედა და ეშმაკურად ჩაეღიმა -დღეს ჩამოვედი მეც,დიდი ხანია აგარაკზე არ ვყოფილვარ,-წუწუნით თქვა გეგამ და ჭიქა ხელში აიღო-თქვენს მოსვლას და ჩვენს დახვედრას გაუმარჯოს,-რიხიანად თქვა და გადაკრა. -ჩვენს მოსვლას და თქვენს დახვედრას გაუმარჯოს,-ვუთხარი და მეც უცებ დავლიე.ცივმა ღვინომ სიამოვნებისგან კანკალი დამაწყებინა. -აკი მამიდაშვილიც აქააო,-შეახსენა დიტომ წეღანდელი ნათქვამი -ცოტა მორიდებულია,მაღლა ავიდა,დაღლილი ვარ წამოვწვები დავისვენებ-ო,-მიუგო გეგამ -ბიჭი და მორიდებული,-გადაიხარხარა ჩემმა ძმამ.გეგას შევატყე არ ესიამოვნა,წარბები შეკრა. -გოგოა,თანაც რა გოგო,-მის ნათქვამზე დიმიტრიმ ხარხარი შეწყვიტა და გაიყურსა -არ გამაცნობ?-სერიოზული სახით ჰკითხა -ხვალ გაიცანით,დღეს ეგ ფეხს არ ჩამოადგამს აქ -საწყენია,-ამოიოხრა დიტომ და ღვინო მოსვა,ისე რომ სადღეგრძელოს თქმა არც უფიქრია -რა ჰქვია?-ვკითხე მე გეგას,მაგრამ პასუხი არ გამცა,უფრო სწორად არ დასცალდა.ტელეფონზე დაურეკეს და ბოდიშის მოხდით გავიდა საპასუხოდ.მისი ძმა ჩუმად იჯდა,გულხელდაკრეფილი და გვისმენდა. * * * დილით რომ გავიღვიძე მოსალოდნელ თავის ტკივილს ვერ ვგრძნობდი და გახარებული წამოვფრინდი საწოლიდან.საჩქაროდ ჩავიცვი და ოთახიდან გავედი.თავიდან მეგონა რომ მომეჩვენა,მაგრამ მერე მკაფიოდ დავინახე,ნაცნობმა სილუეტმა ჩამიარა.გავოგნდი და ერთ ადგილს მივეყინე.ისე დავიბენი,როგორ მომიახლოვდა გეგა ვერ გავიგე.ხელი მომკიდა და დაბლა ჩამიყვანა.ისევ სუფრა იყო გაწყობილი.დიტო და გეგას ძმა ვასო მაგიდასთან ისხდნენ.სუფრა ხუთ კაცზე იყო გაშლილი. -აღარ იტყვი შენი მამიდაშვილის სახელს?-ვუჩურჩულე ყურში.მას გაეცინა. -რა გაჩურჩულებს ამხელა კაცს,-მისაყვედურა და ხელი გადამხვია მხარზე-გეტყვის თავად -მგონი ვიცნობ,-დაბნეულმა მივუგე და უკან მივიხედე,მის სიახლოვეს ვგრძნობდი. -როგორ?-გაოცდა გეგა-არც ისე დიდი სანაცნობოთი გამოირჩევა რომ ეგ დამტხვეულიყო -ვიცნობ-თქო და მეტი რა გითხრა,-უხეშად მომივიდა თქმა -შენ რაღაც,ცუდი “პახმელია“ გაქვს -მე მასე არ ვთვლი,-მან რომც ამტკიცოს დამტხვევა არ ხდებაო,მე მაინც ვიცი რომ მალენა აქაა და მხედავს.სწრედ ამიტომ არ გამოდის ოთახიდან. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.