შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაჭედილები (სრულად)


5-04-2016, 08:43
ნანახია 5 208

ისტორიის დაწყება ყოველთვის ჭირს,გაგრძელებაა მხოლოდ ადვილი.პირველი ასოები ფურცელზე,ეს იმედის მომცემია.შემდგომში შენი მოთხრობის გაკრიტიკება კი კიდევ ერთი ნაბიჯი წარმატებისკენ.
ამ ისტორიას უბრალო და ჩვეულებრივი დასაწყისი აქვს,რაღაც ბანალური შესავლით.მოთხრობის გმირები მოუსვენრები არიან,მკითხველები --მოუთმენლები.სიტყვების ფრქვევა და „ბრძნული“ აზრების თქვენთვის გამხელა ჩემი ჰობია.ისტორია კი,რომელიც რამოდენიმე წამის წინ დაიწყო და ჯერ-ჯერობით წარმატებით მიმდინარეობს ჩემი ახალი შთაგონება.
გოგონას,რომელსაც ნელი გრეჰემი ჰქვია თვალთან და წონასთან პრობლემები აქვს.ბავშვობიდან მოყოლებული(მას შემდეგ რაც სკოლის ექიმმა მარჯვენა თვალზე მხედველობა დაუწუნე)სათვალე აღარ მოუშორებია და საბოლოოდ ,როდესაც ის საერთოს აღარ სჭირდებოდა უმისობას ვეღარ შეელია.
სწავლა შარშან დაამთავრა.მიღწეული წარმატების გამო სამსახურში მალევე მოეწყო და უკვე სამი წელია ლონდონის უმსხვილესი კომპანიის მდივანია. ჩვენებურად რომ ვთქვათ ეს გოგო უფრთო ანგელოზი უფრო იყო,ვიდრე რიგით დასაქმებული ადამიანი.
შეცდომები? ეს ბევრს მოსდის,არც ნელია გამონაკლისი.ნუ გაკიცხავთ.სიყვარული წმინდა რამ არის და მისი განადგურება არავის შეუძლია.თქვენც ხომ გყვარებიათ?მასაც გაუგეთ.თუმცა სისულელეა ან უბრალოდ ზედმეტი გულუბრყვილობაა გიყვარდეს საკუთარი „ბოსის“ შვილი.ჰო,ეს ნამდვილი კატასტროფაა.

-ჯანდაბა ნელი დროზე უპასუხე მაგ დაწყევლილ ტელეფონს,თპრემ ასე მგონია ტვინს მიბურღავენ-წამოიყვირა ტამარამ.
-ახლავე,ახლავე-ფურცლების გროვაში ტელეფონი ვიპოვნე და ვუპასუხე.

-გისმენთ მისტერ დამიან-ხმა ჩავიწმინდე მე.
-ნელი ჩემი შვილი ჯერ არ მოსულა?
-15 წუთის წინ დარეკა-საათს დავხედე-გადმოგცათ დღეს კომპანიაში დამაგვიანდებაო.
-კარგი,კარგი-ამოიოხრა მან და დავიფიცებ,რომ შუბლი მოისრისა-ყავა შემომიტანე ძვირფასო-ტკბილი ხმით მითხრა მან.
-ორ წუთში მაგიდაზე დაგხვდებათ სერ-ჩავიხითხითე მე.
ყურმილი ხედმეტად აჟიტირებულმა დავკიდე.ეს კაცი ჩემზე ყოველთვის დადებითად მოქმედებდა,თუმცა,როგორც კი ტამარას შევხედე სახიდან ღიმილი გამიქრა და უწინდელი გამომეტყველება მივიღე.

-ორ წუთში მაგიდაზე დაგხვდებათ სერ-წვრილი ხმით გამაჯავრა მან.
-უკაცრავად?-ყურებს არ დავუჯერე მე.მისი საქციელი საზღვრებს სცდებოდა.
-ნელი შენ რა სერიოზულად?-გადაიხარხარა-გგონია თუ მოხუცს მოხიბლავ მისი შვილი შეგამჩნევს?კარგი რა.ყველამ იცის თუ,როგორი გოგონები მოსწონს მას.არამგონია მის კრიტერიუმებს აკმაყოფილებდე-მაკიაჟი შეისწორა მან.
თავისქნევით დავტოვე სამუშაო მაგიდა და ყავის ჭიქით ხელში უფროსის კაბინეტისკენ გავემართე.ოდნავ იმედგაცრუებულმა შევაღე დიდი კაბინეტის კარები და რამოდენიმეჯერ მსუბუქად დავაკაკუნე.

-შემოდი ემი-თავისაუწევლად შემიპატიჟა.
-მისტერ დამიან ჩვენ ხომ შევტანხმდით,რომ ამ სახელს აღარ დამიძახებდით?-ჭიქა გავუწოდე.
-მე კი,როგორც მახსოვს გთხოვე,რომ ყოველგვარი ოფიციალურობის გარეშე მოგემართა ჩემთვის-სათვალის ზემოდან გადმომხედა მან.
მხრები ავიჩეჩე.ერთგვარი „რევერანსი“ გავაკეთე და კარისკენ წავედი.
-ნელი შემახსენე რამდენი ხანია რაც აქ მუშაობ?-ჩემთვის თვალის მოუშორებლად მკითხა და ყავა მოსვა.
-სამი წელია-პოდნოსი ჩავიხუტე მე.
-ვფიქრობ დროა შენს დაწინაურებაზზე ვიფიქრო.
-ღმერთო ჩემო,სერ-სიხარულისაგან სახე ამიწითლდა.
-დიახ,ვფიქრობ დროა.
სამადლობელი სიტყვის თქმას ვაპირებდი,როდესაც კარები გაიღო და შიგნით უცერემონიოდ,მისტერ დამიანის ვაჟი,ნედი შემოვიდა.


******

-ნელი შეგიძლია ცოტახნით დაგვტოვო? - სათვალე მოიხსნა მისტერ დამიანმა და გამიღიმა.
-ოუ რა თქმა უნდა სერ-თავი დავუქნიე მე.
-სერ? სერიოზულად?- გადაიხარხარა ნედიმ-შენ რა ხალხს აიძულებ,რომ ასე მოგმართონ?-ნიშნისმოგებით გადახედა მამამისს.
-ეს ჩემი მოვალეობაა-თავს უფლება მივეცი და ჩავერიე.
-ჰო,როგორ არა-ჩაიფხუკუნა მან და ამოჩეჩილი ზედა შეისწორა.
არაფერი მითქვამს,ან რა უნდა მეთქვა.ისედაც მივხვდი,რომ ზედმეტი მომივიდა.ის ჩემი უფროსია,უფლება არ მაქვს ენა შევუტრიალო და შევეპასუხო.მე კი ყველაფრისდა მიუხედავად ეს სამსახური მჭირდება.
სანამ სამუშაოდ დავბრუნდებოდი,კაფეტერიიდან წვენი წამოვიღე და კოლაც ყოველიშემთხვევისთვის.
-უხ დიდი მადლობა ნელი-ხელებში ტამარა მეცა და კოლა გამომგლიჯა.ესეც ჩემი შემთხვევა.

-მისტერ დამიანს რა უნდოდა?-ინტერესით იკითხა მან.
-მხოლოდ ყავა,მეტი არაფერი-უშნოდ ვიცრუე მე.
-კარგი რა ნელი,ასეთი მოსაწყენი რატომ ხარ?
-ალბათ იმიტომ,რომ საქმეში მთლიანად ვარ ჩაფლული.და თუ ჯერ არ შეგიმჩნევია ეს წარმატების მომტანია.
დიალოგი ამით დავასრულეთ.
ეს ყოველდღიური შემთხვევა.იჯდე და იყო ტამარას მეწყვილე? სასიკვდილო განაჩენი და იმ ქვეყნად სამუდამო სასჯელი.
მუშაობა ახალი დაწყებული მქონდა ტამარა,რომ აიყვანეს. თავიდან ეჭვიანობამ იმატა ჩემში. კონკურენცია,სწორედ ამისი მეშინოდა მე,რადგან არ შემწევს ძალა ვიღაცას შევეჯიბრო. მისტერ დამიანი ერთადერთი იყო,რომელმაც ჩემი შესაძლებლობები დააფასა და სწორედ ამიტომ, მე დღეს იმ ადგილის მფლობელი ვარ,რომელსაც ტამარა ვერასდროს მიიღებს.

****
-აქ ღამის გათენებას აპირებ?-ფეხზე წამოდგა ტამარა და მოსასხამი მოიცვა.
-სულ ცოტაღა დამრჩა.წადი,კომპანიას მე დავხურავ.
-მაგრამ ამისთვის დაცვაა-შემეპასუხა ის.
-ჯანდაბა ტამარა,ვიცი აქ რაც ხდება,ამიტომ გეთაყვა ძალიან გთხოვ სახლში წადი.
-როგორც გინდა-ამრეზით გადმომხედა მან და მარმარილოს იატაკზე კაკუნით გავიდა შენობიდან.
რამოდენიმე საათმა ისე სწრაფად გაირბინა,რომ სანამ კომპიუტერის გამოსხივებამ თავი არ ამატკია,ვერაფერი ვერ გავიგე.წასვლა დამეზარა.ეს უბრალოდ ყოველდღიური მოვლენაა.ან უბრალოდ ვცდილობ გავექცე იმ გრძნობას,რასაც მარტოობა იწვევს ჩემში.
გადაღლილობამ იმოქმედა,კიდევ არეულობამ ჩემს ტვინში.უბედურებამ,ცრემლებმა ახლა სახეს,რომ მისველებდნენ და საბოლოოდ ხმაურმა ყველაფერი გააქარწყლა.გიჟივით წამოვხტი ფეხზე და გვერდით დადებულ ფანარს ხელი დავავლე.შიშით გავიარე დერეფანი,რომლის ბოლოშიც მისტერ დამიანის კაბინეტი იყო და საიდანაც ხმაური გამოდიოდა და თან რამოდენიმე ადამიანის ყვირილი ახლდა.კარებს ყური ნელა მივადე. ხმაური გაიზარდა,ყვირილში გადავიდა და საბოლოოს რაღაც გატყდა.მთელიძალით მივაწექი ხის კარს და შიგნით შევვარდი.სურათი,რომელიც თვალწინ გადამეშალა საშინლად გულისამრევი იყო.
-სერიოზულად?-გულგახეთქილმა წამოვიყვირე.
მუსიკა გაწყდა,მოძრაობა და ხმაურიც შეწყდა.უამრავმა თვალმა ჩემსკენ გამოიხედა და წამით ვინანე,რომ აქ შემოვედი.
-ჯგუფური გართობა პატარავ-სავარძლიდან შავგვრემანმა ტიპმა წამოყო თავი და გოგონას,რომელიც ზემოდან ეჯდა უკანალზე ხელი წამოარტყა.
პირზე ხელი ვიტაცე.მეგონა ვარწყევდი ან უარესი,გული წამივიდოდა.
-ზეინ კარგი რა- საუბარში ჩაერთო ნაილი.ჯანდაბა ის აქ საიდან გაჩნდა?- ჩვენი სტუმარი საკმაოდ მორცხვი და მარტოსულია. დავეხმაროთ,რომ განიტვირთოს.
სიცილი ატყდა.ნაილმა მაჯაში ხელი უხეშად წამავლო და მათკენ წამიყვანა.მხოლოდ ღმერთმა თუ იცის რამდენჯერ დავწყევლე საკუთარი თავი აქ შემოსვლის გამო და იმ წამს ისეთი ზიზღი ვიგრძენი მეგონა ბოღმა გამხეთქავდა და გამანადგურებდა.ხელი,როგორღაც გავინთავისუფლე და კარისკენ გავიქეცი.ვიცოდი,რომ არ გაჩერდებოდა თუმცა გაჩერებას არც მე არ ვაპირებდი,ამიტომ მთელი ძალით გავიქეცი.პირველი რაც თავში მომდიოდა კომპანიის დავცა იყო,რომლის ოთახიც პირველ სართულზე შემოსასვლელიდან მარჯვნივ მდებარეობდა.კირისტეხით ჩავირბინე სამი სართული და ყურადღება არ მიმიქცევია სათვალისთვის,რომელიც კიბეებზე დამივარდა.ნამდვილად კონკიას ამბავს ჰგავს.
-ნელი გაჩერდი-კიბეებზე ყვირილით მომდევდა ნაილი.
მაშინვე გავჩერდი,მაგრამ არა მისი ნათქვამის გამო,უბრალოდ გავიგე,როგორ დაეცა მძიმე მასა და კიბეებზე დაგორდა.შეშინებულმა იმ წამს ყველაზე სულელური გადაწყვეტილება მივიღე და უკან გავიქეცი,მასთან.
-ნაილ თვალები გაახილე-სახეში შემოვარტყი თუმცა კვლავ უსულოდ ეგდო.ალკოჰოლის სუნად ყარდა და პირიდან დორბლი გადმოსდიოდა.
-ჯანდაბა ჰორან,რა მძიმე ხარ- გემრიელად შევიკურთხე მე.
მის თრევას მოვეშვი,მივხვდი აზრი არ ექნებოდა. უბრალოდ იმ წამს ყველაფერი ფეხებზე დავიკიდე და მის თავთან ჩამოვჯექი.მისი თავი კალთაში დავიდე და თმებზე მოვეფერე.იმედი მქონდა მისი მეგობრები ძებნას არ დაგვიწყებდნენ რადგან მათთან მეორედ შეხვედრის სურვილი ნამდვილად არ მქონდა.
ნეტავ იცოდეს,როგორ ძლიერ მიყვარს.ნეტავ იცოდეს,როგორ მტკენს მისი ასეთი საქციელები გულს.ნეტავ შეეძლოს მიმიღოს ისეთი,როგორიც ვარ და დაივიწყოს ყოველგვარი კრიტერიუმები.ეს ვის ანაღვლებს.
თვალები ნელ-ელა მეხუჭებოდა.ამდენი ხნის უძილობამ და ახლა უკვე ნამდვილმა სიჩუმემ იმოქმედა ჩემზე და წყვდიადი გამეფდა.


Niall's P.O.V.
თვალები,რომ გავახილე წელის ტკივილს კვლავ ვგრძნობდი.ამას ემატებოდა თავის და თვალების ტკივილი,რომელსაც თან ერთვოდა ვიღაცის თმები ჩემს პირში.
-ჯანდაბა-კოჭლობით წამოვდექი ფეხზე და ჩემზე დაყრდნობილი სხეული გვერდით გადავარდა.გამოვშტერდი,როდესაც ნელი ამოვიცანი და მაშინვე ხელში ავიყვანე იმის იმედით,რომ არაფერი ეტკინებოდა.
-ნელი გამოფხიზლდი-რამოდენიმეჯერ შევანჯღრიე,თუმცა გონზე არ მოსულა.სწრაფად ავიარე კიბეები,რომელიც ჩემი კაბინეტისკენ მიდიოდა და ოთახში შესვლისთანავე ტამარას დავურეკე.
-ტამარა წყალი შემომიტანე-პასუხს აღარ დავლოდებივარ,მაშინვე ნელისკენ წავედი,რომელიც დივანზე იწვა. კარზე მსუბუქი კაკუნის ხმა გაისმა.
-შემოდი-მკაცრად გაისმა ჩემი ხმა.
ოთახში ქუსლების კაკუნითა და თეძოების ქნევით ტამარა შემოსრიალდა და ძალზე გამომწვევად გადაიხარა მაგიდისკენ წყლიანი ჭიქის დასადგამად.
-სულ ეს არის?-სექსუალური ხმით იკითხა და ტუჩი მოიკვნიტა.
-შეგიძლია წახვიდე-თვალები ავატრიალე მე.
მეგონა დაყრუვდა,რადგან ადგილიდან არ დაძვრულა,თუმცა როდესაც მის მზერას თვალი გავაყოლე მივხვდი,რომ ნელი შენიშნა და მობეზრებულმა ოდნავ ხმამაღლა გავუმეორე,რომ წასულიყო.თავი დამიქნია და გასვლისას კარები ისე ძლიერ მიაჯახუნა,რომ დივნიდან ნელი გადმოვარდა.სანამ ამ ყველაფერს გავაანალიზებდი და მისკენ წასვლას მოვიფიქრებდი, ის უკვე ფეხზე დგებოდა.
-კარგად ხარ?-მასთან მივედი.
გველნაკბენივით უკან გადახტა და შეშინებული თვალებით ამომხედა.
-გთხოვ არ გინდა.შეწყვიტე ამ ყველაფრის კეთება-ამოისლუკუნა მან.
ცხოვრებაში პირველად ვერაფერი გავიგე და ვთხოვე აეხსნა,თუმცა ყურადღება არ მომაქცია ისე წავიდა გასასვლელისკენ.
-ნელი რა მოხდა გუშინ?
არ მიპასუხა.
-ნელი მითარი რა ჯანდაბა გავაკეთე გუშინ?-მაინც არ მიპასიხა უბრალოდ ჩემსკენ შემობრუნდა.
-არა-თმებში ხელი წავივლე.ვიგრძენი,როგორ დამძიმდა ირგვლივ ჰაერი.
-არაფერი-საბოლოოდ ხმა ამოიღო მან.
-ნამდვილად?-დავეჭვდი მე.
-არაფერი მისტერ ნაილ,გუშინ არაფერი მომხდარა.
-მაშინ რატომ გვეძინა იატაკზე, თანაც ერთად?
-ღამე იყო,კიბეებზე ფეხი დაგიცდათ და დაგორდით.შემთხვევით აღმოვჩნდი იქ და რადგანაც ვერაფერს გავხდი დავჯექი და ჩამეძინა-თხრობა დაამთავრა.
-ახლა როგორ გრძნობ თავს?-თვითონ ვერ ვხვდებოდი საიდან მოდიოდა ჩემგან ამდენი მზრუნველობა.
-კარგად ვარ.თუ შეიძლება სამუშაოს დავუბრუნდები.
-რა თქმა უნდა.შეგიძლია წახვიდე.
-თქვენის ნებართვით-თავი დამიკრა მან და ოთახი დატოვა.




Nellie's P.O.V.
ცხოვრებაში თავგადასავლები ჩემი ჰობი არაა.არც ექსტრემალური სიტუაციები მიზიდავს.საკუთარი აზრი გამაჩნია და ფსიქოლოგებთან სიარულის შემდეგ,მე შემიძლია დავამტკიცო,რომ შავი თეთრია,ან პირიქით.
შეყვარებული არასდროს მყოლია,თუმცა ის გრძნობა რასაც მუცელში პეპლები ჰქვია ჩემთვის ნაცნობია.ხანდახან კი პეპლებს ზოოპარკიც ცვლის.
ბავშვობაში სამხატვრო აკადემიაში მინდოდა ჩაბარება.ეს მანამ სანამ დედა არ გარდაიცვალა.ბავშვობაშითქო,რომ ვიძახი სულაც არ ვგულისხმობ 10 წლის ასაკს.ეს სადღაც 5 წლის წინ იყო,მაშინ,როდესაც ცხოვრებაში მიზანი გამაჩნდა.მერე ყველაფერი შეიცვალა.დედის გარდაცვალებას მამის ჭკუიდან გადასვლა და თვითმკვლელობა მოჰყვა.ამისდამიუხედავად ბრძოლა არ შემიწყვიტავს,რადგან იჯდე და უცადო რას გიმზადება ბედი? ირონიულად ჟღერს.
ყველას ბედი დაბადებიდანვე წყდება.ყოველშემთხვევაში ჩემი მშობლები ასე მასწავლიდნენ. ზოგის ბედი გზაში იცვლება,ზოგიერთი ერთ ადგილას იჭედება.მაგალითად გეტყვით,რომ სადღაც შეიძლება დანიშნულების ადგილს ასცდე და მეგატვინივით "ციხეში" ამოყო თავი,შენი განსაზღვრული ადგილი კი სრულიად უბედომ დაიკავოს,როგორც მეტრომანის შემთხვევაში მოხდა.
დისნეი მიყვარს.არ ვთვლი,რომ მას განსაზღვრული ასაკი აქვს.კონკიას ამბებიც მიზიდავს,თუმცა ასეთი ამბები იშვიათია,უფრო ზუსტად კი დაუშვებელი.ჰეფი ენდებით დამთავრებული ისტორია ფარსია.ნამდვილ ცხორვებას დრო და დრო გაფრენები და ჩხუბი ყოველთვის თან სდევს. ისტორიები ინდივიდუალური,ა ისევე როგორც მე და შენ.
ცხოვრება ყველას ერთნაირად არ წყალობს.ჩემნაირები,რომლებიც განსაცდელს უმკლავდებიან-იჩაგრებიან.გოგონების ის ნაწილი კი,რომელსაც ყველაფერი ფეხებზე ჰკიდიათ, პირად საქმეში მაინც აღწევენ წარმატებას.ამის მაგალითი ტამარაა,ახლა ჩემს წინ რომ იცმუცნება.

ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა.
-გისმენთ-მობეზრებულმა იკითხა ტამარამ.
-ნელი? დიახ აქ გახლავთ-გაკვირვებულმა გადმომხედა მან და ყურმილი მომაწოდა.
- ვინ არის?-სანამ ვუპასუხებდი ვკითხე.მხრები აიჩეჩა და ინტერესიანი თვალები შემომანათა.
-სწრაფად უპასუხე-მოთმინებიდან გამოსულმა წამოიკივლა.ვუპასუხე.

-დიახ...მე გახლავართ...დიახ...ახლა?...კი მაგრამ ვმუშაობ...კარგით,კარგით-ზარი გაწყდა.
-ვინ იყო?-მოუთმენლად იკითხა ტამარამ.
-რომელიღაცა კომპანიიდან იყვნენ.მითხრეს,რომ ნახევარ საათში შეხვედრა მაქვს მეთერთმეტე და მეთორმეტე ავენიუებს შორის გადაკვეთაზე.
-კი მაგრამ ეგ ხომ ქალაქგარეთაა?
-როგორც ჩანს ვიღაცას ეს სულაც არ აინტერესბს.უნდა წავიდე-ფეხზე წამოვდექი და მოსაცმელი ავიღე.
-ფრთხილად იყავი სადმე ფეხი არ მოიტეხო.ან უფრო უარესი არ მოგიტაცონ-გადაიხარხარა მან.
-ნეტავ ოდესმე თუ მოგბეზრდება?-ცივად ვიკითხე და გასასვლელისკენ წავედი.
-ნელი-გამომეკიდა ტამარა-სათვალე დაგრჩა ძვირფასო.
ნერვებმოშლილმა სათვალე ძირს დავაგდე და ზედ გადავუარე.
რაღაც "ოუ"-ს მაგვარი აღმოხდა და ისე რომ დამტვრეული შუშები არც ამიკრეფია,შენობა დავტოვე.






ყველაფერი იმით დაიწყო,რომ შეხვედრაზე მიმავალს მანქანა შუა გზაზე გამიფუჭდა.შემმა საცოდავმა მატორმა საბოლოოდ,ისიც გამოსამშვიდობებლად ამოიბღავლა და სამუდამოდ დახუჭა სიმწრით დაჭყეტილი თვალები.
სადღაც გადაკარგულში დიდ ქვაზე ვიჯექი და სამყაროს ჩემი გაუბედურების გამო მწარედ ვსაყვედურობდი.რა თქმა უნდა ის სიჩუმეს ინარჩუნებდა.ეს კი იმდენად მიშლიდა ნერვებს,რომ უცებ წამოვფრინდი ფეხზე,დასაკლავი ქათამივით გამზადებულმა კისერი მოვიღერე,“დავიკაკანე“,ქვას ფეხი ამოვარტყი და წავყირავდი.საბოლოოდ ხელში ბებიაჩემის დროინდელი ფეხსაცმელის (რომელიც ჩემს გარდერობში ერთადერთი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი იყო) ქუსლი შემრჩა.აქეთ-იქით მიმოვიხედე და თავის ჩამოსახრჩობად ხეების შესაძლო ვარიანტების განხილვა დავიწყე.ხელი შემიშალეს.ჩემმა მობილურმა თავი შემახსენა.
-გისმენთ-ხმაჩახლეჩილმა ვუპასუხე უცხო ნომერს.
-მის ნელი?-ტელეფონს მიღმა ქალის სასიამოვნო ხმა გაისმა.
-დიახ გისმენთ.
-ტაქსი წუთი-წუთზე მოვა.ადგილიდან არ გაინძრეთ.თქვენ ფეხსაცმელზე კი ჩვენ ვიზრუნებთ.
გულმა რეჩხი მიყო.
-კი მაგრამ თქვენ ვინ ბრძანდებით?ან ეს ყველაფერი საიდან იცით? ან...-კიდევ უამრავი კითხვის დასმა მინდოდა,მაგრამ სასიამოვნო ხმის მქონე ქალბატონმა ყურმილი დამიკიდა.უტაქტო.
გამოლენჩებულმა დავაბრუნე ტელეფონი ჩანთაში.კიდევ უფრო გამოლენჩებული მივუახლოვდი საკმაოდ მაღალ ხეს და ხელით მოვსინჯე მისი სიმაგრე.ვერ ვარ კარგად.

შემოსახვევში ყვითელმა ტაქსმა შემოუხვია.შემდეგ ჩემს წინ ფრთხილად დაატორმუზა და ფანჯრიდან გამომხედა.
-მის გრეჰემ?-საკმაოდ გრაციოზულად მომმართა.
-გისმენთ.
-მანქანაში დაბრძანდით.დანიშნულების ადგილამდე მე მიგიყვანთ.
-კი,მაგრამ ვინ გამოგგზავნათ?-თვალები მოვჭუტე მე.
-ანონიმურობა მის ნელი.ეს მათი პირველი მოთხოვნა იყო-ღიმილით გადმოვიდა მანქანიდან და წინ დამიდგა.
-ვინ მათი?-ხმაში შიში შემეპარა-ჯანდაბა ამიხსენით ვინ გამოგგზავნათ.წინააღმდეგ შემთხვევაში იმი იმედი ნუ გექნებათ,რომ აქედან ფეხს მოვიცვლი-მოტეხილქუსლიანი ფეხსაცმელი მიწაზე დავაბაკუნე.

-თქვენი ნებაა-მხრები აიჩეჩა მან-მე მხოლოდ მოვალეობების შესრულება მევალება.გაინტერესებთ რამდენი ქვესათაურისგან შედგება ის?
-რატომღაც ამის გაგების დიდი სურვილი არ მაქვს.
-პირველი : მე თქვენი დანიშნულების ადგილამდე მიყვანა მევალებოდა.ყოველგვარი პრობლემების და წინააღმდეგობის გაწევის გარეშე.
-მაგრამ,როგორც ხედავთ,თქვენ პრობლემა გაქვთ-უხეშად გავაწყვეტინე მე.
-და მეორე : იმ შემთხვევაში თუ პირველი გეგმა ჩაიშლებოდა...ჯანდაბა,როგორ არ მიყვარს ამის გაკეთება-თავისთვის დაიბუზღუნა-მაგრამ საქმე მოითხოვს.
მოულოდნელად ცემს ფეხებთან დაიხარა,ხელი წამავლო და ზურგზე მომიკიდა.
-რა? რას კადრულობთ?-ჩანთა მოვუქნიე და ავფართხალდი.მანქანაში ჩამტენა და კარი საგულდაგულოდ გადაკეტა.
-თქვენითვისვე აჯობებს თუ წყნარად იქნებით-ჩემი ყვირილისთვის ყურადღება არ მიუქცევია.

სხვა გზა არც მქონდა. აქ უღრანი ტყეა.ქალაქგარეთ ვართ და აქაურობა სულაც არ გამოირჩევა მოსახლეობის სიმჭიდროვით.მანქანის ფანჯრებიდან ხედები სწრაფად იცვლებოდა.სწრაფად იცვლებოდა გარემოს ფერებიც და ადგილებიც.გულისრევის შეგრძნება მაწუხებს,მას შემდეგ კი რაც მანქანა შესამჩნევლად ატორმუზებს და მოულოდნელობისაგან თავს კარებს ვარტყავ,ამას თავის ტკივილიც ემატება.მანქანიდან მძღოლი გადადის,შემდეგ კარებს მიღებს და ძალიან თვალთმაქცური საქციელით მიწვდის ხელს.ვაიგნორებ.ქუსლმოტეხილი ტუფლი კვლავ მაცვია.სიარულში ხელს მიშლია,ამას ემატება დისკომფორტიც,მაგრამ სიარულს მაინც განვაგრძნობ.დღევანდელი საუბარი მახსენდება და გულში ათასჯერ ვიფიცებ,რომ თუ ცოცხალი გადავრჩი ტამარას ენას ამოვაძრობ.მერე სახეზე მიტკლისფერი მედება,ესეც მას შემდეგ რაც დიდი და შიშისმომგვრელი შენობის წინ სრულიად მარტო ვრჩები.



****
-ჰეი,არის აქ ვინმე?-ყვირილით შევდივარ უზარმაზარ და ალბათ მიტოვებულ შენობაში და გონებაში ჩემს თავს ვუყვირი,რომ გული არ წამივიდეს.მერე გიჟივით ვახტები შემხვედრ კარადას და ვუყურებ,როგორ კუდის ქიცინით მიიწევს წინ შავი კატა.ვილანძღები,ამ ქვეყნად არსებული და არარსებული სიტყვებით.
შენობა ხუთსართულიანია,ან - ექვსი.კიბეები არ ჩანს.ეს მეტყველებს იმაზე,რომ მომიწევს ლიფტით ვისარგებლო.ყველაფერი ერთმანეთში მერევა. თუმცა ყველაფერი კი არა,გული მერევა და დაუფარავი სირცხვილით იქვე ვარწყევ. შიშმა იცის. ტანი მითრთის. ვხვდები ეს დასასრულია,მაგრამ გონებაში ვაკეთებ: ეს ყველაფრის დასაწყისია,თუნდაც დასასრულისაც კი.ჯერ ახალგაზრდა ვარ. შვილები მყავს გასაჩენი და ჩემი არარსებული ქმრისთვის ყავა მაქვს მოსამზადებელი. სააბაზანოში გასარეცხი ტანსაცმლის გროვა მელის,ჩემი ერთ-ერთი შვილის პამპერსში კი სუნიანი სიურპრიზი.
ნაცნობი კატა ფეხებზე მეხვევა.ფეხის აქნევით ვცდილობ მის მოშორებას,მაგრამ არ მიდის.
თავს ვანებებ უიმედო მცდელობებს.წინ მივიწევ. ამაყად,თავაწეული,ჩემს თავში სრულებით დარწმუნებული და ლიფტს ვიძახებ.აგვიანებს.ველოდები: 10 წუთი,15,20,25... მოთმინების ფიალა მევსება.ფეხებზე ვიკიდებ ყველანაირ სამუშაოს და იმ აზრით,რომ ჩემი სიცოცხლე ყველანაირ მაღალანაზღაურებიან სამსახურზე უფრო მეტად მნიშვნელოვანია,შემოსასვლელი კარის გაღებას ვცდილობ.სულ ტყუილად. ყურებში მესმის,როგორ დამცინის ბედი და კარის სახელური ხელში მრჩება.
-ამაზე უარესი რა შეიძლება მოხდეს კიდევ?-საკუთარს თავს ვეჩურჩულები და იმის შიში მიპყრობს,რომ აქ ჩაკეტილი გავგიჟდები.მერე ვიღაც მეღობება წინ,შავი ანგელოზივით და ის უკანასკნელი სინათლეც ქრება სარკმლიდან ოდნავ,რომ ბჟუტავდა.

-ჰეი ბარბი,გამოფხიზლდი-შორეული სამყაროდან ნაცნობი ხმა მესმოდა და ჩემს გონებას სულაც არ უნდოდა გამოფხიზლება.კიდევ ვიგრძენი რამოდენიმე ბიძგი,მაგრამ თავს იმდენად კომფორტულად ვგრძნობდი,რომ...
-შენ მაიძულე-ესეც ბუნდოვნად გავიგე,თუმცა რაღაც მაინც არ მომეწონა ამ სიტყვებში და როდესაც ვიღაცამ სახეში გამარტყა,ხელი ავიქნიე და თავი რაღაცას დავარტყი.მაშინვე გავახილე თვალები,თუმცა სიბნელეში კვლავ ვერაფერი გავარჩიე.
-ოხ,ჯანდაბა. ისევ აქ ვარ?-ხელები უმისამართოდ გავიქნიე და გონს მაშინ მოვეგე,როდესაც ვიღაცამ შეიკურთხა.
-ვინ არის აქ?-შეშინებული კედელს ავეკარი და გონებაში კარატის ისეთების გახსენება დავიწყე.
-ნედი ვარ.შეგიძლია ხელების უმისამართოდ ქნევას მოეშვა?ეს მტკივნეულია-ჩაიხითხითა მან.
-შენ აქ რას აკეთებ?-მოვეშვი და ჩამოვჯექი.
-იმას რასაც შენ. ვიღაცას,როგორც ჩანს თამაში უყვარს.მე კი მოთმინების ფიალა მევსება.
-სად ვართ?-თემა სხვა რამეზე გადავიტანე.
-ლიფტში-მოკლედ მომიჭრა მან.
-კი,მაგრამ ლიფტი არ მუშაობდა.
-ჰო,მაშინ ჩემი გათიშვით იყვნენ დაკავებულები და ალბათ ამიტომ.
-არ გითხრეს რა უნდათ?-დავინტერესდი.
-არაფერი.მათ საერთოდ არაფერი უთქვამთ.
-კარგი მითხარი რა გითხრეს-მივხვდი,რომ ყოყმანობდა.
-მათ თქვეს,რომ ჩვენ აქედან ცოცხლები ვერ გავაღწევთ-იმდენად ჩუმად დაილაპარაკა,რომ წამით მეგონა მომეჩვენათქო.
-რა?-გადასამოწმებლად გადავწყვიტე თავიდან მეკითხა.
-რა და ის,რომ გავიჭედეთ. ერთ ადგილას გავიჭედეთ.აქედან გასასვლელი კი არ არსებობს.



****
-მშია-წამოვიკრუსუნე,როდესაც ჩემმა კუჭმა თავი შემახსენა და გვერდი ვიცვალე.
-გორაობას მოეშვი-უკმაყოფილოდ თქვა ნედიმ და საჯდომზე ხელი წამომარტყა.
ფრთებგაშლილი მამალივით წამოვხტი ადგილიდან და კუთხეში მივიკუნჭე.
-შენ საშინლად უზრდელი და თავზეხელაღებული ბიჭი ხარ.
-არ გადამრიო-იმისდამიუხედავად,რომ სიბნელე იყო დავიფიცებდი თვალები გადაატრიალა.

-კიდევ რამდენ ხანს უნდა ვიჯდეთ აქ?-პანიკამ შემომიტია.
-რამდენ ხანსაც ისინი ჩათვლიან საჭიროდ.
-ხო არა? ვინ ჯანდაბები არიან ასე უპატივცემულოდ,რომ იქცევიან?-ავყვირდი მე- თუ რამის თავი აქვთ მოვიდნენ და თვალებში ჩამხედონ. ვინმეში ხომ არ ვეშლები მაგათ-ხელები ავიქნიე- ბოლოს და ბოლოს შავი ქამარი მაქვს კარატ...-გაგრძელება ვეღარ შევძელი.უკნიდან ნაილმა პირზე ხელი ამაკრა.
-უსმინე-ყურში ნაზად ჩამჩურჩულა.ტაომ დამაყარა,თუმცა კონცენტრაცია მოვახდინე და გარედან შემომავალ ხმაურს ყური დავუგდე.
-შენი აზრით ბევრნი არიან?-დავიჩურჩულე მეც.
-ხმების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ,აქ მხოლოდ ორნი არიან-კვლავ ყურთან ახლოს თქვა და ამოიოხრა.
მე კი არ მინდოდა,რომ გაჩერებულიყო. ეს მომწონდა და როგორც კი შესაძლებლობა მომეცემოდა კითხვებით ვაბრუებდი.ის კი ვერაფერს ხვდებოდა,უბრალოდ მპასუხობდა.რას წარმოიდგენდა,მისი ხმა მე რას მმართებდა.ჩემდასაუბედუროდ ხმა მიწყნარდა,როგორც რამოდენიმე საათის წინ სიჩუმე გამეფდა და მეც უსიამოვნო გრძნობა მომაწვა.ნედმა ხელი გამიშვა და ძირს ჩამოჯდა,მე გაშეშებული ვიდექი და ვცდილობდი არაფერი დამტყობოდა (იმისდამიუხედავად,რომ ის მაინც ვერაფერ დაინახავდა).
-კარგად ხარ?-ზურგს უკან ჰორანის ბოხი ხმა მომესმა და მხოლოდ მაშინ გამოვფხიზლდი.რაღაც ამოვიბურტყუნე,გაურკვეველი ბგერები ამოვუშვი ყელიდან და ცენტრში გავნთავსდი.
შემდეგ წუთები გავდა.წუთებს საათები მიყვა და დროის განსაზღვრაც ვეღარ შევძელით.
-ტელეფონი არ გაქვს?-სიჩუმის დარღვევა ვცადე.
-წამართვეს.შენ?
-როგორც ჩანს მეც.

მომწყინდა.ფეხზე წამოვდექი,კარის გაღება ვცადე და სიხარულისაგან შევყვირე,როდესაც ის გაიღო,თუმცა რას ვიფიქრებდი,რომ კარს იქით ნამდვილი ჯოჯოხეთი მელოდა.



-ნაილ?-დავიყვირე მე.მაგრამ მისი ხმის ნაცვლად,შენობიდან გასროლის ხმა მოისმა.
****
სამნი იყვნენ.ქურდულ სამყაროში კარგად ვერ ვერკვევი თუმცა დარწმუნებით შემეძლო მეთქვა,რომ აქედან უფროსი არცერთი არ იყო.სამივეს ინდივიდუალური ქცევის მანერები,ხმა და ჩაცმულობა ქონდათ.მანამ, სანამ ისინი ნედის გაკოჭვით და ლიფტიდან გამოთრევით იყვნენ დაკავებულნი,დრო ვიხელთე და ძირს დაგდებული მავთული შარვლის ჯიბეში სწრაფად შევინახე.
-ესეც გამოათრიეთ და წავედით-ერთ-ერთმა ბრძანება გასცა.ყველაზე დაბალი ჩემსკენ წამოვიდა და ხელების შეტყუპება მთხოვა.
-იცით,რომ ეს სამოქალაქო დანაშაულია? და თანაც უკვე გაუქმებული.სასამართლო ამისთვის უმკაცრესი სასჯელით დაგსჯით-ჩემი ბრძნული თეორია ჩამოვაყალიბე და გამარჯვებული სახეზე ყალბი ღიმილი ავიკარი.
-ზედმეტად ბევრს ლამპარაკობს.პირი აუკარი-თქვა პირველმა.
მეც ცოტახანში ღრუ დახშული,ყოველგვარი საინფორმაციოს გარეშე მივიწევდი ბნელ სარდაფში,სადაც უამრავი ქვა და შუშის ნამსხვრევი ეყარა.ჩემთვის ვბზუოდი და ვცდილობდი რაიმე მეთქვა თუმცა,არაფერი გამომდიოდა.ბუნდოვნად,მაგრამ მაინც შევამჩნიე ჰორანის უკმაყოფილო სახე.მხრები ავიჩეჩე,მას ყოველთვის ასეთი გამომეტყველება აქვს.
რაღაც დიდ კარს მივუახლოვდით.რიგით პირველმა ჯიბიდან გასაღები ამოიღო და მაშინ,როდესაც კარისთვის უნდა მოერგო,ხელიდან გაუვარდა და ძირს დავარდა.“ესეც ჩვენი გაქცევის შანსი“ გავიფიქრე გულში,თუმცა გაჩნდა პრობლემა : როგორ მეთქვა ნედისთვის,რომ გაქცეულიყო.
-ფანრით გაანათე-ჩემს გვერდით მდგარმა რჩევა მისცა.
-არ წამომიღია-ღიად აღიარა პირველმა და კვლავ ტელეფონის შუქით სცადა იქაურობის განათება.ჩავიფხუკუნე.
-რა გაცინებს?-ყველაზე უფროსი წინ დამიდგა. მხრები ავიჩეჩე მე და იმის იმედით,რომ ნედის რაიმე დეტექტიური ფილმი მაინც ექნებოდა ნანახი,გადავხედე.
ჩემდა გასაკვირად თავი დამიქნია და ხელები ისე შემოიქნია,რომ ჩემს წინ მდგარს მუშტი გასცხო და ისიც ძირს გაწვა.გააზრება ვერ მოვასწარი ისე ავწიე ჰაერში ფეხი და ნედისკენ წასულ „პირველს“ ფეხებ შუა ამოვცხე.დაიკვლანჩხა,ამოიზმუვლა და ძირს დაეცა.დავიჭყანე,წარმომიდგენია,როგორი მტკივნეული იქნებოდა.

ზუსტად არ მახსოვს,იმ მესამეს რა მოუვიდა,მხოლოდ ბუნდოვან გამოსახულებებს ვხედავდი და მაინც ჯიუტად ვცდილობდი სარდაფიდან გამოსვლას.
-აქეთ წამოდი-ჩემს გვერდით დაიყვირა ნედიმ და გასასვლელი დამანახა.თავი დავუქნიე,რადგან კვლავაც ნაჭერი მეკრა პირზე და მთელი ძალით გავიქეცი კარისკენ,რომლის მიღმაც სინათლე იყო.ყველაფერი ჩაფლავდა,მაშინ,როდესაც რაღაცას ფეხი წამოვდე და დავეცი.ჰორანმა ამოიზმუვლა,ერთი გემრიელად შეიკურთხა და ჩემსკენ წამოვიდა.დერეფანში ნაცნობი ხმები გაისმა.ნედის თავით კარადისკენ ვანიშნე და როგორც კი ფეხზე წამოვდექი მაშინვე შიგნით ჩავიკეტეთ.პირველად ვინატრე ცხოვრებაში,რომ კარადის მიღმა „ნარნია“ ყოფილიყო,თუმცა ობისა და შმორის სუნის გარდა აქ არაფერიც არ იყო.
-ჯანდაბა ნელი,ნუ მოძრაობ-ღრმად ჩაისუნთქა.
კარადაში დიდი ადგილი ნამდვილად არ იყო.ნედი ისე მეკვროდა,რომ მის სუნთქვას სახეზე ვგრძნობდი,მისი ნიკაპი კი შუბლზე მეხებოდა.დამბურძგლა.ხელი ნელ-ნელა მაღლა ამოსწია და პირიდან ნაჭერი ჩამომაშირა.
-მადლობ-დავიჩურჩულე მე და ავხედე.
-არაფერს-უეცრად მოაყოლა და ლამის გული წამივიდა,როდესაც პირიდან ამოსული მისი ცხელი ჰაერი ტუჩებზე მეცა.ქვედა ტუჩს იმდენად მაგრად ვუკბინე,რომ ვიგრძენი სისხლი წამომივიდა.შემდეგ გონებაში კადრები თავისით გადამეხვია და გამახსენდა,რომ უკანა ჯიბეში მავთული მედო.
-ნედი.
-მმმ-ამოიზმუვლა მან.
-უკანა ჯიბეში მავთული მიდევს.
-რა?-მაშინვე გამოფხიზლდა-აქამდე რატომ არ მითხარი?
-მაპატიე,მაგრამ თავის გადარჩენით ვიყავი დაკავებული-არც მე დავაკელი ირონია.
-კარგი ამოიღე და მომეცი,ხელებს გაგიხსნი.
-არ შემიძლია,ხელები მაქვს შეკრული-ცხვირთან ჩემი გაერთიანებული ხელები დავუტრიალე.
-კარგი,შემობრუნდი.
-რა? რატომ?-თავი გამოვიშტერე მე.არადა ზუსტად ვიცოდი რის გაკეთებასაც აპირებდა.
-უბრალოდ შემობრუნდი.ვნანობ,რომ პირიდან ნაჭერი მოგაშორე.
აღარაფერი მითქვამს,ნელი მოძრაობით შემოვბრუნდი და ზურგით ავეკარი.
-ჯანდაბა ხომ გითხარი ასე ნუ მოძრაობ-თქო?
-გასაგებია,მაგრამ თუ ჯერ არ დაბრმავებულხარ გეტყვი,რომ აქ პატარა ადგილია.
-კარგი-ჩაიბურტყუნა და ხელები საჯდომზე შემახო.
-ნედ,მე შენ ჯიბე გითხარი-ჩავისისინე მე.
-მაპატიე,მაგრამ საშინლად დიდი უკანალი გაქვს-ტუჩებით თავზე მაკოცა.
-ცუდი დრო შეარჩიე ჰორან.კონცენტრაცია მოახდინე და სწრაფად ამოიღე ეგ დაწყევლილი რაღაც ჯიბიდან,მერჭობა.
-ვერ ვახდენ კონცენტრაციას,როდესაც ჩემს წინ ასეთი ქალბატონი დგას-კვლავ იმავე ხმით განაგრძო.
ღრმად ჩავისუნთქე და მისკენ წვალებით შევბრუნდი.
-რას აკეთებ?-თავი გააქნია ნაილმა.
მე ისე,რომ არც კი ვიცოდი რა ჯანდაბას ვაკეთებდი,თითისწვერებზე ავიწიე და მის ტუჩებს მსუბუქად შევეხე.შემდეგ ისე თითქოს არც არაფერი მომხდარა,კვლავ მივბრუნდი.
-ახლა კი ძალიან გთხოვ,ამოიღე ჯიბიდან მავთული-ვგრძნობდი,რომ ხმა საგრძნობლად მიკანკალებდა.
-კარგი.
რამოდენიმე წამში ხელები თავისუფალი მქონდა.
-მგონი წავიდნენ,არა?-სიჩუმეს მივაყურადე მე.
-მგონი.
კარადის კარები ნელა გავაღეთ.ძველმა ხემ დაიჭრიალა და მაშინვე,არც ისე ახლოდან, ნაბიჯების ხმა გაისმა.
-გაიქეცი ნელი-დაიყვირა ნედიმ.
გავიქეცი.ისე გავიქეცი,მეგონა სირაქლემას გავასწრებდი.კარებში ისეთი გავვარდი,ვეღარაფერს ვგრძნობდი.მოშორებით ტყეში შევვარდი და ხის ძირში ჩამოვჯექი.აქედან თითქმის ვეღარ ვხედავდი შენობას.მხოლოდ მაშინ,როდესაც ოდნავ მოვსულიერდი,მივხვდი,რომ ნედი ჩემთან არ იყო.
-ნედ-დავიყვირე მე,თუმცა მისი ხმის ნაცვლად,თითქოს მაცნეთ,მიტოვებული შენობიდან,გასროლის ხმა გაისმა.


*****
სამი წლის წინ მივედი მისტერ დამიანის კომპანიაში. მას შემდეგ რაც დედა დამეღუპა,გადავწყვიტე სრულიად მარტოს ჩემი ცხოვრება მომეწყო და ყველანაირი კონტაქტი გავწყვიტე მამასთან,რომელიც ჩემს წასვლამდე გაუჩინარდა.მახსოვს,როგორ შევაღე კომპანიის უზარმაზარი კარები და სამყაროს უცხო კედლებში აღმოვჩნდი.ყველაფერი იმდენად ნათელი და თეთრი იყო,რომ წამით მომეჩვენა სამოთხის შუაგულში ვიდექი და ჩემს ანგელოზს ველოდი.ანგელოზმაც არ დააგვიანა,კუთხიდან დიდი სისწრაფითა და ანთებული თვალებით გამოვარდა და გვერდით ჩამიქროლა.სწორედ მაშინ ვნახე პირველად ნედი. თეთრი,აბრეშუმივით კანი და ცასავით ლურჯი თვალები ჰქონდა.პირველივე წამიდან მომინდა,რომ შევხებოდი და დამეზუსტებინა,იყო თუ არა ის ჩემი ანგელოზი.არ დამცალდა,არც მაშინ და არც შემდეგ.დღეს კი,ვაკოცე.მერე რა,რომ ეს ბოლო იყო,გულს მაინც უხაროდა.
ტყეში დავიკარგე.ნედისს ვეძახდი,ხმა არ მესმოდა.ვიმედოვნებდი და თავს ვარწმუნებდი,რომ ცუდი არაფერი მომხდარა. არადა ვიცოდი,გასროლის ხმაც ზუსტად ამას მოწმობდა,ჰოდა მეც ავდექი და იმ წამს ყველაზე შეუფერებელი და სულელური გადაწყვეტილება მივიღე: გავიქეცი.გავიქეცი არა სხვაგან,არამედ შენობისკენ და გატეხილ კარს სწრაფად გადავახტი.
-ნედ-კიდევ ერთხელ დავიყვირე.ექომ ჩემი ხმა აიტაცა.მეორე სართულიდან ნაბიჯების ხმა მომესმა. ნაცნობ კარადაში შევძვერი და პატარა ღრიჭოდან გამოვიჭყიტე.ნაცნობმა „პირველმა“ დერეფანში გაიარა.ფრთხილად გამოვძვერი გარეთ და ფეხაკრეფით გავირბინე გრძელი დერეფანი.მეორე სართულიდან პირველზე ყვირილის და გინების ხმა აღწევდა.მათ შორის არცერთი არ იყო ნედის.კიბეებზე პირველი ნაბიჯი დავდგი და ღრმად ჩავისუნთქე.ფიქრი არ დამიწყია ისე ავედი ზემოთ,ვიცოდი,რომ დავფიქრებულიყავი ამ სისულელეს გადავიფიქრებდი.
ცხვირში ბენზინის სუნი მეცა და მოულოდნელად დამაცემინა.პირზე ხელი ძლიერად მივიფარე,რომ სუნთქვის ხმა დამეხშო.გული ისე ამიჩქარდა,მეგონა ამომივარდებოდა.
-შეამოწმე-ვიღაცის ხმა გაისმა და ორი წყვილი ფეხი ჩემსკენ წამოვიდა.გიჟივით გადავაფრინდი კიბეების სახელურს და ძირს დავეცი.ესეც ჩემი ონავრული ტრიუკები.ბეჭებს ვეღარ ვგრძნობდი,ვიგრძენი,როგორ წამომივიდა თვიდან სისხლი.რა სულელი ვარ.დარწმუნებით შემეძლო მეთქვა,რომ აქედან ცოცხალი ვერ გავაღწევდი.ნედი მოკლეს,მე კი ვერავინ და ვერაფერი მიშველიდა.
-ეს ვინ დაბრუნებულა-ხელები ერთმანეთს შემოარტყა ბიჭმა,რომელიც ჩემთვის ნაცნობი იყო და ფეხზე წამომაყენა.
-როგორც ჩანს პრობლემა აქვს-გადაიხარხარა მეორემ და კიბისკენ წავიდა.
-წავედით-ხელი უხეშად მკრა რიგით „მეორემ“.
ამოვიკრუსუნე.სულ,რომ არაფერი ის მაინც მეცოდინება რატომ მომიტაცეს.
მეორე სართულზე,კაბინეტში შემიყვანეს.ჩემს უკან კარებმა გაიჩხრაკუნა.ჩამკეტეს.ბორბლებიან სავარძელზე მოკალათებულმა შუახნის მამაკაცმა,ჩემსკენ მოიხედა.
-გამარჯობა ნელი-ბოხი,ნაცნობი ხმით დაილაპარაკა და მეც თითქოს დენმა დამარტყა,ადგილზე შევხტი.
-არა-უარის ნიშნად თავი გავაქნიე და ვეცადე თავი დამერწმუნებინა იმაში,რომ ეს უბრალოდ ჰალუცინაცია იყო.
-კი ნელი, მე აქ ვარ.ჯანმრთელი და სიცოცხლით აღსავსე.
-შენ... კი,მაგრამ... აქ რატომ?როგორ?რა ჯანდაბას აკეთებ-ხმა ამიკანკალდა მე.
-ოჰ,დამშვიდდი ძვირფასო.ყველაფერს აგიხსნი.დაჯექი-მიბრძანა მან.უარის ნიშნად თავი გავაქნიე.
-არ ვაპირებ ვიდგე და ვუსმინო კაცს,რომელმაც ჩემი გატაცება მოაწყო-წავისისინე მე.
-კარგი რა ნელი.ყოველთვის ასეთი მოსაწყენი ბავშვი იყავი.ძვირფასო მე უბრალოდ შთაბეჭდილები მოხდენა მინდოდა.სამი წელი გავიდა.არ მინდოდა უბრალოდ გამოვცხადებულიყავი და მეთქვა „ნელი,საყვარელო მე დავბრუნდი“-ხელები გაშალა და ჩაიცინა-მამასთან მოდი პატარავ.
-ნედს რა უქენით?-მოთმინებიდან გამოსულმა წამოვიყვირე.
-იმ ბიჭს?ზუსტად არ ვიცი,ალბათ სადმე გდია და სიკვდილს ებრძვის.
-როგორ შეგეძლო.ამის გაკეთება,როგორ შეგეძლო.საერთოდ რა ადამიანი ხარ?
-ყველაფერი მათი ბრალია ნელი.ის,რომ დედაშენი დღეს ცოცხალი აღარაა,მათი ბრალია.ნედის,მამამისის და იმ კომპანიის ბრალია შენ,რომ მუშაობ.
-არაფერი მესმის-მხრები ავიჩეჩე მე.
-რატომ მოკვდა ლიზი ნელი?შენი აზრით მართლა კიბო ტანჯავდა?მას სიყვარული ტანჯავდა,სიყვარული,რომელიც მისტერ დამიანის მიმართ გააჩნდა-ზიზღით წარმოთქვა მისი სახელი-სიყვარული,რომელსაც მომავალი არ გააჩნდა,რადგან ვვარსებობდი მე და არსებობდი შენ.ყოველ ღამით მიწევდა გავმკლავებოდი იმ გრძნობას,რომ ის მე არ მეკუთვნოდა და მაინც არ ვწყვეტდი ფიქრს იმის შესახებ იყავი თუ არა შენ ნამდვილად ჩემი შვილი.
შიშმა ამიტანა.თუ ნამდვილად ასეა და თუ მე მართლა მისტერ დამიანის შვილი გამოვდივარ,რა გამოდის მე ჩემი ძმა შემიყვარდა და მას ვაკოცე?ფუუ...უსიამოვნო შეგრძნებისგან სახე მომეღრიცა.
-და..
-და ის,რომ შენ ჩემი შვილი ხარ.სისხლით-ხორცამდე,თხემით-ტერფამდე,შენ მთლიანად ჩემი ხარ.
ამოვისუნთქე.
-მიუხედავად ამისა,ეს არ გაძლევდა უფლებას,რომ ასე მოქცეულიყავი.მე შენი შვილი არ ვარ.შენ მაშინ გაქრი,როდესაც მჭირდებოდი,შენ მაშინ წახვედი,როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა გვერდში დგომა.და სწორედ მაშინ,როდესაც ყველაფერი უნიკალურად იყო...რატომ დაბრუნდი?
-მომენატრე ნელი-დაიჩურჩულა მან.-ვბერდები,მე მჭირდება ვიღაც ვინც მომივლის.
-აჰ-გამეცინა მე-აი რატომაც.ახლა შეგაწუხა სიბერემ?ახლა გაგახსენდა,რომ გყავს შვილი,რომელიც არსებობს?სასაცლიოა,შენს შემთხვევაშიც კი სასაცილოა-სიცილს ვერ ვწყვეტდი მე-მაინც სად იყავი ამდენი ხნისგანმავლობაში?
-საგიჟეთში-ამოიღრინა მან.
-ოჰ-არ გამკვირვებია მე.მას ყოველთვის ჰქონდა პრობლემა თავის შეუკავებლობასა და სიბრაზის დამორჩილებაზე.ბევრჯერ მინახავს ნაცემი დედაჩემის დალურჯებული სახე.ეს აღარ მიკვირს.
-ჯანდაბაშიც წასულხარ-ჩუმად ვთქვი მე.
-ნათან-დაიღრიალა მან-სასწრაფოდ მოაშორე ის აქედან და რა ჯანდაბაც გინდა ის უყავი,აღარ მადარდებს-მხრები აიჩეჩა მან და ზურგი მაქცია.
კარების გაღების ხმამ გამომაფხიზლა.
-ნაბი*ვარი და ლაჩარი ხარ გესმის-ბოლო ხმაზე ვღრიალებდი მე.-მერჩივნა დამიანის შვილი ვყოფილიყავი ვიდრე,შენნაირი ფსიქოპათის.
უკნიდან წელზე ხელები შემომეხვა და კარიდან გამათრიეს.უცნობის ხელებში ავფართხალდი და ხელი გვერდში ჩავარტყი.წამოკვნესების ხმა გავიგე და მეც დრო ვიხელთე, მისგან გავნთავისუფლდი.
-ნელი მოიცა-ნაცნობმა ხმამ შემაჩერა.უკან ელვის სისწრაფით შევბრუნდი და სიმწრისგან დამანჭული,ნედის სახე დავინახე.სიხარულისაგან შევკივლე და ჩასახუტებლად გავქეცი.ხელები ტანზე მჭიდროდ მომაკრო და ცხვირი ჩემს თმაში ჩამალა.
-ღმერთო,მეგონა დაგკარგე-ამოვიხავლე მე.
-დამშვიდდი კარგად ვარ-სახე დამიჭირა და ცხვირზე ცხვირით გამეთამაშა-ისე ვერაფერი აახლოვებს ადამიანებს ერთმანეთთან,როგორც ერთი პრობლემა-ჩაიხითხითა მან და ფეხზე წამოდგა.
-მიხარია,რომ ხუმრობის ხასიათზე ჯერ კიდევ ხარ-გავიცინე მეც.
-აქედან უნდ აგავიდეთ,თანაც სასწრაფოდ.არ ვიცი,როდის დაბრუნდებიან,მხოლოდ ის გავიგე,რომ რაღაც პრობლემა შეექმნათ.უკანა გასასვლელით მოგვიწევს სარგებლობა.

-ჭრილობა,როგორ გაქვს-ვკითხე გზაში.მაიკა აიწია და საკმაოდ ღრმა ჭრილობა დამანახა.წამოვიკივლე.
-ყველაფერი კარგად იქნება ნუ ღელავ-თავზე მაკოცა მან.
-ნედი-გავაჩერე მე.ეს უნდა მეთქვა,აუცილებლად-იცი,მე...
-ვიცი-ჩუმად თქვა მან და თავი დამიქნია.გული გამითბა.ხელები შემოვხვიე და ძლიერად ჩავეხუტე.
-ძალიან,ძალიან მიყვარხარ-ამოვიხავლე და ცრემლები წამსკდა.ყრუ ზმული გაისმა.ვიგრძენი,როგორ მომხვდა რაღაც უკნიდან,გულთან ახლოს და ნედის ხელები უფრო მაგარად მოვხვიე.
-გაიქეცი-გონების დაკარგვამდე ამოვიჩხავლე და კისერზე ჩამოვეკიდე.
მერე დაბნელდა,აღარც მისი ხმა მესმოდა და ვეღარც მის სუნს ვგრძნობდი.ვერც სინათლეს ვხედავდი ვერსად და ვერ ჩემს ნაცნობ ანგელოზს.მე კი ისე მინდოდა მისი დანახვა.



****
ყველა ისტორია განსხვავებულად იწერება.ყველა ისტორიის ფინალში აღმოაჩენ რაღაც ისეთს,რაც არასდროს გაგიგია.ყველა ისტორიის შინაარსი ინდივიდუალურია,ამიტომ არასდროს იცი ვის როდის,რანაირად და რა მოუვა.აქ კი ყველაფერი ისე განვითარდა,როგორც მწერალს ან უბრალოდ ავტორს უნდოდა.
უკმაყოფილო ხართ?მათმა ურთიერთობამ ვერ დაგაკმაყოფილათ?ელოდით რაღაც ბანალურ ისტორიას?ოჰ,თქვენ ჩემს შესაძლებლობებში შეგაქვთ ეჭვი,ეს კი სასიამოვნო სულაც არაა.

****
რამოდენიმე კვირა გავიდა.გლოვის,ტირილის,თხოვნის კვირა.ყველაფერი თითქოს კალაპოტში ჩადგა.თითქოს ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა.ყოველშემთხვევაში გარედან ასე ჩანდა,შიგნიდან კი...
დღეს სამყაროს რაღაც აკლია.დღეს დედამიწას შვილი აკლია.დღეს ჩემს გვერდით ადგილს,თავისი პატრონი აკლია.დღეს ვიღაცას სადღაც შვილი,შეყვარებული და მომავალი დედა აკლია.დღეს ნედ ჰორანის კომპანიას შეუცვლელი თანამშრომელი აკლია.
ხმამაღლა არ ვამბობ.ეს არ შემშვენის,ეს არც შემიძლია.გრძნობების გამჟღავნება არ შემიძლია.
არადა რამოდენიმე კვირის წინ ყველაფერი კარგად იყო.რამოდენიმე კვირის წინ გვერდს ახალგაზრდა,ლამაზი გოგონა მიმშვენებდა და მიუხედავად იმისა,რომ ხმამაღლა არასდროს მიღიარებია,მისი სულის შეძვრამდე მშურდა.
ახლა დრო გავიდა.
კომპანიის კარები მშვიდად იღება.შემოსასვლელში ნედი მოაბიჯებს.სახეზე ტკივილი აღბეჭვდია,გულში რაღაც ამოუხსნელი.
და მიუხედავად იმისა,რომ ყოველთვის მჯეროდა,მას ნელი არასდროს შეუყვარდებოდა,ვხვდები,თუ რაოდენ მცდარი წარმოდგენა მქონდა მასზე.ახლა თითქოს ნაპრალი ამოივსო და ჩემსა და მას შორის საერთო გამოჩნდა.ახლა ორივეს გვიჭირს ნელის გარეშე.ახლა მისი ხმის გაგონება მჭირდება.
-შენ ახლა შეუცვლელი ადამიანის ადგილზე ზიხარ-თვალებს ვუბრიალებ ჩემს გვერდით მჯდომ ახალგაზრდა გოგონას.

-ჩემთან კაბინეტში-თბილი ხმით მეუბნება ნედი და კაბინეტისკენ უხვევს.
უთქმელად ვტოვებ სამუშაო მაგიდას და უკან მივყვები.გზად საპატიო ადამიანთა შორის მისტერ დამიანის სურათს შევყურებ და გული სითბოთი მევსება.მიხარია,რომ მისი თანამშრომელი მერქვა,მიხარია,რომ მასთან გარკვეული დროის განმავლობაში „ვმსახურობდი“.დღეს კი მხოლოდ სურათიდან შემიძლია ვუყურო მის თბილ ღიმილს.არადა რა დრო იყო.

-დაჯექი-ტონის შეუცვლელად მეუბნება.
ვჯდები.
-ახალ მოლაპარაკებას ვიწყებთ მეზობელი ქვეყნის კომპანიასთან.თუ შეგიძლია დაწვრილებით მოიძიე ინფორმაცია და შემატყობინე რაიმე საეჭვოს თუ აღმოაჩენ-ხმას იწმინდავს ის.

ვუყურებ,ვუყურებ და ვერ ვხვდები.
-ამას როგორ ახერხებ?-ჩუმად ვჩურჩულებ თითქოს საიდუმლოს ვამჟღავნებდე.
-რა გითხრა-მხრებს იჩეჩავს ის-დიდი ხნის მანძილზე,ამ კითხვის პასუხი თავად ვერ ვიპოვე და მაინც მჯერა,რომ ის კვლავ აქაა.ის არ მიდის,გესმის?ის ყოველთვის აქაა ტამარა.
მე თავს ვუქნევ,მიუხედავად იმისა,რომ მაინც ვერაფერს ვხვდები და სკამიდან ვდგები.
გზაში მიმავალს მზერას კვლავ მისტერ დამიანს ვაპყრობ და ვხვდები,რომ მასთან მუშაობა კი არა,ნელისთან მუშაობა მიყვარდა ამდენხანს. და მაინც მყარი ნაბიჯებით მივდივარ ადგილისკენ,სადაც ოდესღაც კოკა-კოლის ბოთლით ხელში,მომღიმარი ნელი მელოდა.



№1 სტუმარი Eka❤️❤️❤️❤️

Sruliad gansxvavebuli da kreatiulia magram is ver gavige nelis radaemarta?ise momewona yochag❤️

 


Eka❤️❤️❤️❤️
Sruliad gansxvavebuli da kreatiulia magram is ver gavige nelis radaemarta?ise momewona yochag❤️

ნელი მოკვდა. დიდი მადლობა ^^

 


№3  offline აქტიური მკითხველი aanamaria

რა კარგი იყოო love

 


aanamaria
რა კარგი იყოო love

გმადლობ

 


№5  offline წევრი KGB

Gansxvavebuli iko, sxva banalur, reguralurad ertnair istoriebs af gavda
Me momecona

 


KGB
Gansxvavebuli iko, sxva banalur, reguralurad ertnair istoriebs af gavda
Me momecona

მადლობა დიდი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent